შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთრება.[10]


9-07-2016, 23:49
ავტორი Nina))
ნანახია 4 375

-ახლა რა ვქნათ?-კოცონის წინ ჩამომჯდარიყვნენ და აღარ იცოდნენ გადაქანცულებს რა ექნათ,თუმცა ერთმანეთისგან იმდენად დადებითი ენერგია მოდიოდა წამებშივე ავიწყდებოდათ გადაღლილი სხეული.
-მე ვიტყოდი რაღაცას,მაგრამ ვიცი რომ კატო მოკლავს-ეშმაკურად აათამაშა წარბები თეკლამ,ყველამ კატოს მიაპყრო მზერა,გოგონამ მტრულად გადახედა თეკლას და საჩვენებელი თითი აუფრიალა
-არც გაბედო
-კარგი მე არ გავბედავ,მაგრამ..-გურამს გადახედა თეკლამ და ისიც თითქოს წამებში მიხვდაო,სანამ კატო რამეს იტყოდა,მანამ უკვე დასრულებული ჰქონდა მოხუცს წინადადება
-კატო,გვიმღერე-საყვარლად გაუღიმა მოხუცმა და კატო უკვე მოთაფლული იყო
-ჯანდაბა,გურამ,ხომ იცი როგორ მოქმედებს ჩემზე შენი ღიმილი-მოჩვენებითი სიბრაზით ამობუტბუტა გოგონამ და გაოცებულ ლუკას გადახედა. ჰო,მამაკაცი გაოცებული იყო,დღითიდღე ახალ-ახალ რაღაცებს იგებდა გოგონას შესახებ,რაც უფრო და უფრო უმძაფრებდა გრძნობას,თვალი არ მოუცილებია აწითლებული გოგონასთვის,კატომ თავი დახარა და ფეხზე წამოდგა-კარგი.
-მაშინ ახლავე მოვიტან გიტარას-ფეხზე წამოდგა მიშკა
-თეკლა გაყევი-ახლა კატომ აათამაშა წარბები
-მეე?-გაიოცა გოგონამ
-დიახ შენ,თუ არ გაყვები არ ვიმღერებ
-კი,მაგრამ რა შუაშია ჩემი წასვლა-წამოსვლა შენ სიმღერასთან?-დაუღრინა გოგონა
-შენ წამოაყენე თემა,მინდა რომ დაისაჯო შენი თაღლითობისთვის-თვალი ჩაუკრა გოგონას და მხრებში გასწორდა,თეკლა ჯუჯღუნით წამოდგა და უკვე წასულ მიშკას დაედევნა.

-მაინც წამოხვედი-ცალყბად გაიღიმა მიშკამ
-შენ გამო არ წაოვსულვარ,უბრალოდ კატოს გამო წამოვედი
-ჰო,დავიჯერე-გამოაჯავრა გოგონა
-რა არ გჯერა?-მაინც არ ეშვებოდა თავისას
-ჰო,არ მჯერა-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა
-შენი ნებაა-მამაკაცმა უხმოდ განაგრძო გზა,ნერვები ეშლებოდა თეკლას მის დუმილზე,საშინლად არ უყვარს სიჩუმე და ეზიზღება,როდესაც ის მამაკაცი,რომელიც მოსწონს ასე ცივად ეპყრობა,ბოლოს მაჯაში წვდა და თავისკენ მიიზიდა-ჯანდაბა,მინდოდა და მაგიტომ წამოვედი-ამოიბუტბუტა და წითელ ბაგეებს საკუთარი მიაწეპა,შემდეგ ფრთხილად მოცილდა და მამაკაცის კმაყოფილ ღიმილზე თავადვე გაეღიმა
-ასე უკეტესია,პატარავ-თვალი ჩაუკრა გოგონას და სწრაფად აირბინა კიბეები,გიტარა ჩამოიტანა და თეკლას ხელი გადახვია
-თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ-გაეღიმა გოგონას
-ძალიან მიყვარხარ-არ დამალა გრძნობები მამაკაცმა,გოგონა ერთ ხანს დადუმდა,ტვინს უჭირდა გააანალიზება,თუმცა მალევე მოეგო გონს და მამაკაცს თბილი თვალებით გადახედა
-მართლა გიყვარვარ?
-ჰო,მართლა მიყვარხარ-დაუზუსტა მამაკაცმა და ათრთოლებული გოგონა კიდევ უფრო მჭიდროდ მიიხუტა,თეკლამ მამაკაცის კისერში ჩარგო თავი,ცხვირი ყელს გაუხახუნა და თითქოს თავისთვის ამოიბუტბუტა
-მეც მიყვარხარ-თუმცა მიშკას არ გამორჩენია ყოველივე ეს,ან როგორ შეიძლება ყურებამდე შეყვარებულ მამაკაცს გამოგრჩეს სასურველი ქალის ნათქვამი მიყვარხარ?
-გაიმეორე-წამით შეჩერდა მამაკაცი
-მიყვარხარ
-მთელ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მამაკაცი ვარ!-ახლა თავის ინიციატივით წვდა მამაკაცი გოგონას ტუჩებს და მომთხოვნად დაუკოცნა,შემდეგ გაუღიმა და ასე ხელგადახვეულები მიუახლოვდნენ ახალგაზრდებს

-არ არსებოობს-გაიწელა ანანო და ბედნიერი თვალებით გადახედა ახლად მოსულ წყვილს
-არსებობს,ძვირფასო-გაუღიმა კატომ და მიშკას თვალი ჩაუკრა
-გვეღირსაა,ქაჯანა შეყვარებულიაა-მხიარულად წამოიძახა გიგამ
-ქაჯანა შეყვარებულიაა-გამოაჯავრა თეკლამ
-ფრთხილად მიშკა,ეგ ქაჯანა მეტამორფოზას მხოლოდ მიშკასთან ახდენს,შენთვის ისევ ქაჯანაა-მეგობრულად გააფრთხილა კატომ მამაკაცი და ბოლო ხმაზე აკისკისდა,ლუკა კიდევ უფრო ახლოს მიიწია გოგონასთან და წელზე ხელი შეუცურა,გოგონას სიამოვნებისა და მოულოდნელობისგან გააჟრჟოლა და მუცელში მსუბუქად გაჰკრა იდაყვი
-გილოცავთ,ახალგაზრდებო.-მიულოცა გურამმა
-მადლობა,გურამ-მიშკამ გაუღიმა გურამს,ხოლო თეკლა დაიმორცხვა და თავი დაბლა დასწია რაზეც ყველას გაეცინა,თუმცა თეკლამ სცადა ყურადღების სხვა თემაზე გადატანა
-სიცილს გირჩევნიათ გაჩუმდეთ და კატოს მოვუსმინოთ-გამარჯვებულად გადახედა გოგონას და წარბები აუთამაშა
-კარგი,კატო,რას იმღერებ?
-არ ვიცი,მიშკა,შენ რა გირჩევნია?
-ქუჩაში ერთხელ იმღერე რა,ძალიან მიყვარს,როდესაც ამას მღერი-წამოიძახა გიგამ და ყველამ მას შეხედა-რა,ბევრჯერ მაქვს მონასმენი მისი ნამღერი-მხრები აიჩეჩა გიგამ,კატომ კარგად იგრძნო,როგორ დაეჭიმა წელზე შემოხვეული ხელი ლუკას
-ვერ გადამირჩება იცოდე-ყურში უჩურჩულა გოგონას,კატომ საპასუხოდ კვლავ იდაყვი ჰკრა
-მშვიდად,ავალიანო,მშვიდად-ყელზე ცხვირი გაუხახუნა და როდესაც მიხვდა რომ ვერ დაიოკა თავი ოდნავ მოშორებით გაიჩოჩა,თუმცა თვალი მაინც გააპარა მამაკაცისკენ,როდესაც ლუკას სახეზე კმაყოფილი ღიმილი დალანდა შეუღრინა და კისერი მოიღერა
-კარგი,გიგა,ვიმღერებ-გაუღიმა ბიჭს და ახლა მიშკას მიუბრუნდა-ხომ იცი?
-კი,როგორ არ ვიცი-გაუღიმა მიშკამ და აკორდების აწყობას შეუდგა-მორჩა,მზად არის-ანიშნა,როდესაც აკორდების აწყობა დაასრულა
-კარგი,მაშინ დაიწყეთ,ერთი სული მაქვს კატოს ნამღერს მოვუსმინო-ყურებამდე გაიღიმა ანანო,მიუხედავად იმისა რომ საშინლად ეჭვიანობდა კატოზე,ძალიან უყვარდა გოგონა და დღითიდღე რწმუნდებოდა რომ არ ჰქონდა არაფერი საეჭვიანო.
როდესაც მიშკამ სიმებს თითები ჩამოკრა და ჰაერში ულამაზესი ნოტები გაისმა,ყველა გაირინდა,ყველა კატოს სიმღერის დაწყებას ელოდებოდა,როდესაც კატოს საოცრად ხრიწიანი და თბილი ხმა გაისმა,ყველა ემოციებით იყო დახუნძლული,ერთადერთი ლუკა იჯდა უემოციოდ,თუმცა ის რასაც გრძნობდა მისი თითოეული უჯრედი,თითოეული ორგანო გაეყინა და მუშაობა შეწყვიტა,გააჟრჟოლა,მისჩერებოდა გოგონას და არ იცოდა რა გაეკეთებინა,პირველად ცხოვრებაში დაიბნა მამაკაცი,პირველად ცხოვრებაში არ იცოდა რა ექნა,ერთი კი იცოდა,დღითიდღე უყვარდებოდა გოგონა,გოგონა მარწყვის ფერ ქერა თმით,იცოდა რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებდა,ფრთხილად გადაუწია წინ ჩამოყრილი თმები გოგონას და უკნიდან აეკრო,ხელები მუცელზე მოხვია და ხარბად შეისუნთქა გოგონას სურნელი... სურნელი,რომლის დავიწყებასაც ალბათ ვერასდროს შეძლებდა,ხმა აუკანკალდა გოგონას,თუმცა არ შეიმჩნია და კვლავ მთელი გრძნობითა და ემოციებით განაგრძო სიმღერა,მიუხედავად იმისა რომ სიმღერაც და მამაკაცის ხელებიც საშინლად სიამოვნებდა,მაინც მთელი სიმღერის განმავლობაში დაძაბული იჯდა,ალბათ არ სურდა რაიმე შეშლოდა,სურდა იდიალურად გამოსულიყო,მხოლოდ მაშინ მოეშვა,როდესაც ბოლო სიტყვასაც მთელი გრძნობა ამოაყოლა,ბოლოს ლუკას გულ-მკერდს მიეყრდნო და კისერი უკან გადასწია,რათა ღრმად შეესუნთქა მამაკაცის სურნელი
-მაგიჟებ..-უჩურჩულა მამაკაცმა და გოგონას ხელები თავისაში მოიქცია-ახლა ვერსად გამექცევი,ვერსად-კატომ იგრძნო როგორ გაიღიმა მამაკაცმა,მუცლის კუნთების დაჭიმვა იგრძნო მის ზურგთან
-შეუდარებელი ხარ,ეკატერინა,დედაშენის ხმა გაქვს-ცრემლები მოიწმინდა გურამმა,გოგონამ სწრაფად იშოვა განთავისუფლების გზა,სწრაფად წამოდგა და ატირებულ მოხუცს ზურგიდან მოეხვია,ყველა დუმდა,ემოციების გადმოცემა უჭირდათ,იმდენად ტკბილი და სულში ჩამძრომი ხმა ჰქონდა გოგონას...

საწოლში იწვა გოგონა და მოუსვენრად ცქმუტავდა,ახსენდებოდა დღევანდელი მომენტები და ცდილობდა ყველაფერი გაეაზრებინა,თუმცა უჭირდა,უჭირდა ამ ყველაფრის აღქმა,საერთოდ არაფერი ჰქონდა კვირების წინ,ახლა კი ყველაფერი აქვს,ეშინია,რომ ყველაფერი ხელიდან გამოეცლება და სვანეთიდან წასვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება თავისი ცხოვრებაარ იყო მიჩვეული ცვლილებებს და ყოველთვის აშინებდა იგი.
არც მის გვერდითა ოთახში მყოფი მამაკაცი იყო მშვიდად,მთელი ღამე გოგონას ათრთოლებულ სხეულზე,ღვინოსავით მათრობელა სურნელზე ფიქრობდა.ნელ-ნელა იკავებდა ეს გოგო მის გულში დიდ ადგილს,თან ისე რომ თვითონაც ვერ იაზრებდა,არ ეგონა მარიას შემდეგ ვინმე თუ შეძლებდა მის ორგანიზმში ამდენი ემოციის გამოწვევას,თუმცა საბედნიეროდ ცდებოდა..
ორივე შხაპუნა წვიმის ხმამ მოიყვანა გონს,კატო ტელეფონს წვდა და გაანათა,საათი სამ საათსა და კიდევ წუთებს უჩვენებდა,საშინლად მოუნდა აივანზე გასვლა და ლაღი ბავშვივით წვიმის წვეთებზე სახისა და ხელების შეშვერა,ხალათი მოისხა და ფეხის წვერებით გავიდა აივანზე,არ უნდოდა ვინმესთვის ძილი დაეფრთხო,მოაჯირს მიეყრდნო და სახე წინ გადაწია,ესიამოვნა,როდესაც წვიმის წვეთებმა მის სახეზე გაიკვლიეს გზა,თავი ბევრად უფრო ახალგაზრდად იგრძნო,უფრო სწორად ბავშვად იგრძნო,წარსულის მოგონებები ამოუტივტივდა კვლავ თავში და რამდენიმე წლით უკან გადაეშვა.

*თექვსმეტი წლის წინ*
სვანეთში ჰყავდა დედ-მამას წამოყვანილი გურამთან დასასვენებლად,ზაფხულის არდადაგები ჰქონდა სკოლაში და ამიტომ საქმე არ ჰქონდა,ბუხართან ისხდნენ და ლექსებს ყვებოდა გოგონა,როდესაც შხაპუნა წვიმის ხმა შემოესმა ღია კარებიდან გოგონას,სწრაფად წამოდგა ფეხზე,გურამს ხელი დაავლო და ამხელა კაცი წვიმაში გაიყვანა გარეთ,ბზრიალი დაიწყო და ბაბუც აიყოლია,მთელს ეზოში პატარა გოგონას კისკისი გამეფებულიყო,დედ-მამა ღია კარებიდან ერთმანეთზე მიხუტებულები უყურებდნენ და ღიმილი უპობდათ ბაგეებს,გურამმა ხელში აიტაცა მოკისკისე გოგონა და ახლა თვიონ დაიწყო მასთან ერთად ბზრიალი
-ბაბუ,შენთვის როდესმე მითქვამს რომ საუკეთესო ბაბუა ხარ?-კისკისი არ შეუწყვეტია გოგონას ისე უთხა მოხუცს
-შენს თვალებში ყოველთვის ვკითხულობ,ჩემო საყვარელო,ამ ყველაფერს-მალე მათ მშობლებიც შემოუაერთდნენ და ხელიხელჩაკიებულები ბზრიალებდნენ ერთად,ხან კატო მოექცეოდა წრეში,ან გურამი და ასე მონაცვლეობით ბზრიალებდნენ წვიმაში.
ბოლოს დაღლილები ჩამოწვნენ ბალახზე და არც ერთს აწუხებდა ის ფაქტი,რომ სველი იყო,მოსაღამოვებულიყო,წვიმას გადაეღო და ცა ულამაზესი ვარსკვლავებით გადაჭედილიყო,უცებ გაახსენდა კატოს სკოლაში ნასწავლი ლექსი და პირველი წინადადება წაიღიღინა
-ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე რაა მამული?!-მერე კვლავ აკისკისდა და დედ-მამასა და გურას მუცელზე ჰორიზონტალურად გადააწვა,დედის მუცელზე მოათავსა კომფორტულად თავი- რა ლამაზია,დე,ცაა.-აღტაცებულმა წამოიძახა და მოკაშკაშე ვარსკვლავებს მიაჩერდა
-შენსავით ლამაზია,ჩემო ანგელოზო-თმებზე წაეთამაშა თეა
-არა,დე,შენსავით ლამაზები არიან-დედას ლოყაზე აკოცა და შემდეგ გურამის მუცელისკენ გააჩოჩა თავი,რაზეც მოხუცმა ყრუდ ამოიგმინა-ბა,ბებია ზევით არის?
-ერთ-ერთ ვარსკვლავად იქცა,ჩემო ანგელოზო,და ახლა ზევიდან გვიყურებს-ახლა მოხუცი მოეფერა თმებზე,კატომ ჯერ ვარსკვლავებს შეხედა,შემდეგ ფეხზე წამოდგა და გაბრაზებული მიაცქერდა მათ
-დამპირდით,დამპირდით რომ არასდროს იქცევით ვარსკვლავებად!-ამოილუღლუღა თვალცრემლიანმა და კვლავ ზევიდან გადააწვა,მკლავები გაშალა და ეცადა თავისი პაწაწინა მკლავებით ყველას მოხვეოდა,თითქოს ასე დაიცავდა მათ სიკვდილის ბოროტი ხელისგან...

ახლა იდგა აივანზე,ვერც კი ხვდებოდა ისე სველდებოდა,ცრემლებითა და წვიმის წვეთებით. ვერ შეძლო,ვერც ერთი დაიცვა სიკვდილისგან,ვერც დედ-მამა და ვერც გურამს იცავს,არც მათ შეასრულეს პირობა და ნელ-ნელა ვარსკვლავები ხდებიან,უკვე მესამე წელია გურამი ფილტვების გადანერგვის თაობაზე ჰყავს ჩაწერილი,თუმცა ჯერ დონორი არ ჩანს,არ ჩანს და მისი მდგომარეობაც კრიტიკულზე უფრო კრიტიკულია,ვერ შველის ვერაფერს,როგორ უნდა,როგორ უნდა ისევ ცხრა წლის ბავშვი რომ იყოს ,გააჩერებდა დროს და არასდროს მისცემდა წასვლის უფლებას,ნეტავ წარსულში დაბრუნება შეეძლოს,ვერც კი იგრძნო ისე მიეხუტა უკნიდან მამაკაცი და როგორ მოხვია მუცელზე ძლიერი მკლავები,წამებში მოეშვა გოგონა,მკლავებში ჩაუვარდა მამაკაცს
-მეშინია..-ამოიბუტბუტა მისავლათებულმა,მამაკაცისკენ შებრუნდა და კისერში ჩამალა თავისი სახე-მეშინია-კვლავ ამოილაპარაკა და ცრემლები გადმოსცვივდა,ლუკა კი საშინლად გულნატკენი იდგა და ცდილობდა მის დამშვიდებას,თუმცა იცოდა რომ ტირილის მეტი არაფერი უშველიდა გოგონას,ემოციებისგან დაცლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ახლა,ხელში ფრთხილად აიყვანა და თავის ოთახში შეიყვანა,თავის საწოლზე ჩამოაწვინა და სველი ხალათი მოაცილა,გვერდით მიუწვა და საბანში გაახვია ათრთოლებული გოგონა
-ძლიერი უნდა იყო,კატო,ძლიერი,ვერაფერს იზამ,ვერაფერს უშველი,შენ ყველაფერი გააკეთე,შენ ბოლომდე იბრძოლე..-მონოტონურად ეფერებოდა გოგონას თმებზე და მის დამშვიდებას ცდილობდა
-მე,მე ვერ შევძელი,ლუკა,ვერ დავიცავი,ვერც დედ-მამა დავიცავი,ვერც ჩემი ვერ დაბადებული ძმა,და ვერც გურამს ვიცავ,არ ვიცი,არ ვიცი რა მეშველება მის გარეშე-ხელები გაეყინა მამაკაცს,არ იცოდა გოგონას მშობლები და ძმა დაღუპული თუ ჰყავდა,თურმე ამ პატარა გოგონას რამდენი რამ გადაუტანია და მაინც როგორ ძლიერად დგას ფეხზე,მიუხედავად იმ დიდი ტკივილებისა,რომელიც ცხოვრებამ მიაყენა კატოს,ის მაინც არ გაბოროტებულა,პირიქით ყველაზე კეთილია ვისაც კი როდესმე იცნობდა ლუკა,უფრო მჭიდროდ მიიკრა გოგონა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა,თითქოს უდაბნოში მოხეტიალე მგზავრი ყოფილიყო,რომელსაც ძლიერ სწყუროდა,კატოს სურნელი კი წყალი ყოფილიყო,თვალები დახუჭა და გოგონასთან ერთად ღრმა ძილს მიეცა.

ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დილა სწორედ იმ დღეს გათენდა,როდესაც მის მკლავებში მწოლიარე გოგონა დაინახა თვალების გახელვისთანავე,როდესაც დაინახა როგორ მშვიდად შვინავდა მოდუნებული გოგონა და როგორ საყვარლად ედო თავის გულ-მკერდზე თავი,თმები უკან გადაუწია და ფრთხილად მიაწეპა ბაგეები საფეთქელზე,თითებით ტუჩის კონტური მოუხაზა და ალბათ მორწმუნე რომ ყოფილიყო უფალს მადლობასაც შესწირავდა,თუმცა წარსულის იარა არ აძლევდა რწმენის საშუალებას,რწმენა წლების წინ დაკარგა მამაკაცმა. გოგონამ ზანტად გაახილა თვალები და როდესაც მამაკაცის თვალებს წააწყდა თბილად გაუღიმა,ოდნაავ წამოიწია და მხრებში გაიმართა
-დილა მშვიდობისა-თბილად მიესალმა მამაკაცი
-დილა მშვიდობისა-არანაკლებ თბილი იყო გოგონა
-როგორ გეძინა?-ჩაეღიმა მამაკაცს
-არაჩვეულებრივად..-წამოცდა გოგონას და როდესაც გაიაზრა რა თქვა ტუჩზე იკბინა
-მასე არ ქნა მეორედ-ტუჩებზე ცერა თითი გადაატარა
-როგორ?-გაკვირვა გოგონამ და როდესაც სრულიად მოულოდნელად კვლავ იკბინა ტუჩებზე მამაკაცის რეფლექსებმაც არ დააყოვნეს და სწრაფად,ველურად დაეტაკნენ გოგონას ბაგეებზე,როგორც იქნა,საბოლოოდ დაეპატრონა გოგონას ტუჩებს,საბოლოოდ იგრძნო მისი გემო და ახლა არაფრის დიდებით არ აპირებს ამ ყველაფერზე უარის თქმას,არ აპირებს ამ ყველაფრის დათმობას,არ გაკვირვებია,როდესაც გაუძალიანდა გოგონა,რეაქცია არ ჰქონია მამაკაცს,იცოდა,მთრთოლვარე ტუჩები ხვდებოდა რომ გოგონასაც სიამოვნებდა,სწორედ მაშინ გაახელა კატომ მამაკაცი,როდესაც მოსაშორებლად ტუჩზე უკბინა,ხელები კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა თეძოებზე და მუხლებზე დაისვა გოგონა,მხოლოდ მაშინ მოცილდა,როდესაც ჟანგბადის უკმარისობა იგრძნო.რაღაცის თქმა აპირებდა გოგონა,თუმცა ტუჩებზე ხელი მიადო და სწრაფად დაადუმა,შუბლი შუბლზე მიაბჯინა,ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა და თვალებში ჩახედა
-ჩშშ,,არაფერი თქვა,არ თქვა რომ არ გინდოდა,შენმა ტუჩებმა სრულიად სხვა რამ დამიმტკიცეს-გულში ჩაიკრა ათრთოლებული გოგონა და ცოტა ხანს ასე ჰყავდა,შემდეგ კატო გაიწია უკან და გვერდით გადაჩოჩდა
-მე..მაპატიე,უნდა წავიდე-დაბნეულმა დაავლო ხელი ხალათს და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა თავის ოთახში,კარები მიხურა და ზედ აეკრო,სუნთქვა ჰქონდა გახშირებული,გულიც გამალებით უცემდა,როდესაც ხელი ჰაერში გააჩერა,დაინახა როგორ უკანკალებდა,ღრმად ჩაისუნტქა და ამოიბუტბუტა
-ღმერთო,ეს რა იყო?-ტუჩებზე იკბინა და შემდეგ თითები გადაისვა,წუთების წინ მომხდარი გაიხსენა და ჩაეღიმა...

სწრაფად მოწესრიგდა,გადაივლო,თმები ოდნავ მოიშრო და კიბეებზე დაეშვა,ჯერ მხოლოდ მას და ლუკას ეღვიძა,თუმცა პირველ სართულზე მხოლოდ თვითონ იყო,სწრაფად შევიდა სამზარეულოში,წინსაფარი აიფარა და საუზმის მზადებას შეუდგა,რამდენიმე სახეობის ხილი ლამაზად დაჭრა,ფორთოხალი დაწურა და ჭიქებში ჩამოასხა,შემდეგ ომლეტი შეწვა და ისიც მაგიდაზე მოათავსა,თეფშები ფრთხილად დააწყო,ფეხის წვერებზე დადიოდა და მაქსიმალურად ცდილობდა უხმაუროდ გაეკეთებინა ყველაფერი,ჩაიც მოამზადა და თეფში ხელიდან გაუვარდა,როდესაც ცხელი სუნთქვა იგრძნო ზურგს უკან,მამაკაცმა სწრაფად მოახდინა რეაგირება და ძირს მიმავალი თეფში დაიჭირა,მაგიდაზე დააბრუნა,კატო მისკენ მოაბრუნა და თვალებში ჩახედა
-რომ იცოდე,როგორ მაგიჟბს შენი რეაქცია,როდესაც მხედავ-ტუჩზე იკბინა მამაკაცმა და გოგონას ტუჩებისკენ წავიდა,თუმცა არ დასცალდათ,სამზარეულოში რიგ-რიგობით შემოლაგდნენ,თეკლა,გურამი და გიგა,მამაკაცმა თავი უკმაყოფილოდ გააქნია და აწითლებულ გოგონას ღიმილითმოსცილდა,თუმცა სანამ ბოლომდე მოსცილდებოდა მანამ ყურში უჩურჩულა-ჯერ არ დაგვისრულებია-თვალი ჩაუკრა და თავისი ადგილი დაიკავა,თეკლა და გურამი ეშმაკური ღიმილით უცქერდა წყვილს,გიგა კი არაფრის აზრზე არ იყო,თითქოს სხვაგან დაფრინავსო,ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ,სანამ გურამის მდგომარეობა არ დამძიმდა,მამაკაცს ხელში აღებული თეფში,რომელიც კატოს მისაწოდებლად ჰქონდა წაღებული გაუვარდა და გული წაუვიდა....

&&&
მადლობა ჩემო კარგებო,რომ კითხულობთ,ძალიან მაბედნიერებს თქვენი თბილი კომენტარები,მიყვარხართ,მიყვარხართ და კიდევ მიყვარხართ!



№1 სტუმარი Ketis

Vgijdeeeeeeeeebiiiiiiiii kochag!!!! Ubralod patara iko

 


№2  offline წევრი natka90

Uhh ra kargii iyo magram pataraa ar meyoo....momwons lukaa

 


№3  offline წევრი aNuGi

საუკეთესო, როგორც ყოველთვის!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline მოდერი bibo

ვაიმე რა კარგი თავი იყოოო გული მაქ ცუდად ისეთი თბილი ტკბილი და ბისკვიწი თავი იყო უხ love ეს ბოლო რა იყო საწყალი გურამ ეს მინდოდა მე გულმა შეილება დამარტყას გურამი რო მოკვდეს და იქით გურამი აქეთ მე ვიქნები გასასვნებელი wink wink ვაიმე ლუკა რა სასწაულია რა მარწყვობა ბიჭიაა ჩემი ალუბალი ძლივს არ ეღირსა კოცნა ვახ მეც კი დავხტოდი მეთქი ეხა არ შემოვიდეს გიგი ეხა არ შემოაღოს კარითქო wink wink ჩაბუსუსდა ორივე ამათ ანტიგამაბუსუესებლი ესაჭიროებათ აწი wink wink რახან ამათ პირველი კოცნა ეღირსათ აწი რა მამკლავს wink wink აწი წავა კოცნების დასტა ლიწინით wink wink ეჰ ვერ ვარ კარგად :D :დ უხ თეკლა რა კამფეტია ჩატკბა ისიც ჩემსავით lol lol ვოლომდე მაიცნც არშეარგე საწყალ ბიჭს ჩაბუსუსება უხ ეგენი ხალხნი არიან wink wink wink wink დღეს ასჯერ შევამოწმე მეთქი დაიდო არიქა დაიდო და არ გამომჩეს wink wink თუ საიტმა გაჭეედა ჩემი ბრალი იქნება მილიონჯერ ვამოწმებ დაიდ თუ არა ჩემზე წინ არვის გაგდებენ wink wink უფ ჩემი მარწყვი ალუბალი და კიდო ბევრობა კაობავ ვგიჟდები მე შენზე ჩემო ნაზუქო და ჩოკოლადო ბარამბინო.ვაიმე ისე ჩავთბი ჩავიკოკლოზინე პირი და ხახა კიდე ვერ გამოვდივარ ემოციდან love love გყვარობ მე შენ დაგაყარე ლავები და ქისები love

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ამაგრესი იყო მაგრამ პატარა არ მეყო ისე კარგი იყო ისე რო ვერ გადმოცემ მალე დადე რა

 


№6  offline წევრი I L O N A

საოცრებაა ძან კარგი. იყოოოო მალე დადე შემდეგიიი ❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი Swimminger

ძაან კარგი იყო , დავმუხტე დადებითი ემოციებით, შენ კიდევ საუკეთესო ხარრ

 


№8  offline წევრი Lana Tomlinson

ეჰ ნეტა გამოჩნდეს დონორი :(
ძალიან მომწონს ეს მოთხრობა!❤️❤️

 


№9  offline მოდერი Nina))

თქვენთვის მითქვამს,რომ საუკეთესოები ხართ? მგონი მითქვამს,მაგრამ არასდროს შევწყვეტ ამ ყველაფრის გამეორებას,არ ვიცი რომელ ერთს გიპასუხოთ,რომელ ერთს გადაგიხადოთ მადლობა და რომელ ერთს აგიხსნათ სიყვარული.
ყველაზე კარგები,თბილები და ტკბილები ხართ.
ამდენი ემოციის ატანა შეუძლებელია. მიხარია რომ მყავხართ,ყოველთვის დადებით ენერგიას რომ მჩუქნით მაგიტომ.
საოცრად მიყვარხართ მართლა,და კიდევ უფრო მეტად მადლობელი ვარ თქვენი.
მაბედნიერებთ,ყურებამდე გაღიმებულს დამეძინება ამაღამ. love love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

ერთი კიდევ რაც არ მომწონს, გურამს რატომ არავინ არ მიმართავს ბაბუათი ან ამ სიტყვის კნინობითი ფორმით ან სხვა რამით, სადაც მისი ასაკობრივი სხვაობა სხვებთან შედარებით ოდნავ მაინც დაფიქსირდება?! გასაგებია, რომ ყველასთან კარგადაა, მაგრამ ძაან ცუდად მხვდება თვალში კითხვისას როცა ისე მიმართავენ როგორც ტოლს და სწორს. მომენტებში კატო მაგრად გოიმობს რაა. და გაფიცებ საიდან მოიტანე ფრაზა "თმები მოიშრო":)))). გურამის ამბავი გასაგებია, მაგრამ ისე არ ქნა რომ ბევრი აქვითინო ეს ხალხი და მერე უცებ ისევ გაბედნიერდნენ. ეცადე, ზომიერება დაიცვა.

 


№11  offline მოდერი Nina))

გამოვასწორებ აუცილებლად. ზომიერებას რაც შეეხება,რა თქმა უნდა,დავიცავ,დონორიც იმიტომ ვახსენე,რომ დაგანახოთ თუ როგორ ბოლომდე იბრძოდა კატო. მადლობა,რომ კითხულობ love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№12 სტუმარი Ketis

Au ar deb axal tavs !?? Mteli dgea gelodebi

 


№13  offline მოდერი Nina))

ვდებ,ქეთი,უბრალოდ მთელი დღე არ მცალია ხოლმე და საღამოს ვჯდები კომპიუტერთან,ახლა დაწყებული მაქვს წერა და ცოტა ხანში დავდებ. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent