საკუთრება.[8]
-გამიხარდა რომ მოხვედი,ამათ ხომ იცნობ? -კი,როგორ არა,ყველას ვიცნობ-ყველას სათითაოდ ჩაოუარა გიგამ და გემრიელად მიესალმა,ერთადერთი ნიკუშას და გიგას შეხვედრა იყო ცოტათი დაძაბული,ლუკას მეორე გვედით დაჯდა გიგა,ლუკამ კი ხელი გაუწოდა -მოგესალმები კლუბში-თვალები გადაატრიალა და შემდეგ ნიკუშაზე მიუთითა -აჰ,შენც გაიგე? -რატომ ეამაყება ამ მუტრუკს ვერ ვხვდები-ამრეზით გადახედა ნიკას -მაგარი ბიჭი ჰგონია თავი,რადგანაც პირველი იყ ვინც კატოს ტუჩებს შეეხო,ასე ჰგონია კატოც მისი საკუთრებაა -იოცნებოს-დაიღრინა მამაკაცმა და გიგას შეხედა -შენც იოცნებე-ახლა გიგამ დაუღრინა და თეკლასკენ გადაჩოჩდა -გიგა,ხომ არ გშია? ჩვენ ახლა მივირთვით და შენ თუ გინდა კვლავ გაგიწყობ მაგიდას-მზრუნველად გადახედა კატომ -არა,კატო,გზაზე ვჭამე,არ შეწუხდე-თბილად გაუღიმა მამაკაცმა -კარგი,მაშინ რა ვქნათ? -თამაშის თავი მე არ მაქვს,ვეჭვობ რომელიმეს გქონდეთ-ამოიბუტბუტა მისავლათებულმა მიშკამ -ჰოო-კვერი დაუკრა თეკლამ -მოვიფიქრე-ენერგიულად შემოკრა კატომ ტაში-ხვალინდელი გეგმები დავაწყოთ -შენ და ლუკამ სჯობს მომავლის გეგმები დააწყოთ ამაღამ-წარბები აათამაშა ანანომ და ნიკას გაბრაზებული მზერის მიზეზიც გახდა,კატო წამოწითლდა,ლუკას კი საშინლად ესიამოვნა გოგონას სიწითლე ლოყებზე,ვერ მოითმინა და ჯერ ერთი,ხოლო შემდეგ მეორე ლოყა ჩაუკოცნა,დაძაბულობა და სიჩუმე ჩამოვარდა ახალგაზრდებს შორის,ერთადერთი ანანო და თეკლა იყვნენ განმუხტულები -კარგი.-ამოილუღლუღა კატომ-ყველამ ვიცით ცხენით ჯირითი,ამიტომ ხვალ შევეჯიბროთ ერთმანეთს,გურამსაც გავამხიარულებთ და ჩვენც გავერთობით -თანახმა ვარ-დაეთანხმა გიგა და შემდეგ ყველა სათითაოდ. ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს,ღამის თორმეტი საათი იქნებოდა რომ დაიშალნენ,თეკლამ გიგას ოთახს მე გავუმზადებო და კატო დასაძინებლად გაუშვა. კატო ერთ ხანს მშვიდად იწვა საწოლში,თუმცა ცოტა ხანში საშინელი მოუსვენრობა იგრძნო და ფეხზე წამოდგა,ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა,აივანზე კი წელს ზემოთ შიშველი ლუკა დავდა,რომელიც საშინლად მიმზიდველად ეწეოდა სიგარეტს,ხმამაღლა ჩაახველა კატომ და სიგარეტზე ანიშნა გადაეგდო,თუმცა მამაკაცი გაჯიუტდა -გადააგდე ეგ,ვერ ხედავ არ შემიძლია კვამლის ატანა-თვალები ჩაუწითლდა გოგონას -როგორც მახსოვს შენც ეწევი,არა?-თვალები მოჭუტა ლუკამ,განზრახ ცდილობს გოგონას ნერვები მოუშალოს -ჰო,რა თქმა უნდა,ვეწევი და ზუსტად მაგიტომაც მაქვს ჩაწითლებული თვალები-მოთმინებას ნელ-ნელა კარგავდა კატო -კარგი ხო-სიგარეტი აივნიდან მოისროლა მამაკაცმა,კატომ კი თვითკმაყოფილმა ჩაიღიმა- კიდევ რამდენი კაცი გყავს?-იმდენად მოულოდნელი იყო კატოსთვის ეს შეკითხვა რომ დენდარტყმულივით წამოწია დახრილი თავი -ვერ გავიგე? -დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად გაიგე-კვლავ განაგრძობდა ირონიულ ყურებას ლუკა -გამიმეორე!-მკაცრად ჩაილაპარაკა კატომ -პასუხი გამეცი! რამენი კაცი გყავს კიდევ!- ვერ მშვიდდებოდა ლუკა,თვითონაც არ იცოდა რატომ ეკითხებოდა ამ ყველაფერს,მაგრამ ფაქტი ერი იყო,შიგნიდან რაღაც ღრღნიდა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა -მე კაცი საერთოდ არ მყავს!-დაიღრინა გოგონამ და ეცადა მკლავში ჩავლებული მამაკაცის ხელი მოეცილებინა -აბა ნიკა ვინ არის? ან გიგა?-გოგონა გიგას ხსენებაზე დაიბნა -გიგა? გიგა რა შუაშია?-ეცადა სიტუაციის გამოსწორებას კატო -ის არის არა?-გაბრაზებული თვალებით ჩაედა ლუკამ თვალებში და მკლავზე მოჭერილი ხელი კიდევ უფრო მძლავრად მოუჭირა -ლუკა,მეტკინა..-ამოილუღლუღა თვალებში ცრემლჩამდგარმა გოგონამ -მაპატიე-ცივად უშვა ხელი მამაკაცმა,გოგონა კი წამებში წამოენთო სიბრაზისგან -შენ! -უხეშად გააჩერა ოთახში შემავალი მამაკაცი და ასევე უხეშობით შემოაბრუნა მისკენ- ჩვენი პირობა დაგავიწყდა? -რა პირობა?-საოცრად მშვიდი ჩანდა მამაკაცი -მთავარი პირობა,რომ არ შეგყვარებოდი!- წელში გასწორდა გოგონა -არ დამვიწყებია,საერთოდ რა შუაშია აქ?-ვითომ წეღან არაფერი ყოფილიყო ისე გაისულელა ლუკამ თავი,არადა საშინლად გაცოფებული ჩანდა,როგორც ჩანს გიგაზე სიმართლის გაგება არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა -ხოო?-მოჭუტული თვალებით გადახედა გოგონამ-წეღან მე გავმართე ეჭვიანობის სცენა?-ყელი მოიღერა გოგონამ -ეჭვიანობის სცენა?-ირონიულად ჩაიღიმა მამაკაცმა და გოგონას წინ გადმოყრილი თმები უკან გადაუწია-ცდები ძვირფასო,ეს შენ კრთი ჩემს თითოეულ შეხებაზე-ტუჩის კუთხე ჩატეხა და თითებს მიმართულება შეუცვალა,კატოს ლოყიდან მის ლავიწებამდე ჩამოაჩოჩა,გოგონას სიამოვნებისგან გააჟრჟოლა,მიუხედავად ამ ყველაფრის დამალვის მცდელობსა,მაინც ვერ დამალა ლუკასგან თრთოლვა და ერთი ნაბიჯით უკან გადგა -მმეე?..-გონება მიბნედილმა ამოიჩურჩულა და დაცვარული ხელისგულები აწითლებულ ლოყაზე დაიდო -ხო, შენ..-ერთი ნაბიჯი კატოსკენ გადადგა ლუკამ-მე უბრალოდ მინდა გითხრა რომ სანამ ჩემთან ხარ,არ აქვს მნიშვნელობა ფიქტიურად თუ რეალურად-ხელები ლავიწის გასწვრივ გაასრიალა მამაკაცმა-მინდა მხოლოდ ჩემი ერთგული იყო,მინდა არ არსებობდეს არავინ ჩემს გარდა შენს ცხოვრებაში,მმინდა ჩემი საკუთრება იყო! -კატო ლამის ხელებში ჩაადნა მამაკაცს,თავის ოცნებას ფრთები შესხა და ღრუბლებში დაიწყო ფრენა,თუმცა მამაკაცის ბოლო წინადადებამ ისე ძლიერად დაანარცხეს მიწაზე,რომ ვგონებ აწი როდესმე ფრთის შესხმა შეძლოს- როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება,მერე შეგიძლია ვისთანაც გინდა იმასთან წახვიდე! -უკანმოუხედავად დატოვა გაშეშებული,გაოცებული კატო და ძლიერად დაკეტა აივნის კარი. ერთ ხანს გაშეშებული იდგა გოგონა,თუმცა მერე გონს მოეგო და იქვე სარწეველა სავარძელში ჩაჯდა,ფეხებიც სავარძელზე მოაკალათა და პლედი გადაიფარა,ვერც კი იგრძნო ისე წამოუვიდა ცხელი სითხე,ცოტა ხანში ქვითინში რომ გადაეზარდა მერე მიხვდა როგორ ღრმად შეუტოპავს,თუმცა ამ ყველაფერთან ერთად გასაოგნებელი ის იყო,ჯერ კიდევ რომ არ იცოდა რა იყო ცრემლების მიზეზი,სარწეველა სკამზე ჩაეძინა,მშვიდად ეძინა,მაგრამ პლეტი ვერ ათბობდა,რაღაც სხვას ითხოვდა ორგანიზმი,სხვა სითბოს,თითქოს უსულო საგნისგა წამოსული სითბო აღარ აკმაყოფილებდა,თითქოს რაღაც ნარკოტიკივით იგემა და ერთი გასინჯვითაც იმ დონემდე მიეჯაჭვა რომ ვერ იღებს სხეული სხვა სითბოს,უბრალოდ არ ძალუძს. დილით რომ გამოეღვიძა კანკალებდა,მიხვდა ცუდად იყო მისი საქმე,სვანეთში საღამოს საკმაოდ ცივა,მიუხედავად იმისა რომ ზაფხულია,ძვლებში ტეხავდა და საშინლად ციოდა,ბარბაცით წამოდგა და კარადას დაეყრდნო,სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავის შეეშინდა,უკვე მეორე დღეა შეუჩერებლად ტირის,თვალები საშინელ დღეში აქვს,არამგონია მაკიაჟმა დამალოს,არც აპირებს ცდას,როგორც ჩანს იყოს ისე. ხელი ჩაიქნია ყველაფერზე,ძლივს-ძლიობით მიუახლოვდა საწოლს და ისე გადაეშვა თითქოს წყალში ხტებაო,თავი დადო და მკვდარივით ჩაეძინა საშინლად ესიამოვნა სხეულს საბნისგან წამოსული სითბო,ნუთუ მხოლოდ ღამით ემართება ნარკოტიკის მაგვარ სითბოზე გართულება? საოცრებაა ცხოვრება,ზოგჯერ ისეთი იდუმალებით არის სავსე რომ ამ ყველაფრის ამოსახსნელად გგონია მთელი ცხოვრებაც არ არის საკმარისი. ასეც არის,ვერასდროს შევძლებთ ცხოვრების არსის საბოლოოდ შეცნობას,რაც უფრო ვეცდებით მის შესახებ ყველაფრის ცოდნას,მით უფრო ჩავიკარგებით... კატო რომ დილით არ ფუსფუსებდა სამზარეულოში ყველას გაუკვირდა,ვინაიდან და რადგანაც ასეთი გრაფიკის გადამკიდე უკვე მიჩვეული იყო დილით ადრე ადგომას და ცხრა საათის იქეთ ვერ ჩერდებოდა ვერასდროს საწოლში. -კატო ჯერ კიდევ არ ჩამოსულა?-იკითხა ანერვიულებულმა გურამმა -არა,სძინავს ალბათ-მხრები აიჩეჩა ლუკამ -როგორ,მისი საქმრო ხარ,ხომ იცი რომ გვიანობამდე ვერასდროს იძინებს-საიდან იცოდა ლუკამ ახლა ეს ყველაფერი,თუმცა გურამზე როგორ უნდა გაბრაზდე,მას ხომ რეაურად შეყვარებულები ჰგონია კატო და ლუკა,ლუკამ თავი მოიქექა და თეკლას გადახედა საშველად,თუმცა გოგონამ მხრები აიჩეჩა -ხო,გურამ ,მაგრამ გადაიღალა,გუშინ არ ჰქონდა მარტივი დღე,ხომ იცი...-სიტუაციის გამოსწორება სცადა,რაც უდავოდ გამოუვიდა -წადი შვილო,შეამოწმე ცუდად ხომ არ არის. -იქნებ მე წავიდე-საუბარში თეკლა ჩაერია -არა,თეკლა,შვილო, შენ აქ იყავი-თვალი ჩაუკრა გოგონას -კარგი.-გოგონამაც ეშმაკურად გაუღიმა. სწრაფად აირბინა ლუკამ კიბეები,კარებზე დააკაკუნა,თუმცა როდესაც ხმა ვერ გაიგო ფრთხილად შეაღო კარები,როდესაც ოფლში მცურავე გოგონა დაინახა,რომელიც კანკალებდა და ამ შუა ზაფხულში ყელამდე ჰქონდა საბანი შეოხვეული თავზარი დაეცა,გოგონას ტუჩები შუბლზე მიადო და შიშისგან გააჟრჟოლა,კატო სიცხისგან იწვოდა,სწრაფად აიტაცა გოგონა ხელში და ელვის სისწრაფვით ჩაირბინა კიბეები -გურამ,თეკლა,რაიონის საავადმყოფოში მიმყავს,მაღალი სიცხე აქვს -მანქანისკენ აპირებდა წასვლას,როდესაც კიბეებიდან გიგა ჩამოვიდა -სად მიგყავს,ექიმი აქ ვარ და შენ საავადმყოფოში მიგყავს?-გაიოგნა ლუკამ-სწრაფად აიყვანე თავის ოთახში-ბრძანება გასცა მამაკაცმა,თუმცა ლუკა მაინც ყოყმანობდა-ლუკა,ამას ჩემთვის კი არა კატოსთვის გეუბნები -მხოლოდ იმიტომ რომ კატო გამოჯანმრთელდეს-დაუღრინა მამაკაცს და გოგონა სწრაფად აიყვანა თავის ოთახში და უდიდესი სიფრთხილით წამოაწვინა საწოლზე -მიმიშვი,გავსინჯო,ასე ქორივით თუ დააფრინდი ვერ შევძლებ გასინჯვას-შეუღრინა გიგამ და გაძალიანებული ლუკა განზე გასწია -თუ ღმერთი გწამთ,მერე იჩხუბეთ ახლა კატო გასინჯე ,გიგა!-დაიყვირა კატომ და ლუკას ადგილი დაიკავა,გიგამ კატო გასინჯა -ანთება არამგონა იყოს,მაღალი სიცხე არ იცის ანთებამ,უბრალოდ გაციებულია და გაუღიზიანდა,დღეს იწვეს -შენს მგონიზე და ვარაუდებზე უნდა ვიაროთ?-გაბრაზდა ლუკა -ექიმი მე ვარ,ლუკა, და არა შენ!- დაუღრინა გიგამ-რამე წამლები მოგაქვთ,ანტიბიოტიკები ან რამე?-თეკლას მიუბრუნდა -არა,გურამის წამლების მეტი არაფერი მომაქვს -დამიწერე სახელწოდებები და მე მოვუტან-წამოფრინდა ლუკა,როდესაც გიგას ყოყმანი შეატყო დაუყვირა-დროზე-მეთქი! -გიგამაც უსიტყვოდ დაუწერა წამლების სახელწოდებები და ლუკაც ელვის სისწრაფით გაიქცა სახლიდან.კატო ლუკას წასვლის შემდეგმალევე მოვიდა გონს -ლუკა..სად არის?-როდესაც მამაკაცი ვერ შენიშნა შეშინებულმა ამოიძახა -მალე მოვა,შვილო,ნუ ღელავ,წამლებზეა წასული-გაუღიმა გურამმა -მართლა მოვა?-სუსტი,ჩახლეჩილი ხმით ამოიფრუტუნა კატომ -მალე მოვა-ახლა თეკლამ გაამხნევა -მპირდებით?-ალბათ მაღალი სიცხის ბრალი იყო ასე რომ ჩაჰკირკიტებდა მამაკაცს,ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ეგონა -გპირდებით-ერთხმად წამოიძახეს თეკლამ და გურამმა,მხოლოდ ლუკა იყო ჩუმად. ნაევარი საათიც არ იყო გასული,როდესაც ლუკა უკან დაბრუნდა,ამასობაში სახლში ნიკუშა,გიგა და ანანო მოსულან,ოთახში შევიდა თუ არა კატომაც თითქოს იგრძნოო თვალები ძლივს-ძლიობით გაახილა თვალები და როდესაც ლუკას წააწყდა მისი ზღვის ფერი თვალები,შიშის ადგილი საოცარმა სითბომ დაიკავა -შენ მოხვედი..-ოდნავ წამოიწია და გაუღიმა მამაკაცს -ჰო,მოვედი-ლუკაც ფრთხილად დაიხარა და გულში ჩაიკრა ათრთოლებული გოგონა-მოვედი და არასდროს დაგტოვებ გპირდები.-ხელს ძლიერად უჭერდა პაწაწინა მტევნებზე და მთელი სიფრთხილით უკოცნიდა სახეს-როგორ შემაშინე,პანტერავ,რომ იცოდე-ყურში უჩურჩულა და ყურის ბიბილოზე მსუბუქად უკბინა,ხოლო შემდეგ ნაზად აკოცა -აღარ განერვიულებ გპირდები..-პატარა,გულუბრყვილო ბავშვივით ამოილაპარაკა კატომ და მთელი ძალები მოიკრიბა რომ ლუკასთვის გაეღიმა. -მაშინ ახლა ეს წამლები დალიე,მერე ეს ბულიონი,რომელიც თეკლამ მოგიმზადა შეჭამე და მერე ცოტა ხანს დაიძინე -კარგი რაა,-აწუწუნდა გოგონა -საერთოდ არ ხარ წუწუნის მდგომარეობაში-საჩვენებელი თითი დაუქნია ლუკამ,კატომ ბოლოჯერ გაიბრძოლა,თუმცა ლუკასთან მაინც ვერაფერს გახდა და წამალი გამოართვა,მთელი ამ დროის განმავლობაში ყველა გაოგნებული უყურებდა წყვილს,იმდენად თბილად და ბუნებრივად იქცეოდნენ რთული იყო ამ ყველაფერში გეპოვნა რამე დადგმა,იქნებ არც დგამდნენ? იქნებ ბუნებრივი იყო ყველაფერი?... კატომ წამალიც დალია,ლუკას ხელით ბულიონიც შეჭამა და ლუკას გულზე თავ დადებულმა მშვიდად დაიძინა,მამაკაცი მთელი სიფაქიზით ეფერებოდა თმებზე და ცდილობდა საკუთარი სურვილიც დაეკმაყოფილებინა,ისე რომ კატოს არ გაღვიძებოდა. მთელი დღე უშფოთველად ეძინა კატოს,არც ლუკა განძრეულა,არც საჭმელი უჭამია,წყალიც არ დაულევია,იწვა და კატოს ეფერებოდა თმებზე,რამდენი ეხვეწეს გურამმა და თეკლამ ,შეგცვლი და შენ ჭამეო,მაგრამ უარყო,რაღაც ძალა იზიდავდა ამ გოგოს მიმართ,რომელიც ჯერ ვერ გაერკვია რა ძალა იყო,სურვილი,ჟინი,თუ უფრო დიდი რამ... შუა ღამით გამოეღვიძა კატოს და როდესაც უძინარი ლუკა დაინახა გაეღიმა -შუა ღამე მშვიდობისა-გაუღიმა მამაკაცს და ოდნავ წამოიწია -გაიღვიძე?-ფიქრებიდან გამოერკვა ლუკა -ჰო,არ გძინებია? -კი,როგორ არა,მეძინა ახლა მოვედი-იცრუა მამაკაცმა -მატყუებ-კვლავ გაუღიმა გოგონამ -არა,არ გატყუებ -როგორ არა,მატყუებ. -კარგი-დანებდა მამაკაცი-როგორ მიხვდი რომ გატყუებ -თვალებზე გეტყობა,სულ ჩასიებული და ჩაწითლებული გაქვს ღამისფერი თვალები-მთელი სიფაქიზით გადაატარა გოგონამ თითები ლუკას თვალებზე,მამაკაცს კი სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა,ოდნავ წამოიწია გოგონა და მამაკაცს კატოს გახშირებული,ცხელი სუნთქვა სახეზე მიეფრქვია,დაელოდა გოგონას შემდეგ ნაბიჯებს,თორემ უკვე ძალიან უჭირდა კატოს ბაგეების დაგემოვნების სურვილთან ჭიდილი,გოგონამ ჯერ ერთი,ხოლო შემდეგ მეორე თვალი დაუკოცნა და საწყის ადგილს დაუბრუნდა,ლუკამ თვალები გაახილა და მომღიმარ გოგონას გადახედა -ეს რისთვის?-კმაყოფილი ღიმილით უთხრა -იმისთვის რომ არ დამტოვე..-თვალები დახარა კატომ. ლუკა ერთიანად მოიცვა რაღაც ველურმა ვნებამ,ველურმა,მაგრამ ამავდროულად ფაქიზმა და ნაზმა,უნდოდა,უნდოდა გოგონას ბაგეებს შეხებოდა და ერთხელ და სამუდამოდ დაპატრონებოდა,უნდოდა ნიკას კოცნის კვალი სამუდამოდ გაექრო და თავისი დაეტოვებინა,ნელა დაიხარა გოგონასკენ და,როდესაც სულ რამდენიმე მილიმეტრი აშორებდათ მათ ტუჩებს,გიგამ შემოაღო ოთაის კარი და იძულებული გახდა საწყის ადგილს დაბრუნებოდა. ეს ბიჭი ნამდვილად შესძულდა ლუკას,უკვე მესამედ ჩაუშალა კოცნის დაწყება წყვილს.ღრენით გადახედა გიგას -ჩემი ხელით დაგახრჩობ და მერე მამაზეციერიც კი ვერ გიშველის!-მკაცრად გამოსცრა კბილებში და კატო უფრო ძლიერად მიიხუტა-მეტი არ მინდა რამე სერიოზული მიზეზი არ გქონდეს,იცოდე ერთიანად დაგამტვრევ ძვლებში!-კვლავ ამოიღრინა და კიდევ უფრო მჭიდროდ აიკრა მოფხუკუნე გოგონა გულზე... &&& მოგესალმებით. ვიცი რომ პატარა თავია,მაგრამ დაბადების დღეზე ვიყავი და საშინლად დაღლილი ვარ,არაფრის დადებას აჯობებდა პატარა თავი მაინც დამედო. გპირდებით მომავალში გამოვასწორებ ამ ყველაფერს. ხო შეცდომებისთვის და არეულობისთვის ბოდიშით,ნახევრად მძინავს, მიყვარხართ ყველა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.