შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელეთის ბატონობის ქვეშ (2)


6-07-2016, 21:56
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 539

მამა და უფროსი ძმა 8 წლისას გარდამეცვალა და მაშინ ეს დიდი დარტყმა იყო თუმცა გადავიტანე.
იმ დღის შემდეგ რაც მათემატიკის მასწავლებელს ჩემი ‘’კეთილი მეგობრის’’ წყალობით დაემართა და რაც თავიდან დავიბადე 2 წელი გავიდა. დღეს 18-ის ვხდები თუმცა ცუდი წინათგრძნობა მუდამ თან დამდევს
სააბაზანოდან გამოსული ყოველდღიურ ტანსაცმელს ვიცვამ ეს ჯინსი და მაისურია.
დაბლა ცუდ ხასიათზე ჩავდივარ და მუდამ აქეთ-იქით ვიყურები რადგან მეშინია. მეშინია? ახლაღა ვამჩნევ რომ ეს ასეა
-რა ხდება? რამე გაწუხებს?
მეკითხება აშკარად განერვიულებული დედა და აქეთ-იქით იყურება. ხან ფანჯრებისკენ აპარებს თვალს ხან კარისკენ. ეს პირველად ხდება ამდენი ხნის განმავლობაში
-არაფერი უბრალოდ ცუდი წინათგრძნობა მაქვს
-დაწყნარდი არაფერია. ალბათ ეს იმითაა გამოწვეული რომ უკვე სრულწლოვანი ხარ
ხმაზე ეტყობა რომ ამის თვითონაც არ სჯერა.
-და ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრა რომ მუშაობის დაწყება მინდა
-რაა?
გაკვირვებულია თუმცა იცოდა რომ ეს მოხდებოდა
-კარგი მაგრამ სწავლასაც უნდა მიხედო
-კარგი დე
ფართოდ ვუღიმი და ვეხვევი მერე კი კარისკენ გავრბივარ.
იმის მიუხედავად რომ სახლიდან ადრე გამოვედი და სკოლაშიც ადრე მივედი კლასში მაინც მაგვიანდება. ფუ რა მჭირს? დავითარსე. იმედია საღამომდე გადამივლის წვეულება გვაქვს და გავერთბობით.
საღამოზე ფიქრი ნერვებს მიმშვიდებს და ახალი ამბავი რომ მათემატიკას ახალი მასწავლებელი მისტერ ვებერი გვასწავლის ძაააალიან მიხარია.
ჩემდა გასაკვირად კიდევ ერთი სიახლეა ინგლისურის მასწავლებელს მანქანა დაეჯახა დიდი არაფერი უბრალოდ ხელი მოტყდა ანუ მსუბუქად დაშავდა მაგრამ შვებულებაში მაინც გავიდა და ახალი მასწავლებელი შემოდის
უცნაური სახელის და გვარის მქონე კლოდ ადკინსი.
შემოსვლისთანავე ჩემს ყურადღებას მისი ქცევის მანერით და თავშეკავებულობით იპყრობს როცა გვიბრუნდება კი სახტად ვრჩები. ღმერთო ასეთი შავი თვალები? როგორ? ასეთი სიშავე შესაძლებელია? თუმცა როგორ არა მაგრამ ეს ძალიან შავად მეჩვენება უფრო ჯურღმულს გავს... შავ ჯურღმულს
მისი მოხდენილი მიხვრა-მოხვრა მაოცებს. 35 წლისაც არ იქნება. სხვა ბავშვებს ვუყურებ ისინიც ამ სიდიადით დატყვევებულნი ჩანან
-კარგით რა. გეგონება მეფეს ხედავთ.
გვეუბნება საოცარი მოხდენილი ღიმილით და ახლაღა ვხვდები რა გასაოცარი ბრიტანული აქცენტი აქვს. ვაიმეეე მე-17 მე-18 საუკუნის რომელიმე მონარქი მგონია ასეთი დიადი...არა არა უნდა გამოვფხიზლდე.
-დღეს პირველი დღეა და არ გადაგტვირთავთ უბრალოდ პატარა გამოკითხვას ჩავატარებ კითხვა ასეთია: თქვენი საყვარელი მწერლები და ნაწარმოებები
ბავშვები აჟიტირებულები ჩანდნენ რადგან ადრე მსგავსი რამ არასდროს უკითხვათ მათთვის იმაზეც საუბრობდნენ რა მოსწონდათ ამ თუ იმ მწერალში. მალე ჩემი ჯერიც დადგა
-მის ედისონ გისმენთ
-უბრალოდ ედისონი
-კარგით
მეუბნება თავაზიანი და დაინტერესებული კილოთი
-ჩემი საყვარელი მწერალი შარლოტა ბრონტეა ის ინგლისელი მწერალია რომელიც თავის ნაწარმოებში თითქოს ჩემს სულში იქექება. თითქოს შენს გულს ეხება და აიძულებს ის იგრძნოს რასაც თვითონ გრძნობდა სულში გიყურებს და რაღაც განსაკუთრებულს გიბოძებს. მისი ნაწარმოები განძივითაა და ბედნიერია ვინც მას ინახავს.შარლოტა თავისთავს ყოველგვარი შელამაზების გარეშე წარმოგვიდგენს იქ ის არ წარმოგვიდგება თვალმომჭრელი ქალწულის სახით და არც მისტერ როჩესტერია თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი ამით იმის თქმა მინდა რომ ის ის არის და ის ისეთი მოგწონს როგორიც არის.მეორე მხრივ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოები გარდა ‘’ჯეინ ეარისა’’ არის ბრემ სტოკერის ლეგენდალური ნაწარმოები ‘’დრაკულა’’ ამ ნაწარმოებით იგი სულის ყველაზე ბნელ ნაწილს გვიჩვენებს. დრაკულა თითქოს ის ბნელი ჯურღმულია სადაც ჩახედვა არ გინდა მაგრამ მისი უარყოფის მიუხედავად იგი არსებობს და ამის შეცვლა შეუძლებელია. მოგეხსენებათ ჩვენში ორი ადამიანი ცხოვრობს ბნელი და ნათელი, ბრემ სტოკერი გიჩვენებს რა მოხდება თუ ბნელი გაიმარჯვებს. თუ ის დაგეპატრონება შენ შეიცვლები და დრაკულა გახდები. ასეა თუ ისე, ვლად III, იგივე თავადი ვლადისლავ ცეპეში და იგივე გრაფი დრაკულა არაერთი წიგნის თუ ფილმის გმირი გახდა... მის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობდა და კვლავაც იარსებებს მრავალი წლის მანძილზე. მომავალშიც მრავლად გადაიღებენ ფილმებს ადამიანის სისხლისმოყვარულ იდუმალ, სასტიკ და ამავე დროს ელეგანტურ ვამპირზე მაგრამ დაადანაშაულებ ხალხს კი ამაში? შესაძლოა დაიბენით რადგან ბრემ სტოკერმა დაწერა წიგნი როგორც უხილავ ბნელ მხარეზე ისევე სასტიკ ვლადისლავ ცეპეშზე ან თუნდაც გრაფ დრაკულაზე რომელიც ‘’დრაკონის შვილს’’ ნიშნავს თუმცა ხალხი მას მაინც როგორც ‘’სატანის შვილს’’ ისე მოიხსენიებს და კიდევ ერთხელ მეორდება ზემოდ დასმული კითხვა ‘’დაადანაშაულებ ხალხს ამაში?’’ და იგივე პასუხი ‘’ვერა’’ იმიტომ რომ ის სისხლისმსმელი მმართველი ხალხისთვის მუდამ სისხლისმსმელ ვამპირად დარჩება. ასეა თუ ისე გრაფი დრაკულას უკვდავყოფა ისტორიაში ბრემ სტოკერმა თავისი კალმით მოახერხა.
ახლაღა მივხვდი რომ მთელი კლასი მე მიყურებს თუმცა რა ვთქვი? ის რასაც ნამდვილად ვფიქრობდი და ეს პირველად მოხდა. საოცარია და დიდი სისულელე მაგრამ მე სიახლოვეს ვგრძნობ შარლოტა ბრონტესთან არ ვიცი როგორი სიახლოვეა მაგრამ ის თითქოს ჩემს სულშია და ვეხები თუმცა ამაზე მერე ახლაისევ კლასში დავბრუნდეთ და ამ გარემოებას თავი დავაღწიო.
-საინტერესო ადამიანი ბრძანდებით ედისონ მადლობას მოგახსენებთ თქვენი ემოციების გაზიარებისთვის.
ისევ მისტერ კლოდი ანეიტრალებს სიტუაციას.
აუ მგონი ზედმეტი მომივიდა კლასი პირდაღებულია აი მასწავლებელს კი ასიანი შერეკილი ვგონივარ მაგრამ არ იმჩნევს.
დერეფანში როგორც ყოველთვის ჩოჩქოლი ხმაური და სიცილი ისმის. ზოგჯერ გოგონების ეს უაზრო სიცილი როგორ მიკარგავს მოთმინებას.
კარადასთან ვშეშდები წარმოუდგენელ ვინმეს ვხედავ და მგონია ეს ჩემი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია.
ოდესმე თქვენში წითელი სირენა ანთებულა მხოლოდ იმიტომ რომ ტვინი გამუდმებით დაგძახის ‘’ის შეგცვლის ახლოს არ მოუშვა მისი თვალები შენს სამყაროს შეცვლიან’’ გგონიათ სისულელეს ვროშავ არა? მაგრამ სულაც არ არის ასე ის ბერძნულ ღვთაებას ჰგავდა ციდან ჩამოსულ აპოლეონს. წარმოუდგენლად თეთრი კანი და წაბლისფერი თმა თმა ისე აქვს გეგონება ახლახანს რომელიმე შამპუნის გელის რეკლამის გადაღებებიდან დაბრუნდა მარტო ეს რომ იყოს კიდევ არაფერი მაგრამ საოცარი თვალები აქვს გაცრეცილი ნაცრისფერი. ფერგამოცლილი,გაცრეცილი, გაჭუჭყული ნაცრისფერი თმა ეს ყველაფერი მხოლოდ მის თვალებში ამოკითხული სევდის ბრალია მისი ნაღველის გამო მგონია რომ თვალის ფერი ამოჭმული აქვს.
უპს ვაიმე პირდაღებული მივჩერებივარ ამას მის თვალებში ვხედავ რადგან მის თვალებში როგორც სარკეში ისე ვირეკლები.
ირონიულად მიღიმის მაგრამ ლამისაა გული წამივიდეს თუმცა ლილუ ისევ მშველის და მაიძულებს აგრესიულად ვუპასუხო
-გამატარებ თუ აქ დგომას აპირებ?
ის მატარებს თუმცა არ მიდის გვერდით მიდგება და რამდენიმე შურიანი გოგონას შურიან მზერასაც ვიჭერ. რა ეშველებათ?
-‘’მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ’’
მპასუხობს ახითხითებული ლილუ და მეც ვიღიმი მაგრამ მახსენდება რომ გვერდით უცნობი,იდუმალი,სასტიკად სიმპატიური და ნაღვლიანი ბიჭი მიდგას რომელიც ყინულის მზერით მომჩერებია
-ასე დგომას აპირებ?
უკვე მაწუხებს მისი ასე დგომა.
-‘’მიდი და ცხვირში უთავაზე’’
მეუბნება გაღიზიანებული ლილუ და თითების უხამს კომბინაციას უჩვენებს ამ უკარება მაგრამ საშინლად,სასტიკად მომაკვდინებელი სიმპატიურობით გაჯერებულ ბიჭს.
ცოტა ხანშ ისე რომ ხმასაც არ მცემს მიდის და მზერას მატოვებს.
-‘’მიდი და გაარტყვი’’
უკვე ყვირის ლილუ მაგრამ გაკონტროლობას ვახერხებ.
დერეფანში სიარულს ვაგრძელებ და გზად ოთახიდან ხმები მესმის. ჰმ ლაბორატორიაა და აქაურობა მნახველების დიდი რიცხვით არ გამოირჩევა
-ბრონტე ვიპოვეთ
აღფრთოვანებული და კარგად ნაცნობი ხმა მესმის ისეთი ხმა თითქოს მთელი ცხოვრებაა ამ ხმას ვისმენ და ისევ ბრიტანული აქცენტი. აჰ ხო ინგლისურის მასწვალებელი
-ხო ალბათ
არც ისე აღფრთოვანებული ჩანს და ცივი სუსხიანი ხმაც აქვს აი მას კი ვერ ვცნობ
-როგორ თუ ალბათ? ყველაფერი ემთხვევა
-და რამდენისაა?
-დღეს 18-ის ხდება
-აჰა ესეიგი ვესტუმრებით
წლის მისტერ უჟმურობის ნომინაციაში გამარჯვებულ უცნობს ხმაში დაინტერესება და ოდნავი აღტაცებაც შევატყვე
-კი და ის მას გავს. ისე საუბრობს მასზე თითქოს გრძნობს გესმის?
-კი მესმის
წლის მისტერ უჟმურობის განსახიერება ისევ იღუშება
რატომღაც იმ ‘’სუსხიანხმიანი უცნობი’’-ს არდაინტერესება მოსმენის სურვილს მიკარგავს და წინ მივიწევ შემდეგი ფიზიკა გვაქვს და მგონი სიკვდილი მელის ფიზიკის დავალება ზერელედ გავაკეთე და ნახევარი ალბათ დამაკლავს მაგრამ შევეჩვიე და არაუშავს გავუძლებ.
გზად მათ საუბარზე ვფიქრობ. ვისზე საუბრობდნენ? ჰმ ახლაღა ვხვდები რომ გაგების სურვილი არ მაქვს.
გზად კასის ვხვდები ჩემს ერთადერთ ახლო მეგობარს
-აბა რას შვრები დღეს? (კასი)
-რაა და დღეს წვეულებაა და ჩემთან მოდიხარ (მე)
-რასთან დაკავშირებით? (კასი)
-ჩამოფრინდი ღრუბლებიდან გოგონი მე სრულწლოვანი ვარ
-დაა...
-გამოფხიზლდი! ჩემს მეთვრამეტე დაბადების დღეს ავღნიშნავ!
-და მოწვეული ვარ?
-თავს რატომ ისულელებ? რა თქმა უნდა!
ხანდახან ეს გოგო სადღაც მეთვრამეტე საუკუნეში მცხოვრებივით საუბრობს მაგრამ საბუთებში 1998 უწერია და წესით 18 წლისაა
-კაი შევდივარ დღეს 7-ზე ჩემს სახლში გელოდები
-რა მოგიტანო?
-მთავარია შენ მოხვიდე
გაკვეთილზე შევრბივარ და თავდახრილი ადგილს ვიკავებ მასწავლებელი ისევ მე მიყურებს. ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! რა ჭრს დღეს? ალბათ წვეულებამდე ვერც გავტან!








პ.ს. დაგვიანებისთვის ბოდიში და გთხოვთ შემდეგი თავი შემიფასოთ
თქვენი ლუციფერი



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საოცრება ხარ ლუციფერ :D მართლა ძალიან კარგია მაგრამ ნუ დააგვიანებ ხომე რა თორე მერე ინტერესი მეკარგება..
შესანიშნავი განსხვავებული ამოუცნობი და საოცრად დამაინტრიგებეელი..
აქედანვე ჩანს რომ უმაგრესი ისტორია გამოვა..
წარმატებები და არ დააგვიანო ჩვენო ლუციფერ :D wink love wink

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

 


№3 სტუმარი lanu

Kai gogo xar ro dade exla vnaxe momewona dzn veli axal tavs da mal male dade xolme ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent