შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯილდო (2 ნაწილი)


14-07-2016, 10:07
ავტორი Diablo
ნანახია 1 281

ლონდონი,
1854 წელი.

*მე მოვალ შენთან,მოვალ მაშინ, როცა დადგება ჟამი. მოვალ შენთან და წყვდიადს შემოვიფარებ სუდარად, წყვდიადი ფარავს მკვდართა ძვლებს...*

იმ დროს, როდესაც ევა მეთვრამეტე დაბადების დღეს ოჯახის მეგობრების გარემოცვაში აღნიშნავდა, ვერც კი წარმოიდგენდა რომ ეს ღამე მის ფარულ შიშებს და ღამეულ კოშმარებს ხორცს შეასხამდა.
ყველაფერი კი დაიწყო ასე. მრგვალი, მუხის მასიური მაგიდის გარშემო რამდენიმე ადამიანი იჯდა. ევას პირისპირ შავგვრემან, ენერგიულ ქალბატონს, მისის ელაიზა ჯონსონს დაეკავებინა ადგილი, რომელსაც ერთ გვერდს მეუღლე, ითან ჯონსონი უმშვენებდა, ხოლო მეორეს ფერმკრთალი, ავადმყოფურად გამხდარი ქალიშვილი, 17 წლის - ინესი. ჯონსონები ართურ მიურეის მეგობრები იყვნენ და მათი მეზობლად ცხოვრობდნენ. ჯონსონების გვერდით სტივენსონები მოთავსებულიყვნენ. ჯორჯ და ლუიზა სტივენსონებს თან ახლდათ მათი ვაჟი- ჰარი-  ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე, მიმზიდველი ყმაწვილი და ქალიშვილი- ყვავილივის ფურცელივით ნაზი, 13 წლის ვანესა. სუფრის წრეს ასრულებდა მკაცრი ნაკვთების, ტანხმელი, პირქუში ქალი, ართურის და - ქეთრინი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ართურთან და ევასთან დაედო ბინა. ქეთრინი ერთი შეხედვით ქორს მოგაგონებდათ, მკაცრი სახე, ოდნავ მორკალული ცხვირი და გამჭოლი თვალები მართლაც ამსგავსებდა მტაცებელს. ართური იმ იშვიათ ადამიანთაგან ერთერთი იყო ვისაც მის ქეთრინის ღიმილი ენახა.
სუფრასთან შეკრებილი საზოგადოება ღრმად გაიტაცა სხვადასხვა თემაზე საუბარმა და ცოტაოდენმა ალკოჰოლმა. სულ ცოტა ხანი იყო, რაც მათი საუბარი ჰარის განათლებას შეეხო. ჰარი ლონდონის მახლობლად სკოლა-პანსიონში იღებდა განათლებას, თუმცა ამჟამად, საზაფხულო არდადეგებს მიურეების სახლთან ახლოს მცხოვრებ მშობლებთან ატარებდა. ჰარი - ძლიერი ხასიათის, კარგად აღზრდილი ახალგაზრდა მამაკაცი მცირე ხნის წინ გამოუტყდა საკუთარ თავს მშვენიერი ევას მიმართ გრძნობებში, თუმცა გოგონასთვის გამხელა ჯერ ვერ მოეხერხებინა. ვაჟი ცხოველი ინტერესით აკვირდებოდა გოგონას ყოველ მოძრაობას და სწორედ ამიტომ, მხოლოდ მან შეამჩნია გოგონას ცვალებადი განწყობა. ევა საღამოს განმავლობაში ხშირად იცვლიდა ხასიათს, გოგონა ზოგჯერ ინტერესით ერთვებოდა საერთო საუბარში, ხანაც უეცრად მიყუჩდებოდა და დამფრთხალი მზერით ათვალიერებდა გარემოს.
უეცრად საათმა შუაღამის 12 საათის ათვლა დაიწყო. საათის ხმა მჭახედ გაისმა ოთახში და ექოდ გავრცელდა. ევამ მოულოდნელობისგან სუსტად წამოიკივლა. სუფრასთან მსხდომები დადუმდნენ. საათი რეკვას აგრძელებდა, ევა გრძნობდა ჩაეღვარა პანიკა ცხელი ლავას სახით ხერხემალში და ორგანოებს მოედო. მისი არსება მთლიანად ზაფრმა მოიცვა. აკანკალებული თითები მაგრად ჩაჰკიდა მაგიდის კუთხეს. საათმა მეთორმეტედ დარეკა. იმავე წამს ოთახში მსხვრევის ხმა გაისმა, სუფრასთან მსხდომებმა ჩამსხვრეულ ფანჯარას შეძრწუნებით გახედეს, მისის ელაიზამ პირჯვარი გადაიწერა და ბუტბიტით ლოცვას მოჰყვა. ფანჯრიდან ზაფხულისთვის უჩვეულო სუსხი სტვენით შემოიჭრა და სანთლები ერთიანად ჩააქრო. ოთახი სიბნელემ მოიცვა.
ევა მოკრუნჩხული თითებით უფრო მაგრად ჩაეჭიდა მაგიდის ზედაპირს და თვალები დახუჭა. ფანჯრიდან სიცივე შემოდიოდა და სხეულს უშეშებდა, არ უნდოდა გახედვა, თუმცა მისი ნების საწინააღმდეგოდ, რაღაც უხილავი ძალა თავისკენ ექაჩებოდა. ევან ნელა მიატრიალა თავი ფანჯრის მიმართულებით და თვალები გაახილა...
პირველი რისი გარჩევაც ევამ შეძლო ორი სისხლისფრად მოელვარე თვალი აღმოჩნდა, შემდეგ სილუეტი ოდნავ გამოიკვეთა და ევამ შეძლო თავდასხმისთვის გამზადებული მტაცებლის პოზაში მყოფი სილუეტის გარჩევა. არსებას თვალებში ველური ცეცხლი უგიზგიზებდა, ნაკვთების გარჩევა შეუძლებელი იყო. მან გაძვალტყავებული ხელი ევასკენ გაიშვირა და თითქოს სისინით წარმოთქვა რაღაც უცნაური ბგერები, რისი გარჩევაც ევამ ვერ შეძლო. შოკირებულმა გოგონამ უკანასკნელი რაც დაინახა ის იყო, თუ როგორ გადაეშვა სისხლისფერ თვალებიანი, საზარელი არსება ფანჯრიდან და წყვდიადს შეუერთდა. გოგონას თავი უღონოდ ჩამოუვარდა.

                               ***
თავი უსიამოდ სწიწკნიდა, ხერხემალში გაბატონებული სიცივე სხეულს უყინავდა. სიბნელეში მიაბიჯებდა, არ იცოდა საით, მაგრამ რაღაც ძალა აიძულებდ შეუჩერებლად ევლო.
კადრი შეიცვალა.
ახლა მაღალი, მარმარილოს ქვით მოპირკეთებული პირქუში შენობის წინ იდგა. ვერ გადაეწყვიტა დამორჩილებოდა ძალას და შესულიყო, თუ უკანმოუხედავად გაქცეულიყო აქედან შორს, ისე როგორც გონება უკიოდა. კარი ჭრიალით გაიღო. ევამ სიბნელეში შეაბიჯა.
კადრი ისევ შეიცვალა.
ევა მაღალი, მოჩუქურთმებული სარკის წინ იდგა და საკუთარ გამოსახულებას ზიზღნარევი აღტაცებით უმზერდა. სარკეში გამოსახულება გაკრთა, გოგონამ უკან მიიხედა. მხოლოდ სიცარიელე. მზერა ისევ სარკეს გაუსწორა, მისი ანარეკლის უკან მასაავით მუქ მწვანე, გამჭოლ მზერას წააწყდა. ქალს ზურმუხტისფერი კაბა ეცვა , შავ, მბზინავს აბრეშუმივით თმას ღიმილით ივარცხნიდა.
-დედა? - აღმოხდა ევას, როდესაც ამ ქალში, მის ოთახში ჩამოკიდებულ პორტრეტზე გამოსახული დედა ამოიცნო.
-ევა, საყვარელო- წკრიალა ხმით შესძახა ანარეკლმა და ევას მიუახლოვდა, დედის სილუეტმა გოგონას სილუეტს სარკეში მხრებზე ხელები შემოაწყო. ევამ ცხადად იგრძნო სიმძიმე მხრებზე და იასამნის ნაზი სურნელი. ქალის ზურგს უკან გოგონამ რაღაც შენიშნა. ადამიანის სიმაღლეზე ორი წითელი თვალი ჰაერში მოძრაობდა. ანნას ლამაზი სახე შეძრწუნებით, არაადამიანურად მოეღრიცა, მხრებზე ჩამოდებული თითები სიმწით მოუჭირა ევას და ამოიჩურჩულა
-დამეხმარე.
                               ***
ევა ბურუსიდან ნელ-ნელა გამოცურდა. თვალების გახელა უჭირდა, თითქოს წყლის ქვეშ ცდილობდა გაღვიძებას. ქუთუყოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ნელა გაახილა. თავდაპირველად ვერაფერი გაარჩია, საბოლოოდ, როცა მზერა დაეწმინდა ჰარის შეშფოთებული სახე გამოიკვეთა, ბიჭს ნერვიულობისგან ნიკაპი უკანკალებდა. ჩამტვრეული ფანჯრიდამ ამჯერად სასიამოვნო ნიავი შემოდიოდა. ევამ გაიღვიძა.

პ.ს. შეცდომებისთვის მომიტევეთ მობილურით ვწერ. იმედია მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი Nino

Zalian mowons

 


№2  offline წევრი Diablo

Nino
Zalian mowons

მადლობა <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მართლაც რომ ძალიან მომეწონა ასე გააგრძელე იმედია რამე უაზრობაში არ გადაიყვან .. ცოტა კი გამიჭირდა გაგება მაგრამ მაინც კარგი იყო მალე დადე და არ დააგვიანო

 


№4  offline წევრი Diablo

ანი ანი
მართლაც რომ ძალიან მომეწონა ასე გააგრძელე იმედია რამე უაზრობაში არ გადაიყვან .. ცოტა კი გამიჭირდა გაგება მაგრამ მაინც კარგი იყო მალე დადე და არ დააგვიანო

გაირკვევა თანდათან, ამ ჟანრს უხდება იდუმალება <3

 


№5 სტუმარი nino

dzaan kargi iyo momewona imedia male dadeb :)

 


№6 სტუმარი nini

rodis dadeb axal tavsss?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent