შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია.! (წყნეთი)


8-07-2016, 00:41
ნანახია 1 924

სიტყვა "სასიამოვნოაო" ენაზე მიეყინა. ვეღარაფერი თქვა. ვერც კი დაიჯერა, წამიერად ეგონა, რომ ლუკა ეხუმრა. დაჯერება არ უნდოდა. ახლა მართლა მიხვდა, რომ ლუკა მეგობრულად უყურებდა. მეგობრული იყო ის დახმარებაც და მეტი არაფერი!
ხასიათი წაუხდა, წასვლაც აღარ უნდოდა, ფიქრობდა ნეტავ არ წამოვსულიყავიო, მაგრამ ჯობდა სწრაფად გაეგო სიმართლე და იმედი აღარ ქონოდა..
თუმცა სიმართლე მწარე იყო და არა სასიამოვნო, როგორც ხდება ხოლმე.
- აუ ჰო დანარჩენებს იქ რო ჩავალთ გაგაცნობ.
დაუმატა ლუკამ.
მალე მივვიდნენ დანიშნულ ადგილას.
ორი მანქანით იყვნენ,მეორე მანქანიდანაც გაიცნო ბავშვები
მარი, რუსკა და ვაკო, ბექა და ქეთი.
ყველა ძალიან საყვარელი იყო და ძალიან თბილი..
პირველად იგრძნო თავი ფასეულად, პირველად აღმოჩნდა მეგობრების წრეში. ფიქრობდა, რომ ამდენი ხანი ცდა ნამდვილად ღირდა, ასეთი მეგობრების აღმოსაჩენად, თუმცა ნატას და ლუკას ამბავი აღელვებდა.
როცა კოცონს შემოუსხდნენ თვალს არიდებდა ლუკას და ნატას.. მოსიყვარულე წყვილს, რომლებიც ერთმანეთს არ შორდებოდნენ.
ქეთის და ბექას შორის იჯდა, მარიც მათ გვერძე იყო და საუბრობდნენ, იცინოდნენ..
წყვილები კი გარემოთი და ერთმანეთით ტკბებოდნენ.
მარიამს ბევრჯერ ქონია სურვილი შეყვარებული ყოლოდა, მაგრამ არასდროს ყოლია.
გარედან ცივი ჩანდა, მაგრამ შინაგანად თბილი იყო და ემოციები დაგროვილი ჰქონდა, არ შეეძლო გამოხატვა..
ყველა ნასვამი იყო და მოსიყვარულე..
ბექამ არყის ჭიქა ასწია და წარმოთქვა
- მოდი ამ ჭიქით, ჩემი, მარიამის, მარის და ქეთის თამადობით, ყველა ეულს გაუმარჯოს!
ყველას გაეცინა მის სადღეგრძელოზე და არაყი გადაკრეს.
- აღარ დალიო მეტი !
ლუკამ წამოისროლა მარიამის მიმართულებით რასაც ბავშვების მომღიმარი, მარიამის გაკვირვებული და ნატას ბრაზით აღსავსე მზერა მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკას ნათქვამმა გააკვირვა და ამასთანავე ესიამოვნა, შეეცადა სიტუაციის განმუხტვას
- ამას უყურეთ! პატარა როვარ ხო? შენ ჩემი ტოლი არ სვამდი?
ბავშვებს გაეცინათ და აყაყანდნენ. ლუკაც აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ, მარიამის თვალებს რომ გადააწყდა და თავი გაუქნია, აღარაფერი თქვა.
4 საათზე დაიშალნენ. ყველამ თავისი ადგილი მოძებნა. მარიამი მესამე სართულზე ერთსაწოლიან პატარა ოთახში შევიდა და სინათლე აანთო. იჯდა ღია ფანჯრის წინ და ფიქრობდა.
კარგახანს იყო ასე, უკვე თვალები ეხუჭებოდა, ნახევრად ეძინა. კარები გაიღო და ლუკა შემოვიდა.
ნახევრად მძინარე მარიამი წამოდგა და კარისკენ წაიწია.
- შენ არ გძინავს კაცო?
შეეცადა რაც შეეძლო მხიარულად და უდარდელად ეთქვა.
- ეზოში ვიყავი, სინათლე დავინახე და ამოვედი.
სასმლის სუნმა უარესად გააბრუა, უკვე გაბრუებული მარიამი.
- ბევრი დაგილევია.
- არა ნასვამი ვარ. ცოტა დავლიე.
- წადი მიდი, მეც დავიძინებ მეძინება.
- კაი ღამემშვიდობის.
კარი გამოაღო.. ისევ დაკეტა და მარიამი კარს მიაყუდა.
ახლოს დაუდგა. და ხელი ლოყაზე გადაუსვა, მერე ტუჩებზე და აკოცა.
მარიამს გააჟრიალა და თვალები დახუჭა. კოცნაში აჰყვა.
სიამოვნებდა თითოეული შეხება როცა ტანზე სიცარიელე იგრძნო, ფანჯრიდან შემოსულმა ნიავმა დაუარა.
საწოლზე აღმოჩნდა, თვალებს ვერ ახელდა და ამოუცნობ ხმებს გამოცემდა. ხმა რო არ გასულიყო მთელი ძალით იჭერდა ხელს პირზე.
დაღლილს ჩაეძინა


თითქმის ორი საათი ეძინა, გამთენიას გაეღვიძა, სწრაფად მონახა ტანსაცმელი და ოთახიდან გაჭირვებით გამოვიდა.
კიბეებზე ჩარბენას ცდილობდა, მაგრამ სირბილის თავი არ ჰქონდა..
იზოში გადიოდა, ვაკოს ხმამ რო შეაჩერა
- მარიამ გეხვეწები ერთი ყავა გამიკეთე რა. ჩემ გოგოს ძინავს და მე ცუდადვარ
- კაი ეხლავე.
- ასე ადრე რატო ადექი?
- ვეღარ დავიძინე. შენ რატო გღვიძავს?
- მაგარი ცუდად ვარ რამოვწიე ასეთი ნეტა
- შაქარი?
- არმინდა. მაგარი ყავა გამიკეთე.
თავისთვისაც დაისხა ყავა, ერთი ფინჯანი ვაკოს მისცა და უკანა ეზოსკენ წავიდა.
- დაიცა სად მიდიხარ?
- ეზოში
- მარტო დავლიო ყავა?
- შენც წამოდი
- წამო.
ვაკო ჰამაკში ჩაჯდა, მარიამი კი იქვე დაგდებულ პუfში მოკალათდა და ზემოთ აიხედა.
ისე რცხვენოდა, რომ საკუთარი თავის დანახვაც არ უნდოდა, იმდენად არეული იყო ვერაფერს ფიქრობდა, გაყინული გონებით იჯდა და "ბუზებს ითვლიდა"
- მარიამმ
- ჰეიი
- მარიამ
ვაკოს ჰაერში აქნეულმა ხელმა გამოაფხიზლა.
- გისმენ ვაკოო
- რაგჭირს ტო?
- არაფერიი
- ეე როგორ არაფერი
- არაფერი დედასგეფიცები
- ანუ რაღაც გჭირს.
- არა თქო
- შენ და ლუკა ისე როგორხართ? რა ურთიერთობა გაქვთ?
- არანაირი. უფროსწორად. როგორც მე და შენ, როგორც მე და ბესო. ისევარ ლუკასთან როგორც თქვენთან
- კიარ გაგიტყდეს. კარგად არგიცნობ მარა ადამიანს აი ხო შეხედავ ხოხვდები როგორია. ხოდა იტოკში შემიყვარდი მართლა, კარგი გაგებით, კარგი გოგოხარ ყველანაირად და იტოკში ჩვენი დაიკოხარდა.. კაროჩეე.. ლუკა ისეგიყრებდა გუშინ.. თან ისე ზრუნავდა შენზე ეგ ჩემისა.
მაგრად მიყვარს ლუკინო იმენა ჩემი ძმა, მართლა ტრუსიკის ძმაკაცებივართ რო იტყვიან !
იმენა ნატას შეყვარებული ისე გახდა რო ეგეთი არაფერი ყოფილა ვაფშე და ეხაც ხალხში ეგეთ რამეს არეუბნება.
თბილია შინაგანად მარა მაგარი უგულო ტიპიჩანს და ხოხვდები? შენ არგაგიტყდეს გოგო. როგორც ლუკას ვებაზრები ხოლმე ისე ვარ ეხა შენთან.
- მთვრალი იყო

- ვახ რამხელა პასუხია
- კაირა
- შანსი არაა ლუკა მთვრალიც არ ამბობს ეგეთ სიტყვებს
- ჰოდა ახლა თქვა. .
- შენ? მოგწონს ლუკა?
- არა რა სისულელეს მეუბნები.. მეგობრულად ვარ განწყობილი ლუკას მიმართ, ისევარ როგორც ლუკა ჩემს მიმართ.
- კაი დაიკიდე. ჩათვალე რო დავიჯერე !
კაროჩეე რაღაც არეული ჩანხარ და მაგ პონტში გელაპარაკები ეხაც ხვდევიხო?
- კი ვხვდები, მარა არაფერია მართლა..
- ეეე კაი ტოო.. როგორც შენი ძმა ისე მიმიღე და მითხარი რაგჭირს ტოო.. ვაფშე ყველაფერი მითხარი.. როგორც შენი დაქალიი ისეე.. თორე ვერავიტან ეგეთი სახით რო იარო !
- რავი.. ისეთი არაფერი.. უბრალოდ.. ანუ.. დაიკიდეე!
ფეხზე წამოდგა, მაგრამ ვაკომ შეაჩერა
- მარიამ ლუკა სადარი?
- ძინავს ალბათ.. ნატასთან ერთად..
- მარიამ ნატას ოთახში არარის ლუკა ! დილით ვნახე.
მაგრად დაიბნა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და დაფიქრდა რა ეპასუხა.
- ერთად იყავით გუშინ ხო?
ვაკოს შეკითხვამ კიდევ უფრო მეტად არია და დააბნია.
- არა რაერთად..
- გოგო რას მომატყუებ შენ ?
მოდი დაჯექი აქ აბა..
უხმოდ დაუბრუნდა თავის ადგილს, წითელი იყო სახეზე და მთელი სხეული უხურდა.
- კაროჩე სექსი გქონდათ გუშინ? და გიტყდება შენი საქციელი დღეს? და აპირებ ეგეთი მოწყენილი სახით იარო?
დაიკიდე ! მაგრად მიქარეთ და ეჭვი არ მეპარება რო ამ ყველაფრის თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც ლუკა იყო ! ! მარა იმას რაც მოხდა გუშინ, ვეღარ შეცვლი დღეს. და მაგ ნერვიულობით ვერაფერს შეცვლი. ერთად იწექით კაცი ხოარ მოკალით ტოო??!
კიდევ უფრო ძაბავდა ვაკოს ლაპარაკი, რცხვენოდა თავისი საქციელის და იმის რას იფიქრებდნენ.. ორი დღის გაცნობილს ლოგინში რომ ჩაუგორდა ეს თითისტოლა გოგო ! ეშინოდა ოჯახის რეაქციის და ბავშვების რცხვენოდა ! პირველრიგში კი საკუთარი თავის !! !!
ერთი ცრემლი გადმოუვარდა და სწრაფადვე მოიწმინდა.
-ეხაა მაიცაა ! ოღონდ ეგ არქნა ! ჩემთავს გაფიცებ არ იტირო !
ხელებში მოიქცია მარიამის სახე და ცერით ცრემლი მოაშორა. ახლოს იყო მის სახესთან.
- მარიამოო დაიკიდე რა, შენ რა გგონია რო ეხა აქ ყველა ქალიშვილია?? ან ვაჟიშვილი? არა არდაიჯერი ეგ !
და შენ გგონია რო ნატა სხვასთან არაა ნამყოფი? ! კაი ტო ! არა ძმაო მაგაზე არიტირო ! მოხდა მოხდა დაიკიდე ! ჩვენგარდა არავინ იცის და რომც გაიგონ გეკიდოს ! არავის ს საქმე არაა ! მთავარია ნატამ არ გაიგოს თორე იმენა დაპანიკდება და უხხ. ჩვენზე არიდარდო, მოსული პონტია.
- ვაკოოო !.
რუსკას ხმაც გაიგეს და სიტუაციაც დაიძაბა, როცა ტირილით გავარდა უკანა ეზოდან.
- აუ ამას რა დააწყნარებს ეხა
სიცილით თქვა ვაკომ და მარიამს თმებზე წაეთამაშა
- არმინდოდა ძალით.. მიხედე მიდი.
- დაიკიდე გოგო ! დაიკო ხარ ჩემი ! თურამე მითხარი იცოდე !
ისევ მარტო დარჩა. უკანა ეზოში იჯდა, შერცხვენილი და შუბლის ძარღვ გაწყვეტილი.. რუსკასაც აწყენინა.
მის ადგილზე რომ ყოფილიყო მარიამიც ცუდს იფიქრებდა... მაგრამ მის ადგილზე ვერ იქნებოდა შეყვარებულიც არ ჰყავდა!.

ნახევარი საათი კიდევ იჯდა ასე, გაუნძრევლად. გათიშული. უემოციო. უგრძნობი.
ბავშვები არ გამოჩენილან, აშკარა იყო კიდევ ეძინათ. ალბათ რუსკამ და ვაკომაც დაიძინეს, ან ისევ ჩხუბობდნენ ოთახში. ყველაზე მეტად ლუკა აინტერესებდა, გაიღვიძა თუ არა და ახსოვდა საერთოდ რამე?
- მარო
ვაკოს ხმა გაიგო. სწრაფად წამოხტა
- რაქენი შეგირიგდა?
- არა
- რა?
- მაგრად გაჭედა.
- ჩემი ბრალია.. აქ არუნდა წამოვსულიყავი საერთოდ.
- სისულელეს ამბობ ! დაიკიდე შემირიგდება. მთავარია ნატამ არ გაიგოს ეს ამბავი !
- იციი რუსკას დაველაპარაკები.. ავუხსნი.. და შეგირიგდება
- რავი ტო უფრო არ გაჭედოს
- არა მოდი წავალ ეხა და დაველაპარაკები
- მარიამ შენზე და ლუკაზე არ უთხრა სიმართლე !
- მაგას არ ვეტყვი.
- კაი ოთახშია მიდი აბა შენიცი
- მოვალ ცოტახანში აქ იყავი
- მიდი ჩემო იმედო!

მეორე სართულზე ავიდა, მესამე კარზე ფრთხილად დააკაკუნა და ოთახში თავი შეჰყო:
- რუსკაა
- მარი წადი
სიტუაცია და საუბრის დასაწყისი უკვე არ მოეწონა ! უკვე ეს გოგოც აღარ მოეწონა, რაც მარი დაუძახა მას შემდეგ.
მაგრამ მან ხომ არიცის, რომ ამ სახელს ვერ იტანს? რა მისი ბრალია?
- არა ჯერ მომისმინე
- ვაკომ უკვე დაიცვა თავი ათასი სისულელე მითხრა.. აღარ მინდა თავიდან ამის მოსმენა.
- დაიცა რაა მომისმინე . იქნებ ვაფშე სხვას გეუბნები?
ოთახში "ტანითაც შევიდა" და რუსკას გვერდით მიუჯდა.
- იცი? არვიცი რაგითხრა ვაკომ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ.. მოკლედ ლუკასთან ვიწექი. და ვაკოს ყველაფერი მოვუყევი.. მამშვიდებდა და ამდროს მოხვედი.. მოკლედ ძალიან გთხოვ არავის უთხრა. მხოლოდ შენ და ვაკომ იცით!
- მეკიდე ვაკომ მითხრა..
- რაგითხრა?
- ოჯახურ პრობლემებზე მომიყვა და რომ აეტირა დამშვიდება ვცადეო..
- არა.. სიმართლე უკვე გითხარი.. აბა შეურიგდები ვაკოს?
- ჩემი ბიჭი. ვიცოდი რომ არასდროს გამცვლიდა სხვაში!
- რუსკა.. არავის უთხრა კარგი?
- კარგი..
- მადლობა..

გახარებული დაბრუნდა ეზოში..
ვაკო ნერვიულად დადიოდა, მარიამის დანახვისას ყველაფერს მიხვდა.
ისეთი გახარებული სახე ჰქონდა მარიამს, სულელი იქნებოდა ვაკო, რომ ვერ მიმხვდარიყო!
- შეგირიგდა ვსო
- აუუ ჯიგარი ხარ ტოო.. რა უთხარი?
- ისეთი სისულელე არაა როგორც შენ უთხარი..
- აბა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და.
- არაუშავს, მთავარია შეგირიგდა. წადი ეხა მიდი..


***

საღამოს თითქმის ყველანი მისაღებში ისხდნენ, რუსკას და ნატას გარდა.
მარიამს უნდოდა ლუკასთვის შეეხედა და თვალებით მაინც გაეგო რას გრძნობდა, ან საერთოდ რას ფიქრობდა. მაგრამ ვერ უყურებდა. ვერ შეხედავდა. ან როგორ უნდა შეეხედა?! ...
ყველა ერთობოდა, ფილმს უყურებდნენ და ჩიფსებს მიირთმევდნენ.
რატომღაც მარიამს არ ემხიარულებოდა. ბალიშს ჩახუტებული უაზროდ მიშტერებოდა დიდ ეკრანს.

უეცრად ლოყის წვა რო იგრძნო და ფეხზე ამდგარი ინერციით უკანვე დაეხეთქა, მაშინვე მოვიდა აზრს.
ისე მწარედ აეწვა ლოყა, აქ ბავშვები რომ არ ყოფილიყვნენ ტირილს მორთავდა.
- რას აკეთებ ნატაა?
აწიოკდნენ გოგოები
- რა მხეცივით იქცევი გოგო გაგიჟდი?
მივარდა ლუკა
- შენ ვაფშე ხმა არ ამოიღო შე უსინდისო!
გამოესარჩლა გამწარებული ნატა.
- მარიამ კარგად ხარ ტო?
ანერვიულდა ვაკო და ხელი გამოაწევინა ლოყიდან რომელიც წითლად უღაჟღაჟებდა და გარკვევით ეტყობოდა ნატას "კლანჭები".
- ეს რაარი ტოო ?! ნატა გარეკე გოგო ? რაუქენი ბავშვს? ამხელა გოგო რამ გადაგრია ?
ბობოქრობდა ვაკო
- მეტი უნდა მექნა! მაგაზე მაშინ ეფიქრა სხვის შეყვარებულს რო უგორდებოდა ლოგინში ! სხვები არიკმარა და ეხა ჩემ შეყვარებულს დაადგა თვალი მაგ ბოზმა!


ამ სიტყვის გაგონებაზე "წითელი აენთო"
ვერ მივიდოდა და ჩხუბს ვერ დაუწყებდა, რადგან იცოდა ნატა მართალი იყო. სათქმელი და თავის გასამართლებელი არაფერი ქონდა.
ყველა ცივად მოიშორა და ფეხზე წამოდგა.
ნატას მიუახლოვდა და უთხრა
- ყოველ შემთხვევაში მე შეყვარებულის ძმაკაცებთან სექსით არ ვკავდები !

ყველა გაოცებულ გაოგნებული დატოვა და ოთახში ავიდა.
საშინლად ეწვოდა სახე, უკვე პანიკა ეწყებოდა.
"რა ადვილად, ერთი ქცევით, შემიძლია ყველაფრის განადგურება და წყალში ჩაყრა "
ფიქრობდა გონებაში და ტაქსის ნომერს კრეფდა.
აშკარა იყო, რომ რუსკამ უთხრა ნატას ყველაფერი და რუსკას კარგი დღე არ დაადგებოდა.
ტაქსს დაურეკა, კარებში ლუკა შემოვიდა.
მიუახლოვდა და სახეზე ხელი მოუსვა
- გტკივა ძაან?
- რავი შენი აზრით?!
- რა ძალით დაგარტყა ეგრე როგეტყობა.
გაიცინა და მარიამის ლოყა შეათვალიერა:
- გეცინება ჰო? მე არა !
- კაი რამოგივიდა
- რაგინდა ლუკა?
- კაროჩე მადლობა ! ჯერ გუშინდელი ღამისთვის და დღევანდელისთვისაც.
- გული მერევა შენზე !
- ჯერ მათქმევინე.
კაროჩე ჩესნად ვიცოდი რო ჩვენი ერთი ღამე გაბაზრდებოდა და ნატა გაიგებდა და დამშორდებოდა. კაროჩე დედაჩემის ხათრით ვიყავი მაგ გოგოსთან. პირველი გოგო რომელთანაც ერთი წელი ვიყავი და დედაჩემმა ჩათვალა რო სერიოზული ურთიერთობა გვქონდა და თავის ოცნებებში დაგვნიშნა უკვე !
ცოტა პრინციპული ქალია დედაჩემი და იტოკში. სახშიც მოდიოდა ჩვენთან და უკვე ცოლი ერქვა რა.. დედაჩემს ეხაც გონია რო ნატა ქალიშვილია და ჯეროდა რო პროსტა ერთად ვრჩებოდით ღამე.. ხოო არადა ესე არიყო.. ანუ ვხმარობდი ! .
კაროჩეე დედაჩემს არ გავუტეხე და არდავშორდი ნატას. ეხა თვითონ დამშორდება. და ამისთვის მადლობა !
- ამაზრზენი ხარ !
კარები გაიჯახუნა და წავიდა.. აღარც დაბრუნებულა...
აღარც ლუკა მოუკითხავს, აღარც ლუკას მოუკითხავს.. მხოლოდ ვაკო ეხმიანებოდა ხოლმე.. ათაში ერთხელ..

საშინელი დეპრესია ქონდა, არც გარეთ გადიოდა.. სახლში იჯდა, იჯდა, იჯდა, იჯდა, იწვა.. მერე იძინებდა...
არც ჭამდა, არც სვამდა.. ..
ყველაზე და ყველაფერზე გული ერეოდა. აივანზეც კი არ გადიოდა. არავის დანახვა არ უნდოდა. მხოლოდ ქეთისთან ქონდა ურთიერთობა, არც მასთან ექნებოდა ურთიერთობა, უბრალოდ სხვაგავარად ვერ იქნებოდა, ერთ სახლში ცხოვრობდნენ.


***
- მარიამ ბოლოსდაბოლოს არიტყვი რახდება?
- არაფერიც არ ხდება
- როდემდე უნდა იჯდე სახლში ასე?
- როდემდეც საჭიროა.
- ადექიი წავიდეთ ფილმი ვნახოთ რამე, მთაწმინდაზე ავიდეთ, ნაყინები ვჭამოთ
- არმინდა ქეთიი შენ წადი რაა
- არა ვსოოო მივდივართ!
ძალით წამოაყენა ფეხზე და ტანსაცმლოს კარადას მიაყუდა.
- კარგი მაშინ ფილმი არ ვნახოთ. ამოვიდა ყელში ფილმები..
- ოღონდაც შენ წამომყევი და რაც გინდა ის ვქნათ!



---
ბევრი იცინეს და მარიამიც გაერთობოდა, რომ არა ის ამბავი, რომელიც თავს არ ავიწყებდა.
ბევრი ნაყინი ჭამეს, უფრო სწორად ბევრი ნაყინი ჭამა, ქეთიმ.. და ბევრი ფოტოები გადაიღო ქეთიმ..
ნაძალადევი ღიმილით მოსიარულე მარიამს არაფერი ამხიარულებდა. მხოლოდ ის დღე უტრიალებდა თავში.
უკვე გვიანი იყო, ბინას რომ მიუახლოვდნენ, მარიამი შეჩერდა
- ქეეთ ადი შენ, მე აფთიაქში შევალ და ამოვალ
- რაგინდა აფთიაქში?
- წამალს ვიყიდი, თავი მტკივა.
- მგონი იქნება სახლში.
- როარიყოს მერე დამეზარება ჩამოსვლა და ბარემ ვიყიდი.
- აი მარა მეც წამოგყვები
- გოგო არმინდა, ადი შენ.. უცბად მოვალ.
- კაი ჰა.


აფთიაქში შევიდა და დაბალი, ძლივს გასაგონი ხმით უთხრა ფარმაცევტს:
- ერთი ტესტი თუ შეიძლება.



ესეც ახალი თავი <3 თენქიუუუ, რომ კითხულობთ ! იმედია მოგეწონებათ ^_^



№1  offline წევრი isterichka123

კაია გაგრძელე

 


№2  offline წევრი ანამარია2000

როდის დადებთ ახალ თავს ? ძალიან მომწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent