შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ხმა (თავი III)


13-07-2016, 19:29
ავტორი nobody22
ნანახია 1 243

-მოდი ბატონო ლუის, ყველაფერი შევისწავლოთ შენი თვისებების შესახებ,რა მოგწონს , რა არ მოგწონს, რა გაღიზიანებს ,მოკლედ ყველაფერი...-ემილიმ ცნობილი სოციალური წყაროს ,,google"-ს საშუალებით მოიძია ცნობილი ბიზნესმენის, ჯეიმს ტომლინსონის ვაჟის,ლუისის ბიოგრაფია. იქ აბსოლიტურად ყველაფერი იყო მოცემული,რაც ემილის სჭირდებოდა, მაგალითად ის რომ ლუი ვერ იტანს კატებსა და მღრღნელებს. ემილი სასწრაფოდ გავარდა ზოომაღაზიაში , იყიდა ერთი ფუმფულა კატა და რამდენიმე ზაზუნა, ყველაფერ ამაში სულ რაღაც 360 დოლარი გადაიხადა.როგორც კი მისიის პირველი ნაწილის შესრულებას მორჩა, ცხოველებთან ერთად შინ დაბრუნდა და საქმის მთავარი ნაწილის შესრულებას შეუდგა.კატა დივანზე თბილად დაასკუპა , ხოლო ზაზუნებს დროებით გალიაში მიუჩინა კუთხე. უკვე ყველაფერი მზად იყო, მხოლოდ ლუისის მოსვლაღა დარჩა . მის მოსვლამდე ემილი კომპიუტერული თამაშებითა და ტელევიზორში რაღაც იდიოტური შოუების ყურებით ირთობდა თავს. შიგადაშიგ ფისოს, რომელსაც სახელად ღრმადსაპატივცემულო სახელი-ლუი დაარქვა, ხოლო ზაზუნას ტომო წაეფერებოდა ხოლმე. მოკლედ სახლი ნამდვილ ზოოპარკად აქცია.მალე კარზე ზარის ხმაც გაისმა, ემილი გახარებული მივარდა კარს,საღამოს 8 საათი იყო, როგორც კი ჭუჭრუტანაში გაიხედა ლუი დაინახა, სულმოუთმენლად გამოაღო კარი და ქმარი შინ შეიპატიჟა.

-მობრძანდი, საუზმის გაკეთება ვერ მოვასწარი, ასე რომ დაცდა მოგიწევს- ღიმილით უთხრა გოგონამ და კარი უფრო ფართოდ გააღო. ლუის უღიმღამო სახემ კიდევ უფრო გააფითრა ემილი, თუმცა არ შეიჩნია და ღიმილი განაგრძო, ღიმილი მალე წაეშალა სახეზე როცა ლუის თვალებზე ცრებლი დაინახა, გოგონა გაფითრდა და ხმის კანკალით კითხა -,,რა მოგივიდა?"- ბიჭმა რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ამოილუღლუღა -„ არ ვიცი, ალერგი მაქვს, მაგრამ მე ხომ აქ... მღრღნელები არ მყავს"-გაკვირვებით ჩაიჩურჩულა ბიჭმა, სახე გაუფითრდა,მაგრამ მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება როდესაც დივანზე მოკალათებული თეთრი კატა და კუთხეში მიყრდნობილ გალიაში მჯდომი მღრღნელები დაინახა. „-არა, ეს არ უნდა გექნა"-წამოიყვირა ბიჭმა და წარმოუდგენელი სისწრაფიდ გაიქცა ოთახის ბოლოსკენს--„მოაშორე,მოაშორე"-ყვიროდა განწირული ხმით, მის ხმას კი ისტერიული სიცილი ერწყმოდა რაც უმშვენიერეს სანახაობას ქმნიდა.

ემილიმ არ იკმარა ეს ყველაფერი, კუთხის ბოლოში მდგარ გალიას წაავლო ხელი და ბიჭს ცხვირწინ მიუტანა, თან მხიარულად ათამაშებდა გალიას, ლუის ხმა დამაყრუებლად, ექოდ გაისმა ოთახში, ემილი უფრო და უფრო მძიმედ იცინოდა, თან მუცელზე იჭერდა ხელს,ძალიან სტკიოდა ამდენი სიცილისგან.ლუიმ ვეგარ გაუძლო და ყვირილით მოტყდა საძინებელში. ემილი ამჯერად მიხვდა რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა, სახე შეეცვალა და ლუისთან ავიდა, მანამდე კატა და ზაზუნები სარდაფში შეიყვანა.სწრაფად აირბინა ლუის ოთახისკენ მიმავალ კიბეებზე, სანამ ოთახში შევიდოდა დააკაკუნა.

-შემოდი-მოკლედ უთხრა ბიჭმა და შიგნით შესვლის ნება დართო.

-იცი...? მე არ მინდოდა ეს მომხდარიყო, მხოლოდ მინდოდა...

- გინდოდა გუშინდელისთვის სამაგიერო გადაგეხადა არა?!-გააწყვეტინა ბიჭმა და სათქმელი თვითნ დაასრულა.

-მეე...ჰო ასე იყო, გამაცოფა შენმა გუშინდელმა საქციელმა, არ შემეძლო სამაგიეროს გადაუხდელა მომეცადა, მეშინოდა რომ სუსტად ჩამთვლიდი და სამომავლოდ უფრო დამამცირებდი.

-მეე...იცი?! არ მინდა ასე გამომდიოდეს , მაგრამ არ გამომდის , არ შემიძლია, შენთნ ვერ მექნება ისეთი ურთიერთობა როგორიც ქმარს აქვს ცოლთან, ერთი სიტყვით... გული, გონება...არაფერი მიშვებს, ყველაფერი ერთდროულად მაკავებს...

-მაშინ რატომ დაქორწინდი ჩემზე? მე ხომ არ დამიძალებია...რამე მორალური პრინციპი გაიძულებდა ამის გაკეთებას? იცი რა?! ეგოისტი ხარ.შენ არამარტო საკუთარ თავს, მეც მინგრევ ცხოვრებას, რამე გაიძულე?! რატომ არ იფიქრე სხვებზე.-გოგომ ვერც დაასრულა თავისი სიტყვების თქმა როცა ბიჭი უეცრად სწვდა მკლავებში,წელზე ხელი მიაბჯინა და ძლიერად მიიკრა სხეულზე, უფრო და უფრო უჭერდა მკლავზე ხელს, ემილიმ ვეღარ აიტანა და ხმამაღლა ამოიხვნეშა

-გტკივა?! მი[ასუხე გტკივა?!-დაუყვირა ლუიმ

-კი...ძალიან, გამიშვი გთხოვ!-სუსტი ხმით დაიძახა გოგონამ

-ზუსტად ასე მტკივა, ვერ წარმოიდგენ როგორ მტკივა,უკვე 1წელია ამ სენით ვარ დაავადებული,ყოველდგემტკივა,ყოველ ნაბიჯზე და ქმედებაზე მტკივა,ამიტომ ვარ ეგოისტი,ამან გამხადა მონსტრი.გაინტერესებს ცოლად რატომ მოგიყვანე?! იმიტომ რომ ანდერძიჩემი მსურდა ყოფილიყო .

მინდოდა ჯორჯისთვის დამემტკიცებინა რომ მასზე ძლიერი ვარ. ეს ყველაფერი საკუთარმა ამბიციებმა გამაკეთებინა.

-გამიშვი...-კვლავ დაიძახა ემილიმ და ბიჭს გაუძალიანდა-მტკივა...

-წადი!...-ხელი გაუშვა და მოკლე სიტყვა მიუგდო

-არ წავალ!-მოკლედ მოუჭრა გოგომაც- სანამ ისე არ მომექცევი როგორც ვიმსახურებ აქედან არ გავალ

-წადი მეთქი!-დაიჟინა ლუიმ

-ჯერ მითხარი რატომ გიწერია იდაყვზე „ელისა"-როგორც კი ეს თქვა მაშინვე გაიყინა მიდამო.სივრცე სიჩუმემ მოიცვა, ორივენი გაშეშდნენ,თითქოს ერთმანეთისგან რაღაცას მოელოდნენ.

-ეს ერთადერთია, ჩემი ერთადერთი სიყვარულია,მკვდარი სიყვარული...მას ვერავინ შეცვლის.როგორც კანის ზედაპირზე არ წაიშლება მისი სახელი ისე არ წაიშლება ჩემს გულშიც. ის წავიდა და ჩემი გულიც თან წაიღო,აღარ მოვა გესმის?!-შეუღრინა ლუიმ,დაჟინებით მიაჩერდა გოტგონას თვალებში, როგორც კი ღრიალს მოჩა ახლომდებარე სკამს გაჰკრა ფეხი,სწრაფი ნაბიჯებით გავიდა და კარიც ძლიერად მოიხურა.მხოლოდ ოთახიდან გასვლის შემდეგ მიხვდა როგორ დაუფიქრებლად აყვა გრძნობებს. ემილიმაც ინანა თავისი ბავშვური საქციელი.გამწარებული ლუი ეცა თავის ავტომობილს და ბოლო სიჩქარით დააწვა გაზს თავისი დიდი ხნის მეგობრის ,ანიტას სახლამდე.ვერ დაგიზუსტებთ რომ ისინი დღემდე კარგი მეგობრები არიან.მას შემდეგ რაც ლუიმ გაიგო რომ ანიტას მის მიმართ გრძნობები ჰქონია, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თვეში ორჯერ და ხანაც ერთხელ თუ მოიკითხავს მას.მაგრამ ახლა რაღაც ინსტიქტური ძალა ამოძრავებდა,ერთი სული ქონდა როდის მიაღწევდა ანიტას სახლამდე,ვინ იცის მის სახლამდე მისვლა რამ დაუსახა მიზნად.ცხელ გულზე წესიერად არც იცოდა რას აკეთებდა.გადაჭარბებული სიჩქარით თვალის დახამხამებაში მიაღწია ანიტას სახლამდე,წამის მეასედში აღმოჩნდა მისი კარის წინ და გვერდზე მდებარე ელექტრომოწყობილობას ჩამოკრა ხელი.კარი გაიღო და ლუის წინ დიდი ხნის უნახავი ანიტა წარსდგა.ლუის ისევ რაღაც ცხოველური გრძნობა მოაწვა,ვეღარ მოითმინდა და დაუფიქრებლად შეახო ანიტას მხურვალე ტუჩები.ანიტასაც მეტი რაღა უნდოდა,შემთხვევით ისარგებლა და ლუის კოცნაში აყვა. –„ნუ გაჩერდები“ -ჩუმად უთხრა ლუიმ.მალე შარვლის ქამარი შეიხსნა და უეცრად ტელეფონმა დაიწკრიალა.მადლობა ღმერთს რომ ის სისულელე არ ჩაიდინა. –„ერთი წამით“ -გააფრთხილა ანიტა,შარვალიც შეიკრა და ტელეფონს უპასუხა.

-ლუი,მაპატიე გთხოვ,მართლა არ მინდოდა -ძაიძახა სატელოფონო ხაზზე აბონენტმა.ლუი მაშინვე მიხვდა რომ ეს აბონენტი ემილი იყო,იცოდა რომ ლუი თავისი ნომრიდან დარეკვის შემთხვევაში არ უპასუხებდა,ამიტომ მეზობლის ნომრით გადმორეკა

-რა გინდა?! -ცივად უთხრა ლუიმ

-მე...შევშინდი როცა ბოლო სიჩქარით სადღაც წახვედი,ისე რომ არც გითქვამს დანიშნულების ადგილი.იცი როგორ ვინერვიულე?! -ხმაჩატეხილად უთხრა გოგონამ

-იცი რა...?! ფეხებზე -უპასუხა ლუიმ და ყურმილი დაუკიდა

-ვინ იყო? -იკითხა ანიტამ,რომელიც სულმოუთმენლად ელოდა ლუისგან „სექსუალურ თავდასხმას“,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

-ვიღაც დარტყმული! -ჩაიდუდღუნა ლუიმ და მაცივარი გამოაღო -სასმელი არ გაქვს? -კითხა და რაღაცეების ქექვა დაიწყო

-კი,მაგრამ...-ვერც დაასრულა ანიტამ,როცა ლუიმ უეცრად გადმოიღო არყის ბოთლი და თვალისდახამხამებაში მოიყუდა.ბოთლი იმწამსვე დაიცალა.ლუიმ ცარიელი ბოთლი მაგიდაზე მიაგდო
სკამზე ჩამოჯდა,სასმლისგან მოსველებული ტუჩები თამამად მოიწმინდა და ერთ ხედვის წერტილს მიაშტერდა.გამოხედვაზე ეტყობოდა რომ სასმელმა საშინლად იმოქმედა მასზე -უნდა წავიდე-ამოილუღლუღა,გარეთ გავარდა ისე რომ ანიტას არც დამშვიდობებია,მანქანაში მოთავსდა,გასაღები გადაატრიალა და სახლისკენ მიმავალ გზას დააწვა. როგორც კი სახლის წინ აღმოჩნდა გადმოვიდა მანქანიდან.კარის გაღება სცადა,თუმცა დაკეტილი აღმოჩნდა.

-ემილიიი! კარი გამიღე -დაიძახა სუსტი და დამძიმებული ხმით.მალე კარიც გაიღო,მის წინ ემილი გაჩნდა იმედგაცრუებული თვალებით,აშკარად ეტყობოდა რომ ნამტირალევი იყო.სახე შეეჭმუხნა როცა ქმარი ასეთ მდგომარეობაში ნახა,მაგრამ ახლა საკუთარ ინტერესებზე არ უფიქრია,სწრაფად დაიყრდნო და მისი ხელი კისერზე გადაიდო.ასე გადაიყვანა კარის შემოსასვლელიდან თბილ ლოგინი.კიბეებზე ასვლას რამდენჯერმე გაუსხმტა მისი მკლავი,თუმცა ამას დიდად არ დაუბრკოლებია.ემილიმ სწრაფად შეიყვანა ლუი თავის საძნებელში და საწოლზე ფრთხილად მიაწვინა,ისე რომ ბიჭს წარბიც არ შეუხრია.როგორც კი ზეწარი გადააფარა შუქი ჩააქრო და ცერებზე მოსიარულემ დატოვა ოთახი.
-შეჩერდი და შუქი აანთე! -რაღაც ხმამ წამოიძახა და ადგილზევე გაყინა შემოსასვლელში მდგარი ემილი.გოგონა მოტრიალდა და ფრთხილი მოძრაობით აანთო შუქი,უცებ კი მის წინ მდგარი ლუი დაინახა,მის დანახვაზე უეცრად შეკრთა და წამოიკივლა,ბიჭმა პირზე ხელი ააფარა და მოულოდნელად წელზე მოხვია ხელი -"შენ აქ დარჩები" -გადაუჩურჩულა ჩუმი ხმით.ემილის იმდენად გაუკვირდა გაფიქრებაც ვერ მოასწრო რა ხდებოდა სინამდვილეში.ის კი იცოდა რომ ლუი სასმლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა,მაგრამ ნამდვილად ვერ იფიქრებდა თუ ოდესმე ამას შესთავაზებდა.

-არა,ჩემი ოთახი აქ არ არის -შეუღრინა ემილიმ და ოთახიდან გაქცევა სცადა,თუმცა კიდევ ერთხელ დააბრკოლა მეუღლის ძლიერმა,დაკუნთულმა და მოქნილმა მკლავმა.ლუიმ სწრაფად მოაბრუნა უკან,ორივე მკლავი ხერხემალს უკან ამოუდო და ცხელ ტუჩებზე მიიკრა ისე მოქნილად და მოხერხებულად და მოქნილად დაიწყო კოცნა თითქოს დიდი ხნის გამოცდილება ჰქონოდა მიღებული,ემილიმ შეურაწყოფად მიიღო ლუის თამამი ქცევა,სწრაფად მოშრდა მის მკლავებს და მის თავხედურ მზერას ჩააჩერდა.

-როგორ ბედავ? -შეუღრინა ხმამაღლა -არც გაბედო რომ...-ვერც დაასრულა სათქმელი როცა მოულოდნელად ისევ იგრძნო მის სხეულზე,ჯერ ბარძაყის არეშე დაუარა ცხელმა შეხებამ,მერე კი უფრო ზევით,საშინლად დასცხა,სრულიად პარალიზებური დასჯერდა ბედს -თავი დამანებე -ძლივს ძლივობით ამოილაპარაკა ემილიმ,სუნთქვა არ ყოფნიდა და საშინლად ცხელოდა

-არა! შენ ჩემი ცოლი ხარ,ჩემი საკუთრება,უნდა გამომადგე როცა დამჭირდები -მკაცრად მიუგო ლუიმ და ახლა გოგონას კაბის გასახსნელი თასმისკენ წაიღო ხელი.შეშინებულმა ემილიმ ბოლო ხმაზე წამოიკივლა,შეეშინდა რომ ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა,რათქმაუნდა ლუის სრული უფლება ჰქონდა კანონიერ მეუღლესთან მსგავსი ქმედება განეხორციელებინა,მაგრამ არა ძალით,ისე რომ მეორე მხარე არ იყო თანახმა.ლუიმ გაჩუმების მიზნით პირზე ააფარა ემილის ხელი,კიდევ ერთხელ სცადა ის რაც წამების წინ არ გამოუვიდა,მაგრამ ემილიმ ბევრად მოქნილი ყოფილა ვიდრე მას ეგონა,არ დააყოვნა და მოხერხებულად დაჰკრა მუშტი საძილე არტერიაში.ბიჭი წამებში გაითიშა.

-აი ასე! ახლა კი დროა ადგილზე დავაბრუნოთ -ჩაიჩურჩულა ემილიმ და ძალაგამოლეული ჩაეჭიდა ლუის მკლავებს.დიდი წვალების შემდეგ ლუი მალე საწოლის ზედაპირზე აღმოჩნდა.

***

დილით ორივე მათგანმა ჩვეულებრივ მდგომარეობაში გაიღვიძა.ლუიმ თვალები მოიფშვნიტა და ჭერზე ამოტვიფრულ თაბაშირის ორნამენტს მიაჩერდა.ასე ჩაფიქრებული რამდენიმე წამი ისევ ჭერს უყურებდა.თითქოს ყველაფერი კარგად იყო და გუშინაც არაფერი მომხდარა,მაგრამ უეცრად გუგა გაუფართოვდა როდესაც მის მარჯვნივ პატარა კოლოფზე მდებარე ჩაი და ორცხობილები ნახა,უცებ გაახსენდა გუშინ მომხდარი ინციდენტიც ემილისთან. საშნლად ინანა და ხელი თმაში მორცხვად შეიცურა

-ჯანდაბა-ჩაიდუდღუნდა და საწოლიდან წამოდგა.კიდევ ერთხელ გადახედა ჩაისა და ორცხობილებს -"ღმერთო,ასეთი კეთილი როგორ ხარ,მიუხედავად იმისა რომ მძულხარ როგორ შიგიძლია მაინც გამოხატო ჩემს მიმართ ასეთი თბილი,ადამიანური გრძნობები.შენ ამას არ იმსახურებ,ტანჯვის ღირსი არ ხარ“ -გაიფიქრა წამიერად,ცოტა ხნით დაემსგავსა ადამიანს,მაგრამ მალევე გაეფანტა ეს გულისამაჩუყებელი აზრები,როცა დაფიქრდა მის მომავალზე,მამამისის ანდერძზე,განხორციელებული მიზნები და მშრალზე დატოვებული ჯორჯი. –„რა გაეწყობა,ასეთი ყოფილა ჩვენი ბედი“-კვლავ გაიფიქრა და დატოვა ოთახი,გასვლამდე ჩაის რამდენიმე ყლუპი მოსვა და ორცხობილაც მოკბიჩა,მოულოდნელად ოთახში ემილი შემოვიდა,ლუის არც შეუმჩნევია ისე მადიანად განაგრძობდა ორცხობილას მირთმევას

-ლუი,შენ...-შემოესმა ხმა,და მხოლოდ ახლაღა მიხვდა რომ ოთახში მარტო არ ყოფილა

-მეე...დილამშვიდობისა -სავსე პირით მიესალმა ლუი,პირიდან ნამცეცები ძალინ სასაცილოდ უცვიოდა,ემილის ჩაეცინა მის ბავშვურ საქციელზე,თან სიხარულითაც გაეღიმა,ლუი ძალიან თბილად მიესალმა,მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია. -რამე ხომ არ გჭირდება? -კვლავ განაგრძო ბიჭმა.ემილი ახლა ორმაგად შეკრთა,ჯერ თბილად მიესალმა,მერე დახმარება შესთავაზა.როგორც ჩანს გუშნდელის შემდეგ ცოტა გული მოულბა

-მე,არ მეგონა თუ მაგს შეჭამდი -ღიმილით უთხრა ემილიმ,ლუი ერთ ხანს გაჩერდა,ლუკმა გადაყლაპა,კბილებს ენა გადაუსვა და უპასუხა

-სხვა გზა არ მქონდა,ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა,თან სულ მეუბნებოდა,“მოდი მჭამეო“. -ეს თქვა და გაიცინა -„ო ღმერთო! როგორ უხდება ღიმილი,ანგელოზის ღიმილი აქვს,ის კი ცდილობს ყოველთვის მოღუშული იყოს“ -გაიფიქრა ემილიმ და ამ ფიქრებში თვითონაც ჩაეცინა.

უცნაურია,ეს ბოროტი და ამბიციური ბიჭი რა უცებ იქცა სასიამოვნო მოსაუბრედ.მართლა რამხელა გავლენა აქვს სიკეთეს,ყველაზე რთული ადამიანის გუნება შეუძლია შეიცნოს,იმდენად ძლიერია რომ თვით ნულიდან ფესვის ამოღებაც არ გაუჭირდება (შეუძლია წარმოუდგენელი რამ გააკეთოს,როგორც ნულიდან ფესვის ამოღებაა :-D)

-ამმ...მგონი თავს უხერხულად გრძნობ,ჭამის დროს რომ გიყურებ,აჯობებს დაგტოვო. -გაიღიმა გოგონამ და კარის სახელური გასაღებას ჩასწია,ვერც კი მოასწრო პირველი ნაბიჯების გადადგმა,როცა რაღაცამ დააბრკოლა.უკან მოიხედა და დაინახა,ლუის მისი მკლავისთვის ხელი ჩაევლო.

–ასე ვერ გაგიშვებ-ამოილუღლუღა ლუიმ -ვიგულისხმე რომ...არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადო,გუშინდელისთვის კი... მაპატიე.სიმთვრალეში...მოკლედ გთხოვ მაპატიო -ჯერ კიდევ ზურგით შეტრიალებულმა,ბორძიკით უთხრა ეს სიტყვები,იმდენად გაურკვევლად ბლუყუნებდა ემილიმ ძლივს გამოიტანა შინაარსი მისი ნათქვამიდან. –

არ არის საჭირო,შევდივარ შენს მდგომარეობაში,ისიც მესმის,თუ რატომ გძულვარ -ემილის ხმა ჩაუტყდა და თვალები ცრემლით გაევსო,ბიჭს თვალებს ვერ უსწორებდა და სანაცვლოდ იატაკს დაშტერებულიყო.ცდილობდა იატაკისთვის მზერა არ მოეწყვიტა,ლუიმ ნელ-ნელა ხელი მოადუნა და ემილი გაუშვა,თუმცა...

–არა,მე არ მძულხარ,შეუძლებელია შენნაირი ადამიანი ვინმეს სძულდეს“ -ამ სიტყვებით შეაყოვნა,ეს ისეთი უჩვეულო და მოულოდნელი ნათქვამი იყო ლუისგან,ალბათ ემილიმ წამიერად გაიფიქრა,ხომ არ მომესმაო,რომელსააც უნებურად გაეპარა ღიმილი,როცა ეს სიტყვები გაიგონა,ვერ წარმოიდგენთ იმ ყველაფრის შემდეგ რამდენს ნიშნავდა ემილისთვის ეს მცირედიც.გოგო უზომოდ ბედნიერი იყო იმით რომ როგორც იქნა ლუიმ მცირედი სითბო და გულისხმიერება გამოიჩინა მის მიმართ.ემილიმ ოთახი უპასუხოდ დატოვა,სახეზე ჯერ კიდევ ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა...

***

სულ რაღაც ორი კვირა გავიდა მომხდარიდან.წყვილს ურთიერთობა შედარებით გამოუსწორდა,ემილის თვალებში ცრემლი კიარა ჩვეულებრივი სევდაც არ გაჩენია,ლუი ძველებურად სარკასტულად არ საუბრობდა ემილისთან,პირიქით,ძალიან თბილი და მეგობრული იყო,ემილისთან იცინოდა,უყურებდა ფილმებს და კურიოზულ ვიდეოებს,ცოლს საყელოს შეკვრის უფლებასაც კი აძლევდა,ძილის წინ,სანამ ცალცალკე ოთახებში დაიძინებდნენ ერთმანეთს ტკბილ სიზმრებს უსურვებდნენ,ყველაზე კარგი იცით რა იყო?! ლუის ელისა არც კი გახსენებია,მეტიც,ემილი იმდენად კარგი მოსაუბრე,კეთილი და საყვარელი გოგო აღმოჩნდა ბიჭს მის მიმართ რაღაც სიმპათიები გაუჩნდა.არც ემილი იყო დიდ გულზე,მისმა ქვეცნობიერმა რამდნეჯერმე დაამკიცა რომ ლუი მოსწონდა,მისი ლამაზი ღიმილის და ნამდვილი შინაგანი არსების გამო,გოგონა მიხვდა რომ ლუი ნიღბის გარეშე,გულის სიღრმეში არაჩვეულებრივი ადამიანია,უბრალოდ სხვებთან შედარებით ცოტა მეტი ხანია საჭირო მისი ნამდვილი "მე"-ს შესაცნობად. ლუი მათემატიკის მოდელს გავს,ტვინი უნდა იჭყლიტო სანამ სწორ პასუხს არ მიიღებ -_-

***

-ემი,დამპირდი რომ გუშნდელივით შაქრიან ბლინებს დამახვედრებ,წვნიანი აღარ გამიკეთო თორემ გული ამერევა -ეუბნებოდა ლუი მის წინ მდგარ მეუღლეს,რომელიც საუბრისას ქმარს ყელსახვევს უსწორებდა.მიმართვის ფორმა გეუცნაურათ? ბოლო რამდნეიმე დღე ლუი ემილის ასე მიმართავს.

-კარგი -მოკლედ მიუგო ემილიმ და საქმის შესრულება განაგრძო.ლუი უკვე მზად იყო სამსახურში წასასვლელად,მეუღლემ ის კარამდე მიაცილა,ლუიმ სახელური ჩასწია,კარი გააღო,ის ის იყო უნდა გასულიყო,რომ მოულოდნელად რაღაც გაახსენდა

-ა,ჰო,რაღაც უნდა მეთქვა შენთვის -უთხრა ლუიმ ემილის და თვალის გუგა გაუფართოვდა. -დღეს 3 საათზე კომპანიაში უნდა მოხვიდე,მოკავშირე კომპანიის წარომადგენლები მოდიან და ჩვენი,როგორც წყვილის გაცნობა სურთ,ამასთან ერთად რააც საქმეზეც მოდიან. შენ კი ჩემთან ერთად უნდა წარსდგე მათ წინაშე. ხომ გესმის?...

-მაგრამ ჩვენ ხომ...-შეყოყმანდა ემილი

-ჩვენი ურთიერთობის შესახებ ისინი ვერაფერს გაიგებენ,ისევ ბედნიერი წყვილის როლის თამაში მოგვიწევს,ძალიან გთხოვ,მხოლოდ დღეს დამეხმარე -თქვა ლუიმ და ქვედა ტუჩი საყვარლად მოიკვნიტა,გოგო ცოტა შეწითლდა ქმრის ასეთი ცელქი საქციელის გამო

-ამმ...კარგი,ოღონდ ეს ბოლო იქნება -ვერც მოასწრო წინადადების დასრულება როცა მეუღლე მთელი ძალით მოეხვია,ჰაერში აიტაცა და დაატრიალა.ახლა ორმაგად შეშფოთდა ემილი,ტანში ჟრუანტელმა დაუარა და შეწითლდა,ლუიმ სწრაფადვე დასვა გოგონა,ალბათ თავადაც ინსტიქტურად გააკეთა ეს ყველაფერი,კეფაზე ხელი მორცხვად გადაისვა და დაბალი ხმით ამოილუღლუღა -"ამმ...მაპატიე მეე..."

-არაუშავს,ანუ დღეს სამ საათზე არა? -ემილის ცოტა სიწითლემ გადაუარა

-კი,თუ არ შეწუხდები ცოტა ორცხობილებიც გამოაყოლე -მორცხვად ჩაიცინა ლუიმ

-ღმერთო,რა გეშველება სინამდვილეში იმდენი რომ გეტყობოდეს რამდენსაც ჭამ -დაეჭყანა გოგონაც და ქმარი უსიტყვოდ გააცილა სამსახურში.როგორც კი ლუი მანქანაში ჩაჯდა და თვალს მიეფარა ემილი შინ შევიდა და დღევანდელ დღეზე დაიწყო ფიქრი -"ო ღმერთო,რა მეშველება დღეს" -ამოიხვნეშა და დივანზე დაეგდო.საინტერესოა და ხდება ახლა ლუისთან,რომელიც რამდენიმე წუთის წინ კომპანიის შემოსასვლელთან აღმოჩნდა.დარბაზში შესვლისას ჰარი შეეგება,მეგობრებმა ტრადიციულად ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს,და დღის ამბებზე დაიწყეს საუბარი

<<გმადლობთ ვინც კითხულობთ (თუ ვინმე კითხულობთ) :დდ ცოტა გული დამწყდა რომ არავინ დააკომენტარა,ასე მგონია არც არავინ მყავს მკითხველი,არადა პირველ თავზე ორი კომენტარი დამხვდა... მესმის,ზაფხულია და ცოტა დასაზარებელია რომანების კითხვა :დდ სწორედ ეს იყო ასე დაგვიანების მიზეზი... ♥♥ პ.ს ... მაინც მიხარია რომ ჩემი 'ნაჯღაბნი' ინტერნეტში გამოჭენდა და ყველა ნახავს :დდ ვაი დედა რა მეშველებააა...:დდ >>




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent