ბაბლუანები (ნაწილი პირველი)
ირაკლი ბაბლუანი რომ გავიცანი, პატარა გოგო ვიყავი, სადღაც 14-15 წლის, ის ჩამოყალიბებული და "აზრზე მოსული" იყო, დაახლოებით 17-18 წლის. თავიდან არ მომწონდა, რაღაცნაირი ტიპი იყო, აი ზედმეტად სერიოზულები და თავაზიანები რომ არიან, ცოტა მოხულიგნოებიც, მაგრამ საზოგადოებაში მაინც რომ უჭირავთ თავი, ძირითადად ლესელიძეზე ვხედავდი ხოლმე და როცა არ უნდა დამენახა სახეს ავიმჟავებდი და თავაწეული ჩავუვლიდი, "იაზვა", სოფლელი ბავშივით, ის გამომხედავდა, გაეცინებოდა და მერე სულ მეჩხუბებოდა ხოლმე, სვანი მაინც არ იყო ჩემი როგორ გეშინია-ო. მე ვბრაზდებოდი, იმიტომ რომ ფიქრობდა მეშინოდა, არადა არ იყო ასე, უბრალოდ არ მომწონდნენ ბაბლუანის მსგავსი სერიოზული ტიპები. ცოტა ხანში ირაკლი ბაბლუანთან, ჩემს ბიძაშვილ თემო ავალიანთან და თემოს ძმაკაცებთან ერთად ჯოკერს ვთამაშობდი ხოლმე, რომელიც კრახით მთავრდებოდა და როგორც პატარას აუცილებლად უნდა დამელია ერთი ლიტრი წყალი შეუსვენებლად, ეს ჩემთვის უშვებდნენ გამონაკლისს, თორემ ძირითადად ლუდის ნისიად გამოტანაზე, კარალიოკის მოპარვაზე და უბნის დამავაჟკაცებლის, ტასოს აგდებაზე თამაშობდნენ. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს მე და ბაბლუანი "დავძმაკაცდით", ხშირად კარგ და ჭკვიანურ რჩევებს მაძლევდა, ხშირად აფრენდა და აწითლებული ვყავდი ჩქმეტაში, ხანდახან შეიძლება გამონაკლისიც დამეშვა და ყავა ამედუღებინა მისთვის, მაგრამ ამ ურთიერთობამ იქამდე იყანყალა ჩვენს შორის სანამ 18 წლის არ გავხდი. დაბადების დღეზე ბაბლუანმა მოულოდნელად ტუჩთან ახლოს მაკოცა, რაც იმ დროისთვის და ჩემთვის მსოფლიო საოცრება იყო. მთელი ორი დღე ვფიქრობდი, შეიძლებოდა თუ არა დამეშვა იმის მოხდენა, რაც აქამდე არც არასდროს ყოფილა. შედეგი დადებითი იყო. მე და ბაბლუანი უფიციალურად წყვილი გავხდით. *** ბაბლუანის ოჯახი რაც თავი მახსოვს ჩემს ოჯახს სასიკვდილოდ ემტერებოდა, ამის მიზეზი კი სოლოლაკის მიდამოებშიც კი არავინ იცოდა, დამიჯერეთ არც იმ გულნარი ბებომ რომელიც 24/12 საათი ფანჯარაში იყო გადმოყუდებული და ლესელიძეს თვალ-ყურს ადევნებდა. ერთ დღესაც, იმ პერიოდში, როდესაც ჩემი და ბაბლუანის ურთიერთობა კულმინაციას აღწევდა დედაჩემმა ნინა ბერიძემ დამისვა და ჩემთან სერიოზული საუბარო მოითხოვა. -ქეთა, არ შეიძლება ესე გაგრძელება დედი.-ნაღვლიანი იყო ნინა -რამე ხდება? -შენზე და ირაკლიზე მაქვს სალაპარაკო. -ნინა ყველაფერი ვიცი, და არ ვარ დებილი, ჭკვიანად ვიქცევით ნუ გეშინია.-ცივი ყავა მოვსვი და ივლისის მზეს მოჭუტული თვალებით ავხედე. -ქეთა, არ მინდა რაღაცეებს მივედ-მოვედო.-თავი გააქნია და თვალებში ჩამაშტერდა -გისმენ-წარბებაწეულმა გავხედე მე. -მამაშენი, ირაკლის ბიძამ, გივი ბაბლუანმა მოკლა-წამიერად გაჩუმდა, მერე თვალებშ შემომხედა-ქეთა არასწორია ეს, გესმის? არ უნდა იცოდეთ ეს ბავშვებმა, არ უნდა იცოდეთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ქეთა, შენი და ირაკლის ურთიერთობა სანამ ძალიან დასერიოზულებულა იქამდე უნდა გამეკეთებინა რამე... ქეთა.- მე მაშინ იატაკს ვიყავი დაშტერებული, არც ნინას ლაპარაკი მესმოდა და ვერც იმას გავიგებდი მზე რომ გადახურებულიყო და ჩვენი უძლური დედამიწა უკუნით სიბნელეში გამქრალიყო, მაშინ მხოლოდ ირაკლიზე ვფიქრობდი, რა იქნებოდა მერე? როგორ მიიღებდა ირაკლი? მამაჩემი?. *** რაც ამ შემთხვევამ ვერ მოახერხა ჩვენ ურთიერთობის დანგრევა, ირაკლის დედამ ლალი სამსონიამ მოახერხა. არასდროს უნდოდა, რომ მისი შვილის გვერდით ვყოფილიყავი, ალბათ რაღაცაში მართალიც იყო, იმაში რომ, მამაჩემის მკვლელი მისი ახლობელი იყო და ჩემს მათ ოჯახში შესვლას ვერადავერ დაუშვებდა. მან დაარწმუნდა ირაკლი იმაში. რომ ამ ეტაპზე კარიერა მთავარი იყო, უნდა გაეგრძელებინა სწავლა, რომ მერე "ჩემთვის" ნორმალურად მოეხედა, სათანადო ყოფილიყო ოჯახის შესაქმნელად. დაარწმუნა ყველაფერში, ჩემს ემოციურობაში, ჩვენს არაპროგნოზირებად ურთიერთობაში და კარგ კარიერაში, რომელიც უცხოეთშ ელოდა. ირაკლი ბაბლუანი ამერიკაში წავიდა, მამამისთან, ლევან ბაბლუანთან, ბიზნეს კურსების გასავლელად. აქამდე თუ მეგონა, რომ ბაბლუანი "აზრზე მოსული", ჩამოყალიბებული, სერიოზული ტიპი იყო, ახლა ყველაფერს დიდი შავი ხაზი გადაესვა და ბოლოში წერტილი დაესვა. *** ამ ამბების შემდეგ 4 წელი იყო გასული, აღარც ბაბლუანი მახსენდებოდა, აღარც ლალი სამსონია და აღარც მათი მრავალრიცხოვანი ოჯახი, ალბათ ეს უბრალოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო ხდებოდა, არ მიყვარდა... ან არც არასდროს მყვარებია, ყველაფერი ერთ პატარა გატაცებაში იყო თავმოყრილი. 15 აგვისტო იყო. ერთ-ერთი ჩემი დაქალის, ლიკუნა გამცემლიძის დაბდების დღე. გამცემლიძის დედა, ლიაკო ნებიერიძე, ნინასთან კარგად ახლობლობდა, შუა დღის პირველ საათზე ლიკუნას თხოვნით მათთან სახლში მივედი, კარი ლიკუნამ გამიღო. სასწაულ ფორმაში იყო დაბადების დღის ფონზე, ფეხზე წითელი "შლოპანცები" და მაღლა პინგვინის სარაფანა ეცვა, ხელში ცივი ყავა და ტელეფონი ეჭირა, სახე ამჟავებული და ნამძინარევი ქონდა, საოცარი სანახავი იყო ასეთი გამცემლიძე. -რას დაეყუდე, შემოდი დროზე, ვინმემ არ მომკრას თვალი სირცხვილია.-ახალისდა ჩემს დანახვაზე -არაფერი გეშველება.-გაღიმებულმა ჩანდა დივანზე დავდე და მასთან ერთად მის ოთახში შევედი -რას აპირებ? და საერთოდ ესე ადრე როგორ გამაღვიძე?-ბრაზმა გადამირბინა სახეზე -ქეთა გელოვანო, არ მცემო და არაფერი არ მომიფიქრებია, გენდობი იცი და უნდა მიშველო და დამეხმარო-საცოდავი თვალებით გამომხედა გამცემმლიძემ. მე გამეცინა და ფეხზე წამოვდექი ცივი ყავის შემოსატანად -გოგოებოო, მე გავედი საქმეზე, აბა თქვენ იცით.-დაგვიყვირა ლიაკომ და კარები გაიხურა -დავრჩით მარტოოოო.-ეშმაკურად ჩაიცინა ლიკუნამ და ცეკვა დაიწყო. მეც გამეცინა და სამზარეულოში გავედი ცივი ყავის გასაკეთებლად -გოგო, ქალაქურში რო დავჯავშვნო?-პუფში ჩაჯდა და ფეხი ფეხძე გადაიდო. -არ დაიღალე ერთიდაიგივეთი?-გამეცინა მე-ხო, მაგრამ შენ როგორც გინდა. -ეგრე ვქნათ... წამო რა კაბა ამარჩევინე.-ისევ ოთახში შემიყვანა და კაბები გამომილაგა. ერთ ყვავილებიან სარაფანას მოვკარი თვალი, მე ლიკუნამ და ნუცა ლოგუამ ადრე ვიყიდეთ ერთად, ზუსტად ესეთი მქონდა და ნოსტალგია მომაწვა. ამ სარაფანაში ბანბიქტონი ვითამაშე ირაკლი ბაბლუანთან ერთად პატარაობაში. ლიკუნას არ გამოპარვია ჩემი რეაქცია, ლიკუნასაც და ნუცასაც უსიტყვოდ ესმით ჩემი. -ვიცი რაც გაგახსენდა.-ღიმილით გამომხედა -შენც იქ იყავი ხო? -ხო ნაჩხუბრები რომ ვიყავით, გულნარი ბებოს ბუტკასთან ვიჯექი და იქიდან გიყურებდით.-ხარხარი ატეხა ლიკუნამ, გამეცინა მეც. მერე ძლივს ავარჩევინე თეთრი, მოკლე და ზურგზე ამოღებული კაბა, მე კი უცებ გადავიცვი მელნისფერი, ჯერ მთელი დღე წინ იყო. ______________________________________________________________ გავაგრძელებ, რა თქმა უნდა, უბრალოდ თქვენს აზრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.