შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირჩევ ვიყო ბედნიერი 2


12-10-2015, 00:54
ავტორი nine
ნანახია 1 985

სახლი ერთსართულიანი და მცენარეებში თითქმის ჩაძირული იყო. ძველებულს ფანჯრებს და კარებს ცისფერი მკრთალი ფერი უფრო სილამაზეს და სინაზეს მატებდა, ფანჯრების შორის ლამასი ყვავილები კედელზე ჩამოკიდებული ქოთნით, ეს თათასვის ისეთი ამაღელვებული იყო. ახსოვს ბებიას როგორ უყვარდა მცენარეები და თითქონს ყველა კუთხეში ამ სახლის მას გრძნობდა, თითქოს იმ მცენარეებში ცოცოხლობდა რომელიც, ალბათ ამ სახლში არასოდეს უნახავს. ეს გრძნობა იმდენად მოეწონა მოეჩვენა რომ აქ არ იქნებოდა ის მარტო როგორც იმ ბინაში იყო. სახლის შიდა ინტერიერიც ძალიან სადა და დახვეწილი იყო ზედმეტი ნივთებისგან არ იყო გადატვირტული რაც თავისებურ ხიბლს მატებდა სახლსაც და თითიეულ ოთახს.ბაღის ნახვის შემდეგ კი უკვე გადაწყვეტილი კონდა რომ ამ სახლს აუცილებლად იყიდდა და აქ იცხოვრებოდა.
–მოგეწონა თათ?–ინტერესიანი თვალებით კითხა ნატამ სახლიდან გასვლის შემდეგ.
–კი ისეთი მყუდროა რაღცნაირად თითქოს ჩემია. არ ვიცი ეს რა გრძნობაა ნატ მაგრამ მგონია რომ აქ აუცილებლად ბედნიერი ვიქნები–აღელვებით და თვალბში იმედგაჩენილი ნაპერწკლით საუბრობდა თათა.ნატასთვის ეს მზერა იმდენს ნიშნავდა ლამის ატირდა, მეგობარი ასეთი თითქმის დიდი ხანია არ უნახია და ისევ იმ თვალების დანახვამ რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა ძალიან გაახარა.
–მაშინ ვიყიდოთ. შენს სახლზე უკვე ვიზრუნე.არ გამიბრაზდე რა თათ– გაეკრიჩა დაქალს საწყალი თვალებით_ვიცოდი აუცილებლად დამთანხმდებოდი აი ვგრძნობდი, ამიტომ ჩემს რამოდენიმე ნაცნობს ვუთხარი და უკვე ორს სურს ბინის ნახვა და ერთი აუცილებლად იყიდის.
–ხო მაგრამ მაიცნ ასე ადვილად არ მეთმობა ის ბინაც– ნაგვლიანად ჩაილაპარაკა
–მესმის თათ, მაგრამ ის სახლს შენთვის სიმართოვის მეტი არაფერი მოუცია?
–და ეს რას მომცემს ნატა? აქაც ისე მარტო ვიქნები როგორც იქ.
–რა იცი თათ რა ხდება გული მიგრძნობს შენ ცხოვრება ძალიან შეიცვლება.
–ხო მაგას მეც ვგრძნობ–გაეცინა თათას. ბინის ამბავიც მართლა სასწაულივით მალე მოაგვარეს ფასის შეთანხმებიც არც ერთი მხარე არ დარჩენილა უკმაყოფინო. ორივე სახლის გადაფორმება, გადმოფორმების საბუთებმა თითქმის ორი კვირას გასტანა.ამ დროის განმავლობაში თათა გულმოდგინედ ემშვიდებებოდა სახლს სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.ენანებოდა როგორ არა მაგრამ გული უგრძნოობდა ასე უკეთესი იქნებოდა. მოგონებებს თუ არა მტკივნეულს კედლებს მაიცნ დაახწევდა თავს.
სალხიდან ბევრი არაფერი წაუღია.მხოლოდ, თავისი ნივთები, წიგნები რომელიც ასე ძალიან უყვარდა და წითელი სავარძელი რომელიც მამას საკუთარი ხელით აუწყო დედამის და რომელიც ძალიან ძვირფასი იყო მისთვის.მისი მშობლების სიყვარულზე მართლა რომ ლეგენდები დადიოდა ვერავინ წარმოიდგენდა რომ მათი ასეთი უგონო სიყვარული ასე დამთავრდებოდა და პატარა რომლის დაბადებასაც მთელი უბანს ასე უხაროდა მარტო დარჩებოდა თუმცა ცხოვრებაში ბევრი რამე ხდება, ბევრ კარგზე უფრო ბევრი ცუდი და ამას ადამიანი ვერ შეცვლის.თათას დაბადება წყვილისთვის მართლა ბედნიერება იყო ისე გრძნობდენ თავს ამაზე ბედნიერად ვერ წარმოედგინათ, მაგრამ მათმა ბედნიერებამ უკუსვლა დაიწყო და ჯერ დედა დაკარგა თათამ შემდეგ მამა ისე რომ გაცნობიერებაც ვერ მოახერხა.თათა ყოველთვის ოცნებობდა ისეთ სიყვარულზე როგორძედაც ამდენს ლაპარაკობდნენ უბანში და უფრო ემაყებოდა რომ ეს მას მშობლებზე იყო.
–გამარჯობა დინა ბებია როგორა ხარ?
–კარგად ბებია, შენ როგორა ხარ შვილო შემოდი შემოდი რას დამდგარხარ კარებში ისეთი ხაჭაპური გაჭამო მოდი მოდი–მხიარულად შეიპატიჟა თათას სახში
–მადლობა ბებია ცოტა ხნით შემოგიარე.
–ბებო გავიგე გადადიხარ.ბინა მართლა გაყიდე?
–დიახ დინა ბებია.–ნაღვლიანად ჩაილაპარაკა თათამ და დამნაშავესავით აარიდა მზერა მოხუც ქალს
–რატო შვილო?–თვალებზე ცრემლი მოერია ქალს.
–არ ვიცი ბებია უბრალოდ ამ სალში გაჩერება აღარ შემძლია ყველაფერი მშობლებს მახსენებს–დარცხვენილად უთხრა და თვალებზე მომდგარ ცრემლებს გასაქანი მისცა
–არ იტირო შვილო.ისინი სულ შენს გვერდით იქნებიან დამიჯერე აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.–დანაუჭებული ხელები თბილად მოხვია მოხუცმა გოგონას და გულში ჩაიკრა–არ იტირო ჩემო ლამაზო არ იტირო.მესმის შენი და არავინ დაგადანაშაულებს.
–არ მემეტება ბებია მაინც მაგრამ ისეთი უბედირი და ცარიელია ვეღარ ვუძლებ.–ხელის გულებით ცრემლები მოწმინდა ..
–სუუ არ იტირო შვილო.ისეთი სიყვარულის ნაყოფი როგორიც შენ ხარ უბედური ვერ იქნება დამიჯერე ცხოვრება იმდენად დიდი ბედნიერებას გაჩუქებს იამაყებ შვილო
–მეშინია ბებია.მასე ჩემი მშობლებიც ბედნიერები იყვნენ მაგრამ
–კარგი მასეთებზე არ იფიქრო ჩემი ლამაზი გოგო იმათი სიყვარული არც აქ მომკვდარა და ახლაც ზეცაში გრძელდება.იქედან იმხელა ბედნიერებას გამოგიგზავნიან შვილო დამიჯერე ვერ დაიტევ,ახლა ეს ჩაი დალიე შვილო დამშვიდნები და მომიყევი სად გადადიხარ. მარტოხელა ბებიის სანახავად ხომ მოხვალ შვილო?
–როგორ არ მოვაბ ბებიას მოვალ. ნატას უბანთან ახლოს ვიყიდე სახლი, იცი რა ლამაზია ბებია?–თვალებგაბრწყინებლმა წამოიძახა თათამ–ულამაზესი ბაღი აქვს ისეთი ყვავილებია ბებიას რომ უყვარდა , იცი დინა ბებია იქ რომ მივედი ისე ვიგრძელი ბებია გული გამითბა, თითქოს იქ იყო ყვავილებთან, მათში ცოცოხლობს.
–ხო ჩემი ლამაზი გოგო ქეთოს მართლა უყვარდა ყვევილები და მიტომაც იგრძენი იქ ის კარგი ეგ ბებია კარგი, სიცარიელეს შეგივსებს.–ღიმილით გადაუსვა თმაზე ხელი მოხუცმა..
–კარგი წავედი მე დინა ბებია, თქვენს უნახავად ვერ წავიდოდი. დაბლა ნატა მელოდება დღეს გადავდივარ.
–ბედნიერებას გისურვებ ბებია და აუცილებლად მოვალ შენი სახლის და შენს სანახავად აბა მოხუც მარტოხელა ქალს მეტი რა საქმე მაქ შვილო–ღიმილით და სევდიანი თვალებით გააცინა დინა ბებიამ თათა.თბილი ჩახუტების შემდებ ჩაირბინა კიდეები და ერთხელ კიდე გახედა სახლს სადაც ამდენი ხანი გაატარა მერე ნატას მანქანაში ჩაჯდა და ახალცხოვრებასთან შესაგებელად წავიდა.



№1  offline წევრი nucikela

kaia nine gaagrzele wera

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent