სიბნელის რჩეული (3 თავი)
ჩემი სახელია სოფი.თითქმის თექვსმეტის ვარ.სეიჯი ვარ, ამიტომ ჩემი ცხოვრების მიზანია-ხალხის დაცვა ეკსტერმინებისგან, სეიჯის ჯგუფისგან, რომლებიც უარყოფენ ჩვენ მონარქიას, და საშინლად იქცევიან რის გამოც შრამები ნაცრისფერი აქვთ. რვა წელი ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი სენტ-სოფეირის სკოლაში, ლონდონში. მისი სიკვდილის შემდეგ, მშობლებთან გადავედი სადაც სეიჯების რიცხვი თითქმის ნულის ტოლია. ხალხს ამ განზომილების ეშინიათ, დასცინიად და თავს შორს იჭერენ ჩემი ხალხისგან - სეიჯებისგან, მხოლოდ იმიტომ რომ არ უნდათ ჩვენი კულტურის გაგება. უკვე ერთი წელია რაც კეიბლის სკოლაში ვსწავლობ, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაცინვებს ვითმენ და ჩემთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მეგობრობს. ღია ფერის თმა მაქვს, ღია წითელი თვალები.ფეხები ზედმეტად მოკლე მაქვს. და ღია კანი ძალიან მალე მეწვება მზეზე. რა არის ცუდი? ( რიტორიკულკ შეკითხვებს ვსვამ. ახლა ყველაფერს სწორედ ვაკეთებ?) რა გამომყოფს როგორც სეიჯს? რატომ ვარ არსება, რომელიც ადმიანებს არ მიეკუთვნება? ჩემი შრამები ისინი ყველა სეიჯს აქვს, სხეულის მარჯვენა მხარეს.და ყველა შრამი უნიკალურია,როგორც ხელის ანაბეჭდი. ისინი გვახსენებენ ვინ ვართ, რას ვფლობთ. ასეთია , ჩემი ცხოვრება. კიდევ ერთხელ გადავიკითხე ტექსტი. სისილელეა! სისულელეა! მერე რა რომ სიმართლეა, მაინც სისულელეა! ნაწერი უფერულ ფაილში ჩავდე და შემდეგ ჩანთაში, რომელიც უკვე მზად იყო სწავლის პირველი დღისთვის. სააბაზანოში შევედი, სავარცხელი ავიღე და შევეცადე ჩემი მსხვილი თმა დამევარცხნა. გადავწყვიტე თმის გასასწორებლად დრო არ დამეხარჯა, რამდენიმე სიტყვა ჩავიჩურჩულე და თმები თვითონ გასწორდა. ჩანთას ხელი დავტაცე, კიბეებს ვახტებოდი, დაბლა მივრბოდი, იმ რისკით რომ შემეძლო დამეგვიანებინა. - დეე! სკოლაში მე თვითონ მივალ. პასუხი არ გაუცია, სამზარეულოში შევედი, არავინ არ იყო. ტოსტს ხელი დავავლე და კიდევ დავიყვირე - დედა! - სასტუმრო ოთახში! - მიპასუხა. შემოსასვლელი გავირბინე და სასტუმრო ოთახში შევედი. დედაჩემი მოკუნტული, სავარძელზე იჯდა და ნოუთბუქში რაღაცას წერდა. - სკოლაში გავფრინდები. დედაჩემმა ჩაისუნთქა, ნოუთბუქი გადადო, დახურა და ადგა. მერე მე შომომხედა ცოტა უცნაური სახე მივიღე. - სამსახურში დამავალეს. რაც შეეხება სამსახურს, ხომ გახსოვს რომ მთელი კვირა სახლში მარტო იქნები, სანამ მე და მამაშენი ლონდონში ვიქნებით? და ნორმალურად მოიქეცი, გამიგე? გაღიზიანებულად ამოვისუნთქე,რასაც არც თუ ისე ხშირად ვაკეთებდი, როცა დედაჩემს ველაპარაკებოდი. - ალბათ, სანამ სკოლიდან მოხვალ უკვე წასული ვიქნები. მაცივარი გამოტენილია. ხუთშაბათს დავბრუნდებით. სოფო, საერთოდ მისმენ? - დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გარეშე ოთხი დღე გავძლებ. შემოსასვლელში გავედი, ცოტა ჩავიკრასკე, და ქვედაბოლო ავიწიე - ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებ , - დედა შემოსასვლელში გამოვიდა - მაკიაჟის გარეშეც ძალიან ლამაზი ხარ. - ყველა გოგო ასე დადის. - სოფო, იმისთვის რომ ხალხში გაერიო, არაა საჭირო მაკიაჟი და ქვედაბოლო, იყავი ისეთი როგორიც ხარ და მიგიღებენ. ჩამეცინა, ვცდილობდი არ ჩამეხედა სარკეში სადაც ჩემი შრამები ჩანდა, რომლითაც იყო დაფარული ჩემი სხეულის მთელი მარჯვენა მხარე. ისინი მუქი წითელი ფერის იყო. ხელზე შრამები წითელიდან ყვითელში გადადიოდნენ, სახეზე კი ისინი მწვანე იყო. - იყო ისეთი როგორიც ხარ ნიშნავს იყო სეიჯი, აქ ჩვენ ვერ გვიტანენ. კიდევ ცოტა ავიწიე კაბა და კარებს ვეძგერე. - მოსასხამი აიღე, წვიმაა გამოცხადებული. დედაჩემმა მოსასხამი გამომიწოდა. მოსასხამს ვუყურებდი , თითქოს ახლა აფეთქდებოდა. დადაჩემმა ხელი ჩაწია - არ იწვიმებს - ყოველი შემთხვევისთვის აიღე. - არ იწვიმებს - გავიმეორე და დადაჩემს თვალს არ ვაშორებდი შემდეგ თვალი მოვაშორე და სახლიდან გავედი. ყოველი ნაბიჯის გადადგმით ხასიათი სულ უფრო მიფუჭდებოდა. P.S- ბოდიშს გიხდით, მეორე თავი თექნიკურად ონდავ გაუმართავი იყო , ვინაიდან დადების მომენტში ბევრი შეცდომა გაიპარა და პირობას გაძლევთ შემდეგში ანალოგიური აღარ განმეორდება და არც ისეთი მოკლე აღარ იქნება, როგორც წინა თავი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.