შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და სიყვარული როდის არის იცი ნამდვილი? (1)


9-07-2016, 19:45
ავტორი mako)
ნანახია 2 242

მზის სხივებმა გამომაღვიძეს.იასამნის სურნელი ისე მესიამოვნა საერთოდ არ ვაპირებდი საწოლიდან წამოდგომას მაგრამ როგორც კი გადავხედე ჩემი დღის განრიგს მივხვდი, რომ არცერთი წამი არ მქონდა ამ სამოთხეში დარჩენისთვის.ავბობღდი, მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი.თათა როგორც ყოველთვის ფანჯარასთან, კრუასანით და ყავით აკვირდებოდა უბანს თან იმდენად ღმა ფიქრებში იყო ჩაძირული, რომ ჩემი შემოსვლა ვერც გაიგო.
-დილამშვიდობისა-შევძახე იმ იმედით, რომ ყურადღებას მომაქცევდა.
-უი დე გაიღვიძე?! ვერ ვიგრძენი როგორ შემოხვედი.
დიახ,თათა დედაჩემია.ოღონდ არამარტო დედაა არამედ დაქალი,მრჩეველი,მეგობარი. მის გარეშე უჰაეროდ ვრჩები, ხელფეხშეკრული ვარ. მე და დედა დიდი ტკივილით ვცხოვრობთ,რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება.
7 წლის ვიყავი,როცა ღამე რესტორნიდან სახლში მოვდიოდით, მამა საჭესთან იჯდა და ცოტა ნასვამი იყო მაგრამ საერთოდ არ ეტყობოდა. მხიარულად სიცილ-ხარხარით მივიდოდით,როცა სიბნელეში ცეცხლივით ანთებული ფარებით გამოფრინდა მანქანა და იმ მხარეს დაეჯახა სადაც მამა და ჩემი ძმა იჯდნენ.გიორგი იქვე გარდაიცვალა, მამა კი 3 თვე კომაში იყო....
მერე ისიც დავკარგეთ.....
თათა ვერ ეგუება ამხელა დანაკარგს..მეც ძალიან მიჭირს მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო და თათას კიდევ არ დავუმატო გულისტკივილი.
-დე ყავა გამიკეთე და გავრბივარ.-ვუთხარი და თავზე ვაკოცე.
-სად გარბიხარ ნოა? დღეს შაბათია.
-კიდევ კარგი მითხარი. რა კარგია !! დღეს მთელი დღე სახლში მინდა ვიყო და დავისვენო.
-მეც.-მითხრა და გამიღიმა.
ფანჯარასთან დავჯექით და რატომღაც ორივე ჩაფიქრებულები და სევდიანი თვალებით ვუყურებდით გარინდულ ჭავავაძის ქუჩას, რომელიც ყურადღებას არავის აქცევდა და თითქოს მოწყენილი სახე დასთამაშებდა.
-ვიღაც გადმოდის- ისე მითხრა თვალი არ მოუშორებია რაღაცისთვის.
-ჩვენს კორპუსში?
-ჩვენს გვერდით.
-ხო მაგრამ ბახტურიძეები?
-გაყიდეს თურმე.
-იმედი მაქვს ისევ ბავშვიანი არ იქნება და ეგ მაინც მაცდის ღამით მშვიდად ძილს.
ამაზე გაეცინა, ღიმილიანი სახით შემომხედა და მითხრა
-სიმპათიური ყოფილა-ისევ გაიხედა და თვალებით მანიშნა ვიღაცისკენ შემეხედა.
მეც გავიხედე და დავინახე დაახლოებით ჩემი ასაკის სიმპათიური ბიჭი.პირველზე ვცხოვრობთ და ადვილად შეგვამჩნი. შემოგვხედა ზღვის ფერი თვალებით, პატიოსნად გაგვიღიმა და თითქოს გამარჯობის ნიშნად თავი დაგვიკრა.მე რეაქცია არ მქონია, თათამ ძალდატანებით გაუღიმა და ისევ ჭავჭავაძეს დაუწყო ყურება.
ყავა მოვსვი და თათას ვუთხარი:
-დე გინდა სადმე გავიდეთ?
-არა,სახლში ვიყოთ და რამეს ვუყუროთ.
-ანუ ვირჩევთ სექციას:პიცა და ფილმი.
წამოვხტი და ჩავეხუტე ისიც ადგა, მაკოცა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ბედნიერი თვალებით მიყურებდა მერე აუცრემლიანდა მწვანე თვალები და ლამაზად მითხრა:
-მიყვარხარ ნოა და არ დამტოვო, გთხოვ..
ძალიან მაგრად ჩავეხუტე ცრემლები მოვწმინდე და ვუთხარი, რომ სიცოცხლის ბოლომდე მასთან ვიქნებოდი.ისევ მაკოცა და გავიდა მისაღებ ოთახში.
-პიცას შევუკვეთავ და შენ ფილმი აარჩიე.
-კარგი.
ტელეფონში ჩავძვერი და ჩვენი საყვარელი პიცა შევუკვეთე. მერე თათასთან გავედი,გვერდით მივუჯექი და ვკითხე:
-რას ვუყუროთ?
-რავი რამე დრამას.
-არავითარ შემთხვევაში! კომედიას ვუყუროთ და ცოტა გავხალისდეთ.
-კარგი დე.
რაღაც ფილმი ავარჩიეთ და ყურება დავიწყეთ.ამასობაში კარზე ზარი იყო.
-მე გავაღებ-ვთქვი და კარის გასაღებად წავედი/
-გამარჯობა,პიცა თქვენ შეუკვეთეთ ხო?-ღიმილით მკითხა კეტებიანმა ბიჭმა.
-დიახ დიახ.
-აი ინებეთ.
პიცა გამოვართვი, სახლში შევდიოდი, როდესაც ჩვენი ახალი მეზობელი გამოვიდა.
-გამარჯობა- მითხრა და გამიღიმა.
მეც პასუხის გარეშე გავუღიმე და სახლში შევედი. კარი მივხურე, უნებურად გავჩერდი, გამეღიმა და თათასთან მივედი.
პიცა გავხსენი და ფილმის ყურება გავაგრძელე.თათა ცოტათი გამხიარულდა და კარგ ხასიათზე დადგა.სიმართლე გითხრათ ფილმის შინაარსი ვერც კი გავიგე, ისევ უნებურად მის ღიმილზე და მისალმებაზე ვფიქრობდი.



№1  offline წევრი ალექსისი

გააგრძელეე

გააგრძელე კარგია წარმატებებს გისურვებ

 


№2  offline წევრი kaxelii

ძალიან პატარა და უშინაარსო თავი იყო. იმედია მომდევნო თავში უფრო მეტი აზრი იდება.

 


№3  offline წევრი mako)

kaxelii
ძალიან პატარა და უშინაარსო თავი იყო. იმედია მომდევნო თავში უფრო მეტი აზრი იდება.

ვეცდები იმედები არ გაგიცრუო :3 )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent