შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეთექვსმეტე)


26-06-2016, 15:58
ავტორი fireending
ნანახია 1 732

დათო ჩაფიქრებული იჯდა კაბინეტში. ლიზას ნათქვამზე ფიქრობდა. ვერ ხვდებოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა. უნდა გახარებოდა თუ არა. ნინა და ბექა ხომ ერთად გაიზარდნენ, ახლა კი იგებს რომ ბექას მისი ქალიშვილი უყვარს, არც ის იცოდა ნინა რას ფიქრობდა. ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა.
-შემოდით.
კაბინეტში ბექა შემოვიდა.რაღაცის თქმას ცდილობდა, თუმცა ვერ ბედავდა. ან როგორ უნდა ეთქვა. არ იცოდა საიდან დაეწყო. ბექა ხვდებოდა რომ ლიზა მართალი იყო და ნინა მის ცხოვრებას შეცვლიდა.
-დათო. მინდა რომ დაგელაპარაკო.
-გისმენ
-არ ვიცი, არ ვიცი როგორ დავიწყო... ხომ იცი , ოჯახი რომ დავკარგე პატარა ვიყავი, მამაშენმასაკუთარი შვილივით მიმიღო. ისიც იცი რომ შენც ძალიან მიყვარხარ და გაფასებ. ბოლოს რაც მოხდა, ჩემს და ლიზას ამბავს ვგულისხმობ, ძალიან მრცხვენია... მართლა...
-ხომ გითხარი, ეგ დაივიწყე არ ღირს წარსულის გამო ამდენი დარდი
-შენ მართლაც ძალიან კარგი ადამიანი ხარ. სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს . მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მე ნინა შემიყვარდა ... ალბათ უკვე იცი...
-ჰო
-თუ შენ წინააღმდეგი ხარ...
-ბექა, მომისმინე. მიუხედავად იმ გაუგებრობისა რაც მოხდა შენ ჩემი ოჯახის წევრი ხარ და ყოველთვის მეყვარები. მე შენი და ნინას ურთიერთობის წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ რა თქმა უნდა ნინას სურვილიც იქნება,მაგრამ ერთი რამ იცოდე, მას გული არ ატკინო, ნინა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ამ ქვეყნად
-გპირდები, რომ მას არასდროს ვაწყენინებ. მადლობა რომ გამიგე.
* * *
ლიზა ოთახში იჯდა და ლეპტოპში ბავშვის ტანსაცმელებს ათვალიერებდა, კარი ნინამ გააღო.
-შეიძლება?
-შემოდი საყვარელო.
-რა ლამაზი ტანსაცმელებია. აუ ერთი სული მაქვს ბავშვები როდის გაჩნდებიან
-7 თვე დარჩა. მეც ერთი სული მაქვს როდის ჩავიკრავ გულში ჩემს პატარებს.
ნინა ლიზას მუცელზე მოეფერა.
-ლიზა, დიდი მადლობა რომ ბექას ბანკეტზე ჩემთან ერთად წამოსვლა შესთავაზე. იცი , ძალიან ვარ გახარებული.
-მიხარია, რომ ბედნიერი ხარ.
-ჰო, მაგრამ ზედმეტ ოცნებებს არ უნდა ავყვე. ჩემს გრძნობას უნდა მოვერიო.
-იქნებ ჯობია რომ აყვე. რა იცი რა მოხდება.
-არა მგონია ამ გრძნობას რამე მომავალი ქონდეს.
-ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე ნინა. იმედს ნუ დაკარგავ.
-ტყუილი იმედის ქონა არ მინდა. იქნებ ისევ შენ უყვარხარ.
-რა? რას ამბობ? ყველაფერი დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა.
-მაპატიე, ცუდად გამომივიდა.
-არაფერია. ჩემა და ბექას შორის სამუდამოდ დასრულდა ყველაფერი. ამაზე ლაპარაკიც აღარ ღირს. შენ კი გირჩევ იმედი არ დაკარგო და სიყვარულისთვის იბრძოლო. მალე დარწმუნდები რომ ამას ტყუილად არ ვამბობ. ჰო მართლა, აარჩიე როგორ კაბას შეიკერავ ბანკეტისთვის ?
-რამდენიმე ვარიანტი მაქვს არჩეული , გაჩვენებ.
-კარგი. როდისაა ზუსტად იცით ?
-კი, ორ კვირაშია. გვინდა გამოცდების დაწყებამდე მოვასწროთ. კარგი მე გავალ ჩემს ლეპტოპს მოვიტან და კაბებს გაჩვენებ.
ნინა ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში დათო შემოვიდა ოთახში.
-ბექას ველაპარაკე?
-მართლა? მერე ?
-მე არ ვიქნები მათი ურთიერთობის წინააღმდეგი, ახლა მთავარი ნინას აზრია. ჩემთვის მთავარია ის იყოს ბედნიერი.
-ცოტა დრო ჭირდება ბექას და თვითონ ეტყვის ნინას თავისი გრძნობების შესახებ.
-მართალი ხარ . იცი, ცოტა მიჭირს იმის გააზრება რომ ბექას ნინა უყვარს.
ნინა კართან იდგა და ყველაფერი გაიგონა. თავი სიზმარში ეგონა. ბოლო ფრაზამ თავბრუ დაახვია. წესიერად ვერც იაზრებდა რა მოხდა. ეგონა ეჩვენებოდა. კარს მოსცილდა და ქვემოთ ჩავიდა. ქვემოთ ბექა იდგა, მის დანახვაზე საერთოდ დაიბნა და ნაბიჯი ვერ გადადგა. ბექა ზურგით იყო შებრუნებული და ნინას ვერ ხედავდა, ამიტომ გოგონამ სცადა შეუმჩნევლად გასულიყო, მაგრამ ბექამ უკვე შეამჩნია ის.
-ნინა
-ჰო
-გცალია? სანაპიროზე გავისეირნოთ
-კარგი.
ბექამ ნინას ხელი მოკიდა. სანაპიროზე სეირნობდნენ. ორივე ჩუმად იყო. ნინას კი გული ამოვარდნაზე ჰქონდა, მაგრამ დალაპარაკებას ვერ ბედავდა. ხელჩაკიდებული სეირნობდა ბექასთან ერთად და სასიამოვნოდ გაბრუებულს გამოფხიზლების ეშინოდა. ბექა გაჩერდა და იქვე ჩამოსხდნენ.ხელი ნაზად შეახო ნინას სახეზე და თალებში ჩახედა. ნინამ მაშინვე მოარიდა თვალები. ბევრი რამ უტრიალებდა ბექას იმ დროს თავში, შეძლებდა თუ არა ნინასთვის ის ბედნიერება მოეტანა , რომელსაც გოგონა იმსახურებდა, მისი უმანკო ბავშვური თვალების დანახვაზე გულში საოცარი გძნობა ეღვრებოდა . აღელვებული გოგონა ბექამ გულში ჩაიკრა.
-მიყვარხარ.ჩასჩურჩულა ყურში ნინას.
ჩურჩულით წარმოთქმული ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რომ მთელ სხეულში დაუარა ჟრუანტელმა და მუცელში პეპლები ათამაშდნენ. აი ახლა კი ნამდვილად ფიქრობდა, რომ ესიზმრებოდა. ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა და თვალებს მოწყდნენ. თუმცა ცდილობდა არ ეტირა. თვალები დახუჭა, გულზე მიეკრო ბექას და ასე ჩამავალი მზის მშვიდ ფონზე ისხდნენ. გრილი ნიავიც სასიამოვნოდ ეხებოდა მის უკვე ცრემლბისგან დასველებული სახეს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ აუხდენელი ოცნება,ახლ უკვე რეალობად იყო ქცეული.
ბექამ ორივე ხელი მაგრად მოხვია გოგონას. ნინა ახლა მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. გრძნობდა რომ გოგონას ძალიან უყვარდა ამიტომ ახლა ეჭვიც აღარ ეპარებოდა მისი გადაწყვეტილების სისწორეში და თავის თავს პირობა მისცა რომ ნინასთვის იცხოვრებდა.
* * *
უკვე ღამე იყო. ნინას მალევე ჩაეძინა. ყველაზე მშვიდი ღამე იყო მის ცხოვრებაში და ბედნიერი. მომდევნო ორმა კვირამაც სწრაფად გაიარა. ახლა ორმაგად უხაროდა ბანკეტზე წასვლა. ბექა ხომ მის გვერდით იქნებოდა. გრძნობდა რომ მის ცხოვბრებაში ახალი და ბედნიერების მომტანი ეტაპი იწყებოდა. ყველაზე მეტად ახარებდა რომ მისი მეგობრები, ლიზა და მამამისიც გვერდით ედგნენ და იზიარებდნენ მის ბედნიერებას. ნინა ნამდვილ კაშკაშა ვარსკვლავად იქცა, რომლეიც მხოლოდ ბედნიერებას ასხივებდა. ბექა კი ამით კმაყოფილი იყო. ვერც კი წარმოიდგენდა თუ ამდენად გააბედნიერებდა ნინას. დროდადრო გულში რაღაც ჩაწყდებოდა, თუმცა თავს არ აძლევდა რომ ძველ გრძნობებს თავი კვლავ ეჩინა. დრო სწრაფად გავიდა და ბანკეტამდე სულ რაღაც რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. ელე, მარიამი და ნინა ლიზას სახლში იყვნენ და ემზადებოდნენ, ვიზაჟისტებმა დაამთავრეს მაკიაჟის გაკეთება გოგონებისთვის, ვარცხნილობაც უკვე მზად ჰქონდათ და კაბებიც ეცვათ. მხოლოდ მეწყვილეებს ელოდებოდნენ. და აღელვებულები ბოლთას სცემდნენ.
-ვნერვიულობ. თქვა ნინამ
-ნეტა რა განერვიულებს. ბექა მოგყვება წვეულებაზე. დასკდება შურით ჩვენი ზოგიერთი კლასელი. სიცილთ უთხრა ელემ
-აბა? ნინამ რამდენ გოგოს გაუტეხა გული. ბექაზე შეყვარებულ გოგონებს.
-ოო, კარგით რა. ეგ არ გაიგოს თორემ თავში აუვარდება.
სამივეს გაეცინა. ელეს მეწყვილე მოვიდა. ბექაც მალე მოვიდა. მარიამის მეწყვილე კი არსად ჩანდა. მარიამი ნერვიულობდა. სამჯერ ავიდა და ჩამოვიდა მეორე სართულზე. ქვემოთ ლიზა და ლუკა ისხდნენ.
-მარი? რამე მოხდა?
-ჰო ლიზა. ჩემი მეწყვილე არ მოდის. ტელეფონსაც არ პასუხობს.
-ამ დროს მარიამის ტელეფონმა დარეკა. მისი მეწყვილე იყო, რომელმაც ბოდიში მოუხადა და უთხრა რომ დედამისი გახდა ცუდად და ვეღარ მოდიოდა. მარიამმა კინაღამ იტირა. ლუკა ფეხზე წამოდგა და მარიამთან მივიდა.
-არ იტირო, გთხოვ. მე ვიქნები შენი მეწყვილე.
-მართლა? მე ... მადლობა
-რას ამბობ რა მადლობა, ასეთი მშვენიერი გოგო მარტო არ უნდა იყოს. ნახევარ საათში კიარადა უფრო ნაკლებ დროში მოვალ ჩემს ახალ მანქანას მოვიყვან და წავიდეთ.
გახარებული მარიამი ლუკას ჩაეხუტა.
ბანკეტზე კარგი დრო გაატარეს. ყველაზე მეტი ბექამ და ნინამ იცეკვეს. თითქმის ყველა გოგო შურიანი თავლებით უყურებდა ნინას. ბექა საკმაოდ ბევრ გოგოს მოსწონდა.თითქმის ღამის სამ საათამდე არ დამთავრებულა წვეულება. ბექამ ნინას ხელი მოკიდა და ბანკეტიდან გაიპარნენ.
-სად მივდივართ
-ნახავ.
ნინა ხელჩაკიდებული მიყვებოდა ბექას. ბექამ იახტაზე აიყვანა და ზღვაში გავიდნენ. ნინას ცოტა ღვინო ჰქონდა დალეული და ჰაერზე გასვლა ძალიან ესიამოვნა. ღამეც ისეთი ლამაზი იყო. სავსე მთვარე საოცრად ანათებდა ყველაფერს და ვარსკვლავებიც უფრო კაშკაშა ეჩვენებოდა. იახტის კიდესთან მივიდა და ტკბებოდა საოცარი ხედით. ბექა მიუახლოვდა და ზურგზე ხელები მოხვია. ნინა შემობრუნდა. ბექამ მისი ხელი ხელში დაიჭირა ჯიბიდან კი რაღაც ამოიღო.ეს რრაც ბეჭედი იყო, რომელიც მან ნინას თითზე გაუკეთა
-გახდები ჩემი ცოლი ?
ნინას ეგონა აღელვებისგან გული ამოუვარდებოდა. თავს იკავებდა , რომ სიხარულისგან არ ეყვირა. სიტყვები უკვე ზედმეტი იყო. ბექას ჩაეხუტა. შემდეგ ორივე ჩამოსხდნენ და აი დადგა ნინასთვის ის ჯადოსნური წამიც, მისი პირველი კოცნა, მათი ტუჩები შეეხო ერთმანეთს. ნინას გულმა კი უფრო ჩქარა იწყო ცემა. ეს იყო წამი, რომელიც სურდა რომ საუკუნოდ და სამარადისოდ გაგრძელებულიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent