შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე


9-07-2016, 01:09
ავტორი sophiaa
ნანახია 2 646

დილით რომ გავიღვიძე რაღაცნაირ განწყობაზე ვიყავი. ჩემი საუკეთესო მეგობრისგან ელესგან 6 გამოტოვებული ზარი და 11 მესიჯი დამხვდა . ყველა მესიჯი ძირითადად ასე იწყებოდა:
„რაღაც მოხდა, რომ გაიღვიძებ დამირეკე“. გული გამისკდა სანამ მის ნომერს ვკრიფავდი, იმედია ყველანი ცოცხლები არიან
-ელე რა მოხდა? ყველაფერი კარგადაა?
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ არამგონია კარგად იყოს. დღეს იცი ვინ ვნახე?
-ღმერთო ელენე კასრაძე ყველაზე მეტად მეზიზღები, გული გამისკდა შენ კიდე რაღაცას მაიმუნობ. ჯანდაბა შენს თავს ვინ ნახე ეგეთი?
-ბენე რამიშვილი ვნახე
უეცრად ჩემს გარშემო ყველაფერი დატრიალდა. ლექსო(ბენე) რამიშვილი ბიჭი იყო რომელიც მე 12 წლიდან მიყვარდა, ბიჭი რომლის გამოც ყოველ ღამე ვტიროდი. ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ჩემზე 4 წლით უფროსია. ცისფერი თვალები და ბოხი ხმა აქვს.
-ელე კარგად დაფიქრდი დარწმუნებული ხარ ბენე რომ იყო?
-კაიი რაა ნუც, დებილი ხო არ ვარ. სოლოლაკში ვნახე. საერთოდ არაა შეცვლილი
ვეღარ მოვითმინე და ტელეფონი გავთიშე. შეუძლებელი იყო ამდენი წლის შემდეგ ისევ ისე გამოიყურებოდეს. 18 წლის ვიყავი ბოლოს რომ ვნახე თავის შეყვარებულთან ერთად. იმის შემდეგ მე კი არა მთელს თბილის აღარ უნახავს.
სანამ სამსახურში მივიდოდი მთელი გზა მასზე ვფიქრობდი. ისეთი გამოშტერებული მივდიოდი პეკინზე კინაღამ მანქანამ დამარტყა. ოფისთან ჩემი კლასელი ლუკა დემეტრაძე შემხვდა.
-ვაა ნუც როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ
-რავი ლუკ შენ? აბა საუკუნეა უკვე
-გოგო გამომიარე რა დღეს საღამოს, დედაჩემს ძაან ენატრები სულ შენ გახსენებს
-აუუ მეც ძაან მომენატრა ნანა დეიდა, აუცილებლად გამოგივლი
-კაი მაშინ საღამომდე
ლუკას დავემშვიდობე. თითქმის მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. დედამისსაც ძალიან ვუყვარვარ. მეორე კლასში ვიყავით ლუკას მამა ავარიაში რომ გარდაიცვალა, მთელი ჩემი ოჯახი მხარში დაუდგა. მამაჩემი წართმეული კლინიკის დაბრუნებაში დაეხმარა. საღამომდე ათასნაირად ვფიქრობდი დრო როგორ გამეყვანა. ბოლოს როგორც იქნა დამთავრდა ჩემი მტანჯველი სამსახური და სოლოლაკის გზას დავადექი. სანამ არ მივედი ვერ გავაცნობიერე რომ ბენე და ლუკა მეზობლები იყვნენ. სწრაფად ავირბინე და ზარი დავრეკე, ისე რომ ბენეს სახლისკენ არც გამიხედავს
-ნუცაა, ჩემო ლამაზო როგორ ხარ?
-კარგად ნანა დეიდა, თქვენ? რამდენი ხანია არ მინახიხართ, ბოდიში ვერ ვიცლიდი
-მე კარგად ვარ შვილო, ვიცი ლუკამ მითხრა ძალიან საქმიანი ქალი გახდაო. რამხელები გაიზარდეთ უკვე
-აბა რა ნანა დეიდა 23 წელი ცოტა ხო არაა? ახალი რა ხდება
- არაფერი შვილო, ლუკაა არაა სახლში მალე მოვა, მისი მეგობარი ჩამოვიდა საიდანღაც და დახმარება თხოვა. ამანაც უარი ვერ უთხრა.
-უი არ უთქვამს ჩემთვის რომელი მეგობარი ჩამოვიდა?
-ჩვენი მეზობელია აქ, რამიშვილების ბიჭი
თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა. თავბრუ დამეხვა და იქვე მდივანზე ჩამოვჯექი. ისევ აქ ცხოვრობს. არ არსებობს ანუ მომიწევს მას შევხვდე ხოლმე? იქნებ თვითონ ვერც მიცნოს.
-ნანა დეიდა თუ არ გეწყინებათ მე წავალ, უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ. პირობას გაძლევთ ამ დღეებში გამოგივლით
-კარგი ჩემო ნუცა, შენ სულ ესე მპირდები
-არა ეხლა ნამდვილად მოვალ
წამოსვლის წინ ძალიან მაგრად ჩავეხუტე, საწყალი ქალი ქმრის და შვილის სიკვდილის მერე სრულიად შეიცვალა. რამოდენი წლის წინ ლუკას ძმა დაეღუპა ლეიკემიით. კიბეებზე ჩამოვირბინე, ჩემი მოუხერხელობის გამო ბოლო საფეხურზე ფეხი წამოვკარი და წავიქეცი. ჯანდაბა ამას მგონი წელში გადავტყდი.
-კარგად ხართ? მოგეხმარებით
თავი რომ ავწიე მერჩივნა იქვე დამემთავრებინა სიცოცხლე. ბენე რამიშვილის ცისფერი თვალები თბილად მიყურებდნენ, არც გამიკვირდა რომ ვერ მიცნო
-არ.. არა გმადლობთ
ფეხზე წამოვდექი და ბარბაცით გავუყევი გზას. რატომ შეიძლება ყოველთვის მე დამემართოს ეს? რატომ? ეს ხომ ბრაზილიური სერიალი არაა?

„ბენე რამიშვილის თვალით“
სადარბაზოში წაქცეული გოგო რომ დავინახე, სასწრაფოდ მივარდი და დახმარება შევთავაზე. რომ ამოიხედა ძალიან ძალიან მეცნო. ვერ გავიხსენე სად მყავდა ნანახი. ჯანდაბა სულ ამ უცხოეთის ბრალია ყველაფერი. შორიდან გავყურებდი როგორ მიდიოდა ლამაზი შავგვრემანი გოგონა გზაზე და მაინც ვერ გავიხსენე ვინ იყო ეს გოგო



№1  offline წევრი kora

სათაურმა დამაინტერესა და შინაარსითაც მოვიხიბლე, ნუ პირვლი თავისთვის ძალიან საინტერესო ჩანს და აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე. პირველადი შთაბეჭდილებით უკვე მომწონხარ ❤️
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი (((end)))

საინტერესოა და კარგი, ველი შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი Ketis

Aba ganavrce da vnaxot gavrcelena rogori ikneba

 


№4 სტუმარი Uhuu

Au damainteresaa<3
Male dade a

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent