შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთრება.[14]


13-07-2016, 23:07
ავტორი Nina))
ნანახია 3 677

ალბათ ყველაზე საშინელი მომენტი ცხოვრებაში ის დროა,როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ. ალბათ ყველაზე საშინელი მომენტი შენს ცხოვრებაში ის მომენტია,როდესაც მთელი ცხოვრება თავდაყირა გიდგება და ფერების შეცვლა გიწევს. როდესაც ყველა სინანულით შემოგყურებს და გაიახიან "საცოდავიო"…
მართალები ყოფილან ადამიანები,როდესაც ამბობენ ახლობლის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავსო..ასეა,მათთან ერთად სულის ის ნაწილი იღუპება,რომელიც მათ ეკუთვნის..
ყველაფერი შავი იყო,მთელი დღეები უაზროდ დაჰყურებდა სასახლეში მწოლიარეს..
ყოველ წამს ეგონა,რომ გაახელდა თვალებს მოხუცი და თავისი ცისფერი,თბილი თვალებით ჩახედავდა,თუმცა იმედი სწორედ მაშინ მოკვდა,როდესაც ცივ,გაყინულ მიწას მიაბარა ერთადერთი სისხლით ნათესავი ადამიანი,რომელიც ამქვეყნად ჰყავდა დარჩენილი...
მთელი ამ ხნის განმავლობაში არ სცილდებოდნენ მეგობრები გვერდიდან,თუმცა თითქოს ოთახში არც არავინ ყოფილიყო,ისე დააბოტებდა იქეთ-აქეთ არყის ბოთლით ხელში და უაზროდ ცლიდა ბოთლს-ბოთლზე...
ირონიულია არა?! ადამიანს,რომელსაც სძაგდა ალკოჰოლი,თავად იქცა მასზე დამოკიდებულად,დიახ,თავად იქცა ალკოჰოლიკად.
დიდ ხანს უყურებდა ლუკა,ცდილობდა რაღაც დრო მიეცა გოგონასთვის,თუმცა რაც უფრო გადიოდა დრო,მით უფრო ინადგურებდა ცხოვრებას,თავიდან ეცადა ლმობიერი ყოფილიყო,ვინაიდან და რადგანაც გოგონამ ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა.

-კატო,მომისმინე..-არყის ბოთლი გამოართვა მამაკაცმა,გოგონამ ირონიულად ამოხედა,შემდეგ ბოთლს დააკვირდა,რომელიც მამაკაცმა მაგიდაზე მოათავსა და ისევ სრულიად მშვიდად აიღო
-გისმენ-ისე უთხრა,რომ წარბიც არ შეუხრია,კიდევ ერთხელ მოიყუდა და კისერი მოიღერა
-ასე არაფერი გამოვა,თავს ინადგურებ ვერ ხედავ? სიკვდილს ვერავინ დაუსხლტება კლანჭებიდან..-ღრმად ჩაისუნთქა მამაკაცმა,მაქსიმალურად ცდილობდა გოგონასთვის ხმაზე არ აეწია და მშვიდი ყოფილიყო,თუმცა სიმშვიდის უკანასკნელი ძაფი სწორედ მაშინ გაუწყდა,ისევ და ისევ ირონიული მზერით რომ შეხედა კატომ.
-დაასრულე?-იმდენად უდარდელად იკითხა,თითქოს თვიონ არ ინადგურებს ცხოვრებასო,თითქოს თვითონ არ გახდა ალოჰოლზე დამოკიდებული და თითქოს თვითონ არ დანგრევია კარიერა,დიახ,კარიერა,რომელსაც წლების მანძილზე აშენებდა,რომლის გამოც სკოლა თხუთმეტი წლისამ დაამთავრა და რომელიც თავის კურსზე ერთადერთი იჯდა,რომელსაც ექსტერნად ჰქონდა ჩაბარებული. დაენგრა,რომელი კლინიკა გააჩერებდა თავისთსან ალკოჰოლიკ ქირურგს? რომელ ერთს აქვს ზედმეტი თავი,რომ ასატკიებლად ღირდეს?! აღარ იყო კატო ქირურგი,ყველაფერი გამოსცლოდა ხელიდან.ლუკას მზერა საშინლად ცივი და მომთოვნი გაუხდა,არყის ბოთლს,რომელიც პირისკენ მიქონდა გოგონას, ხელი დაავლო და იატაკს გაუქანა,ისიც წამის მეასედებში მხოლოდ ნამსხვრევებად იქცა,კატოს კვლავ უემოციო ჰქონდა სახე,ის ირონიაც გამქრალიყო,თუმცა ამ ყველაფერს უფრო გამოჰყავდა მწყობრიდან მამაკაცი,დიახ,უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ გამოეშვა გოგონას ტკივილი,დარდი,უნდოდა განთავისუფლებულიყო ამ ყველაფრისგან,მაგრამ კატო ჯიუტობდა,უძალიანდებოდა ცხოვრებას,უნდოა დარდი მაინც დაეტოვებინა თავისთვის,ასე ვერ იგრძნობდა სიცარიელეს,ასე უარაფრო არ გახდებოდა... მკლავებში ჩაავლო ხელი და რამდენიმეჯერ შეანჯღრია,შემდეგ კი საზარელი ხმით დაიწყო საუბარი,
-ესე იგი,ასე არა?! ესე იგი ნორმალური საუბარი არ ჭრის შენთან! გასაგებია,ჩვენ გახსოვთ რაზე მოვილაპარაკეთ?-ხმა საშინლად ცივი და მომთხოვნი ჰქონდა მამაკაცს,თუმცა კატოს სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა
-რაზე?-უდარდელად ჩაილაპარაკა გოგონამ
-საქმრო,ორი სურვილის ნაცვლად-ერთ ხანს ჩაფიქრდა გოგონა,თითქოს რაღაცას იხსენებსო,არადა ყველაფერი კარგად ახსოვდა,უბრალოდ უნდოდა ნერვები მოეშალა მამაკაცისთვის.
-მახსოვს,მერე?
-ხოდა ჩემი ერთ-ერთი სურვილია ახლავე დაავლო შენს ბარგს ხელი და ჩემთან გადმოხვიდე!-მკაცრი და მომთხოვნი ჰქონდა მამაკაცს ხმა,თუმცა გოგონა ერთ ხანს დააკვირდა სახეზე,მერე კისერი უკან გადააგდო და ახარხარდა,შემდეგ სული მოითქვა და კვლავ დაიბრუნა უემოციო სახე
-იმედია მეხუმრები,ასეა არა? კარგად ვიცინე,მაგრამ არაყი უნდა ვიყიდო,ერთმა მხეცმა იატაკზე დამიღვარა-როდეაც შებრუნდა გოგონა ლუკა მის შეჩერებას აპირებდა,თუმცა ალკოჰოლმა მაინც თავისი ქნა,წონასწორობა ვერ შეინარცუნა კატომ და მამაკაცს ხელებში ჩაუვარდა,ერთი ამოიგნავლა და კისერზე ჩამოაწყო ხელები-როგორი ცივი თვალები გაქვს,ჰეჰ.-ტუჩები საყვარლად დააცმაცუნა და მორფეოსის საყაროში გადაეშვა...მამაკაცმა თავი გააქნია და გოგონა საწოლზე დააწვინა,მიხვდა ეს არაფრის ჩამლაგებელი რომ არ იყო და თეკლას დაურეკა დახმარების სათხოვნად,გოგონაც უმალ გაჩნდა მათთან.

-მალობა,თეკლა,რომ მოხვედი-იმედით შეხედა გოგონას
-როგორ არის?-როგორც კი მისაღებში შევიდა გოგონა თვალების ცეცება დაიწყო და როდესაც ევრ ნახა ლუკას მოუბრუნდა-სად არის?-შიში გაერია ხმაში
-ნუ ღელავ,ჩაეძინა,ზედმეტად ბევრი დალია დღეს,თან არც თუ ისე ადვილი დღე ჰქონდა.
-არ ვიცი რა ვქნათ,ლუკა,მე არ მაჩერებს,არავის აჩერებს სახლში,განადგურებულია,მაგრამ უემოცო,არ ვიცი რა ვუყო...მთელი დღე იკეტება და არავის გვიშვებს,თან სვამს..
-მე ვიცი,თეკლა,მოგიყვებოდა,რომ საქმროს სტატუსის ნაცვლად ორი სურვილი ვთხოვე,ხოდა დრო მოვიდა,დრო მოვიდა,რომ გამომეყენებინა ერთ-ერთი,ადრე უნდა გამეკეთებინა,მაგამ არაუშავს,არც ახლაა გვიანი,მინდა რომ ჩემოდანი ჩაულაგო,რაც დასჭირდება ყველაფერი-თეკლა გაოგნებული უყურებდა,შემდეგ გაეღიმა
-ასე ძალიან გიყვარს?-მამაკაცს მხოლოდ გაეღიმა და სამზარეულოში გავიდა,რათა თავისი გაფუჭებული საქმე გამოესწორებინა...


როდესაც გამოეღვიძა თავის ტკივილი საშინლად აწუხებდა,თუმცა გამაოგნებელი ის ფაქტი იყო,რომ ოთახი ეუცხოვა,სწრაფად წამოდგა და ირგვლივ მიმოიხედა,არაფერი ეცნო,საერთოდ არც ერთი დეტალი,ოთახში ვერცხლისფერი და თეთრი ფერი დომინირებდა,კედელზე სხვადასხვა ფოტოები ეკიდა,სხვადასხვა მოდის ჟურნალებიდან,საწოლი თეთრი ფერის იყო,რომლის უკან კედელი მთლიანად ვერცხლისფრად შეღებილიყო,იქვე სარკეს ჰკიდა თვალი და როდესაც თავისი ანარეკლი დაათვალიერა,არაფერი დარჩენილიყო ძველი კატოსგან,მამაკაცის პერანგიდან სულ სხვა ქალი უმზერდა,დასუსტებული,დაუძლურებული,თვალებიც კი აღარ ჰქონდა ძველებური,აღარ ჰქონდა ცისფერი,თბილი,ისეთი როგორც გურამს ჰქონდა,უფრო ცივი და ცარიელი ნაცრისფერი გაუხდა,გული შეეკუშა,არ ესიამოვნა ეს ფაქტი,უნდოდა თვალები მაინც ჰქონოდა ძველებური,თუმცა არა...
ეცადა გასული დღე აღედგინა,თუმცა ზედმეტად ბევრი ალკოჰოლი ჰქონდა ორგანიზმს მიღებული და ვერ შეძლო აღდგენა,როდესაც თავის ტკივილმა პიკს მიაღწია თავი შეიწუხა და ოთახიდან გავიდა,დერეფანს გაუყვა და გრძელ,დაკლაკნილ კიბეზე დაეშვა,როგორც ჩანს შეცდა,სახლში კი არა,ისევ ბინაში იყო,ოღონდ სხვის ბინაში,ოთაში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა,თითქოს ყველა და ყველაფერი დადუმებულიყო,სამზარეულოდან შემოესმა ხმა და იქეთკენ წავიდა,კარები შეაღო თუ არა მოფუსფუსე ლუკასა და გიგას მოჰკრა თვალი,ერთ ხანს დადუმდა,თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და როდესაც მიხვდა,რომ სიზმრიდან უკვე კარგა ხნის წინ გამორკვეულიყო,კვლავ უემოციო სახე მიიღო და გაბედულად შეაბიჯა სამზარეულოში,კარები ხმაურიანად დახურა და ამით ორივეს ყურადღება მიიქცია.
-რა ხდება?-კატოზე უფრო უემოციო სახე ჰქონდა ლუკას
-ეს მე უნდა მეკითხა,ძვირფასო-თვალი ჩაუკრა მამაკაცს და სულაც არ უგრძვნია უხერხულობა,როდესაც ვნებიანი მერა აატარ-ჩაატარა მამაკაცმა მის სხეულზე
-აჰ,როგორც ჩანს იმდენად მთვრალი იყავი არ გახსოვს-მრები აიჩეჩა ლუკამ და კვლავ სტაფილოს დაჭრას შეუდგა,კატომ ხელები გადაიჯვარედინა და ახლა დაბნეულ გიგას გადახედა,მამაკაციც თითქოს გონს მოეგოო და საუბარი დაიწყო
-ლუკამ თავისთან გადმოგიყვანა სახლში,წუხელ გელაპარაკა,ორი სურვილი შეგახსენა და ერთ-ერთი მისი სურვილი მასთან ცხოვრება იყო-განუმარტა და მანაც ლუკას მიბაძა,ორივე ელოდა,რომ გოგონა ისტერიკებს გამართავდა,თუმცა ცდებოდნენ,რამდენიმე მცდელობის შემდეგ როგორც იქნა კატომ იპოვა ძველი ვისკი და სამზარეულო მშვიდად დატოვა,გაუკვირდა კიდევაც რომ არ გამოჰყვნენ უკან,მაგრამ არაფერი შეუმჩნევია,არც გამოუცვლია,არც უბანავია,მისაღებში დივანზე ჩამოჯდა,ფეხები შუშის მაგიდაზე ჩამოაწყო და ვისკი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა,პირველი რამდენიმე ყლუპი ცუდი იყო,თუმცა შემდეგ უფრო ტკბილად წავიდა და სხეული მოადუნა...


-გაჭრის ვითომ?-ნერვულად დააბიჯებდა ოთახში გიგა და ლუკასგან განსხვავებით ვერ ახერხებდა ნერვიულობის დამალვას
-მგონია რომ გაჭრის,აქამდე ვცდილობდით და რაღაცას ვუშლიდით,ან ვუხსნიდით,ახლა რომ არაფერს ვეტყვით გაბრაზდება მაინც,იქნებ რამე ემოცია გამოუშვას-არანაკლებ ანერვიულებული იყო ლუკაც,თუმცა გიგასგან განსხვავებით თავის მართვას ახერხებდა მაინც.
-მგონია რომ არ გაჭრის.-არ ცხრებოდა გიგა
-თამაში უნდა,ხო და ჩვენც მისი თამაშით უნდა ვეთამაშოთ.-სიმშვიდეს ინარჩუნებდა ლუკა
-ჯანდაბა,როგორ გამოგდის სიმშვიდის შენარჩუნება?
-შენთვისვე აჯობებს დღეს კატოს ხშირად თუ არ დაენახები,ძალიან უემოციოა და ცდილობს ჩვენს ნერვებზე ითამაშოს,შენზე უდავოდ გამოდის,საჭმლის კეთება განაგრძე,ის უფროა შენი პროფესია-თვალი ჩაუკრა მამაკაცს და წინსაფარი სკამზე გადაკიდა,შემდეგ კი უემოციო კაცის ნიღაბი აიკრა და მისაღებში გავიდა გოგონასთან,მის გვერდით მოკალათდა,ფეხები მაგიდიდან თავის კალთაში დააწყობინა და ვისკი გამოართვა,ამრეზით გადმოხედა კატომ,ეგონა რომ გაუწყრებოდა,თუმცა გაოგნდა,როდესაც ლუკამაც მოიყუდა იგი,შემდეგ უემოციო სახით გადმოხედა გოგონას და ვისკი გაუწოდა,კატომაც უემოციო გოგონას ნიღაბი აიკრო და უდარდელად გამოართვა ვისკი,არადა მთელი ის ნაწილი ეწვოდა,სადაც კი მამაკაცი ეხებოდა,ლუკაც თითქოს ამ ყოველივეს ხვდებაო და ჯინზე განაგრძობდა ფეხებზე ხელების სრიალს,ხან გველივით,დაკლაკნილად აუყვებოდა ზევით,ხანაც მთელი სისწორით ჩამოასრიალებდა ქვევით,კატომ კიდევ ერთხელ მოსვა ვისკი და ეცადა დაეიგნორებინა სიამოვნება და უხერხულობა,რაც უდავოდ გამოუვიდა,ახლა ნამდვილა ვერაფერს გრძნობდა,ვერც მამაკაცის შეხებას და ვერც სიმხურვალეს,რომელიც ლუკასგან მოდიოდა,თითქოს ღრმად,გონებაში გადამალულ ჩამრთველ-გამომრთველს მიაგნოო,რომელიც ემოციებზე იყო პასუხისმგებელი და გამორთო...
კვლავ განაგრძობდა ლუკა გოგონას ემოციებზე თამაშს და ცდილობდა რაიმე კონტროლი მოეპოვებინა,მაგრამ უშედეგოდ,კიდევ დიდ ხანს განაგრძობდა ალბათ,რომ არა ზარის ხმა,ფრთხილად წამოდგა მამაკაცი და კარებისკენ წავიდა,კარების მიღმა კი ახალგაზრდები დახვდნენ,ყველა იქ იყო,ვაჩე,ვიკა,თავიანთი პატარა-ალექსანდრა,ანანო,ნიკუშა,მიშკა,თეკლა,თორნიკე,გიორგი და ელენე,ყველას მიესალმა და კარებში გამოატარა,ბუშტებით აავსეს მთელი ოთახი,ყველამ გადაკოცნა კატო,თუმცა გოგონა მათაც ურეაქციოდ მიესალმა,ერთადერთი რეაქცია მხოლოდ პატარა ალექსანდაზე ჰქოდნა,მის ხელში დაჭერას აპირებდა,როდესაც ლუკამ ააცალა დედას და კატოსკენ ზურგით დადგა,
-ჰეი,ვიცი რომ სექსუალური უკანალი გაქვს,მაგრამ ბავშვის დაჭერა მემინდოდა და თუ შეიძლება-ხელი გაუწოდა გოგონამ,ლუკა ირონიული სახით შემობრუნდა,ერთი აათვალიერ-ჩაათვალიერა გოგონა,შემდეგ კი ცინიკურად მიუგო
-ალკოჰოლიკებს ბავშვს ვერ ანდობენ-თვალი ჩაუკრა და ბავშვთან თამაში განაგრძო მამაკაცმა,ნერვები საშინლად მოეშალა გოგონას,მთელი ამ ხნის მანძილზე ტკივილთნ ერთად ნერვის შეტოკებაც იგრძნო და საშინლად მოუნდა ეს ვისკის ბოთლი გადაემსხვრია მამაკაცზე,თუმცა რადგანაც სტუმრები ჰყავდათ სახლში თავი შეიკავა და კვლავ დივანს დაუბრუნდა,გრძნობდა როგორ დაათამაშებდა გიგა თვალებს გოგონას მოშიშვლებულ ფეხებზე და მაინც უემოციოდ იყო,მეგობრების დაძალებით პირველად დაჯდა მათთან ერთად მთელი ამ დროის განმავლობაში მაგიდასთან და ასევე მათი დაჟინებული მოთხოვნით რამდენიმე ლუკმა ლუკას მომზადებული კერძი გასინჯა,თუმცა მთელი ამ დროის მანძილზე უჭმელმა,გაღიზიანებულმა კუჭმა საკვების მიღებაზე უარი თქვა და გულის რევის შეგრძნებით საპირფარეშოსკენ გაიქცა გოგონა,როდესაც გულზე მოეშვა სახეზე წყალი შეისხა,ცოტათი გონს მოეგო,სახე შეიმშრალა და საპირფარეშოდან გამოვიდა,გაუკვირდა,როდესაც ვერავინ დაინახა ირგვლივ და ნერვები მოეშალა,როდესაც სიცლის ხმა მოესმა სასადილო ოთაიდან,გაბრაზებულმა აირბინა კიბეები და პერანგის ნაცვლად შავი ზედა და შავი შარვალი ჩაიცვა,მარწყვისფერი ქერა თმები კი კოსად შეიკრა,შემდეგ კი აივანზე გავიდა,თავის ჩანთაში ნაპოვნი სიგარეტის შეკვრიდან ერთი ამოაძვრინა,იქვე მდგომ სავარძელში ჩაეშვა,ფეხები მოაჯირს შემოაწყო და სიგარეტს უემოციოდ მოუკიდა,მთელი ძალით მოქაჩა და დიდი რაოდენობის ნიკოტინი შეუშვა პილტვებში,ვინაიდან და რადგანაც ორგანიზმი არ იყო მიჩვეული ნიკოტინს ხველება აუტყდა,თუმცა შემდეგ შეეჩვია. ყველაფერს ეჩვევა ადამიანი,ყველაფერს,სიკვდილსაც კი.როდესაც ერთი კარი დაიხურა კატოს ცხოვრებაში,რასაც გურამის სიცოცხლე ერქვა,დაიხურა და მის ნაცვლად ერთი კარი ისევ გაჩნდა,რასაც ლუკა ერქვა,თუმცა იმ დონემდე იყო დაბრმავებული რომ ვერ ამჩნევდა ამ კარის არსებობას,იმდენად იყო შებოჭილი თავისი დარდითა და ტკივილით.ბოლოჯერ მოქაჩა სიგარეტი და ბოლოჯერ გაუჩხირა ფილტვებს ნიკოტინი და აივნიდან მოისროდა ნარჩენი,ოთახში შესვლას აპირებდა,როდესაც გვერდითა აივნიდან მოესმა ხმა,

-როდესაც რაღაც არ შეგიძლია არ უნდა დაიჩემო-საშინლად ცივი და უდარდელი ხმა ჰქონდა ავალიანს,კატომ უემოციო მზერა სტყორცნა და ოთახში შევიდა,ოთახიდან კი პირველ სართულზე დაეშვა,იქ ისევ იყვნენ სტუმრები,ისევ იცინოდნენ,ისევ მხიარულობდნენ,თავი ზედმეტად იგრძნო გოგონამ და სამზარეულოსკენ გადაინაცვლა,არყის სავსე ბოთლი იპოვა და სამზარეულოს მაგიდაზე შემოჯდა,ფეხები თურქულად მოირთხა და გაშმაგებული,მოწყურებული მგზავრივით დაეწაფა მათრობელა,მწარე სითხეს,რომელსაც თავიდან ცუდი,თუმცა შემდეგ კარგი გემო აქვს და რამდენიც შეძლო იმდენი დალია,შემდეგ მაგიდაზე ჩამოდო ბოთლი და თვალები დახუჭა...
გაიფიქრა,თუ რა იყო ცხოვრება,როგორ აწყობდა გეგმებს და როგორ ყველაფერი თავზე ჩამოექცა,მიხვდა,მიხვდა რომ მომავლით ცხოვრება არაფერ კარგს არ მოუტანდა,მხოლოდ ერთი დღით რომ ეცხოვრა არ იქნებოდა ასეთი საშინელი ეს ყველაფერი,ბაბუას ნათქვამი გაახსენდა: "ადრე თუ გვიან აუცილებლად წავალთ,მთავარია ისე წავიდეთ ამქვეყნიდან,რომ ჩვენი სახელი ღირსეულად დავტოვოთ,ღირსეულად მოვკვდეთ,რომ მერე ჩვენს შთამომავლებს ჩვენი გახსენება ემაყებოდეთ და არა ესირცხვილებოდეთო."
გაიხსენდა თვალები დახუჭა,რათა გუგაზე მომდგარი ცრემლი უკუეგდო,არ უნდოდა ტკივილისგან მაინც განთავისუფლებულიყო და სულ უარაფრო დარჩენილიყო,კვლავ მოსვლა სითხე და მაგიდიდან ჩამოძვრა,წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და წაიქცა,ცოტათი ეტკინა მუხლი,საიდანაც სისხლი მოსდიოდა,თუმცა არ შეიმჩნია,შემდეგ სულიერი ტკივილის ფიზიკური ტკივილით დავიწყება სცადა და რამდენიმე წვეთი არაყი დაისხა ნატკენ ადგილას,აეწვა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია,შემდეგ ჩაეღიმა და ფეხზე წამოდგა,მისაღებში გავიდა,სადაც ახალგაზრდების ხმა მიწყნარებულიყო,როგორც ჩანს წასულან,ოთახში მხოლოდ ლუკა იყო,რომელიც მაგიდას ალაგებდა,გოგონამ ამრეზით აათვალიერა და მხოლოდ ახლა გაახსენდა,რამდენიმე საათის წინ მომხდარი ფაქტი,როდესაც ლუკამ ბავშვი არ დააჭერინა,რამდენიმე თეფშ ხელი თითქოს შემთხვევით ჰკრა და იატაკზე მოისროლა,რომლებიც წამებში ნაკუწებად იქცნენ,უემოციო სახით გადახედა მამაკაცს და წარბები ოსტატურად შეჭმუხნა,
-უი,მაპატიე,არ მინდოდა რაიმე გამეფუჭებინა-შემდეგ რამდენიმე ჭიქას წვდა და ისინიც თეფშების გზად გაუყენა,გაგიჟდა გოგონა,როდესაც ლუკას სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ ამოიკითხა,ნატეხები მუჭში მოიქცია და ლუკას გაუქანა,არც განძრეულა მამაკაცი,რამდენიმე ნამსხვრევი მოხვდა კიდევაც და კანი მსუბუქად გაუჭრა,საიდანაც სისხლი,რა თქმა უნდა,წამოვიდა,თავიდან შეეშინდა გოგონას,შიშის სხვიები აკიაფდნენ თვალებში,ეგონა გაიწეოდა და გაბრაზდებოდა მამაკაცი,თუმცა როდესაც ურეაგირო დაინახა შეშფოთდა
-რა თამაშს მეთამაშები,ავალიანო?-თვალები მოჭუტა გოგონამ და ახლა ჭიქის ნატეხები გაუქანა,არც ახლა განძრეულა მამაკაცი,კვლავ მხნედ აიტანა რამდენიმე ნაკაწრი,მთლად გადაირია ქალდანი,ნელ-ნელა მიუახლოვდა,მამაკაცს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა,თავი გააქნია გოგონამ და დივანზე ჩამოჯდა,ლუკას გულში ეღიმებოდა,როდესაც გოგონას თვალებში შიშს ხედავდა,უფრო და უფრო რწმუნდებოდა იმაში,რომ ჩხუბითა და ყვირილით ვერაფერს მიაღწევდა კატოსთან,ამიტომ ნელა და აუჩქარებლად უნდა ეთამაშა გოგონას წესებით,მხოლოდ ასე მოახდენდა მასში ემოციების გაღვიძებას,ლუკას ყურადღება არ მიუქცევია ჭრილობისთვის,ზედმეტად არც აწუხებდა,აალაგა მაგიდა,ჭურჭლები სარეცხ მანქანაში მოათავსა,თუმცა განზრახ არ უხლია ხელი ნამსხვრევებისთვის,გოგონას წინ დადგა და ხელები გადაიჯვარედინა.

-რა?-უდარდელად აიჩეჩა გოგონამ მრები
-რაც დაამსხვრიე ის აალაგე-აქანდაზზე მიუთითა მამაკაცმა
-ჰაჰ,მოსამსახურედ ამიყვანე?-კვლავ ირონიულად ჩაიღიმა გოგონამ,თუმცა მაინც გამოართვა ნივთები მამკაცს და გაფუჭებული საქმის გამოსწორება დაიწყო,იმდენად ძალაგამოცლილი იყო გოგონა,ძალიან მალე დაიღალა და როგორც კი მორჩა საქმის კეთებას დივანზე დაღლილი გაიშოტა,ნერწყვი ლამის სასულეში გადასცდა,როდესაც წელს ზემოთ შიშველი ლუკა გამოვიდა სამზარეულოდან ლუდით ხელში,ოდნავ წამოიწია და უფრო უკეთ დააკვირდა მამაკაცის გაკაწრულ სხეულს,უფრო მიმზიდველი ეჩვენა ახლა,გადაწყვიტა სურვილი აესრულებინა,საშინლად იზიდავდა ლუკა,ნელა მიუახლოვდა სავარძელში მშვიდად მჯდომს და ლუდი ხელიდან ააცალა,ერთი ზერელედ გადმოხედა მამაკაცმა,თუმცა არაფერი უთხრა,ეგონა ამით მაინც გააბრაზებდა და ყურადღებას მიიპყრობდა,თუმცა არ გამოუვიდა,ბოლომდე ჩაცალა ბოთლი და იქვე მაგიდაზე ხმაურიანად ჩამოდო,ფეხები მაგიდიდან ლუკას კალთაში გადაანაცვლა და ერთმანეთზე გადაიწყო,მამაკაცს რეაგირება არ ჰქონია,მეტიც უხეშად მოიცილა გოგონას ფეხები,რაღაცის თქმას აპირებდა კატო,როდესაც ლუკამ უემოციოდ მიაალა
-ერთი გატუტუცებული ბავშვი ხარ,რომელიც ყველაფრის გაკეთებას სცდილობს ყურადღების მისაპყრობად,მიუხედავად იმისა,რომ უკვე ოცდახუთი წლის ხარ და უნდა დასერიოზულებულიყავი,მით უმეტესს,როდესაც ამხელა ტკივილი და დანაკარგი გადაიტანე-განზრახ გაუსვა მამაკაცმა გოგონას ტკივილს ხაზი,უნდოდა მთელი ემოციები ამოენთხია,უნდოდა გაეშვა ემოციები გოგონას-უნდა დასერიოზულებულიყავი,მეგონა მეგობრები გადარდებდა,თუმცა ვცდებოდი,ერთი პატარა ბავშვი ხარ,რომელსაც საკუთარი თავის გარდა არავინ ადარდებს!-სრულიად უემოციოდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და გაშეშებული სხეული დატოვა მისაღებში.. მთელი სხეულით ცახცახებდა გოგონა,მთელი არსება სირცხვილმა მოიცვა,საშინლად შერცხვა მამაკაცს ასეთი წარმოდგენა რომ შეუქმნა,ტირილი მოუნდა,თუმცა იმ წამს ცრემლებმაც კი ბოიკოტი გამოუცხადეს და ვერ შეძლო ტირილი,ერთი ცრემლიც კი ვერ გადმოაგორა,თითქოს სამაგიეროს უხდიდნენ... კიბეები სწრაფად აირბინა და ოთახში ჩაიკეტა არაყთან ერთად...
არც უკეთეს დღეში იყო ლუკა,ისიც მთელი სხეულით ცახცახებდა,მიხვდა ზედმეტად მკაცრად რომ ისაუბრა,თუმცა სხვაგვარად არ მოქმედებდა,რამენაირად უნდა დაებრუნებინა კატო,თუნდაც ასე,თუნდაც ასე მტკივნეულად...


&&&
მოგესალმებიით.
ძალიან,ძალიან მიყვარხართ!



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ არ მომეწონა ეს თავი არ მესიამოვნა კატოს ეს საქციელი..
მალევე დადე რა არ დააგვიანო

 


№2  offline მოდერი Nina))

ანი ანი
აუ არ მომეწონა ეს თავი არ მესიამოვნა კატოს ეს საქციელი..
მალევე დადე რა არ დააგვიანო

მერწმუნე,მეც საშინლად არ მომწონდა,როდესაც ვწერდი.. უბრალოდ..უბრალოდ ნერვული აშლილობა აქვს,უნდა გავუგოთ,ასე ერთ უცებ რომ გაეღიმა გოგონას არ გამოვიდოდა...
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Nina))
ანი ანი
აუ არ მომეწონა ეს თავი არ მესიამოვნა კატოს ეს საქციელი..
მალევე დადე რა არ დააგვიანო

მერწმუნე,მეც საშინლად არ მომწონდა,როდესაც ვწერდი.. უბრალოდ..უბრალოდ ნერვული აშლილობა აქვს,უნდა გავუგოთ,ასე ერთ უცებ რომ გაეღიმა გოგონას არ გამოვიდოდა...

ხო ეგეც მართალია

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

პირიქით,მე ძალიან მომეწონა.❤️❤️❤️❤️
მე მომწონს ასეთი კატო,არ ვიცი რატომ.
ალბათ იმიტომ,რომ კარგია როცა პერსონაჟის ორივე მხარეს ვხედავთ,ნათელსაც და ბნელსაც,უფრო რეალურია.❤️❤️
ძალიან მომწონს!!!

 


№5  offline წევრი Swimminger

ოქროს გოგო ხარ შენნ , ძალიან მომეწონა ეს თავი <3 :*

 


№6 სტუმარი etiko

damibrunet dzveli kato cota mainc unda mombaliyo daibrundes cxovrebas luka minc ar sheexoda. namsxvrevebi rom esrola?? male gamoapxizle es ori sauketeso wuvili oqneba

 


№7 სტუმარი Ketis

Dzaaaaaaan magariaaaa dzaaaan geli axali tavit rac sheidzleba maleeee

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

დაცემული ანგელოზი wink wink wink . ხო, ვამბობდი ეს გოგო ვერაამეთქი, პაციენტი ხელში რომ ჩააკვდა და ისტერიკები ატეხა მაგის მერე ამისგან არაფერი მიკვირს. ისე, კაი ჯანიანი კი ყოფილა. არყის ბოთლების ასე მიყოლებით დაცლა და არ გათიშვა, თან ქალისგან პირველად გავიგე.

 


№9  offline მოდერი Nina))

გრაფო,მაგაში მე დამემსგავსა,დალევა შემიძია მაგრად,უბრალოდ არ მიყვარს wink
მადლობა,გოგოებო,რომ კითხულობთ,დღეს შეიძლება დამაგვიანდეს,მეგობრებთან ერთად გავდივარ და არ ვიცი რომელი საათისთვის დავბრუნდები,თუმცა გპირდებით ,როგორც კი დავბრუნდები ეგრევე დავიწყებ წერას.
მიყვარხართ! love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

რა გითხრა აბა ნინა, რაც არ უნდა მაგრად შეგეძლოს დალევა, მგონია მე და შენ სხვანაირად ვსვამთ და ჩემი ლოთი მეზობელი ჯუმბერია სხვანაირად. ბოთლს ბოთლზე სტაჟიანი ლოთები ვერ ცლიან, დამიჯერე. ითიშებიან მალევე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent