შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

24 თვე (სრულიად)


11-07-2016, 22:18
ავტორი wripawripa123456
ნანახია 4 531

ერთმა ძვირფასმა ადამიანმა მითხრა:
მე ალბათ ადამიანი არ ვარო.
ის სულ სხვას გულისხმობდა, მაგრამ მე ჩემებურად გავიგე.
გაინტერესებთ რატომ?
იმიტომ, რომ არ შეუძლია არავის ჩემი გადარევა, გაგიჟება.
ალექსანდრემ კი მოახერხა.
თან ისე უცებ.
ამიტომ ვფიქრობ, რომ მართლა არ არის ადამიანი.
უცხოპლანეტელია ალბათ.
ყოველშემთხვევაში ამ ქვეყნიურ არსებად არ ვთვლი.
ან არ მინდა, რომ ჩავთვალო.
გარეგნობაც კი თავისებური აქვს.
მუქი შავი, არაფრის მთქმელი თვალები აქვს.
განიერი მხრები.
კალათბურთელია.
სიმაღლე ორი მეტრა.
ჩემი სიმაღლე და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაინც ვერაფერს მშველის.
ვერ ვეწევი ვერანაირად.
მგონია, რომ ნახევარ ქათამას ვგავარ.
ის კი თავის სიფრიფანას მეძახის.

ერთმანეთიც ძალიან სასაცილოდ გავიცანით.
მარჯანიშვილზე მივსეირნობდი დაქალებთან ერთად.
ამ დროს ყველაფერი მავიწყდება სიცილის გარდა!
ტირილამდე შემიძლია სიცილი.
-აუ ის გახსოვს? მეკითხება ლილიანა.-ბაღში ძალიან მაგრად რომ გცემეს.
სიცილისგან ვიგუდები. ეგ ახლა, თორემ მაშინ კატასტროფულად მეტირებოდა.
მთელი ბაღი ჩამოვიმხე თავზე.
რატომ მცემეს მეც არ ვიცი.
არა, გატყუებთ ვიცი!
ბიჭების ჩხუბში ჩავერიე გასაშველებლად და მეც შემომილაწუნეს ერთი-ორი.
ხომ გაგიგიათ გამშველებელს უფრო მეტი ხვდებაო.
ხოდა მომხვდა.
ამ ამბებს ვიხსენებდით, თან დაბლა ვიხედებოდი ვიღაცას, რომ შევასკდი.
თავი ავწიე და მუცლის გარდა ვერაფერი დავინახე.
შემდეგ ნელ-ნელა მაღლა ავიხედე და სასაცილო სახით შავთვალება ბიჭი მიყურებს.
ამ სიმაღლე ცხოვრებაში არავინ არ მინახავს.
-ბოდიში. ვეუბნები საცოდავი სახით.
-არაუშავს, ბავშვებს ხშირად ემართებათ ხოლმე.
ისე გავმწარდი, შემეძლო მთელი ქვეყანა დამემხო თავზე.
ძალიან გადავაჭარბე აშკარად.
არადა 21 წლის გოგო ვარ, ამ ხეპრემ კიდე ბავშვიო.
-ბატონო?
-რა არ ხარ ბავშვი?
-სიმაღლით მსჯელობ ადამიანზე? ვეუბნები მე და კისერი მაღლა ყურებისაგან მტკივა.
1.70 ვარ სიმაღლეში, მაგრამ რა ხეირი.
-არა, საქციელებით. მეუბნება ირონიული სახით უცნობი.
-სიცილი ბავშვურობაა? მოთმინების ფიალა მევსებოდა მე.
-არა, მაგრამ ბავშვური და საყვარელი სიცილი გაქვს.
-და ამიტომ ვარ ბავშვი? არ ვთმობდი მე.
გოგოები ძირს ხოხავდნენ.
-დამიმტკიცე, რომ არ ხარ.
-როგორ?
-დღეს რუსთავის იპოდრომზე დრიფტში შემეჯიბრე, საღამოს რვაზე. გაწყობს?.
და ახლა სიხარულისგან მეცხრე ცაზე დავფრინავ და მამაჩემს ვლოცავ, რომელმაც მანქანის ტარება პროფესიონალის დონეზე მასწავლა.
-რატომაც არა! თვალი ჩავუკარი და სასიამოვნოდ გაოცებული დავტოვე უცნობი.
გოგოები ისევ იცინოდნენ.
მე არა.
ხასიათი მეცვლება და ასე, რომ ვთვქათ თინეიჯერის ენაზე ‘’ვიგრუზები’’.
ერთი სული მაქვს რვა საათი მოვიდეს.
მადლობა მამაჩემს, რომელიც მრბოლელია და სპორტული მანქანების ნაკლებობას არ განვიცდით ოჯახი.
თორემ სირბილით მომიწევდა შეჯიბრი.
გარაჟიდან ჩემი საყვარელი Ford Mustang-ი გამოვიყვანე და სიამოვნებისგან გამაკანკალა.
თავიდან საათებს, შემდეგ წუთებს, ბოლოს კი წამებს ვითვლიდი რუსთავის იპოდრომზე.
დაქალები მგულშემატკივრობდნენ.
ხომ იცი უეჭველი შენ გაიმარჯვებო.
გახდა რვა საათი და უცნობ-ნაცნობი არ ჩანს.
დაიწყო ცხრა..
უკვე ცხრის ნახევარია..
და მეც სადაცაა თმები ვიწეწო.
რამდენიმე წუთიც და წამოვალ, მაგრამ გვერდზე M5 მიდგება.
შუშას უწევს და წარმატებებს მისურვებს.
წინ ვიღაც ლამაზმანი დგას და ათვლაც იწყება.
თავიდან მისწრებს, მაგრამ ჩემი სიჩქარის გამაძლიერებელი ჯერ არ გამომიყენებია.
ფინიშამდე რამდენიმე მეტრია დარჩენილი, ბატონი უცნობი კი დამარცხებულია.
-აღფრთოვანებული ვარ ბავშვო! გადმოდის და ენას მიყოფს.
ამ დროს ისეთი სასაცილოა, მინდა გავბრაზდე, მაგრამ გაბრაზების მაგიერ მეცინება.
-აშკარად არ მოელოდი მრბოლელი, რომ შეგხვდებოდა ხო? ვაგრძელებ ისევ სიცილს.
-მართალი ხარ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი სიფრიფანა გოგონა მრბოლელი იქნებოდა.
ისევ სიცილი და შემდეგ გამოწვდილი ხელი.
-ალექსანდრე.
-ნუცა. ვუღიმი მეც და გოგოებს ვაცნობ.-ეს ნინეა ვანიშნე ქერათმიან გოგონაზე, ეს კი ლილიანა ცისფერთვალებაზე.
-სასიამოვნოა გოგოებო. ამბობს და უცებ ხელს ჰაერში სწევს.
-კიდევ რამე მოგაფიქრდა? ვეკითხები და ისევ დებილივით მეღიმება.
-კი, უნდა ავღნიშნოთ ჩვენი გაცნობა, ჩემს ძმაკაცებს ვეტყვი და სადმე გავგაზოთ რა.
მე უარზე ვარ.
გოგოები ყველგან მიჰყვებიან.
მოხიბლულები არიან ალექსანდრეთი.
ბოლოს მის მანქანაზე ნინა ჯდება, მე კი გვერდს ალექსანდრე მიმშვენებს და თავისი ბარის მისამართს მკარნახობს.
-დუბლინი შენია? ვეკითხები მე და ძლივს ვიკავებ თავს, რომ ძალიან მაგრად არ გადავიხარხარო.
-კი.
მეღიმება და ვერ ვიხსენებ რამდენჯერ მაქვს დამხობილი ეს ბარი.

***
იმდენი ისტორია გვაქვს გადახდენილი მე და ალექსანდრეს სათვალავი ამერევა დათვლა, რომ დავიწყო.
ყველა ჩვენი ერთად გატარებული წუთი საუკეთესოა.
ძმაკაცებიც არ ჰყავს დალაგებული.
მაგრამ მე ვის ძმაკაცებზე ვლაპარაკობ, როდესაც ორი შერეკილი დაქალი მყავს და ზემოდან დამატებული მე ვარ.
ჰამაკი.
ალექსანდრე.
მისი სურნელი
და
მთვარე.
რომელიც აშკარად გაღიმებული გვიყურებს ყოველ ღამე.
****
ბარი დახურა შვიდეულისთვის.
ჩემთვის, თავისთვის, ლილიანასთვის, ნინესთვის, ლუკასთვის, ბექასთვის და ვაკოსათვის.
რამდენიმე საათში უკვე კარგად მთვრალები აღმოვჩნდით.
-ბიჭო, დაიწყო ვაკომ.-მაგრად გაგიჩალიჩა ხო? ეკითხება სიცილით ალექსანდრეს.
-აუ კი , მგონია გოგოა მოვუგებ თქო და დამადებილა.
ისევ სიცილი.
ისევ არაყი.
ისევ გადარევა.
გაცვლილი ტელეფონის ნომრები
და ჭინკებ ათამაშებული ლილიანა და ლუკა.
არ შემჩნეული დანახვისთანავე გაჩენილი სიმპატიები
და გულის წასვლამდე სიცილი.
***
ვზივარ ფანჯრის რაფაზე ვისკის ბოთლით ხელში და მინდა ქვეყანა დავაქციო ყველას თავზე.
გავყურებ წვიმას და მეც ცრემლები მომდის.
ისევ მისი ღიმილი და ჩახუტება მახსენდება.
ტკივილი აძლიერებს ადამიანსო.
მე დამასუსტა.
დამაჩლუნგა.
ვვარსებობთ მხოლოდ მე, ვისკი და მოგონებები.
არაფერია მოგონებებზე უკეთესი და არც არაფერია მათზე უარესი.
მინდა ყველაფერი დავივიწყო.
ვითომ შევძლებ ის მოგონებები მივცე დავიწყებას, რომლებმაც ყველაზე დიდი ბედნიერება მაჩუქა?
24 განუმეორებელი თვე ერთად.
ბევრი სიყვარული.
ბევრი სიგიჟე,
დათრობა,
გადარევა.
და ისევ მოგონებები.
***
დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს.
უცხო ნომერია, მიკვირს, მაგრამ ვპასუხობ.
-გისმენთ.
-როგორ ხარ ნუცა? მესმის უკვე ძალიან ნაცნობი, სიცილნარევი ხმა.
-კარგად ბატონო ალექსანდრე თქვენ?
-ეს თქვენობითი ლაპარაკი მოვიშალოთ და ყველაფერი კარგად იქნება.მეუბნება ისიც.
-როგორც ინებებთ. ისტერიულად მეცინება მე.
-ნუცა მოგხვდება , რომ გამოხვალ.
-არ ვაპირებ და როგორ უნდა მომხვდეს.
-კი,როგორ არა. მაგისთვის გირეკავ, არტ-კაფეში დაგელოდები. მეუბნება და ვხდები, რომ ეღიმება.
-კარგი. ვეუბნები, ტელეფონს ვთიშავ და ძილს ვაგრძელებ.
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ დედაჩემი შემოდის წივილით ოთახში.
-ნუცა ადექი, რა ამბავია,ვინ გადარიე ასე?
-რა ხდება ლალიკო?
-რაღა რახდება? ვიღაც ძალიან სიმპატიური ბიჭია დაბლა და შენ სახელს ყვირის რუპორში.
ტვინში წამიერად ალექსანდრე დავუშვი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეგეთი სიგიჟის ჩამდენი არ იყო.
უკვე ჩემამდეც მოაღწია რუპორის ხმამ.
-ნუცა,საყვარელო, არტ-კაფეში არ მოხვედი, ამიტომ მიტინგის მოწყობა გადავწყვიტე.
ისე წამოვხტი საწოლიდან და აივანზე ისე გავვარდი არ დავფიქრებულვარ რა მეცვა.
იდგა მანქანასთან და სიცილისგან იგრიხებოდა.
მე ბრაზისაგან ვწითლდებოდი და ფეხებზე მეკიდა ჩემი სასაცილო პიჟამოები, რომლებსაც კენგუროები ეხატა.
რამდენიმე მანქანა კიდევ გაჩერდა.
ლუკა, ბექა და ვაკო გადმოვიდნენ.
ისევ რუპორებით ხელში.
ოღონდ კვარტეტში.
-ნუცა ჩამოდი დაბლა.
მეცინება.
ოთახში შევრბივარ და გიჟივით ვიცვამ შარვალს, კეტებსა და თეთრ მაიკას.
-დე ვინ არიან ეს ბიჭები? ისევ მეკითხება ლალიკო.
-არავინ დე.
-და არავინ ესე გააგიჟე?
ისევ გამეცინა, ორიგინალურად მტეხავდა დედაჩემი.
სადარბაზოში ლილიანა და ნინე შეშლილი სახეებით იდგნენ.
-რახდება აგვიხსნი? ეცინება ნინეს.
-არტ-კაფეში არ წავედი. ვამბობ უკვე დამშვიდებული და არ ვჩქარობ სადარბაზოდან გასვლას.
-და მაგის გამო ასეთი ამბავი მოაწყო და ჩვენც თან ჩაგვიყოლა? შეიცხადა ლილიანამ.
-ხო, როგორც ვხედათ. ისევ მეცინება მე.
-ხოდა ჩქარა გადი სადარბაზოდან თორე დაგვანგრევს თავზე. ეცინება ლილიანას
-შენ ლუკას მიხედე, ჩემზე არ იდარდო, არც მე ვრჩები ვალში.
-ლუკა რა შუაშია? ცდილობს არ შეიმჩნიოს აფორიაქება.
-ძალიან, რომ მოგწონს ეგ არის შუაშიც და თავშიც, მასწრებს პასუხის გაცემას ნინე და სადარბაზოდან უკანმოუხედავად გარბის.
მეც იგივეს ვაკეთებ და ვტოვებთ ლილიანას მარტო.
-სულ გაგიჟდი შენ? როგორც კი ალექსანდრემდე მივედი შეტევაზე გადავედი.
-რატომ? არ იმჩნევს ის.
-რა რატომ? რა არის ეს გაღვიძებები?
-რას მერჩი ვერ გავიგე.
-თავს ნუ იდებილებ ალექსანდრე! მთელი მეზობლები ჩემზე ილაპარაკებე და ვიღაც გადარეულ ტიპზე. ვეუბნები მე და ალექსანდრეს სახეზე მეცინება.
-ჯერ ვიღაც არ ვარ მე, თუ ამ წუთას არ ვარ რამდენიმე დღეში ძალიან ახლობელი ვიქნები და მეორეც, არ გკიდია მეზობლები?
-მაგრად!
ჩემს პასუხზე ბიჭებმაც გაიცინეს.
ლილიანა გამწარებული სახით დგას, ნინე სიხარულით აღსავსე.
ლუკა ლილიანას შესციცინებს, ვაკო კიდევ ყველას.
-ხოდა ჩაჯექი მანქანაში ნუცა, მეუბენბა ვაკო.
-რა მინდა მანქანაში? ვიკვირვებ მე.
-უნდა მოგიტაცოთ, რა უნდა გინდოდეს, ჩაჯექი და გავიდეთ სადმე.
-აუ მეზარება ვაკო რა.
-მეორე მიტინგზე რა აზრის ხარ? სიცილით მომიბრუნდა ალექსანდრე.
-ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ არ ღირს კიდევ შენი გადარევა, ჩავჯდები.
ნინე ჩემთან ჩავსვი, ლილიანა ლუკასთან გავუშვი.
სახეალეწილი, თან ძალიან გახარებული.
შემდეგი რეისი მთაწმინდის პარკი და შემოვლილი ყველა ატრაქციონი.
-ამერიკულ მთებზე დავჯდეთ რა, წამოიყვირა ნინემ.
-აუ კი, სიხარულით ავყევი მეც.
ალექსანდრეს გარდა ყველა თანახმაა.
-ალექსანდრე დაჯექი რა! ვეხვეწები მე.
-არა ნუცა!
-შენ რა გეშინია? მიზეზს მივუხვდი და ძალიან ბევრი დავცინე.
-არა!
-კი, როგორ არა, ამ მთასავით კაცს რა გაშინებს?
-არ მეშინია!
-მაშინ დაჯექი.
ასე კინკლაობაში დავსვით ამერიკულ მთებზე და ეს რომ არ გაგვეკეთებინა ვერ ვნახავდი ალექსანდრეს შეშინებულ სახეს და ვერ მოვისმენდი მის ღრიალს.
გაუტყდა, მაგრამ ძალიან ბევრი დავცინეთ.
-ქვეშაფსია ხარ რა! კიდევ აგრძელებს მის გამწარებას ვაკო.
-გამასწარი თორემ ვერ გადამირჩები.
-უტრაკო კატავ!
სიცილისგან ვხოხავდით.
***
ერთად აღარ ვათენებთ, მაგრამ მუდმივად გვათენდება, ოღონდ ცალ-ცალკე.
რადგან მე და შენ აღარ ვართ ჩვენ.
შენ ქუჩის დასაწყისში, მე კი ქუჩის ბოლოში.
ვდგავართ აივანზე მე ვისკით, შენ კი არყით ხელში.
დაცარიელებულია ქუჩები და არანაირი ხმაური.
ხმაურია მხოლოდ ფიქრები და ბოლოს ფიქრებში ჩაძირვა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს და დარწმუნებული ვარ არც შენ.
რადგან ერთი მთლიანობა ვიყავით.
არცერთს აღარ შეგვწევს მშვიდად ძილის უნარი.
ვიძინებთ და სიზმრებში მაინც ვართ ერთმანეთთან.
იმაზე უარესი რა შეიძლება იყოს, როდესაც დაძინების მაგიერ ფიქრებში იფერფლები.
და ამის შემდეგ ვხდები, რომ უწინდელზე მეტად მიხვარხარ.
წარსული წუთები ტყვიაზე მძიმეა და არ მინდა მხოლოდ მოგონება იყო.
***
დეკემბერი ცივ ზამთარს გვიქადდა.
გაყინული შევვარდი არტ-კაფეში და ალექსანდრეს გადავეხვიე.
-როგორ გაყინულხარ სიფრიფანავ.
-ხო, ძალიან ცივა.
-ჩაის დალევ თუ ყავას?
-ჩაი მინდა ლიმნიანი. ბავშურად ავცქმუტდი მე.
ჩაი შეუკვეთა და ისევ მე მომიბრუნდა.
-ახალ წელს რა ვქნათ?
-გუდაურში წავიდეთ სასტავი რა.
-ბაზარი არაა, 30-ში გავგაზოთ.
-ხო და იქნებ გამოაშკარავონ გრძნობები ლილიანამ და ლუკამ.
-მაგათ ვუშველით, მაგრამ ჩვენ?
-რა ჩვენ? თავი გავიდებილე მე.
-როგორ არ გიხდება ეს ვითომ სიდებილე ნუცა. ეცინება ალექსანდრეს.
-ხო?
-ხო! ხომ იცი, რომ მიყვარხარ.
და მისი ნათქვამი პირველი მიყვარხარ გამახსენდა.
წყნეთში ვიყავი, რომ ამომაკითხა. თავიდან ძალიან უცნაურად იქცეოდა, შემდეგ მანქანაში გაბრუნდა, 100 ვარდი მაჩუქა, დაბადების დღე მომილოცა და დაამატა მიყვარხარო.
როგორ არ მიყვარდა მეც, მაგრამ ცოტას ვაწვალებდი.
ხომ იცით ქალური ლოგიკა. სულ ვხალისობდი მის გაბრაზებულ სახეზე ხოლმე.
-ვიცი.
-მერე რას ელოდები?
-საჭირო მომენტს ალექსანდრე! ესეც პირველი „ჩორტი“ ჩემი მხრიდან.
-მოუთმენლად ველი.
-ელოდე.
-უნდა დაგათრო! გადაწყვიტა წამში.
-არ არსებობს!
-უნდა გამოგცადო როგორი ხარ სიმთვრალეში და როგორი ცოლი იქნები. ეცინება ისევ.
-მაგას წესით ქალები აკეთებენ ხოლმე. ისტერიულად გამეცინა მე.
-ცოტახანი გავცვალოთ პოზიციები.
-არა თქო.
-კი.
***
ჩაის ნელ-ნელა ვწრუპავდი და ქუჩაში ვიყურებოდი.
მიყვარდა ასეთი ამინდები, თან რომ წვიმდა და თან არა.
ზიხარ ფანჯარასთან, სახით ლოიალურ
გარეთ წვიმებია-შიგნით წყვეტილები.
სიგიჟემდე ვარ მისული ალექსანდრეს მონატრებით.
წასვლა და საბოლოოდ გადაკარგვა.
იმედი, იმედი იმის, რომ ქუჩაში გასულს სადმე შეგხვდება, მაგრამ მალე ჩამქვრალი ეს ნაპერწკალიც.
და ვფიქრობ, რომ ჩვენ ადამიანები ცხოველები ვართ.
ვტოვებთ ან გვტოვებენ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს და ვუყვარვართ.
ვტკენთ ან გვტკენენ ისინი, ვისაც არ გვინდა, რომ ვატკინოთ ან თუნდაც გვატკინონ.
მაგრამ ყველაფერი ისე არაა,როგორც ჩვენ გვინდა.
არაა ეს ცხოვრება ზღაპარი, სადაც ყველაფერი კარგად სრულდება.
სადაც ყველა ბედნიერია.
ეს არის ქალაქი, სადაც ყოველდღიურად ვიღაცას უჭირს.
ვიღაცას სტკივა.
ან ვიღაც კვდება.
***
იმ საღამოს მაინც დამალევინა, გონის დაკარგვამდე.
მე არყით მათრობდა თვითონ-ჭიქებს მიტეხავდა.
-მთვრალიც რა საყვარელი ხარ. ეცინება ალექსანდრეს.
-შენ კიდე მაგარი არასწორი.
-რატომ, რომ დაგათვრე?
-თუნდაც.
-კიდევ რატომ ვარ არასწორი?
-თავი, რომ შემაყვარე იმით.
-აი ამას ველოდებოდი.
გვერდზე დამიჯდა და შუბლზე მაკოცა გავარვარებული ტუჩებით.
გრძნობას, რომ აღიარებ და თავისუფალი,რომ ხარ.
ფილტვების ატკიებამდე ჩახუტება და საუკეთესო ალექსანდრე.
წარმოიდგინეთ და ნაკლი ვერ ვუპოვე.
ვეძებ რაღაც ცუდს, ველოდები როდის დაუშვებს შეცდომას.
მაგრამ გასული ექვსი თვე გაცნობიდან და არცერთი მიქარვა.
-წამო ლუკა ჩამოვიყვანოთ და ლილიანა.
-დანარჩენები?
-დანარჩენებიც, მაგრამ ჯერ ეგენი.
-ხანდახან რა დამპალი გოგო ხარ! ეცინება ისევ.
პიჟამოთი ჩამოყვანილი ლილიანა და დახვედრებული ლუკა.
მიტკლისფერი დაედო გოგოს.
მე კი მის სახეზე ვხარხარებდი.
მოსული ნინე.
შემდეგ ვაკო.
და შემდგარი შემადგენლობა.
-რა საყვარელი ხარ ლილი. ეცინება ლუკას.
-ხმა ჩაიწყვიტე. ეუბნება გაბრაზებული.
-ხომ იცი ეგეთიც მომწონხარ. ისევ სიცილი.
-მასხარა ხარ.
ვუყურებდით მომალა წყვილს და ვბედნიერდებოდით.
-რა საყვარლები არიან არა? მეუბნება ნინე.
-ძალიან, ლილიანა განსაკუთრებით თავისი ყვავულებიანი საღამურით. მეცინება მე.
-კენგუროიანი მაინც არ აცვია. წამკბინა ალექსანდრემ და მიტინგი გამახსენდა ჩემს სახლთან.
-მასხარა ვარ არა? მესმის ლუკას სიცილნარევი ხმა.
-დიახაც.
-ხოდა ეხლა განახებ ვინაა მასხარა. ხელი დაავლო და მანქანისაკენ გააქანა.
ერთი მოგვაძახა დღეს არ დავბრუნდებითო და აორთქლდა.

***
ლუკა და ლილიანა ოთხი დღე იყვნენ დაკარგულები.
ხან რას ვაყუებდი დედამისს ხან რა.
-სად დამეკარგა შვილი ნუცა, დამიბრუნეთ დღეს მაინც. ეცინება მზისოს.
-მზისო დეიდა ვეცდებით, ნერვიულობას არ ვიმჩნევ მე.
-ესეთი რამე არ გამიგია რა! შეიცხადა ისევ.
-კარგით წავედი ლილიანა მეძახის.
-დამალაპარაკეთ მაიც, მომენატრა! ხალხი არა ხართ? მითხრა საცოდავი ხმით.
ნეტა შემძლებოდა, მეც არ ვიცოდი სად იყო გოგო.
-არა უნდა მოგანატროთ! განვაგრძობდი მზისო დეიდას წვალებას მე.
-კარგი. გამითიშა ტელეფონი და შვებით ამოვისუნთქე.

უკვე ვბრაზდები ლუკაზე და ალექსანდრეს ვურეკავ.
-ალექს სად არიან არ იცი? ან აღარ მოდიან ლუკა და ლილიანა? ტელეფონიც მაინც ჩართონ.-მივაყარე უცებ.
-წეღან დამირეკა ლუკამ მოვდივართო. აშკარად მოარჯულა, ამაღლებულ ხასიათზეა ბიჭი. ეცინება ალექსანდრეს.
-ჩამოვიდნენ ერთი და წავიდეთ გუდაურშიც, მოგვადგა ახალი წელი.
-ხო, თხილამურებზე დგომა უნდა გასწავლო.
-არა, ხო იცი ვერ ვსწავლობ და დავიმტვრები, მაგ საქმეში მოვიკოჭლებ. მეცინება მე.
-მაგასაც ვნახავთ, წავედი და საღამოს გნახავ, ჭკუით.
მითიშავს ტელეფონს და უზომოდ ბედნიერი ვარ.
იმიტომ, რომ სასწაულად მიყვარს.
იშვიათად თუ ვამბობ ხოლმე,
მაგრამ რა საჭიროა თქმა, როდესაც შენც გრძნობ და ისიც.
მთავარი საქციელებია.
საქციელებით არ უნდა შეგეშალოს,თორემ სიტყვით ადამიანს შეიძლება ოცნების კოშკებიც აუგო.

ესე ექვსისთვის კარებზე ზარია.
მეც ბედნიერი სახით გავდივარ, უფრო ბედნიერით კი ლილიანა მხვდება.
-დიდება ლილიანა. სიცილი ამიტყდა მე.
-შეყვარებული ვარ! მეუბნება და ფიქრებით ისევ ლუკასთან ვარდება.
-გეტყობა, შემოდი!
-იცი რა ტკბილია? აგრძელებს და ღიმილს ვერ ვიკავებ.
-ტკბილი კი არა მოსაკლავი ხარ, დედაშენს რეები არ ვატყუე იცი?
-რა დროს მზისოა ნუცა! ხელი ამიქნია ლილიანამ.
გაოცებული ვარ.
ამ ქაჯის ასე გამოცვლა რამდენიმე დღეში შეუძლებლად მეჩვენება, მაგრამ ფაქტს ვერ გავურბივარ.
-ხომ იცი, ვიწყებ მე.-ბედნიერი ვარ შენი ბედნიერებით და ძალიანაც მიხარია, მაგრამ დაურეკე დედაშენს ან წადი სახლში, გაგიჟდება ქალი.
-მაგდებ? მეუბნება მოღუშული სახით.
ისტერიულად მეცინება მე.
-სულ ნუ გაგიჟდები ახლა! რა გაგდებ, უბრალოდ დაურეკე და უთხარი, რომ მოგენატრა და მალე მიხვალ, ეგაა და ეგ. ისე მოგიგვარე არაფერს არ გეტყვის ზედმეტს.
-კარგი, მემორჩილება და მზისოს ურეკავს.
მე კი ალექსანდრეს ვუგზავნი შეტყობინებას, რომ სხვებსაც გააგებინოს და ჩემთან ამოვიდნენ.
გიჟდება დედაჩემი ალქსანდრეზე.
რამდენიმე დღის უკან გავაცანი.
აქამდე უნახავად გიჟდებოდა, შემდეგ კი მისი ჯელტმენობაც რომ დაინახა გადამირია ქალი.
ხანდახან გამოგიტყდებით და ვვეჭვიანობ ხოლმე.
***
დღევანდელ დროს, რომ ვუყურებ ფიტული ვარ.
ტკივილებით დარჩენილი ადამიანი, რომელსაც არაფერი აღარ შეუძლია.
ყოველთვის მინდა დავლიო, სასმელში ჩავიძირო, რომ დავივიწყო ყველაფერი ცოტახნით მაინც.
მაგრამ არ მინდა გავლოთდე.
და თავს ვიკავებ.
ადამიანებმა იციან როგორ აგარიდონ თავი, როგორც ალექსანდრეს შემთხვევაშია.
ბევრი ამბობდა, რომ როცა მიდიან დაკიდებას სწავლობო.
არ ვეთანხმები ამ აზრს, რატომ?
იმიტომ, რომ როცა ადამიანი შენთვის ძვირფასია, როდესაც ყველაფერს ნიშნავს და რაც მთავარია გიყვარს, ასე უბრალოდ ვერ დაიკიდებ.
ვერ ამოშლი მასთან გატარებულ წუთებს.
არ ვიცი, როგორ მოვიტანო თქვენამდე ჩემი ტკივილი, რომელიც მახრჩობს.
რომელიც მკლავს.
და ხანდახან მეზიზღება ეს ბედიწერა.
მეზიზღება ღმერთიც, რომ მე არ მომცა სიყვარულით დატკობიბის საშუალება ბოლომდე.
მაგრამ ვიცი, რომ არასწორი ვარ, არ უნდა მეზიზღებოდეს ღმერთი.
უბრალოდ ბოღმას ვეღარ ვანთხევ სხვა ვერაფერზე.
სადაც არის გავსკდები და ბოლომდე დავეცემი.
სხეულითაც და სულითაც.

ვცხოვრობ წამებით, რომლებიც მე და შენ გვაკავშირებს ალექს.
მინდა ვიყვირო, რომ მიყვარხარ და იგრძნო შენც.
დანაშაული ჩემი მიტოვებისა.
წასვოლა უმიზეზოდ, ახსნის გარეშე და დატოვებული უამრავი შეკითხვა და უმთავრესი
რატომ?
***
კარები გავაღე თუ არა ნინე ვისკის კარადისაკენ წავიდა
სადაც ადრე მხოლოდ ჩემი, ახლა კი ალექსანდრეს ნაჩუქარი ვისკების კოლექციაცაა.
ყოველთვის მიჩნდება სურვილი დავლიო, მაგრამ ჩემთვის ძვირფასს ვუფრთხილდები.
-არ გავიგო არ დალიოო, მეუბნება ნინე და ეცინება-ეს ვისკი დღეს რომ არ დავლიო მოვკდები.
-რაღა დღეს? მეცინება მე.
-სხვა დროს ცუდ ხასიათზე მყოფი მომკლავ საყვარელ კოლექციას, რომ გიშლი.
-მოსაკლავი ხარ!
გვიანობამდე დარჩნენ ჩემთან.
შემდეგ გუდაურის ამბებიც დავგეგმეთ და ზეგ დილით წასვლა გადავწყვიტეთ.
ვგიჟდებოდი თოვლზე.
იმ სიცივეზე,რომელსაც ის ატანდა.
იმ საღამოსვე დავიწყე მზადება.
უკვე დაძინებას ვაპირებდი ლალიკო რომ შემოვიდა.
-რას შვრები დე?
-ლაპარაკი გინდა ლალიკო? გამეცინა რადგან ლაპარაკს მაშინ იწყებდა ასე, როდესაც რაღაც უჭირდა.
-ხო.
-მომიყევი რა გიჭირს.
-მამუკა მენატრება, დამღალა ამ თავისი რბოლებით სამი თვეა თბილისში არ ყოფილა.
გამეცინა და ცრემლები მომადგა.
რამდენად დიდი და რა ბავშვური იყო.
მეც მენატრებოდა მამუკა, მაგრამ არასოდეს არ გამოვხატავდი, რადგან ეს მონატრება ფიქრით უფრო მახრჩობდა.
ამიტომ ვცილობდი ნაკლებად მეფიქრა მასზე.
მის მონატრებაზე.
მთავარი იყო ვიცოდი,რომ დაბრუნდებოდა.
-ვიცი დე, მეც მენატრება, მაგრამ ხომ იცი თავისი სამქეებიც მოსაგვარებელი აქვს.
-ვიცი. გაიბუსხა მაინც.
-ნუ ბავშვობ ლალიკო, ხომ რეკავს, მალე ჩამოვა და ეგ იქნება რა.
-ვიცი, მაგრამ მენატრება და რა ვქნა?
-ხანდახან მგონია, რომ მე ვარ დედა და შენ- შვილი.
ისტერიულად გაგვეცინა ორივეს.
მართალი ხარო მითხრა ადგა და გასვლისას კიდევ ერთხელ გამომძახა
-ძალიან მაგარი ბიჭი გყავს.
მე კი ბალიში ვისროლე კარების მიმართულებით და მივაძახე დამეკარგე თქო.

შეიძლება გიკვირთ ესეთი დამოკიდებულება როგორ გვაქვს დედა-შვილს, მაგრამ ამღზარდა როგორც დაქალი.
არასოდეს არ უგრძნობინებია ზედმეტად არაფერი.
ყველაფერს ზომიერების ფარგლებში მიკეთებდა.
არ გვქონდა დამალული არაფერი.
ამიტომ გვაქვს დაქალური ურთიერთობა და ყველაზე კარგი ესაა,როდესაც მშობელს არაფერს უმალავ.
მისი აგრესიის ან დაშლის არ გეშინია და ყველაზე სათანადო რჩევას გაძლევს.
***
ქარს წვრილფოთლიანი ხის გაშიშვლება ერთ ღამეში შეუძლია.
და სიკვდილს რამდენი ხანი დასჭირდება ჩვენი ცხოვრების გასაფანტად?
რომელიც ხან ძალიან კარგია.
ხანაც ისეთი სიკვდილს, რომ მოგანატრებს და არ აქვს მნიშვნელობა სად მოვხდები
სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში.
ვფიქრობ სიტყვა ხალხმრავლობაზე და უცნარია,რომ შეიძლება ერთ ადამიანიში ორი ცოცხლობდეს.
გატენილ სამარშუტო ტაქსებსა და ვაგონებში კი ხალხმრავლობის მიუხედავად ერთიც კი არ იყოს.
ხანდახან მეც მასე ვარ, გარეგნულად ვგავარ ადამიანს, მაგრამ ფაქტობრივად არ ვარ.
სიყვარული ყველაზე რთული ცნებაა.
როდესაც შენი სიყვარული შენს გვერდითაა, არ გამოხატავ გრძნობებს, იმის მიუხედავად, რომ სასწაულად გიყვარს.
ხანდახან ვერც კი ხვდები რამდენად დიდია ეს გრძნობა.
შემდეგ კი, როდესაც მიდიან, მერე ხვდები როგორ გყვარებია
და რა საშინელებაა, როდესაც ადამიანის ნახევარიც არ ხარ.
რადგან თავისი წასვლით თან წაიღო შენი ყველა ამოსუნთქვა,
ბედნიერება,
სიყვარული,
სიხარული
და
მხოლოდ
სევდა
დაგიტოვა.
გაუსაძლისი სევდა, რომელიც გჭამს და ბოლოს ალბათ მოგკლავს კიდევაც.
მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე ალექსანდრე.
რატომ მაინც და მაინც მე?
ან ჩვენ?
როდესაც ერთ მთლიანობას წარმოვადგენდით.
შემიძლია დაუსრულებლად ვიმეორე თუ როგორ
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ.
***
დილით ისევ ტელეფონის ზარი მაღვიძებს, ეკრანს დავხედე და საყვარელი სახე, რომ გამოესახა ბედნიერებისაგან გამაკანკალა.
-ჩემი მზის სხივი დავკარგე და ხომ არ გინახავთ? მეკითხება სიცილნარევი ხმით.
-კი მინახავს, თავის ოთახშია და ლოგინში ნებივრობს.
-ხოდა გადაეცით ჩამოვიდეს თავის პრინცთან.
-მასხარა ხარ ალექსანდრე.
-მეც მიყვარხარ. ისევ სიცილი და უზომო სიყვარული.
-ჩამოდი რა, ქარვასლაში გამომყევი, რაღაცები მაქვს საყიდი.
-ამოდი, სანამ გავემზადები ყავას გაგიკეთებს ლალიკო.
-ვგიჟდები დედაშენზე.
-ვვეჭვიანობ იცოდე! გამეცინა მე.
-ჩემი ეჭვიანი ქალი, ამოვდივარ.
მე ვემზადები, ალექსანდრე და დედაჩემი კი ჭორაობენ ყავაზე.
რომ წარმოვიდგენ ამ სიტუაციას ძალიან მეცინება.
-ადე ალექს წავედით, შევვარდი კაბის ფრიალით მე.
-ეს ვერ გავზარდე რა. გაეცინა დედაჩემს.
-აქეთ უნდა გაგზარდო ლალიკოო, მივდივარ სიცილით და ლოყაზე ვკოცნი.-წავედით ჩვენ და ჭკუით. ვაფრთხილებ დედაჩემს და კისკისით გავდივარ სადარბაზოში.
-რისი ყიდვა გინდა?
-არაფრის, გამეკრიჭა ალექსანდრე.
-როგორ თუ არაფრის?
-ჩემთვის არაფრის.
-რას მენამიოკები? გამეცინა მე.
-ოო, არ დამაცადო რა, დაიწყო ბუზღუნი.-ერთ ჩემს ძმაკაცს უნდა ხელი უნდა სთხოვოს საცოლეს და მითხრა იქნებ შენ ამირჩიო მინდა მოულოდნელი იყოს და ნუცასნაირი თითები აქვს და მოერგებაო. თან ნუცას გემოვნებას ვენდობიო. დაკმაყოფილდი?-ამოისუნთქა ერთიანად და გაეცინა.
-რა თქმა უნდა. აუ რა კარგია, ძალიან ლამაზი უნდა შევურჩიო.
-ეჭვიც არ მეპარება.
ზურგიდან ამეკრო და ელექტროდენებმაც არ დააყოვნეს.
-როგორ ვერ ეჩვევი ჩემს შეხებას.
-ცუდად მოქმედებ და რა ვქნა? გამეცინა მე.
-დატკბი! სიცილით მითხრა და მანქანაში ჩაჯდა.
ბეჭედი სულ სიცილ-კისკისში ავარჩიეთ, საოცრად მომწონდა და დიდი სიამოვნებით მოვირგებდი ამ ბეჭედს ჩემს თითს.
მთელი გზა ვმაიმუნობდი.
რამ გადამრია ამხელა გოგო არ ვიცი.
ალბათ იმან, რომ ხვალ გუდაურში მიდვიოდით.
ცოტახანში ალექსანდრეს ტელეფონი აწკრიალდა, ვაკო ურეკავდა.
-ხო ძმა, კი... რა პრობლემაა.-მოიცა დღესვე? კაი ბაზარი არაა.
-რახდება? ვუყურებ გაკვირვებული სახით.
-გუდაურში მივდივართ ერთ საათში.
-რამ გადაგრიათ? ავკისკისდი მე.
-რავი, გაუგებ ვაკოს რამეს? ერთ საათში მაგის კორპუსთან უნდა ვიყოთ.
-და ბეჭედს როდის მისცემ შენს ძმაკაცს?
-არ იდარდო შენ მაგაზე. თვალი ჩამიკრა და მომაკვდინებლად გამიღიმა.
-თვალები ალექსანდრე! გამეცინა მე.
-ტუჩებს შეეშვი!
-რას აკვირდები შენ ჩემს ტუჩებს?
-ზედმეტად მიმზიდველად მეჩვენება!
მე პომიდვრისფერი ვხდები.
ხმას აღარ ვიღებ და მანქანაში ვჯდები.
ალექსანდრეს ეცინება.
სახლში გავიარე, ჩემი ბარგი-ბარხანა ალექსანდრეს ჩამოვატანინე და ნინეს დავურეკე.
-მზად ვარ ხო! მაჯახა მაშინვე, კორპუსთან ვდავარ.
-2 წუთში მანდ ვართ.
ნინე ჩვენთან ჯდება მურმანის ეკალივით.
ვაკომ გამოაცხადა მე მარტო მინდა მგზავრობაო.
ბექა ხვალ დილით ჩამოვიდოდა.
ნინე კიდე თავს მოიკლავდა და ლუკას მანქანაში არ ჩაჯდებოდა.
ერთი სიმყუდროვეს ვერ დავურღვევ წყვილს და მეორე გიჟივით ატარებსო.
ჩვენ კარგად გვირღვევდა.
ცოტა გავბრაზდი, მაგრამ მერე დაქალია თქო გავიფიქრე და მზაკვრული გეგმებიც ტვინის, რომელიღაც კუნჭულში დავმალე.
მანქანა გაჩერებული არ იყო ნინე, რომ მანქანაში შემოხტა.
-ალექს მანქანაში ჩადე რა ბარგი.
-შენი შნირი ვარ ტო? გაეცინა ალექსანდრეს.
-არა, მარაა თუ გინდა იყავი. არ დააკლო ნინემაც.
სიმღერას ბოლო ხმაზე აუწია და ჩართო თავისი ენერგიულობა.
-აუ, რომ მოთოვოს რა მაგარი იქნებაა! ამბობს ნინე და მეცინა.
-იქ ისედაც თოვლია ნინე!
-ვიცი, მაგრამ მე მინდა ფიფქები მეცემოდეს თავზე და ისე დავსეირნობდე გუდაურში.
-კარგი, სიმპატიური ბიჭიც ხომ არ გინდა? დასცინა ალექსანდრემ.
-არც მაგაზე ვიტყოდი უარს.
-მოიწყო რომანტიკა. გამეცინა მე და გზას გავხედე.
ბავშვობა გამახსენდა.
ყოველ ზამთარს დავდიოდით ხოლმე მე, ლალიკო და მამუკა.
ვატარებდით დაუვიწყარ კვირეულს და თბილისში მოვდიოდით.
იმის მიუხედავად, რომ ნახევარი ცხოვრება ამ კურორტზე მაქვს გატარებული, თხილამურებზე დგომის აზრზე არ ვარ.
ყოველი სწავლის მცდელობა ფეხის ან ხელის მოტეხვით სრულდებოდა, ანდაც ტვინის შერყევით.
***
ისევ ახლანდელი დრო,რომელიც სასწაულად მტკივა.
კარებზე ზარია და საშინლად არ მინდა არავის ნახვა, მაგრამ ძალაუნებურად კარისაკენ მივიწევ.
ვაკო და ლუკა შემოდიან დამძიმებული სახით.
ყოველთვის ასე ხდება მას შემდეგ
რაც...
რაც ალექსანდრე წავიდა.
როგორ მიჭირს ამ სიტყვების თქმა...
-როგორ ხარ ნუცა? იწყებს ვაკო.
-არამიშავს. ვამბობ ჩახლეჩილი ხმით, რომელიც მთლიანად გადმოსცემს ჩემს მდგომარეობას და რომელიც არამიშავზე დაბლა დგას.
-ვიცი გენატრება, მაპარებს ლუკა და სევდიანი თვალებით მიყურებს.
-თან როგორ.
-უნდა აპატიო იცოდე, არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. აგრძელებს ლუკა და ბოღმა მახრჩობს.
-ვაპატიო? სიმწრით ჩამეცინა მე.-ახსნის ღირსადაც არ ჩამთვალა, მიმაგდო და წავიდა, რომელ პატიებაზე მელაპარაკები ლუკა? ნელ-ნელა ხმას ვუწევდი.
-ნუცა დაწყნარდი! შენ, რომ იცოდე მიზეზი მაგას არ იტყოდი!
-შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ არ ვიცი და ამიტომ ვაბობ!
-ნუ მართავ ისტერიკებს, მეუბნება ვაკო და მინდა, რომ დავახრჩო.
-შენს საყვარელ ადამიანს, რომ აუხსნელად მიეგდე სამი თვის შეუღლებული რას იზავდი ვაკო? ამიხსენი აბა?
-არ ვიცი. თვალებში ვეღარ მიყურებდა.
-ხოდა მე ვიცი! დამიჯერე ჩემზე უარესს, მითუმეტეს კაცი ხარ!
-მესმის შენი.
-არა, არ გესმის, ჩემსას ვერასოდეს გაიგებს ადამიანი თუ არ გამოცდის და ღმერთმა არ ქნას და არ გამოაცდევინოს არავის, ის ტკივილი რასაც მე განვიცდი ახლა.
მინდოდა გული ამომეგლიჯა.
მეწვოდა მთელი ორგანიზმი.
მინდოდა მეკივლა.
ისტერიკები გამემართა,
მაგრამ არ შემეძლო.

-მიზეზს არც თქვენ მეტყვით არა? ჩამწყდარი ხმით დავიწყე ლაპარაკი, იმიტომ, რომ იმედი აღარ იყო.
აღარ ანათებდა ამ ქვეყანაზე ჩემთვის მზე.
-ზუსტად მაგისთვის მოვედით.
-გისმენთ.
-უნდა გამოგყვე.
-სად?
-მალე გაიგებ. მოდი გონზე, გაემზადე, ჩვენ აქ გელოდებით.-მეუბნება ლუკა და მეც რეტიანივით გავდივარ ოთახში.

გუდაურში ჩასვლა.
ამაღლებული განწყობა ახალ წლამდე და სასიამოვნო სამზადისი.
-შენი ლურჯი კაბა ჩაიცვი საღამოს რა. მეხვეწება ალექსანდრე.
-რატო? მე შავი უფრო მომწონს.
-დღეს განსაკუთრებულად ლამაზი უნდა იყო და ჩაიცვი, გთხოვ.
-კარგი.

რამდენიმე საათი ახალ წლამდე.
გარეთ ფიფქები და გუნდაობის დაუოკებელი სურვილი.
ლაით მაკიაჟს ვიკეთებ, შავ მაღალქუსლიანებს და ალექსანდრეს საყვარელ ლურჯ კაბას ვიცვამ.
შემდეგ გოგოებთან გავდივარ და ვუყურებ გაოცებული.
საოცრად ლამაზები არიან.
ლილიანას მაკიაჟი ცხოვრებაში არ მენახა.
ლამაზი კიდევ უფრო გაალამაზა და დააქალა.
თერთმეტი ხდებოდა შამპანიურების გახსნა, რომ დავიწყეთ.
-სამი, ორი, ერთი და გილოცავთ. ყვირის ლუკა და ლილიანას ეხვევა.
-საუკეთესო სურვილები საყვარელო, ყურთან ახლოს მკოცნის ალექსანდრე და ჟრუანტელი მივლის.
გარეთ გავყავარ.
ფეირვეკია.
ალექსანდრე კი ჩემს წინ ჩამუხლული.
ჯიბიდან იმ ბეჭედს იღებს მე რომ გადავირიე.
ჩემი საყვარელი სიმღერა და ალექსანდრეს ბაგეებიდან გაჟღერებული ხმა.
-გამომყვები ცოლად?
-აკი ძმაკაციო? უადგილოდ ვსვავ შეკითხვას და გოგოების სახეზე ღიმილს ვიწვევ.
-ძმაკაცი მიხედავს თავის საქმეს. კი თუ არა? ეღიმება, იმიტომ რომ იცის პასუხი.
-რა თქმა უნდა კი.
შემდეგ კოცნა. გათენებული პირველი იანვარი და საუკეთესო დრო.
ისევ მთვრალი ვიყავი ალექსანდრემ, რომ გამაქანა გარეთ თხილამურებზე სრიალი უნდა გასწავლოვო.
-არა! დამანებე თავი, მოვიტეხავ რამეს.-გავკივივარ მე.
-ნუ გეშინია ნუცა! ეცინება ალექსანდრეს.
-მეშინია, დავბრუნდეთ რა სახლში.
-არა!
-აუ, ვიტირებ ეხლა და ტუჩებუ დავბრიცე.
ის ახარხარდა.
-კარგი, წამოდი თორემ გაიყინები.
ზღაპრულად ჩავლილი ახალი წლები და თბილისში დაბრუნებუს დაუოკებელი სურვილი.
ლალიკოს ნახვის და ემოციებისაგან დაცლის.
ვიცი ძალიან გაუხარდება.
ყოველთვის უნდოდა ალექსანდრსნაირი სიძე.
აღმერთებდა ლალიკო ალექსს.
ალექსი კი ლალიკოს.
***
ვემზადებოდი და თან ვფქრობდი მიზეზზე, რომელსაც ძალიან მალე გავიგებდი.
რაღაც ცუდის მოლოდინი მქონდა.
ხანდახან მინდოდა ფანჯრიდანაც გადავმხტარიყავი და ასე საცოდავად დამესრულებინა სიცოცხლე.
სერიოზულად ვიყავი უკვე დანერვოზებული.
მზარავდა ადამიანთა ხმა.
ყველაფერზე ან ვტიროდი ან ვკიოდი.
საგიჟეთში არ არის მგონი ისეთი სიტუაცია, როგორიც ჩემთან.
ტკივილებით დამძიმებული.
სკლეროზს, რომ ინატრებს ადამიანი რა უნდა ელაპარაკო?
პრაქტიკულად გიჟია.
ხოდა ასე, სიგიჟის გზაზე ვიდექი.
ნახევრად გიჟი და ნახევრად ისევ ნუცა.
იმდენი ხანია სახლიდან არ გავუსლვარ ყველაფერი მეუცხოვება.
-ჩაჯექი მანქანაში. მეუბნება ვაკო და ისევ ჩამწყდარი ხმა.
ისევ დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ვგრძნობ ყველასგან.
თითქოს მათ და არა ალექსანდრემ დააშავა.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ გუდაურში მივედით.
იქ საიდანაც ყველაფერი დაიწყო და ალბათ საბოლოოდ დამთავრდებოდა კიდეც.
ისევ ის სასტუმრო.
და ისევ მოგონებებში გადავარდნა.
***
-ნუცა მზად ხარ? მეკითხება ალექსანდრე.
-კი, ყველაფერი ჩავალაგე.
ნუცა გავაფრთხილე დღეს მოვდივართ სასიხარულო ამბით თქო.
იმანაც მეც სიურპრიზი მაქვსო.
ვგიჟდები სიურპრიზებზე.
მთელი ცხოვრება, რომ მიკეთონ საყვარელმა ადამიანებმა არ მომბეზრდება.
მხიარულად ჩავედით თბილისამდე და პირდაპირ ჩემთან ავედით.
დაღლილი ვიყავი, მაგრამ დაღლა მამუკას დანახვისთანავე გადამავიწყდა.
-მაა, როგორ მომენატრე. დავიყვირე და ზურგზე შევახტი.
-მძიმე ხარ შვილო, გაეიცნა მამუკასაც და ლოყაზე მიჩქმიტა.-მეც მომენატრე.
-არ უნდა დარეკო მაინც, რომ ჩამოხვედი?
-არ შეგაწუხეთ. მიცინის ეშმაკურად.
-გაიცანი მა, ეს ალექსანდრეა ჩემი საქმრო.
ლალიკო თვალები შუბლზე აუვიდა.
მამაჩემმა ძმაკაცურად გადახვია ხელი და სასიამოვნოაო.
ზუსტად ვიცოდი ყველაფერს გაიგებდა.
არ იყო მისთვის საჭირო ზედმეტი სიტყვები.
ყოველთვის პატივს სცემდა ჩემს არჩევანს.
-რა გამოვტოვე? ნაწყენი ხმით კითხულობს ლალიკო.
-ის თუ როგორ მთხოვა ხელი გუდაურში.
-გილოცავ დე. მოდის და მეხვევა.
მერე ალექსანდრეს და ცრემლები მოსდის.
-გაიზარდა დიდი გოგო. ამბობს და ისტერიულად გვეცინება.
-ქორწილი როდის არის? კითხულობს მამუკა.
-ესე გინდა ჩემი მოშორება? მეცინება მე.
-როგორ გეკადრება. შეიცხადა მან.
-იქნება რა.ვაგრძელებ მე.
-კი, მაგრამ როდის? ახლა დედაჩემმა დაიწყო.
-ერთ კვირაში, ამბობს ალექსანდრე და ჩემი მშობლების შეწუხებულ სახეებს ვუყურებ.
-რა უბედურებაა, გამზადება არ გვინდა? სიცილი ამივარდა ისევ.
-კარგი რა დე, მე ვიდარდო საქორწინო კაბაც კი არ მიყიდია, თქვენ კიდე მოასწრებთ.
-დახმარებაც ხო გინდათ? არ ნებდებოდა ლალიკო.
-ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს, ახლა კი წავალ. თქვა ალექსანდრე და ყველას დაემშვიდობა.
***
სასტუმროში შევედით და თითქოს ისევ ძველი დრო დაბრუნდა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასე არაა.
უბრალოდ გვინდა, რომ იყოს.
მაგრამ ყველაფერი ჩვენს სურვილებზე არაა.
ყველაფერი არ სრულდება.
ამას უნდა შევეჩვიოთ ადამიანები და გავითავასოთ, რომ ყველაფერი წარმავალია ჩვენი ცხოვრების მსგავსად.
ვიცოდი რაც მელოდა.
ვგრძნობდი სურნელს, რომელიც სასტუმროში ტრიალებდა და ახლა ყველაზე მეტად მინდოდა ტირილი.
ბექა და ვაკო გვერდში ამომიდგნენ.
რომელიღაც ოთახში დამტოვეს და გაუჩინარდნენ.
შემდეგ კარები იღება და ალექსანდრე შემოდის.
მოწოლილი მონატრების გრძნობა, რომელიც სადაცაა ლავასავით ამოხეთქავს და მთელ დედამიწას დაფარავს.
მაგრამ ისევ შეჩერებული, ვერ გადალახული ტკივილი მონატრებით.
ჩასახუტებლად მოდის, მაგრამ ცივად ვიწევი.
-მომენატრე. მესმის ჩამწყდარი ხმა, შემდეგ თვალებში ვუყურებ და ვაწყდები დიდი დოზით სევდას.
-რისთვის მოაყვანინე ბიჭებს აქ ჩემი თავი? ვცდილობ მკაცრი ხმა მქონდეს და ჩემი სისუსტე დავფარო, მაგრამ მაინც ტყდება.
-სალაპარაკო გვაქვს, ძალიან ბევრი. ამბობს დამნაშავის ხმით და მე მინდა ვიტირო, მაგრამ ისტერიული სიცილი მიტყდება.
ალექსანდრე გაოცებულია.
მე გაგიჟებული.
-სალაპარაკო არა? მაშინ, რომ მიდიოდი რატომ არ ამიხსენი? თუ მიტოვება გინდოდა შენი გგონია დაგიჭერდი?
-კი ნუცა, იმ მიზეზით რის გამოც მე წავედი აუცილებლად დამიჭერდი.
-ახლა ასახსნელად ძალიან გვიანია. ჩანთას ვიღებ და კარებს ვაღებ,როდესაც შემზარავი ხმა მესმის და ვნანობ, რომ მიზეზის გასაგებად გამოვყევი ბიჭებს.
-უნაყოფო ვარ ნუცა, აი მიზეზი შენი მიტოვების.
ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ თავს ვიკავებ და სკამზე ვჯდები.
თვალები ცრემლებით მევსება.
-რატომ არ მითხარი? ისმის ჩემი კივილი.
-ვერ გითხარი, ვიცოდი როგორი მნიშვნელოვანი იყო შენთვის ბავშვი.
-შენ დაგავიწყდა მგონი რა არის ოჯახი. ვამბობ გამტყდარი ხმით და ვიცი რა საშინელ დარტყმასაც ვაყენებ ალექსანდრეს.
-არა, რომ არ დამვიწყებია მაგიტომაც წავედი! უკვე ყვირილს იწყებს.
ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი, ყოველთვის გაწონასწორებული იყო.
დაბალი ხმის ტემბრითა და ჩახლეჩილი ხმით საუბრობდა მხოლოდ.
-დაგავიწყდა ალექსანდრე! ოჯახი ერთი მთლიანობაა, რომელიც პრობლემებს ერთად აგვარებს და არა გაქცევით! არაკაცი ხარ.
ბოლო სიტყვები მეც მამძიმებს, არამარტო ალექსანდრეს და ვხვდები რა საშინდლად გულგრილი ვარ.
რა საშინელი ადამიანი გამხადა ამ თვეებმა და მინდა თავი მოვიკლა.
-ვიცი ნუცა! არაა ზედმეტი სიტყვები საჭირო, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა მიზეზი და ის, რომ უცვლელია ჩემი შენდამი სიყვარული. მაპატიე გთხოვ.
ისევ ისტერიულად მეცინება.
-გაპატიო? ესე უცებ დავივიწყო ის სატანჯველი დღეები ალექსანდრე? და გავაგრძელო ცხოვრება ისე თითქოს არაფერი მომხდარა და ვითომ ძალიან ბედნიერი ქალი ვიყავი?
-არ გთხოვ მაგას, მაგრამ შემირიგდი და ყველაფერი სხვანაირად იქნება.
-არა! ეხლა მე მომისმინე, ბავშვს ეშველებოდა, ჩვენი სისხლი და ხორცი თუ არა, სხვა იქნებოდა. რამდენი უპატრონო ბავშვია? მიპასუხე!
-უამრავი.
-ხოდა იქიდან ერთ-ერთს ან კიდევ ბევრს ჩვენი სახით მშობლები ეყოლებოდა, არაბიოლოგიური, მაგრამ მშობლები, რომლებიც გააღმერთებდნენ.
ხმას ვერ იღებდა.
-მე მივდივარ. ვთქვი და გამოვედი.
ბოლოს გავიგე ალექსანდრეს ღრიალი და ბოლო სიტყვები დამიბრუნდი ნუცა.

საშინელ მდგომარეობაში ვიყავი.
ეგონა, რომ უნაყოფობის გამო რაიმე გრძნობებს გამინელებდა.
პირიქით.
ბავშვი მთავარია, მაგრამ არა საყვარელ ადამიანზე.
ვაპატიებდი, მაგრამ ის ტკივილი არ მაძლევს საშუალებას, რომელმაც სიგიჟისა და სიკვდილის პირას მიმიყვანა.
ამიწეწა ცხოვრება.

***
ქორწილი?-საოცრება იყო.
ერთ კვირაში მომზადებული ყველაფერი.
500 კაციანი ქორწილი.
მეჯვარე ნინე და უბედნიერესი დედაჩემი.
უბედნიერესი მე და ალექსანდრე.
შემდგარი ღმერთისაგან დალოცვილი ჩვენ და საბოლოოდ შეუღლებული წყვილი.
ძალიან გრძელი თეთრი კაბა, ზურგზე ამოჭრილი, მკერდი საკმაოდ ამოღებული.
ალექსანდრე და შარვალ-კოსტუმი, რომელიც კიდევ უფრო მამაკაცურს ხდიდა და ბოლომდე ვრწმუნდებოდი ჩემს არჩევანში და ვიცოდი, რომ არცერთი წამით არ შევმცდარვარ.
ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც ყურებამდე შეყვარებული ვიყავი.
***
ტაქსს ვაჩერებ და თბილისისაკენ იღებს გეზს.
ცრემლები მახრჩობს.
ისევ ჩამესმის ალექსანდრეს სიტყვები „უნაყოფო ვარ’’ და მინდა მოვკვდე.
საყვარელი ადამიანი, რომელმაც გასაჭირი ჩემს გარეშე გაიარა.
ტკივილი, რომელიც ორივესთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი და ორივემ ჩვენებურად, ცალ-ცალკე გავინაწილეთ.
შემდეგ მახსენდება ჩვენი ერთად გატარებული დრო.
როგორ გავაპარეთ ლილიანა და ლუკა საფრანგეთში, როგორ მოიწყეს თაფლობისთვე და რა უზომოდ ბედნიერი ვიყავი ხუთი თვის წინ.
ოცდაოთხი თვე.
საუკეთესო ორი წელი.
ყველაფრისდა მიუხედავად ბედნიერები.
ბედნიერები ჩვენი ოჯახით.
მეგობრების გვერდში დგომით.
ერთად ცხოვრებით და საუკეთესო სიგიჟეებით.
როდესაც დილით თბილისში საუზმეს უმზადებ საყვარელ ადამიანს, საღამოს კი ცხრა მთას იქით მიდიხარ.
რამდენი რამაა გასახსენებელი და ისევ უსაზღვროდ დიდი ტკივილის ვგრძნობ, რომელიც მჭამს.
მკლავს.
და ვგრძნობ, რომ არ ვარ საკმარისად ძლიერი.
მახსენდება სიტყვები, რომელიც წასვლისას მითხრა.
„მე ალბათ ადამიანი არ ვარ.’’
და ისევ სიკვდილი მინდება ამ უბადრუკი ცხოვრების გადამკიდე.
როგორ მეგონა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი.
მაგრამ, როგორც ვთქვი, ყველაფერი არ არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა.
ცხოვრებაში არის დაბრკოლებები, რომელსაც უნდა გაუძლო, საყვარელ ადამიანებთან ერთად გადალახო, მაგრამ მე და ალექსანდრემ ვერ შევძელით.
ტელეფონი რეკავს.
ვთიშავ, მაგრამ ისევ ხელახლა იწყებს.
ნინე მირეკავს, ვიღებ და ნამტირალები ხმა აქვს.
-რა გჭირს ნინე? ვეკითხები შეშინებული ხმით.
-დამიბრუნე ძველი ნუცა, მეუბნება ტირილნარევი ხმით.
-სად ხარ?
-შენს სახლთან.
-გუდაურიდან მოვდივარ, შენი ხომ გაქვს გასაღები შედი, მოვალ და ვილაპარაკოთ.
-კარგი.

და ისევ ვხვდები რა საშინელი ადამიანი ვარ.
დაქალები, რომლებიც გვერდიდან არ მომშორებიან, ჭირსა თუ ლხინში ჩემს გვერდზე იყვნენ, ამ ხუთი თვის მანძილზე ჩამოვიშორე.
რამდენიმე საათში სახლის კარები დამძიმებულმა შევაღე.
ისევ მოვაკელი ვისკის კოლექციას ერთი ბოთლი და ნინეს წინ ჩამოვჯექი.
-ვიცი, რომ ნახე.
-მერე? ვეუბნები გაყინული ხმით.
-მიზეზიც ვიცი.
-როდის გაიგე?
-დღეს. ნუცა, არ გეუბნები, რომ შეურიგდე უბრალოდ მე მჭირდები, ლილეს სჭირდები, ლილეს ბავშვს სჭირდები, რომლის ნათლიაც შენ უნდა იყო.
წამიერად თვალები მინათდება და ნერვები ისევ საკუთარ თავზე მეშლება.
ბედნიერება, რომელიც მე ვერ განვიცადე.
როდესაც მირეკავდა და არ ავიღე ტელეფონი.
თურმე რის თქმას აპირებდა.
ყველაზე საზიზღარი ადამიანი ვარ.
ცრემლები მომდის, ვისკის ბოთლს ნახევრამდე ვცლი და ნინეს ვუყურებ.
-ძალიან მომენატრეთ. ვიწყებ ჩახლეჩილი ხმით და ოთახიდან ლილიანა გამოდის.
მეხუტება და ისიც ჩემთან ერთდ ტირის.
-გეყოს მოთქმა, გავუძლებ, მთავარია შენ და ნათლიას კაცი იყოს კარგად.
-რა იცი, რომ ბიჭია? ეცინება ლილიანას.
-ვგრძნობ, მეც სულ ბიჭი მინდოდა.
ხმა წამერთვა.
გამახსენდა მომენტები, როდესაც ალექსანდრე და მე ბავშვის სახელზე ვჩხუბობდით.
ჯერ კიდევ არ ჩასახულის.
-ხომ იცი, რომ გეყოლება?
-გათხოვებას აღარ ვაპირებ ლილიანა და როგორ მეყოლება? გამეცინა მე.
-არც შერიგებას?
-არა! ვთქვი და ეჭვი შემეპარა ჩემი უარყოფითი პასუხის სიმტკიცეში.
-ისევ გიყვარს. დაასკვნა ნინემ.
-რა საჭიროა თქმა. ვუთხარი და ისევ ვისკისაკენ წავიღე ხელი.
-აღარ დალიო, მაცლის ლილე და მიღიმის.-მე ძველი ნუცა მჭირდება, ხომ იცი ყველაფერი ყოველთვის ისეა ჩვენ როგორც გვინდა, ხოდა მოეშვი სმას.
-აღარ არის ყველაფერი ისე.
-ლალიკო მირეკავდა ხოლმე, გაგიჟებულია ქალი, დაურეკე და უთხარი მოვიდეს, შემიცვალა საუბარი უცებ ნინემ.
ლალიკოს გახსენება და მონატრების შემოტევა ერთი იყო.
რატომ მივატოვე ყველა.
რატომ ჩავიკეტე საკუთარ თავთან და ისევ უამრავი რატომ?
იდიოტი ვიყავი და იმიტომ.
გავეცი საკუთარ თავს პასუხი და ტელეფონს დავწვდი.
-გამოხვალ ჩემთან?
-მოვფრინავ დე. მესმის მისი სიხარულნარევი ხმა და მეც მეღიმება.
-მომნატრებიხართ.
-ჩვენც. მეუბენბიან გოგოები და მეხუტებიან.
ნახევარ საათში ლალიკოც მოვიდა.
გამლანძღა, იტირა, იცინა და ბოლოს დაამატა
-მამუკასაც მოენატრე.
-გადაეცი, რომ მეც მომენატრა, მაგრამ ჯერ არ ვარ მაგის სანახავად მზად.
-რატომ?
-იმიტომ, რომ დედა ერთადერთმა შვილმა იმედები გავუცრუე, ენდო ჩემს არჩევანს,მაგრამ ხედავ როგორ დასრულდა?
-ახლა მომისმინე ნუცა. მკაცრად დაიწყო ლალიკომ.-ეგეთი შემთხვევა ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს, მაგისგან არავინ არაა დაზღეული, მზად არ ხარ კი არა, ახლა გჭირდება ყველაზე მეტად მეგობრები და მშობლები და შენ რას აკეთებ? მე ასეთ ნუცას არ ვიცნობ, შენ არ გავხარ მებრძოლ გოგოს, რომელიც მე გავზარდე, მოდი ცოტა გონზე და როცა მიხვდები, რომ მართალი ვარ დამირეკე.
შემდეგ ჩანთა აიღო და წავიდა.
მე გული ჩამწყდა.
ვიცოდი,რომ მართალი იყო, მაგრამ არ გავაჩრე, ისევ რაღაცამ შემაკავა, ალბათ ჩემმა უსუსურობამ.
ემდეგ გოგოებიც წავიდნენ და დავრჩი ისევ მარტო.
ცრემლები მახრჩობდა.
ალექსანდრეს სიყვარულიც მახრჩობდა.
იმ კაცის სიყვარული, რომელცმაც საშინლად მატკინა გული და რომლისთვისაც პატიება მიჭირდა.
ჩემს თავს ვუსვავ კითხვას ვაპატიებ თუ არა მომავალში და ვხდები, რომ ვაპატიებ უბრალოდ დრო მჭირდება.
შვილი მართლა ძალიან მაგრად მინდოდა, ან ვის არ უნდა? ყველა ოჯახის სურვილია, უფრო ამყარებს, ხალისს ძენს ბავშვი ყველაფერს და უფრო ბედნიერი ხდები შენც.
მაგრამ ყოფილიყო ალექსანდრე და ბავშის პრობლემაც მოგვარდებოდა.
არადა ვიცი, იცოდა, რომ ისტერიკები დამემართებოდა.
ათას ექიმთან წავიყვანდი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ბოლომდე განადგურდებოდა,
ამიტომ წავიდა.
როგორ შეიძლება, რომ არ გაუგო, მაგრამ ვერ ვუგებ.
კარზე ზარის ხმაა.
ისევ არ მინდა,რომ გავაღო, მაგრამ არ წყდება.
გული მიჩქარდება.
ვხვდები, რომ ეს არც ლალიკოა, არც გოგოები და არც ბიჭები.
კარს ვაღებ და ალექსანდრე მიყურებს სევდანარევი ღიმილით.
-შემომიშვებ?
მეც ვიწევი და ხმის ამოუღებლად ვანიშნებ მისაღებისაკენ.
-არაფერი შეცვლილა.
ირონიულად ჩამეცინა.
არადა როგორ არ მინდოდა ახლა ეს ირონია, მაგრამ თავისით მოდის.
ხანდახან მგონია, რომ განუყრელი მეგობრები ვართ.
-მეც დამისხი ვისკი.
მეუბნება და მეც ვასრულებ მის მოთხოვნას.
-რა დაგრჩა სათქმელი? ვიწყებ მე.
-შენ დამრჩი დასაბრუნებელი.
-არ გადამრიო ალექსანდრე.
-არა ნუცა, ხომ იცი, რომ დაგიბრუნებ?
-საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი ხარ.
ახლა ალექსანდრეს ეცინება.
-ხო ის იდიოტი, რომელიც სიგიჟემდე გიყვარს.
-შეიძლება, მაგრამ ხომ იცი, რომ ადვილად კი არა შეიძება არც დაგიბრუნდე?
-გაყიდე შენი თავი ნუცა. მეუბნება ღიმილით.
შემდეგ გევრდზე მიჯდება, ყელთან ძალიან ახლოს მკონცის და მეც სიამოვნებისაგან მაკანკალებს.
არ მინდა,რომ რეფლექსებმა გამყიდონ, რომელიც ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ალექსანდრეს.
-რეფლექსებიც სხვა რამეს მიმტკიცებენ. აგრძელებს ისევ.
-მთავარია მე რას ვამბობ. მაინც არ ვტყდებოდი მე.
-ხომ იცი, რომ ისევ წაგამტვრევ რქებს, რომელიც ჩემს არ ყოფნაში გაგეზარდა.
ისევ ეღიმება, იმ ღიმილით მე, რომ ძალიან მიყვარს.
-შენთვის არავინ აღარ ვარ, ასე,რომ არ იწყვალო.
-ჩემი ცოლი ხარ ნუცა.
-ვიყავი, ხვალ საბუთებს გამოგიგზავნი განქორწინებისას და ხელს მოაწერ.
სიმწრით ჩაეცინა.
-თავზე დაგახევ ხომ იცი? ისიც იცი, რომ დაგიბრუნებ და ამის გამკეთებელიც ვარ და ტყუილად ნუ ირთულებ ცხოვრებას! ნუ გგონია, რომ მე დამაკლებ რამეს, არა როგორ არა, დამაკლებ, მაგრამ შენც გაინადგურებ ამ ყველაფრით თავს. ჯანდაბაში გაუშვი თავმოყვარეობა ნუცა! მეუბნება და ისევ მეხუტება.
-არ შემიძლია.
-ხომ არ მიღალატია? აგრძელებს ალექსანდრე ისევ ჩემს წამებას.
-არა. სლუკუნით ვეუბნები მე.
-მართალია დაგტოვე და ვიცი დამნაშავე ვარ, მაგრამ ხომ ხვდები,რომ საჭირო იყო?
-ვხდები. ისევ მეტირება მე.
-აბა რაღა გინდა ნუცა? ეცინება ისევ.
-არ ვიცი!
-მე ვიცი სამაგიეროდ, ჩემთან ყოფნა.
-არა!
-კარგი. ადგა და წასასვლელად მოემზადა, მე კი ვხდებოდი, რომ არ ვიყავი მართალი.
ეხლა თუ წავიდოდა აღარასოდეს დაბრუნდებოდა ეგეც ვიცოდი.
უკვე კარებში იდგა, როდესაც დივნიდან წამოვხტი და ზურგზე შევახტი.
-ვერ მომიშორებ მთელი ცხოვრება ეგ იცოდე!
ისე გადაიხარხარა მეგონა სახლს დამინგრევდა.
-ტკიპა ხარ, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს.

დასასრული.
ველოდები თქვენს რჩევებს, შეფასებებს, კომენტარებს.
მიყვარხართ.
თქვენი ნინე.



№1  offline წევრი mimimimo

ეხლა - არა, ახლა.

თან მომეწონა, თან - არა.

იცი რა იყო?
სევდიანი იყო, ტირილი მინდოდა თითოეული წაკითხული სიტყვის შემდეგ, მაგრამ ემოცია დამაკლდა...
მეტი ემოცია მინდოდა!

ბოლოს თითქოს მიფუჩეჩებული იყო.

ლილიზე მეტი, რომ დაგეწერა ცუდი არ იქნებოდა.

ბოლოს იცი რას ველოდი?!
მათ შვილებს...

მაგრამ მაინც არა უშავს.

წარმატებები!

 


№2  offline წევრი wripawripa123456

mimimimo
ეხლა - არა, ახლა.

თან მომეწონა, თან - არა.

იცი რა იყო?
სევდიანი იყო, ტირილი მინდოდა თითოეული წაკითხული სიტყვის შემდეგ, მაგრამ ემოცია დამაკლდა...
მეტი ემოცია მინდოდა!

ბოლოს თითქოს მიფუჩეჩებული იყო.

ლილიზე მეტი, რომ დაგეწერა ცუდი არ იქნებოდა.

ბოლოს იცი რას ველოდი?!
მათ შვილებს...

მაგრამ მაინც არა უშავს.

წარმატებები!



ძალიან დიდი მადლობა, გავითვალისწინებ შენს რჩევებს აუცილებლად. <3 <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu dzaan magarii iyoo ra kargebi ariam
magram mainc shemecodnen :(( ra moxdeboda yolodat shvili erti sityvit kargi iyooo warmatebebii

 


№4  offline წევრი wripawripa123456

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას.
მახარებს და მაბედნიერებს თქვენი კომენტარები.
მიხარია თუ მოგეწონათ.
მიყვარხართ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent