შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატი(თავი4)


11-07-2016, 16:19
ავტორი chemibichi
ნანახია 2 340

საწოლში მასთან ერთად ერთი საათი ვიკოტრიალე. ერთმანეთს ვეფერებოდით, თან ვიცინოდით, თუმცა მისი ნათქვამი ჩემს გონებას არ ტოვებდა. ალექსიც მღალატობს? თუ ასეა მაშინ რატომ უნდა ვიტანჯებოდეთ ერთად? სხეულები ერთად არიან, თუმცა ჩვენი სულები სხვა ადამიანებისკენ თუ მიილტვიან ასეთ თანაცხოვრებას არ ჯობია რომ დავშორდეთ? ამ ცოდვით დიდხანს ვერ ვივლი, ვიცი საბოლოოდ გავტყდები. არ მინდა მოღალატე ქალის სახელი მერქვას, თუმცა ეს უკვე გვიანია. ზუსტად ღალატია ის სიტყვა, რომლითაც ჩემს საქციელს ავღწერ. საწოლიდან როდესაც წამოვდექი აბაზანაში შევედი. ტანზე წყალი გადავივლე, მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა დემეტრეს შეხება ჩემი სხეულიდან ჩამომებანა. როდესაც თავი მოვიწესრიგე პირველ სართულზე ჩავედი, სადაც დემეტრეს ბებია დამხვდა. დივანზე იჯდა და ამერიკულ სერიალს უყურებდა. Grey's Anatomy. ადრე დავიწყე ყურება, დაახლოებით 3 სეზონს ვუყურე, შემდეგ კი თავი გავანებე, რადგან დრო აღარ მქონდა სამსახურის გამო. როდესაც დამინახა, რომ ჩავედი სერიალი გააჩერა და მე მომხედა.
-მოდი, აქეთ დამიჯექი -ხელით დივანზე მიჩვენა. გამეღიმა და გვერდით მივუჯექი. -დემეტრე სად არის?
-ასე მითხრა პირველი სართულის აბაზანაში შევალო -ბებიამ გაიღიმა და სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა. -გიყვარს, არა? -იმდენად მოულოდნელად მკითხა, რომ დავიბენი. გული კი ყელში მომებჯინა.
-ვიცი რამდენად ცუდად გრძნობ თავს -ისე, რომ პასუხის გაცემა არ დამაცადა, საუბარი დაიწყო. -საერთოდ არ დავიწყებდი ამაზე ლაპარაკს, მაგრამ როდესაც გიყურებთ ერთად.. როდესაც დემეტრეს ვუყურებ.. ასეთი არ ყოფილა, იცი? რაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ არ გაუღიმია. ბავშვობის შემდეგ ასეთი ბედნიერი და გაღიმებული არ მინახავს. -წამსვე გამიჩნდა კითხვები დემეტრეს და მისი მშობლების შესახებ. -არცერთის საქციელს არ ვამართლებ. შენ გათხოვილი ქალი ხარ, დემეტრეს კი თავიდანვე არ უნდა შეეხედა ისეთი გოგონასთვის, ვინც დაოჯახებული იყო.
-ვიცი.. ვიცი მართალი ხართ და ძალიან ვწუხვარ.. -საუბარი არ გამაგრძელებინა. სახეზე მისი დამჭკნარი, ნაზი თითები ჩამომისვა და მთხოვა, რომ ნება მიმეცა დაემთავრებინა მისი საუბარი.
-ვიცი შენ რასაც გრძნობ ახლა. ისიც ვიცი რა საშინელი გრძნობაა, როდესაც გღალატობენ. ერთ დროს მეც მაქვს ეგ გამოცდილი და ეგ გამოცდილება დღემდე ძალიან მძაფრად მაქვს ჩარჩენილი გონებაში. -ლოყას შიგნიდან ვიკვნეტდი, რომ დემეტრეს ბებიის წინაშე არ მეტირა. -კიდევ გაგიმეორებ, რომ მომხრე არ ვარ იმის, რასაც აკეთებთ, თუმცა ერთ რაღაცასაც გეტყვი. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ უბედურები ვიყოთ იმ ხალხთან, ვისთანაც ვართ. თუ შენ და დემეტრე ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მართლა გულწრფელია, შენს ქმარს დაელაპარაკე და უთხარი რომ განქორწინება გინდა. არც შენ გექნება გულში იმის დარდი, რომ ღალატობ და არც სინანულით იცხოვრებ, ჩემო გოგონა.
-როგორ ფიქრობთ, დემეტრეს გაბედნიერება ნამდვილად შემიძლია? -წყნარად ვკითხე, თან თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვიმშრალებდი.
-დემეტრე ახლა იმაზე ბედნიერია, ვიდრე თავისი მთელი ცხოვრება. შენ ახლა გაიცანი ის და მე იმ წამიდან ვიცნობ, როდესაც დაიბადა და პირველად იტირა. დემეტრეს შენი სახელის გაგონებაც კი აბედნიერებს. -სიხარული ის სიტყვა იყო, რომელიც ზუსტად მაინც ვერ აღწერდა იმ გრძნობას, რაც ბარბარა ბებიას სიტყვებმა მომგვარეს. ბედნიერი ვიქნები მე, დემეტრე თუ ნამდვილად ბედნიერი იქნება ჩემთან. მეც ეს მინდა. მინდა რომ იმ ადამიანს, ვინც ჩემი გული მოიპარა ბედნიერს და მუდამ გაღიმებულს ვხედავდე. ბებიას მოვეხვიე, შემდეგ კი დაბერებულ ლოყებზე ვაკოცე.
-ამხელა ქალი ვარ და იმ კაცთან ვერ ვიყავი, ვინც მიყვარდა. ჩემი შეცდომა არ გაიმეორო. მთელი ცხოვრება დაიტანჯები -ყურში ჩამჩურჩულა. მწვანე, ხავერდისფერ თვალებში ცრემლები ჩაუდგა. -ორივეს გზები ისე გაიყარა, რომ მე სხვა კაცთან ვიყავი, ის კი სხვა ქალთან.
-შეიძლება გკითხოთ, თუ რატომ მოხდა ასე? თუ ასე ძლიერად გიყვარდათ ერთმანეთი, რატომ არ დაოჯახდით?
-მაშინ ოჯახმა დამნიშნა სხვა მამაკაცზე, რომელიც ავად იყო. რათქმაუნდა მასთან შვილები გავაჩინე და ჩემი შვილები მთელს მსოფლიოს მერჩივნენ. როგორ შეიძლება ქალს შვილი არ უყვარდეს. რათქმაუნდა ჩემი ბიჭების მამაც მიყვარდა, მართალია თავისებურად, მაგრამ მაინც. -ცრემლიანი თვალები ამოიწმინდა, თან სახეზე მიყურებდა. -როდესაც დემეტრეს მამა, მამუკა გავაჩინე, ზუსტად მაშინ გავიცანი ისიც.. ცისფერი, ზღვასავით თვალები ჰქონდა. როდესაც მიყურებდა ასე მეგონა, რომ ოკეანეში ვიძირებოდი. თავიდან მისი თვალები შემიყვარდა, შემდეგ კი თვითონ ის.. საოცარი ადამიანი იყო. ერთად სულ მხოლოდ ერთხელ ვიყავით. ერთადერთხელ მქონდა იმის საშუალება, რომ მის მკლავებში ვყოფილიყავი, თუმცა დღემდე მძაფრად მაქვს გამჯდარი ის გრძნობები სხეულში, გონებაში და გულში.
-თქვენ რატომ არ დაშორდით თქვენს მეუღლეს, თუ ასე ძალიან შეგიყვარდათ ის?
-მაშინ ასეთი მარტივი არ იყო გაშორება. როდესაც ქალი ოჯახს ქმნიდა ბოლომდე იქ უნდა ყოფილიყო. ძველად ძალიან აქცევდნენ ყუადღებას ასეთ რაღაცეებს. ამის და მიუხედავად მაინც ვაპირებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემებისთვის მეთქვა -მოგონებაზე ჩაიცინა, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა. -სანამ ვეტყოდი ერთად გამოგვიჭირეს, როდესაც ერთმანეთს ვეხვეოდით. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა. ჩემი მეუღლე ჩაწოლილი იყო, სიმსივნეს ებრძოდა. ამ ამბების შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ხოლო სანამ ეს მოხდებოდა ჩემს ნამდვილ სიყვარულს მისმა ოჯახმა საცოლე მოუძებნეს და სასწრაფოდ დააქორწინეს.
-წარმომიდგენია რამხელა სტრესი იქნებოდა თქვენთვის. -დემეტრეს ბებიას იმაზე უფრო ღრმა და საინტერესო წარსული ჰქონია, ვიდრე ვიფიქრებდი.
-საშინლად გადავიტანე ეს ყველაფერი. სახლში ვიჯექი და ვტიროდი. მაშინ მამაჩემმა პირველად გამარტყა ხელი და კახპა მიწოდა. მამა ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ხმა არ გამიცია. რაც შეეხება იმას.. -კიდევ ერთხელ ჩაეღიმა და თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა. -რამდენიმე დღის უკან ვნახე.. მაღაზიაში. თავის შვილიშვილთან ერთად იყო. ზუსტად ისეთი მზერა ჰქონდა, როგორიც ახალგაზრდობაში, თუმცა თმაში ჭაღარა მაინც შეჰპარვია.
-ახლაც გიყვართ, ხომ?
-რათქმაუნდა. ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება. ერთადერთი მამაკაცი აღმოჩნდა, ვინც თავი ნადმვილ ქალად მაგრძნობინა. -მასზე გამღიმა, შემდეგ კი ისევ მოვეხვიე, თვალები კი ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე, რომ არ მეტირა.
-როგორც ჩანს ტირილის საღამოა -უკნიდან დემეტრეს ხმა შემოგვესმა, რომელიც კარებში იდგა, გვიყურებდა და იღიმოდა. მის დანახვაზე მეც გამეღიმა. ქვევიდან შავი, მოტკეცილი შარვალი ეცვა, ზემოდან კი შიშველი იყო. თავზე პირსაწმენდი ჰქონდა მოხვეული, ხელები კი მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა. როდესაც ასე დავინახე ფეხზე წამოვდექი და თავს უფლება მივეცი, რომ მისი ბებიის წინ ძლიერად მოვხვეოდი. არ მინდა, რომ მისი შეცდომები გავიმეოროთ. დემეტრეს დაკარგვაზე ფიქრიც კი ჭკუიდან მშლის. სველ სხეულზე ნაზად ვაკოცე. ხელები წელზე მომხვია, თან თავზე მკოცნიდა. ამ ჩახუტების, მისი მოფერების გარეშე ვერ გავძლებ. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე მის გარეშე ვიყო. თვალებიდან ცრემლები ისე წამომივიდა, რომ ვერც კი ვიგრძენი.
-ბაბი -ხმადაბლა დაიჩურჩულა, შემდეგ კი ნიკაპზე თითი მომკიდა და თავი ნაზად ამაწევინა. ცერა თითით თვალიდან ჩამოვარდნილი ცრემლები მომწმინდა.
-არ მინდა შენი დაკარგვა -დავიჩურჩულე, შემდეგ კი ვეცადე, რომ ცრემლები შემეჩერებინა. არაა სწორი, რომ მის წინაშე ვტირი. როდესაც უკან გავიხედე დავინახე, როგორ გადიოდა ბარბარა ბებია სამზარეულოში.
-არ ვაპირებ შენი ცხოვრებიდან წასვლას და არც შენ გიშვებ ჩემი ცხოვრებიდან. ყველაფერს ერთად გავუძლებთ, ყველაფერს ერთად გამოვასწორებთ..
-მპირდები?
-გპირდები. -თავი დახარა, შემდეგ კი მისი ტუჩები ჩემსას შეეხო. ვაკოცე მთელი გრძნობით. ვაკოცე ტკივილით, სიყვარულით და მისი დაკარგვის შიშით, რომელიც პირველად გამიჩნდა ცხოვრებაში და შინაგანად მთლიანად პანიკაში ვიყავი.
-დღეს გინდა წავიდეთ? თუ ხვალისთვის გადავდოთ? -როდესაც ჩვენი კოცნა მორჩა, წყნარად მკითხა, თან სახეზე მეფერებოდა.
-არა, წავიდეთ. -დემეტრემ თავი დამიქნია. მითხრა, რომ მოვმზადებულიყავი, შემდეგ კი ორივე ჩვენს ოთახებში ავედით. ტანზე ჯინსის შავი შარვალი ჩავიცვი, ფეხზე კი მაღალ ქუსლიანი ჩექმები ამოვიცვი. ზემოდან მოკლე მაისური ამოვიღე, ნამტირალევ სახეზე მსუბუქი მაკიაჟი დავიდე, შემდეგ კი თმა კოსად ავიწიე. როდესაც ოთახიდან გავედი დემეტრეც მზად იყო.
-ძალიან ლამაზად გამოიყურები, მშვენიერი ხარ! -ყურებამდე გაღიმებულმა მითხრა, შემდეგ კი ყელში სწრაფად მაკოცა. გამაეცინა და თავი მკერდზე მივადე. როდესაც პირველ სართულზე ჩავედით ჩემი პალტო მოვიცვი.
-ბე, მე და ბაბი მივდივართ! -დემეტრემ ხმამაღლა დაიყვირა -დღეს არ მოვალთ.
-არ მოვალთ? -გაკვირვებულმა ვკითხე, ჰარიმ კი კომოდიდან თავისი ფოტოაპარატი აიღო.
-არა, დღეს ფოტოსესია გაქვს ჩემთან, რათქმაუნდა იმის შემდეგ, როდესაც დაგარწმუნებ, რომ შენი ქმარი ჩვეულებრივი ნაგავია. -ღრმად ამოვიოხრე, შემდეგ კი გარეთ გავედით. გული ცუდს მიგრძნობდა და წინასწარ ვნერვიულობდი იმაზე, თუ რა სურათი დამხვდებოდა დემეტრეს ბარში. გზაში დემეტრე მის მეგობარს ესაუბრებოდა ტელეფონზე. ეკითხებოდა თუ სად იჯდა ალექსი და კარებთან ახლოს იყვნენ თუ არა ის და მისი მეგობრები. როდესაც პასუხი მიიღო ტელეფონი გათიშა, იქვე დადო, შემდეგ კი ჩემი ხელი მისაში მოიქცია და ნაზად მეამბორა. ასეთი რაღაც ალექსს არასოდეს გაუკეთებია.
ნახევარ საათში მანქანა ქალაქის ცენტრში, ერთ ერთ ყველაზე ცნობილ უბანში გაჩერდა. დემეტრეს ტელეფონზე რაღაც შეტყობინება მოუვიდა, რაზეც პასუხი არ დაუბრუნებია, შემდეგ კი მითხრა, რომ ბარიდან იყო მისი მეგობარი, რომელმაც ალექსის შესახებ უთხრა, თუ სად იჯდა, რომ ჩემი შესვლა შეუმჩნეველი დარჩენილიყო მისთვის. დემეტრემ შესვლის წინ ნაზად მაკოცა და მითხრა, რომ არ მენერვიულა. სანამ შევიდოდით დემეტრემ დაცვას ხელი ჩამოართვა, მიესალმა და რაღაცას ელაპარაკებოდა. მე უკან ვიდექი და მათ ვუყურებდი. დემეტრემ თავით მანიშნა, რომ გავყოლოდი. ხმამაღალი მუსიკის ხმამ მაშინვე თავი ამატკია. დიდი ხანია ასეთ ადგილას არ ვყოფილვარ. საკმაოდ კომფორტული და კარგი ადგილი ჩანდა. ძირითადად მუქ ტონში გადაწყვეტილი, თუმცა ტყავის სკამები მუქი წითელი იყო. დავინახე ბართან ორი ბარმენი ბიჭი, რომლებიც სასმელს ასხამდნენ. ერთ-ერთმა დემეტრე რომ დაინახა, ხელით რაღაც უჩვენა. დემეტრემ თავი დაუქნია და რაღაც კიბეებზე ავედით. დემეტრემ რაღაც კარი შეაღო, რომელსაც ის მხარე, რომელიც ბარს გადაჰყურებდა, თითქმის მთლიანად შუშის იყო.
-მოდი -დემეტრემ ხელით მიჩვენა, შემდეგ კი ნახევრად შუშის ფანჯარასთან დადგა. მის წინ დავდექი, თვითონ კი უკნიდან მომეკრო და ხელით ერთ-ერთი სკამისკენ მიმანიშნა. თვალი მას გავაყოლე და მაშინვე დავინახე ალექსი. ხელში სიგარეტი ეჭირა, მეორე ხელით კი აშკარა იყო, რომ რაღაცას მალავდა. მის გვერდით ქერა, ძალიან გამხდარი გოგონა იჯდა, რომელიც კისერზე უკეთებდა მასაჟს, თან ყელში კოცნიდა. ალექსმა მის წინ მჯდომ ბიჭს რაღაც გადააწოდა, მან კი აქეთ-იქით მიმოიხედა და როდესაც დაინახა, რომ არავინ საჭვო არ იყო, პატარა ფურცელი გახსნა, ჯიბიდან რაღაც ამოიღო და პირდაპირ ცხვირში შეუშვა.
-ეს.. ეს რა ჯანდაბაა? -გაოცებულმა ამოვთქვი და ფანჯარას მოვშორდი.
-ბოლო რამოდენიმე დღეა, რაც აქ ვამჩნევ, რომ მოდის. ჩემი ბიჭები ამბობენ, რომ უფრო დიდი ხანია ამას ხედავენ. ნარკოტიკს იკეთებს, სიგარეტს ეწევა, სულ ყოველდღე სხვადასხვა გოგონა ჰყავს აქ.. -ჩემი ხელი მისაში მოიქცია და სახეზე ნაზად შემეხო. -ალექსი არ არის ისეთი, როგორიც შენ გეგონა, ბაბი. ა, რომელიც შენი ქმრობით იმ ცუდ ჩვევებს მალავს, რომელიც მასშია და არ უნდა რომ გამჟღავნდეს.
***************
ნანახმა სრულიად შემძრა. ეს რომ ჩემი და ალექსის ურთიერთობის დასაწყისში დამენახა, ჩემი თვალით დანახულზეც კი ვიტყოდი, რომ ეს ალექსი არ იყო. წარმოგიდგენიათ? სიგარეტს ეწევა და ნარკოტიკს იღებს. არ ვამბობ არაფერს გოგონაზე, რომელიც კოცნიდა. ბოლო პერიოდში იმდენად გავცივდით ერთმანეთის მიმართ, რომ ეს არც გამკვირვებია, ან რა უფლება მაქვს მე ამაზე პრეტენზია მქონდეს? ერთადერთი, რაც გამიკვირდა მის ხელში სიგარეტი იყო. ყოველთვის იმას ამბობდა, რომ სიგარეტი ეზიზღებოდა. როდესაც ვინმეს დაინახავდა, რომ ხელში სიგარეტი ეჭირა წარბებს შეკრავდა ხოლმე და ამბობდა, რატომ აკვლევინებენ ამ თამბაქოს თავსო და ახლა? ახლა თვითონ რას აკეთებს? დავიჯერო ასეთი კარგი მსახიობი არის? დავიჯერო დემეტრეს სიტყვები, რომ ჩემთან ყოფნით თავის ცუდ თვისებებს მალავს, მართალია? ფაქტია, რომ იმ ბიჭმა, როდესაც ცხვირში ჰეროინი შეუშვა, შემდეგ ალექსს გადმოაწოდა ფურცელი და მანაც იგივე გააკეთა. ვერ ვხვდები, რატომ იკლავს ნარკოტიკით თავს?! ამას ასე ნამდვილად არ შევარჩენ. ერთადერთი, რაც ახლა მჭირდება დროის სწორი შერჩევაა, რომ მეთვითონ არ ჩავიჭრა. როდესაც ალექსი დაბრუნდება ''ქალაქ გარეთიდან'' აუცილებლად გავაკეთებ ისე, რომ აქ მოვიდე და დავანახო რამხელა ა, რომ ასეთ რაღაცეებს აკეთებს. მე როდესაც დემეტრეს ვაკოცე, მაშინ იმხელა სტრესში ვიყავი.. თავს ვიდანაშაულებდი და საკუთარი თავი მძულდა, მაგრამ ის? როგორც ჩანს თავიდანვე ასეთი ნაგავი იყო. მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი დამალული არ დარჩა. მე ჩემს შეცდომებზე ვაგებ პასუხს, მაგრამ ალექსიც არ დარჩება ისე. აუცილებლად მოვთხოვ პასუხს მის ამ ტყუილზე. არანაირი უფლება არ მაქვს მე, რომ მის ღალატზე რამე ვთქვა. სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი იქამდე ვიწექი დემეტრესთან. არ ვარ მართალი, ვიცი. საშინლად რომ მოვიქეცი ისიც ვიცი, მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა მთელი ჩემი ცხოვრება მომიწევდა უზარმაზარ ტყუილში ვყოფილიყავი, თანაც ისე, რომ ვერაფერს ვერ მივხვდებოდი. ახლა უკვე ვხვდები როდესაც მეგონა რომ ''ნასვამი'' იყო, რატომ ჰქონდა ისეთი თვალები, თითქოს ალექსი კი არა სხვა, ვინმე ბოროტი ყოფილიყო მასში ჩასახლებული. ჩაწითლებული თვალები, დაპატარავებული თვალის გუგები..
-კარგად ხარ? -დემეტრემ ყურში ჩამჩურჩულა. თავი დავუქნიე. ცრემლებს ბოლომდე ვიკავებდი, ვცდილობდი რომ არ მეტირა და გამომივიდა კიდეც. არ მინდა ასეთ სიტუაციაში სუსტი გამოვჩნდე. შემიძლია, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდე. ნადმვილად შემიძლია. სუსტი ბარბარა მაშინ ვიყავი, როდესაც მშობლები დაშორდნენ და ჩემი ძმისგან შორს ვიყავი. ახლა არავის და არაფერს არ მივცემ იმის უფლებას, რომ ძველი, უსუსური ბარბარა გააღვიძონ ჩემში.
-წავიდეთ, რა. -ვთხოვე. დემეტრემ თავი დამიქნია, ხელი ჩამკიდა და უკანა კარიდან გავედით გარეთ. როდესაც ცივი ჰაერი მომხვდა სახეზე, ღრმად ამოვისუნთქე. სუფთა ჰაერი ახლა ნამდვილად ძალიან მჭირდებოდა. თვალები დავხუჭე და რამდენიმე წუთით ღრმად დავიწყე სუნთქვა. ცივი ჰაერი ჩემს ფილტვებს ავსებდა, რაც ცოტას მამშვიდებდა. დემეტრემ შუბლზე მაკოცა და გულში ჩამიხუტა. ხელები წელზე მოვხვიე, თავი კი მკერდზე მივადე.
-ვერ ვხვდები რატომ აკეთებს ამას -ჩემი ფიქრების ხმამაღლა გამომჟღავნება დავიწყე -რატომ ინადგურებს ჯანმრთელობას სიგარეტით და ნარკოტიკით? არადა როგორ მეგონა, რომ მართლა ტრენერობა მოსწონდა. ახლა ვხვდები, რომ ამ ყველაფრის უკან თავის ნამდვილ სახეს მალავდა. ასე ალბათ უფრო უმარტივდებოდა იმ ყველაფრის შოვნა, რაც იქ დავინახე.
-მასზე ნერვიულობა არ ღირს. ამ ყველაფერს თვითონ თუ არ დაანება თავი, შენ ვერ გადააჩვევ. საერთოდ არ გაანხებდი ამ ყველაფერს, მაგრამ არ მინდა შენ იდანაშაულებდე თავს, როდესაც შენი ახვარი ქმარი უარესს აკეთებს. -ნელნელა სიარული დავიწყეთ, თან დემეტრე გაბრაზებული, ბოხი ხმით ლაპარაკობდა. საუბარში გართულები, მალევე მივედით მანქანასთან. დემეტრემ კარი გამიხსნა, წინ მოვთავსდი, შემდეგ კი ისიც მოუჯდა საჭეს.
-კორპუსის სახლში წავიდეთ. ფოტოსესიისთვის ყველაფერი იქ მაქვს. თანაც შენთვის რაღაცეები ვიყიდე, რომ ჩაიცვა. -დემეტრეს თავი დავუქნიე, თან ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან. ჩემები ისე მენატრებიან, რომ ლამისაა ჭკუიდან შევიშალო. ხვალ აუცილებლად გავალ და ვნახავ, თორემ გავგიჟდები. კატოს მივწერე, ვუთხარი რომ საშინლად მენატრებოდა და შევუთვალე, რომ ჩემი ძმისთვის კარგად მიეხედა. საპასუხოდ მანაც მომწერა, რომ ძალიან ვენატრებოდი, ხოლო რაც შეეხება ლუკას, თურმე ერთად კარგად ერთობიან. მიხარია, ძალიან მიხარია ჩემთვის ორი ყველაზე ძვირფასი ადამიანები ერთად რომ არიან.
როდესაც დემეტრეს სახლს მივუახლოვდით, დემეტრემ იქვე პატარა მარკეტთან გააჩერა და თავით მანიშნა, წამოდიო. თავი დავუქნიე და მეც გავყევი. როდესაც შიგნით შევედით, დემეტრემ გორგოლაჭებიანი კალათი აიღო და სექციებს შორის დავიწყეთ სიარული.
-რა გინდა, რომ ავიყოლოთ სახლში? -მხრები ავიჩეჩე და მარცვლეულისკენ წავედი. დემეტრეს ერთ-ერთი შეკვრა ვუჩვენე, რაზეც თავი დამიქნია და კალათში მოვათავსე.
-მოდი, ჩაჯექი შიგნით -სიცილით მითხრა და კალათზე მიმანიშნა.
-ხუმრობ? -მეც სიცილით ვუთხარი, რაზეც თავი გააქნია.
-მოდი, მოდი -ხელში ამიყვანა და დამეხმარა, რომ შიგნით მოვთავსებულიყავი, რაზეც სიცილი ამივარდა. ღმერთო, რა სიგიჟეა.
-დემეტრე, შენიშვნას მოგვცემენ -სიცილს ვერ ვაკონტროლებდი. დემეტრემ ჩემი ნათქვამი დააიგნორა, კალათა დააგორა, თვითონ კი ცალი ფეხი ზემოთ დადო და ერთად დავგორდით. პირზე ხელს ვიფარებდი, რომ ძალიან ხმამაღლა არ გამეცინა. ნამდვილი სიგიჟე იყო რასაც გავეკთებდით. პატარა, შეყვარებული ბავშვებივით ვიქცეოდით ამხელები. სიმართლე ყოფილა, რომ ამბობენ, სიყვარული სიგიჟეაო. ასე რომ არ იყოს, ამას არაფრის დიდებით არ გავაკეთებდი.
როდესაც დავინახე, რომ ჩვენსკენ დაცვა მოდიოდა, დემეტრემ მეორე სექციაში მოუხვია და უფრო სწრაფად წავედით, თან გასაყიდ საქონელთან ახლოს დავყავდი, რომ ყველაფერი რაც მომეწონებოდა, ჩემთან ჩამეყარა.
-დემეტრე, დამეხმარე რომ ამოვიდე, თორემ დაგვიჭრენ -სიცილით ვთქვი და ძალიან ვთხოვე, რომ ამოვეყვანე. ჩემი თხოვნა გაითვალისწინა, გორგოლაჭები გააჩერა, შემდეგ კი იქიდან ამოძრომაში დამეხმარა. მხარზე მომიგდო, შემდეგ კი ისე დამსვა ძირს.
-როგორ ფიქრობ, შეძლებ ჩემს დაძვრას? -სიცილით მკითხა. თავი დავუქნიე და უკვე მეცინებოდა მის ამ კალათაში წარმოდგენით. ხელი მხარზე დამადო, მისი გრძელი ფეხი პირდაპირ კალათაში მოათავსა, შემდეგ კი ოდნავ დამეყრდნო და შიგნით აღმოჩნდა, როდესაც დაცვის ხმა გავიგონეთ.
-ბაბი სწრაფად წავიდეთ, არ დავნებდეთ! -ისე დაიყვირა დემეტრემ, თითქოს უკან ნამდვილი პოლიციელი მოგვსდევდა და ჩვენ კი რაიმე დანაშაულის ჩადენის გამო მისგან გავრბოდით. კალათას გორგოლაჭებზე ფეხი ვკარი, შემდეგ კი მეც ზედ შემოვახტი და სწრაფად წავედით. დემეტრე ხმამაღლა იცინოდა, თან ყვიროდა, გაიწიეთ, საჭესთან ქალიაო. მის ყვირილზე კიდევ უფრო ხმამაღლა მეცინებოდა.
-თქვენ ორნი, გაჩერდით! -უკნიდან იმ კაცის ყვირილი მოგვესმა. უფრო ავუჩქარე სირბილს, თან კალათას ვაწვებოდი, რომ სწრაფად წასულიყო, დემეტრე კი პატარა ბავშვივით ყვიროდა, მიშველეთო. ორივე მივხვდით, რომ ეს ჩვენი პატარა თამაში მალე იმით დასრულდებოდა, რომ ერთ-ერთ მოსახვევში ორივე ავყირავდებოდით და ამ შემთხვევაში დემეტრე უფრო ცუდ მდგომარეობაში იყო. რათქმაუნდა, როგორ ვიფიქრეთ ისე მოხდა. ამხელა სიმძიმე ვეღარ დავიმორჩილე და შესახვევში კალათა გადმომიყირავდა, რასაც დემეტრეს ხმამაღალი სიცილი მოყვა. ჩვენი შერჩეული პარკები ყველა თავზე დაეცა. ზურგით იწვა და ხმამაღლა იცინოდა, თან მუცელზე ხელს იჭერდა.
-ქალი საჭესთან საშიში ყოფილა, ახლა დავრწმუნდი -ხელი ფეხზე მომკიდა და მის ზემოდან დამაგდო. მეც მასთან ერთად გულიანად ვიცინოდი. დემეტრემ ხელი კისერზე შემომიცურა, თავი დამახრევინა, შემდეგ კი ნაზად მაკოცა. ჩვენი კოცნის დროს დაგვადგა თავზე ის დაცვა, რომელიც ამდენი ხანია უკან მოგვსდევდა. დემეტრემ თავი მომაშორა და მას ახედა.
-ხომ ხედავთ, ვეღარ გავიქცევით. ამ ერთხელ გვაპატიეთ, რა -დემეტრე დაეკრიჭა. მეც წამოვიწიე, დემეტრეს მუცელზე დავაჯექი, მან კი მომენტალურად ხელი წელზე მომხვია. მეც თავი დავუქნიე და ტუჩი გადმოავტრიალე. დაცვას გაეცინა, კალათა იატაკიდან აიღო, თავი დაგვიქნია და დაგვტოვა. ისევ გაგვეცინა და უკან გადავვარდი. საოცრად კარგი დღე არის. საოცრად ბედნიერი ვარ.
როდესაც იატაკიდან ყველაფერი წამოვკრიფეთ, სალაროსთან მივედით, დემეტრემ ფული გადაიხადა, დავინახე როგორ დაუტოვა ზედმეტი ხურდა მათ, არეულობისთვის, შემდეგ კი კორპუსსში ავედით. ჯერ ისევ გვეცინებოდა ჩვენს ბავშვურ საქციელზე. როდესაც დემეტრემ კარი გახსნა, მაშინვე გავიქეცი და დივანზე დავეხეთქე, დემეტრემ კი პარკები მაგიდაზე დაალაგა.
-წამოდი, ნელ-ნელა გაემზადე შენც და თან დაისვენებ.
-გავემზადო? -გამიკვირდა
-რაღაცეები ვიყიდე, რაც გადაღებებისთვის მჭირდება -წარბები აათამაშა. ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, ამიტომ ავწიე დივნიდან და მას გავყევი. დემეტრემ ერთერთი უცხო ოთახისკენ წამიყვანა, რომელიც აქამდე არ შემიმჩნევია. როდესაც შიგნით შევედი, დემეტრეს სახელოსნო დამხვდა. უამრავი სურათი ეკიდა, პატარ-პატარა ნახატებიც შევნიშნე. საღებავები, რომლებიც გაუხსნელი იყო.. დემეტრემ ერთი პარკი მომცა, სადაც მისი ნაყიდი რაღაცეები იყო. როდესაც პარკი გავხსენი, სხვადასხვა ფერის თუ სტილის საცვლები დამხვდა. გამეცინა და თავი გავაქნიე. დემეტრესაც ჩაეცინა, შემდეგ კი თვალი ჩამიკრა. დემეტრემ ცოტახნით დამტოვა, რომ გამომეცვალა, რის შემდეგაც ტანზე გავიხადე და მისი ნაყიდი, შავი საცვლები ჩავიცვი. საოცრად სექსუალური და ლამაზი იყო. ვფიქრობ, მეც უნდა ვიყიდო ასეთები. ძალიან ლამაზია. როდესაც ჩემს ტანსაცმელს სკამზე ვალაგებდი, ზუსტად მაგ დროს შემოვიდა დემეტრეც.
-ზუსტად ვიცოდი, რომ საცორად მოგიხდებოდა -უკნიდან მომეკრო, შემდეგ კი მხარზე მაკოცა. გამეცინა და მისკენ მივტრიალდი.
-სანამ იყიდდი ამ საცვლებში წარმომიდგინე? -სიცილით ვუთხარი, შემდეგ კი ლოყაზე ვაკოცე.
-დაახლოებით -თვალი ჩამიკრა. ისევ გამეცინა. საბოლოოდ დემეტრემ ინსტრუქცია მომცა, რა უნდა გამეკეთებინა. იატაკზე დავწექი და დემეტრეს თითოეულ სიტყვას ვითვალისწინებდი. ხელი თავის ზემოთ დამადებინა, ერთი ფეხი კი მომახრევინა, თან მთხოვდა, რომ კამერისთვის მეყურებინა. მეც ზედმიწევნით ვასრულებდი ყველაფერს. ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როდესაც შენი საყვარელი ადამიანის პირადი ფოტო მოდელი ხარ? დემეტრე ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ მისი მზერა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად მაგრძნობინედა თავს. ეს მზერა კი ჩემთვის საკმარისი იყო ბედნიერებისთვის. ეს მზერა მავიწყებდა ყველაფერს. ყველა ტკივილს.
-მოდი, ზემოდან გაიხადე ეგ -დემეტრეს თავი დავუქნიე და ტოპივით ლიფი მოვიხსენი. დავინახე როგორ ჩაყლაპა დემეტრემ ნერწყვი, რაზეც გულში გამეცინა. დავიბენი, როდესაც საღებავებისკენ წავიდა, შემდეგ კი რამდენიმე ფერი გახსნა და ჩემსკენ წამოვიდა. ხელი წითელ ფერში ჩაყო და ჯერ მკერდზე წამისვა, შემდეგ კი მთელი სხეული სხვადასხვა ფერით დამიფარა. თითებით მკერდზე ნაზად მეფერებოდა, რასაც ჭკუიდან გადავყავდი. დემეტრემ ხელი მომკიდა და მთხოვა, რომ ტრუსიც გამეხადა. რათქმაუნდა შევუსრულე თხოვდა. თეთრ კედელთან დამაყენა, სახეზე კი წითელი და ყვითელი ფერის მიქსი წამისვა, ძალიან მკრთალად. ერთი ხელით წინ, სასირცხვო ადგილი დამაფარინა, მეორე ხელი კი თმებში შემაცურებინა და მთხოვა, რომ ვნებიანი სახით შემეხედა მისთვის. როდესაც ეს გავაკეთე და გავიგე, რომ რამდენიმე სურათი გადამიღო, მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე. აბა მხოლოდ მე ხომ არ ვიქნებოდი საღებავიანი?! დემეტრეს ჩემი წითელი თითით ცხვირზე გავეთამაშე, შემდეგ კი ვნებიანად ვაკოცე. ეს ყველაფერი იმაზე სახალისო და საინტერესო იყო, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.
*********
ფოტოსესიის მეორე დღეს, ჩემთვის ყველაზე ტკბილი დღეების შემდეგ, მომიწია რომ სახლში დავბრუნებულიყავი. სახლში დაბრუნებამდე ბარბარა ბებიას შევუარეთ, თან ჩემი ტანსაცმელიც წამოვიღე. დემეტრეს ბებია თბილად მეხვეოდა, თან მთხოვდა, რომ კიდევ ხშირად მივსულიყავი მასთან. როგორც გავიგე, მთელი ის დრო, რაც დემეტრე და მე ერთად ვიყავით ამ სახლში, კაფე-საფუნთუშეში ანა, მისი და ყოფილა. ბარბარა ბებიამ მთხოვა, რომ ისიც გამეცნო, რადგან კარგი გოგონა არის და უნდა, რომ მას ვიცნობდე. დემეტრე კი შემპირდა, რომ მას აუცილებლად გამაცნობდა.
იმ სახლიდან წამოსვლა ძალიან გამიჭირდა, თუმცა ვფიქრობ, უკვე დრო იყო, თანაც ჩემი მშობლები, ლუკა, კატო .. ძალიან მომენატრნენ. პლიუს, ალექსს გავახსენდი, მომწერა რომ ერთ დღეში ''ჩამოვიდოდა''. სანამ ის ჩამოვა, მინდა, რომ დრო ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებთან გავატარო, თანაც კატო ისე მომენატრა, რომ ლამისაა ორი წლის ბავშვივით ვიტირო. დემეტრესთან დროებით გამომშვდობება ისეთი იყო, რომ მიჭირდა მისგან მოშორება. რამდენჯერმე, სანამ ტაქსიში ჩავჯდებოდი, მისკენ გავიქეცი და ისე ვკოცნიდი, თითქოს ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა და ჩახუტება ყოფილიყოს. როდესაც ტაქსი მის სახლს გასცდა, თვალები ცრემლებითაც კი ამევსო. ამ ბოლო დროს ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი. ხშირად მეტირება. ეს კი არ მომწონს. არ მინდა რომ ვიტირო, არ მინდა რომ სუსტი აღმოვჩნდე.
როდესაც სახლში მივედი, სული შემეხუთა, თითქოს ვიღაც ყელში მიჭერდაო. ეს სახლი მე არ მეკუთვნის. ეს არ არის სახლი. სახლი არის, როდესაც იქ თავს კომფორტულად და უდარდელად ვარ, ამ სახლში კი ამ ორი პირობის გარდა ყველაფერს ვგრძნობ. დაძაბულობას, შიშს, არა კომფორტულობას.. ეს ყველაფერი კი ერთად სუნთქვას მიკრავს და გულის რევის შეგრძნებას მიჩენს. როდესაც ჩემი ჩანთიდან ჩემი ტანსაცმელი ამოვიღე, ოთახში დავაწყე, შემდეგ კი აბაზანაში შევედი. როდესაც თავი მოვიწესრიგე ლუკას დავურეკე, მითხრა, რომ 1 საათში კატოც და ისიც აქ გაჩნდებოდნენ. როდესაც მათგან ეს პასუხი მივიღე, დედას დავურეკე.
-დე, გამარჯობა -როგორც კი ტელეფონი აიღო, მივესალმე.
-ბარბარა -მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედვადი, ხმაზე მივხვდი, რომ იღიმოდა. -როგორ ხარ?
-კარგად, დედა. შენ როგორ ხარ? მომენატრე -დივანზე წამოვჯექი, შემდეგ კი ტელევიზორი ჩავრთე.
-მეც კარგად, შვილო -ხაზს უკან ნაცნობი მამაკაცის ხმა გავიგე და მაშინვე სახე გამინათდა.
-დაიცადე, მარტო არ ხარ? -ხმაში სიცილი შემეპარა.
-არა -მასაც გაეცინა -მამაშენიც აქ არის. ქალაქ გარეთ ვართ გასულები, რამოდენიმე დღით.
-დაიცადე, რა? -სრულიად შოკირებული ვიყავი. ანუ გამოდის, რომ შერიგდნენ? თუ ერთად უნდოდათ ყოფნა ბავშვობაში რატომ გააკეთეს ისე, რომ დაშორდნენ? ეს ყველაფერი ხომ ჩემი და ლუკას ფსიქიკაზეც ძალიან ცუდად აისახა. სიხარულთან ერათად ცოტა ბრაზიც მომერია მათ ბავშვურ საქციელზე.
-როდესაც ჩამოვალთ ყველაფერს აგიხსნით -პატარა გოგონასავით გადაიკისკისა. თავი გავაქნიე და მეც გამეცინა. არ მაქვს უფლება მე რაიმე დავუშალო.
-მე დღეს ჩამოვედი და მინდოდა, რომ ჩემთან დამეპატიჟებინეთ. ორივე ძალიან მომენატრეთ. მამასთვისაც ვაპირებდი დარეკვას, მაგრამ რადგან ერთად ხართ ჩემგან მოკითხვა გადაეცი და უთხარი, რომ ძალიან მენატრება -დივნიდან წამოვდექი, როდესაც კარზე ზარი გავიგე.
-აუცილებლად გადავცემ.
-დედა, წავედი ახლა, ლუკა და კატო მოვიდნენ. მოგვიანებით შეგეხმიანებით, მიყვარხართ -სწრაფად მივაყარე, შემდეგ კი ტელეფონი კომოდზე დავაგდე და კარისკენ გავიქეცი. როგორც კი კარი გავხსენი, ხმამაღლა ვიკივლე, შემდეგ კი ჩემს ორ გვრიტს ჩავეხუტე, თან ხან ერთს ვკოცნიდი, ხან მეორეს.
-ღმერთო, არ მჯერა, საშინლად მომენატრეთ! -სახლში შემოვუშვი, შემდეგ კი ლუკას მივეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.
-გეტყობა კარგად დაისვენე, ქალბატონო -კატომ ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი ლუკა დივანზე დააგდო, თვითონ კი კალთაში ჩაუჯდა. თავი გავაქნიე და გამეცინა.
-როგორ ხართ, რა ხდება ახალი? -მათ წინ დავჯექი და ტელევიზორი გამოვრთე.
-ამის ხელში როგორ უნდა ვიყო? - ლუკამ კატოზე მიმანიშნა. ღმერთო, რა ეშველებათ.
-აი, ასე -კატომ ხელები სახეზე მოკიდა, მისკენ მიატრიალა და ნაზად აკოცა. ლუკამ ხელები წელზე მოხვია, თვალები დახუჭა და მას აყვა. თავი გავაქნიე, შემდეგ კი დივნიდან წამოვდექი, რომ რაიმე საჭმელი გამემზადებინა. სიცილით გავედი სამზარეულოში, როდესაც ტელეფონზე დემეტრემ მომწერა. მომიკითხა, თუ მშვიდობით მოვედი სახლში. მივწერე, რომ მის გარეშე მგზავრობა მოსაბეზრებელი იყო, თუმცა უსაფრთხოდ ვიმგზავრე. მითხრა, რომ უკვე ვენატრებოდი, რაზეც იგივე პასუხი მივწერე, შემდეგ კი ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ მოგვიანებით მივწერდი, რადგან სტუმრები მყავდა.
გადავწყვიტე, რომ რადგან დღეს ორი, ჭამაში დიდი ოქროს ჰამბურგერის ჯილდოს მფლობელები მყავს სახლში, რაიმე მსუყე და ნოყიერი გამეკეთებინა. ლაზანია გავამზადე, ლაზანიასთან ერთად კი ლუკასთვის სტეიკი შევწვი, რადგან ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვარს, კატოსს კი ლაზანიაც ანაყრებს. მაგიდა გავშალე. ფორთოხლის ნატურალური წვენი მაგიდის ცენტრში დავდგი. თეფშები და ჭიქებიც დავალაგე, შემდეგ კი ბავშვებს დავუძახე. ისინიც სირბილით შემოვარდნენ, თან ერთმანეთს ასწრებდნენ და ყვიროდნენ, პირველი მე მივალო.
-ნელა, არ დამიმტვრიოთ ჭურჭელი -თვალები ავატრიალე, როდესაც უზარმაზარ ჭურჭლის კარადას დაეჯახნენ, თან დავუყვირე. ორივემ გაიცინა, ლუკა ჩემთან მოვიდა, ხელში ამიყვანა და მაკოცა.
-ჩემი ბრაზიანი დაიკო -მეც მოვხვიე ხელები და შუბლზე ვაკოცე. ეჭვიანი კატო შემოგვიძვრა და ხელები მოგვხვია. გამეცინა და მასაც ვაკოცე.
-თქვენ რომ არ მყავდეთ ჩემს ცხოვრებას არანაირი აზრი არ ექნებოდა -ორივეს ჩავჩურჩულე, შემდეგ კი მაგიდას მივუსხედით. გემრიელად მივირთვით, თან ვლაპარაკობდით. მიყვებოდნენ როგორ აღმოჩნდნენ ერთად ერთ საწოლში კლუბში დათრობის შემდეგ და მაშინ მიხვდნენ, რომ მათგან კარგი წყვილი დადგებოდა და მას შემდეგ ერთად არიან. კატო ლუკას დასცინოდა, ძალიან მორცხვი არისო, რაც სრული აბსურდია. უბრალოდ კატო არის ზედმეტად თამამი. სიმართლე გითხრათ, კატოსთან სხვანაირი ბიჭი არც წარმომიდგენია. ორივესთვის საუკეთესო მინდა და ერთმანეთისთვის ნამდვილად საუკეთესოები არიან.
ჩვენი ჭორაობის შემდეგ მისაღებში MTVის დაჯილდოვებას ვუყურებდით, თან ვარსკვლავების ჩაცმულობას განვიხილავდით. ზოგს ძალიან უგემოვნოდ ეცვა, რაც მე და კატოს სასაცილოდ არ გვყოფნიდა. ზოგადად ასეა. ადამიანს როდესაც ფული თავზე საყრელად აქვს, ყველაფერ უგემოვნოზე ფიქრობს, რომ უხდება.
ჩვენს საუბარში ისე დაგვაღამდა, რომ ვერც კი მივხვდით დრო როდის გაიპარა. კატომ მკითხა, როგორ დაისვენეო. თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, როდესაც მათთანაც ტყუილის თქმა მომიწია. კი, ვუთხარი, რომ ძალიან კარგად დავისვენე და ეს მართალია, მაგრამ რათქმაუნდა დემეტრეზე ვერაფერს ვერ ვეტყოდი, რადგან ამ შემთხვევაში მე არ ვარ მართალი და ისინიც არ გამამართლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არცერთი არ მაქცევს ზურგს, მაინც მირჩევნია, რომ მოვკეტო.
ლუკას და კატოს ვეუბნებოდი, რომ სამსახური ძალიან მომენატრა, როდესაც კარზე ზარი იყო. ვიფიქრე, რომ დედა და მამა ჩამოვიდნენ. სამივე სახარულით წამოვიჭერით ფეხზე და კარისკენ გავიქეცით. როდესაც სახელურს ხელი დავტაცე და გავხსენი სახეზე ღიმილი შემეყინა. ცივმა ოფლმა დამასხა და ერთადერთი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ ეს ყველაფერი როგორ ამეხსნა ლუკასთვის.
ალექსი ზღრუბლზე იდგა, ხელი კი ზუსტად იმ ქერა გოგოზე ჰქონდა გადახვეული, რომელიც ბარში დავინახე, მასაჟს რომ უკეთებდა და კისერში კოცნიდა. ალექსიც დაბნეული იყო. მის ჩაწითლებულ თვალებში შიში დავინახე. სწრაფად უნდა მემოქმედა რაღაც, თორემ ლუკა უეჭველად ცემაზე გადავიდოდა.
-ემილი! -ყალბი ღიმილი ავიკარი და იმ ქერა ძუკნას გადავეხვიე, რომელიც ალექსთან ერთად იყო. ნამდვილად არ მინდა ალექსის მკვლელობისთვის ჩემი ძმა ჩაჯდეს ციხეში. ალექსი გაოცებული სახით მიყურებდა. შემდეგ მიხვდა, რომ ამ პატარა თამაშში ამყოლოდა. სახლში შემოვიდა, ლუკას ხელი ჩამოართვა, კატოს კი გადაეხვია.
-ეს ალექსის ბიძაშვილია, გაიცანით. -ბოზანკალა სახლში შემოვიპატიჟე. ალექსი კი ჩემსკენ წამოვიდა, როგორ მომენატრე ჩემო საყვარელოო. ჩვეულებრივი ა. იცის, რომ ამაზე პასუხს მოვთხოვ. ვისთანაც უნდა იმასთან მიღალატოს, მაგრამ ჩემი სახლის წაბილწვის უფლებას არ მივცემ. ალბათ იფიქრა, ბარბარა მაინც არ არის სახლში და იქ წავიყვან ამ ძუკნასო, მაგრამ სახლში საოცარი სიურპრიზი დახვდა. როდესაც ალექსი ჩამეხუტა მეც მოვხვიე ხელები და მხარზე იმდენად მწარედ ვუკბინე, რომ მივხვდი, მალე იყვირებდა.
როდესაც ''სტუმარი'' სახლში შევიპატიჟე, იქვე დავჯექით. ქერა ლამაზმანი იმდენად დაბნეული იყო, რომ ხმას ვერ იღებდა. დაახლოებით ნახევარ საათში ლუკა და კატო წავიდნენ, თან დამიბარეს, ხვალ ვახშამზე გეპატიჟებითო, რაზეც რათქმაუნდა უარი არ მითქვამს. როდესაც კარიდან გავიდნენ მისაღებში შევედი, სადაც ალექსი ისე იჯდა, თითქოს არაფერი მომხდარაო.
-რაო ალექს, შენმა ქალაქ გარეთ გასვლამ არ ჩაიარა ისე, როგორც გეგმავდი? -ღიმილით ვკითხე და მის წინ ჩამოვჯექი.
ახლა იწყება თავდავიწყება.
**********
ალექსი იმდენად დაბნეული იყო, რომ ხმასაც ვერ იღებდა. დაწითლებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თან კარადიდან გამოღებულ მარტინს პირდაპირ ბოთლიდან სვამდა. ჯერაც არ სჯეროდა, რომ ასე მწარედ გამოვიჭირე.
-მისმინე ბარბარა, შემიძლია ყველაფერი აგიხსნა -ჩემს წინ მუხლებზე დაემხო, თავი კი ზედ დამადო. ზიზღით მოვიშორე და ფეხზე ავდექი. ქერა გოგონას შევხედე, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა.
-ძუკნა, შენი თავი მართლა სტუმარი ხომ არ გგონია? -ღიმილით ვკითხე, თან ხელიდან ჩანთა გამოვართვი, შემდეგ კი თავით ვანიშნე, რომ ამდგარიყო. წარმომიდგენია რამდენჯერ ყავს აქ მოთრეული თავისი ნაშები და რამდენჯერ მიუნიჭებია სიამოვნება სხვისთვის, პირდაპირ ჩვენს საწოლზე. ქერა ფეხზე წამოდგა, ალექსს თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი კარისკენ წავიდა.
-ბარბი, შემიძლია ეს ყველაფერი აგიხსნა -კიდევ ერთხელ გაიმეორა, რაზეც გამეცინა.
-გისმენ, ძილის წინ ზღაპრები ძალიან მიყვარს ხოლმე -ღიმილით ვუთხარი, შემდეგ კი დივანზე დავჯექი. რამდენიც არ უნდა ვუარყო, მაინც მტკინვეულია, როდესაც გღალატობენ, თუმცა უფლება არ მაქვს მე ამაზე პრეტენზია მქონდეს. სანამ ალექსს გამოვიჭერდი, იქამდე მე ვიყავი ის ერთადერთი, რომელმაც დემეტრესთან რომანი გააბა.
-გეფიცები, დღეს პირველად ვნახე ის. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე, რომ სახლში მომეყვანა, მისი სახელიც კი არ ვიცი -თავი გააქნია, თან ჩემსკენ წამოვიდა, რომ მომხვეოდა. ხელით ვუჩვენე, რომ გაჩერებულიყო. მინდოდა სახეში შემეფურთხებინა ასეთი ტყუილისთვის. მინდოდა სახეში მეყვირა, რომ ნამდვილი იყო და მასთან ერთად სხვა დროსაც მყავს შემჩნეული, თუმცა ჯერ ამის დრო არ იყო.
-ისედაც ნასვამი ვარ და როდესაც ქერა გოგონა დავინახე შენთან გავაიგევე. ძალიან მომენატრე და მის ადგილას შენ წარმოგიდგინე ბაბი. მეგონა, რომ შენ იყავი. -მის ზღაპრებზე თვალები დავაჭყიტე. როგორ შეუძლია ასეთი ნაძირალა იყოს?
-ქერაც ვყოფილვარ და არ მცოდნია. -თავს ძალა დავატანე, რომ ისევ გამეცინა. სიმართლე გითხრათ გული იმაზე მტკივა, რომ ახლა, ამ გადმოსახედიდან, ვხვდები რომ ჩვენი ურთიერთობა სრული ნაგავი ყოფილა. ტყუილზე აგებული 'სიყვარული'. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ალექსს არასოდეს ვყვარებივარ. დარწმუნებული ვარ, რომ თავიდანვე ეგრე მატყუებდა, თუმცა ვერ ვხვდები რაში აწყობდა ჩემთან ქორწინება, თუკი არ ვუყვარდი. ალექსმა მარტინის ბოთლი მაგიდაზე დადო, შემდეგ კი ისევ ჩემსკენ წამოვიდა. უკან სვლით კედელს მივეკარი, მანაც დრო იხელთა და უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან. ხელი წელზე მომხვია, შემდეგ კი თავი დახარა და ყელში მაკოცა. თვალები დავხუჭე და კბილები ენას დავაჭირე, რომ არ მეყვირა, ან გული არ ამრეოდა. მისი შეხება ცუდად მხდის.
-ალექს, გაჩერდი -წყნარად ვუთხარი. ჩემი ნათქვამი თითქოს ვერ გაიგო, პერანგის ღილები შემიხსნა და ხელი მკერდზე მომიჭირა. ხელი პირზე ავიფარე, რომ ცუდად არ გავხმდარიყავი. სასწრაფოდ უნდა ველაპარაკო განქორწინებაზე. ასე ყოფნა არ შემიძლია.
-მომენატრე -უხეში ტონით მითხრა, შემდეგ კი ხელები დამიჭირა და კოცნა განაგრძო. თავს აქეთ-იქით ვატრიალებდი, თან ვთხოვდი, რომ გაჩერებულიყო. ეს ყველაფერი ვიცი, რომ კარგს არაფერს მომიტანდა.
-ალექს, საკმარისია -დავუყვირე, შემდეგ კი ხელი ძლიერად ვკარი, რომ მომშორებოდა. ოდნავ წარბოძიკდა, რაზეც დრო ვიხელთე და ოთახში გავიქეცი. ალექსიც გინებით გამომეკიდა უკან. ნელ-ნელა პანიკაში ვვარდებოდი, რაც არ იყო კარგი. თუ არ დავწყნარდები საქმეს უფრო გავაფუჭებ. მისგან რომ მივრბივარ მაგით რა შეიცვლება? როდესაც ოთახში შევედი, ტელეფონს ვწვდი, რომ ლუკასთვის დამერეკა, თუმცა ალექსი შემოვიდა, ტელეფონი ხელიდან გამომართვა და დივანზე ისროლა.
-რა ჯანდაბა გჭირს, ბარბარა! -დამიღრიალა -ბოლო რამდენიმე ხანია ჩემგან გარბიხარ. ვინმე გაიჩინე? ჩემზე უკეთესად გჟიმავს და ახლა მე აღარ გინდივარ?
გაბრაზება და შიში ერთმანეთში ამერია. ხელი ავწიე, შემდეგ კი იმდენად ძლიერად დავარტყი სახეში, რომ ხელი ამეწვა.
-სიტყვები შეარჩიე -ზიზღით ვუთხარი და პერანგი შევიკარი.
-შენი დედაც, პატარა ძუკნა -ხელი დამიჭირა, შემდეგ კი საწოლზე გადამაგდო. ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი, თუმცა ეს არ ადარდებდა. პერანგი ტანზე შემომახია, შემდეგ კი კაბის მატერიას დაწვდა და წამებში გახია. როდესაც დაიხარა, რომ ეკოცნა, მხარზე კბილებით მოვეჭიდე და იმაზე უფრო მწარედ ვუკბინე, ვიდრე ნახევარი საათის უკან, როდესაც სახლში ნამდვილი ძუკნა მოიყვანა. ხელს მკერდზე ვურტყამდი, რომ თავი დაენებებინა, მაგრამ ამის ნაცვლად იმდენად ძლიერად გამარტყა სახეში, რომ კინაღამ გონება დავკარგე, თვალებიდან კი სიმწრის ცრემლები წამომივიდა.
-ვერსად გამექცევი -საზიზღარი, უხეში ტონით მითხრა, შემდეგ კი ისევ კოცნა განაგრძო. გულის რევის შეგრძნება მის შეხებასთან ერთად უფრო იზრდებოდა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო.
***
საწოლზე სრულიად უემოციოდ ვიწექი. ცრემლებიც კი აღარ მომდიოდა. ალექსის დარტყმის გამო მთელი სახე მიხურდა, ხელებში კი იმის ძალაც არ მქონდა, რომ შიშველი სხეული დამეფარა. ვგრძნობდი როგორ მტკიოდა თითოეული კუნთი, თითოეული ნაწილი, სადაც უხეშად მეხებოდა.
როდესაც გავიგე, რომ ტელეფონი მირეკავდა თავს ძალა დავატანე, რომ ავმდგარიყავი, თუმცა ამის ძალაც აღარ მქონდა. ნამდვილი ცხოვრელია, რომელსაც თავისი სურვილების გარდა სხვა არაფერი არ ადარდებს. მისი ცოლი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფლება აქვს, ჩემზე ძალა იხმაროს. ჩემს ასეთი დამცირების უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემ. საბოლოოდ, როგორც იქნა საწოლიდან წამოვდექი და დივნიდან ჩემი ტელეფონი ავიღე. დემეტრეს ნარეკი იყო, თუმცა ახლა ვერ ვუპასუხებ. იმდენი ყვირილით ხმაც კი ჩამწყდარი მაქვს. როდესაც ბარძაყებს დავხედე, დავინახე ჩალურჯებული ადგილები, რომელიც იმაზე დიდი იყო, ვიდრე წარმოვიდგენდი. ფეხზე თითები გადავისვი, შემდეგ კი ტანზე ხალათი მოვიხვიე. დემეტრეს მივწერე, რომ ალექსიც სახლში იყო და ვერ მივწერდი, ხოლო როდესაც მოვიცლიდი აუცილებლად ვუპასუხებდი. ტელეფონს ხმა გამოვურთე, თუმცა მაშინვე მომივიდა მესიჯი.
''უფლება არ მისცე, რომ შეგეხოს. მხოლოდ ჩემი ხარ.''
მის მესიჯზე სიმწრისგან ჩამეცინა. არ ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტე მეთქვა, რომ ალექსთან სექსი მქონდა და ასეც მოვიქეცი. როდესაც მესიჯი გავუგზავნე, ტელეფონი დივანზე მივაგდე, შემდეგ კი ქვევით ჩავედი. ალექსი მისარებში მოუსვენრად დადიოდა, თან თავზე ეწყო ხელები. როდესაც დავინახე, თავი შევიკავე, რომ აქვე არ ამრეოდა გული. კიდევ ერთი დიდებული მიზეზი მაქვს, რის გამოც აუცილებლად დავშორდები.
-ბარბარა -როდესაც დამინახა ჩემსკენ წამოვიდა, თან სახეზე ფერი არ ედო. -ბაბი.
-არ მომეკარო, თორემ ვიღრიალებ. -სრულიად სერიოზულად გავაფრთხილე. ჩემს წინ გაჩერდა, ხელები კი გზაშივე გაუშეშდა, როდესაც აპირებდა, რომ მომფერებოდა.
-ბაბი, მაპატიე, გთხოვ. გეფიცები, არ ვიცი რას ვფიქრობდი, სრულიად გათიშული ვიყავი. გთხოვ -მუხლებზე დამხო, შემდეგ კი ტირილი დაიწყო. ზიზღისგან ხელები ამიკანკალდა და თვალები ძლიერად დავხუჭე, რომ ჩემს წინ დაჩოქილზე ფეხები არ მერტყა.
-განქორწინებას მოვითხოვ. ყოველგვარი ახსნის გარეშე, საბუთებს მე მოვაგვარებ. შენი სახის დანახვა აღარ მინდა. გულს მირევ. მეზიზღები. -ასე გულწრფელად მისთვის ცხოვრებაში არასოდეს არაფერი არ მითქვამს. ალბათ სახეზეც შემატყობდა რამდენად მძულდა.
-რა? შანსი არაა -მაშინვე ფეხზე წამოხტა და ხელები ჰაერში აიქნია -ბაბი, გთხოვ, კიდევ ერთი შანსი. გთხოვ.
-შენი ერთი შანსი, განქორწინებაა. სხვა შემთხვევაში ციხეში ამოყოფ თავს. გპირდები.
-შანსი არაა, რომ საბუთებს ხელი მოვაწერო! -დაიყვირა. -მირჩევნია ციხეში აღმოვჩნდე, ვიდრე შენ გაგშორდე.
-ახლა არ მითხრა, რომ სიყვარულის გამო არ გინდა ჩემთან გაშორება -ზიზღით მივახალე, შემდეგ კი მეორე სართულზე ავბრუნდი.
-ბარბარა, გპირდები გამოვსწორდები, მაგრამ ისეთ რაღაცას ნუ მომთხოვ, რაზეც არ დაგთანხმდები.
-ჯანდაბამდე გზა გქონია, ალექს. -სანამ ოთახში შევიდოდი იქამდე ვთქვი, შემდეგ კი კარი ჩავკეტე და ტელეფონს დავწვდი. დემეტრეს 13 შემოსული ზარი და 9 მესიჯი დამხვდა. ვაპირებდი, რომ ისევ მესიჯი მიმეწერა, თუმცა ისევ მირეკავდა. სხვა გზა არ იყო, უნდა მეპასუხა.
-გისმ.. -ლაპარაკის დაწყება არ დამაცადა, რომ ყურში ჩამყვირა. აბაზანაში შევედი, შემდეგ კი წყალი მოვუშვი, რომ ჩემი ხმა გარეთ არ გასულიყო.
-ბარაბარა! რას ქვია, ალექსთან იწექი? იმის წარმოდგენაც, რომ ის გეხება ცუდად მხდის! -ყურში ჩამყვიროდა.
-არ დაგავიწყდეს, რომ გათხოვილი ქალი ვარ, დემეტრე! -ჩამწყდარი ხმით დავუყვირე. არ მინდა დემეტრემ გაიგოს, რომ ალექსმა ძალა იხამარა ჩემზე. საერთოდ, რაზე ვფიქრობდი, რომ მივწერე ალექსთან ვიწექი-მეთქი? ნერვებმა მიმტყუნეს.
-ხომ მითხარი, რომ მას გაშოდებოდი? ამის ნაცვლად რა გააკეთე? სახლში დაბრუნდი და მას გაუშალე ფეხები! -მის სიტყვებზე თვალები დავხუჭე. ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა სხეული.
-მე მისი ცოლი ვარ, მე კი შენი არჩევანი. იცოდი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა ადვილი არ იქნებოდა, ძალიან კარგად იცოდი. გათხოვილ ქალთან ყოფნა ასეთი მარტივი არ არის. -ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩემი აკანკალებული ხმა არ შეემჩნია. -თუ ამის ატანა არ შეგიძლია მანამ, სანამ მას დავშორდები, შეგიძლია რომ საერთოდ დაივიწყო ჩემი სახელი. -ტელეფონი გავთიშე, შემდეგ კი აბაზანაში წყალი მოვუშვი, ხალათი გავიხადე და ცხელ წყალში ჩავწექი. ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა, თვალებიდან ლოყებამდე. ცხელი წყალი დაძაბულ სხეულს მოდუნებაში ეხმარებოდა, თუმცა მაინც არ ამომდიოდა გონებიდან, როგორ მაკავებდა ალექსი საწოლზე და როგორ მოძრაობდა ჩემს ზემოდან, ჩემი თანხმობის გარეშე. შემდეგ კი დემე. ბიჭი, რომელიც ვიფიქრე, რომ ჩემს მიმართ გამგებიანი იქნებოდა, თუმცა ამაშიც შევცდი. სულელი ვარ რომ ვუთხარი, თითქოს ჩემი ნებით ვიყავი ალექსთან, თუმცა რომ მეთქვა, რომ ალექსმა ძალით გამაკეთებინა ეს, ვიცი რომ მოკლავდა.
თვალწინ ის დღე დამიდგა, როდესაც დემესთან ვიყავი სახლში. შუა დღე იდგა, ბარბარა ბებიაც არ იყო სახლში. დემეტრემ მითხრა, რომ გაგვესეირნა. ველოსიპედებს შემოვაჯექით და მისი სახლისგან ოდნავ მოშორებით წავედით. სრულიად მწვანე ბალახში, ოქროსფერი ხის ფოთლები ეყარა, რაც ზამთრისთვის ზედმეტად არადამახასიათებელი იყო. დემეტრეს პარკში ბანანები და ტკბილეული ედო. როდესაც ველოსიპედებით სიარულით და გასწრობანას თამაშით დავიღალეთ, შუა გზაზე გავჩერდით, ჩვენი 'ტრანსპორტი' მწვანე ბალახზე დავაყენეთ, ჩვენ კი ძირს წამოვწექით. დემეტრე შორიდან მიყურებდა, თან დამატყვევებელი ღიმილით მაჯილდოვებდა. მე კი ბანანს ისე შევექცეოდი, თითქოს მისი მზერა ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, არადა გულის სიღრმეში გაზაფხული დგებოდა. თითქოს შიგნით ყვავილები იშლებოდნენ და შიგნიდან მიღუტუნებდნენ. ასეთი გრძნობები მხოლოდ მასთან მაქვს გამოცდილი. დემე ამას ცდის გარეშე, უბრალო შემოხედვით ახერხებს.
დემეტრე ფეხზე წამოდგა, მის ფოტო აპარატს ხელი დაავლო და სურათების გადაღება დამიწყო, რაზეც არაფერს ვეუბნებოდი. პირიქით, მსიამოვნებდა კიდეც, რომ მისთვის ასეთი ძვირფასი ვიყავი და უნდოდა, რომ მისი კამერის წინ მემუშავა. როდესაც ფოტოების გადაღება დაასრულა, ფეხზე წამომაყენა, ბალახზე ჩამოჯდა, კალთაში ჩამისვა და ფეხები მის წელზე მომახვევინა. ერთმანეთს ვეფერებოდით, უხმოდ, თუმცა უზარმაზარი გრძნობით, რომელიც ორივეს ჩვენთვის, გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში გვქონდა მიმალული. ნაზად ვკოცნიდით ერთმანეთს, შემდეგ კი ვიცინოდით.
როდესაც წარმოვიდგინე, რომ ეს ყველაფერი შეიძლება აღარ გამეორებულიყო, თვალებიდან ცრემლების ახალი ნაკადი წამომივიდა და იმ დღეს ვწყევლიდი, როდესაც ალექსს შევხვდი. მას ჩემთვის უბედურების გარდა არაფერი მოუტანია.
**************
როდესაც აბაზანიდან გამოვედი, ჩემს თავს შემოვუძახე, რომ ახლა, ამ მომენტში არ უნდა გამომეჩინა ჩემი სისუსტე. ცრემლები მოვიწმინდე, შემდეგ კი სარკეში ჩავიხედე. ცხოვრებაში პირველად დავინახე, რომ სარკიდან ძლიერი ქალის ნაცვლად, გატეხილი გოგონა მიყურებდა. გოგონა, რომელიც ხვდებოდა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. გოგონა, რომელიც ნანობა, რომ საერთოდ გაიცნო ალექსი. გოგონა,რომელიც დაუფიქრებლად მოიქცა. გოგონა, რომელსაც შეუყვარდა. შეუყვარდა ისეთი მამაკაცი, რომელიც არ უნდა შეყვარებოდა.
თვალებიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე. თმა კოსად ავიწიე, შემდეგ კი ტანზე ჩავიცვი. სახეზე ტონალური დავიდე, რომ ალექსის თითები არ დამტყობოდა. ზედმეტად ნაზი კანი მაქვს და ადვილად მილურჯდება ოდნავ მირტყმულიც კი. როდესაც გავემზადე, ტელეფონი ხელში დავიჭირე და გარეთ ისე გავედი, რომ ალექსისთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს. მანქანა გავხსენი, საჭესთან მოვთავსდი და მამაჩემთან წავედი. ადრე პოლიციელი იყო, აუცილებლად უნდა გავარკვიო ალექსის ყველაფერი და მამა ამაში აუცილებლად დამეხმარება.
როდესაც გზაზე მივდიოდი, ვხვდებოდი რომ წნევა ძალიან მქონდა აწეული. თვალები მეხუჭებოდა, კისერი კი იმდენად დამძიმებული მქონდა, მეგონა რომ ზედ ერთ ტონიანი კასრი მედო. როდესაც ჩემს საყვარელ კაფე-საფუნთუშეს ჩავუარე, გულმა რეჩხი მიყო. გონებაში ის ამომიტივტივდა, როგორ ვნახე დემეტრე პირველად. როდესაც ის ჩემი და ალექსის მაგიდასთან მოვიდა, მახსოვს როგორ თავაზიანად გაგვიმასპინძლდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ის მეფუნთუშე ბიჭუნა, მომავალში ჩემთვის მთელი სამყარო გახდებოდა. მისი თვალები ჩემი უსასრულობაა. მისი თითები - ჩემი სუსტი წერტილი,მის ლოყებზე არსებული ღრმულები - ჩემი სამოთხე. ხოლო მისი უზარმაზარი მკლავები კი ჩემი სახლია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი. არ ვიცი როგორ ვაპირებ ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრებას. არც ის ვიცი ოდესმე მას კიდევ თუ ვნახავ.
ჩემს ფიქრებში ისე ჩავიძირე, რომ ვერც კი გავაიზრე როდის მივადექი მამაჩემის და ლუკას კორპუსს. მანქანიდან გადავედი, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, შემდეგ კი კიბეები ავიარე. მართალია, ტელეფონი გამორთული მაქვს, მაგრამ რამეში რომ დამჭირდეს მინდა, რომ აქ მქონდეს.
მეორე სართულზე რომ ავედი, ლუკას ბინიდან მისი ყვირილის ხმა გამოდიოდა, კატო კი მას ამშვიდებდა. მესმოდა, როგორ ეუბნებოდა, იქნებ მისი მეგობარი იყო, ჯერ მას დაურეკე და ისე იჩხუბეო. გული ამიჩქარდა, იმედია მათ არ იჩხუბეს. გასაღები ჯიბიდან ამოვიღე, შემდეგ კი შიგნით შევედი. ჯერ ბნელი კორიდორი გავიარე, შემდეგ კი ნათელ ოთახში შევედი, სადაც ატო ლუკას ეხვეოდა. მასაც ძლიერად ჰქონდა ხელები მოხვეული კატოს წელზე და თავზე კოცნიდა.
-ჰეი -ხმადაბლა ვთქვი. ჩემს ხმაზე მაშინვე ორივე შემოტრიალდნენ. მამაჩემი კი ნერვიულობისგან აქეთ-იქით დადიოდა. როდესაც დამინახეს, ლუკას სახეზე სიბრაზე გამოეხატა, კატო კი ჩემსკენ გამოიქცა და მთელი ძალით მომეხვია.
-რა ხდება?! -სრულიად დაბნეულმა ვიკითხე, შემდეგ კი კატოს მკლავებიდან გამოვძვერი.
-ალექსმა დარეკა რამდენიმე წუთის უკან -ლუკამ დაიწყო ლაპარაკი. ცოტაც და ალბათ მიყვირებდა.
-მერე, რაო? -გული ამიჩქარდა. რა ესაქმება ალექსს ჩემს ძმასთან, ან რა ნამუსით რეკავს მასთან?
-ქალაქ გარეთ ვისთან ერთად იყავი? -კითხვა შემომიბრუნა. მაშინვე ცივმა ოფლმა დამასხა. ხელები ერთმანეთს ძლიერად მოვუჭირე და ვცდილობდი, რომ არაფერი შემემჩნია.
-უკაცრავად? -თითქოს ვერ ვხვდებოდი რას მეკითხებოდა. ნამდვილად შარში ვარ.
-ალექსმა მითხრა, მეზობლებს დაუნახიხარ ვიღაც ბიჭთან ერთად რომ იყავი. ასე უთქვამთ მისთვის, როგორც კი ქმარი სახლიდან გაისტუმრა მაშინვე ვიღაც ბიჭთან ერთად წავიდა სახლიდანო -ლუკა ჩემსკენ წამოვიდა. ტუჩები ამიკანკალდა, თვალებში კი ცრემლები ჩამიდგა. -შენს სირ ქმარს ვუთხარი, რომ ის ბიჭი მე ვიყავი და როდესაც ის ქალაქ გარეთ გავიდა, მე მოგაკითხე სახლში, თუმცა ორივემ კარგად ვიცით რომ ეს სიმართლე არ არის.
-ლუკა.. -მეც არ ვიცი რის ახსნას ვაპირებდი, როდესაც პირი გავხსენი სალაპარაკოდ. ფაქტია, რომ ლუკა ნელ-ნელა ყველაფერს ხვდება. ან რა მიხვედრა უნდა?! სრული იდიოტი ვარ.
-რა ლუკა, ბარბარა? -წყობიდან გამოსულმა დამიყვირა. -ქმარი გყავს და სხვა კაცს ხვდები. განა ეს ნორმალურია? -ისევ დაიყვირა. ერთიანად ავკანკალდი, თვალებიდან კი ცრემლები წამომივიდა.
-ლუკა -კატომ დაიყვირა. -იქნებ ჯერ გაგერკვია სიტუაცია და შემდეგ მოქცეულიყავი ასე ტრაკულად?! იქნებ შენს დას რაიმეს ახსნა უნდა და ვერ გეუბნება?! იქნებ ჯერ მოგესმინა მისთვის?! -კატო ჩემსკენ წამოვიდა, შემდეგ კი მომეხვია. ხელები ძლიერად მოვხვიე, თავი კი მის კისერში ჩავრგე. ხმამაღლა, ორი წლის ბავშვივით ვტიროდი.
-ბაბი, დამშვიდდი. სულ რომ არ იყო მართალი, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები -ყურში ჩამჩურჩულა, შემდეგ კი შუბლზე მაკოცა. ისიც ჩემსავით ტიროდა, თან მე მწმენდდა თვალებიდან ცრემლებს. არ ვიმსახურებ ასეთ მეგობარს. არ ვიმსახურებ რომ გვერდით ვინმე მყავდეს. მათაც ტკივილს ვაყენებ ჩემი დაუფიქრებელი საქციელით.
-ბარბარა, აგვიხსნი რა ხდება? -როგორც ყოველთვის, გაწონასწორებული ხმით იკითხა მამამ. ხელები გულ-მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, წარბები კი შეკრული. გაბრაზებული მზერით მიყურებდა, რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი. ეს მზერა ბავშვობიდან არ მიყვარდა. -როგორ ფიქრობ, ნორმალურია გათხოვილი ქალი როდესაც სხვა კაცთან ერთად ატარებს დროს? -გამკიცხავი ტონით მკითხა. ეს ყველაფერი ნერვებზე მოქმედებდა. ჯიბიდან სალფეტკი ამოვიღე. სახეზე წასმული ტონალური მოვიშორე, თან ცრემლებს ვერ ვიკავებდი. როდესაც დავრწმუნდი რომ მაკიაჟი მოვიშორე, ჩემი ლოყა ლუკას და მამას ვანახე.
-და ეს არის ნორმალური? -დავიყვირე -ნორმალურია, რომ ქმარი თურმე ნარკომანია და შენზე ძალას ხმარობს? -ვღრიალებდი, თან თვალებიდან ცრემლები მსდიოდა. -ნორმალურია, რომ ბოლო რამოდენიმე თვე შიშში ვიყავი, ალექსი რომ მთვრალი არ მოსულიყო სახლში? საერთოდ, ნორმლურია, როდესაც ქმარი, რომელიც გეგონა, რომ ტრენერი იყო, საბოლოოდ ნარკომანი და პათოლოგი გამოდგება?! გისმენთ, მიპასუხეთ, ეს ნორმალურია?! -ისევ დავიყვირე. ისედაც ნატკენი ყელი, უარესად ამტკივდა. ვგრძნობდი, რომ ხმა მალე ჩამიწყდებოდა ამდენი ყვირილისგან. -ხო, შეიძლება არ ვარ კარგი ცოლი, რადგან სხვა კაცთან ვიყავი, მაგრამ მის მკლავებში ვიპოვე ბედნიერება. მასთან სიახლოვის არ მეშინოდა. მისი გამოჩენისას გულში სიხარული ისადგურებდა და არა შიში. შიში იმის, რომ მთვრალი იქნებოდა და მცემდა, ანდაც ჩემზე ძალას იხმარდა. -ცრემლები უხეშად მოვიწმინდე. კატო გაოცებული მიყურებდა, თან ცრემლებს იმშრალებდა. ლუკა და მამა გაოცებულები მიყურებდნენ. ალბათ არ ელოდნენ, რომ ამ ყველაფერს ვაღიარებდი. ანდაც, შეიძლება ჩემს სახეზე დალურჯებულმა ადგილმა დააფიქრათ.
-ამ ყველაფერს ვერ გაიგებთ, თუ თქვენ არ გაქვთ გამოცდილი. -თავი გავაქნიე, -ვერ მიხვდებით რამხელა ტანჯვაა, როდესაც საწოლს ისეთ კაცს უნაწილებ, ვისთან ყოფნაც გულს გირევს. ვისი შეხებაც გეზიზღება. ზუსტად ამის ატანა მიწევს ალექსთან. გაშორებაზე მკაცრი უარი მითხრა, მე კი არ შემიძლია მასთან ცხოვრება. თუ გინდათ მიწოდეთ. თქვენი ნებაა. უბრალოდ ქალი ვარ და ბედნიერება მინდა. ბედნიერებისთვის კი, როგორც ჩემი საყვარელი მწერალი ბეგბედერი, ყველაფერზე ვარ წამსვლელი. -გამეცინა, როდესაც მისი ნაწარმოები გამახსენდა. -ისიც სიახლეებს ეძებს ცხოვრებაში და ამას ყველანაირი გზით ცდილობს. თუ ბედნიერებას დღეს ბა ჰქვია, თამამად ვიტყვი, რომ მე ვარ. -კარისკენ ისე წავედი, რომ აღარ დავლოდებივარ მათ პასუხს. მინდოდა მამასთან მესაუბრა, თუმცა ახლა ამის დრო არაა. კი, დამნაშავე ვარ, მაგრამ ალექსიც არ არის ანგელოზი. სახლიდან ლუკას ღრიალის ხმა გამოვიდა, თუმცა აღარ შევბრუნებულვარ. მანქანაში ჩავჯექი. რამდენჯერმე ღრმად ამოვიოხრე, რომ ტირილი შემეჩერებინა. სახლში არ მინდოდა წასვლა, ამიტომ გზას უკან დავუყევი და კაფესთან მივედი. საკუთარმა თავმა გამაკვირვა, როდესაც აქ მოვედი. ფეხები ამიკანკალდა, როდესაც ფანჯარაში შევიხედე. დემეტრე აქ იყო. სრულიად უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა. გჯერათ? აქედანაც კი ვამჩნევდი რამდენად უხალისოდ ესაუბრებოდა ვიღაც გოგონას, რომელიც დახლთან იდგა და წინსაფარი ეკეთა. როგორც ბარბარა ბებიასგან ვიცი, დემეტრე და მისი და ერთმანეთს ძალიან გვანან, ამიტომ დავასკვენი, რომ ეს გოგონა დემეტრეს და არ იყო. ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავდებოდნენ. იმ გოგონას შავი, გრძელი თმა ჰქონდა, თუმცა დემეტრესგან სრულიად განსხვავებული სახის ნაკვთები.
როდესაც დავინახე, როგორ დაადო დემეტრემ ხელი გოგონას მხარზე და რაღაც უთხრა, შემდეგ კი წინსაფარი მოიხსნა, მაშინვე მივხვდი, რომ დემეტრე გარეთ გამოსვლას აპირებდა. სწრაფად წავედი მანქანისკენ, რომ მას არ დავენახე. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვიანობის გრძნობამ შემიპყრო, ვიცი, რომ ეს გოგონა აქ მხოლოდ იმიტომ არის, რომ ამ კაფეში იმუშაოს. ადრე დემეტრემ მითხრა, რომ აპირებდნენ ვინმე აეყვანათ, ვინც აქ იმუშავებდა. როდესაც მანქანაში ჩავჯექი, საკუთარმა თავმა მეორედ გამაკვირვა, როდესაც დემეტრეს ქალაქ გარეთ სახლისკენ ავიღე გეზი. ბარბარა ბებიასთან ლაპარაკი ახლა ყველაზე მეტად მინდა. ვიცი, რომ ის მიმიღებს, დამარიგებს.. დედასთან წავიდოდი, მაგრამ როგორც ვიცი მამასთან გადავიდა ისიც საცხოვრებლად, ამიტომ აღარ მინდა იმ სახლში მისვლა, დროებით მაინც. გზა სრულ სიჩუმეში გავიარე. უამრავ რაიმეზე ვფიქრობდი, თუმცა დასკვნის გამოტანა მიჭირდა. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა რომ დამშორდეს? ასე ყოფნას ყველაფერი მირჩევნია. მირჩვენია მთელი ცხოვრება მარტოობაში ამომხდეს სული, ვიდრე გვერდით მყავდეს მამაკაცი, რომელიც არ მიყვარს. რომელიც ჩემზე ხელს წევს და ჩემზე ძალას ხმარობს. ეს ყველაფერი ჯოჯოხეთს გავს.
როდესაც დემეტრეს სახლამდე ჩავაღწიე, ყოველი წვრილმანი გამახსენდა, რომელიც ამ სახლში გადაგვხდა თავს. მანქანიდან გადავედი, შემდეგ კი პატარა ბილიკი გავიარე, რომელიც მისი სახლის კარამდე მიმიძღვოდა. გზად გოგონა შემხვდა. ქერად შეღებილი თმა მხრებზე ლამაზად ჰქონდა დაფენილი. ზევიდან ღია მელნისფერი, დიდი ზომის მაისური ეცვა, ქვევით კი შავი ჯინსი. ფეხზე კედები ჰქონდა მორგებული. ხელში შავი ფერის ფისუნია ეჭირა, რომელსაც ცხვირი და გულის ნაწილი თეთრი ჰქონდა.
-გამარჯობა -უხერხულად მივესალმე გოგონას, რომელიც სახით დემეტრეს ნამდვილად ძალიან გავდა.
-ჰეი -ღიმილით მომესალმა. ლოყებს უკან ღრმულები გამოაჩინა. -რით შემიძლია დაგეხმარო?
-ბარბარა ბებიასთან ვარ. სახლში არის? -ცრემლიანი თვალები თითით ამოვიწმინდე, თან ნაქსოვი ჟაკეტი გავისწორე. ძალიან ციოდა.
-ბებია ქალაქშია, ჩემს ძმას ეხმარება კაფის საქმეებში. -მხრები აიჩეჩა -წამოდი, შევიდეთ და ალბათ მალე მოვა. რამდენიმე ხნის უკან ველაპარაკე ჩემს ძმას, ბებია უკვე გამოუშვია სახლში, ის კი საქმეზე წავიდა.
-მაშინ იყოს, არ შეგაწუხებთ. -გულწრფელად გავუღიმე გოგონას, რომელიც ძალიან თავაზიანი და საყვარელი იყო. მისი ძმის მსგავსად.
-რა შეწუხებაა, ფინჯან ყავაზე დაგპატიჟებთ -ღიმილით შემომთავაზა, თუმცა უარი ვუთხარი. არ მინდა ჩემთვის უცნობი გოგონა შევაწუხო. მადლობა გადავუხადე, მანქანაში ჩავჯექი და ქალაქში დავბრუნდი.
**********************
დემეტრე

საჭეს ხელს ძლიერად ვუჭერდი, რის გამოც დაზიანებული ადგილებიდან სისხლი მომსდიოდა. კიდევ კარგად ვერ მოვარტყი იმ ნაბიჭვარს. წარმოგიდგენიათ?! ბარში იყო მოსული, სადაც ძმაკაცებს სიამაყით უყვებოდა თუ როგორ იხმარა ძალა მის ცოლზე, რომელსაც მასთან ურთიერთობა არ უნდოდა. და მე რა ვქენი? ბარბარას ვეჩხუბე. წარმომიდგენია როგორ გრძნობს თავს ახლა. ნამდვილი ახვარი კაცივით მოვიქეცი, რომელმაც არ დააცადა საყვარელ ქალს აეხსნა რა ხდებოდა მის თავს. ვიცოდი რომ ალექსი ნადმვილი არაკაცი იყო, თუმცა ის, რაც დღეს მოვისმინე ყველანაირ ფარგლებს სცდებოდა. ძლივს ვიკავებდი თავს, რომ იქვე არ მომეკლა. ჩემი მეგობრები მაკავებდნენ, თორემ ნამდვილად შემომაკვდებოდა. გამაცოფა იმ ფაქტმა, როგორ იჯდა მშვიდად და როგორ უშვებდა ცხვირში ჰეროინს, მაშინ როდესაც ბარბარა ალბათ ნერვიულობისაგან ქუჩებში დახეტიალობს და ტირის. ახლა მასთან სახლში ვიყავი, თუმცა იქ არ დამხვდა. ბარში დაცვას ალექსი და მისი სამეგობრო შავ სიაში შევაყვანინე. ვერ ავიტან ასეთი სირების დანახვას ისევ ჩემს ბარში.
როდესაც უკან, ბარში დავბრუნდი დაცვას ვკითხე, თუ როგორ მიდიოდა საქმე. მითხრეს, რომ პრობლემა არ იყო და ისინი აქ აღარ შემოვიდოდნენ. ბართან რომ მივედი ბიჭები მოვიდნენ ჩემთან
-ხელზე სპირტი დაისხი, გაგიღიზიანდება ჭრილობა -დიტომ მირჩია. თავი გავაქნიე და მისი წინადადება ვუარყავი.
-რა თავს იქნევ -მამუკამ შემომიღრინა, თან კოქტეილს აკეთებდა ვიღაც გოგონასთვის. -შეიხვიე ხელი რომ ძირში არ მოგაჭრან. თან მარჯვენა ხელი ბიჭებისთვის ხომ იცი, რომ საჭიროა. -მიუხედავად იმისა, რომ სიცილის ხასიათზე არ ვიყავი, მასზე მაინც გამეცინა. მოსიარულე ბინძური გონებაა. ჩემი სკოლაა. ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე, როდესაც შეტყობინება მომივიდა. ტასოს მესიჯი დამხვდა, სადაც მწერდა, რომ ვიღაც გოგონა იყო მისული, ნამტირალევი თვალებით და ბებიას ნახვას სთხოვდა.
ბარბარა. ჯანდაბა, ბარბარა ჩემთან იყო სახლში.
სასწრაფოდ გადავურეკე ჯემას უკან, ბიჭებს კი ხელი ავუწიე და ვუჩვენე, რომ მივდიოდი. ორივემ თავი დამიკრა და თავის საქმეს მიუბრუნდნენ, მე კი მანქანაში ჩავჯექი.
-ტასო -ყურში ჩავყვირე.
-რა გაყვირებს, ცხოველო. დავყრუვდი. -ტიპიური ტასო.
-მისმინე, მაგის დრო არ არის. ის გოგონა, მანდ რომ იყო, როგორი იყო?
-ჩვეულებრივი გოგონა იყო დემეტრე, მკერდით, თვალებით, პირით, ხელებით და ფეხებით. -სიცილით მითხრა. როგორც ჩანს მის საყვარელ ტელეშოუს უყურებს და კარგ ხასიათზეა.
-ტასო -ტელეფონიდან შევუბღვირე.
-იმ გოგონას გავდა, ვისი სურათიც მისაღებ ოთახში გაქვს გაკრული, დიდ ტილოზე. ახალ სურათს ვგულისხმობ. -გული საშინლად ამიჩქარდა, როდესაც წარმოვიდგინე ჩემი საყვარელი ქალი, რომელსაც ყველამ ახლა აქცია გული. ტასოს მადლობა გადავუხადე, ტელეფონი გავუთიშე და ბარბისთან დავრეკე. რათქმაუნდა გამორთული აქვს. რამდენი ხანია გამორთული აქვს.
მანქანა დავძარი და ქუჩებში უაზროდ სიარულს მოვყევი.
რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა ვიპოვო. უნდა ვიპოვო და ვუთხრა, რომ მე მის გვერდით ვიქნები ყოველთვის.
****************
ბარბარა

ქუჩებში მანქანით ხეტიალით როდესაც დავიღალე, ერთ-ერთ პარკში გავჩერდი. ტელეფონი ჩავრთე და საათს დავხედე. ღმერთო, ღამის თორმეტი საათი სრულდება, მე კი ქუჩაში უპატრონო ძაღლივით დავხეტიალობ. რამდენიმე წუთში ტელეფონზე უამრავი შეტყობინებები მომივიდა. ძირითადად ლუკას და დემეტრეს მესიჯები იყო. ტელეფონის გამორთვას ვაპირებდი, როდესაც მამაჩემის ზარი შემომივიდა. თავიდან ვიფიქრე, რომ არ მეპასუხა, მაგრამ ამის საპირისპიროდ გადავწყვიტე და ტელეფონს ვუპასუხე. მთხოვა, რომ მასთან მივსულიყავი, რადგან ჩემთან საქმე ჰქონდა. ლუკაზე ვკითხე თუ ისევ სახლში იყო, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღე. მანქანა მოვატრიალე და მამასთან წავედი. მრცხვენია მისთვის თვალებში ჩახედვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირში მივახალე, რომ სხვა კაცთან ვიყავი, თუმცა მასთან აუცილებლად უნდა მივიდე. უნდა გავარკვიო ალექსზე ყველაფერი. ეს თუ არ გავაკეთე, მთელი ცხოვრება უბედური ვიქნები, მე კი ეს არ მინდა.
როდესაც მამასთან მივედი, დედაც იქ დამხვდა. რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა, შემდეგ კი მთელი ძალით მომეხვია. როგორც ჩანს მამამ ყველაფერი უთხრა.
-ჩემი პატარა გოგონა -ყურში ჩამჩურჩულა. მაშინვე მისი სიტყვები ამომიტივტივდა თავში, როდესაც მაფრთხილებდა, რომ ალექსი გამაუბედურებდა.
-ნეტავ თავიდანვე დამეჯერებინა -ხმადაბლა ვუთხარი, შემდეგ კი ღრმად ჩავისუნთქე, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. დედამ ჩემი ნათქვამი დააიგნორა, რადგან არ უნდოდა უფრო გაემწვავებინა სიტუაცია. მამა კი ლეპტოპში რაღაცას აკვირდებოდა.
-ალექსანდრე გადელია.დაბადებული 1993 წლის 6 ივლისს. -მამამ ალექსზე დაიწყო რაღაცის კითხვა. -წარსულში ნასამართლები, ნარკოტიკის გასაღებისა და მოხმარებისთვის.
-დაიცადე, რა?! -ლაპარაკი არ დავაცადე, ისე წავედი მისკენ. ნასამართლები? ხუმრობთ? ალექსი ციხეში იჯდა?
-სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის თანახმად მას ჰქონდა მისჯილი 5 წელი, რადგან მაშინ არასრულწლოვანი იყო/ -მამამ სათვალე მოიხსნა და მე შემომხედა. -ეს ყველაფერი იმ პერიოდში მოხდა, როდესაც მე ლონდონში წავედი. ანუ, ჯერ თქვენ ერთმანეთს არც კი იცნობდით. როდესაც ალექსს შენთან პირველად შევხვდი იმ დღის მერე დავიწყე მასზე ინფორმაციის მოძიება. მისი სახე მეცნო, თუმცა ვერ მივხვდი საიდან, ახლა კი ყველაფერი აშკარაა.
-ღმერთო, არ მჯერა. -თმაში ხელი ნერვულად შევიცურე. მივხვდი, რომ ყველაფერი ამიკანკალდა. წარმოგიდგენიათ?! ნასამართლებია და მე ეს ახლა გავიგე.
-კიდევ წერია მანდ რამე ისეთი, რაც უნდა ვიცოდე? -კმის კანკალით ვკითხე. მამამ თავი გააქნია და კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი თავის ძველი სამუშაოს სიას, სადაც ყველაფერი დაწვრილებით ეწერა იმ ადამიანებზე, რომელიც ოდესმე ციხეში მჯდარან.
-არა, არაფერი აღარ არის -თავი გააქნია და სათვალე მოიხსნა.
-სახლში მივდივარ -სასწრაფოდ ვთქვი და კარისკენ წავედი. დედაჩემი გამომეკიდა, რაიმე შარი არ აიკიდო ალექსთან, შეეშვიო, მაგრამ ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. ყველაფერი უნდა გავარკვიო. სასწრაფოდ მანქანაში ჩავჯექი. შუა გზაში ბენზინმა წითელი ამინთო, ამიტომ ერთ-ერთ ბენზინ გასამართ სადგურზე მივედი. ბაკი ავავსებინე და მაღალი სიჩქარით დავბრუნდი სახლში. ფანჯრიდან შუქი გამოდიოდა. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ სახლის კიბეები სწრაფად ავირბინე. როდესაც ჰოლში შევედი სისხლის ლაქები დავინახე და გული სწრაფად ამიჩქარდა. ხმადაბალი ყვირილის ხმა მოსწყდათ ჩემს ბაგეებს, როდესაც ალექსი დავინახე, რომელიც დივანზე იჯდა და სახიდან სისხლს იწმენდდა.
-რა ჯანდაბაა?! -დავიყვირე. პალტო გავიხადე და იქვე მივაგდე.
-ეგ მე უნდა გკითხო! -როგორც კი დამინახა ფეხზე წამოხტა. -ბარში ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად ვლაპარაკობდი, ვიღაც გრძელთმიანი პიდარასტი მომვარდდა და ნახე რა მიქნა! -მის სახეზე მიმანიშნა -მერე კიდევ სახლში შენი ფსიქოპატი ძმა დამხვდა და იმან დამიმატა! -მიუხედავად იმისა, რომ სასაცილო არ იყო, იმხელა ხმაზე ამივარდა სიცილი, რომ შემრცხვა.
-რა არის სასაცილო? -უფრო გაცხარდა, მე კი სიცილს ვერ ვიკავებდი. ჯერ დემეტრემ, შემდეგ კი ლუკამ. ნეტავ შემეძლოს, რომ მეც ისე ვცემო, როგორც იმსახურებს.
-შენ ხარ სასაცილო -მალევე დავსერიოზულდი -ამაზრზენი ხარ, მეზიზღები.
-რა? რა დაგემართა? -ისეთი შეურაცხადი სახე მიიღო, თითქოს არაფერი დაეშავებინა.
-თავიდანვე , არაკაცი ნარკომანი ყოფილხარ. ნასამართლებიც კი ხარ და მე მეუბნები რა დაგემართაო? -მსუბუქად გამეცინა. შოკირებული სახე მიიღო, რაზეც ისევ გამეცინა.
-საიდან გაიგე? -ხმამაღლა წამოიყვირა -კიარადა, რა სისულელეა! -თავი გააქნია -არაა მართალი, ვიღაცამ მოგატყუა!
-გეყოს ალექს, აღარ გამოგივა! -თავი გავაქნიე -საკმარისია აქამდე რაც მომატყუე!
-მამაშენი, უეჭველად მან გითხრა, ხომ?! -რა?! რა იცის რომ მამაჩემმა მითხრა?!
-ამას რაიმე მნიშნველობა აქვს შენთვის? -კითხვა შევუბრუნე
-ფუ მაგის -გადმოიფურთხა -ნამდვილად ის გეტყოდა! ვიფიქრე, რომ არ ვემახსოვრებოდი მაგ ძაღლიშვილს!
-ტყუილები არასოდეს იმალება, ალექს! -თავი გავაქნიე -შენთან განშორებას მოვითხოვ, თუ არ დამთანხმდები იცოდე, რომ სერიოზული პრობლემები შეგექმნება -სრულიად სერიოზულად ვუთხარი.
-დაივიწყე -დაიყვირა! -შანსი არაა რომ გაგშორდე ბარბარა, არ არსებობს!
-და რა აზრი აქვს ჩვენს ერთად ყოფნას? -მეც დავუყვირე -მითხარი ალექს, რა აზრი აქვს? შენ არ მიყვარხარ, სხვა მიყვარს. შენც ყოველ დღე სხვადასხვა ქალებთან ერთად ათენებ და აღამებ, ასეთ ერთად ყოფნას რა აზრი აქვს?
-ვინ გიყვარს? -გაიცინა -მოდი დავფიქრდეთ, ის ვიღაც , რომელმაც კლუბში მცემა, ხომ? -ისევ გაიცინა. -მისი ხარ, ბარბარა? -იმდენად დამცინავი ტონით მელაპარაკებოდა, რომ ცოტა მეკლდა რომ არ შემეფურთხებინა მისთვის.
-მირჩევნია მისი მერქვას, ვიდრე შენი ცოლი! არაკაცი ხარ, ალექს. ნაძირალა!
-არ დაგშორდები -სიტყვები დამარცვლა და ისე მითხრა. -არ მიყვარხარ, მაგრამ შენთან დაშორება არ მაწყობს. მამაშენის სახელი დღემდე მეხმარება, როდესაც პოლიციაში რაიმე პრობლემები მაქვს, ასე რომ შენთან დაშორება არ მაწყობს. დისკუსიის დასასრული -ხელები აწია და აბაზანაში შევიდა. შენი დედაც, ალექს. ასე უბრალოდ ვერ გამოძვრები. ამ ყველაფერს ასე მარტივად არ შეგარჩენ. ახლა გასაგებია რატომაც არ უნდა ჩემთან დაშორება. ახლა ყველაფერი გასაგებია. ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე, სადაც ლუკას შეტყობინება დამხვდა. ბოდიშებს მიხდიდა და მთხოვდა, რომ ერთ-ერთ პარკში მას და კატოს შევხვედროდი. აუცილებლად უნდა გავაკეთო ისე, რომ ალექსი დაიჭირონ. მძულს. მეზიზღება. ამდენი წელი მიყენებდა. ამდენი ხანი მატყუებდა, თითქოს ვუყვარდი. წარმოგიდგენიათ?! ამას არ შევარჩენ. არ ვაპატიებ ჩემს გაცურებას და დამცირებას. ისევ პალტო უნდა ამეღო, რომ გარედან ნაცნობი ხმა შემომესმა და ფეხებში ძალა წამერთვა. აქ რას აკეთებს ამ შუა ღამისას?
სწრაფი ნაბიჯით გარეთ გავედი. კიბეებზე ჩემი კულულა მოდიოდა. როდესაც დამინახა სახეზე უამრავი ემოცია ჰქონდა გამოსახული. ხმის ამოღება არ მაცალა, სწრაფი ნაბიჯით მოვიდა ჩემთან და ისე ჩამეხუტა, როგორც არასოდეს.
ჩახუტებაზე უარი ვთქვი. არ მინდა რომ ისიც შარში გავხვიო ჩემი პირადი პრობლემებით. იმსახურებს, რომ ბედნიერი იყოს, მე კი მას ბედნიერებას ვერ მოვუტან.
******************
გული საშინლად მიცემდა, რადგან მის მკლავებს ჩემს მხრებზე ვგრძნობდი. თვალები ცრემლებით მქონდა სავსე, რადგან იმ გრძნობის მიმართ, რომელსაც მის მიმართ განვიცდიდი სრულიად უსუსური და უძლური ვიყავი. მინდა, რომ ხელები ძლიერად მოვხვიო და ვუთხრა, რომ მხოლოდ მისთვის ვსუნთქავ, რომ მხოლოდ მან შეძლო, თავდავიწყებით შეეყვარებინა თავი ჩემთვის. მინდოდა მეთქვა, რომ ერთადერთი მამაკაცი იყო, რომელიც ჩემთან მიმართებაში ცამდე მართალი იყო და მაგრძნობინა ის, რასაც ალექსთან ვერ ვგრძნობდი, თუმცა ამის ნაცვლად ხელი ნაზად ვკარი, რომ ჩემგან გაწეულიყო. ამას მხოლოდ მისთვის ვაკეთებ. არ მინდა საკუთარი ბედნიერებისთვის მას ცხოვრება გავუნადგურო. რაც არ უნდა გავაკეთო, ვიცი რომ ალექსი ყველაფრისთვის სამაგიეროს გადამიხდის და არ მინდა ამ პატარა შურისძიების მსხვერპლი ჩემი საყვარელი მამაკაცი გახდეს.
-დემეტრე -როდესაც კიდევ უფრო მომეკრო, ჩუმად ვთქვი და მას მოვშორდი -ალექსი აქ არის. შეგიძლია, რომ წახვიდე.
-წავიდე? -დაიყვირა -აქედან არსად არ წავალ, ბაბი! აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედი. მოვედი, რომ გითხრა რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის და რომ ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს..
-საპატიებელი არაფერი ჩაგიდენია -სიტყვა გავაწყვეტინე.
-ხუმრობ? -ჩაიცინა -იმ ნაბიჭვარმა შენზე ძალა იხმარა და მე ისე გეჩხუბე, თითქოს რაიმეში დამნაშავე ყოფილიყავი.
-ჩემი ბრალია, მე გითხარი ისე, თითქოს მასთან ჩემი ნებით ვიწექი -ეს მართალია. ამის გამო ის თავს ცუდად არ უნდა გრძნობდეს.
-ისეთი რეაქცია არ უნდა მქონოდა, როგორიც მქონდა. ამას არ იმსახურებდი. -თავი გააქნია. ერთი ხელით ჩემი ხელი დაიჭირა და ცერა თითით მეფერებოდა, მეორე ხელი კი ზემოთ ამოწია და თვალებიდან დაუკითხავად წამოსული ცრემლები მომწმინდა.
-გთხოვ წადი. ჩვენს შორის არაფერი გამოვა. ალექსი ჩემთან განქორწინებაზე უარს ამბობს. ჩემთან ბედნიერი ვერ იქნები, დემეტრე -თავი გავაქნიე და მისგან მოშორებით დავდექი.
-შანსი არ არის, რომ აქ დაგტოვო. ამ ტერიტორიას არ დავტოვებ, თუ ჩემთან ერთად არ წამოხვალ -ისევ ჩემთან ახლოს მოიწია. ხელი აწია, რომ შემხებოდა, თუმცა მის შეხებაზე უარი ვთქვი. როდესაც მეხება კანკალი მიბყრობს.
-დემეტრე, არ გესმის? -ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი. არ მადარდებდა თუ ალექსი გაიგებდა ჩემს ხმას. -უბრალოდ წადი და შენი ცხოვრებით დატკბი. ვერ გაგაბედნიერებ. ისეთი ქალი არაფერში გჭირდება, ვინც ასე არის დატანჯული ცხოვრებისგან. ვერაფერს მოგცემ ისეთს, რაც ქალისგან გჭირდება -თავი გავაქნიე და ცრემლები მოვიწმინდე.
-შენგან არაფერი მინდა -თითქმის ყვიროდა -მინდა რომ მე მოგცე ის, რაც ამდენი წლის მანძილზე არ გიგრძვნია! მე მინდა რომ სიყვარული მოგცე, მინდა, რომ გაგაბედნიერო, მინდა რომ ჩემთან ყოფნისას სახეზე გულწრფელი ღიმილი გქონდეს აკრული და არა ყალბი, ტკივილნარევი ღიმილი, რომელსაც ამ ახვართან ყოფნის დროს ატარებდი.
-ვერ გაგაბედნიერებ -მისი სიტყვებით საბოლოოდ გატეხილმა ამოვისლუკუნე და ხელები სახეზე ავიფარე.
-და ფიქრობ რომ შენს გარეშე ბედნიერი ვიქნები? -ხმას დაუწია და თითქმის ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი -ფიქრობ, თუ წავალ ბედნიერი ვიქნები? -თავი დავუქნიე, რაზეც სიმწრისგან ჩაეცინა. ვიცი, რომ ეს მართალია, თუმცა არ მინდა დავიჯერო, რომ ასე იქნება. -როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო, როცა შენი მშვენიერი ღიმილი და თაფლისფერი თვალები არის ჩემი ბედნიერება? -მომიახლოვდა, სახიდან ხელები მომაშორებინა და მასთან ახლოს მიმწია. როგორც ჩვევია, ცერა თითით ცრემლები მომწმინდა, თან ღაწვებზე მეფერებოდა. -აქამდე თაფლის ფერი ჩემთვის უბრალო, არაფრის მთქმელი ფერი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც შენ შეგხვდი ამ ფერმა ჩემთვის ბედნიერების მნიშვნელობა შეიძინა, ბაბი. შენი ღიმილი ჩემი ღიმილის მიზეზი გახდა, ხოლო შენი შეხება ჩემი ნარკოტიკი, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ. შენი ტუჩები, შენი ვარდისფერი ტუჩები ჩემთვის ტკივილგამაყუჩებელია. როდესაც შენ გკოცნი, ყველა ის პრობლემა, ყველა ის ტკივილი, რომელიც წარსულში მაქვს გამოვლილი -მავიწყებს.
-დემეტრე -დავიჩურჩულე და ცრემლების ახალი ნაკადი წამომივიდა. ასეთი სიტყვები ცხოვრებაში არავის არ უთქვამს ჩემთვის. არასოდეს მომისმენია ასეთი წრფელი გრძნობით, გულიდან ამოსული სიტყვები, რომელმაც ერთიანად ამაფორიაქა.
-გავიქცეთ, უბრალოდ წავიდეთ აქედან. მე და შენ -დემეტრეს უცებ სახე გაუნათდა და ისეთი სიტყვები წარმოთქვა, რომლებმაც ჩემში შინაგანი კანკალი გამოიწვიეს. მინდოდა მისთვის რაიმე მეთქვა, ის, რაც პირველი მომადგებოდა პირზე, თუმცა ყველანაირი აზრი გამეფანტა, როდესაც აბაზანის კარი გაიხსნა და იქიდან ალექსი გამოვიდა.
-ვაუ, ვაუ -ჩვენს დანახვაზე ტაში შემოკრა -რა რომანტიული სანახაობა ყოფილა აქ. დაიცადე, დაიცადე -დემეტრეს შეხედა, თვალები დააწვრილა და გაოცებული უყურებდა. გული ხელით მეჭირა. ალექსმა დემეტრეს რაიმე რომ დაშავოს ჩემი ხელით მოვკლავ, შემდეგ კი თავს მოვიკლავ.
-შენ ის ვაჟკაცი არ ხარ, ბარში რომ მცემა? -ჩვენთან ახლოს მოდიოდა. დემეტრეს ხელი მოვკიდე და უკანა ნაბიჯებით დავიწყე სვლა, თუმცა დემეტრე ადგილიდან არ იძვროდა.
-ნამდვილად ის ვარ, არ გეშლები. ხომ არ მოგენატრა ძლიერი დარტყმა? თუ გინდა უკეთესად შეგახსენებ თავს -გაბრაზებული ხმით უთხრა, თუმცა ხმაში დამცინავი სიცილი ერია.
-ახლა გასაგებია რაც ხდება. შენ ჟიმავ ჩემს ცოლს, არა? -ალექსმა თვალები დააწვრილა. მისი ხელები შევათვალიერე და როდესაც დავრწმუნდი, რომ დანა ან რაიმე მაგდაგვარი არ ეჭირა გაბედულად დავუდექი დემეტრეს გვერდით, ჩემი ხელი კი მის ხელში ავხლართე.
-სიტყვები შეარჩიე -კბილებში გამოცრა. ხელი ჩამკიდა და მის მკერდზე მიმიკრა. მის გვერდით თითქოს დაცული ვიყავი, მაგრამ ალექსი იმდენად ავადმყოფია მაინც მეშინია მას რაიმე არ დაუშავოს.
-იცი? სულ გაჩუქებდი ამ ძუკნას, რადგან მე არაფერში არ მადგება, გარდა იმისა, რომ მისი მამიკო წარსულში ძაღლი იყო და მისი სახელი ძალიან მეხმარება დანარჩენ ძაღლებთან. -ტუჩი ისე გადმოატრიალა, თითქოს რაიმეზე ნაწყენი ყოფილიყო. მის დანახვაზეც კი გული მერევა უკვე.
-არაკაცი ხარ -პირში მივახალე. დემეტრეს ხელი გავუშვი, მისკენ წავედი და მკერდზე მთელი ჩემი ძალით დავუწყე დარტყმა. დემეტრემ დაიყვირა, ჩემსკენ წამოვიდა, ხელი წელზე მომხვია და უკან გამომწია, თუმცა მაინც მოვასწარი რომ ალექსისთვის საკმაოდ მწარედ გამერტყა სახეში.
-შენი დედაც, პატარა ძუკნავ! -დაიღრიალა და ჩემსკენ წამოვიდა, თუმცა დემეტრე წინ გადამეფარა და სანამ ჩემამდე მოაღწევდა იმხელაზე დაარტყა, რომ ხმამაღლა დავიწყვირე.
-ამის შემდეგ გეცოდინება ვისზე უნდა აწიო ხელი, ! -დემეტრემ დაიღრიალა და ძირს დავარდნილ ალექსს თავზე დაადგა. აპირებდა, რომ ისევ დაერტყა, თუმცა ცაში აწეული ხელი ძირს ჩამოწია და სიცილით გააქნია თავი, როდესაც დაინახა ალექსმა როგორ აიფარა სახეზე ხელები, შიშისაგან.
-ნამდვილი კაცები, ძირს დავარდნილ კურდღლებს არ ურტყამენ -ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. მისით ძალიან ვამაყობდი. მიხარია, რომ ალექსის დონემდე არ დაეშვა. დემეტრემ ხელი წელზე მომხვია და პირდაპირ ალექსის თვალწინ დაეწაფა ჩემს ბაგეებს. მთელს სხეულში ფეიერვერკი აფეთქდა, გულმა თითქოს წამით ძგერაც კი შეწყვიტა. ხელები კისერზე მოვხვიე და მთელი გრძნობით ვაკოცე.
******************
დემეტრე
ნეტავ ოდესმე შევძლებ ავხსნა ის, რასაც მის მიმართ ვგრძნობ? არა, ეს სიყვარული არ არის. სიყვარული ამ გრძნობასთან ახლოსაც ვერ მოვა. გაღმერთება? ალბათ ეს სიტყვაც არაა შესაბამისი ჩემს გრძნობებთან. არ ვიცი თუ საერთოდ არსებობს ის სიტყვა, რითაც ამ ყველაფერს ავხსნი. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო მაინც ვერ გადმოვცემ ჩემს სათქმელს ზუსტად. ერთადერთი ქალია, რომელიც მინდა რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩემი ფოტოაპარატის წინ პოზიორობდეს. ერთადერთია, რომელიც მინდა, რომ ჩემს გადაღებულ კადრებში წინა პლანზე იდგეს და ყველანაირ მშვენიერ ბუნებას თუ კადრს თავის ხიბლს და სილამაზეს სძენდეს.
-გავიქცეთ -კიდევ ერთხელ გავუმეორე, როდესაც მის ტუჩებს მოვშორდი. -აქედან შორს წავიდეთ, სადაც ალექსი არ იქნება. წავიდეთ იქ, სადაც ჩვენს გრძნობას სახელს მოვუძებნით. მოდი, წავიდეთ იქ, სადაც არ გაგვიჭირდება გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული. წავიდეთ იქ, სადაც ჩვენს გრძნობას მრავალფეროვნებას შევმატებთ.
-წავიდეთ იქ, სადაც ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებენ -ხმადაბლა ჩამჩურჩულა ყურში, შემდეგ კი მთელი ძალით მომეხვია. ხელები წელზე მოვხვიე და ლოყები დავუკოცნე. მისმა სიტყვებმა გული ამიჩქარეს. ცოტაც და პატარა გოგონასავით ავტირდებოდი. ბოლო მომენტამდე მჯეროდა, რომ უარს მეტყოდა. ბაბიმ ხელი ჩამკიდა, შემდეკ კი კარისკენ გაიქცა. მეც მას მივყევი. ისე მირბოდა, თითქოს თავისუფლებას გრძნობდაო.
-დაიცადე -სანამ მანქანამდე მივიდოდით, გავაჩერე. -ალექსს ასე ვერ დავტოვებთ. არ ვიცით შენს გარდა რამდენი ქალისთვის აქვს გული ნატკენი. ჯობია პოლიციას დავურეკოთ. -რათქმაუნდა ამაზე უარი არ უთქვამს. როდესაც 911ში ვრეკავდი ტელეფონი გამომართვა და თვითონ უთხრა ოპერატორს ყველაფერი, ბოლოში კი ისიც დააყოლა, რომ ზურა ყიფიანის ქალიშვილი იყო და რომ ალექსი მისი სახელით აქამდე დიდხანს უსხლტებოდა მათ.
როდესაც ტელეფონი გათიშა, მე დამიბრუნა. თავისი ტელეფონით კი ლუკას და კატოს მისწერა, რომ ჩემთან ერთად მოდიოდა და მათ მალე შეხვდებოდა. მის სახეზე ასეთი ღიმილი არასოდეს შემიმჩნევია. მანქანაში ჩავსხედით და როდესაც პოლიციელების სირენების ხმა გავიგონეთ,მანქანა დავძარი, შემდეგ კი ადგილს მოვწყდით.
..და წავედით იმ ადგილის მოსაძებნად, სადაც სიყვარულს ბანალური სიტყვებით არ ხსნიან.



№1  offline წევრი nineli

ღმერთო ჩემო შეყვარებული ვარ შრნზე ასე საოცრად რომ წერ,,, არ ვიცი როგორ ახერხებ ყველაფრის ასე კარგად, არა კარგა კი არაა საუკეთესოოზე საუკეთესოდ გადმოცემას,, ჩემი ფავორიტი ისტორიაა,,, ყოველი თავი წინათავზე საინტერესო და საოცრად ემოციურია,,, ძალიან მომწონს,,, სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს<3 ყოჩაღ შენ, უნიჭიერესი ხარ! მალე დადე შემდეგი, რადგან ამ ისტორიის ახალ თავს ყოველთვის ველოდებიი მთელი გულით, მინდა რომ არასდროს დასრულდეს და უსასრულოდ წერო,,,,:)))

 


№2  offline წევრი chemibichi

nineli
ღმერთო ჩემო შეყვარებული ვარ შრნზე ასე საოცრად რომ წერ,,, არ ვიცი როგორ ახერხებ ყველაფრის ასე კარგად, არა კარგა კი არაა საუკეთესოოზე საუკეთესოდ გადმოცემას,, ჩემი ფავორიტი ისტორიაა,,, ყოველი თავი წინათავზე საინტერესო და საოცრად ემოციურია,,, ძალიან მომწონს,,, სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს<3 ყოჩაღ შენ, უნიჭიერესი ხარ! მალე დადე შემდეგი, რადგან ამ ისტორიის ახალ თავს ყოველთვის ველოდებიი მთელი გულით, მინდა რომ არასდროს დასრულდეს და უსასრულოდ წერო,,,,:)))

ვფიქრობ რომ ამით დავამთავრო ეს ისტორია და ახალი დავიწყო რამოდენიმე დღეში winked
მადლობა ასეთი შეფასებისთვის love

 


№3  offline წევრი nineli

chemibichi
nineli
ღმერთო ჩემო შეყვარებული ვარ შრნზე ასე საოცრად რომ წერ,,, არ ვიცი როგორ ახერხებ ყველაფრის ასე კარგად, არა კარგა კი არაა საუკეთესოოზე საუკეთესოდ გადმოცემას,, ჩემი ფავორიტი ისტორიაა,,, ყოველი თავი წინათავზე საინტერესო და საოცრად ემოციურია,,, ძალიან მომწონს,,, სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს<3 ყოჩაღ შენ, უნიჭიერესი ხარ! მალე დადე შემდეგი, რადგან ამ ისტორიის ახალ თავს ყოველთვის ველოდებიი მთელი გულით, მინდა რომ არასდროს დასრულდეს და უსასრულოდ წერო,,,,:)))

ვფიქრობ რომ ამით დავამთავრო ეს ისტორია და ახალი დავიწყო რამოდენიმე დღეში winked
მადლობა ასეთი შეფასებისთვის love


:(( აუუ, ძალიან მომწონდა ამ ისტორიის კითხვა, მაგრამ რა გაეწყობა :) დაველოდები შენს ახალ ისტორიას..წარმატებები!

 


№4 სტუმარი Ketis

Dzaaan magariaaaaaaaaa

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

კი, ნამდვილას სჯობია რომ აქ დაამთავრო. ყველაფერი აშკარა და ნათელია უკვე. ძალიან,ძალიან კარგი და გამართული ისტორია იყო. გმადლობ, ასეთი სიამოვნებისთვის. ხშირად გაგვანებივრე ხოლმე:)). ოღონდ, როცა ასრულებ ან სათაურთან მიაწერე ან ბოლოში, თორემ წინა თავზე რომ დააკომენტარე დავასრულე ისტორია და ახლის დაწყებას ვაპირებო ცოტა დავიბენი. კიდევ,ერთხელ გმადლობ:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent