შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯილდო


13-07-2016, 19:10
ავტორი Diablo
ნანახია 1 439

ლონდონი,
1836 წელი.

და ერთ ბნელ, ქარიშხლიან ღამეს, ღვთისაგან მიტოვებულ, პირქუშ სახლში დაიბადა გოგონა. ქალის გულისგამგმირავმა კივლიმა შეძრა ღამის წყვდიადი და ჩაბნელებული ლონდონის ქუჩებს ექოდ მოეფინა. ანაზდად, კივილი მომაკვდავის მძიმე სუნთქვამ შეცვალა და იმავე წამს ოთახი ჩვილის ტირილმა აავსო. პატარა, სისხლში ამოსვრილი, ერთიანად გაწითლებული გოგონა ბებიაქალის ხელებში იკლაკნებოდა. თითქოს გრძნობდა მისი პირველი დანაშაულის სიმძიმეს. გვერდით, ლოგინში მწოლიარე ქალმა, გამხდარი, მოკანკალე ხელები გაიწვდინა შვილისკენ და უკანასკნელ ამოსუნთქვას ჩურჩულით ამოაყოლა მისი სახელი- ევა!
დღე იყო პარასკევი, ივნისის 13.
           ***

მისტერ ართურ მიურეის ლონდონში პატივსაცემი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. მშვიდი, გაწონასწორებული და უსაზღვროდ კეთილი ადამიანი- ასე დაგიხასიათებდათ ნებისმიერი, ვისაც როდისმე ურთიერთობა ჰქონია მასთან.
ცოლის გარდაცვალებამ დიდი დაღი დაასვა მის ცხოვრებას, თუმცა მთელი ყურადღება და სიყვარული მიმართა ევასკენ, რათა ბავშვს დედის სითბოს ნაკლებობასთან ერთად უმამობაც არ ეგრძნო.
ართური ცრუმორწმუნე კაცი არ გახლდათ, ირეალური სამყარო მისი გონებისთვის არ არსებობდა, არ სჯეროდა მაგიის, ჯადოქრობის,ზებუნებრივ არსებებზე ლეგენდების თუ თქმულებების, რომლითაც ერთობ გატაცებული გახლდათ იმდროინდელი ლონდონის საზოგადოება. სწორედ ამიტომ არ უგდო ყური 1936 წლის 13 ივნისს ბებიაქალს, რომელიც დაჟინებით ურჩევდა თავიდან მოეშორებინა დედის მკვლელი, ნავსიან დღეს დაბადებული უწმინდური არსება.
მისტერ მიურეის მაშინაც არ შეუცვლია გადაწყვეტილება, როდესაც ზუსტად შუაღამისას, როცა საათმა მეთორმეტედ დარეკა, ჩვილთან ერთად გარდაცვლილი მეუღლის სასთუმალთან მჯდომს საშინელი ხმაური შემოესმა- უზარმაზარი ღამურა ზათქით შეეჯახა საძინებლის ფანჯარას, მინა ზრიალით დაიმსხვრა და შოკში ჩავარდნილმა,ჩვილს გადაფარებულმა ართურ მიურეიმ შეშფოთებულმა შენიშნა როგორ შემოხაზა წრე ღამურამ მიცვალებულის თავს ზემოთ და საზარელი კივილით გაფრინდა ჩამტვრეული ფანჯრიდან. აკანკალებულმა ართურმა ატირებული ევა მკერდზე ძალუმად მიიკრა. იმ ღამით თვალი არცერთს მოუხუჭავს.

ლონდონი,
1844 წელი.

მწვანე, ხავერდის კაბაში გამოწყობილი გოგონა მოჩუქურთმებული სარკის წინ იდგა და ერთგვარად ზიზღნარევი აღტაცებით უყურებდა საკუთარ ანარეკლს. მკაცრ ნაკვთებს, მუქ მწვანე თვალებს და უკუნითივით შავ, მბზინავ თმას მართლაც აღტაცებაში მოჰყავდა მნახველი. ლამაზი იყო ევა, შემაძრწუნებლად ლამაზი. დანახვისთანავე იქცევდა ყურადღებას მისი იდუმალებით სავსე, მომნუსხავი მზერა და საშუალებას არ გაძლევდათ გულგრილი დარჩენილიყავით მის მიმართ.
მუხის მძიმე კარზე კაკუნი გაისმა. ევა შეკრთა, თითქოს სიზმრიდან გამოერკვაო, დაბნეული მზერა მოავლო სარკეს და აბრეშუმივით რბილი თმის დავარცხნას შეუდგა, რომელიც დაუდევრად დაჰფენოდა მხრებზე. ოთახში მაღალი, ტანხმელი კაცი შემოვიდა.
- ევა ძვირფასო, მშვენიერი ხარ - წარმოთქვა სასიამოვნო ბოხი ხმით და ევას მიუახლოვდა - სტუმრები უკვე გელიან.
- ახლავე მამა- უპასუხა გოგონამ და სუსტი მკლავები შემოაჭდო ყელზე კაცს. რამდენიმე წუთის შემდეგ მისტერ მიურეი და ევა სტუმრების გარემოცვაში სადღესასწაულო ვახშამს შეექცეოდნენ. დღეს ევას 18 წელი შეუსრულდა...

ამქვეყნად არაფერი სძულდა ევას ისე, როგორც საკუთარი დაბადების დღე. დანაშაულის შეგრძნება მას შემდეგ არ მოშორებია, რაც გაიგო რომ დედა მისმა დაბადებამ შეიწირა. თავს არ აძლევდა უფლებას, რომ თუნდაც წუთით მაინც დაევიწყებინა დანაშაული. ერთადერთი მიზეზი რის გამოც მამას გულში უწყრებოდა ის იყო, რომ 18 წლის წინ ამ დღეს მისტერ მიურეიმ არ დაუჯერა ბებიაქალის რჩევას და გოგონა თავისთან დაიტოვა. მამა ყოველთვის ერიდებოდა ამაზე საუბარს, თუმცა მოგვიანებით, "კეთილისმსურველი ენებისგან" ცოტა რამ შეიტყო იმ წყეულ ღამის შესახებ, როდესაც დედამიწას მოევლინა.

და კიდევ მრავალთა ცხოვრებას შეცვლის ეს ღამე. პარასკევი,13 ივნისი.

პ.ს. იმედია მოგეწონებათ. ვნახოთ თუ გამომივა ის რაც ჩაფიქრებული მაქვს. ველი კრიტიკას <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მშვენიერი დასაწყისია.
არა რა ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე ძალიან მიყვარს..
იმედია არ დააგვიანებ ლოლმე და მალ მალე დადებ...

 


საშიში ისტორიის დასაწყისი wink ჰაჰაჰ მომწონს request არ დააგვიანო რა

 


№3 სტუმარი b.j

sainteresoa... Moutmenlad velodebi shemdeg tavs.

 


№4  offline წევრი Diablo

ვეცდები ხშირად დავდო და რაც მთავარია საშიშად დავწერო <3

პს. მეორე ნაწილში 1844ს ნაცვლად 1854 უნდა ეწეროს. უკაცრავად შეცდომისთვის <3

 


№5  offline წევრი Ignifex

მომეწონა დასაწყისი ^_^ კარგი ხარ,საინტერესო ჩანს ნამდვილად და გელი <3

 


№6  offline წევრი Diablo

Ignifex
მომეწონა დასაწყისი ^_^ კარგი ხარ,საინტერესო ჩანს ნამდვილად და გელი <3

მადლობა <3 დავამატე უკვე ახალი თავი და დაიდება ალბათ მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent