შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 2)


11-07-2016, 00:10
ავტორი llella
ნანახია 3 835

ხვიჩას ნაამბობი:

უკვე ვფიქრობდი, რომ არ ღირდა სოფელში ჩამოსვლა, სახლში არც კი მივსულვარ და უკვე მოასწრეს ნერვების მოშლა და თან ვინ, ამ გაწრიპულმა გოგომ!
არა, ისე ვაღიარო უნდა, რომ ძალიან ლამაზია, მისი მწვანე თვალები სამყაროსავით ამოუცნობია, ისეთი ნაზია და თან ამავდროულად ძალიან ქალური... გაწონასწორებული, მაგრამ მაინც დაბნეულია, ამოუცნობი მზერა და მომაჯადოებელი ღიმილი, დაბნევაც რომ უხდება მაგ ჭინკას!
რატი ღიმილით ჩაჯდა მანქანაში, მე კი ნერვებმოშლილს მაინც სასიამოვნოდ მეღიმებოდა, არც კი ვიცოდი რატომ, მაგრამ მეღიმებოდა.
-ლამაზია!-ბრძანების ტონით გამოაცხადა რატიმ, გამომხედა და კმაყოფილმა გაიღიმა.
-ჰა?-თავი მოვიდებილე.
-ჰა კი არა, რა ლამაზი გოგო იყო ტო-გაოცებულმა გამოაცხადა.
-ხო, იყო რაა-რომ მოვეკალი არ ვიტყოდი, რომ ლამაზია თქო ისე გამაბრაზა.
-ჩაგი***ვი გემოვნებაში, აბა ვინაა ბიჭო ლამაზი? ჯერ რა თვალები ქონდა პროსტა, რა ტანი, რა ღიმილი, დაბნეულობაც რომ უხდება მაგ გოგოს ტო!-ისეთი ემოციებით და ისეთი დარწმუნებული ტონით საუბრობდა ეს დეგენერატი, ვიფიქრე ხომ არ შეუყვარდა თქო, ამის გაფიქრებას კი გულში რაღაცის გავლება მოყვა, თითქოს და რამოდენიმე წამით ვიეჭვიანე, მაგრამ ვერ ამეხსნა ეს ეჭვიანობა, ეს სულელური აზრები თავიდან მოვიშორე და მანქანა დავქოქე.
-კარგად დაკვირვებიხარ გეტყობა-გამეცინა მისი სახის გამომეტყველებაზე.
-რად უნდოდა ბიჭო მაგას დაკვირვება და ამბები, იმ გოგოს სილამაზე რომ შეამჩნიო წამებიც გეყოფა.
-ისე ლაპარაკობ მგონი გულში ჩაგივარდა.
-ეგ რა შუაში იყო ახლა?-გაკვირვებულმა გამომხედა და ცალი წარბი მაღლა აწია.
-ხო რავიცი, რავიცი-გავიცინე და გზა გავაგრძელე.
სახლში მალევე მივედი, ბებო და ბაბუ დიდის ამბით შეგვხვდნენ, დიდი ხნის საუბრის და ქეიფის შემდეგ დასაძინებლად წასვლა გადავწყვიტეთ, აივანზე გასულმა კი, გვერდითა სახლში ის ჭინკა დავინახე, აივანზე იყო გასული და ფუსფუსებდა, მისი დანახვისას გამეღიმა, მაგრამ მალევე დავსერიოზულდი.
-მე შენ გასწავლი როგორ უნდა ნერვების მოშლა!-ისე ვთქვი თითქოსდა გაიგონებდა, ვაფრთხილებდი, რომ საქმე ცუდად ქონდა, უცებ რატიც გამოვიდა აივანზე.
-შენი მწვანეთვალება გვერდითა სახლში ცხოვრობს-სიცილით ვუთხარი.
-ჩემი თუ შენი?-მაცდურად გამომხედა და მანაც გაიცინა.
-ჩემი რატო?
-ხომ იცი ყველაფერი ჩხუბით იწყება, ნუ შენ ეჩხუბე და შეაშინე, ამიტომაც შენ შეგიყვარდა ძაალიან მაგრად, მაგრამ ისეთი ჯიუტი ხარ კაცმა რომ მოგკლას არ იტყვი-გადაიხარხარა და გოგონას გახედა.
-ნუ ბოდიალებ რაღაცას ერთი-თავზე ხელი წამოვარტყი და მოაჯირს ზურგით მივეყრდენი.
