ბაბლუანები (ნაწილი მეორე)
გამოპრანჭულ-გამოკვანწულები რესტორან "ქალაქურში" მონიკა ბელუჩებივით შევედით, გამცემლიძემ თმები ააფრიალა, მე სათვალე მკვლელი მზერით მოვიხსენი. ლიკუნამ ერთ-ერთი მიმტანი გააჩერა -უკაცრავად, ადმინისტრაცია სად არის? -მეორე სართულზე აბრძანდით-მკვახედ გვიპასუხმა ბიჭმა და თეძოების ქნევით ბართან მივიდა. -აშკარად პიდარასტი იყო-დაასკვნა მარმარილოს ლიფტში შესულმა გამცემლიძემ და თავის თავზე გაიცინა. მე ყველაფერ ამას ისე ვუყურებდი, თითქოს იქ არ ვიყავი, რაც რაღა თქმა უნდა ლიკუნა გამცემლიძის ბრალია, შაბათ-კვირას რომ 11 საათზე ამომიტრიალა ტელეფონი. ადმინისტრაციაში ლიკუნას შემდეგ შევედი. დიდი, მრგვალი, მინის მაგიდა იდგა, დაახლოებით ათი სკამით გარშემო, მაგრამ არავინ ისხდა გარდა ერთი, მოსული, ოდნავ შეჭაღარავებული კაცისა. მან სათვალის ქვემოდან ამოგვხედა, შემდეგ მოიხსნა და გაგვიღიმა. -რით დაგეხმაროთ? -მაგიდა გვინდა დავჯავშნოთ-ამბიციურად დაიწყო გამცემლიძემ-დაბადების დღისთვის, 30 კაცზე, მენიუს ჩვენ შევადგენთ, მაგიდაზე აუცილებლად იასამნები უნდა იყოს, მინიმუმ სამი ლარნაკით. -მენიუში აუცილებლად შეიტანეთ ცეზარი-დავიწყე მენიუს შედგენა მე, მერე ფანჯრისკენ გავიხედე და დავფიქრდი-ბრინჯის სალათი ლორით აუცილებლად-მკაცრად ვსაუბრობდი მე-იმერული ხაჩაპური, ოლივიეს სალათი, ხილის ასორტი, თევზის ასორტი, კუბდარი, ლობიანი.-ლიკუნას გადავხედე, ამაყად უყურებდა მომღიმარ კაცს, რის შინაარსსაც ვერ მივხვდი. -მწვადი, ხინკალი, მჭადი, სოკო კეცზე, ნამცხვრის ასორტი, მოკლედ ყველაფერი უნდა იყოს-ჩანთა აიღო და გასასვლელად მოემზადა-ფულზე პრობლემა არაა-თქვა და კარებისკენ წავიდა, მე ამ სანახაობაზე ჩუმად მეცინება და ვცდილობ დავფარო. -იცით?...-იწყებს ადმინისტრაციის კაცი.-მართალია კარგი გემოვნება გაქვთ და ფულზეც არაა პრობლემა, მაგრამ სამწუხარო რამ უნდა გითხრათ. -რა სამწუხარო რამ?-გაიკვირვა თვით გამცემლიძემ -ადგილები არ გვქვს. "ქალაქურიდან" სირბილით და ბრაზით გამოვიდა ლიკუნა, უკან მე სიცილით მოვყვებოდი, თმების ფრიალით მიდიოდა მანქანისკენ და გასაღებს ხელში ათამაშებდა, უცებ გასაღები მაღლა აუვარდა და ძირს დავარდა. მე ვეღარ შევიკავე და შუა სადგომზე სიცილი ამიტყდა, ლიკუნამაც პირზე ხელი აიფარა და ჩემმა შემხედვარემ ისიც ორად ჩაიკეცა. აი ასე, დებილებივით, არაფრის დაუგეგმავად ვიდექით შუა სადგომზე და ვიცინოდით. მანქანაში რომ ჩავსხედით, ისე ცხელოდა, კონდინციონერი ჩართო, მე ჩანთიდან წყალი და სველი სალფეტკი ამოვიღე. -რა ვქნა ეხლა?-გადმომხედა მე. -ადრე გეფიქრა დღევანდელ დღეზე-მე გამეცინა-რა უნდა ქნა და ეხლა ნინას გამოვართმევ კიკეთის სახლის გასაღებს, ჩავიდეთ მოვრთოთ და ბავშვები ავიყვანოთ მერე. -აუუ ხოო, ეგ სულ დამავიწყდა-მანქანა დაქოქა. კიკეთში დიდი, ორ სართულიანი, ბაბუაჩემის დროინდელი სახლი მქონდა, ნინამ ამ ბოლო პერიოდში გაარემონტა და მესამე სართულის დაშენება დაგეგმა, რაზეც უარი უთხეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მაგარი სახლია, თავის ძალიან მაგარი ხედებით, ვერანდებით, და არც ისე დიდი ეზოთი. *** -ნინა, კიკეთის სახლის გასღები მინდა რა-სახლში შესულმა, მაშინვე ცივი ფორთოხლის წვენი გამოვიღე მაცივრიდან და კონდიციონერის დაბლა დივანზე გავიშხლართე. -რამე ხდება?-სამზარეულოდან გამოვიდა ნინა და ერთი თეფში კრეკერი, რძით დამიდო მაგიდაზე -როგორ მიყვარხარ-ეშმაკურად ჩამეღიმა მე და წამოვჯექი, რომ მეჭამა. -არაფერი, უბრალოდ ლიკუნას დაბადების დღისთვის მაგის მეტი ვერაფერი მოვიფიქრეთ, არც რესტორანი გვაწყობს-ფორთოხლის წვენი მოვსვი მე -ნუ კაი წაიღე, მაგრამ იცოდე ჭკვიანად იყავით და არ გადარიოთ იქაურები-ცარიელი ფორთოხლის ჭიქა მაგიდიდან აიღო და სამზარეულოში გავიდა მე გასაღებების საკიდიდან თეთრი გასაღები ჩამოვხსენი, ნინას შუბლზე ვაკოცე და სახლიდან გავედი. იმ დღეს ძალიან ცხლოდა. კიკეთის სახლის მორთვა რომ დავიწყეთ ყინულებით დავდიოდით აქეთ-იქით. -ნუცა როდის ამოვა? -წამებში აქ იქნება კარები ლოგუამ შემოაღო და როგორც ჩვევია, ყვირილით გადაგვეხვია. -ხედავ? სამსახური რას გვიშვება? თვეში ორჯერ რომ გნახოთ, მადლობა უნდა ვთქვა-დაიწყო ჩხუბი და ფეხები მაგიდაზე შემოალაგა. -გოგო თემო და მაგის ძმაკაცები ხო უეჭველი ამოვლენ დღეს?-გადმომხედა მე და საწრუპი ტუჩებში მოიქცია -აბა რას იზავენ, პროსტა გვიან-გავიზმორე მე და ნამცხვარი ავაცალე ლიკუნას მაგიდიდან -ეე, რა უნამუსო ხარ ქეთა-გართული გამოერკვია ფიქრებიდან და გაეცინა. -გოგო ლუკაც ხო იქნება, ლუკავა?-ჩაიღიმა ნუცამ -იცი რა მაინტერესებს?-გადავხედე ნუცას -რააა?-გაიწელა -რა გეშველება?იქნება, აბა არ იქნება?-გამეცინა მე და ჩანგალი ისე მივუდე თეფშს, როგორც ქალბატონმა გამცემლიძემ მასწავლა. *** ყველაფერი რომ გავამზადეთ და ლოუგაც რომ გამოიკვანწა, ნელ-ნელა ხალხმაც დაიწყო ამოსვლა. ჯერ თემო გელოვანი,ჩემი ბიძაშვილი და თემოს ძმაკაცები ამოვიდნენ, ბაჩო კიკნაძე, ზუკა ჩოლოყაშვილი, გიუშა გამრეკელი, მიშო ლომაძე და რაღა თქმა უნდა ნუცას ცხოვრების სიყვარული ლუკა ლუკავა. ლოგუას ყოველთვის მოწონდა ლუკავასთან ერთად ლიკუნას დაბადების დღის აღნიშვნა, გასაკვირი არც იყო, ლუკა ზედმეტად საყვარელი და არანორმალური იუმორის მქონე ბიჭი იყო, ყველაფერზე შეეძლოე ეღადავა. ერთხელ მახსოვს, ღრმა ბავშვობაში ჩემს უბნელ ნიკუშა ბარნაბიშვილს ძალიან ვუყვარდი, ყველაფერი ბანალურად დაიწყო, უბრალოდ ბევრ მინდვრის ყვავილებს და დათუნიებს მჩუქნიდა, მერე ღამით ჩემს აივანზე ამოძრომები დაიწყო, მერე სადარბაზოსთან მელოდებოდა ხოლმე, ერთხელ ღამით, აივნიდან ჩემს ოთახში შემოიპარა, ყოველთვის თავზე ხელაღებული იყო, იმ ღამით გამცემლიძე რჩებოდა ჩემთან, მე სამზარეულოში ვიყავი ცივ ყავებს ვაკეთებდი, ნიკუშა რომ შემოიპარა ლიკუნა იყო ოთახში და იცვლიდა, გამცემლიძე ყოველთვის ისტერიკა გოგო იყო, შეეძლო პატარა მინუსისგან დიდი დეფისი აღეზარდა, რაც ყოველთვის სასაცილოდ მიმაჩნდა, ხოდა როდესაც ბარნაბიშვილი ჩემს ოთახში აღმოჩნდა, ხელში შერჩა საცვლების ამარა ლიკუნა გამცემლიძე, ლიკუნამ რათქმაუნდა შოკირებული კივილი მორთო, ფეხების ბაკუნი ატეხა და მეზობლები შეძრა, ეს ამბავი მთელმა სოლოლაკმა გაიგო, რის შემდეგაც ნიკუშა ბარნაბიშვილს შეტენეს ის, რომ ვითომ მან თავიდანვე იცოდა ვინც დახვდებოდა ოთახში და ლიკუნას „გაუპატიურება“ უნდოდა, საბოლოოდ სოლოლაკი-მთაწმინდა სასიკვდილოდ გადემტერა ერთმანეთს. თემო, გიუშა და ზუკა სულ ამ ამბებზე დარბოდნენ, უნდოდათ სადმე დაეჭირად და უბრალოდ მიზნად ქონდათ, რომ მოეკლათ და გაქცეულიყვნენ, დანარჩენი არ აინტერესებდათ, მთაწმინდელი ახალგაზრდა ბიჭი სოლოლაკში რომ ჩამოსულიყო, შეიძლება ცოცხალი ვერ გადარჩენილიყო, ასევე ასეთ დღეში იყვნენ სოლოლაკელი ბიჭებიც, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ბოლოსდაბოლოს ყველას გასაგონად ვთქვი, რომ ბარნაბიშვილს მე ვუყვარდი და ყოველ ღამე იმიტომ იპარებოდა ჩემს აივანზე, რომ უბრალოდ ვენახე, რა თქმა უნდა არ დამიჯერეს, მერე ლუკავას ამოუვიდა ყელში ყველა შეკრიბა, სოლოლაკელები, მთაწმინდელები და ძალიან მხიარულად და ზრდილობიანად მოაგვარა პატარა, უბნების წაკამათება, სადაც არ ერია არც დანის ტრიალი და არც ძარღვების დაჭიმვა და რამაც ყველა ძალიან გაოცებული დატოვა, ამის მერე სოლოლაკელ ლუკა ლუკავას მთაწმინდელებიც ყველანაირად გვერდში უდგანან, ამის მერე შეუყვარდა ჩვენს ნუცა ლოგუას ლუკავა ლუკა. *** თემო და ბიჭები ეზოში, ჰამაკთან დასხდნენ და ჯოკრის თამაში დაიწყეს, მერე გოგოებიც ამოვიდნენ, ლიკუნას მეგობრები, როგორც ადრე ვახსენე უბნის დამავაჟკაცებელი ტასოც მალე შემოგვიერთდა, რაზეც გამცემლიძეს „შენ მალე აგაშპალიერებ“ მზერა ვესროლე, ლიკუნას ახალგაზრდა ახლობლებიც მალე ამოვიდნენ და როდესაც უკვე შუა ქეიფში ვიყავით, ნინა მირეკავს ტელეფონზე. -სად ხარ ქეთა? რამდენი ხანია გირეკავ, სულ გააფრინე რაა- შეწუხებული იყო ნინა ბერიძე -რამე ხდება?-ნინას ლაპარაკთან ერთად ბაჩო კიკნაძის მამა-პაპურ სადღეგრძელოებს ვუსმენდი, რაზეც გოგოები ჩუმად ვხითხითებდით. -არაფერი, ჩვენს მეზობელს, გულნარი ბებოს აქვს მაღალი წნევა, ძალიან შემეცოდა დედი, ოცი წუთი უნდა ჩამსვლას, ჩამოდი და საავადმყოფოში გადავიყვანოთ რა-ძალიან სევდიანად ლაპარარაკობდა ნინა. -კაი წამოვალ, მიხედე მანამდე-ტელეფონი გავთიშე და ბავშვებს დავემშიდობე -ეხლა აქდან ვერავინ ვერ წავა-გამოიჭიმა მთვრალი ზუკა ჩოლოყაშვილი. -საათნახევარში ამოვალ ისევ, ალბათ-გამეცინა მე და ზუკას ფეხი აერია, წაიქცა და პირდაპირ ტასოს ჩაუხტა კალთაში - ვაუ, ტაასს-წარბები აათამაშა ჩოლოყაშვილმა და ხელი გადახვია ტასოს, ტასო დაიჯხანა და უფრო აეკრო ზუკას -ჩოლოოოყ-წამოდგა მიშო ლომაძე-მეტი აღარ დალიო, ჩემს თავს გაფიცებ. -ქეთა, ერთ სადღეგრძელოზე დარჩი რა, ჩემი ხათრით-ჩემსკენ წამოვიდა თემო -თემო, გულნარი ბებოა ცუდად, ჩვენი მეზობელი რომ არის, ხომ იცი არავინ ყავს ჩვენს მეტი. -კაი, კაი პროსტა ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოზე მინდოდა ყოფილიყავი, ხო იცი ჩემი ბავშვობა ხარ-შუბლზე მაკოცა თემომ და მანქანამდე მიმაცილა. თბილისის გზაზე გაღიმებული მივდიოდი, არვიცი სიმთვრალის ბრალი იყო თუ იმის რომ ძალიან მაგარი სანაცნობო წრე მყავდა. თბილისსში ჩასულს ნინა გამზადებული დამხვდა გულნარი ბებო მანქანაში ჩავსვით და საავადმყოფოში წავიყვანეთ. თურმე ძალიან სერიოზულად ყოფილა საქმე, ყოველ ღამით წნევა აწუხებდა, წამლების ფული არ ქონდა და ხმასაც კი არ იღებდა. ჩვენ გვეგონა, რომ უბრალოდ ხანდახან ქონდა როგორც ასაკმა იცის ხოლმე, ექიმმა კი ყველაფერი სხვანაირად გვითხრა. გულნარი ბებო საავადმყოფოში დავაწვინეთ, მე ტანსაცმელი და საჭირო ნივთები მოვუტანე სახლიდან, ნინამ ფული გადაიხადა, და წვენები, ხილი და ფაფები უყიდა -ქეთა-ლიფტიდან გამოსული ნინა ჩემსკენ წამოვიდა-წადი შენ თუ გინდა, მე მივხედავ -არა რა წავიდე, მეც აქ დავრჩები-ფანჯარაში გავიხედე მე -კარგი ეხლა, მაგისთვის კი არ დამირეკავს, წადი და მომიკითხე ბავშვები -აქ ვინ იქნება მერე? -მე ვიქნები, რა პრობლემაა-გაიკვირვა ნინამ -კაი, რამე ხომ არ მოგიტანო? -არა, არ მინდა არაფერი, თუ რამეა მეთვითონ გავალ მაღაზიაში. სახლში რომ მივდიოდი, ტელეფონი არ ჩერდებოდა, ბოლოს ავიღე -ქეთააააააა-ლოგუამ ჩმყვირა ტელეფონში, მერე ერთ-ერთმა ლიკუნას დაქალმა გამოგლიჯა, ნინი შარმიაშვილმა-ქეთააა, რამდენ ხანში იქნები აააქ?-მიყვიროდნენ ტელეფონში, თან ბავშვების ხმა ისმოდა, ვიღაც გიტარაზე უკრავდა და მღეროდნენ, მერე ისევ ლოგუამ გამოგლიჯა-დროზე ქენი რაა. -სახლში მივდიოდი, რა აზრი აქვს ეხლა მანდ ჩამოსვლას?-თავი გადავაქნიე მე -რა რა აზრი აქვს გოგო? ყველა შენ გელოდებით. -თან ყველა მთვრალი იქნებით და არ მინდა მარტო რომ ვიყო ფხიზელი-გამეცინა მე ჩემს თავზე. -რა მთვრალი ორი სადღეგრძელო დავლიეთ შენი წასვლიდან, დროზე ეხლა არმაინტერესებს ოც წუთში აქ გაჩნდი ტელეფონი უცებ გამითიშა ლოგუამ, რომ აღარაფერი მეთქვა და მეც კიკეთის გზაზე გადავუხვიე. *** ოცი წუთის შემდეგ კიკეთის ეზოში შევედი, სახლიდან ხმაური გამოდიოდა. მე ნელა გადავედი მანქანიდან და სახლში შევედი. ბავშვები შედარებით ცოტანი იყვნენ. -რა ხდება, ბიჭებმა გაფიცვა მოაწყვეს?-გამეცინა მე და გოგოებს მივუჯექი -ქეთა, ხო სიმპატიური ბიჭიაა?-ტელეფონში ვიღაც ბიჭის სურათი მანახა ტასომ, რა ეშველება ამ ადამიანს -კი ტასო, ძაან მაგარი ბიჭია. -გოგო, ვიღაც თემოს მეგობარი გოგო ჩამოდის უკრაინიდანო და იმაზე ლაპარაკობენ ვერანდაზე არიან ყველა.-მთვრალმა გამცემლიძემ პუფიდან გადმომხედა და ხელი გამომიშვირა ჩამოსართმევად, მეც ჩამოვართვი და გავიცინე. -ლუკავამ მაკოცა-ჩუმად, ყურში, გაღიმებულმა გადმომჩურჩულა ნუცამ -მატყუებ ხო?-გამეღიმა მე -არა-დებილივით იცინოდა -გილოცავ-თვალი ჩავუკარი და ხელი ხელზე დავარტყი 5 წუთში თემო და ჩოლოყაშვილი შემოვიდნენ ოთახში და სუფრას მოუჯდნენ. -კაროჩე, ეხლა მისმინეთ გოგონებო-მთვრალმა ჩოლოყამ დაიწყო-ვაუუუ ჩემი ქეთათო მოსულაა-გადმოიწია ჩემსკენ საკოცნელად და უცებ ხელი ტყემალს გაკრა და ტასოს დაასხა კაბაზე რატომღაც სიცილი აგვიტყდა ყველას, მე ხელი ავიფარე და ლოგუა გავაჩერე, ტასომ ფერთხვა დაიწყო და ზუკას მიუტრიალდა -ცოტა წესივრად რაააა-გაიწელა და ხელსახოცით უფრო მეტად გაითხუპნა საცოდავი კაბა, მე ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. -კაი კაი, კაროჩე ერთია რა ნათუკა ლოლიშვილი დღეს ჩამოდის , ეხლა და მაგრად მიყვარს ბავშვობიდან, ქეთა შენ იცნობ, ხოდა თქვენ გენდობით მარტო ხოდა ეხლა ბიჭები გავალთ აეროპორტიდან მოვიყვანთ და თქვენ დაგვახვედრეთ რაღაცეები რა-ჩაახველა-ქეთა გთხოვ რა-იცოდა რომ ესეთ რაღაცეებს ვერ ვიტანდი, მართალია ვიცნობ იმ გოგოს, მაგრამ ისე ახლოს არ ვიყავი რომ დახვედრა მომეწყო მაგრამ ვერ ვაწყენინე -კაი, დაახლოებით ერთი საათი დაგვჭირდება-მკვახეთ ვუპასუხე და სამზარეულოში გავედი. -რა ხასიათზე ამოვიდა ეს?-გაუკვირდა თემოს -ხასიათი არაფერს შუაშია, ეწყინა-როშავდა რაღაცეებს მთვრალი ლიკუნა -კაი, კაი წადი მალე მოიყვანეთ ის უბედური გოგო.-ლოგუამ თქვა და ნინისთან ერთად ჩემთან შემოვიდა, სამზარეულოში. ყველა ისე იქცეოდა, მეგონა რაღაცას არ მეუბნებოდნენ, ან უბრალოდ ზედმეტი ვიყავი, არ ვიცი სულ სხვანაირად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ამ ერთ საათში მაინც დავეხმარე გოგოებს, მაღაზიიდან ბუშტები, ხელოვნური თოვლის ქაფები, ნამცხვრები და სადღესასწაულო ქუდები ამოვიტანეთ, სულ არ მახსოვდა ხისთავიანი თემო გელოვანი. მაღაზიაში უამრავი ფოტოები გადავიღეთ, კონსულტატები მოდიოდნენ და ჩვენთან იღებდნენ ფოტოებს, თან მემგონი ძალიან ეცინებოდათ ჩვენზე, მერე ფული გადავიხადეთ და სახლში ავედით, ყველაფერი მოვრთეთ, ცისარტყელას ფერებში იყო სახლში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მერე სამზარეულოში შევედით და ცივი ყავების გაკეთება დავიწყეთ -ლიკუნა დაურეკე რა კიკნაძეს, როდის მოვლენ? -გოგო, წეღან დავურეკე, ნახევარ საათში მანდ ვართო -ისე როგორი გოგოა ნეტა-სამზარეულოშ შემოვიდა ტასო -პირადად მე რაც მახსოვს, ზედმეტატ გადატყლაწულია და არ მაქვს მაგის სვეცკობის თავი აქ-სახე დაჭმუხნა ლოგუამ -ზედმეტად როგორიააა?-სიცილი ამიტყდა მე და დაბლა დავიხარე -მთვრალი ნუ გამომიჭირე ქეთააა-გაეცინა ლოგუას-მაგას ჯობია ის მითხრათ, რა ვქნა ლუკავასთან? -რაღა უნდა ქნა, გაკოცა, ეხლა დაელოდე როგორ განვითარდება მოვლენბი-თვალი ჩავუკარი მე და ბოთლის ჯნღრევა დავიწყე -მე მალე მინდა ყველაფერი-ეშმაკურად ჩაიცინა ნუცამ ამასობაში ნახევარი საათიც გავიდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვიყავით, სიმღერებს ბოლო ხმაზე ავუწიეთ და ქუდები დავიფარეთ. მერე ვერანდაზე გავედით და გადავიხედეთ. -მოვიდნეეეეეენ-ხტუნაობა დაიწყო ლიკუნამ, არდა არც იცნობდა იმ გოგოს, უბრალო არ გვინდოდა თემო გვეწყენინებინა და ვცდილობდით არ შეგვექმნა უხერხული სიტუაცია, არადა არ მესმოდა როგორ უნდა ყოფილიყო ის გოგო უცხო ხალხის გარემოცვაში მხიარულად. ბიჭებმა მანქანები ეზოში დააყენეს და გადმოსვლა დაიწყეს, ახლებიც იყვნენ, ბევრნი მომეჩვენნენ და ლიკუნამ და ტასომ ეშმაკურად ჩაიცინეს, მერე ქვემოთა სართულზე ჩავედით და კარებთან დავდექით. კარები გაიღო და ჩოლოყამ შემოყო თავი -ჩემო ანე“ლ“ოზებოოოო-წარბები აათამაშა-ისეთი სიურპრიზია, წარმოდგენაც არ გაქვთ-გოგოსავით გაიწელა და მერე ისევ უკან გაყო თავი, ბიჭებმა დაიწყეს შემოსვლა, ერთად მოგროვდნენ კარებთან, ბევრნი იყვნენ და ყველაფერზე დებილებივით იცინოდნენ ტირილამდე. გოგოები გაკვირვებულები ვიყავით, მერე გამრეკელმა გაიხედა და დაიყვირა -ეგაა, მოდიან.-ყველამ ყვირილი და სტვენა დაიწყო, ბიჭები იცინოდნენ და რღაც გაუგებარს მღეროდნენ, მეც ტაშს ვუკრავდი და ვცქმუტავდი, მაინტერესებდა როგორი გახდა ნათუკა. კარებში თემო და „სიურპრიზიც“ გამოჩნდნენ, ყველა გაჩუმდა, არანაირი ხმა არ ისმოდა, ოთახში უბრალოდ სიჩუმე მეფობდა, ყველამ მე შემომხედა, ჩემს რეაქციას ელოდნენ, მე გაშტერებული ვიდექი, ცეცხლი წამეკიდა, დებილივით ვიყავი ხელებჩამოშვბული, უემოციო სახით, ყველანაირად დაღლილი, საცოდავი სახით ვიდექი და ემოციის გარეშე ვიყურებოდი წინ, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი ნათუკა ლოლიშვილის მაგივრად „სიურპრიზად“ ირაკლი ბაბლუანი თუ შემრჩებოდა ხელში, ბიჭი რომელიც ყველაფრის გარეშე წავიდა ამერიკაში. ბიჭი, რომლის დავიწყებასაც ოთხი წელი ვცდილობდი, შემოსასვლელში თემოს გვერით იდგა, ჩემს წინ და მიღიმოდა. _________________________________________________________________ ბავშვებო, ვიცი, ვიცი ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ მე მგონი ძალიან მაგარი ღაღაცეები იწყება ამ თავიდან. ველოდები თქვენს აზრებს კომენტარებში <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.