უშენოდ(7)
-რა დაინახე? ვინ ქეთა? ვისთან ერთად იყო ! არ გამაგიჟო - კართან მისული გავაჩერე.ისე უცებ ავენთე გადავასწარი ხეცურიანს- მამას უთხარი რო საქმეზე გავედი .მაგას ვაჩვენებ მე სეირნობას და ბიჭს ... -სად მივდვიოდი ვერ ვიაზრებდი,აშკარად გაბრაზებული სევედი საავადმყოფოში, სისხლი გამეყინა დერეფანში ვირაც ბიჭთან ერთად რომ დავინახე და საერთოდ ჭკუიდან გადავედი მასთან ერთად კისკისით რო შევიდა კაბინეტში. დამშვიდდი , დამშვიდდი იოანე და გონება დაძაბე. კარი შევაღე დაკაკუნების გარეშე და კიდევ კარგი იქ ისეტი სცენა არ დამხვდა გული რომ გამსკდარიყო. პირდაპირ მივაჭერი გაოგნებულ ქეთას და გახსნილ ბაგეებს დავეწაფე, ხელი წელზე შევუცურე და ცოტა დავმშვიდდი -მომენატრე პატარავ.. წუხელ გნახე მას მერე რამდენიმე საათი გავიდა მაგრამ მაინც ვერ ვიკავ მონატრებას... -შენ..კი მაგრამ -ქეთრინ არ უნდა გეთქვა ? გამაბრაზე მაგრად -კარგი რა ბაჩო ... რა უნდა მეთქვა -არ გაუბრაზდეთ სულ ცოტა ხანია ერთად ვართ ... -ჩემი ცოლი კი გაგიჟდება ეგ რომ დაუმალა და მე კი გილოცავ ძმა და გაძლებას გისურვებ- ჯანდაბა რა ტყუილად ავენთე. არ ვარ მე ჯანმრთელად... -მადლობა - გავუღიმე.ბიჭი წავიდა მე კი ისევ ავიკარი სხეულზე ქეთა -რას ნიშნავდა ეს -შესავლების გარეშე ვიყოთ უბრალოდ ერტად არ გინდა? დავივიწყოთ ყველაფერი სულელური ბრაზიც და სიჯიუტეც- თიტებს მის სხეულზე დავატარებდი და მაგიდისკენ მიმყავდა. ზედ შემოვაჯინე და ფეხებს შორის მოვექეცი, შარვალია აცვია რაც არ მომწონს -მე ...შენ და მე -მე და შენ -ქალბატონო ქეთა სასწრაფოდ წამბრძანდ... ისა მშობიარე მოიყვანეს და - ჯანდაბა უკვე ყველას მოკვლა მინდება რატომ ვარდებიან ასე ოთახში. ქეთა ჩამოხტა მაგიდიდან და წავიდა. მეც წავედი დაცდას რა აზრი ჰქონდა . შეტყობინება დავუტოვე რომ საღამოს რესტორანში შევხვდებოდი .ამ საღამოს აუცილებლად ვეტყვი რომ მიყვარს და შევწყვეტ ამ აფსურდულ თამაშს და ბავშვურ ქცევას ლამის 30 წლის ვარ და რაღა დროს თამაშია .თან ვატყობ ნელ-ნელა მიპყრობს მისი სურვილი იმდენად მიპყრობს რომ თავს ვეღარ ვაკონტროლებ ,იმდენად მიზიდავს ჭკუიდან მშლის . ვაკო ლიკუნას მაგიდასთან დამხვდა ,უფრო სწორად სკამიდან წამოაგდო და კაბინეტში შეათრია გათშული ლიკუნა. ეს ბიჭი გადამრევს კიდე, აქ გასართობი ადგილია თუ სამსახური -ლიკა ! ათ წუთში კაბინეტში გამოცხადდი! ეგ კიდე გააგდე მანდედან -ბატონო იოანე იცით- ხუთ წუთში შემოვიდა..-მე ..ისა ბატონმა მიშომ გადმოგცათ რომ მოვა შემოვდიესო -წავიდა ის? -ის ვარ ამხელა კაცი? - ვაკო შემოვიდა პერანგის ღილები არასწორად ჰქონდა შეკრული. ჰეხზე წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი ჩემი საბუთებითურთ ,თუმცა მეეჭვება საქმესთან დაკავშირებით სურდეს საუბარი -სჯობს პერანგი ისევ იმან შეგიკრას ვინც გახდას ცდილობდა ,არ გამოგდის აშკარად გათიშულს - თვალი ჩავუკარი და წავედი. მამას კაბინეტში ველოდი, გასული იყო. რომ მოვიდა კარი გადაკეტა და სავარძელში ჩაესვენა .ჯერ მიყურებდა, ისეთი გამჭოლი მზერა აქ მაშინებდა ხოლმე პატარაობისას. ახლა კი ვიცი ასე იმიტომ მიყურებს რომ ელის როდის დავიწყებ საუბარს -რა პრობლემა გაქ ვერ ვხვდები მამა- ამოვისუნთქე და პირდაპირ საქმეზე გადავედი-შენი ძმაკაცი არაა გიგლა? კარგად იცი მის ოჯახზე, ბიჭსაც იცნობ .უყვართ ერთმანეთი და რას ითხოვ -რა იოლად უყურებ შვილო ყველაფერს! მერე რა რო გიგლას შვილია . ჩემი გოგო 17 წლისაა თავში პეპლები უფრინავს , რომელ 17 წლის გოგოს შეუძლია აზროვნება -დედაც ვერ აზროვნებდა ცოლად რომ გამოგყვა? გგონია ცუდად მოიქცა? მე ვენდობი დაჩის და მითუმეტეს ჩემს დას. ვიცი რა შეიძლება გააკეთოს და რა არა. იმაშიც დარწმუნებული ავრ რომ როგორაც ა რუნდა დაკარგოს გონება სამარცხვინოს არაფერს ჩაიდენს, ზოგადად შენგან მაქვს ნასწავლი რომ სიყვარულში სასირცხვილო არაფერია -მოკლედ ოღონს ლიზა დაიცვა და ყველაფერს გააკეთებ! ყოჩაღ -კარგი რა მამა ,ხომ იცი რომ მართალი ვარ -კი ვიცი მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ ...რთულია ასე მგონია მართმევს ჩემს გოგოს -ეგ მეც მგონია ,თუმცა ბუნებრივი მოვლენაა თანაც ჯერ ადრეა მაგაზე საუაბრი. რატომ უნდა იფიქრო წლების შემდეგ მოვლენებზე. ამწყოს მივხედოთ სჯობს... -სად არის ახლა -სკოლაშია ... დაჩიმ წაიყვანა დილით . წამოიყვანს კიდეც ალბათ -ის ბიჭი როდის მოვა -ვინ ბერდო? ერთ კვირაში დაიწყებენ. მანამდე არ სცალია -მაინც არ მესმის რას აიჩემა ეს მოსწავლეების აყვანა... გიჟია ეგ ბიჭი რა . ლიზას უთხარი ვინ არის? და ჩვენთან რომ დარჩება ის ? -არაფერი მითქვამს ,მერე ვეტყვი რა პრობლემაა -რეზი რამდენ ხანს დარჩება? რატი გაგიჟებულია სულ გაუბერა ამ ბავშვმაო,ის კი არ ახსოვს თვითონ როგორი მეამბოხე იყო ,რეზი სადაა ეგეთი . -კატოს არ ურიგდება? -ის არ ურიგდება -მართლა უღალატა?- ისე ამომხედა გამეცინა- კაი ხო ისე ვიკითხე იქნებ და რამე მოხდა -კაი რა რა უნდა მომხდარიყო ახლა რატის რომ კატოსთვის ეღალატა , გიჟია ის ხო იცი .ვიღაც ქალს გავხედეო სადღაც ვიყავითო ,მართლა კაი ქალი იყოო და გაგიჟდაო.თან მერე სადღაც მოხვედრილად ერთად და იმ დროს შესულა კატო მართლა ნებისმიერს ეგონებოდა რო ერთად ვიყავითო... მაგრამ კატოს არ უნდა ეფიქრაო ,სულ შიშველი რომ ვენახე მაინც არ უნდა შეჰპარვოდა ეჭვიო ეს ამას იძახის და იმან შეიძლება არ გიღალატია მაგრამ მოგინდა და ეგ უკვე იმას ნიშნავს რომ აღარ გიყვარვარო -პატარა ბავშვებივით არიან რა -მობეზრდებათ და შერიგდებიან ,კატიუშას დაქალებს შევხვდით ერთი კვირის წინ იქ და დავნიძლავდით გოგოები რომელი გადადგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენო , მერე ამათმაც აიტეხეს და სერიოზულ კუშზეა საუბარი ხო იცი -ღმერთო სულ გაგიჟდით ამხელა ხალხი -ბატონო მიშო ...უკაცრავად არ ვიცოდი შეხვედრა თუ გქონდათ-ვიღაც საშუალო ასაკის ქალმა შემოაღო კარი, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა,მთავარი კი ისაა რომ მამას მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება როგორც კი დაინახა. -არა ლელა ...სეხვედრა არ მაქვს ,მობრძანდი .-ქალი მტელი ტანით შემოვიდა. მაღალი , კარგი აღნაგობის 40 წელს გადაცილებული ქალბატონი იყო, მამას ისე უყურებდა ყელში რაღაცამ მომიჭირა,თიტქოს სპაზმა მქონდა . სწრაფად წამოვდექი -მე გავალ მამა - უცებ ვთქვი და იქედან გამოვედი. შეიძლება ბავშვივით ვიქცევი მაგრამ მამას გვერდით ქალის დანახვა ყოველთის მაცოფებს. ეგოისტი ვარ ? სულაც არა ! როცა უფრო ახალგაზრდა იყო ,თუმცა ჯერაც არაა ისეთ ასაკში რომ მოხუცად მივიჩნიო 20 იყო მე რომ გავჩნდი 50 წლის ასაკში კი ცხოვრება არ სრულდება. 30 წლის უკვე ქვრივი იყო 2 შვილით , საშუალო შემოსავლით , უპატრონო ბიჭი რომელსაც ბავშვების დამტოვებელიც კი არავინ ჰყავდა. ყოველთვის დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა ქალბის მხრიდან, ერთ-ერთ მათგანს თავდავიწყებითაც უყვარდა, მგონი შეგუებულიც კი ვიყავი იმ ფაქტს რომ ის იქნებოდა მამას მეორე ცოლი , რომ ბედნიერი იქნებოდა მასთან ,მგონი რაღაცნაირად ვგულშემატკივრობდი კიდეც ,მაგრამ მამა არც კი დაფიქრებულა. უბრალოდ არ უნდოდა, არავინ მხოლოდ დედა ! დედა , ისე იქცეოდა ხოლმე ზოგჯერ მეც კი მეგონა რომ მოვიდოდა და ისევ ისე მოეხვეოდა მამას როგორც ადრე, უბრალოდ მივლინებაში იყო მამა კი ელოდა . შემდეგ აღარ ელოდა ,უბრალოდ მასთან იყო .იქ სადღაც სხვა სამყაროში , უმისობა აგიჟებდა მაგრამ სხვასთან ყოფნა უფრო გატანჯავდა ,დარწმუნებული ვარ არასდროს მისულა მის გულთან არცერთი ქალი . საოცარია როცა 30 წლის ქვრივდები ,ყველა გიჩიჩინებს რომ მეორე ცოლი შეირთო,რომ ბავშვებისთვისაც ასე აჯობებს და ელენაც იქ სადღაც ბედნიერი იქნება შენ კი რთულ გზას ირჩევ და სამუდამოდ ცოლის ერთგული რჩები . ამიტომ მეამაყება რომ მისი შვილი ვარ, მამა ჩემი კუმირია , ნებისმიერ მის ქცევას ვამართლებ ,როგორი მკაცრიც არ უნდა იყოს მაინც მესმის მისი . ახლა კი არ ვიცი რა დამემართა , თითქოს ქალს სხვანაირად შეხედა. ალბათ წინააღმდეგი არ ვიქნები ,მაგრამ გული აშკარად მტკივა . საშინლად მინდება ლიზას ნახვა,მასთან ერთად პარკში სეირნობა,იქ სადაც დედას დავყავდი ,როცა ფეხმძიმედ იყო განსაკუთრებით ხშირად დავდიოდით. ახლაც როცა ნოსტალგია შემომიტევს ლიზასთან ერთად მივდივარ, ის ხომ საოცრად ჰგავს დედას . -ლიზიკო -გისმენ იო -სად ხარ? გცალია რომ გავისეირნოთ? -რა ხდება? ყველაფერი რიგზეა? -უბრალოდ მომენატრა შენთან ერთად სიმშვიდეში ყოფნა -კაფეში ვართ სკოლასთან და მოდი -კარგი ,მალე მოვალ ბაჭია- შენობას ვტოვებ და რამდენიმე წუთში მასთან ვჩნდები. გასეირნება გადავიფიქრე ლიზა რომ დავინახე და მეც შევედი . -გამარჯობათ -იოოო- გოგონები წამოდგნენ და სათითაოდ ჩამეხუტნენ - როგორ ხარ? -კარგად თქვენ? ბიჭებო- გადავხედე ხალხს ..ოჰ დაწყვილებულა ნახევარი სასტავი ,რეზიკო ზის მარტო და თათა,თუმცა თათას შეყვარებული ჰყავს. -იო დასვენებას აღარ აპირებ? -რა დროს დასვენებაა ... ზამთარში ისე წავიდეთ სადმე ერთად ,თუნდაც გუდაურში -კარგი აზრია მე მაქვს სახლი და ყველას გეპატიჟებით .იმხელაა დავეტევით ყველანი ,არ იღელვოთ- უცებ თქვა ბექამ და ბოლოს დააყოლა- იმედია ლაშა არ გაგიჟდება -რა გააგიჟებს - მაკომ შეიცხადა და მიეკრა ბიჭს- ვინ ეკითხება მაგას ,მთავარია მე ვიყო სულ ასეთი გაგიჟებული- კეკლუცად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა . -გვრიტებო თქვენ კი დააწყვეთ გეგმები მაგრამ მე არ გამომიშვებს გუკა -ვაიმე მაგ შენ გუკას კიდე ვერააქ თავში ყველაფერი რიგზე !- აუჯუჯღუნდა მაგდა თათას -ასე რომ ამბობ ყველა ბიჭზე იმიტო ხარ შინაბერა -ვაიმე ეგეთ ნერვების მტერს მარტო ყოფნა და ბალიშთან ჩახუტება მირჩევნია ,ნერვებიც მშვიდად მაქ და დაფეხმძმების შანსიც ნულია - ისე სერიოზულად თქვა ,კი ააწითლა თათა ,ჩვენ კი ფხუკუნი აგვიტყდა -მაგდა! -რა? -დაგელაპარაკები მერე რაც- კბილებში გამოცრა და მობილურს დახედა- გისმენ გუკა ... არა კაფეში ვარ ბავშვებთან ერთად...კი მაგრამ ხომ შევთანხმდით კაი რა ახლა როგორ ... თუ არ გცალია ნუ მნახავ საერთოდ !- გაბრაზებულმა გაუთიშა და გოგონების მზერას ყურადღება არ მიაქცია. მოკლედ რა ეს დაქალური ჟესტები ზეპირად ვიცი, ლიზას გადამკიდე იმდენი რამე ვიცი ხანდახან მართლა ვღიზიანდები . ხანდახან მადგება კიდეც, რას გადაულაპარაკებენ ხოლმე გოგონები ერთმანეთს ყველაფერი ვიცი, ვიგებ ნებისმიერ ინფორმაციას და ვხალისობ. ცოტა ხნით ვისაუბრეთ,შემდეგ გოგონებს მეცადინეობა ჰქონდათ და წავიდნენ თეკლა მიდიოდა და გაიყვანა სამივე. -სალომე სად არის? -უცებ გამახსენდა და ალექსს მივუბრუნდი -არ იყო დღეს სკოლაში სამეცადინო მაქვს რაღაცო,ვერ გავიგე რას მეცადინეობს მაგრამ ოთახიდან არ გამოსულა და რადგან მშვდიად იყო როგორ ვკითხავდი რამეს -შენ კიდე რას შეიკალი ბავშვი ...სულ დინჯად რა გააცერებს -ქეთა თუ არ ქმნის არასდროს პრობლემას და არ მიწევდა იდიოტებისთვის თავ ყბის გაერთიანება მაგან ყველა გამოს.... როგორ უნდა ნახოს ტო -ქეთუშა ვაფშე სხვა თემაა ტო -რეზიმ გაიცინა და სიგარეტი გააბოლა. კვამლის სუნმა საშინლად მომანდომა მოწევა . ან ქეთო მომენატრა და უფრო იმიტომ მინდოდა ,ფაქტია რეზის კოლოფიდან ერთი სიგარეტი ავიღე და მოვუკიდე. საშინლად მომნატრებია,საინტერესოა რაღა ახლა მომინდა მოწევა. თუმცა რაღა საკითხავია თანდათან ახლოვდება საღამო და ნაკლები დრო რჩება ქეთასთან შეხვედრამდე. უკვე იმდენჯერ გადაიდო ჩვენი საუბარი,იმდენი სისულელე გავაკეთეთ ორივემ მეშინია კიდევ რამე არ მოხდეს. უკვე ბავშვური თამაში მგონია ყველაფერი ,ერთადერთი რაც მთელი არსებით მინდა ქეთაა, ძლივს ვახერხებ გონების მობილიზებას რომ სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება ,ცოტა ხნით არ ვიფიქრო მასზე და განვიტვირთო.როგორ შეიძლება სულ ის ტრიალებდეს ყველგან, მონატრება მქონდეს მიუხედავად იმისა ,რომ დღეს უკვე ვნახე . კოცნაც აღარ მაკმაყოფილებს,უფრო მეტი მინდა იმდენად მეტი რომ არც ვიცი ჩემი სურვილი კიდევ რამდენჯერ გაიზრდება ,ისიც არ ვიცი ოდესმე თუ მივიღებ კმაყოფილებას, მგონია რომ თუ ამოვწურავ მთლიანად ყველა სურვილს და მასთან ყოფნა აღარ მენდომება სიყვარულიც გაქრება,ისევ ისე თუ არ მომინდება მისი ნახვა,ჩახურება და კოცნა სიყვარულიც გაქრება . ზოგადად იმაზეც ვფიქრობ რომ შესაძლოა ეს სიყვარული არ არის,უბრალოდ გრძნობა მაქვს მის მიმართ იმაზე დიდი ვიდრე მეგობრობაა ან კიდევ უბრალოდ ვნებაა,შემდეგ მინდება ამ ფიქრისთვის სახეში შემოვირტყა ხელი ,რადგან კარგად ვიცი ვის მიმართ მქონია ჟინის დაკმაყოფილების სურვილი და ვინ მყვარებია უბრალოდ მეგობრულად. გაურკვევლობა კი იმიტომ ჩნდება რომ იმდენ რამეს ვგრძნობ ერთად ვერ ვხვდები ხოლმე რა არის ასეთი საოცრება ,ალბათ სიყვარულს კიდევ ატასობით ფენა აქვს რომელიც სხვადასხვა გრძNობას იტევს და ნელ-ნელა აღმოვაჩენ კიდევ სხვას...... ..... სახლში ვარ , წამებს ვითვლი წასვლამდე. ლიზა გოგონებთან ერთად წავიდა დაბადების დღეზე . თიკას მანქანით, მეგონა დაჩი წაიყვანდა მაგრამ ბიჭები სადღაც წავიდნენ და არ ეცალათ . .უკვე მზად ვარ , ხელებს ნერვიულად ვისვამ ხან სახეზე ხან თავზე. ბოლოს ვიღებ გასაღებს და მივდივარ . სიმბოლურად ავირჩიე რესტორანი სადაც პირველად დავპატიჟე, მართალია მაშინ სულაც არ უნდოდა წამოსვლა და დამსახურებულ სურვილს მისრულებდა რომელიც დახმარების სანაცვლოდ ვითხოვე,მაგრამ მაინც ერთ-ერთ ლამაზ საღამოდ დარჩა ჩემს მოგონებებში. დარწმუნებული ვარ მასაც ეხსომება ... მაგიდასთავ ვზივარ ,ამინდმაც ხელი შემიწყო...ვერანდიდან საოცარი ხედი იშლება ,ირგვლივ უამრავი ყვავილია ,ეზოც საოცრად მომწონს .თუმცა ახლა აღქმა არ შემიძლია , თითქმის თხუთმეტი წუთი რჩება დათქმულ დრომდე. წითელ ღვინოს ნელ-ნელა ვსვამ ,იქნებ დაძაბულობა მომიხსნას . თითებს მაგიდაზე ნერვიულად ვათამაშებ, სულ რამდენიმე წუთი რჩება ... მობილურის ხმა მესმის ,არ მინდა ვუპასუხო , ვიცი რაღაც მოხდება გული სიედაც ცუდს მიგრძნობს მაგრამ ლიზას ნომერს რომ ვხედავ ინსტიქტურად ვპასუხობ -გისმენ ბაჭია ..სწრაფად მითხარი იცოდე -იოანე - ხმაურის მიღმა რეზის ხმას ვარჩევ და ვგრძნობ როგორ ტოვებს გული რამდენიმე დარტყმას.მისი ხმა არ მომწონს, უჩვეულოდ ბოხი და ხრინწიანია -რეზი? რა ხდება? ლი სად არის? - ერთიანად ვიჭიმები და ინსტიქტურად ვდგები. ვიცი ვგრძნობ რომ რაღაც ცუდი მოხდა,გონება ვეღარ ახერხებს სიტყვების აღქმას,უბრალოდ რესპუბლიკური მესმის და მივდივარ ... საავადმყოფოს დერეფანში გავრბივარ , მეზიზღება ყველაფერი რასაც აქ ვხედავ, ეს სუნი, ეს ხალხი გავრბივარ და მგონია ისევ 10 წლის ვარ .ისევ ის ლაღი ბიჭი ვარ ვინც დის დაბადებას ელის ...ვისაც წარმოდგენა არ აქვს ორი თვით ადრე რატომ ჩნდება მისი და ... რატომაა ახლა დედა საავადმყოფოში როცა აგარაკზე უნდა ყოფილიყო ბიძიასთან ერთად , საღამოს დაბრუნებულიყო და რამდენიმე საათიანი მონატრება ხანგრძლივი ჩახუტებით გამოესყიდა. გავრბივარ და ვხედავ მამას ...იატაკზეა ჩაკეცილი, მუხლებზე დგას და განწირული ღრიალებს. ყველა დუმს ... ექიმების ამღვრეული თვალები , ყველა ტირის ,ჩუმად უხმოდ ტირის მხოლოდ მამა ყვირის ,განწირული არაადამიანური ხმით ტირის . მახსენდება კაფეტერიაში სანამგამგზავნიდა გიგლა ბიძია ექიმი გამოდის და ამბობს „ან“ არ მესმის ან დედა ან შვილი რას ნიშნავს ..არც ის მესმის დედამ რატომ თქვა ჩემი გოგონა გადაარჩინეთ მხოლოდ ისო ...ვერ ვხვდები რომელიმე მათგანი რატომ უნდა აირჩიონ . ახლა კი ახლა ვხვდები რომ დედას რაღაც სჭირს , დაბნეული ვიყურები და ინსტიქტურად მოდის გაყინულ კანზე ცხელი სითხე,თვალები მებინდება და ვცახცახებ ,სადღაც შორიდან ბავშვის ტირილის ხმა ისმის . მინდა გაჩუმდეს , მინდა გავიგო დედა როგორაა ,მინდა მივიდე და ჩავეხუტო ,მხოლოდ ეს მინდა მაგრამ არ მიშვებენ. ვცდილობ გავიქცე მაგრამ რატი მიჭერს,გულში მიკრავს და თავზე მკოცნის, ვგრძნობ ცრემლები როგორ მეცემა თავზე და ხელები ძლიერად მეხვევა ,უფრო ძლიერად, ისე თიტქოს უნდა ტკივილი წამართვას ,გაინაწილოს მაგრამ არ შეუძლია , სული მტკივა, ყველაფერი მეწვის , ვერ ვხვდები რომელი ორგანოა ,უბრალოდ მტკივა ,გაუსაძლისად და მგონია გული გამისკდება . ბავშვის ხმა ,ტირილი რომელიც აცოცხლებს არემარეს. მეორე სართულზე ვარ დერეფანში კი დაჩის ღრიალის ხმა ისმის ,კედელსაა მიყუდებული შუბლით და მუჭებს ურტყამს .ვგრძნობ როგორ მეცლება ერთბაშად ძალა და როგორ ვაგრძელებ გზას არ ვიცი რეზის საყელოში ვკიდებ ხელს ,სიტყვასაც ვერ ვამბობ -ავარიაში მოყვნენ ... დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა შეეჯახათ ,ლიზა წინ იჯდა ...როგორც ჩანს ღვედი არ ეკეთა და ...მას ოპერაციას უკეთებენ .კარგად იქნება - თვალები მებინდება, სუნტქვა მეკვრის , ვიღაც ცდილბს გული ამომაცალოს , საშინლად მტკივა ჩემი ლიზა ...ჩემი ბაჭია ,ჩემი გოგო ჩემი ნამცეცა გოგო .თვალები მეხუჭება კადრები ტრიალებს ჩემს ირგვლივ სულ პატარა ლიზას ვხედავ ,როგორ აჭმევს მამა . ხელი უკანკალებს , არ იცის როგორ აჭამოს ,ლიზა ტირის ...შორიდან ვუყურებ მამა-შვილს , ლიზას ვადანაშაულებ დედას სიკვდილში, მძულს ! სახლში მარტო ვართ , მამა სამსახურში გავიდა რამდენიმე წუთით .ლიზა ხუთი თვისაა, საწოლიდან გადაბობღდა , იატაკზე მიხოხავს ცდილობს კარი ღიაა იქ კი მდუღარე წყალი დგას ,წამებში ვლახავ მანძილს და მის სითბოს პირველად ვგრძნობ, სწრაფი ქმედების გამო შეეშინდა, პატარა ხელებით მებღაუჭება და ტირის .მისი ცრემლები გულს მიკლავს .მაშინ ჩავიკარი პირველად გულში და მას მერე ერთი ნაწილი გავხდით ,სულ მე მყავდა...სამეცადინოდ ვიჯექი ჭოჭინაში იჯდა და სათამაშოებს არიჩხინებდა, ვჭამდი ისიც იქ იყო და თავის ბოთლში არსებულ ფაფას მადიანად შეექცეოდა, შემდეგ უკვე მე ვამზადებდი და კოვზით ვაჭმევდი ..მერე სულ ისვრებოდა მიცინოდა , კისკისებდა და დასვრილ ხელებს სუფთა მაისურზე მაწმენდს. ცდილობს გაიაროს მაგრამ ვერ ახერხებს, ყოველ დაცემაზე გული მიქანდება , მაგრამ უფლებას ვაძლევ თავად შეეცადოს, მისი ხალიჩა სულ გარშემორტყმულია ბალიშებით იქ ზის და თამაშობს ,მეორე ოთახში ვარ მის ტანსაცმელს ვაუთოებ,მამა სამსახურშია შეხვედრაზე და გადავწყვიტე ამ ერთხელ თავად დავაუთოო მისი ტიტინი მესმის იოო მეძახის და ვხედავ როგორ მოაბიჯებს სხვადასხვა მხარეს ქანდება ,მაგრამ მაინც მოდის .მერ ეგათამამებული უჩქარებს ნაბიჯს და მეხვევა ისევ იმეორებს „იოო“ კისკისებს და ტუჩებს ლოყაზე მიხახუნებს ,არ გამოსდის კოცნა მხოლოდ ხმას გამოსცემს სამაგიეროდ მე ვუკოცნი ლოყებს და ხელში ვაფრიალებს. სახლში მისი კისკისის ხმა მეფობს ... პირველად ეცემა, სისხლი სდის და მინდა არასდროს ეტკინოს, გულში ვიკრავ ყოველ დაცემაზე, ყოველ ჯერზე როცა ვუშვებ ხელს ეცემა , შემდეგ თავადვე დგება და ცრემლებს იმშრალებს ,ისევ მოსდის მაგრამ მაინც თავად ერევა ტკივილს. მე მაინც იქ ვარ , ყველგან ვარ ... ღამით ზღაპრებს ვუკითხავ , პარკში დამყავს ,ვეთამაშები და ვცდილობ არასდროს იყოს მარტო, არასდროს მოიწყინოს ...პირველად სკოლაში ისევ მე მიმყავს ,მამაც არის მაგრამ ხელი ჩემზე აქვს ჩაკიდებული და ამაყად მიაბიჯებს .ჩემს კლასელებს ათვალიერებს,ყველას იცნობს და ყველა ხელის გულზე ატარებს ,ამიტომ დედოფალივითაა. შემდეგ ვამეცადინებ ... მე გვიან ვკითხულობ და როცა ჩამომეძინა მაგიდასთან მისი თბილი ხელები მეხებიან სახეზე .იგივეს აკეთებს რასაც მე ვაკეთებდი ხოლმე.გამაჟრჟოლა როცა მეგონა ისევ მეხებოდა მისი თითები , მისი ლამაზი თლილი თიტები . გული მეკუმშება ისევ ძლიერად ვეჯახები რეალობას არ მინდა მისი ხელიც გაქრეს ჩემი ხელიდან ისე როგორც დედა გაქრა... არ მინდა მასთან წავიდეს , შეუძლებელია დედამ მისი თავი წამართვას ახლა წაიყვანოს, არა შეუძლებელია ის არ წავა არაა ეგოისტი ,მერე რა რომ ბავშვობაში ამბობდა დედასთან მინდა წასვლა, ნეტავ მე ვიყო იქ ზემოთ და შენთან და მამიკოსთან იყოს დედაო ,ახლა არ წავა ... მე ვერ დამტოვებს, მამას ვერ დატოვებს ვერც დაჩის დატოვებს ვერავის მიატოვებს ...მე ხომ მჭირდება ჰაერივით მჭირდება ,მხოლოდ ის ჩემი ბაჭია მჭირდება. ფუმფულა პიჟამაში და ყურებიან ჩუსტებში გამოწყობილი,თმაარეული ბაჭია ,თავზე ბაჭიის ყურები რომ აქვს მიმაგრებული და მეკრიჭება .შემდეგ გამორბის სხეულზე მეხვევა და სახეს მიკოცნის ... მესმის ხმაური, დერეფანი ივსება, ტირილის ხმაც მესმის ,მაგრამ ვერ აღვიქვამ ვერაფერს ისევ ლიზასთან ვარ , არ მინდა მონატრება ვიგრძნო მინდა რომ გაიღვიძებს და შევალ ეს რამდენიმე საათი მასთან მქონდეს გატარებული. არ ვიცი რომელი საათია, არც ის ვიცი ვინაა ახლა ჩემს ირგვლი..ფეხის ხმა გამუდმებით ისმის ,ვიღაც ქალის კივილის ხმაც ჩამესმა ,მგონი გონება დაკარგა . მხოლოდ მაშინ ვწევ თავს როცა ჩემს ხელებს ვიღაცის გაყინული თითები ეხვევა , ჩემს წინაა ჩამუხლული .თავს ვწევ და ქეთას ცრემლიან თვალებს ვხედავ ... მწვანე ირისებში ვიძირები . შემდეგ მისი სურნელით ,მეხვევა ,მაგრად მხვევს ხელებს მხრებზე,თავს მხარზე მადებს და ტირის .აკანკალებულ ხელს თავზე მისვამს და ლოყაზე მკოცნის -კარგად იქნება ? ქეთო ხო კარგად იქნება ჩემი ბაჭია - არც კი ვიცი ესმის თუ არა ხმა იმდენად ჩუმად ვამბობ -კარგად იქნება , გეფიცები კარგად იქნება ვერ დაგტოვებთ ,ამდენ კაცს ვერ მოგკლავთ -ინსტიქტურად ვიხედები დერეფანში , თურმე ის ღრიალი მამას ეკუთვნოდა , კედელთან კუთხეში იჯდა და გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს, გვერდით დაჩი იყო სულ გაფითრებული, გალურჯებული ტუჩებით და ჩაწითლებული თვალებით .თვალები დახუჭული იყო, მიცვალებულს ჰგავდა . ბიჭები სკამებზე ისხდნენ ... საათი ღამის 3 უჩვენებდა - ექიმი გამოვიდა...ყველაფერი სტაბილურადააო მას მერე ორი სააათი გავიდა კიდევ . რამდენიმე ექთანმა სისხლის შეკვრა შეიტანა ... მერე კიდევ რამდენიმე ექიმი შევიდა მას მერე აღარ გამოსულა არავინ -იქნებ გართულდა ... -ცუდზე ნუ იფიქრებ ... ეგრე სალომესთანაც შევიდნენ ექიმები მაგრამ კარგადაა -სალომესაც ოპერაცია გაუკეთეს? -დანარჩენებს მხოლოდ მოტეხილობები აქვთ ,დაბეჟილობები და შერყევა. თეკლაა მძმედ თუმცა ოპერაცია არ დაჭირვებია , მრავლობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს -უცებ მითხრა და ლოყაზე ჩამომისვა ხელი. მის მხარზე მედო თავი ,თვალები ისევ დავხუჭე ამჯერად ზღვაზე ვიყავით , მე ჩემი მეგობრები და 7 წლის ლიზა .ვაკოს და ნიკოს მოსვენებას არ აძლევდა ,მე მასვენებს სამაგიეროდ იმათ ასრულებინებს ყველაფერს. სანაპიროზე დარბის მოკლე ფუშფუშა კაბა აცვია თმები ზურგზე ეყრები სირბილისას კულულები ანცად ხტიან ,კისკისებს და გაურბის ვაკოს რომელსაც კოლა პირდაპირ გადაავლო . ბოლოს ყიფიანი იჭერს და მასთან ერთად გარბის ზღვაში , ლიზა შველას ხეცურიანს სთხოვს ,ფეხებს აფართხალებს ბოლოს ისევ ვაკოს ეკვრის ,კარგად ცურვა არ იცის და ისე ეხვევა ბიჭს ბოლოს ორივე იცინიან და ასე ზურგზე გადებული ამოჰყავს . მერე აკო ჩნდება სიმინდით ხელში ისე უცებ ისკუპებს და გაიქცევა ვაკო გაოგნებულია. აკუნას სწრაფად აცლის ხელიდან და მის სეყვარებულს უღიმის... ექიმი გამოდის პალატიდან და მაშინვე მასთან ვჩნდები -როგორ არის -მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა , სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება გილოცავთ მებრძოლი გოგო გყავთ - მამას მხარზე ხელი დაადო და წავიდა. თიტქოს ლოდი მომეხსნა... მხოლოდ ის მესმოდა რომ ცოცხალი იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა სხვა ყველაფერს ეშველებოდა, სხვა ყველაფერს გავაკეთებდი . მამას მოვეხვიე და ზურგზე ხელი დავარტყი -გადარჩა ...ჩემი პრინცესა შემდეგ დერეფანი დაიცალა... არ ვიცი ვინ სად წავიდა. ექიმებმა მინიმალური რაოდენობის ხალხი დატოვა პალატასთან. ლიზას ისევ ეძინა ,უკვე დილის შვიდი საატი იყო.თვალი არ მომიხუჭავს ,მეშინოდა რომ რამე გამომეპარებოდა. ქეთას ჩემზე მოხუტებულს ეძინა ,მისი სიახლვე ამ მომენტშიც კი მამშვიდებდა. ტკივილს მცირედით მაინც მიმსუბუქებდა. მამას და ბიჭებს სკამებზე ეძინათ, ალექსის მხარზე ედო თავი დაჩის .ისეთი გადაღლილი სახე ჰქონდა თიტქოს ამ პატარა ბიჭს ერთიანად დაერარა დარდისგან სახე და რამდენიმე წელი ერთბაშად მოემატა . წამით რომ ვიფიქრე რა იქნებოდა ქეთა რომ ყოფილიყო ასე მივხვდი რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ცუდად,მივხვდი რომ სხვა ტკივილით მაგრამ მაინც გაუსაძლისად ტკიოდა დაჩის. პალატაში ექიმი და ექთანი შევიდნენ შემოწმებაზე,ისევ ეძინა ... -დილამშვიდობის- ქეთამ ზანტად გაახილა თვალები და ლოყაზე მაკოცა -დილამშვიდობის -რა ხდება?ხო არ გაუღვიძია -არა ! ორჯერ იყვნენ უკვე შემოწმებაზე და ყველაფერი რიგზეა ,მალე გაიღვიძებს და დანარჩენს მერე გაარკვევენ -კარგია... მე წავალ სალოს ვნახავ და მოვალ -წამოგყვე? -აქვეა , გოგონები ერთ ოთახში არიან - ახლა შევამჩნიე წითელი კლასიკური კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, მართალია უკვე დაჭმუჭნული იყო,თმებიც არეუი ჰქონდა მაგრამ აშკარად პირდაპირ რესტორნიდან წამოვიდა ისიც ან მისვლაც ვერ მოასწრო და მანამ წამოვიდა,იქნებ მელოდა კიდეც იქ და მერე შეატყობინეს . კართან ვიდექი და ვუყურებდი მძინარეს , დაჩი დამიდგა გვერდით . კარს შუბლით მიეყრდნო,მგონი წონასწორობის შეკავება არ შეეძლო ,ხელები კედელს მიადო .ცოტა ხნით უყურებდა,თვალები აემღვრა -ჩემი ბრალია ... .....ვიცი ძალიან პატარაა უბრალოდ მეტს მართლა ვერ ვწერ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.