შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 4)


13-07-2016, 00:00
ავტორი llella
ნანახია 4 276

ხვიჩას ნაამბობი:

დილით ადრე გამეღვიძა, მეც არ ვიცი რატომ, ეტყობა მიხვდა ორგანიზმი ზაფხულია და დასვენება უნდაო და ამიტომ ჩემს საპირისპიროდ იქცევა და იმის საშუალებასაც არ მაძლევს, რომ ერთი მადიანად გამოვიძინო, მაგრამ რაც არის არის.
ერთი მაგრად გავიზმორე და ფანჯარაში გავიხედე, ბოლოს ესე წოლა მომბეზრდა და ადგომა გადავწყვიტე, პირდაპირ აბაზანაში შევედი და გადავივლე, იქედან გამოვედი თუ არა კარადას ვესტუმრე, გამოვიღე სპორტულები, უბრალო მაისური და გავეშურე აქაურ ბირჟაზე მარტომ, რადგანაც რატის ჯერ კიდევ ეძინა, მე კიდევ მისი გაღვიძება არ მინდოდა.
ჭინკას სახლს ვუახლოვდებოდი და გეგმას ვაწყობდი დღევანდელ დღეზე, მე ხომ მისი მდინარეზე წაყვანა გადავწყვიტე, მის სახლს გავხედე თუ არა უცებ გაბრაზებამ და თითქოსდა ეჭვიანობამ მომიცვა, მისი სახლის აივნიდან გადმოყუდებულ მამაკაცს ვკიდე თვალი, წელსზემოთ შიშველი დამდგარიყო აივანთან და სიგარეტს ეწეოდა.
-ბიჭო ხვიჩა შენა ხარ?-უცებ გავიგე ნაცნობი ხმა, რომელიც ჩემს ბავშვობასთან ასოცირდებოდა, გვერდით გავიხედე და დათო დავლაძეს წავაწყდი.
არ ვიცი როგორ, მაგრამ წამის მეასედში მთელი ჩემი სხეული, სული და მთლიანად მე სითბომ, სიყვარულმა და კმაყოფილებამ მოიცვა, დათოს დანახვაზე ამომიტივტივდა ბავშვობა, სიგიჟეები, მაიმუნობები, რომლებსაც მე, დათო და რატი ჩავდიოდით.
-დავითა ბიჭო შენ ხარ?-სახეზე ღიმილი აღმებეჭდა და მონატრებული ბავშვობის მეგობრისაკენ დავიძარი.
-მე ვარ ჰო-გაიცინა და მაგრად გადამეხვია.
-როგორ ხარ?
-მე რა მიჭირს კარგად ვარ, შენ რავა ხარ თორემ.
-მეც მასე რა, ძლივს დასვენებას ჩავებღაუჭეთ და წამოვედით.
-არ თქვა რატაელაც აქააო-გაიცინა და თბილად გამიღიმა.
-ჰო, ჰო ეგეც აქაა-მეც გამეცინა.
რატაელას დათო ეძახდა რატის, დავითას ბიძაშვილი უყვარდა რატის ადრე, არ ვიცი იქნება ახლაც, ამიტომ სულ ნერვებს უშლიდა დავითა და ეს სახელიც „მოფერებით“ შეარქვა. ეს „იქნებ ახლაც“ იმიტომ, რომ წინა ზაფხულის გათვალისწინებით (სოფო მაშინ ჩემთან დარჩა 1 თვით სასწავლებლის საკითხების მოსაგვარებლად) და მას შემდეგ დროის მიხედვით რატის სხვა გოგოსკენ სერიოზულად არასდროს გაუხედია და დღესაც სახელ სოფოზე სულ დებილივით იღიმის.
-აუფ, მაგრად მომენატრე ბიჭო-წამოიძახა და კიდევ ერთხელ გადამეხვია.
-აბა მე მკითხე-ხმაში სითბო შემერია.
-სად მიდიოდი?
-რავიცი ადრე გამეღვიძა და ვიფიქრე გავივლი ცოტას თქო.
-ჰოდა წავედით ჩვენს ადგილას, რატაელაც წამოვა-გაიცინა.
-ძინავს მაგას-შევახსენე.
-ვერ გაიღვიძებს თუ რა?-ეჭვისთვალით გამომხედა და გაიცინა.
-დაგვაკლავს ბიჭო-გავაფრთხილე ძმაკაცი.
-ოოფ, ადრე რომ დაგვაკლა ზუსტად მასე იზამს ახლაც.
-აუუუ-გადავიხარხარე-ეგ რა გამახსენე-სიცილს ვერ ვწყვეტდი.
-ავიღოთ რატაელას ციხე-სიმაგრე?
-ავიღოთ-შევეცადე დავწყნარებულიყავი და მშვიდად შევსულიყავი სახლში.
მოკლედ მე და დავითა ჯერ სამზარეულოში შევედით: 2 ქვაბი, 2 ტაფა და 2 გასაყვანი ჯოხი გამოვიტანეთ, მერე ავედით კიბეებზე და რატის ოთახის კარები ჩუმად შევაღეთ.
-მოვემზადოთ-მიჩურჩულა და ერთი ქვაბი, ტაფა და გასატარებელი ჯოხი გამომიწოდა, მეც თავზე მოხდენით მოვირგე დიდი ქვაბი, ხოლო ტაფა და ჯოხი ხელში დავიკავე, დათომაც ზუსტად იგივე გაიმეორა.
-დავიწყეთ-ვთქვი და გავიცინე.
საწოლის ბოლოს მივუახლოვდით თუ არა „პოზაში“ ჩავდექით და...
-ავავავავავავავავა-დაიწყო ყვირილი დათომ.
-უაუაუაუაუაუაუა-ავყევი მეც.
-თავი დაიცავი-წამოიყვირა და ჩვენც დავიწყეთ „ომობანა“
-აააააა-წამოიყვირა რატიმ და წამის მეასედში წამოჯდა საწოლზე-დედააა გულიიიი-გულზე ხელი მიიჭირა და ღრმად დაიწყო სუნთქვა, ჩვენ კი არ ვწყვეტდით მაიმუნობას-აუ ბაღნობაში დავბრუნდი მგონი-საცოდავად წამოიძახა, ამაზე კი ჩვენ აგვივარდა სიცილი.
-ვახ ჩემი-იცინოდა დავითა.
-თქვენ ამოწყდით ერთ დღეს, თქვენ დაგაყარეთ მიწა-იწყევლებოდა რატი, თან შარვალს იცვამდა.
-ნუ იწყევლები ქალივით ბიჭო-სიცილით უთხრა დავითამ და მანიშნა გავიქეცითო.
ჩვენც გავიხსენეთ ბავშვობა და როგორც 12 წლის წინ გაბრაზებულ რატის გავექეცით ისევე გავიქეცით ახლაც, მთელი ეზო შემოგვატარა ამ ვირმა, ისევე როგორც ადრე ახლაც ხესთან გავიშოტეთ ეს სამი ახმახი და სიცილით ავიღეთ მთელი ეზო.
-ვაიმე გული-დაიწუწუნა დავითამ და სუნთქვის დარებულირება სცადა.
-ვაიმე გული და ჯანდაბა შენ-გაიცინა რატიმ.
-ჯანდაბა და ზახრუმა-ხურდა დაუბრუნა „მისტერ სიმაიმუნემ“
-თითქოსდა ეს 12 წელიწადი არც გასულიყოს.
ღიმილით ჩავილაპარაკე და ძმაკაცებს გავხედე, რომლებიც ზუსტა ისეთები მომეჩვენნენ როგორც 13 წლის ასაკში იყვნენ, არ ვიცი როგორ, მაგრამ ისევ ისეთ პატარა ბიჭებად დავინახე ეს ორი ვირი, რომლებიც ისევე როგორც ადრე ეპაექრებოდნენ ერთმანეთს და უპასუხოდ არ ტოვებდნენ არცერთ სიტყვას.
-მომენატრე რატაელა-წამოიყვირა დავითამ და პირდაპირი გაგებით ზედ გადააწვა რატის.
-გავიგუდე შე კამეჩო.
-ვიცი რომ შენც მოგენატრე-ისევ იცინოდა.
-მეც მინდა თქვენთააან-„სიმაიმუნის სენმა“ მეც შემომიტია და მესამე დავეცი ზემოდან.
-მართლა გავიგუდე ბიჭო-წამოიყვირა რატიმ.
-ნუ წრიპინებ არაფერი მოგივა-გადავძახე ზემოდან.
ამას მერე ჭიდაობა და ერთი ამბები მოყვა, სიცილისგან მუცლები გვტკიოდა, მიწაში ამოსვრილები ვიყავით და ამიტომაც გადავწყვიტეთ ეს დღე დაგვემახსოვრებინა.
-ფოტო გადავიღოთ-წამოვაყენე იდეა დავითამ.
-სელფობა და ამბები არ გამაგონოთ-იცინოდა რატიმ.
-მაშინ მაიცათ-გაიცინა დავითამ და სადღაც გაუჩინარდა.
ზუსტად 5 წუთში უკან დაბრუნდა კატოსთან ერთად.
-აბა დაეწყვეთ-გასცა ბრძანება დავითამ, ჩვენც ერთმანეთის გვერდიგვერდ დავდექით-გაიღიმეთ.
1,2,3... ჰოდა ჩიტიც გამოფრინდა, ეკრანის მეორე მხარეს კი სამი მიწაში ამოგანგლული, დაღლილი, გაწითლებული და გაკრეჭილი ახმახი აღიბეჭდა.
-აბა კატუს აღიარე ხომ ვართ ზე სიმპატიურები-ჰკითხა გაღიმებულმა დავითამ კატოს.
-შენ თავს ნუ იქებ-სიცილით უპასუხა.
-გესმის რა გითხრა? მართალია ეს ბავშვი-კმაყოფილმა წამოიძახა რატიმ-აუ მშია მე-ახლა გაახსენდა ცარიელი მუცლის შესახებ.
-წამო მერე ექნება ციურის მომზადებული ყველაფერი.
-არაა ციური ბებო სახლში-გავიგე უცებ ჭინკას ხმა.
-და სადაა რო?-ვკითხე გაკვირვებულმა-ანდა გაუფრთხილებლად რატომ წავიდა.
-ქალაქში წავიდნენ საყიდლებზე და 7 საათამდე ვერ ჩამოვლენ, იმიტომ არ გაგაფრთხილეს, რომ მე შევხვდი გზაში და თანაც ისეთ დღეში იყავით მოსვლა საშიში იყო-გაიცინა და ისე ახსნა.
-აუ კუჭს მიწამებთ?-დაიწუწუნა საცოდავათ რატიმ.
-სულ ჭამაზე როგორ ფიქრობ ბიჭო-გაიცინა დავითამ და თავზე ხელი წამოარტყა.
-როგორ გეკადრებათ, მე გავაკეთებ ყველაფერს, დამიბარა ციური ბებომ.
-არა რაა, ვიცოდი რო არ გამწირავდა ციური-გაიცინა რატიმ, კატოს ხელი გადახვია და ისე გაუყვა სახლის გზას.
მე კიდე ერთ ადგილას გაქვავებული ვიდექი და ვაკვირდებოდი ნარნარით მიმავალ სუსტ სხეულს და მთელი არსებით მინდოდა მისი დაცვა, ვიაზრებდი რომ მჭირდებოდა ეს გოგო, თავიდან ფეხებამდე, მთლიანად და ცალცალკე, ყველანაერად, უბრალოდ მჭირდებოდა და მორჩა...!
-გიყვარს!-გავიგე დავითას მკაცრი ხმა და უცებ გავხედე გაღიმებულ ძმაკაცს.
-ვინ?-„თავსვიდებილებ“ სახე მივიღე.
-კატო-უბრალოდ გავუღიმე, არაფერი მიპასუხია-მოევლება მაგ საქმეს.
-ვიცი-კმაყოფილი ღიმილით გავუღიმე.
-მაგრამ იცოდე-თითქოსდა მკაცრად დაიწყო-კატო იგივე ჩემი დაა და ასე რომ...
-ვიცი დავითა-თბილად გავუღიმე და ძალიან გამიხარდა რომ კატოს დათოს სახით ძალიან კარგი მეგობარი ყავდა.
-ძმა ხარ რაა-გაიცინა და ჩვენც სახლში შევედით-მაგრად გამახარე ახლა მაგ ამბით.
მე უბრალოდ გავუღიმე და ვანიშნე სახლში წავიდეთ თქო.
-სად ხართ აქამდე?-გამოტენილი პირით გვკითხა რატიმ.
-არსად-უცებ გასცა პასუხი დათომ.
-ესეც ასე, ყველაფერი მზადაა, როცა მორჩებით მოვალ და დავალაგებ-თბილად გაგვიღიმა კატომ და მაგიდას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.
-არა იყოს, ალაგებით ავალაგებთ როგორმე.
-კარგი-ისევ გაგვიღიმა და სახლი დატოვა, მე კი ისევ გავაყოლე მზერა.
-გიყვარს!-ახლა რატიმ გამოაცხადა.
-აჰააა-წამოიძახა გახარებულმა დათომ-ანუ მარტო მე არ შემიმჩნევია.
-რას ვერ შეამჩნევდი ისეთი თვალებით უყურებს რომ-გაიცინა და ჩანგალზე ასხმული კარტოფილი გაიქანა პირისაკენ.
-რომ უყურებს გუგების მაგივრად გულები აქ-ახარხარდა დათო.
-ზუსტად-ამას რატიც აყვა და უკვე სინქრონში იცინოდნენ.
-შენ ვისზე რას ამბობ ვაფშე-გავიკრიჭე და რატის გავედე.
-აბა ბიჭოს აბა-იმწამსვე „მოწვა“ დავითამ რაზეც ვსაუბრობდი-ეგ რა კაი გამახსენე, რაო რომეო რაო.
-რაო და ამ ორ სულიერს გადავხსნი ახლა წელში თუ არ მოკეტავენო-დაგვემუქრა გაავებული რატი.
-რატაელა ნუ გაახურე ახლა-ხელი აიქნია-ჩამოვა ეგ შენი სატრფო 4 დღეში ნუ გეშინია.
-ვიცი-აი გველურად გაიღიმაო რომ იტყვიან, აი ეგ ქნა იმ წუთას.
-ვირია-ხელი ჩავიქნიე და ჭამა გავაგრძელეთ.
როგორც იქნა მოვრჩით და ახლა ალაგებას შევუდექით, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და არცერთი ნივთი არ დაზარალებულა ჩვენი გამოუცდელობის გამო, აივანზე გავედი, სიგარეტს ავუკიდე და კატოს სახლისაკენ გავიხედე, სახეზე ისევ ღიმილმა გადამირბინა, მაგრამ მალევე შემახმა სახეზე.
ის ქერა ნაბ****ი კატოს ისეთი თბილი სახით ელაპარაკებოდა, როგორ ვთქვა და შემშურდა კიდეც მისი, ნერვები მომეშალა და იმ წამს მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, მივსულიყავი და ის მომღიმარი სახე გამელამაზებინა.
-მამამისის თანამშროლის ბიჭია-დათოს ხმა გავიგე.
-მერე ამათთან რა უნდა?-შეეკითხა რატი.
-ისვენებს ბიჭი-ცინიკურად წარმოსთქვა ეს ორი სიტყვა.
-ხდება რამე?-ინტერესით ვკითხე და ჩვენს პირდაპირ, ღობეს იქეთ მყოფებზე ვანიშნე.
-მოწონს მაგას კატო-დათოს გაბრაზება შეეტყო.
-და რა იცი შენ?!
-ვიცი-გაიღიმა და გამომხედა-ეგეც რომ არა, ვერ ხედავ რანაერად უყურებს და ელაპარაკება?
-მდინარეზე მინდა რომ წავიყვანო.
-იმ ყველაფრის მერე გაქვს შენ იმის იმედი რომ ეგ სადმე წამოგყვება?-გაიცინა რატიმ და კოლოფიდან სიგარეტის ახალი ღერი ამოაძვრინა.
-რა ყველაფრის მერე?-გაკვირვებულმა გამოგვხედა დავითამ ჯერ მე და მერე რატის.
-რა და...
რატიმ ყველაფერი მოუყვა, დავითა კიდე სიცილით იგუდებოდა, მაგრამ როცა იმ ჩემთვის უცნობი ბიჭის „მზერის“ ამბავი გაიგო კოცონთან, გამოაცხადა „ბექაური ძალით მომაკვლევინებს თავსო“ ამაზე კიდევ მე დავიძაბე.
-კაი დაწყნარდი-მიმიხვდა მდგომარეობას დათო-იცის რამე რომ შეეშალოს ცოცხლად შევჭამ!
-კაი წავედი მე-უცებ გამოვაცხადე და ფეხზე წამოვდექი.
-სად მიდიხარ?-კითხვა დამაწია რატიმ.
-მოვალ მალე-ესღა ვუთხარი და კატოს სახლისაკენ დავიძარი.
მეც არ ვიცოდი რამ მომიარა, მაგრამ ფაქტი იყო რომ ამ მომენტში გაუაზრებელი საქციელით სჯობდა მოქმედება. მის სახლს მივუახლოვდი თუ არა ნიკა ბიძია დავლანდე რომელიც სახლიდან გამოდიოდა.
-გამარჯობა ბატონო ნიკა-მოვიკითხე მომავალი სიმამრი-როგორ ხართ?
-კარგად ვარ შენ როგორა ხარ? სად დაიკარგე რომ არ ჩანდი ამდენ ხანს, სულ მიატოვე ამირანი და ციური.
-თქვენც ხომ იცით სამსახურის საქმეები როგორია-მხრები ავიჩეჩე და თვალებით კატოს ძებნა დავიწყე.
-ეგ ჰო, მაგრამ სულ ასე დაკარგვაც არ ვარგა ბიჭო-მხარზე ხელი დამკრა და გამიღიმა-სად მიდიოდი?
-კატოსთან-მკაცრად გავეცი პასუხი და მის მოქმედებას დაველოდე.
-კატოსთან?-შევატყვე რომ გაუკვირდა.
-ჰო.
-და ხდება რამე?
-ისეთი არაფერი, მდინარეზე მივდივართ და ვიფიქრე ხომ არ წამოვა თქო.
-ჰო, მიდი და კითხე შვილო, მაგას მე ვერ გეტყვი თვითონ თუ წამოვა წამოვიდეს.
-ეგ საქმე მე მომანდეთ-გავუცინე.
-აბა კარგად და კარგი დროის გატარება.
-მადლობა.
ჭიშკრის კარები გავაღე თუ არა კმაყოფილს გამეღიმა, ვიგრძენი უდიდესი სითბო რომელიც ზუსტად იმ სახლიდან მოდიოდა რომელშიც კატო ცხოვრობდა.
-კატო-დავიძახე და დაველოდე როდის გამოვიდოდა გარეთ.
-ბატონო-გავიგე მონატრებული ხმა და ისევ იმ სითბოთი გამეღიმა.
-შეიძლება ერთი წუთით?-ფანჯარაში გადმოყუდებულ გოგონას მივმართე და თავით ვანიშნე გამოდი თქო, მანაც თანხობის ნიშნად თავი დამიქნია და ისევ სახლში გაუჩინარდა.
ჩემს ამ დაძახებას იმ ახვ***ს გამოხედვა მოყვა, რამაც ძალიან გამაბრაზა, არ მქონდა გეგმაში ვინმეს ცემა და ა.შ. მაგრამ ეს თუ აქედან მალე არ წავიდოდა ვხვდებოდი, რომ მოსალოდნელი პაციენტების რიცხვი ტრავმატოლოგიურში ერთით გაიზრდებოდა ახლო მომავალში.
გადმოიხედა და დამაკვირდა, შევატყვე რომ არც მას არ ესიამოვნა ჩემი იქ ნახვა, ბოლოს სახლში შევიდა, მე კი სახლიდან ახლად გამოსულ კატოს ვკიდე თვალი. ჩემს პირდაპირ დადგა, ხმას არ იღებდა და დრო და დრო ამომხედავდა ხოლმე მისი ლამაზი, მწვანე თვალებით.
-როგორ ხარ?-ვკითხე და სიგარეტის ერთი ღერი ამოვაძვრინე კოლოფიდან.
-კარგად ვარ-გაეცინა და ამომხედა-შენ როგორ ხარ?
-მეც ეგრე რა-მის ღიმილზე მეც გამეღიმა-მისმინე შენთან საქმე მაქვს, ნუ შემოთავაზება უფრო.
-ჩემთან?-გაკვირვება შევატყვე.
-ხო რა.
-და რა შემოთავაზება?
-რა და მდინარეზე მინდა რომ წავიდეთ მე, შენ და ის ორი ვირი.
-რავიცი...
-და რომ გთხოვო-საწყალი თვალებით დავხედე 2 თავით დაბალ გოგონას.
-როდის?-ღიმილით მკითხა.
მივხვდი რომ დავითანხმე და ამან ძალიან გამახარა.
„გაგახარებდა მე შენ გეტყვი გამოგადებილა ამ გოგომ“ დამცინა საკუთარმა თავმა.
-ასე 1 საათში წავიდეთ.
-კარგი.
ღიმილით გამშორდა და ისევ სახლში მიიმალა, მე ინსტინქტურად ავიხედე მაღლა, თითქოს და გულმა მიგრძნო რაღაცო, ის ქერა იდიოტი ისევ აივანზე იყო გადმოყუდებული და მამისმკვლელი თვალებით მიყურებდა, მე კიდევ უბრალოდ კმაყოფილმა დავუქნიე თავი და სახლისაკენ წავედი.



- - - - - - - - -
გამარჯობათ love
ესეც ახალი თავი wink request იმედია მოგეწონებათ request
ჰო მართლა, ცოტა საწყენია კომენტარებს რომ არ წერთ და არ მიზიარებთ მოგწონთ თუ არა ისტორია what sad
ასე რომ ველოდები კომენტარებს და შეფასებას.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ სულ ასეთი მხიარულება მინდა იყოს... იმდენი ვიცინე ცრემლებიც კი წამომივიდა საღოლ შეუდარებელი თავი იყო და მინდა ასეთი მხიარულება შეინარჩუნო შემდეგ თავებშიიი
მალე დადე არ დააგვიანო

 


№2 სტუმარი kati

კარგია, ამ ისტორიას ადრეც ვკითხულობდი, მაგრამ შეწყდა და კი დავრჩი გაღიმებული. სრულად რომ დადო უკეთესი იქნება. წარმატებები.

 


№3  offline წევრი isterichka123

Kaia gaagrdzele

 


№4  offline წევრი malikuna

უუუუმაგრესი იყო ლელ♥♥ ძალიან კარგია მართლა♥♥♥ და დასაფასებელია რო არ გვალოდინებ♥♥..შენი წინა ისტორიები განსაკუთრებით "ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო!?" უძალიანმაგრესი იყო და ესეც შესანიშნავი გამოდის.. მიყვარხარ♥♥

 


№5  offline წევრი llella

malikuna
უუუუმაგრესი იყო ლელ♥♥ ძალიან კარგია მართლა♥♥♥ და დასაფასებელია რო არ გვალოდინებ♥♥..შენი წინა ისტორიები განსაკუთრებით "ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო!?" უძალიანმაგრესი იყო და ესეც შესანიშნავი გამოდის.. მიყვარხარ♥♥
ჩემი მაარუსა :3 მაადლობა ჩემო სიხარულო! <3

ანი ანი
აუ სულ ასეთი მხიარულება მინდა იყოს... იმდენი ვიცინე ცრემლებიც კი წამომივიდა საღოლ შეუდარებელი თავი იყო და მინდა ასეთი მხიარულება შეინარჩუნო შემდეგ თავებშიიი
მალე დადე არ დააგვიანო

მადლობა :3 მიხარია რომ მოგწონს <3 მახარებთ თქვენი კომენტარებით

 


№6  offline წევრი mimimimo

დღეს წავიკითხე ოთხივე თავი.

იყო რაღაც ხარვეზები.

ძალიან დადებითი ისტორიაა და იმედია სულ ასე იქნება, სანამ არ დაასრულებ.

მეთქი იყენება პირველ პირში.
თქო - მეორე პირში.
ო - მესამე პირში. - ამას მიაქციე ყურადღება.

დანარჩენი უმნიშვნელო იყო.

ველოდები ახალ თავს.
იმედია არ დაიგვიანებ.

წარმატებები! feel

 


№7  offline წევრი Firefly

დღეს წავიკითხე ოთხივე თავი.
მსუბუქი,თბილი,საყვარელი ისტორიაა!
სიამოვნო წასაკითხი.
მოკლედ,გელოდები ახალი თავით.
--------------------
M.T

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ლამის გული გამისკდა შემდეგი ტავი რომ ვერ ვნახე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent