შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთრება.[13]


13-07-2016, 01:54
ავტორი Nina))
ნანახია 3 877

ჯერ კიდევ მკრთალად ანათებდა ტბაზე ლამაზად ჩამწკრივებული სანთლები,რომლებსაც ფოთლები ისე დააცურებდნენ,როგორც ნავს დაჰყავს მგზავრი...მკრთალად ანათებდნენ ნაირფერი ნათურებიც.ტბის ნაპირთან ორი სხეული იჯდა,უფრო სწორად მამაკაცი გაწოლილიყო,გოგონას კალთაში მოეთავსებინა თავი და მის თმებს ეფერებოდა.სხვადასხვა სასაცილო ისტორიებს ყვებოდა და გოგონას უსაზღვროდ ლაღი სიცილი,რომელიც უფრო კისკის წააგავდა,ძლიერი სიჩქარით ვრცელდებოდა ჰაერში,ბოლოს დაღლილები წამოდგნენ და ოთახებში განაწილდნენ,ბედნიერები გადაეშვნენ მორფეოსის სამყაროში...

-დილა მშვიდობისა-მიესალმა იქვე მყოფთ და თვითონაც დივანზე ჩამოჯდა დამანჭული სახით
-თავიიი..-ამოიგნავლა ანანომ და ვიკას გადახედა,რომელსაც ეს პრობლემა სულაც არ აწუხებდა და გემრიელად მიირთმევდა შოკოლადს
-კარგი რაა-გაიწელა თეკლა-საშინლად მტკივა თავი,ბიჭები სად არიან?-ხმა უფრო დაბოხებოდა გოგონას
-არ ვიცი და არც იმის თავი მაქვს რომ ვიყვირო,ვიკა,ძვირფასო,ძალიან გთხოვ,იქნებ დაიყვირო რომ ბიჭებმა მოგვაქციონ ყურადღება?-თვითონაც ვიკას გადახედა და როდესაც გოგონას შოკოლადებით სავსე პირს მიაჩერდა თავი გააქნია-აუუ-ამოიგნავლა,როდესაც თავის ტკივილმა შეაწუხა
-აბა რა გეგონა,გენაცვალე,გუშინ რომ წამოიჭერი,განსხვავებული ,განსხვავებულია,შენც დაიღუპე თავი და ჩვენც დაგვღუპე..-დატუქსა ელენემ და ეცადა უფრო კომფორტულად მოკალათებულიყო
-ღმერთმა გვისმინა-ამოიგმინა კატომ,როდესაც ახლად შემოსულ ვაჩეს გაუღიმა-გვიშველოთ იქნებ,თქვენ დასპეცებულები ხართ ნაბახუსევის მკურნალობაზე,მე მხოლოდ ქირურგი ვარ-მხრები აიჩეჩა კატომ
-ნაბეღლავი არ გაქვთ?-გაეცინა ვაჩეს თავისი ორსული ცოლის დანახვაზე
-გვაქვს,მაგრამ მაცივრამდე თუ მივედით მოვკვდებით-ახლა ელენემ ამოიკრუსუნა
-კარგი,მოგიტანთ-თავი გააქნია მამაკაცმა და სამზარეულოსკენ წავიდა,შემდეგ ყველას ჩამოურიგა კუთვნილი ნაბეღლავები და ძმაკაცებს მხარზე ხელი დაკრა.
-ვაჩე,ჩვენი ბიჭები არ გინახავს?-მხოლოდ გონზე მოსულს გაახსენდა მამაკაცები ანანოს
-ნიკამ კუძულა გურამს უნდა მივხედო,ისევ ცუდად გახდაო და რა ვიცი-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და გოგონებს სიცილი წასკდათ,მერე,როდესაც გაანალიზა რა უთხრა ნიკამ გოგონებს გადახედა მომლოდინე მზერით-კუნძულა გურამს?-საკუთარ ნათქვამში ეჭვი შეეპარა მამაკაცს-მოიცა,სწორად გავიგე?-გაკვირვებული იყო ვაჩე
-კი,სწორად გაიგე-უთხრა სიცილისგან მუცელატკივებულმა კატომ-თავზე მხოლოდ შუაში აქვს რამდენიმე ღერი თმა-თავი გააქნია გოგონამ და ხელახლა დაიწყო სიცილი,მერე,როდესაც მოსულიერდა ისევ წამოიწია-გიგა და ლუკა სად არიან?
-გურამთან არიან,გიგამ გავსინჯავო და გამოგყვებიო ლუკამ-ახლა საუბარში თორნიკე ჩაერთო
-კარგი,ვნახავ,იქნებ რამე სჭირდებათ-ძლივს-ძლიობით წამოდგა კატო და ფრთხილად აუყვა კიბეებს...


-ლუკა,შვილო,რამეს ხომ არ ეჭვობენ გოგონები?-ანერვიულებული იყო გურამი
-დამსვიდდი,ბაბუ,არაფერს ფიქრობენ,უბრალოდ ძალიან ცოდვები არიან...-სევდით სავსე თვალებით გადახედა მოხუცს
-ყველაფერს გაუძლებს ადამიანი,ყველაფერს გადაიტანს..-კიდევრაღაცის თქმას აპირებდა მოხუცი,როდესაც კარებზე კაკუნი გაისმა და წამების შემდეგ ოთახში ღიმილით შემოვიდა კატო
-ბაბუ,როგორ ხარ?
-არამიშავს,კატო.-გაუღიმა მოხუცმაც
-ქვევით არ ჩამოხვალთ? ვისაუზმოთ.
-კარგი,ჩავიდეთ-ლუკამ წელზე ხელი მოხვია გოგონას და ოთხივე პირველი სართულისკენ წავიდნენ.

ბედნიერი იყო კატო,არ უხდებოდა ეთამაშა საყვარელი ადამიანის წინ,არ უხდებოდა გურამის მოტყუება,მიუხედავად იმისა,რომ თავიდან ყველაფერი ტყუილით დაიწყო,უხარია,რომ რაღაცას მაინც აღწევენ,უხარია რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება,გოგონებთან ერთად აფუსფუსდა სამზარეულოში და ყველაფერი სიყვარულით მოამზადეს,ფრთხილად გაიტანეს თავიანთი ნახელავი ვერანდაზე და მაგიდაც გააწყვეს...

-წყლის თოფები გვაქვს მე და თეკლას რამდენიმე წამოღებული,გოგონებს გვეყოფა ალყაში მოვაქციოთ ბიჭები-გადაჩურჩულა ანანოს და წარბები აათამაშა გოგნამ
-ჰმ,ასე არ გამოვა,ბევრად მეტნი არიან ჩვენზე-საუბარში ელენე ჩაერთო
-ჰო-ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიბჯინა კატომ,შემდეგ კი ტაში შემოჰკრა,თუმცა სხვების ყურადღება მიიპყრო
-რა ხდება?-ჩაეძია ლუკა
-არაფერი,ძვირასო,რა უნდა ხდებოდეს?-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-არა,რაღაც მგონია რომ რაღაცის გაფუჭებას აპირებთ-საუბარში ჩაერთო მიშკაც
-ჰოო?-დაიბნა კატო,თუმცა ვიკამ გადაარჩინა გოგონები
-ბიჭებო,გეხვეწებით რა,ეზოში რომ ტყემლის ხე დგას, მანდ ტყემალი მომიწყვიტეეთ.-საწყალი თვალებით გადახედა მამაკაცებს და ისინიც უსტყვოდ დაყვნენ,ფარფატითა და წარბების ფახულით გაჰყვა ვიკა ბიჭებს უკან და გოგონებს ხელით ანიშნა ჩქარაო.გოგონებიც აუსფუსდნენ და სასწრაფოდ აავსეს წყლის იარაღები,რამდენიმე სათლიც მოამზადეს და იქვე ახლოს დაიწყვეს,მთელი ამ ხნის მანძილზე თურმე ჩუმად აკვირდებოდა გოგონებს ცანცარა თორნიკე,ბიჭებიც გაუფრთხილებია და ისინიც სათანადოდ მომზადებულან,როდესაც გოგონები თავდასასხმელად მზად იყვნენ გზაზე თორნიკე გადაეღობა,ისინიც ბრინჯივით დაიბნენ და ვერ მოიფიქრეს გაეწუწათ თუ რაიმე ეთქვათ,თუმცა გონს მალე მოვიდნენ,მაშინ,როდესაც მათ უკან მდგომმა ნიკუშამ და მიშკამ წყალი გადაასხეს,კატო მშრალად გამოძვრა საქმიდან და ზურგით მდგარი ლუკასკენ წავია,თუმცა მამაკაცი მეყსეულად შემობრუნდა და წყლის ჭავლი პირდაპირ სახეზე მიუშვირა,ერთის წამოკივლება მოასწრო თეკლამ: "გვიტევენო" და შემდეგ წყლით ბრძოლა გააჩაღეს ეზოში,პატარა ბავშვებივით დარბოდენ წინ და უკან,თუ რომელიმე მათგანი სხვას გაწუწავდა ოვაციებით წამოიკიჟინებდა,მხიარულად ყიჟინებდა ეზო,მხიარულობისა და დადებითი ემოიების პიკი იყო ეზოში..შორიდან მხოლოდ გურამი და ვიკა უყურებდნენ...

-აღიარეთ,რომელმა ერთმა ჩაგვიშვა-თან თმებს პირსახოცით იმშრალებდა თეკლა და თან ეჭვის თვალით უყურებდა ვიკას-აღიარე,რომ შენ ჩაგვიშვი,მოღალატევ!- მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილპარაკა თეკლამ
-მაგას არ ჩაუშვიხართ,ბავშვივით ტყემალს ჭამდა,ვის ეცალა ჩვენთვის-მხრები აიჩეჩა ლუკამ
-მაშ,რომელია მოღალატე?!-ეჭვნარევი მზერა სტყორცნა კატომ უჩვეულოდ ჩუმად მჯდარ თორნიკეს და ყველამ მას შეხედა.
-რა?-მხრები აიჩეჩა ბიჭმა-მე რატომ მიყურებთ?-სახეზე წამოწითლდა ბიჭი-კარგი,მართლა მე გგონივართ ჩამშვები?
-არ არის,თორნიკე,ტყუილი შენი საქმე-მხიარულად გადაიკსკისა ვიკამ და კიდევ ერთხელ,მადიანად ჩაკბიჩა ვაშლი
-კარგი ხო,ვაღიარებ-ხელები მაღლა აღაპყრო მამაკაცმა,ყველა იცინოდა,მაგრამ უეცრად წამოიკივლა ვიკამ
-ვაიმეეე,მტკივააა..-ატირდა გოგონა დასწრაფად მივარდა ყველა,თუმცა გიგამ და კატომ სწრაფად გამოსწიეს ახალგაზრდები
-შეიძლება ცრუ განგაში იყოს-წამოიძახა გიგამ
-ძალიან გტკივა?-შეეკითხა კატო
-ძალიან..-ამოიკნავლა ვიკამ და კიდევ ერთხელ დაიყვირა
-მიუხედავად იმისა,რომ კარდიო ქირურგი ვარ,მგონია რომ არ არის ცრუ განგაში-წამოიძახა კატომ და იქვე მყოფთ შეხედა-ვაჩე,გამაგრდი,მალე შენი შვილი დაიბადება,ცოტა დიდი იქნება თავიდან ტკივილებს შორის ინტერვალი,ამიტომ მოვასწრებთ თბილისში ჩასვლას,თბილისში ჩასვლას თუ არა რაიონამდემაინც მივაღწევთ-წამოიძახა გოგონამ-ყველანი გადანაწილდით მანქანებში,მოკლედ,ვაჩე მანქანის მართვას შეძლებ?-შეეკითხა ათრთოლებული ხმით აგონიაში მყოფ მამაკაცს,ცოტათიაღელვებული იყო კატოც,ეს პირველი მშობიარობა იყო მისთვის,ვაჩემ თავი გააქნია უარის ნიშნად
-არა,ვერ შევძლებ-ამოილუღლუღა საწყალი ხმით და ცოლის ხელი თავისაში მოიქცია
-კარგი,გიგა,მაშინ შენ მართე მანქანა,იქნებ რამეში გამოგვადგეს შენი ცოდნა-მამაკაცმა მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და კარებისკენ წავიდა
-მე მანქანას გავაღებ,მანამ თქვენ ვიკა მანქანაში ჩასვით,ეცადეთ რამე არ ატკინოთ-ჩქარობდა გიგა
-ჩვენც წამოვალთ-წამოეწივნენ ახალგაზრდები
-გურამს მარტო ვერ დავტოვებთ-წამოიძახა კატომ,როდესაც კარებში გადიოდა
-მეც წამოვალ,მინდა რომ თქვენთან ერთად ვიყო-აცქმუტუნდა მოხუცი
-არა,ბაბუ,შენთვის არ შეიძლება ხშირი მგზავრობა-შეჩერდა კატო,თუმცა ცდილობდა ეჩქარა,იმდენად რამდენადაც მდგომარეობა აძლევდა საშუალებას
-კარგი,თუ საჭირო იქნება თბილისშიც დავრჩები-ამოილუღლუღა კაცმა,კატომ ერთ ხანს მოჭუტული თვალებით უყურა-მინდა ვნახო,როგორ მოევლინება ამ ქვეყანას ახალი სიცოცხლე-საცოდავი თვალებით გადახედა გოგონას
-კარგი,ჯანდაბა,კარგი,ლუკა,გაუფრთხილდი-უკანასკნელი მითითება გასცა და მანქანაში ჩაჯდა,უკან მალევე წამოეწივნენ მანქანით თორნიკე,გიორგი,ანანო და ნიკა.ცოტა ხნით შეყოვდნენ ლუკა,მიშკა,თეკლა და გურამი,ნივთებს ალაგებდნენ რაც აუცილებლად სჭირდებოდა,თეკლა ბაიბურშიც არ იყო,თუმცა ლუკამდა გურამმა ყველაფერი კარგად იცოდნენ,იცოდნენ რომ უკან ვერ დაბრუნდებოდნენ,ლუკამ სწრაფად გადაკეტა ყველა კარი,ყველაფერი შეამოწმა და მანქანაში დაიკავა თავისი ადგილი,სწრაფად მოწყვიტა მანქანა ქვიან გზას და ეცადა რაც შეეძლო სწრაფად ევლო,რომ გზაზე დაწეოდა მეგობრებს...

გზა გრძელი,დამღლელი და გაუსაძლისად ტკივილიანი იყო ვიკასთვის,მაქსიმალურად ცდილობდა მშობიარობა შეეჩერებინა,რაზეც კატო ტუქსავდა,
-ვიკა,აზრი არ აქვს მანქანაში იმშობიარებ თუ კლინიკაში,მთავარია ბავშვი დაიბადოს ჯანმრთელი,ასე კი ავნებ მას,საშვილოსნოს ყელი გახსნილი იქნება და ბავშვი გამოსვლას ლამობს,ნუ შეაკავებ,შესაძლოა ნაყოფი გაგუდო-გოგონას ხელი თავისაში მოექცია და ცდიობდა ჯანსაღი მითითებები მიეცა,უმარტავდა თუ როგორ უნდა მოქცეულოყო,როგორ უნდა ესუნთქა,წამითაც არ უშვებდა არც ვაჩე ცოლის ხელს და ისიც ცალკე ამშვიდებდა...
ასევე მტკივნეული იყო გზა გურამისთვის,რომელსაც ქალაქში შესვლისასვე უჭირდა სუნთქვა,ვინაიდან და რადგანაც დაბინძურებულიჰაერი ფილტვების პირველი მტერია,როგორც იქნა კლინიკამდე მიაღწიეს და სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს ვიკა,თან ვაჩეც შეყვა,თუმცა მეგობრები დერეფანში იდგნენ და ნერვიულობასთან ერთად მამკაცს დასცინოდნენ.

-მგონი იქ გული წაუვა,ვაჩეს.-არ კარგავდა ჩვეულ ფორმას თორნიკე,რომელსაც ნერვიულობასაც კი ვერ მოეხერხებინა ვერაფერი
-მთლად ასეთი მგრძნობიარეა?-გაიკვირვა თეკლამ
-უფ,საშინლად სძულს კლინიკები და საავადმყოფოები,განახათ სისხლზე როგორ რეაგირებს-ახარხარდა თორნიკე,თან გიორგიც და ლუკაც აიყოლა
-არაა,არ მჯერაა.-გაიწელა კატო
-ჰო,ერთხელ ფეხბურთს ვთამაშობდით ბიჭები და შემთხვევით წაიქცა,ფეხიდან სისხლი წამოუვიდა,მაშინ სადღაც ათი წლის იქნებოდა-წამითჩაფიქრდა თორნიკე-ჰო,ათის იყო-მერე კვლავ განაგრძო-სისხლი წამოუვიდა,თავიდან არაფერს ამბობდა,სისხლი ვერც შეამჩნია მგონი,მაგრამ როდესაც ბლანტი სითხის დინება იგრძნო ფეხზე და როდესაც დაინახა რომ ეს სისხლი იყო,უნდა გენახათ როგორ პანიკაში ჩავარდა ბავშვი,ბღავილი მორთო,სახეზე გაიფითრდა,გული წაუვიდა,მთელი კვირა დავცინოდით მერე..-ხარარებდა თორნიკე,თან მეგობრებსა იყოლიებდა,დამღლელი ლოდინის შემდეგ,როდესაც დერეფნის კედლებთან ჩაცუცქულები იჯდნენ ქეთინო გამოვიდა ღიმილით,თან უკან გაფითრებული ვაჩე გამოჰყვა,ახალგზარდებს სუნთქვაც კი შეეწყვიტათ და ცდილობდნენ დუმილი შეენარჩუნებინათ,როდესაც ქეთომ ღიმილით ამცნო ბაშვის დაბადება და დედის ჯანმრთელად ყოფნა,მხოლოდ მაშინ აუვარდათ ხარხარ ვაჩეს წაშლილ სახეზე და ათასი დამციავი სიტყვით შეაქეს ა.წ უკვე მამა,შემდეგ ყველა ერთად შელაგდნენ ვიკას ოთახში და ინტერესით სავსე თვალებით უცქერდნენ ახალშობილს,ყველა ყურებამდე გაღიმებული იყო,კატოს კინაღამ გული წაუვიდა,როდესაც მუცელზე ძლიერი ხელები იგრძნო,მთელი სხეული ეიფორიამ მოიცვა,როდესაც მამაკაცმა მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები და უაზროდ დაახეტებდა თავის თლილ თითებს ჯერ ზევით,ხოლო შემდეგ ქვევით,თვალები დახუჭა და ტუჩზე ძლიერად დაისო კბილები,რომ სიამოვნების ხმები დაეხშო,მამაკაცს ჩაეღიმა და ყურთან უჩურჩულა
-წარმოიდგინე,ახლა რომ არ გვიცნობდე არც ერთს,როგორი მკაცრი ექიმი იქნებოდი-ბიბილოზე მსუბუქად უკბინა და სწრაფად გაეცალა წიწაკივით აწითლებულ გოგონას
-ვერ გადამირჩები,ავალიანო-ჩუმად მიაძახა მამაკაცს და თავისივე ქცევაზე გაეღიმა.

-ვიკა,რას დაარქმევ შენ გოგონას?-გაუღიმა კატომ,როდესაც ერთ ციდა არსებას შეხედა-ნახე როგორ ძლიერად მიჭერს თითზე,ღონიერი გოგოა-გაბადრუი ღიმილით დაამატა გოგონამ და თვალებითაც კი გაუღიმა
-გურამ პაპა,თქვენ აარჩიეთ-ღიმილით გადახედა იქვე სავარძელში ჩამომჯდარ მოხუცს
-მეე?-სიახრულისგან ჭინკები აუთამაშდნენ მოხუცს თვალებში,სასიამოვნოდ გაოგნებული იყო გურამი
-დიახ,თქვენ-გაუღიმა მოხუცს
-ალექსანდრა-წამოიძახა მამაკაცმა-ალექსანდა დაარქვით,ბერძნული წარმომავლობის სახელია და ქართულად მხნესა და მამაცს ნიშნავს-განუმარტა მამაკაცმა და ახალშობილს გაუღიმა-დაე,იყოს ძლიერი და დამხმარე პირონება-ახლა მშობლებს გადახედა თავისი ცისფერი თვალებით და მთელი სხეულიდან წამოსული სითბოთი გაუღიმა მათ
-კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სამყაროში,ალექსანდა.-მთელი სიფაქიზითა და სიყვარული წარმოსთქვა ვიკამ ეს სიტყვები და ბავშვს ყურებამდე გაღიმებული მიაჩერდა,ყველა ბედნიერი იყო,ყველა ერთ ოჯახად ქცეულიყო და ერთმანეთის სიხარულის შურისა და ბოღმის გარეშე იზიარებდა.
-კატო,შენ უნდა მონათლო ეს ლამაზი არსება-გაუღმა ვაჩემ და სიხარულისგან ტირებული გოგონა გულში ჩაიკრა-ნუ ტირი რა,რძალო-გაუღიმა გოგონას და როდესაც დაიანხა,რომ კატომ ტირილს კიევ უფრო უმატა ლუკას გადააბაა-არ ვიცი რას უშვები ამ გოგოს,მაგრამ ფაქტია შენთან უფრო გატრუნული ზის-გაუღიმა ძმაკაცს და ისევ კატოს გადახედა-რომ იცოდე მტირალებს ვერ ვიტან-გამოაჯავრა გოგონა და პალატაში მათი კისკისის ხმა გაისმა,თუმცა პალატაში ქეთო შემოვიდა და უმალ გააძევა ახალგაზრდები
-ერთი ამათ შემიხედეთ-დოინჯი შემოირტყა ქალმა და კატოსა და გიგას გადახედა-ეს ის უბედური ქირურგები არ არიან,რომლებიც მნახველებს ხუთ წუთზე მეტ ხანსარ აერებენ პალატაში-წარბები აწკიპა ქალმა და ახაგაზრდებს თვალი მოავლო-აბა ახლავე გამეცალეთ თვალთახედვიდან-სიცილით დატუქსა ახალგაზრდები და როდესაც ისინი პალატიდან "გაყარა" გურამს მიუბრუნდა-თქვენ კი ფრთხილად წამობრძანდით,ბატონო-გაუღიმა გურამს და წინ გაუძღვა,კარებთან გამოსულს უმალ დაუწყეს ბუზღუნი,ზოგი რას იძახდა და ზოგი რას,თუმცა ყველაზე მაგარი წინადადება თორნიკემ დააბერტყა.
-მაინც და მაინც თავის ტოლა მომხიბლავი მოხუცები უნდა ვიყოთ ფაქიზად რომ მოგვექცნენ?-სასაცილოდ გამობუსხა ტუჩები და უმალ მოჰყვა მის წინადადებას მეგობრების სიცილ-ხარხარი...

კატომ დრო იხელთა და ნანას მიაკითხა,გურამის პირადი ექიმი სწორედ ნანა იყო,გადაწყვიტა ყველაფერი შეეტყო დონორის შესახებ.
-ნანაა-ღიმილით წავიდა მეგობრისკენ გოგონა და მოეხვია
-როგორ ხარ,კატო,რამ შეგაწუხა?-გაიკვირვა ნანამ-ნუთუ გურამი უფრო ცუდად გახდა?-ანერვიულდა ქალიდა ცრემლები ჩაუდგა მწვანე თვალებში
-არა,ნანა,მეგობარს დაეწყო მშობიარობა და ყველანი წამოვედი-გაუღიმა უვკე დამშვიდებულ ქალს და მის წინ მდგომ სავარძელში დაჯდა
-უჰჰ-ამოისუნთქა ქალმა-მეთქი კიდევ უფრო გამწვავდა მდგომარეობათქო,ვიფიქრე-წყალი მოსვა ქალმა
-არა,ჯერ-ჯერობით ვუძლებთ,ნანა,რა მაინტერესებს,დონორი ვინ არის? ახალგაზრდაა?-როდესაც ქალის დაბნეულ მზერას წააწყდა თითქოს რაღაცამ ძლიერად ჩაარტყა გულში და მისი დიასტოლა გამოიწვია,იგრძნო როგორ გაუჩერდა გული რაღაც საშინელების მომლოდინე,ნანას იმედით სავსე თვალები მიაპყრო,თუმცა ქალის სახიდან გაოგნების მეტს ვერაფერს კითხულობდა
-კატო,არანაირ დონორზე არ მსმენია-მხრები აიჩეჩა ქალმა და როდესაც გოგონას სახეზე მიტკალივით თეთრი ფერი დაედო სწრაფად წამოდგა ფეხზე და კატოს მხრებში ჩაავლო ხელი-კატო,კატო,კარგად ხარ?-შორიდან ჩაესმოდა გოგონას ნანას სიტყვები და ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა,თანდათან ერთმანეთში ირეოდა შენელებული კადრიით და იწელებოდა,ვეღარ გრძნობდა ჯაჯგურს,რომელიც ნანას მკლავებში ჩავლებამ და იქეთ-აქეთ რწევამ გამოიწვია, თავში მხოლოდ ერთი წინადადება ტრიალებდა: "დონორი არ არსებობს",მეორდებოდა და მეორდებოდა ხმა გონებაში და ვერ ხვდებოდა ამით ჭკუიდან როგორ გადაჰყავდა,გონებამ ფუნქციონირება შეწყვიტა,ვერაფერს იაზრებდა აგონიაში მყოფი კატო, ბოლოს კი ყველაფერი სიბნელემ შთანთქა და ქალის ხელებში უგონოდ ჩაესვენა.
ნანამ სწრაფად გააქანა პალატისკენ,ისე, რომ არავისთვისარაფერი უთქვამს,როდესაც დააზუსტა,რომ მხოლოდ ნერვიულობის შეტევა იყო პალატაში დატოვა მძინარე და დერეფანში შეკრებილი ახალგაზრდებისკენ გაემართა,ლუკას და გიგას ანიშნა გამომყევითო,შემდეგ კი თავისი კაბინეტისკენ წავიდა.

-თქვენ მოატყუეთ არა?-წამოენთო სიბრაზისგან ქალი,მამაკაცებმა კი თავი დამნაშავების მსგავსად ჩაქინდრეს-არა,როგორ გაბედეთ და როგორ მიეცით ფუჭი იმედი?გიგა,შენ მაინც გამაგებინე,არ იცი რომ ფუჭი იმედის ქონდა ყველაზე საშინელი რამ არის?-არ წყნარდებოდა ქალი
-ახლა სად არის?-გაუბედავად იკითხა ლუკამ
-პალატაში წევს!-გაბრაზებულ ტონს კვლავ არ თმობდა ნანა-როგორ გაბედეთ! გიგა! როგორ?!-ბოლოს გატყდა ნანაც,ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან-გენახათ როგორი ცარიელი გაუხდა თვალები,როდესაც გაიგო რომ დონორი არ არსებობდა,გენახათ როგორ შესძულდა ცხოვრება,გენახათ როგორ ჩაუქვრა ცისფერი თვალები,გენახათ როგორ სათითაოდ გაქრნენ ბენიერებისგან მოცეკვავე ჭინკები მის თვალებში,გენახათ როგორ შეეწინააღმდეგა გული გონებას და როგორ გათიშა ის.-ტიროდა ქალი
-ვიღაცამ აუცილებლად უნდა უთხრას სიმართლე-თვალები ცრემლიანი გაუდა ლუკას,პირველად მის ცხოვრებაში,ლუკას შავი თვალები წყლიანი იყო-მირჩევნია მე გვაკეთო ეს,მე ავიღებ საკუთარ თავზე-საუბარი გააწყვეტინა გიგამ
-შენ არა,მე მოვატყუე და მე უნდა დავისაჯო
-არა,გიგა,ჩვენ სამივემ მოვატყუეთ ის,გურამს არ სურდა კატო მოჩვენებითი ბდნიერებით დაემახსოვრებინა,ამიტომ შეგვათხზევინა ეს ამბავი,გურამმა არ უნდა გაიგოს,თორემ მოკვდება-ამოიბუტბუტა ლუკამ და მუჭები მომუშტა-მე შევალ,გიგა,მე ვეტყვი ყველაფერს,მე არ ვუყვარვარ იმდენად,რამენადაც შენ,შენ მას წლები უყვარდი,უბრალოდ იმდენად სულელი იყავი რომ ვერ ამჩნევდი ამ ყველაფერს-გამოუტყდა ლუკა-შენგან ტყუილი ყველაზე მეტად ეტკინება და გაუჭირდება პატიება,მე კი დრო გავა და დამივიყებს-სევდიანად გაუღიმა მამაკაცმა და შეაჩერა,როდესაც შეწინააღმდეგებას აპირებდა-არ გინდა,გიგა,ორივემ ვიცით რომ ასეა.-მხარზე ხელი დაკრა და იმ პალატისკენ წავიდა,რომელიც ნანამ მიასწავლა.


გონს როდესაც მოვიდა პალატაში იწვა და მის საწოლთან მხოლოდ გიგა და ლუკა ისხდნენ,ლუკას გოგონას ხელი თავისასი მოექცია და ტუჩებთან მიეტანა,როდესაც აზროვნების უნარი კვლავ დაიბრუნდა,ყველა კადრი დეტალურად გაიხსენა,გაიხსენა ის ჩუმი და იდუმალებით მოცული გიგასა და ლუკას აუბრები,თეკლასა და მის შემოსვლაზე რომ წყდებოდა და დაბნეულები სხვა თემაზე გადადიოდნენ,გონებაში კვლავ გაისმა ხმა: "დონორი არ არსებობს" და კვლავ ნაწყვეტებად განმეორდა,გაიაზრა რომ ამ ორმა ადამიანმა,რომელიც ძალიან უყვარდა და რომლის იმედი ჰქონდა მოატყუა,ფუჭი იმედებით დატოვეს და ნდობა დაავიწყეს,ზიზღით გამოგლიჯა მამაკაცს ხელი და ცივი,უარაფრო,ცრემლიანი თვალებით ჩხედა თვალებში,ცისფერი ფერი სადღაც გაუჩინარებულიყო და გოგონას თვალები ნაცრისფრად შეფერილიყვნენ,ეს იყო ის პირველი შემთხვევა ,როდესაც კატოს თვალებმა ფერი იცვალეს,პირველად დაცარიელდა გოგონა და პირველად გაუცივდა თვალის ფერი,ცისფერი სითბოთი გაჯერებული თვალები,ნაცრისფერმა ცივმა თვალებმა ჩაანაცვლეს

-არც გაბედო შეხება!-ოდნავ წამოიწია გოგონა,შემდეგ გიგას გადახედა,რომელი მისკენ მოდიოდა-თქვენ ორი! თქვენ! თქვენ დაგეგმეთ ყველაფერი,თქვენ მომატყუეთ,თქვენ გამიცრუეთ იმედები! -ისტერიული ტირილი აუვარდა გოგონას
-მისმინე..-საუბრის დაწყება სცადა ლუკამ,თუმცა კატომ შეაწყვეტინა
-არ გაბედო,შენი ხმის გაგონებაც აღარ მინდა,მატყუარავ! -ცრემლები მოიწმინდა და წამოდგომა სცადა,თუმცა გიგამ ჩაავლო ხელები და კვლავ საწოლს დაუბრუნდა
-არ შეძლება,არ ადგე!-გოგონამ უხეშად მოიცილა მისი ხელები
-შენც არ გაბედო,შენც არ შემეხო და საერთო შენი ხმაც არ გავიგო,არც ერთი აღარ დამენახოთ თვალად! გესმით?-სუსტი ხმით წამოიკნავლა გოგონამ და კვლავ სცადა წამოდგომა,თუმცა მიღებული სტრესი იმდენად მძიმე იყო ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა,რომ არა ლუკას ძლიერი მკლავები ალბათ წაიქცეოდა გოგონა,თუმცა მოახერხა და დაიჭირა ის,კატომ კი ისევ უხეშად მოიცილა-არ შემეხო,გესმის?-დაიყვირა და მუშტები დაუშინა მამაკაცის გულ-მკერდს,ლუკა არც განძრეულა,თუმცა რას უზამდა ისედაც უძლური გოგონას კიდევ უფრო დასუსტებული ხელები?! ცრემლები მოიწმინდა კატომ და კარებისკენ წავიდა-უნდა ვნახო,გურამი უნდა ვნახო!- კარები გააღო თუ არა ქაოსი გაჩნდა მის წინ,ექიმები სწრაფად მირბოდნენ ერთი მიმართულებით,კვლავ შიში,კვლავ დიასტოლა,კვლავ იგრძნო როგორ ძლიერად ჩაარტყეს გულში და მას ამჯერად ხშირი ჩხვლეტებიც იგრძნო,მხედველობა დაძაბა და როდესაც გურამი დაინახა,რომელსაც სუნთქვა უჭირდა თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მისკენ,მამაკაცი სკამზე იჯდა,უფრო სწორედ სკამზე მერყეობდა,სუნთქვა უჭირდა და კრუნჩხვებიც დაწყებოდა,როდესაც გვერდით ჩამოუჯდა გოგონა და მისი ხელი თავისაში მოიქცია,ძალა მოიოკრიბა მოხუცმა,რომ რამენიმე წინადადება ეთქვა
-მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ შვილო,გაუფრთხილდი თავს და აპატიე ლუკასა და გიგას ტყუილი!ყოველ ღამით ცაზე დამინახავ..-შემდეგ ყველაფერი შეწყდა,სხეული უსულოდ ჩაესვენა გოგონას მკლავებში...
შემდეგ რა იყო? ყვირილი იყო,ყველაზე ძლიერი,ისეთი მთელ კედლებს,ფანჯრებსა და მთებს რომ არხევდა,ცოტა აკლდა და ალბათ მინებიც ჩაიმსხვრეოდა.. განწირულად კიოდა კატო და ცდიობდა გაჩერებული გული როგორმე გულის მასაჟებით კვლავ აეძგერებინა,თუმცა უშედეგოდ,გულზე ყური დაადო,იმ იმედით რომ იგრძნობდა გულისცემას,თუმცა როდესაც იქედან მხოლოდ დუმილი გაისმა,ის ყველაზე ხმამაღალი დუმილი,რომელმაც ყველაფერი გააუფერულა,უღონოდ დაეცა და შემდეგ ყველაფერი ბურუსმა და სიშავემ შთანთქა...


&&&
მადლობა რომ კითხულობთ.
რაღაც ეტაპი დასრულდა,აწი კი სულ სხვა კუთხით იწყება ისტორიის გაგრძელება.
ძალიან გამიჭირდა გურამის მოკვლა,მაგრამ ამ ისტორიის გაგრძელება,მოლოდ გურამის სიკვდილის შემდეგ იყო შესაძლებელი,მანამ კი ერთ ადგილზე ტრიალი გამოგვდიოდა,ერთი ადგილის უაზროდ ტკეპნა.
გახსოვდეთ,რომ ორი სურვილი ჯერ კიდევ ძალაშია!
სიყვარულით,ნინა!



№1  offline წევრი aNuGi

როგორ დამწყდა გულიი recourse
ბოლომდე მქონდა მაინც იმედი.. request
იმედია ლუკასთან არ დააშორებ თორემ ვეღარ გადავიტან lol
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მართალია ძალიან მეწყინა გურამის სიკვდილი მაგრამ სრულიად გეთანხმები მართალი ხარ..
ხოოო აი ეხლა უკვე უფრო მაინტერესებსსს .... ეგ ორი სურვილი არც დამვიწყებია და სულმოუთქმენლად ველოდები გაგრძელებას აბა შენიცი დარწმუნებული ვარ ისეთი გამოვა რომ სიტყვებითაც ვეღარ აღვწერ ^_^
არ დააგვიანო რა მითუმეტეს ახლა როცა ახლა იწყება ყველაზე საინტერესო რო დააგვიანო გავრეკავ იცოდე <3 ძალიან კარგი ხარ ძალიააან..

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმეეე,ძალიან მომწონს!
მიყვარს ყველა პერსონაჟი!
შენც მიყვარხარ და შენი ყველა მოთხრობაც მიყვარს.(ნუ,რაც წაკითხული მაქვს)
❤️❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი Teo

Dzalian momwons..imedia lukasa da katos wkvils saprtxe ar emuqreba..warmatebebi

 


№5  offline წევრი kora

ემოციებით სავსე თავი იყო. მეტკინა კატოს ტკივილი, მაგრამ გეთანხმები ასე გაგრძელება და ფუჭი იმიდით დიდხანს ყოფა აუტანელი იქნებოდა კატოსთვის. თანაც ახლა სიყვარული წინა პლანზე წაიწევს, ორი სურვილი როგორ უნდა დამვიწყებოდა, როცა სულ იმაზე ვფიქრობ თუ რას ისურვებს ასეთს ლუკა love მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას.
შენზე კი ვერაფერს ვამბობ, შეუდარებლად ნიჭიერი ხარ! love
--------------------
kira.G

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

აუფ, დაისვენა საწყალმა კაცმა რაა. მაგრამ, მაინც ვერ ვხვდები რა საჭირო იყო ამ ისტორიის ამ თემით დამძიმება. როდესაც ორ სურვილს და მსგავს რამეებს ურევ ისტორიაში, ანუ რეალობას მოკლებულია (რაც მომწონს) უნდა ადგე და ბოლომდე გაჰყვე მაგ თემას. მაგარი სასაცილო გამოჩნდება ამ ყველაფრის ფონზე რაც და როგორც შენ აღწერე, ლუკას გამოჩენა სურვილების ასრულების მოთხოვნით wink wink .

 


№7  offline მოდერი Nina))

dzaaan didi madloba,gogoebo,mixaria rom araferi dagvickebiatda kvekafers imaxsovrebt love .
grafo,shen is unda naxo ert survils pirdapir axla ro miaxlis,nu mtlad axla,ara,ramdenime dgis shemdeg wink .
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

სურვილები,კი არა ამ გოგოსთვის მანამდე უნდა მიეხალა ბევრი რამე თუ რამის ერთი ადგილი ჰქონდა:))). რას უსმენს ამის უაზრო ისტერიკებს.

 


№9  offline მოდერი Nina))

ჰო,მაგრამ რასაც კატო აკეთებდა იმას ვერაფრით გავაკეთებ მე პირადად,მაშინ,როდესაც მეცოდინება რომ ბაბუაჩემს რაიმე პრობლემა აქვს და შეიძლება,კი არადა გარდაუვალია,რომ ახლო მომავალში მოკვდებაა... ბაბუაჩემსაც ასთმა სჭირს და ყოველ შეტევაზე თავქუდმოგლეჯილი,ბღავილით გავრბივარ სადაც არ უნდა ვიყო,ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს ბაბუაჩემი,მას რომ რამე დაემართოს სიკვდილზე უფრო უარესი რამ დამემართება... ამიტომ რადგანაც ვიცი როგორია შიში,შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ვეცადე ცოტათი დამერბილებინა მამაკაცი... (იმას არ ვამბობ რომ თქვენ არ იცით,გამიხარდება თუ არ გეცოდინებათ,ყველას ჯანმრთელად გყავდეთ ახლობლები love ) უბრალოდ მართლა ძალიან რთულია..
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

Nina))
ჰო,მაგრამ რასაც კატო აკეთებდა იმას ვერაფრით გავაკეთებ მე პირადად,მაშინ,როდესაც მეცოდინება რომ ბაბუაჩემს რაიმე პრობლემა აქვს და შეიძლება,კი არადა გარდაუვალია,რომ ახლო მომავალში მოკვდებაა... ბაბუაჩემსაც ასთმა სჭირს და ყოველ შეტევაზე თავქუდმოგლეჯილი,ბღავილით გავრბივარ სადაც არ უნდა ვიყო,ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს ბაბუაჩემი,მას რომ რამე დაემართოს სიკვდილზე უფრო უარესი რამ დამემართება... ამიტომ რადგანაც ვიცი როგორია შიში,შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ვეცადე ცოტათი დამერბილებინა მამაკაცი... (იმას არ ვამბობ რომ თქვენ არ იცით,გამიხარდება თუ არ გეცოდინებათ,ყველას ჯანმრთელად გყავდეთ ახლობლები love ) უბრალოდ მართლა ძალიან რთულია..



ამ პრინციპით იცხოვრე და ცხოვრება უფრო გაგიმარტივდება და ისტორიებიც უფრო მაგარი გამოგივა: უახლოეს მომავალში, კი არა ხვალ რა გველის მაგის თქმა არ შეუძლია არავის.
ტაკ ჩტო, დავტკბეთ და შევირგოთ დღევანდელი დღე:))). ის, რომ ვიღაც ბაბუაშენზე ჯანმრთელი და ახლაგაზრდაა, ეს სულაც არაა იმის გარანტი რომ ის ბაბუაშენზე დიდ ხანს იცოცხლებს.

 


№11  offline მოდერი Nina))

grafo



ამ პრინციპით იცხოვრე და ცხოვრება უფრო გაგიმარტივდება და ისტორიებიც უფრო მაგარი გამოგივა: უახლოეს მომავალში, კი არა ხვალ რა გველის მაგის თქმა არ შეუძლია არავის.
ტაკ ჩტო, დავტკბეთ და შევირგოთ დღევანდელი დღე:))). ის, რომ ვიღაც ბაბუაშენზე ჯანმრთელი და ახლაგაზრდაა, ეს სულაც არაა იმის გარანტი რომ ის ბაბუაშენზე დიდ ხანს იცოცხლებს.


ვედები მაქსიმალურად,მე თვითონაც ვიცი რომ ძალიან ცუდი ჩვევაა,მაგრამ ჩვევაა და დიდი ძალისხმევა დამჭირდება ამ ყველაფრის შესაცვლელად. მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები.
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№12 სტუმარი etiko

dzalian damwyda guli gurami babu rom gardaicvala... luka mecodeba yvelaze metad ro mas gonia katos ar uyvars arada es xo tyuilia inedia axlo momavalshi gaigebs simartles tu ras grdznobs kato misdami ... da ori survili xom aqvs shearige ra male ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent