ზღვარზე (თავი3)
ლევანიც კარგა ხანს შორს იჭერდა ჩემგან თავს, მაგრამ მაინც პირველმა დათმო და გადმოდგა ჩემკენ პირველი ნაბიჯი... უკვე დაძინებას ვაპირებდი, ნატომ საძინებლის კარზე რომ მომიკაკუნა: - ლევანი მოვიდა, ნასვამია... ვუთხარი, რომ გეძინა, მაგრამ არ წავიდა, - ან ახლა უნდა დაველაპარაკო, ან არასოდესო... - აქ ამოიყვანე! - ვუთხარი ჩემი სახლის დიასახლისს, რომელმაც კარგად იცოდა, რა ურთიერთობაც გვქონდა მე და ლევანს... ჩაცმა არც მიფიქრია და პიჟამაში გამოწყობილი შევეგებე საყვარელს: - გამარჯობა! - მითხრა დარცხვენილმა და საწოლზე ჩამოჯდა. - გაგიმარჯოს! - გულგრილად ვუპასუხე სალამზე და მოთმინებით დაველოდე, რას მეტყოდა... - თითქოს მომაჯადოვე, ნია... ასე რომ არ იყოს, ახლა აქ არ უნდა ვიყო, რადგან თავმოყვარე კაცი იმ ორგიის შემდეგ, რაც ვნახე, შეგიძულებდა... - და რატომ არ მოიქეცი ასე?! - გაღიზიანებულმა შევეპასუხე. ვაგრძნობინე, რომ მისი საყვედურების ატანას არ ვაპირებდი. - მიყვარხარ და შენი დაკარგვა არ მინდა... მეტიც, ახლა შენს წინაშე რომ ვდგავარ და ამას ვაღიარებ, თავი მეზიზღება, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი უშენოდ, მირჩევნია, ასე დავიმცირო თავი, ოღონდ გვერდით მყავდე... - იმაზეც ხარ თანახმა, ჩემს ლესბოსურ მიდრეკილებებს შეეგუო?! - უკვე ზიზღით ვკითხე, რადგან აუტანელი იყო ასე დამცირებული მამაკაცის ცქერა... - ვიცი, რომ ანა წავიდა... - თუ მოვინდომებ, სხვა მოვა. ხომ იცი, მოძებნა არ გამიჭირდება! - ამაზე არაფერი მითხრა, რადგან ვერასდროს შევეგუები შენი სიყვარულის სხვასთან გაყოფას... შევეცდები დაგარწმუნო, რომ ჩემსავით არავის ეყვარები... შენგან წასვლის შემდეგ ურთიერთობა უამრავ ქალთან ვცადე, რამაც მეტად დამარწმუნა, რომ სხვის ჯიბრზე არც სიყვარული შეიძლება და არც სიძულვილი... თან, ერთსაც მივხვდი, - ჩემთვის იმაზე მეტი ხარ, ვიდრე უბრალოდ ქალი, რომელთანაც პირველ რიგში სექსი გინდა. ისე, არც უმაგისობაა, მაგრამ სექსი მაინც ბოლო ადგილზეა იმ ყველაფერთან, რაც შენში მიზიდავს, - შენ ჩემი ნახევარი ხარ, ნია და მხოლოდ შენთან შემიძლია გამთლიანება... - გვიანია, წადი ახლა! - ვუთხარი ყველაფრის საპასუხოდ. - ვერ წავალ, შენთან უნდა დავრჩე... პირობას გაძლევ, არ შეგაწუხებ, უბრალოდ, მინდა, ჩემ გვერდით გიგრძნო... - მანქანა ჭიშკართან არის? - ვკითხე, რადგან არაფერი მქონდა საწინააღმდეგო, თუ დარჩებოდა. - ტაქსით მოვედი. ნასვამი არ მივუჯექი საჭეს. - იმედია, როცა გამოფხიზლდები, არ იტყვი, - ალკოჰოლმა სისულელე ჩამადენინა, აქ რა ჯანდაბამ მომიყვანაო?! - ვუთხარი, წამოვდექი და ნატოს გავძახე: ამაღამ ლევანი ჩემთან რჩება. ჩაკეტე ჭიშკარიც და შენც დაისვენე. - ძილი ნებისა! - მივიღე პასუხად. - შხაპს მივიღებ! - მთხოვა ლევანმა. კარადის უჯრა გამოვაღე და სუფთა პირსახოცი მივაწოდე... იმ ღამეს ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. ეგ კი არა, მძინარეც ვგრძნობდი, როგორ ეფერებოდა ლევანი ჩემს ზურგს, ბეჭებს, რადგან მისგან ზურგშექცევით ვიწექი... დილით, როცა გამოფხიზლდა, თვალს ვერ მისწორებდა და მომეჩვენა, რომ ნანობდა ბოდიშებით მოსვლას. ამიტომ, სანამ იტყოდა რამეს, და¬ვასწარი და გავა¬ფრთხილე: - თუ მიგაჩნია, რომ არ უნდა მოსულიყავი და მით უმეტეს, მოსაბოდიშებელი არაფერი გქონდა, წადი და სამუდამოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, ვინმე ჩემზე ღირსეული და დამთმობი ქალი იპოვე. ანდა, სულაც ცოლს შეურიგდი, შენი შვილების დედას, რომელიც, არა მგონია, ადვილად შეგიცვალოს ვინმემ, რადგან მასავით ერთგული და მომთმენი ქალები ახლა იშვიათად არიან... კარგა ხანს უხმოდ მისმენდა. მერე კი, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, სიგარეტს მოუკიდა და როცა სანახევროდ ჩაიფერფლა, მერე მითხრა: - არც კი ვიცი, რას ვნანობ, ნია... უშენოდ რომ არ შემიძლია ცხოვრება, ამაში დარწმუნებული ვარ და ადრე თუ გვიან, ვერ შევძლებდი თავის შეკავებას, ფხიზელი თუ მთვრალი მოვიდოდი და შენს დაბრუნებას შევეცდებოდი... თუ რამე უნდა ვინანო, ალბათ უფრო ის, რომ გაგიცანი და შემიყვარდი, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ვარ მთლად ჩვეულებრივი და ნორმალური ფსიქიკის პატრონი, რომ დალაგებულ ცხოვრებას და სიმშვიდეს, შენნაირ ქალთან ურთიერთობა ვარჩიე, მაგრამ აწი უშენოდ ვეღარ ვიცოცხლებ... ცოლად გამომყვები? - მერე მოულოდნელად მკითხა და გაკვირვებულმა შევხედე, მაგრამ მაშინვე უარი ვუთხარი: - რა თქმა უნდა, არა! ერთხელ უკვე გითხარი, რომ არც ვინმეს ცოლი გავხდები და არც დედა. უფალს რომ ჩემი ჩვეულებრიობა ნდომოდა, გათხოვილიც ვიყავი და შვილიც მყავდა... - ასე ბევრს ემართება, მაგრამ რეალობას ეგუებიან და ცხოვრებას თავიდან იწყებენ... - ჩემს გადარწმუნებას ნუ შეეცდები! - შევაწყვეტინე მკაცრად. - დროს დაკარგავ და არაფერი შეიცვლება... - კარგი, ნუ გავაგრძე¬ლებთ, თორემ შეიძლება, ჩხუბი შემოგვეპაროს. დრო ყველაფერს დაალაგებს და გვიჩ¬ვენებს, როგორ უნდა მოვიქ-ცეთ... ახლა კი ერთი მნიშვ¬ნელოვანი საქმე მაქვს შენთან: - ახალშობილი გვჭირდება და თურქეთიდან არა¬ფერი ისმის ბოლო ხანებში? - არა. იმ შემთხვევის შემდეგ ხომ იცი, უარი ვთქვი ახალშობილებით ვაჭრობაზე... - მდიდარი ოჯახია და მილიონსაც გადაიხდის, ოღონდ ჯანმრთელი ახალშობილი ვუშოვოთ. ცოლ-ქმარს რაღაც ვირუსი აქვს. ქალი რამდენჯერმე დაორსულდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მკვდარი შობა... ამით ისეთი სტრესი მიიღო, სიგიჟის ზღვარზეა. ექიმებმაც ურჩიეს, "ექსპერიმენტებს" თავი დაანებონ და სხვისი პატარა იშვილონ, რაც არცთუ ისე იოლია. თანაც, მაინცდამაინც ახალშობილი სჭირდებათ. ახლობლებსაც არ უნდათ გააგებინონ, რომ ბიოლოგიურ შვილს არ ზრდიან... სწორედ ორი დღის წინ დამირეკა ჩემი ბავშვობის მეგობარმა, გინე¬კოლოგმა მელისა ჩიხლაძემ, რომელიც ზოგჯერ ისეთ ქალებსაც უკეთებს აბორტს, სხვა ექიმები ნაყოფის სიდიდის გამო უარს რომ ამბობენ: - ანგელოზივით გოგოა 6 თვის ორსული და აბორტის გაკეთებას მთხოვს. სტუდენტია. მშობლები სოფელში ჰყავს და რომ გაუგონ, მოკლავენ იმის გამო, რაც დაემართა, მაგრამ იმდენად დიდია ნაყოფი, რომ მეც ვერ ვბედავ აბორტის გაკეთებას და სხვა მით უფრო არ მოჰკიდებს ხელს. ამიტომ, ნია, შენ გამახსენდი, ვიცი, რომ შეგიძლია კარგ ოჯახში გააშვილებინო ბავშვი. იქნებ დაეხმარო, ცოტა ფულს მასაც ვაშოვნინებთ და ჩვენც მოვითბობთ ხელს... უარი ვუთხარი: ხომ იცი, ასეთ საქმეებს შევეშვი-მეთქი! მე და მელისა ბოლო 2 წელიწადი სკოლაში ერთად ვსწავლობდით. ისიც ჩემსავით უცნაური იყო და ალბათ, ამიტომაც დავახლოვდით. თვითონაც აყვანილი ბავშვი იყო და იცოდა კიდეც ამის შესახებ. 4 წლის იყო მელისა, შვილი რომ გაუჩნდათ მის გამზ¬რდელებს, მაგრამ მას ამით არც ყურადღება მოჰკლებია და არც პატივი. 14 წლისას ვიღაც უნამუსომ გაუმხილა, აყვანილი ბავშვი რომ იყო და როგორც გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს ემართებათ, მასაც ისტერიკა დაემართა, ნამდვილი მშობლების პოვნა მოინდომა, რაც იოლი ნამდვილად არ აღმოჩნდა. მისი მშობ-ლები ეროვნებით რუსები ყოფილან და საქართველოდან დიდი ხნის წინ წასულან... რადგან ბიოლოგიურ მშობლებს ვერ მიაკვლია, გამზრდელებთან დარჩა, მაგრამ ცუდად ექცეოდა მათ, თითქოს რამე მათი ბრალი ყოფილიყო. როგორც კი სრულწლოვანი გახდა, ბინა უყიდეს და საცხოვრებლად ცალკე გაუშვეს. ძალიან ნიჭიერი იყო და სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა. პირველ კურსზევე გათხოვდა, მაგრამ ვერც დედამთილ-მამამთილის ატანა შეძლო და ქმრის ოჯახიდან წამოვიდა. ქმარმა მშობლებს არ აწყენინა და მათთან დარჩა. მელისამ შანტაჟი სცადა: - ემუქრებოდა, რომ შვილს არ ანახვებდა, თუ მახო მშობლებზე უარს არ იტყოდა, მაგრამ ბიჭმა, რომელიც ცოლის ისტერიკებით დაიღალა, გულგრილად შემოუთვალა: აღარც შენ მინდიხარ და აღარც შენი შვილი. რაც უფრო შორს წახვალ ჩემი ცხოვრებიდან და გაქრები, მით უკეთესი იქნებაო... მელისა რომ ქმარს გაშორდა, მისი შვილი თვეების იყო. მელისას მალე მოჰბეზრდა მარტოხელა დედობა, ჩვილისთვის ღამის გათენება. ჰოდა, შვილიც გაიმეტა და დედამთილს მიუყვანა: - რაც გინდათ, ის უყავით, - გინდათ, გაზარდეთ და გინდათ, უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარეთ, მაგისი გამზრდელი არ ვარო! - და მართლა აღარ მოუკითხავს შვილი, რომელიც ქმრის მშობლებმა გაზარდეს და არც მახოს მეორე ცოლს გაუპროტესტებია გერის არსებობა, - ბავშვს თავი შეაყვარა და მიუხედავად იმისა, მელისას არსებობა არასოდეს დაუმალავთ მისთვის, დედას მაინც დედინაცვალს ეძახის... მელისას დიდად არც ეს ადარდებს. ჩემი არ იყოს, შვილის ხსენება აღარ უნდა და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რამდენიმე საყვარელი გამოიცვალა და ორსულდებოდა კიდეც, აბორტებს დაუფიქრებლად იკეთებდა... ლევანი მელისას კარგად იცნობდა, რა თქმა უნდა, ჩემგან... - მელისას იმ ექვსი თვის ფეხმძიმე გოგონას დახმარებაზე უარი კი ვუთხარი, მაგრამ ჰკითხე იმ შენს მდიდრებს, იმ გოგოს მშობიარობამდე თუ არჩენენ და ფულსაც გადაუხდიან, დავაკავშირებ. ოღონდ, წილს მელისაც მოითხოვს. - უფულოდ არც მე და შენ დავრჩებით! - ლევანმა მობილური ტელეფონი ამოიღო და "დამკვეთებთან" დარეკა... რა თქმა უნდა, დათანხმდნენ. ოღონდ, თვითონ არ უნდოდათ მომავალი შვილის ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრა, - ეშინოდათ, ოდესმე თუ ინანებდა ბავშვის დათმობას და გაშვილებას, მათი დევნა-შევიწროება არ დაეწყო. ამიტომ, ჩემთან ინდომეს შეხვედრა და საღამოს მე და ლევანი რესტორანში მიგვიწვიეს. ვიცანი კაცი. ზუსტად არ ვიცი, რომელ სამთავრობო სტრუქტურაში მუშაობდა, მაგრამ მაღალი თანამდებობა რომ ჰქონდა, ვიცოდი. ტე¬ლევიზორშიც ბევრჯერ დამინახავს. დებატებისას ყოველთვის მთავრობის ინტერესებს იცავდა ხოლმე, მაგრამ ამის შესახებ მისთვის არაფერი მითქვამს, არც მიგრძნობინებია, რომ ვიცანი... კიდევ ერთხელ მოისურვეს დეტალების გაგება და მეც მოკლედ ავუხ- სენი მდგომარეობა. იმ თანხის რაოდენობითაც დავინტერესდი, რისი გა- დამხდელებიც იყვნენ და ლამის სამჯერ მეტი თანხა დაასახელეს, ვიდრე მოველოდი: - გოგონას ბინას ვუქირავებთ, სანამ იმშობიარებს და მოსამსახურესაც მივუჩენთ, რომელიც არაფერს მოაკლებს. მშობიარობით სახლში იმშობიარებს, თქვენს მეგობართან ერთად, ცნობილი გინეკოლოგი დაეხმარება. სამშობიაროში კი ჩემს ცოლს შევიყვანთ იმ დღეებში და ისე გავაფორმებთ, ვითომ მან იმშობიარა, კანონთან რომ არ შეგვექმნას პრობლემა... - ჩემს მეგობარ გინეკოლოგს შეგახვედრებთ! - მინდოდა, მთელი პასუხისმგებლობა მელისასთვის გადამებარებინა, მაგრამ მამაკაცმა არ ისურვა: - არ მინდა, ზედმეტ ადამიანებთან გამოჩენა და ჩემი ვინაობის ღიად დაფიქსირება. მხოლოდ თქვენთან ვითანამშრომლებ და არც თქვენ დაგწყვეტთ გულს... სხვა რა გზა იყო და დავთანხმდით. შეიძლება, ეს ამბავი ასე მძაფრადაც არ აღმექვა, რომ არა მოგვიანებით განვითარებული მოვლენები: სანამ დაქირავებულ ბინაში შევასახლებდით გოგონას, რომელსაც ფიქრია ერქვა, მელისამ ექოსკოპია გაუკეთა და აღმოჩნდა, რომ ტყუპზე იყო ფეხმძიმედ, რაც მას არ გაუმხილა ჩემმა მეგობარმა და თავიდან ვერ მივუხვდი ჩანაფიქრს: - რატომ არ უთხარი, რომ ტყუპს ელოდება? თუ ერთის დატოვება არ უნდა, გგონია, მეორე დაენანებოდა? - სიმართლე დამკვეთებისთვის უფრო დავმალე. ერთის ფულს იხდიან და მეორე ტყუილად რატომ უნდა დავუთმოთ? მეორე შეიძლება სხვებზე, კიდევ უფრო სარფიანად გავყიდოთ... - კი მაგრამ, იმ მშობიარობას ხომ მისი მეგობარი გინეკოლოგიც დაესწრება? - შევახსენე მეგობარს. - მაინც არ გავამხილოთ ჯერ და რამეს მოვიფიქრებ! - არ გაიტეხა იხტიბარი და მეც აღარ შევეწინააღ- მდეგე. ფულს ნამდვილად არ დავხარ- ბებულვარ, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ რაც ნაკლებად ჩავერეოდი ამ საქმეში, უკეთესი იქნებოდა... ფიქრია ნაქირავებ ბინაში შევიყვა- ნეთ და მოსამსახურე მივუჩინეთ. ბოლო ორი თვე აღარ გვინდოდა მისი სახლიდან გამოშვება, რადგან მუცელი ძალიან გაეზარდა, რაც ბევრს არ უნდა დაენახა, მაგრამ მასთან ერთად ბიძაშვილი სწავლობდა და ვერსად რომ ვერ ნახა მამიდაშვილი, განგაში ატეხა და მის მშობლებს შეატყობინა, რომლებიც დამფრთხალები ჩამოვიდნენ ქალაქში და დაკარგული შვილის შესახებ პოლიციაში განაცხადეს. ლევან ოდიშარია რომ პოლიციის მაღალჩინოსანი არ ყოფილიყო, შეიძლებოდა, ისეთ სკანდალში გავხვეულიყავით, სერიოზული პრობლემები შეგვქმნოდა, მაგრამ ლევანმა შეძლო ფიქრიას მშობლები დაერწმუნებინა, განცხადება გაეტანათ და შვილის მოძებნაში დახმარება აღუთქვა... მოკლედ, იძულებულები გავხდით, მათთვის სიმართლე გვეთქვა და ფეხმძიმე შვილი გვეჩვენებინა. რა თქმა უნდა, შეწუხდნენ, მძაფრი რეაქციაც ჰქონდათ, მაგრამ შვილი მოსაკლავად ვერ გაიმეტეს და ბავშვების, უფრო სწორად, ბავშვის გაშვილებაზეც უარი თქვეს. არც მათთვის გაგვიმხელია, რომ ფიქრია ტყუპს ელოდებოდა... დამკვეთს საქმის ასე შემოტრიალება, რა თქმა უნდა, არ მოეწონა და სწორედ აქ გამოგვადგა მელისას "წინდახედულობა" - ყველანი გაგვაჩუმა და საიდუმლო გაამხილა: - გოგონა ტყუპს ელოდება, ერთი უნდა გავატანოთ, მეორეს კი მყიდველებს გადავცემთ... რა თქმა უნდა, დამკვეთი ყველა- ფერზე თანახმა იყო, ისე უნდოდათ ბავშვის ხელში ჩაგდება. მელისა მართლა კარგი ექიმია და შეცდომა არასდროს მოსვლია. მით უმეტეს, იმ პროფესორს, მასთან ერ- თად რომ იღებდა მშობიარობას, მაგ- რამ პროცესი მაინც გართულდა. რამდენიმესაათიანი ტანჯვის შემდეგ ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ტყუპი ერთმანეთს ხელს უშლიდა დაბადებაში... სახლში მშობიარობა შეუძლებელი გახდა და მშობიარე საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი, რომ დედაც და შვილებიც საკეისრო კვეთით მაინც დაეშორებინათ ერთმანეთისთვის და გადაერჩინათ. იქ პროფესორი ვერ გამოჩნდებოდა. ამიტომ, მელისას ოპერაციის გაკეთებამ მარტოს მოუხდა. სამწუხაროდ, ერთი ტყუპისცალი უკვე მკვდარი იყო, მისი რეანიმაცია ვერ მოხერხდა. მეორე კი ჯანსაღი, ძლიერი დაიბადა და ის მაშინვე გადავმალეთ, - მშვილებლებმა სასწრაფოდ იმ კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი მომავალი დედა იწვა, ვითომ სამშობიაროდ შეყვანილი... სანამ ნაოპერაციები დედა გონს მოვიდოდა, მის ახლობლებს ახალშობილის დაღუპვის ამბავი გააგებინეს და გარდაცვლილი ჩვილიც აჩვენეს. ვერ ვიტყვი, რომ გაახარა ამ ინფორ- მაციამ, მაგრამ შორიახლოს ვტრიალებდი და მათი რეაქციის მიხედვით მომეჩვენა, რომ მაინც ასე ერჩივნათ, - ნაკლები პრობლემები შეექმნებოდათ და მათი საიდუმლოც სამუდამოდ დაიმარხებოდა საავადმყოფოს კედლებში. მოგვიანებით გავიგე, რომ გარ- დაცვლილი ჩვილის დაკრძალვაზეცაღარ იზრუნეს და სანიტრების იმედზე დატოვეს განწირული სისხლი და ხორცი... მგონი, პირველად შემაწუხა მაშინ სინდისმა და იმის გაგებამაც არ დამამშვიდა, როცა მელისამ მითხრა, რომ მშობიარეს ეჭვი არაფერში შეჰპარვია და არც ტრაგედია შეუქმნია მომხდარისგან. უფრო მეტიც, თითქოს მანაც შვება იგრძნო: - მირჩევნია ვიცოდე, რომ ჩემი პატარა ანგელოზად იქცა და ზეცაშია, ვიდრე ის, რომ დედამიწაზე და- დიოდეს და მასთან შემთხვევით შეხვედრისას არც კი ვიცოდე, როგორია და ვინაა?! - უთქვამს მელისასთვის. მისი სინდისისთვის მართლა ასე სჯობდა, ალბათ. მე კი ორმაგად მძიმედ განვიცადე მომხდარი. ფული გადაგვიხადეს, იმაზე მეტიც კი, ვიდრე ველოდით. ალბათ საქმის გართულებისთვის. თუმცა, ფულს მკაც- რი გაფრთხილებაც მოაყოლეს: ენე- ბისთვის კბილები დაგვეჭირა და სა- მუდამოდ დაგვევიწყებინა მომხდარი, თუ არ გვსურდა, თავი ცუდი სასჯე- ლისთვის გაგვემეტებინა. რას გულის- ხმობდნენ, არ ვიცი, მაგრამ ყველა- ფერზე წამსვლელები რომ იყვნენ, ეჭვიც არ მეპარებოდა და მათი მუქა- რის გარეშეც არასოდეს ამოვქექავდი ამ საქმეს... სხვათა შორის, ის ფული ჩემთვის არ დავიტოვე და არ ვიცი, როცა უფლის წინაშე წარვდგები, რამეში წამადგება თუ არა თავის სამართლებ- ლად, მაგრამ ავდექი და ერთი ბავ- შვთა სახლის ანგარიშზე ისე გადავრიცხე, რომ საკუთარი ვინაობა არსად დამიფიქსირებია. თავის გამოჩე- ნა არაფერში მჭირდებოდა. არც ის მინდოდა, ჩემი შემოსავლები ჟურნალისტებისა და საზოგადოების განსახილველი თემა გამხდარიყო: ჩვენი ქა- ლაქი ხომ ასეთი პატარა და ჭორიკანაა, სადაც სიკეთესაც კი სიბინძურეს ასხამენ, თორემ ბინძურ საქმეს ათასნაირად ატრიალებენ და კიდევ უფრო აუტანელს ხდიან... ლევანისთვისაც კი არ მითქვამს, რა ვუყავი იმ ფულს და არც ის მიკითხავს, თავად რა უყო თავის წილს, - მაშინებდა კიდევაც იმისი გაგება, რომ სხვისი შვილის გაწირვითა და გაყიდვით ნაშოვნი ფული თავის შვილებს მოახმარა და იოტისოდენადაც არ შეუწუხებია სინდისის ქენჯნას... მიუხედავად საკმაო ახლო ურთი- ერთობებისა, ლევანთან ბოლომდე გუ- ლახდილი არასოდეს ვყოფილვარ. უფრო მეტიც, ლევანს კი არა, საკუთარ თავსაც კი არ ვენდობოდი ხოლმე ხშირად, რადგან მწამდა, - სხვა ვერასოდეს დაგიშავებს იმდენს, რაც საკუთარი თავისთვის დამიშავებია... რამდენიმე წლის წინ მეც დავორსულდი და საწყის ეტაპზე რომ გამე- გო ეს ამბავი, დაუფიქრებლად გავი- კეთებდი აბორტს, მაგრამ ისე მოხდა, რომ სანამ ბავშვი არ იძრა მუცელში, ვერაფერი ვიეჭვე... თავიდან მელისასთან მინდოდა მისვლა, მაგრამ ბოლო წუთში გადავი- ფიქრე. არ მინდოდა, მეგობარი ჩემი საიდუმლოს მოწმე გამეხადა და აზ- რის შეცვლა დაეძალებინა. კიევში მივედი გინეკოლოგთან, სადაც საიდთან ერთად გადავფრინდი. მამამისი უკრა- ინელი გოგონებით დაინტერესდა და რადგან რუსული კარგად ვიცოდი, იმ საქმისთვის ჩემზე უკეთესი ვერავინ იპოვა. კარგად მიხდიდა და თარჯიმნობას რაღა უნდოდა. პარტნიორები კი საიდს უკვე მოძებნილი ჰყავდა რაღაც არხებით და მოლაპარაკებას აწარ- მოებდა... კიევში დამიდასტურეს, რომ ოთხ თვეზე მეტი ხნის იყო ჩემი ნაყოფი. აბორტი მაშინვე გამორიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი თანხის გადამხდელი ვიყავი და არც იმაზე ვიტყოდი უარს, თუ ჩემს უდღეურ შვილს საკეისრო ოპერაციით მომაშორებდნენ და ასე შეწყვეტდნენ მის სიცოცხლეს... გინეკოლოგმა გაოცებულმა შემომხედა, რომელიც ასაკით მამად შემეფერებოდა: - ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ჩანხართ და იმის პრობლემა არ უნდა გქონდეთ, რომ უკანონო შვილის გაჩენის და გამოჩენის გეშინოდეთ. ჯან- საღი ბიჭია, ცოდოა სასიკვდილოდ... - არ მინდა და მორჩა! - ვთქვი ისე კატეგორიულად, იგრძნო, ჩემთან კამათს აზრი არ ჰქონდა და ამიტომ, უცნაური წინადადებით მომმართა: - მე და ჩემი მეუღლე გვიან დავქორწინდით. შვილი არ გვეყოლა და აქამდე რატომღაც ვერც აყვანა მოვახერხეთ, თითქოს საამისოდ არც გვე- ცალა. გააჩინე ეგ ბავშვი და მოგვეცი. ახლოს გაგვიცანი და დარწმუნდები, რომ არაფერი მოაკლდება, ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება ექნება და რაც მთავარია, თუ მოინდომებ, შეგეძლება კიდეც მისი დაბრუნება. ჩვენი ასაკის გამო, წამოიზრდება თუ არა, მაშინვე გაუჩნდება კითხვა: - რატომ ჰყავს ასეთი ასაკოვანი მშობლები. მე კი არ მინდა, ტყუილში იცხოვროს და ვეტყვი, რომ ულამაზესი ქართველი დედა ჰყავს. თქვენ კი, თუ ოდესმე მოინდომებთ მის დაბრუნებას, ჩამოხვალთ და ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ამის გაკეთება, ოღონდ, არც ჩვენი თავი დააკარგვინო. მოკ- ლედ, ის ჩვენი შვილიშვილი იქნება, შენ კი - ჩვენი შვილი... დაბნეული ვუცქერდი კაცს, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ არ ტყუოდა, არც ცუდი გრძნობები ამოძრავებდა და შემეძლო, ნდობა გამომეცხადებინა მისთვის. არადა, თავიდან მაინც უარი ვუთხარი. თუმცა, არც სხვა გინეკოლოგის ძებნა დამიწყია აბორტის გასაკეთებლად, მაინც ყველა უარს მეტყოდა, ალბათ... ორი კვირის შემდეგ ისევ მივაკითხე: - თანახმა ვარ, გავაჩენ და დაგიტოვებთ ბავშვს, ოღონდ, არა მგონია, მას ოდესმე მოვაკითხო... - არ გინდა, მითხრა, რატომ ხარ მისი დაბადების ასეთი წინააღმდეგი? - მითხრა დაყვავებით. - არა, არ შემიძლია... არც მიმაჩნია საჭიროდ, რადგან ბავშვის დაბადების შემდეგ სამუდამოდ გავქრები თქვენი ცხოვრებიდან და რაც ნაკლები გეცოდინებათ ჩემ შესახებ, მით უკეთესი... ბავშვი, რა თქმა უნდა, ლევანისი იყო და რომ გაეგო, ფეხმძიმედ ვიყავი, არც აბორტს გამაკეთებინებდა და არც გაშვილებაზე დამთანხმდებოდა. მარტოც რომ დარჩენილიყო, მაინც გაზრდიდა, რადგან სიგიჟემდე უყვარდა თავისი შვილები. მე კი ვერც ამას ავიტანდი, - თუ ჩემ გვერდით არ იქნებოდა ჩემი შვილი, არც ჩემს სიახლოვეს უნდა ყოფილიყო... ფეხმძიმობის ბოლო 3 თვე კიევში გავატარე, ჩემი შვილის მომავალი მშობლების სახლში. თან მყვებოდნენ. 55 წლის კაროლინა, რომელიც ექიმი იყო, მუცელზე მეფერებოდა და "ნანატრი შვილის" დაბადებას მოუთმენლად ელოდებოდა. ვიმშობიარე თუ არა, მაშინვე მოვითხოვე, რომ ჩვილი სანახავად არ მოეყვანათ... ახლა ჩემი ბიჭი 10 წლის იქნება და ერთხელაც არ მომიკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, სად შეიძლება მისი ნახვა... ბევრჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა, რამ გამაბოროტა ასე, რომ საკუთარი შვილის დანახვაც არ ვინდომე და ვერასოდეს მივმხვდარვარ, რა მოხდა ასეთი ჩემს ფსიქიკაში, რომ მას შემდეგ დედობის დაშვებაც არ შემიძლია, რაც პირმშო მიწას მივაბარე და ვთქვი, რომ არასოდეს მეყოლებოდა სხვა შვილები, ისევ რომ არ განმეცადა მათი დაკარგვის შიში და ტკივილი... ლევანს, რა თქმა უნდა, გაუკვირდა ქალაქიდან ჩემი რამდენიმეთვიანი გაუჩინარება. იცის, რომ არ მიყვარს დიდი ხნით სხვა ქალაქში ყოფნა. ყველაზე ძვირფას სასტუმროს მირჩევნია ჩემი სახლი და შეჩვეული გარემო. მიუხედავად იმისა, რომ შვილი საკუთარი სურვილით უარვყავი და სინდისის ქენჯნას ამის გამო წესით არ უნდა შევეწუხებინე, მაინც ვერ ვიყავი მშვიდად. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და ფეხზეც მალე დავდექი, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მძიმე ოპერაცია გადავიტანე და გულ-მუცელი ამომაცალეს. არავის დანახვა არ მინდოდა. ერთი კვირის შემდეგ უკვე თბილისში ვიყავი. ლევანი იმავე საღამოს მოვიდა ჩემთან და გაოცებულმა შემომხედა: - სხვანაირი ხარ, ნია, თითქოს რაღაც მძიმე ავადმყოფობა გადაგეტანოს. ხომ კარგად ხარ? - არ გამოჰპარვია ჩემი ცვლილება. - ალბათ გადავიღალე, ბევრი საქმე მქონდა კიევში, დაძაბული გრაფიკით მიწევდა მუშაობა. - რაიმე შარში ხომ არ გაყავი თავი? - ეჭვი გაუჩნდა, რადგან ჩემი საქმიანობა ნამდვილად არ იყო დამღლელი, რომ ასე გამოვეფიტე. გამაღიზიანა მისმა ზედმეტმა ყურადღებამ და ალბათ იმის შეგრძნებამაც, რომ დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით, თავის მართლება მჭირდებოდა. უხეშად ვუთხარი: - დაკითხვას მიწყობ? - დაკითხვა რა შუაშია, არ მომწონს შენი ფიზიკური მდგომარეობა და მინდა დაგეხმარო, თუკი ეს შესაძლებელია... - არ მჭირდება დახმარება და საერთოდაც, მარტო დამტოვე... დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება. თანაგრძნობაც კი უკუღმა მესმის და მაღიზიანებს. - მაინც არ მომწონხარ! - მითხრა ლევანმა და მივხვდი, გული ძალიან ვატკინე, მაგრამ მისი შეჩერება არ მიცდია. იმ წუთში ისეთ რამეს განვიცდიდი, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, საკუთარ თავსაც კი გავექცეოდი... კიევში ახალშობილის დატოვება ალბათ კარგი გამოსავალი იყო ჩემთვის, რადგან ვერ ავიტანდი თბილისში ჩემი სისხლისა და ხორცის არსებობას, ჩემთან ახლოს და მაინც ასე შორს... იმ ღამით უცნაური სიზმარი ვნახე: ორი ახალშობილი (გოგონა და ბიჭი) იდგა დედიშობილა, ერთმანეთისთვის ხელი ჩაეკიდებინათ. წესით ასეთ ჩვილებს ლაპარაკი არ უნდა შეეძლოთ, მაგრამ ისინი მეძახდნენ: - დედა, დედა, უშენოდ ცუდად ვართ, გვენატრები!.. გვჭირდები! - ჩემი შვილები არ ხართ! - კატეგორიულად ვუთხარი და ვცადე, მათთვის ზურგი მექცია, მაგრამ არ გამომივიდა. პარალიზებულივით ვიდექი და განძრევას ვერ ვახერხებდი, შვილების მზერას ვერ ვემალებოდი, როგორ არ ვეცადე და ლამის ისტერიკა დამემართა: - დამანებეთ თავი! ჩემი შვილები არ ხართ! ერთი შვილი დიდი ხნის წინ დავმარხე, მეორეს, ჩემზე ბევრად უკეთესი მშობლები მოვუძებნე... - მჭირდები, დედა! - ჩემკენ გამოიწია ბიჭმა. - უკვე გყავს დედა და აღარ მაქვს შენთან მოახლოების უფლება! - არ გავიკარე პატარა. - მაშინ ჩემთან მოდი! - ახლა გოგონამ გამოსწია ჩემკენ ხელები. - შენ მკვდარი ხარ! თავიდან მომწყდი! - ვუყვირე და როგორც ჩანს, მართლა ამოვიხავლე. ჩემმა ხმამ შემაშინა და გამაღვიძა... სინათლე ავანთე. ძილში განცდილი გაღიზიანება რეალობაშიც გამომყვა... თავისი სიზმრებით ლევანმა კიდევ უფრო გამაღიზიანა: რამდენიმე დღის შემდეგ რომ მოვიდა ჩემთან, დაღლილი სახე ჰქონდა, თითქოს ზედიზედ 2-3 ღამე გაეთენებინოს. - ბევრი საქმე გქონდა თუ რატომ ხარ ასე გამოუძინებელი? - ვკითხე თანაგრძნობით. - საქმე არა, მაგრამ რამდენიმე ღამეა, კოშმარები მესიზმრება და მერე ვეღარ ვიძინებ... ახალშობილი ბიჭი მესიზმრება და მეხვეწება: - მამა, შენ მაინც ნუ მიმატოვებო!.. ისე წამომახურა სახეზე, თითქოს სილა გამაწნეს, მაგრამ მაინც მოვახერხე, ხმაში აღელვება არ დამტყობოდა. ლევანს სახე მოვარიდე და რაც შეიძლება გულგრილად ვკითხე: - რა სისულელეა და რას არ ნახავს ადამიანი ძილში?! საიდან უნდა იყოს შენი შვილი ახალშობილი და მით უმეტეს, შველას რატომ უნდა გეხვეწებოდეს? - ეჭვი მაქვს, რომ ჩემმა ცოლმა აბორტი გაიკეთა! - თქვა მძიმედ. გაკვირვებულმა გავხედე და ახლა უკვე ირონიულად ვკითხე: - ვა-ა, ცოლი გაგიბოზდა, ლევანჩო? - კაი, რა, ნუ გაქვს მწარე ენა. ჯერ ერთი, ჩემს ცოლს ყველა სიგლახე რომ დავაბრალო, ბას არ იკადრებს და თუ ერთ კაცს გაიჩენს და თუნდაც გათხოვდეს, ამისი სრული უფლება აქვს. მე თუ ვცდილობ ცხოვ¬რების თავიდან დაწყებას, იმას რატომ უნდა ავუკ¬რძალო მომავალზე ფიქ¬რი?! - აბა! - უსიამოვნო წინათგრძნობა დამეუფლა და ლევანმა არ დამიმალა: - ჰო, სექსი გვქონდა, ორჯერ... ბავშვების სანახავად რომ მივედი, შემ¬თხვევით მარტო დამხვდა... ჯანმრთელი, ახალგაზრდა ქალია და რა გასაკვირია, რომ მამაკაცთან ურთიერთობის სურვილი ჰქონ-დეს? ხელს ვერ ვკრავდი... - არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მიღალატე! - ვერ დავმალე, რომ არ მესიამოვნა ცოლთან მისი სიახლოვის გაგება. - სიმართლე გითხრა, მერე მეც ვინანე, რომ ასეთი რამ მოხდა და მანაც ინანა... იმის მერე ცდილობს, მარტო აღარ დამხვდეს. შვილების გარემოცვაშიც კი მარიდებს თავს... - გითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო და აბორტის გაკეთებას აპირებდა? - არ უთქვამს, მაგრამ... რატომ მესიზმრება ახალშობილი და რატომ მთხოვს, არ მივატოვო?! - სიზმრები რომ სისულელეა, ამას ეკლესიაც გვასწავლის და არ უნდა მიაქციო ყურადღება! - ვცადე, ამ თემაზე ლაპარაკი აღარ გაგვეგრძელებინა, მაგრამ ლევანი დათრგუნვილი იყო და სხვა რამეზე ფიქრი არ შეეძლო: - ჩემი მესამე შვილი რომ დაიბადა, მეუღლე ცუდად იყო. ექიმები მისი გადარჩენის იმედს ვერ გვაძლევდნენ და მხოლოდ სასწაულს რომ ველოდებოდი, ეკლესიაში ხატების წინ დავიფიცე: - ოღონდ შვილის სიცოცხლე არ წაერთმიათ და ჩემი ცოლი ათჯერ რომ დაორსულებულიყო, ერთხელაც არ მივ-ცემდი აბორტის გაკეთების უფლებას, ყველას გავაჩენინებდი. არადა, ლიას საპირისპირო გრძნობა გაუჩნდა, - ისე შეაშინა შვილის დაკარ¬გვის საშიშროებამ, დაიფიცა, რომ მეტ შვილს აღარასოდეს გააჩენდა. ამიტომ ვეჭვობ, რომ თუ დაორსულდა, არ გამიმხელდა და ჩუმად გაიკეთებდა აბორტს. იცოდა, არ მივცემდი ამის ნებას. - მაგის დადგენას რა უნდა, მით უმეტეს, შენი პროფესიის და კავშირების მქონე კაცისთვის? - მხრები ავიჩეჩე. - საქმეც ის არის, რომ არ მინდა სიმართლის გაგება. გაფუჭებულ საქმეს ვერაფერს ვუშველი და სინდისის ქენჯნა გამაწამებს... არ უნდა მიმეტოვებინა ცოლ-შვილი და არ უნდა დამენგრია ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ მართლა აღარ შემეძლო ტყუილში ცხოვრება. მამაკაცს სხვა პასუხისმგებლობა აქვს შვილების წინაშე და პირადი გრძნო¬ბები ღრმად უნდა დამარხოს... - იმედია, მე არ მადანაშაულებ ოჯახის დანგრევაში, - ისევ გაღიზიანებამ გამოჟონა ჩემს ტონში. მოვიდა და მომეხვია: - რა შუაში ხარ, ნიაკო... შენც რომ არ გამოჩენილიყავი, რაც მოსახდენი იყო, მაინც მოხდებოდა! - მერე კი შემეხვეწა: - შენ ხომ არასოდეს მომატყუებ და თუ დაორსულდები, შვილს ხომ არ მომიკლავ? - არ დავორსულდები! - თავი გავითავისუფლე მისი მკლავებიდან და საქმე მოვიმიზეზე, ვთხოვე, მარტო დავეტოვებინე. მერე კი კარგა ხანს გავურბოდი და თავს ვარიდებდი. როცა ერთად ვიყავით, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ეს გრძნობა მტანჯავდა. მეჩვენებოდა, რომ ლევანი იყო ჩემს უბედურებაში დამნაშავე და ზოგჯერ მეზიზღებოდა კიდევაც... გული და გრძნობები ისე მქონდა გაქვავებული, არავის სიყვარული არ შემეძლო, მათ შორის ლევანისაც, მაგრამ ზიზღს ნამდვილად არ იმსახურებდა ჩემგან და ესეც დანაშაულის გრძნობას მიჩენდა: - უნდა დავშორდეთ! - მოვთხოვე კატეგორიულად გარკვეული ხნის შემდეგ. - სხვა შეგიყვარდა?! - მკითხა და მივხვდი - ის წამოსცდა, რისიც ყოველთვის ეშინოდა. - არა, ლევან, არავინ მიყვარს და კარგად იცი, თუ სხვა გაჩნდება ჩემს ცხოვრებაში, ამას მაშინვე შეიტყობ, რადგან თავის სამართლებელი არაფერი მჭირს არავის და მათ შორის, შენ წინაშეც... უბრალოდ, ცოლქმრულ ყოფას დაემსგავსა რაღაცით ჩვენი ურთიერთობა, რასაც ვეღარ ვუძლებ. დავიღალე, გესმის?!. მინდა, დამოუკიდებლობა და მარტოობა დავიბრუნო. კარგად იცი, არ ვარ იოლად ასატანი ადამიანი და არც ჩემს ცხოვრებაში შემიძლია, ვინმეს გამუდმებით ატანა... წადი და შენს გზას ეწიე, მე ჩემს მარტოობას დავიბრუნებ და თუ ოდესმე მომენატრები და შენც გექნება ამის სურვილი, ისევ დაგიბრუნდები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.