-აჰა ხომ ვთქვი.
-ნუ ბოდიალებ მეთქი-ვითომ დავტუქსე ძმაკაცი.
-ხო მე ვბოდიალებ და დილით რომ შევაქე და ვთქვი ლამაზია მეთქი, კინაღამ მომკალი ეჭვიანობის გამო და რავიცი...-ფხუკუნით გამცა პასუხი და მხარზე ხელი დამარტყა-შეიძლება სხვას მოატყუო, მაგრამ ჩემთან ეგ „ტრიუკები“ არ გაგივა! ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ჩემზე კარგად არავინ არ გიცნობს საერთოდ.
-ვიცი ძმაო-მხოლოდ ამით შემოვიფარგლე, თითქოსდა თავის დაღწევა ვცადე, რომ საუბარი ამ თემაზე აღარ გაგვეგრძელებინა.
-მე აღარაფერს არ გეუბნები, უბრალოდ ამას მოუსმინე-ხელი გულზე მიმადო-და შენ მიხვდები რომ ეს გოგო-ხელი მოპირდაპირე სალში, აივანზე მოფუსფუსე გოგონასაკენ გაიშვირა-დასაკარგი არ არის!
-წამო დავიძინოთ-სახლში შევბრუნდი.
-უუხ შენ სიჯიუტეს და ჯმუხ ხასიათს იქნება უშველოს ვინმემ-გაიცინა და ოთახში შევიდა.
-მოუთმენლად ველოდები-მეც გავიცინე და დასაძინებლად წავედი.
რა მაგარი გრძნობაა დილით მზე რომ შემოდის ოთახში და გზააბნეული დაეხეტება იქეთ-აქეთ, როცა გრძნობ სითბოს იმ ოჯახში სადაც იმყოფები, გრძნობ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ხარ. თანაც ბებიასთან და ბაბუასთან თავს ვინ ვერ იგრძნობს კარგად? მათზე თბილი და გემრიელი კაცი არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე.
არაჩვეულებრივ ხასიათზე ავდექი დილით, ვერ გამეგო რის გამო ვიყავი გახარებული, იმის გამო რომ მეღირსა დასვენება თუ იმის გამო, რომ ჩემი ნერვების დაზიანების მთავარ წერტილს როგორც შემეძლებოდა გავამწარებდი.
გარეთ გასულს რატი უკვე ამდგარი დამხვდა, ბებიას ელაპარაკებოდა, ბებიაც რაღაცას მთელი ემოციით უყვებოდა, მე კი მათკენ ღიმილით წავედი.
-რას უყვები ბებია ასე ემოციით?-ვკითხე ციურის და სკამზე ჩამოვჯექი.
-ისეთზე არაფერს-პასუხის გაცემა დაასწრო რატიმ.
-ბებია ხარ ბიჭო შენ?-გავიცინე და ძმაკაცს გავხედე.
-ჩასკდი შენ და ნუ იმანჭები-გაიცინა და ხაჭაპურის დიდი ნაჭერი ჩაიტენა პირში-აუ ციური ბებო შენ გენაცვალე რაა, აი უმაგრეს ხაჭაპურებს აცხობ შენ ბებიობას ვფიცავარ-გაეკრიჭა და ჭამა გააგრძელა.
-შეგერგოს შვილო-მანაც თბილად გაუღიმა.
-ბებიობას ვფიცავარ რა უბედურებაა ტო-გავიცინე და ჭამაში გართულ ძმაკაცს გავხედე.
-ოოო რა დებილი ხარ რა.
-ხო კაი კაი მოკეტე, ნელა ჭამე არ გადაგცდეს.
-ნუ ნერვიულობ ცუნცულ-ქალივით ააფახურა წამწამები.
-ამათ არაფერი არ ეშველებათ-სიცილით შემოვიდა სამზარეულოში ამირანა.
-რას გვერჩი ბაბუ?-კითხა წარბაწევით რატიმ და მხრებში გასწორდა, ნახე რა ბიჭი ვარო.
-რას და წლები გემატებათ თქვე მაიმუნებო და ჭკუა არა.
-არა მაგაში ვერ შეგეწინააღმდეგები, სიმართლეს ამბობ-გაიცინა და დანებების ნიშნად ისევ ჩაიტენა პირში ხაჭაპური.
-მალე ქენით რომ მივდივართ.
-სად?-ვკითხე და გავხედე ამირანას, რომელიც წყალს სვამდა.
-სად და ღობე უნდა დამადგმევინოთ ახალი.
-ჩვენ?-სასოწარკვეთილი ხმით კითხა რატიმ.
-აბა ვინ ბიჭო? ნუ ხართ ზარმაცები, თქვენი ტოლა რომ ვიყავი მთებს გადავდგამდი, ისეთ ჯანზე ვიყავი და თქვენ კიდევ გაქანება გეზარებათ.
-ეეე მოიცა ახლა გაქანებაზე კაცი ვერ იტყვის ჩვენზე არ ექანებიანო-სიცილით უპასუხა რატიმ-მთებს არ ვდგამ მარა ზატო ქალებს, უუფ.
-ტიტუუ-წამოიყვირა ბებიამ-ეგი რა გეიგონა ჩემმა ყურებმა.
-კაი ქალო გეყოფა ახლა-გაეცინა ბაბუასაც.
-კაი წავედით სადაც მივდივართ-ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისაკენ წავედი.
გარეთ გამოვედით, ჭიშკარს გავცდით თუ არა ჩემი ჭინკა დავინახე, ფუსფუსებდა ეზოში, კმაყოფილმა გავიღიმე და ბაბუას მივუბრუნდი.
-ბაბუ იმ გოგოს რა ქვია?-კითხვის დასმა დამასწრო რატიმ, გაიცინა და მე გამომხედა.
-კატო ქვია ბაბუ, ეკატერინე.
-ლამაზი სახელია-კმაყოფილმა გაიღიმა.
-მასსავით ლამაზია ბაბუ-ბაბუაც დაეთანხმა.
-აქ ცხოვრობს? მომიყევი რამე მასზე-სთხოვა რატიმ, უცებ ამომიდგა გვერდით და მიჩურჩულა-მოუსმინე ახლა ბაბუაშენს, შენი "გულის ფეთქვის" შესახებ გაიგებ რაღაცეებს-გაიცინა და ბაბუას გახედა.
-დებილი ხარ-გამეცინა, მაგრამ მისი გეგმა მომეწონა.
"არა მე არ ვაღიარებდი ხო ეგ გოგო მომწონს თქო? არავარ მე სრულ ჭკუაზე" დავცინე საკუთარ თავს და ბაბუას დავუგდე ყური.
-კატო ყველაზე კარგი გოგოა მგონი დედამიწის ზურგზე, ეგეთები ამრავლოს ღმერთმა, 19 წლისაა და უკვე ქალადაა ჩამოყალიბებული, ამავდროულად ისეთი ნაზია, სუფთა და საყვარელი,რომ მისი დანახვისას ძნელია არ გაგეღიმოს კმაყოფილი ღიმილით, იმის გამო რომ აცნობიერებ თუ რა ლამაზი ქალები გვყავს ჩვენ ქართველებს!-კმაყოფილმა გამოაცხადა-მის სიმლამაზეს ისეც ხედავთ ბრმები არ ხართ-გაიცინა და რიგრიგობით გამოგვხედა, ჯერ მე, მერე კიდევ რატის-მაგის ქმრობაზე ოცნებობენ მთელი სოფლის ბიჭები, ყველას ეგ უნდა რძლად, ვის არ ენდომება ასეთი გოგო სახლში დიასახლისათ? მისგან ერთ ზედმეტ სიტყვასაც კი ვერ გაიგონებ, ყველაფერში დაგეხმარება, რასაც კი გასწვდება ყველაფერს იზამს, ჭირიც იცის ლხინიც იცის და ეგარი ბაბუ ყველაზე კაი ქალში, ცხოვრების რომ გაეგება.
-ბაბუ არ გინდა ეგ გოგო რძლად?-პირდაპირ კითხა რატიმ, ამირანამ გაიკვირვა და წარბები კუშტად შეკრა.
-რავა არ მინდა ბაბუა, წამის წინ ვთქვი შე აბდალო ეგეთ რძალზე ყველა იოცნებებს თქო და მე არ ვიოცნებებ?!
-ლამაზი გოგოა!-როგორც იქნა ამოვიღე ხმა.
-აბა.
-კიდე რამე მოყევი რაა, სანამ მივალთ მაგ შენ ყანამდე-გაიცინა რატიმ-შენ ის მითხარი და-ძმა თუ ყავს საერთოდ?
-15 წლის ძმა ყავს მამუკა, ეგეც კარგი ბიჭია, კაცია უკვე ბიჭი კი არა.
-ასეთი ბავშვები რა დედამ გაზარდა-გაკვირვება დაეტყო რატის.
-აღზრდაა ბაბუ მთავარი, აღზრდა და არა გაზრდა, ყველა აგაზრდის ბაღანას, მარა ცოტა თუ აღზრდის მათ შესაფერისად.
-მაგაში გეთანხმები ბაბუ-კმაყოფილმა გაიღიმა.
დიდი დრო დაგვჭირდა ბაბუას მოცემული სამუშაოს შესასრულებლად, საშინლად დავიღალეთ, თანაც ისე ცხელოდა რომ...
უცებ ვიღაცის ფეხის ხმა გავიგე, არ დავვინტერესებულვარ ვინ იყო, ისე ვიყავი სოფლის საქმეებით გართული.
-ბაბუ წყალი ამოგიტანეთ-გავიგე ნაცნობი ხმა.
თავი მაღლა ავწიე და კმაყოფილს გამეღიმა, ისეთი ნაზი იყო კრემისფერ საზაფხულო სარაფანში რომ....
-მადლობა შვილო რატომ შეწუხდი-გაუღიმა ბაბუამ.
-რა შეწუხებაა, ციური ბებიამ მითხრა "მაგ უტვინო ბაღნებს" წყალი მოსწყურდებათო, აბა ჩემი კაცი ჯანიანიაო-გაიცინა და სიტყვა-სიტყვით გადმოგვცა ბებიას ნათქვამი.
-სიმართლე უთქვამს მერე-გაიცინა რატიმ-არა ახლა ჯანი ჩვენს კი გვაქ მაგრამ...-გაუცინა გოგონას და წყალი დამისხიო ანიშნა, მანაც სწრაფად დაუსხა წყალი და ჭიქა მიაწოდა.
-იმედია ეს ბოთლი ჰაერში არ იქნიე გზა და გზა-ირონიული ტონით ვუთხარი.
მას ხმა არ ამოუღია, მაგრამ ეტყობოდა რომ შერცხვა და დაიბნა.
-რატომ უნდა ესროლა ბაბუ ამ ბაღანას ბოთლი ჰაერში?-გაკვირვებულმა მკითხა ამირანამ.
-მას კითხე-ისევ ის ირონია... "რა მეშველება!"
-ბაბუ რას ბლაყუნობენ ესენი ჰა?
-არაფერია ბაბუ...-საშინლად დაიბნა-წავალ მე, წყალს კი აქ დაგიტოვებთ...
-კაი ბაბუ, გაიხარე-გაუღიმა.
მე კი დაბნეულ გოგონას გავაყოლე თვალი და პირველი ნერვების მოშლა ვიზეიმე.
-აბდალი ხარ-თავზე ხელი წამომარტყა რატიმ, როგორც კი კატო თვალს მიეფარა.
-რა გინდა ბიჭო?
-რა მინდა კი არა, უუხ ჩემი ძმაკაცი არ იყო რას გიზამდი პროსტა-გაიცინა და საქმე გააგრძელა.
-კიდე კაი ჩემი ძმაკაცი ხარ თორე, სულ გადამტეხავდი ახლა შენაც წელში-ავხარხარდი.
-განახებ მე შენ წელში გადატეხვა როგორია-მასაც გაეცინა.
-გეყოფათ ახლა ღლაბურცობა!-ბაბუასაც გაეცინა, მაგრამ მაინც დამტუქსავი ტონი შეინარჩუნა.
-აუ ამირანა მაგრად გაფასებ და მიყვარხარ, შენ გენაცვალე რაა!-წამოიყვირა რატიმ და ბაბუას კისერზე ჩამოეკიდა, რაზეც მე ავხარხარდი.
-დედა სულ გამოშტერდა აი ბაღანა, მომწყდა ბიჭო წელი გეეთრიე-დატუქსვის მიუხედავად მაინც ეცინებოდა.
-ვსო მართლა დავამთავროთ, დასვენება მინდა მე-გავიცინე და საქმე გავაგრძელე.
-არადა დასასვენებლად ჩამოვედით-საწყლად ამოიჩურჩულა რატიმ.
-ეგეც იქნება ბაბუ-გადაიხარხარა ამირანამ და ისიც ჩაერთო საქმეში.
სახლში 4 საათზე დავბრუნდით, მგელებივით გვშიოდა სამივეს.
-მოხვედით?-გავიგე ციურის ხმა.
-მოვედით ბებია-გავძახე და ხელის დასაბანად წავედი.
სამზარეულოს უკან კარები გვაქვს, რომელიც ეზოში გადის, აი იქ დგას ხელის დასაბანი ონკანი, ხელებს ვიბანდი ჩემი ჭინკა რომ გამოვიდა იმ კარებიდან.
დამინახა თუ არა შეცბა, თვალები ამარიდა და გზა გააგრძელა.
-არ დაგვეწვევი შვილო?-კითხა დადევნებულმა ბებიამ.
-არა მადლობა, წავიდე უნდა-ისე უპასუხა ჩემთვის არც შემოუხედავს.
-დაგვეწვიე არ შეგჭამ!-ბრძანების ინტონაციით ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. "თ" არ მითქვამს, ვიცოდი,რომ ნათქვამს მიმიხვდა.
-მადლობა, მაგრამ წავიდე უნდა-ერთი გამომხედა, მერე თვალი ამარიდა და წავიდა.
საჭმელს შევექცეოდი, როცა რატიმ საუბარი დაიწყო.
-აუ ციური გეუბნები რაა, შენზე მაგარ საჭმელს თუ ვინმე ამზადებდეს პროსტა-შეაქო და ლოყაზე აკოცა.
-კატო შეაქე, მისი მომზადებულია ყველაფერი-კმაყოფილმა გამოაცხადა ბებიამ.
-მოიცა მან გააკეტა?-გაიკვირვა რატიმ.
-ხო, მოვიდა მოგეხმარებითო, მომეხმარა კი არა სულ გამომაძევა სამზარეულოდან, სულ მან გააკეთა ყველაფერი, ენაცვალოს მაგას ციური ბებო.
-მაშინ ის უნდა შევაქო და ლოყაზეც მას უნდა ვაკოცო-გაიცინა რატიმ.
-გაკოცებ მე შენ, აქ დაეტიე-დაუცაცხანა ციურიმ.
-ვგიჟდები შენზე ბებია-გავიცინე და მეც ვაკოცე ლოყაზე.
-ჩემი ბიჭები, რაფერ მომანატრეთ ბებია თავი ჰა? თქვე გასაწყვეტლებო ერთსაც არ დარეკავდით არცერთი-დაგვტუქსა ბებიამ.
-ვმუშაობდით ბებო-გავეკრიჭე.
-ნუ ბურტყუნებ რაცხას, ბებიასთვის ვერ ნახე დრო შე ამოსაწყვეტო?!
-არა ციური შენ ხო იცი მე როგორ მიყვარს ამას რო ლანძღავ, მარა მართლა არ გვეცალა-დამიცვა ძმაკაცმა.
როცა ჭამას მოვრჩით, ტყეში გადავწყვიტეთ წასვლა, კოცონი ენთო, იქაური ახალგაზრდებიც იყვნენ, ჩემი ჭინკაც იქ იყო, წამით გულმა გაიფიქრა რომ თუ მოდიოდა გაგვეარა და წაოგვეყვანაო, მაგრამ ტვინმა იმწამსვე შეუტია, ნუ ბოდიალებ რაღაცას და ნუ ხვანცალებო.
სულ ახალგაზრდები იყვნენ, გიტარა, კოცონი, ღამე, მთვარე, ვარსკვლავები და უბრალოდ ცოტაოდენი ბედნიერება, აი რა სჭირდება ადამიანს დასამშვიდებლად.
ჩემი ჭინკა დაძაბული მეჩვენა, მოღუშული და შეწუხებული იჯდა, მეც ავდექი და მისკენ წავედი.
-სად მიდიხარ?-მკითხა რატიმ როცა ფეხზე წამოვდექი.
-იქ-კატოზე ვანიშნე.
-მაშინ კაი-გაიცინა და ისევ საუბარში ჩაერთო.
მივხვდი, რომ გაუკვირდა ჩემი მიახლოება, მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია, გვერდით დავჯექი, ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მის მზერას თვალი გავაყოლე და ერთ ბიჭზე შევჩერდი, თვალს არ აცილებდა კატოს, მივხვდი რომ ის ბიჭი იყო მისი დაძაბულობის მიზეზი.
-ვინაა?!-ვკითხე მკაცრი ტონით, ისე რომ მისთვის არც კი შემიხედავს.
-ჰა?-დაიბნა-ვისზე მეკითხებით?-მისი ნათქვამი ჩურჩულს უფრო გავდა.
-თავს ნუ ისულელებ, ვინაა თქო?!
-აქაურია ზემოთ ცხოვრობს-გაუბედავად გამცა პასუხი.
-იცნობ?!
-აქ ყველა ყველას იცნობს...
-ეგეთი ცნობა არმიგულისხმია.
-აბა?-დაბნეულმა გამომხედა, მისი მწვანე თვალები უფრო ლამაზი მეჩვენებოდა მთვარის შუქზე...
-ანუ ისე იცნობ? მასთან კონტაქტი გაქვს?-ვცდილობდი ნერვები მომეთოკა და ნორმალურად ამეხსნა თუ რას ვგულისხმობდი, მინდოდა მივვარდნოდი იმ ნაბი****რს და კისერი გადამეგრიხა.
-არა-ისევ გაუბედავად გამცა პასუხი.
-კაი-მინდოდა მეთქვა შენთან ბოდიში წავალ იმას ვცემ და მოვალ თქო, მაგრამ გაჩერება ვარჩიე, მისი შეშინებული სახე მაკავებდა, რომ რამე სისულელე არ გამეკეთებინა.
-ჩემი გეშინია?-უცებ ვკითხე.
-ცოტათი-გამომხედა და გამიღიმა.
-გულახდილი პასუხი იყო-მეც იგივე გავიმეორე.
-აბა რატომ უნდა მომეტყუებინეთ?-გაიცინა და კაბა შეისწორა.
მისი ამ მოქმედებით ერთი ციტატა გამახსენდა "ქალი მხოლოდ მაშინ არის ქალი, როცა მისი სულიერი სისპეტაკე აანთებს მამაკაცის თვალებში ცეცხლს!“
-სახლში გინდა წავიდეთ?
-არ მინდა შეგაწუხოთ.
-სახლში გინდა წავიდეთ?-კითხვა გავუმეორე.
-კი.
-ჩვენ მივდივართ და წამოხვალ თუ დარჩები?-სანამ წავიდოდით ვკითხე რატის.
-ეგეთი ბოროტიც არ ვარ ეხლა სასიყვარულო გასეირნებაში ჩავეკვეხო-მიჩურჩულა და მორცხვად მდგარ კატოს გახედა-მეც მალე მოვალ.
-კაი.
ულამაზესი ბუნება იყო, ყველაფერი რომ ერთმანეთს ავსებდა...
-არ მინდოდა თქვენი შეწუხება, თანაც მეგობარი იქ დატოვეთ, თქვენ კიდევ მოგიწია ჩემთან ერთად წამოსვლა-დაიჩურჩულა, ისე რომ არ გამოუხედავს ჩემთვის.
-შენი გაუბედავი ხმა ნერვებს მიშლის!-გულახდილად ვუთხარი-მაგრამ ფაქტია რომ გიხდება.
-მოსაუბრეზეა დამოკიდებული მის პარტნიორს როგორი ხმის ტემბრი ექნება.
-ანუ ჩემი გეშინია!
-ცოტა თქო ხომ გითხარით.
-ეგ არაფერი-გავუცინე, დავინახე სიცივისგან როგორ გააჟრჟოლა, მოსაცმელი გავიხადე და მას მივაფარე-იცოდი რომ სიცივე იქნებოდა და მაინც არ წამოიღე-დამტუქსავი ხმით ვუთხარი.
-მადლობა-თბილად გამიღიმა.
-ჰო და ეს „თ“ არანაერ საჭიროებას არ წარმოადგენს.
სახლის ჭიშკართან დავტოვე, უხმოდ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი, მე კიდევ ადგილიდან არ ვინძრეოდი, თითქოსდა ველოდი როდის შევიდოდა მშვიდობიანად სახლში, უცებ მობრუნდა, წინ დამიდგა და ნაზად მაკოცა მარჯვენა ლოყაზე.
-კარგი ბიჭი ხარ შენ, მადლობა რომ მომაცილე-დაიჩურჩულა-გუშინდელისთვის კი ბოდიში-გამიღიმა და სახლში შევიდა.
რამოდენიმე წუთის განმავლობაში გამოშტერებული ვიდექი ერთ ადგილას, მერე კი მივხვდი, რომ სახლში უნდა მივსულიყავი და ასე უსასრულოდ ვერ ვიდგებოდი, სახლში შესულმა პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, კმაყოფილმა გავიღიმე და წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ის სულმა უკვე მიისაკუთრა!


- - - - - - -
გამარჯობათ! ♥ ესეც ახალი თავი.
იმედია მოგეწონებათ ♥
ველოდები შეფასებას და კომენტარებს ^_^



№1  offline წევრი malikuna

შესანიშნავი ამბები გველის წინნ ასე მგონიაა ♥♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგი იყო არ დააგვიანო მალე დადე

 


№3  offline წევრი isterichka123

კაია გაგრძელე

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ეხლა ეს კატო რო მაგარი ფიცხი აღმოჩნდეს აუ რა გამისწორდება რა lol

 


№5 სტუმარი lana

ძალიან მომეწონა love შენი რამოდენიმე ისტორია მაქვს წაკითხული, ძალიან მომეწონა რაც კი წავიკითხე, ისე ამ კატოს მეშინია სხვა არ უყვარდეს, ხოლო ჩვენ ცანცარა რატის თუ გამოუჩნდება, თავისი გულის ვარდი მაგარი იქნება love lol love და კიდევ უფრო მხიარული იქნება თუ ხვიჩასა და კატოს შორის წავა ერთი ამბავი (ხოცვა ) lol wink

 


№6 სტუმარი tasana

Zaaalian gamaxare rom am istorias wer radgan vkitxulobdi winazee da velii mis dasruleebas warmatebebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent