საკუთრება.[9]
-უბრალოდ მინდოდა გამეგო წამალი დაალევინე თუ არა-მხრები აიჩეჩა გიგამ -და შენ როგორ ფიქრობ? არ დავალევინებდი?-შეუღრინა ლუკამ-ან რა ზრდილობაა,კარზე დაგეკაკუნებინა,იქნებ რას ვაკეთებთ-არ წყვეტდა მამაკაცი -როგორც იცი,მე და კატოს ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს და ჩემთან არ გიდნა თავის კატუნი -ვინ გითხრა რომ თავს ვიკატუნებ?-ალბათ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდებოდა კატო რომ არ ჩარეულიყო -მოკელდ,ბიჭებო,შეგიძლიათ ორივემ დამტოვოთ,უკეთ ვგრძნობ თავს,გიგა,წამალი დავლიე და ლუკა,შენ აჯობებს დაიძინო თორემ ხვალ ჩვენ მოგვიწევს შენზე ზრუნვა-ორივეს გაუღიმა და კულტურულად გაყარა ოთახიდან. იცის რომ ლუკა ზედმეტად იზიდავს და არ სურს რაღაც სპონტანურად გააკეთოს,თუნდაც აკოცოს,უნდა დაფიქრდეს ყველაფერზე,რისთვისაც დრო აშკარად აქვს,ოდნავ წამოიწია და საწოლს მიეყრდნო,ტუმბოზე დადებულ წყალს წვდა და ბოლომდე ჩაცალა. მოსწონს ლუკა,მოსწონს რომ მზრუნველად ექცევა,ზედმეტა ყურადღებიანია და მიუხედავად იმისა რომ უარყოფს ამ ყველაფერს მამაკაცი,ჰგონია რომ მასაც აქვს რაღაც გრძნობები მის მიმართ,თუმცა აჩქარება არ სურს,ამიტომ ფიქრობს რომ სჯობს დინებას გაჰყვეს,ვინაიდან და რადგანაც ახლა არც სასიყვარულო ინტერესების გამბმის სიტუაციაშია და დროს არ აქვს ამ ყველაფრის გამოსაკვლევად,აჯობებს ყურადღება გურამის გამხიარულებაზე გადაიტანოს.აუცილებლად უნდა გაარკვიოს ყველასთან ურთიერთობა და ეს დაძაბულობაც,რომელიც ამ სამი მამაკაცის ერთ გარემოში ყოფნამ გამოიწვია გაფანტოს,ვალდებულიც არის ასე მოიქცეს,თითოეული უყვარს თავის მხრივ,ვინაიდან და რადგანაც მისი მეგობარია სამივე,თუ ორი მაინც და მათთან ძალიან ბევრი თბილი მოგონება აკავშირებს,არ უნდა დაუშვას ერთმა ფაქტმა ასე დაანგრიოს ყველაფერი,არც ანანოს მზერა გამორჩენია ნიკასადმი და არც მიშკა და თეკლასი,აუცილებლად უნდა გამოჯანმრთელდეს,გურამი რომ არ ანერვიულოს და მით უმეტესს ახლა საქმეებიც დაუგროვდა.. ფიქრებში გართულს ისე ჩაეძინა ვერც იგრძნო,საბედნიეროდ უკვე ტკბილად და უშფოთველად ეძინა,რასაც ვერ ვიტყვით ლუკაზე,მთელი ღამე ბორგავდა,ვერ დაისვენა,უნდოდა მისულიყო გიგასთან და თავ-პირი გაეერთიანებია,თუმცა უძლური იყო,არ უნდოდა კიდევ უფრო დაეძაბა სითუაცია და არ უნდოდა გურამი გაენაწყენებინა,იმდენად მიეჩვია ამ დღეების განმავლობაში ხუმარა მოხუცს,რომ მასაც ძალიან გაუჭირდება გურამის სიკვდილთან შეგუება... დილით არც სიცხეს და არც კანკალს არ გამოუღვიძებია კატო,იმდენად ენერგიული გახდა აშკარად მოუხდა სიცხეც,ფრთხილად წამოდგა და სააბაზანოში კი არ შევიდა,შეფარფატდა,ცხელმა დუშმა კიდევ უფრო დადებითი ემოციებით დატვირთა და ფრენა-ფრენით ჩავიდა სამზარეულოში,სადაც მოფუსფუსე ლუკა დახვდა,მამაკაცის დანახვაზე გაეღიმა -დილა მშვიდობისა-მოულოდნელობისგან ხელში აღებული კვერცხი გაუვარდა მამაკაცს,კატოს კი გაეცინა -დილა მშვიდობისა,არ გელოდი-ამოიბუტბუტა ლუკამ,თუმცა როდესაც გოგონას სიცილი გაიგონა ცალი წარბი აწია-ჰმ,არადა ვიფიქრე საუზმეს საწოლში ავუტან-მეთქი,მაგრამ შენ დამცინი არაა?-მამაკაცი ძლივს ინარჩუნებდა სერიოზულ სახეს -კარგი ხო,აღარ დაგცინებ-ორი წამით შეძლო გოგონამ სერიოზული სახის დაყენება,თუმცა ვეღარ გაძლო და ხმამაღლა გადაიკისკისა,ვეღარც ლუკამ შეძლო და კატოს აჰყვა სიცილში -კარგი,შეგიძლია დამცინო,ოღონდ მხოლოდ ამ ერთხელ-გაუღიმა მამაკაცმა და წინსაფარი გაუწოდა -ეს რისთვის? ასპარეზს მითმობ? -ხო,არ შემიძლია,მზარეული არ ვარ-გაუღიმა მამაკაცმა -ანუ ჩემი მოწამვლა გინდოდა?-წარბები ასწია გოგონამ და დანა ოსტატურად დაიჭირა-გინდოდა მოგეკალით არა,ბატონო ავალიანო,აღიარეთ,თქვენი აღსასრულის წუთებში მაინც აღიარეთ-სიცილს არ წყვეტდა გოგონა,თუმცა გასაკვირი ის იყო,ამ თამაშში ლუკაც რომ აჰყვა -მაპატიეთ,თქვენო უდიდებულესობავ,ეს დიდი შეცდომა იყო,ვაღიარებ,გთხოვთ მომიტევოთ-არც ლუკა წყვეტდა სიცილს,საბოლოოდ ორივე მისავლათებულები ისხდნენ სკამზე და ოთხად იკეცებოდნენ,თეკლა და გიგა გაკვირვებულები შევიდნენ სამზარეულოში და როდესაც ეს ორი ასეთ მდგომარეობაში დაინახეს გავირვებულებმა გადახედეს ჯერ ერთმანეთს შემდეგ კი ისევ მათ -გიგა,მიჩქმიტე-უჩურჩულა მამაკაცს,ისე რომ მზერა არ მოუცილებია წყვილზე -შენ მიჩქმიტე,მეჩვენება თუ ესენი მართლა ასე ტკბილად საუბრობენ,კიარადა იცინიან,კი მაგრამ რაზე?-დაბნეული საუბრობდა მამაკაცი და არც ის აშორებდა მზერას -მესიზმრება? კი მაგრამ შხაპი ხომ მივიღე,ნუთუ ვერ გამოვფხიზლდი-გონს მხოლოდ მაშინ მოვიდნენ,როდესაც გურამი მათ შორის ჩადგა და ორივეს ხელი მოხვია -არ გეჩვენებათ,დიახ,ეს ორი ლუკა და კატოა,რომლებიც გემრიელად და საყვარლად იცინიან-ორივეს მხარზე დაჰკრა ხელი და მათ შორის გაძვრა -დილა მშვიდობისა,ჩემო ლამაზებო-წყვილს მიუახლოვდა გურამი და მაგიდას მიუჯდა -დილა მშვიდობის,ბაბუ-თბილად მიესალმა გურამი და კატოს გაოცებაც გამოიწვია,მამაკაცმა მხრები აიჩეჩა,როდესაც კატოს მზერას წააწყდა-რა?-გაიკვირვა და ახლა კარებში გაშეშებულ წყვილს მიუბრუნდა-დილა მშვიდობის,შემოსვლა არ აპირებთ? -კკი.. შემოვალთ..-დაბნეული ალუღლუღდა თეკლა,კატოს მიუახლოვდა,მხარში ჩაავლო ხელი და ოდნავ მოშორებით გაიყვანა დაბნეული გოგონა -თეკლა,მეჩვენება თუ ახლა გურამს ლუკამ ბაბუა დაუძახა?-დაბნეული სახით ადევნებდა თვალს მამაკაცის ყველა მოძრაობას,ვერც კი შენიშნა ისე უვარდებოდა თავი და ისე ჰქონდა დაღებული პირი,თეკლამ პირი დაუხურა,თავი გაუსწორა და მისკენ შემოაბრუნა -არა,არ გეჩვენება,ახლავე მითარი რა გაუკეთე ლუკას-წარბები აზიდა გოგონამ -არაფერი-მხრები აიჩეჩა კატომ-რა დაემართა?-კვლავ პირღია მიაჩერდა ლუკას,როდესაც ლუკამ მისი მზერა იგრძნო მისკენ შებრუნდა,კატომაც სწრაფად მიატყუპა ერთმანეთს ბაგეები,რაზეც ლუკას ცალყბად ჩაეღიმა -დასხედით,თორემ საუზმეს გამოტოვებთ-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და თავის გვერდით მდგომ სკამზე დაატყაპუნა ხელები,გოგონაც ფრთხილად მიუახლოვდა და საკუთარი ადგილი დაიკავა,ისევე,როგორც თეკლამ,საუზმობის დროს ვერ მოითმინა გოგონამ და ლუკას გადაუჩურჩულა -რამეს დაარტყი ამ დილით თავი?-ლუკას ჩაეღიმა -არა-მოუჭრა მოკლედ -კიბეებზე ხომ არ დაგორდი?-არ წყვეტდა გოგონა -არა -აბა დავიჯერო უცხო პლანეტელები არსებობენ და ტვინი გადაგინერგეს?-სახე დამანჭა კატომ და ისე გადახედა ლუკას,მამაკაცმა ვერ მოითმინა და გაიცინა,რაზეც გოგონას ღრენა დაიმსახურა-არ გეხუმრებიიი-გაიწელა კატო -არც მე გეხუმრები,რატომ უნდა დამერტყა თავი,რატომ უნდა დავგორებულიყავი კიბეებიდან ან საერთოდ რატომ უნდა გადაენერგათ უცხო პლანეტელებს ჩემთვის ტვინი-სიცილს არ წყვეტდა მამაკაცი -აბა რამ შეგცველა?-ცალი თვალი მოჭუტა გოგონამ -არაფერს შევუცვლივარ,კატო,აჯობებს შენს ჩაის მიხედო,თორემ გაცივდა უკვე-თვალი ჩაუკრა და ღიმილით განაგრძო საუზმობა.კატო კი გაოგნებული უყურებდა მამაკაცს,მერე გონს მოეგო და თვითონაც მას მიბაძა. გურამი მთელი დროის განმავობაში აკვირდებოდა წყვილს და ბედნიერებისგან ცოტა აკლდა რომ არ ატირებულიყო,როგორც იქნა იპოვა თავისმა გოგომ ცხოვრების მეგზური,მართალია ცოტაოდენი ბიძგი დასჭირდა,მაგრამ ბედნიერია და გურამიც ბედნიერია გოოგნას ბედნიერებით. მშვიდად ისაუზმეს,საუზმის სემდეგ მამაკაცებმა დატოვეს სამზარეულო და მისაღებში გადაინაცვლეს,გოგონები კი მაგიდის ალაგებას შეუდგნენ. -კატო,ლუკაზე რას ფიქრობ?-როდესაც მაგიდა აალაგეს და კატო თეფშების რეცხვას შეუდგა,თეკლა წამოჯდა მაგიდაზე და კატოს გაუბა მასლაათი -რა ვიცი,თეკლა,კარგი ბიჭია,მიუხედავად იმისა რომ მომატყუა-არ აპირებდა ტყუილის თქმას გოგონა,ან რატომ უნდა დაემალა რაღაც დოზით გაჩენილი სიმპატიები მამაკაცის მიმართ,მით უმეტეს,როდესაც თეკლა მისი საუკეთესო მეგობარია,ბავშვობიდან იცნობს გოგონას და იცის რომ არც არასდროს უღალატებს,არც არასდროს მოატყუებს და საჭიროების შემთხვევაში არაჩვეულებრივ რჩევებსაც მისცემს -კატო,ისევ თავიდან იწყებ,არ მოუტყუებიხარ -კარგი-დანებდა გოგონა-არ მოვუტყუებივარ,მაგრამ არ უარყო,არც ისე დიდი განსხვავებაა,მაგრამ განსხვავდება-კმაყოფილი ხარ?-გაუღიმა დაქალს და კიდევ უფრო გაეღიმა,როდესაც დაქალის კმაყოფილი სახე დაინახა -გუშინ მთელი დღე არ მოგცილებია -ჰო,ვიცი,საღამოს,როდესაც გავიღვიძე ისევ ჩემთან იყო,თვალიც კი არ მოუხუჭავს,ჩაწითლებული ჰქონდა სულ-ხელები გაიმშრალა გოგონამ,როდესაც რეცხვას მორჩა -მოსწონხარ-დააზუსტა თეკლამ -მაგრამ არასდროს მეტყვის,წინა პირობა გვაქვს დადებული -კარგი რაა,ხელშეკრულებას ხომ არ აფორმებდით,რა საჭირო იყო ეს ყველაფერი -ის ჩემი საქმროა,ორი სურვილის სანაცვლოდ-გაეღიმა გასული დღის გახსენების შემდეგ -მართლა? სანაცვლოდ ორი სურვილი გთხოვა?-წამოენთო თეკლა -ჰო-თითქოს შეშინდაო,მოკლედ მოუჭრა გოგონას -და გითხრა რა სურვილია?-არ შეეშვა გოგონა -არა,არ უთქვამს და ძალიან ვნერვიულობ-ტუჩზე იკბინა კატომ -კარგი რაა,დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი სურვილები იქნება-ტაში შემოკრა თეკლამ -ამას შეეშვი,ის დაინახე ანანო როგორ უყურებდა ნიკუშას? -შენ ნიკუშას?-ახარხარდა თეკლა,თუმცა კატომ თვალები უბრიალა და სწრაფად გაჩერდა -არ არის ეგ უკვე სასაცილო,თეკლა!-ხმა გაიმკაცრა გოგონამ-რამე უნდა მოვუხერხო,თორემ ვხედავ დახოცავენ ერთმანეთს,ეს სამი ერთად უკვე მეტისმეტია!-ჩაიდუდღუნა გოგონამ -მაგაში გეთანხმები,ორივეს საკუთარი ადგილი უნდა მიუჩინო,უფრო სწორად სამივეს-გიგა ბოლოს გაახსენდა და გაეცინა-ისე,იცი გიგა რომ გამოჩნდა ლუკამ რა თქვა?-ვერ მოითმინა თეკლამ -რა თქვა?-გაიოცა კატომ -სასიყვარულო სამკუთხედი კი არა,მგონი მრავალკუთხედი იქმნებაო-აკისკისდა თეკლა და კატოც აჰყვა -ზოგჯერ ისეთი მშვიდი და გაწონასწორებულია,ზოგჯერ კი ისეთი მხიარული,ცანცარა, ზოგჯერ ისეთი მზრუნველია,ზოგჯერ კი საშინლად ცივი! ვერ ვხვდები ამას როგორ ახერხებს-დაბნეულმა ამოიბუტბუტა კატომ -სწორედ ამაშია,კატო,მისი ხიბლი,სწორედ ამიტომ გიჩნდება მის მიმართ სიმპატიები,სწორედ ამიტომ-თვალი ჩაუკრა გოგონას და ფორთოხლის წვენი მოსვა -ჰო,ალბათ-მხრები აიჩეჩა კატომ-ანანო და ნიკუშას უნდა ვუშველოთ რამე დააა.. მერე...-ცოტა ხანს გაჩერდა გოგონა-შენ და მიშკას-მიახალა უცებ და სასწრაფოდ გამოიქცა სამზარეულოდან და გურამსა და ლუკას შორის დახტა დივანზე,საწყალი კნუტივით მოიხარა და ჩუმად განაგრძო ფხუკუნი,თან დაელოდა,როდის გაიაზრებდა თეკლა ამ ყველაფერს -ახლა მაინც რა გააფუჭე,პანტერა-ყურში უჩურჩულა ლუკამ და თეკლას ყვირილმაც არ დააყოვნა,გოგონამ ყურზე აიფარა ხელები და მას მამაკაცემბაც მიბაძეს- აი,ეს-საჩვენებელი თითით გაიშვირა გააფთრებულ თეკლაზე -იცოდე,რამეს იზამ და მოგკლავ,ნაკუწებად გაქცევ-გააფთრებული ლაპარაკობდა თეკლა -ახლა მე კი არა,პანტერა წინ გვიდგას,თან საკმაოდ ველური პანტერაა და აქედან თუ არ გავიქცევი,ვგონებ ჩემთან ერთად ყველას გადაგსანსლავთ-კვლავ ხმამალა გადაიკისკისა და როდესაც მისკენ წამოსული დაქალი დაინახა ლუკა დონავ წინ გადასწია და მის უკან,მრებზე მოთავსდა,ფეხები წელზე შემოხვია და ხმამაღლა დაიყვირა-მხოლოდ შენ თუ გადამარჩენ,გასწი მხედარო-აკისკისდა და ლუკამაც სწრაფად მოახდინა რეაგირება,ისე სწრაფად გაიქცა გარეთ,რომ მხოლოდ კატო კი არა,ყველა იცინოდა,მათ შორის იყო უკვე დამშვიდებული თეკლაც,გურამს თვალი ჩაუკრა და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება -მშვენიერი მსახიობი ხარ,შვილო-ახარხარებულმა გურამმა შეაქო გოგონა და წყვილს უკან დაედევნენ. როდესაც საკმაო მანძილი გაიარეს და როდესაც მიხვდა კატო რომ უკვე საკმარისი იყო სწრაფად ჩამოხტა და ფრიალა კაბა გაისწორა -მადლობა რომ გადამარჩინე-უხერხულად გაუღიმა და გზა განაგრძო -მოიცა,არ დამელოდები?-წამოეწია ლუკა-სანაცვლოდ რას მივიღებ?-წარბები აათამაშა ლუკამ,გოგონა კი კიდევ უფრო დაიბნა,თუმცა არ შეიმჩნია,ყელი მოიღერა და მაიმუნობას შეუდგა -გაკოცებ-მამაკაცი პირდაპირობამ დააბნია -მაკოცებ?-გაიოცა -დიახ,გაკოცებ-თვალი ჩაუკრა გოგონამ,ლუკას ეგონა რომ საბოლოოდ აისრულებდა წადილს და გოგონას წელზე ხელი შეუცურა,კატო ფრთხილად წაიწია წინ და როდესაც თითქმის გაერთიანდნენ მათი ბაგეები,კატომ სწრაფად უცვალა თავის ტუჩებს მიმართულება,ათრთოლებული ტუჩები ლუკას ლოყას მიაწება,შემდეგ მამაკაცის დაბნეულობით ისარგებლა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სახლისკენ,ლუკა კი ერთ ხანს გაოგნებული იდგა,შემდეგ კი ღიმილითა და დინჯი ნაბიჯებით დაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. -რა ვქენი,ვაიმე რა გავაკეთე-ბოლთას სცემდა გოგონა ოთახში -თავბრუ დამეხვა,კატო,დაჯექი -დაინახე რა გავაკეთე? ორი წის ბავშვივით ავცუნდრუკდი-ტუჩზე იკბინა გოგონამ -სიყვარულმა შენ კი არა,გადარია ტარიელი-გამოაჯავრა გოგონამ და სიცილი აუტყდა -ახლა როგორ ჩავხედო თვალებში? თუმცა არა,დაიმსახურა,ღირსია-გაიჯგიმა გოგონა,ერთ ხანს ასე იდგა,თუმცა მეორე წამს მოიღუშა და კვლავ სიარული განაგრძო,როდესაცთეკლა დაიღალა მისი ყურებით ხელი დაავლო და აივანზე გააგდო,აივნის კარები კი საგულდაგულოდ გადაკეტა,ენა გამოუყო და ოთახი დატოვა. ახლა რა გააკეთოს,ერთადერთი გამოსავალი ლუკას ოთახიდან გასვლაა,სხვა გზა არ აქვს,რომც უნდოდეს მაინც ვერ ჩავა მისაღებში ისე რომ ლუკას ოთახში არ გაიაროს -ჯანდაბა,იმედია ოთახში არ არის-ჩაიბუტბუტა მისთვის და ოთახში გაუბედავად შეაბიჯა -ვის ეძებთ,ქალბატონო?-კმაყოფილი ხმის ტემბრი ჰქონდა მამაკაცს,ზუსტად მაშინ დაუძახა და გააქვავა,როდესაც გასვლას აპირბდა,ერთი გადახედა მამაკაცს -არავის,ოთახი შემეშალა-ჩაიბუტბუტა მისთვის და სწრაფად გაიქცა კიბეებისკენ,მამაკაცმა თავი ღიმილით გააქნია და უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა -ირბინე,კატო,ირბინე,ვნახოთ სანამდე გაძლებ.-კვლავ გაიღიმა და თვითონაც მშვიდი ნაბიჯებით წავიდა პირველი სართულისკენ. ახალგაზრდები ეზოში შეკრებილიყვნენ,ზოგი სავარძელში ისხდა,ზოგი დივანზე,კატო კი ჰამაკში გემრიელად მოთავსებულიყო და ბაბიც თან აეყვანა,ლუკას გაეღიმა გოგონას ქცევაზე,თუმცა უდარდელი გამომეტყველება მიიღო,თითქოს იქ არც ყოფილიყო,კატომ ერთი გადახედა და როდესაც ლუკას მზერა ანანოზე შენიშნა გულში რაღაცამ გაჰკრა,ეჭვიანობის ისეთმა ტალღამ რომ საშინლად მოიღუშა,ბაბი ქვევით ჩასვა და ახალგაზრდებს მიუახლოვდა,უნდოდა რამეთი გაეფანტა მამაკაცის ყურადღება,თან უნდოდა რომ რაღაცით გაემარჯვა ლუკაზე -ბავშვებო-სიტყვა წამოიწყო კატომ,რაზეც კვლავ ჩაეღიმა ლუკას-რადგანაც გუშინ ავად ვიყავი და სიცხე მქონდა,ჩვენი შეჯიბრება გადაიდო და რადგანაც ვერ მოვახერხეთ,დღეს გავმართოთ ჯირითი-ახალგაზრდები სიხარულით დაეთანხმენ,კატომ გამარჯვებული მზერით გადახედა ლუკას და ახლა ლუკასთვის დამახასიათებელი ცალყბა ღიმილით თვითონ გაუღიმა მამაკაცს და ყელი მოიღერა -მშვენიერი აზრია,მაშინ ტრიალ მინდორზე გავიდეთ,მე შეგაფასებთ-პატარა ბავშვივით შემოკრა ტაში გურამმა -კარგი მაშინ მე ჩემგან წამოვიყვან რამდენიმე ცხენს-წამოაყენა ნიკამ -ჰო,მეც გადმოგყვები,ბუციფალიც შენთან არის ხომ?-გაუღიმა კატომ -ხო მე ვუვლი-საპასუხოდ ნიკამაც გაუღიმა,კატომ გაბრაზებულ ლუკას გადახედა და კვლავ ცალყბად გაუღიმა,რაზეც მამაკაცის ღრენა დაიმსახურა,საერთოდ არ ჰქონდა არადა გეგმაში ლუკას გაბრაზება,უნდოდა ნიკასთან ესაუბრა და მათი ურთიერთობა ერთხელ და სამუდამოდ გაერკვია,უნდოდა ანანოს გრძნობებზეც დალაპარაკებოდა,თუმცა ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭირა,კვლავ გაეღიმა თავის ფიქრებზე,შემდეგ კი თეკლას მიუბრუნდა-თეკლა,შენ მიშკას დაეხმარე,მარტო ვერ გადმოიყვანს ცხენებს-წარბები აათამაშა გოგონამ,რაზეც მიშკას გაეღიმა -არ იცვლები,კატენკა-ომახიანად შესძახა მამაკაცმა - გთხოვთ,მიბრძანდით-სიცილით მიმართა თეკლას და გოგონას ღრენა დააიგნორა -მე რა ვქნა?-სიბრაზე ოდნავ დატყობოდა ანანოს,თუმცა მაქსიმაურად ცდილობდა დაემალა,კატოს გაეცინა, *ცოტაც მოითმინე,ნიკას აუცილებლად დაგითმობო* გაიფიქრა კატომ,თუმცა ხმამაღლა მხოლოდ ეს უთხრა -შენ შორტები გამოიცვალე,ხომ იცი უნაგირი გატკენს ფეხებს-თვალი ჩაუკრა გოგონას და ახლა გაბრაზებულ ლუკას გადაეყარა -მეც დაგეხმარებით-დაიღრინა მამაკაცმა,თუმცა კატომ მასაც მოუძებნა საქმე -გურამს წამალი აქვს დასალევი-მშვიდად გაუღიმა და როდესაც დაინახა გურამი რაღაცის თქმას აპირებდა არ დააცადა-ხომ ასეა გურამ?-თვალი ჩაუკრა მოხუცს და ისიც დაეთანხმა -ხო,შვილო,მე არ მახსოვს რომელი უნდა დავლიო -იცოდე მალე მოხვალ-ღრენით გაუღიმა ლუკამ და გურამის დასანახად შუბლზე აკოცა,შემდეგ კი მოხუცს გაჰყვა. კატომ,როდესაც მარტო დაიგულა ნიკა ლაპარაკი დაიწყო -მისმინე,ვიცი რომ დღემდე სხვანაირი თვალით მიყურებ,ნიკა,მაგრამ უნდა შეიგნო ის ფაქტი რომ მე ახლა შეყვარებული მყავს და თავისუფალი არ ვარ,რაც იყო ადრე,შენ ჩემზე უკეთ იცი რომ უბრალოდ ბავშვური ახირება იყო,მაშინ თინეიჯერები ვიყავით და ყველა ემოცია გამძაფრებული იყო,ეს არის და ეს,ახლა ბედნიერი ვარ და მინდა რომ შენც იყო ბედნიერი-მამაკაცს გაუღიმა გოგონამ -ვიცი,კატო,ვხედავ რომ ბედნიერი ხარ,მაგრამ შენგან განსხვავებით მე ვერ ვივიწყებ იმ წლებს -მხოლოდ კოცნა იყო,ნიკა,ხომ იცი შენ არა,არ მინდა ჩვენი მეგობრობა დაინგრეს,მით უმეტეს,როცა ვხედავ რომ ჩემს მეგობარს მოსწონხარ,საერთოდ არ მსიამოვნებს ეს ყველაფერი,ეს დაძაბულობა მით უმეტესს,არ მინდა ლუკა შენს გამო დავკარგო და არც შენ მინდა იმ უბრალო კოცნის გამო დაგკარგო ,რომელიც უკვე აღარ მახსოვს როდის იყო -კარგი,კატო,იყოს ისე როგორც შენ გინდა. -საბოლოოდ დანებდა მამაკაცი,ალბათ ისიც გიგას მსგავსად სუსტი აღმოჩნდა,თუმცა კატოს გაუხარდა ამ შემთხვევაში,სისულელე იქნებოდა ნიკას კვლავ რომ ბრძოლა გაეგრძელებინა,არ ღირდა უბრალოდ დაეკარგა მეგობრობა მხოლოდ ერთი შეცდომის გამო. -ხო, და კიდევ უბრალოდ თვალი გაახილე და დაინახავ როგორ თბილად გიყურებს ანანო-თვალი ჩაუკრა გოგონამ -ანანო?-გაიკვირვა ნიკამ -ხო,ანანო.-გაუღიმა კატომ,ნიკა კი ფიქრებში წავიდა -მართლა ჩვენი ანანო? -ხო,ჩვენი ანანო-აკისკისდა კატო-ვაიმე,ჩემი გოგო,როგორ მომნატრებიაა-ცხენისკენ გაიქცა კატო და ფრთხილად შეახო აკანკალებული ხელები-როგორ მომენატრე,ჩემო გოგო-ფრთხილად შეეხო ტუჩებით ცხენს-უნაგირი მომეცი რა -ახლა უნდა შეაჯდე? -ჰო,რას ვუცადო-გაუღიმა კატომ -კარგი,შენგან მარცხნივ კიდია-კატომ უნაგირი ჩამოხსნა და ცხენს გადაჰკიდა. &&& -მასე ველურად არ უნდა მოეპყრო,თეკლა,ცხენს-გადაიხარხარა მიშკამ -ისღა მაკლია შენ დამცინო-შეუღრინა მამაკაცს გოგონამ -ნუ ხარ მასეთი აგრესიული,თორემ ცხენს გადაედება და ჩამოგაგდებს-სიცილს არ წყვეტდა მამაკაცი -ძალიან სასაცილოა-სიბრაზისგან წამოენთო გოგონა -სასაცილო შენი სახეა,ნეტავ სარკეში ჩაგახედა-გოგონასკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით მამაკაცი,თუმცა რამდენ ნაბიჯსაც მისკენ გადმოდგამდა მიშკა,იმენი ნაბიჯით უკან იხევდა თეკლა,საბოლოოდ ხეს აეკრა გოგონა და დაბნეულმა დაიწყო თვალების ცეცება -არ მომეკარო იცოდე,თორემ ვიყვირებ -შენც ყრუ ბაბუას ხომ არ დაუძახებ-ანეგდოტი გაიხსენა მიშკამ და გაეცინა,სამაგიეროდ გოგონა არ იყო სიცილის ხასიათზე და ლოყები უწითლდებოდა -კარგი რა,მიშკაა..-გაიწელა დაბნეული თეკლა,რომელსაც თავის დღეში არ ჰქონია მსგავსი რეაქცია -მითხარი რომ არ გინდა,თეკლა,და მოგეშვები..-ნელ-ნელა გოგონას ტუჩებისკენ დაიხარა მამაკაცი -მმე...მინდა.-ტუჩზე იკბია გოგონამ და სანამ მამაკაცი აკოცებდა,მანამ დააცხრა მთელი სიველურით ტუჩებზე... &&& ფრთხილად მოაჯდა კატო ბუციფალს და ჯერ ნელა,ხოლო შემდეგ სწრაფად გააჭენა,ყურადღება არ მიუქცევია ლუკას ძახილს,ბავშვობის წლებს იხსენებდა და მთლიანად იკარგებოდა მოგონებებში,ახსენდებოდა დედ-მამასთან გატარებული დღეები,ახსენდებოდა ჯანმრთელი გურამი და ცრემლები ახრჩობდა. ბავშვობაში ყოველთვის ვილტვით რომ სრულწლოვნები და დამოუკიდებლები გავხდეთ,მაგრამ როდესაც ვიზრდებით ვხვდებით რომ ბავშვობაზე უფრო ტკბილი წლები აღარ განმეორდება. როდესაც არანაირი ვალდებულება არ გაკისრია არაფრისა და არავის მიმართ,როდესაც მხოლოდ იმაზე გაქვს სადარდებელი რომ ადრე დაძინება არ გინდა,როდესაც მხოლოდ შოკოლადებზე ფიქრობ. როდესაც მულტფიმის ყურებაში გართულს დივანზე გეძინება,ხოლო დილით ფუმფულა საწოლში იღვიძებ. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად თანდათან გეცლება ეს ყველაფერი ხელიდან,ხვდები რომ ადრე ვეღარ დაიძინებ,იმიტომ რომ საკუთარი თავის უფროსი ახლა შენ ხარ და აუცილებლად უნდა იზრუნო მომავალზე,ეს კი გაშინებს და გინდა დრო უკან დააბრუნო,გინდა ისევ ტიროდე ადრე დაძინების გამო,მაგრამ იცი რომ არ მოხდება,ბავშვობის წლებს უკან ვერ დაიბრუნებ. როდესაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი,რომლის ჩაცმას შენი სამსახური მოითხოვს აუცილებელია,მაგრამ ფეხს გტკენს,გინდება,რომ დედა გიწყრებოდეს,რათა მისი ფეხსაცმლები უკითხავად ჩაიცვი,გინდება დროის უკან დაბრუნება,თუმცა იცი რომ ესუკვე წარსულია და შენ გაიზარდე. როდესაც საქმისგა გადატვირთულს დივანზე ჩაგეძინება და როდესაც დილით გააცნობიერებ რომ ისევ დივანზე გძინავს,მიხვდები რომ შენი ბავშვობის ოცნება ახგიხდა,მაგრამ ეს საერთოდ არ ყოფილა ისეთი სასიამოვნო,როგორიც წარმოგედგინა.. დანიშნულების ადგილას რომ მიაღწია ყველა ადგილზე იყო და კატო და ნიკას ელოდნენ,უკან გაიხედა კატომ და მომავალი ნიკა დაინახა,გაუღიმა და ლუკას გვერდით ამოუდგა,ცხენზე ამაყად შემჯდარ მამაკაცს ამაყად გადახედა და ირონიულად გაუღიმა -მზად ხართ,ბატონო ლუკა,დამარცხებისთვის-ლუკამ ცივად გადახედა -მაგასაც ვნახავთ,შენი ძვირფასი პრინციც მოვა და ორივეს ერთად დაგამარცხებთ-დაუღრინა მამაკაცმა და გურამის ნიშანზე სადავეებს ხელი მოჰკიდა და ცხენი ძლიერად გააჭენა,სანამ კატო გონს მოვიდოდა,მანამ ყველამ მოასწრო ცხენის გაჭენება,ერთადერთი კატო იყო ჯერ კიდევ უძრავად,თუმცა მალევე მოვიდა გონს და ისიც ჩაერთო შეჯიბრში,ყველაზე ბოლოს კატო მიდიოდა,თუმცა მალევე დაეწია თეკლას და გადაუსწრო კიდევაც -მაპატიე,საყვარელო-ეშმაკურად გაუღიმა თეკლას და თვალ წინ ჩაუქროლა,შემდეგ გიგა ჩამოიტოვა უკან, და გიგას გაუთანაბრდა -წაგებისთვის მზად ხარ,კატო ექიმო?-ხმამაღლა გადმოსძახა გიგამ თუმცა კატომ ეშმაკობით აჯობა,გიგას ცხენი დაუფრთხო და ცხენიც სწრაფად გაბრუნდა უკან-ეს თაღლითობაა კატოოო.-მიაყვირა გიგამ,თუმცა ცხენს ძვრაც ვერ უყო -არიელი ჩემი გაზრდილია,გიგა,მის სისუსტეებს შენ ვერ მასწავლი-თვალი ჩაუკრა მამაკაცს და ახლა ლუკასა და ნიკასკენ გაემართა,დაინახა როგორ ცდილობდა ნიკა თაღლითობას,თუმცა სწრაფად წამოეწია და ლუკა ჩაანაცვლა,ნიკას თაღლითობამ ბუციფალზე არ იმოქმედა,ახლა კატოს ადგილას ლუკა დამისი ცხენი რომ ყოფილიყო ალბატ ძლიერად ახტებოდა მაგდალენა და ლუკას ძირს დაანარცხებდა,თუმცა ბუციფალს არ ეშინია მსგავსი ხრიკების,კატოს მიჩვეული ჰყავს,კატომ ერთი შეუღრინა ნიკას და დაწინაურებულ ლუკას გადაედა -რამე რომ მოსვლოდა გეფიცები,ნაკუწებად გაქცევდი-მკაცრად შეუღრინა ნიკას და დაინახა როგორ მობრუნდა უკან ლუკა,ვერ მიხვდა რატომ თმობდა მამაკაცი გამარჯვების შანს,მიუხედავად იმისა რომ ოდნავ უკან იყო ნიკა,ლუკას უკან დაბრუნებით მას შანსი მიეცა გამარჯვების,დაბნეუი მიაჩერდა ლუკას,მას ხომ რამდენიმე ნაბიჯი აშოებდა ფინიშამდე,როდესაც ლუკა გაუთანაბრდა კატოს ცხენს ხელი გაუწოდა გოგონას -ან ერთად წავაგებთ,ძვირფასო,ან ერთად მოვიგებთ-თვალი ჩაუკრა და თვალის დახამხამებაში გადაისვა გოგონა თავის ცხენზე,ბუციფალი თითქოს ყველაფერს მიხვდაო გურამისკენ წავიდა დინჯი ნაბიჯებით,ყველა გაოცებული უცქერდა წყვილს,განსაკუთრებულად გაოცებული კი კატო იყო,კიდევ უფრო მაშინ გაოცდა,როდესაც ფინიშამდე პირველები მივიდნენ და ლუკა გაბედულად წავიდა გოგონას ტუჩებისკენ,თუმცა კატომ თავი დასწია და მამაკაცის ტუჩები მხოლოდ შუბლზე შეეხნენ,შემდეგ სწრაფად ჩამოხტა ცხენიდან და გურამისკენ გაიქცა. ლუკას კი კვლავ ჩაეღიმა და კვლავ ამოიბუტბუტა მისთვის: "ირბინე,კატო,ირბინე,მალე დაიღლები."... &&& საღამო მშვიდობისა,გოგონებო. იმედია ცოტათი მაინც დავალაგე ურთიერთობები, მადლობა რომ კითხულობთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.