ლოგიკური დასასრული
ნუუ როგორც ყველა ადამიანი როდესაც ამბის მოყოლას იწყებს თავის თავს აცნობს სხვებს, რაც ჩემი აზრით არის ბანალური... ამიტომ გზადაგზა ყველაფერს გაიგებთ ჩემ შესახებ... დილას შვიდის ნახევარზე გავიღვიძე.... უფრო სწორად გამაღვიძეს. არადა ისეთი კარგი სიზმარი დამესიზმრაა, თითქოს მთელი სკოლა იწვოდა. ხომ მაგარია? მაგრამ ვინ გაცდის ამ ნეტარებაში ყოფნას როდესაც დათო დედაჩემთან ერთად ქვევით „საუზმეს“ ამზადებდა. ყოველშემთხვევაში ყიყლიყო მე ნამდვილად არ მაანაყრებდა. ეს ცალკე ქვაბების რახარუხი, ცალკე უჯრების რახუნი... მოკლედ ერთი ამბავი იყო.როდესაც თვალები გავახილე და საათს შევხედე გავცოფდი და ბოლო ხმაზე დავიყვირე:-ცოტა რომ ჩუმად გააკეთოთ საჭმელი არაა??!!-იმ წუთასვე ჩაწყნარდა ყველაფერი. კმაყოფილმა ინსტიქტურად ჩამეცინა თავი გადავატრიალე და ძილი გავაგრძელე მაგრამ შენც არ მომიკვდე! ტელეფონი რეკავს... -გისმენთ!-ნომერს არც კი დავუკვირდი ისე ავიღე ყურმილი -ჰეეი გოგონი ცოცხალი ხართ?-შეშინებული დაა ცოტა ირონიული ხმით მითხრა. ამ ადამიანის ხმის გაგონების შემდეგ უცბად ლოგინიდან სიხარულით წამოვხტი! -არარსებობს!!! ნინა! ჩამოხვედი უკვეე?- სიხარულისგან ჩემი ხმის სიმაღლესაც ვერ ვსანზღვრავდი მაგრამ როდესაც დათო შემოვარდა მივხვდი, რომ ცოტა ხმისთვის უნდა დამეკლო და დავწყნარებულიყავი. -ჰოო ჩემო საყვარელო ჩამოვედი! მთელი 3 წელია რაც არ მინახავხარ და ძალიან მომენატრე! -როგორ ხარ? სად ხარ? კარგად იმგზავრე?...ჩემი შეკითხვები არ მთავრდებოდა, ბოლოს დათომ მიჩურჩულა დააცადე გიპასუხოსო და აი მაშინ გავჩუმდი. არა დათოს ყოველთვის ვუჯერებ -კარგად თავად? ახლა დედაჩემთან და მამაჩემთან ვარ და კი კარგად ვიმგზავრე, მარა ცოტა მაინც დაღლილი ვარ. -ჰა ეხლა ამოხვალ თუ ჩამოვიდე?-ვიცოდი უკვე რასაც მეტყოდა ამიტომ უკვე ვემზადებოდი -აუ ამოდი გთხოოვ რა... ძაალიან მეზარება-ბოლოს მაინც შევამჩნიე რომ გაიღიმა -ჰო კაი კაი მოვდივარ-ყურმილი დავკიდე და ჩემი მობილურისაკენ წავედი რომ ამეღო, ამასობაში დათო შემეკითხა:-ვინ იყო?-წარბები ძალიან ცნობისმოყვარედ აწია. მე კი მის ამ ქმედებაზე როგორც ყოველთვის გამეცინა. - ნინა იყო... გახსოვს რომ გიყვებოდი გერმანიაში არისთქო იქ უფასოა სწავლა და თან კარგი დონეაო ჰოდა იქ გააგრძელა საქმიანობა... -აა კი კი კარგით მაშინ ქალბატონო ეკატერინა, ნებას გრთავთ წაბრძანდეთ თქვენს მეგობარ ნინასთან -გმადლობთ ბატონო დავით - თავი დავუკარი როგორც აკეთებდნენ ხოლმე ადრე გოგონები ცოტა ჩავიკუზე თუ ჩავიმუხლე ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს რაც მთავარია ნინას სანახავად მივდივარ. -დეე! დედაა! ნინა ჩამოვიდაა!!!-თან კიბეებზე ჩავრბოდი და თან ვყვიროდი -უიი რა კარგია! მომენატრა ეგ გიჟი გოგო! არ მოდის? მოიცა გამოვიცნობ.... გითხრა შენ ამოდი მე ემზარებაო ჰო?-თან გაიცინა. ღმერთო ჩემო დედაჩემი ყველაზე ლამაზია და თან როგორ უხდება ღიმილი! -დეე მიყვარხარ! წავედი ახლა მე და მოვალ მალეე... ნუ ვეცდბი მაინც! -კარგი ეკა მაგრამ იცოდე მთლად შუაღამისას არ მოხვიდე გთხოვ! -ოო კარგი რაა პატარა კი აღარვარ რო არ მესმოდეს მაგდენი დე.-კარები გამოვიჯახუნე და სიხარულით გავეშურე ნინას სახლისკენ. ავტობუსს ველოდებოდი და აი ისიც მოვიდა. ახლა ვზივარ ვიღაც გოგოს გვერდით რომელსაც თმების მაგივრად ყვავის ბუდე აზის თავზე... ეჰჰ საქართველოო რა გეშველებაა. ნუ ამანაც არ გამიფუჭა ხასიათი და როდესაც ავტობუსიდან ჩამოვედი ეგრევე ნინასკენ გავექანე და ისე ძლიერად ჩავეხუტე რომ ლამის დავვარდით! -ჩემო საყვარელო საერთოდ არ შეცვლილხარ! კიდევ ბევრს ჭამ ხო? ხოგითხარი სანამ ჩამოვალ ცოტა მაინც გახდი მეთქი! -ოო რა ვქნა მიყვარს ჭამა და ჭამას ვუყვარვარ მე და რატო მიშლი? -აუფ ეს რა მითხარი... -აბა დაიწყე ეხლა ახალი ამბების მოყოლაა! თან წავიდეთ! ხოიცი რომ ბიჭების ამბავი უფრო მაინრტერესებს და მაგით დაიწყე რაა! -ჰოჰო კაი რაიყო გოგო-გაიცინა მაგრამ მალევე მოიშორა ეგ სიცილი, შევატყვე რომ არღაც რიგზე არ იყო.. -ჰეეეი როგორ ხარ?... ვაიმე შანსიარაა! ვიღაცა ბიჭმა გაწყენინა? მოიცა ჩავიდე გერმანიაში გავუტეხავ თაავს! -აჰაჰჰ კაი გოგო არაპრის გამტეხავი შენ არახარ და ის ბიჭი კი მაგარი დეგენერატია და სხვათაშორის საქართველოშია. ერთი კვირაა რაც ჩამობრძანებული ვაჟბატონი -და შენ საიდან გაიგე? -ეე, თი შტოოო- და ხელი საჩვენებელი თითი შუბლზე მიიდო, თვალები დაღუტა და ისეთი სასაცილო იყო ერთი ორჯერ კი ჩავიფხუკუნე- მთელი ჩემი სამეგობრო მაგის სამეგობროა, ერთი შენ ხარ გამონაკლისი და ნიკუშა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.