შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულოდ (1 თავი)


12-07-2016, 15:32
ავტორი Athena
ნანახია 1 668

გამარჯობა. მე ლინდა ლორთქიფანიძე ვარ, მე-11 კლასელი. მხოლოდ დედა ცხოვრობს ჩემთან, ბაბუაჩემი და ბებიაჩემი დაიღუპნენ, მამაჩემი კი დიდი ხანია გაეყარა დედაჩემს. ბევრი მეგობარი არ მყავს, მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს, ის ჩემი კლასელი ბექაა. მე საშუალო სიმაღლის,თაფლისფერთვალება და ძალიან უბრალო გოგო ვარ.
_______________________________________________________________
მაღვიარას წკრიალმა გამაღვიძა, მე როგორც ყოველთვის ავწუწუნდი.
-დედა! დღეს კვირაა და მაინც დამიყენე მაღვიძარა?-ძილბურანში ვიყავი, ძლივს ვლაპარაკობდი.
-ხო დედიკო, დღეს საყიდლებზე უნდა წავიდეთ!-"მომახარა" დედამ.
-კაი ხო...-ვბუზღუნებდი, თან ტანსაცმელს ვიცვამდი.
ასე იყო თუ ისე 3 საათში მე და დედაჩემი უკვე "თბილისი მოლში" ვიყავით, ჯერ მხოლოდ 2 მაღაზია გვქონდა ნანახი, მაგრამ მაინც დაღლილი ვიყავი.
-წამოდი ლინდა, "კოტონში" შევიდეთ.-ხელი ჩამკიდა დედამ.
-აუ დეეე, მარტო შენ შედი, მე ცოტა ხანი გარეთ გავალ რა...-შევეხვეწე.
დედამ თავი დამიქნია.
თბილისი მოლიდან გამოვედი, ტელეფონში ჩავეფლე, უამრავი მესიჯი მქონდა მოსული ბექასგან.
"გადამრევს ეს ბიჭი"-გავიფიქრე და ვიღაც შავგვრემან,მწვანეთვალება ბიჭს შევეჯახე.
-ცოტა ყურადღებით რომ იარო არ გაწყენდა.-ამ სიტყვებით თავი შემაზიზღა.
-შენი საქმე არაა როგორ ვივლი!-არც მე დავუთმე, მას არაფერი არ უთქვამს, გზა განაგრძო.
ცოტა ხანში დედაჩემი გამოვიდა თბილისი მოლიდან.
-არაფერი ჩემი მოსაწონი არაა, რაც მომწონს ძვირია!-აწუწუნდა.
-კაი, სახლში წავიდეთ.-ისე გავუღიმე, ვიცოდი დამთანხმდებოდა.
-მარტო შენ წადი, მე კიდევ უნდა შევიდე მაღაზიებში.
უსიტყვოდ გამოვბრუნდი და სახლში წავედი.ღამის 10 საათზე დედაჩემი სახლში დაბრუნდა.
-დავბრუნდი!-ისე მომახარა, მეგონა იყიდა რამე-თქო, თურმე შევმცდარვარ, მხოლოდ თავისი ჩანთა ეკავა ხელში.
მთელი 2 საათი დედაჩემის წუწუნს ვუსმენდი, შემდეგ მოვითენთე და დავწექი.დილით ჩვეულებრივ წუწუნით გავიღვიძე და სკოლაში წავედი.
-პრივეტ.-შემომეგება ბექა, მეც ხელი ხელზე დავარტყი. უცებ იქით გავიხედე და დავინახე ის შავგვრემანი, მწვანეთვალება ბიჭი, გუშინ რომ დამეჯახა.
-იდიოტია, თავისი თავი მაგარი გონია.-მითხრა ბექამ.
-შენ რა, უკვე ეჩხუბე?-თვალები დავაჭყიტე.
-ხო, აბა ბექა ხორბალაძე რის ბექა ხორბალაძეა თუ არ იჩხუბა.-გაიცინა.
ზარი დაირეკა, კლასში შევედით.იქ ინგლისურის მასწავლებელი თამუნა დაგვხვდა, მის გვერდით შავგვრემანი მწვანეთვალება იდგა.
-გამარჯობათ ბავშვებო! ეს ახალი მოსწავლეა-ნიკა შენგელია. ნიკა, თავისუფალი ადგილი აი იქ არის!-თამუნა მასმა ჩემს გვერდით სკამზე ანიშნა ნიკას. მე დაღვრემილმა შევხედე ბექას, ის ბჟირდებოდა სიცილით.
-როგორც იცით, დღეს საკონტროლო გაქვთ. საკმაოდ რთული ტესტია, იმედი მაქვს თავს გაართმევთ და არ შემარცხვენთ.-ტესტები ჩამოგვირიგა მასწავლებელმა.
ტესტის წერა დავიწყე, ცოტა ხნის შემდეგ ნიკას გავხედე, არც კი უყურებდა საკონტროლოს, შემდეგ ჩემკენ გადმოიხარა და ჩამჩურჩულა.
-ფრთხილად იყავი, კიდევ არ დამეჯახო-მე თვალები გადავატრიალე და წერა განვაგრძე.
ბავშვებო, დიდი ბოდიში, პატარა თავია, მაგრამ საცდელი თავია, თუ არ მოგეწონებათ აღარ დავდებ. თუ მოგეწონებათ, დავდებ ოღონდ დიდს love მიყვარხართ უზომოდ :love



№1 სტუმარი maria

dade dzalian momewona ogond ufro didi tavebi

 


№2  offline წევრი Athena

maria
dade dzalian momewona ogond ufro didi tavebi

ეჰჰ საყვარელო მეც მინდა რომ დავდო, მაგრამ 80 ნახვიდან 1 კომენტარი საშინელი შედეგია, ამიტომ მივწყებ სულსხვა ახალ მოთხრობას, რომელიც უფრო მოგეწონებათ love

 


№3  offline წევრი ლაილა

ძალიან პატარა თავია იმისთვის რომ რამეს კომენტარი გაუკეთდეს. თუ პირველივე თავზე გინდა ბევრი შეფასება მიიღო მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული თავი უნდა დადო. ცუდი დასაწყისი არ ჩანს მაგრამ ასე ბევრი იწყებს ამ საიტზე წერას. რამე განსხვავებულს თუ შემოგვთავაზებ კომენტარების ნაკლებობაც არ იქნება. წარმატებები, გირჩევ არ მიატოვო მოთხრობა. ველოდები შემდეგ თავს, უფრო დიდს და საინტერესოს

 


№4 სტუმარი Maco

Gaagrdzele,momwonss dzalian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent