შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვევლობა(თავი2)


14-07-2016, 10:40
ავტორი chemibichi
ნანახია 1 681

არც ვიქტორიას და არც ჰარის იმ შემთხვევის შემდეგ არ უნახავთ ერთმანეთი. ყველანაირად ცდილობდნენ თავი აერიდებინათ ერთმანეთისთვის და კარგად გამოდიოდათ კიდეც, მაგრამ ერთ დღეს, როცა ვიქტორია ლოგანთან შევიდა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ხომ გაგიგონიათ ცხოვრებაში ყოველთვის ის ხდება, რაც ყველაზე ძალიან არ გინდა, რომ მოხდესო. ხოდა ვიქტორიას შემთხვევაც ასეთი იყო.
-შეიძლება? - იკითხა ვიქტორიამ როცა ლოგანის კაბინეტში კარები გააღო. ამ უკანასკნელმა კი უმალ მისცა დასტური და ვიქტორიაც მის წინ დაჯდა.
-მინდოდა მეთხოვა ცხენი იმისთვის, რომ ჯეიდთან წავსულიყავი - მორცხვად უთხრა ვიქტორიამ და მის რეაქციას დააკვირდა.
ჯეიდი მისი ერთადერთი მეგობარი იყო. ისე უყვარდა, როგოც მისი და. თითქმის ყველა კვირაში მიდიოდა მასთან რომ ეთამაშა და გაეხალისებინა. რა თქმა უნდა, თამაშში ნამდვილ გასართობ სათამაშოებს ვგულისხმობ, რადგან ჯეიდი მხოლოდ შვიდი წლის ბავშვია. ვიქტორიასთვის ის ისეთი ადამიანია, რომელთანაც ხშირად და ძალიან ხალისით მიდის.
როცა დედა დაეღუპა მაშინ სულ მასთან იყო და გვერდიდან არ შორდებოდა. ასე, რომ ჯეიდიც ვერ ძლებს მის გარეშე. ახლა კი უკვე ორი კვირაა, რაც მასთან ვერ მივიდა და უკვე სინდისი ქენჯნის. დარწმუნებულია, რომ ყველა დღე მას ელოდება კართან როგორც ჩვევია და როგორც კი კარებზე ვინმე დააკაკუნებს მაშინვე უღებს.
ლოგანმა თავი თანაგრძნობით გააქნია. ცხენები ყველა შემოწმებაზეა და ვერ გამოიყენებო. ვიქტორია ამ ფაქტმა ძალიან დააღონა, რადგან დღეს ძალიან უნდოდა ჯეიდის ნახვა. ლოგანმა მაშინვე დაინახა მის თვალებში მწუხარება ამიტომ ფიქრი დაიწყო და მაშინვე მოუვიდა გენიალური აზრი თავში. ვიქტორიას უთხრა ჰარი წაგიყვანსო.
-ჰარი? არა, არა მირჩევნია ხვალ წავიდე - თავის გაქნევით თქვა ვიქტორიამ და ეცადა ლოგანისთის ეს იდეა ამოეგდო თავიდან, მაგრამ ამაოდ. ლოგანი ფეხზე წამოდგა და ჰარის დაუძახა. ნეტა იცოდეთ რამდენი მიზეზი მოიფიქრა ვიქტორიამ, რომ ამ შესაძლო შეხვედრისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან ლოგანი ჰარისთან ერთად შემოვიდა კაბინეტში.
ჰარის მზერა მაშინვე ვიქტორიასკენ გაექცა და წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ ვიქტორიამ მალევე მიაბრუნა თავი და სხვა მხარეს გაიხედა. ჰარი ამას ვერ გრძნობდა, მაგრამ ვიქტორია აშკარად ნერვიულობდა. არ უნდოდა კიდევ ერთხელ ეტკინა ჰარის გული მისთვის. ისედაც ყოველთვის, როცა ამას აკეთებენ მისი გულის თითო ნაწილი იშლება და არავინაა, რომ გაამთელოს.
ჰარის ჯერ კიდევ აწუხებდა სინდისი. უნდოდა ვიქტორიასთვის რაიმე ეთქვა იმ მწარე სიტყვებისთვის, მაგრამ არ გამოდიოდა. არც ის იცოდა, თავის გულში რა ხდებოდა. არა, მე გეტყვით რაც ხდებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჰარი ამას ვერ ხვდებოდა. ვიქტორია ერთადერთი გოგონა იყო ვინც მას ეწინააღმდეგებოდა ყველაფერში. ამას დამატებული ისიც, რომ საერთოდ არ უყურებდა. არ ანაღვლებდა და საერთოდ შთაბეჭდილებაც კი არ ქონდა კარგი მასზე.
ჰარი კი ნამდვილად არ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც სერიოზული ურთიერთოებები და მზგავსი რამ აინტერესებდა. ამიტომ არ აღიარებდა, რომ ვიქტორია ძალიან მოსწონდა. ხო მოსწონდა, მაგრამ მის თავში აურზაური იყო ამასთან დაკავშირებით. ისე უნდოდა ეს აზრი თავიდან ამოეგდო, რომ გადაწყვიტა ვიქტორიას საერთოდ არ შევხვდებიო. ასეც მოხდა, მაგრამ ლოგანმა ყველაფერი „გააფუჭა“
-ვიქტორია თავის მეგობართან უნდა წაიყვანო - უთხრა ლოგანმა და თავის სკამზე, ისევ კარგად მოკალათდა. ჰარი კი ვიქტორიას უკან იდგა და მის ზურგს უცქერდა, რომელზეც გრძელი თმები ჩამოყროდა.
-მართლა არ არის საჭირო. ხვალ მოვინახულებ - იმ მიზნით, რომ კიდევ ერთხელ გადაეფიქრებინა ლოგანს მიზეზი მოიფიქრა, მაგრამ გაოცებული დარჩა როცა თავისი მიზეზები ჰარიმ შეაწყვეტინა.
-წავიყვან - ეს თქვა და ისიც დაურთო, რომ რამოდენიმე წუთში მზად იქნებოდა.
ვიქტორია გაჩუმდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა. თავი დაუქნია ლოგანს და სკამიდან წამოდგა. როცა შემოტრიალდა პირდაპირ ჰარის მზერას შეხვდა. მაშინვე მიხდა, რომ მის მზერაში რაღაც შეცვლილიყო. ის ჰარი ნამდვილად აღარ ეთქმოდა. ამას თავისი გულიც გრძნობდა. ჰარი კი ისევ მის მეორე მეს ეწინააღმდეგებოდა და ცდილობდა მისი აზრისთის არ მოესმინა. სწრაფად შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. ვიქტორიამაც მას მიბაძა.
რამოდენიმე წუთში კი ვიქტორიაც და ჰარიც ერთ მანქანაში ისხდნენ და გზას უყურებდნენ. არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. კი, უნდოდა ჰარის რაიმე წამოეწყო და ეთქვა მისთვის, მაგრამ არ გამოდიოდა. აი ვიქტორიას კი ნამდვილად არ უნდოდა რაიმე ეთქვა ჰარისთვის. ის ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა. მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა ანიშნა სად უნდა მისულიყო.
როგორც კი მივიდნენ ვიქტორია სიხარულით გადმოვიდა მანქანიდან. ერთი სული ქონდა, როდის ნახავდა ჯეიდის. ვიქტორიას ჰარიც გადმოყვა. ამან ის ძალიან გააკვირვა. რა უნდოდა? რატომ მოყვებოდა? ვიქტორია სწრაფად შემობრუნდა ჰარისკენ და მის წინ აისვეტა. ჰარიმ წარბების აწევით გახედა.
-რატომ მოდიხარ? - ცოტა უხეშად კი გამოუვიდა ნათქვამი, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქცია და წარბები შეკრა მეტი ეფექტისთვის.
-აბა, გინდა იქ ვიჯდე მარტო? - ძალიან ჩვეულებრივად უთხრა ჰარიმ და ანიშნა წავიდეთო. ვიქტორიამ ამოიოხრა.
ჰარი მას უკან გაყვა და მასთან ერთად კარებთან მივიდა. ძალიან აინტერესებდა ჯეიდი როგორი გოგო იქნებოდა. მაღალი? გამხდარი? ქერა თუ შავგრემანი? უკვე ფიქრობდა როგორ შეება გოგო, რომელთანაც მიდიოდა, მაგრამ იმას ვერასდროს ვერ გაიფიქრებდა, რომ ჯეიდი მხოლოდ შვიდი წლის ბავშვი იყო.
ვიქტორიამ, როგოც კი კარზე დააკაკუნა მაშინვე გაიღო კარები და გახარებული ჯეიდი გამოვიდა. უკვე შეემჩნია, რომ ვიქტორია მოდიოდა და სწრაფად მიირბინა კარებთან. მათი შეხვედრა, როგორც ყოველთვის თბილი და სიცილით სავსე იყო. უკვე ორი კვირაა ერთმანეთი არ უნახავთ და ასე გეგნებოდა საუკუნეა ერთმანეთზე არაფერი სმენოდათ და არც უნახავთო.
-ეს ვინ არის? - იკითხა ჯეიდიმ, როცა ერთმანეთთან შეხვედრა მოითავეს. მისი ყურადღება ჰარის კულულებმა მიიქცია.
-ეს... ამ... ეს ჰარია - უცებ დაიბნა ვიქტორია. არ იცოდა მისთვის რა ეწოდებინა მეგობარი? ნათესავი? ან რაიმე სხვა? სწორედ ამიტომ მხოლოდ სახელი უთხრა.
-შენი შეყვარებულია? - ჯეიდი არც კი დაფიქრებულა ისე იკითხა. არც ის მოსვლია თავში, რომ ასეთ აღელვებას გამოიწვევდა ამ ორ ადამიანში. წამით ისინი ერთმანეთს მიაშტერდნენ, მაგრამ მალევე მოაცილეს თვალები ერთმანეთს.
-არა პატარავ. მან უბრალოდ აქ მომიყვანა - სწრაფად უთხრა ვიქტორიამ ისე, რომ აღელვება არ დატყომოდა. ჰარი კი ვიქტორიას მიშტერებოდა. მანაც იგრძნო რაღაც, მაგრამ რა ვერ დაადგინა. თუმცა მე ნამდვილად ვიცი რაც. მგონი თქვენც. არა?
-ცხენით რატომ არ მოხვედი? - ჯეიდი ძალიან ცნობისმოყვარე გოგონა იყო. ეს ვიქტორიამ კარგად იცოდა და ამიტომ არ გაკვირვებია ამდენ კითხვას, რომ სვავდა.
-ჯობია სახლში შევიდეთ არა? შენთვის რაღაც მაქვს - ჯეიდი სიხარულისგან ხტუნავდა. სწრაფად შევიდნენ სახლში და ჰარიც მათ მიყვა.
სახლი დიდი არ იყო, მაგრამ პატარაც არ ეთქმოდა. მისაღებ ოთახში ტელევიზოსი, დივანი, სკამები და მაგიდა იდგა. ძალიან კომფორტული იყო და დიდი. ნამდვილად დიდი მისაღები იყო. ჰარის გაუკვირდა, როცა ვიქტორიას მეგობარი არსად გამოჩნდა. იფიქრა, ალბათ სახლში არ არისო. ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო, რომ მისი მეგობარი ჯეიდი იყო.
ჯეიდიმ ვიქტორიას უჩურჩულა წავალ გამოვიცვლი და ჩამოვალო. ვიქტორიამ სიცილით დაუქნია თავი და ჯეიდიც წამში გაუჩინარდა. იცის რატომაც მოინდომა გამოცვლა. როცა ჩამოვა ვიქტორიას საწყალი თვალებით შეხედავს და თხოვს, რომ სასეირნოდ წამიყვანეო. ეს უკვე ნაცნობი ხრიკი იყო. ჰარი ვიქტორიას მიუახლოვდა.
-სად არის შენი მეგობარი? - მშვიდი ტონით კითხა ჰარიმ. ვიქტორიამ ჯერ გაკვირვებით შეხედა, მერე სიცილი აუტყდა.
-მეგობარი? ეს ხომ ჯეიდია - ისევ სიცილით თქვა ვიქტორიამ და ჰარიც მიხვდა, რომ გოგო, რომელიც ის ელოდებოდა არ არსებობდა. მხოლოდ შვიდი წლის გოგონა იყო, რომელსაც ქერა თმები და მწვანე თალები ქონდა.
ჰარის კიდევ უნდოდა ეკითხა რაღაც, მაგრამ გაჩერდა როცა ჯეიდი გამოჩნდა. ძალიან ლამაზი გოგონა იყო. ვარდისფერი კაბა და კედები ჩაეცვა. მასაც უყვარდა ვიქტორიასავით ჩაცმა. ახლა ვიქტორიასაც ჩვეულებრივი კაბა და კედები ეცვა. მხოლოდ ერთი განსხვავება იყო, ვიქტორიას თბილი მოსაცმელი ეცვა, რომელიც მასთან შედარებით დიდი იყო.
ვიქორია და ჯეიდი დივანზე დაჯდნენ. ჰარი კი იქვე სკამზე ჩამოჯდა. უკვე მოიწყინა ამათთან და ერთი სული ქონდა როდის წავიდოდა. ვიქტორია კი პირიქით ჯერ არ აპირებდა სადმე წასვლას. ჯეიდი გარეთ უნდა გაეყვანა, გაესეირნებია და საღამოს ზღაპარიც უნდა მოეთხრო. ეს ყოველთვის წესად ქონდათ. თუ ვიქტორია ჯეიდთან მოვიდოდა, ის აუცილებლად საღამომდე უნდა დარჩენილიყო და ზღაპარიც მოეთხრო.
-ჩემთვის რა გაქვს? - მოუთმენლად იკითხა ჯეიდმა. რა თქმა უნდა, თავისი მოუთმენლობა გამოამჟღავნა, რაც ვიქტორიას ჩაცინების მიზეზი გახდა. გოგონამ ხელი ჯიბეში ჩაიყო და ცილინდრის მსგავსი ნივთი ამოიღო. ნივთს მაგარი ძირი და შუშის ჩარჩო ქინდა. ჩარჩო მრგვალად იყო დამაგრებული მყარ სადგამზე. შიგნით ლონდონის ბიგ-ბენი იყო გამოსახული და მდინარეც. ძირი კი გადათეთრებულიყო.
ვიქტორიამ, როცა სათამაშო ამოიღო და გააქანა ფიფქები მაშინვე მიმოიფანტნენ და ნივთი უფრო მეტად გალამაზდა. ვერ აგიღწერთ ჯეიდის გამომეტყველებას. თვალები გაუბრწყინდა და მაშინვე ღიმილი გამოესახა. ვიქტორიას ხომ ლონდონის მინიატურული გამოსახულება ეკავა ხელში. სწორედ იმ ქალაქის, რომელშიც ყოველთვის უნდოდა მოგზაურობა. ეს სწორედ ის ქალაქია, რომელზეც დედა უყვებოდა. ჯეიდმა სწრაფად მოხვია ხელები ვიქტორიას და მაგრად ჩაეხუტა.
-დიდი მადლობა - სიხარულით უთხრა ჯეიდმა და საჩუქარი გამოართვა. ვიქტორიაც გახარებული იყო. ჯეიდმა საჩუქარს ხელი ჩაავლო და კიდევ ერთხელ გააქანა. ვიქტორია უყურებდა მის გაბრწყინებულ სახეს და გულში სითბო ეღვენთებოდა.
-ჯეიდ ხომ გახსოვს რა გასწავლე? - კითხა ვიქტორიამ და თავზე ხელი გადაუსვა. ახლა მხოლოდ ჯეიდზე ფიქრობდა და გული წყდებოდა, დედა ასე მალე, რომ გარდაეცვალა. ის ხომ ჯერ შვიდი წლის იყო და უკვე ობლად დარჩა. დედის გარეშე.
-რა თქმა უნდა, მახსოვს. შენ მასწავლე, რომ ცხოვრებაში არ უნდა დავნებდე - მიუხედავად იმისა, რომ ჯეიდი შვიდი წლის იყო, მაინც ძლიან ჭკვიანი გახლდათ. როცა ვიქტორიამ პირველად ეს უთხრა დედის გასვენების დღე იყო. ჯეიდი ტიროდა, ვიქტორია მას მიუახლოვდა, გულში ჩაიკრა და უთხრა, რომ ცხოვრებაში არ უნდა დანებდეს. ამ დღის შემდეგ ჯეიდს ეს სიტყვები არ დავიწყებია. სულ ახსოვს და, როცა რაიმეზე ხელს ჩაიქნევს მაშინვე იხსენებს ამ სიტყვებს, რომ არ დანებდეს.
-მართალია. ახლა კი ის დაიმახსოვრე, რომ ოცნებები ხდება - მშვიდად უთხრა ჯეიდს და სათამაშოს დააკვირდა - გპირდები, რომ ლონდონში წაგიყვან. არ ვიცი, როდის, მაგრამ გპირდები - კიდევ ერთხელ გადაუსვა თავზე ხელი ვიქტორიამ ჯეიდს და მაგრად ჩაიხუტა.
************

ჯეიდს და ვიქტორიას ჰარი საერთოდ არ გახსენებიათ. ისე იყვნენ გართულები ლაპარაკში, რომ ყურებდაცქვეტილი ჰარი არ გახსენებიათ. ისეთი გულისყურით უსმენდა ჰარი ვიქტორიას, რომ არავისთვის არ მოუსმენია ისე. აკვირვებდა ასეთი ძლიერი, რომ იყო ვიქტორია. ის აშკარად კარგი ადამიანია და ამას ყველაფერი ამტკიცებს. მაგრამ თითქოს ჰარის არ სურს ეს აღიაროს. ფიქრობს, რომ სუსტი გახდება თუ ამ ყველაფერს აღიარებს.
ჯეიდი და ვიქტორია ფეხზე წამოდგნენ. ახლა გაახსენდა ვიქტორიას, რომ ჰარიც მათთან ერთად იყო და მას გახედა. ისევ შეეგება მათი თვალები ერთმანეთს. ამჯერად საკმაოდ დიდხანს უყურეს ერთმანეთს. არც ვიქტორიამ და არც ჰარიმ იცოდა ახლა რა ხდებოდა მათ თავს. იცოდნენ, რომ ყველაფერი სხვანაირად იყო, მაგრამ რა შეიცვალა ვერ გაეგოთ.
-ვიქტორია წავიდეთ? - იკითხა ჯეიდმა და ახლა გამოფხიზლდა ვიქტორია. ბავშვს გახედა და მკრთალად გაუღიმა. ჰარიც ფეხზე წამოდგა.
-მე წავალ. საღამომდე თუ აქ დარჩენას აპირებ მაშინ ჯობია საღამოს მოგაკითხო - უთხრა ჰარიმ ვიქტორიას. არ უნდოდა წასვლა, მაგრამ, როგორ დარჩენილიყო? ვიქტორია რას გრძნობდა მის მიმართ არ იცოდა. საერთოდ ჰარიმ იცოდა კი? იცოდა, როგორ მოსწონდა ეს ძლიერი გოგო. ახლა, რომ სულ სხვანაირი ეჩვენებოდა. უფრო ლამაზი, მაღალი და მშვენიერი. უფრო მეტად მოსწონდა ვიდრე ადრე.
უკვე ერთი თვეა, რაც გადმოვიდა ჩრდილოეთ კაროლინაში. ამ ერთი თვის განმავლობაში ვიქტორიას მრავალი სახე დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ჩხუბობდნენ, მაინც მოსწონდა ეს გოგო. ამას ვამბობ მე ავტორი, რომ მოსწონდა თორე განა თვითონ იცოდა. მე როგორც თქვენ მთხრობელს ძალიან მინდა ყველაფერი წინასწარ და სწრაფად გითხრათ, მაგრამ მოდით ნუ ავჩქარდებით.
მოკლედ, ჰარი ყველანაირად ცდილობდა ეს სიტყვები თავისი თავისთვის არ ეთქვა. "მე ვიქტორია მომწონს" ერთი შეხედვით სულაც არ არის ასე ძნელი ამის აღიარება, მაგრამ ჰარი იმდენად ამაყი იყო, რომ ვერ აბიჯებდა მის სიამაყეს. არადა სინამდვილეში რამდენი რამ დაანახა ვიქტორიამ ჰარის? დაანახა, რომ დედამიწა მის გარშემო არ ბრუნავს. დაანახა, რომ არის ერთი გოგო მაინც, რომელიც ჰარის პირდაპირ ლოგინში არ უწვება. ამის აღიარება კი ნამდვილად არ უნდოდა.
-დარჩი ჩვენთან - თქვა ჯეიდმა და ჰარის საწყალი თვალებით შეხედა. ჰარის ეს ნამდვილად უნდოდა და გაუღიმა. თუმცა ვიქტორია ძალიან გაკვირვებული დარჩა.
-პატარავ, თუ მას უნდა წასვლა ვერ დავაძალებთ - ღიმილით უთხრა ვიქტორიამ და თავზე ხელი გადაუსვა.
-კარგი რა. ხომ იცი, რომ გავერთობით. ხოდა ისიც წამოვიდეს - თხოვნით ხან ჰარის შეხედა, ხან ვიქტორიას. ვიქტორიამ ამოიოხრა და ჯეიდთან ჩაიმუხლა.
-ამას მე არ ვწყვეტ ჯეიდ - ლოყაზე აკოცა და ფეხზე წამოდგა. ჰარიმ ამ მოქმედებაზე გაიღიმა, მაგრამ მაშინვე წაეშალა სახიდან ღილიმი. იცის, რომ არ შეიძლება ასე მოიქცეს.
-კარგი დავრჩები - თქვა ჰარიმ და ჯეიდმაც ტაში შემოკრა. ამჯერად გაუღიმა ჰარიმ ჯეიდს. ვიქტორია კი გაკვირვებული მიშჩერებოდა ჰარის. უკვირდა, რომ მასთან მოინდომა დარჩენა. სამივე სახლიდან გამოვიდნენ და ჰარის მანქანასთან წავიდნენ.
-ჯეიდ მეტყვი სად მივდივართ? - კითხა ვიქტორიამ და ჯეიდს გახედა. ჯეიდმა მაშინვე გაუღიმა და ჰარისთან მივიდა.
-შეიძლება შენი მანქანით წავიდეთ? - კითხა. ჰარიმაც მაშინვე დაუქნია თავი.
-სად გინდა, რომ წავიდეთ პატარა ქალბატონო? - სიცილით იკითხა ვიქტორიამ. გოგონამ ხელი ნიკაპზე რამოდენიმეჯერ დაირტყა და მაშინვე მოუვიდა აზრად სადაც უნდა წასულიყვნენ.
-ვაითსვილის სანაპიროზე (Wrightsville Beach), ძალიან გთხოვთ რა - ვედრებით თხოვა გოგონამ ორივეს. ვიქტორიამ წარბები შეკრა. დღეს ნამდვილად არ იყო სანაპიროს დღე. სითბო იყო, მაგრამ ახლა ხომ შემოდგომაა. შემოდგომაზე კი სანაპიროზე არავინაა. ვიქტორიამ ამოიოხრა.
-კი, მაგრამ იქ რა გინდა? - იკითხა ჰარიმ მანამ, სანამ ვიქტორია რამეს იტყოდა.
-უკვე იმდენი ხანია არ ვყოფილვარ. გთხოვთ რა. ფრანსაც წამოვიღებ - ვიქტორიას ისე შეხედა ჯეიდმა, რომ უარს ვერ ეტყოდა. კიდევ ერთხელ ამოიოხრა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ჯეიდი გახარებული გაიქცა სახლისკენ.
ვიქტორიამ თვალი გააყოლა ჯეიდს, რომელიც სახლში სიხარულით შევიდა. ჰარისაც ღიმილი ქონდა აკრული. უკვე მოსწონდა ჯეიდი. ის ძალიან ენერგიული და პოზიტიური ბავშვი იყო. მალე გოგონა უკან დაბრუნდა და სამივე მანქანაში ჩასხდნენ. ვიქტორიამ ჯეიდს ღვედი საგულდაგულოდ შეუკრა და თვითონ წინ დაჯდა, ჰარის გვერდით. სამივე სანაპიროსკენ წავიდნენ.
სანაპიროზე მალევე მიიდნენ. ჯეიდი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და სანაპიროსკენ გაიქცა. სულ არ გახსენებია ორი ადამიანი, რომელიც მასთან ერთად იყვნენ. არც ფრანი გახსენებია, რომელიც მანქანაში იდო. ვიქტორიამ ერთი კი დაუძახა ჯეიდს არ გაიქცეო, მაგრამ ჯეიდს სულ სხვა გეგმები ქონდა. სასწრაფიდ გაიძრო ფეხსაცმელები და ქვიშაზე სირბილი დაიწყო.
ვიქტორია ჯეიდისკენ წავიდა, ჰარიმ კი ფრანი ამოიღო მანქანიდან და ნელა წავიდა მათკენ. ჯერ კიდევ ვერ გაეანალიზებია, რომ ახლა შვიდი წლის ბავშვთან და იმ გოგოსთან ერთად იყო, რომელიც სულაც არ მოსწონდა. რა თქმა უნდა, ის ფიქრობდა, რომ არ მოსწონდა. არადა გულის სიღრმეში სულ სხვა რამ ხდებოდა.
მთელი დღე გაატარეს სამივემ ერთად. ჯეიდი საშინლად კარგად გრძნობდა თავს. ძალიან მოეწონა ჰარი და მასთან თამაში. ისიც მოეწონა ჰარიმ ფრანის გაშვება, რომ იცოდა და დაეხმარა. როცა ვიქტორია და ჯეიდი აქ მოდიოდნენ, ყოველთვის სხვას თხოვდნენ დახმარებას, რომ ფრანი ცაში აეშვათ. მაგრამ ამჯერად ჰარი დაეხმარა ჯეიდს.
სანაპიროდან მზის ჩასვლამდე წამოვიდნენ. ჯეიდმა საჭმელი მოითხოვა და ერთ-ერთ რესტორანში შევიდნენ სადაც ყოველთვის მოდიოდნენ და ერთობოდნენ. ჰარის მოეწონა მათთან გატარებული დღე. არაფრით გამორჩეული, მაგრამ დასამახსოვრებელი. არ შეეძლო უბრალოდ ასე გაეტარებია ყველაფერი. არ შეეძლო არ დაემახსოვრებია ვიქტორია ამ მომენტში. მზრუნველი და დამცველი.
ის იყო ყველაფერი, თითქოს ჰარიმ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იპოვა, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ასეთი საჭიროა. მოწონდა მასთან ერთად გატარებული წუთები, მაგრამ იმდენად ამაყი იყო ვერ აბიჯებდა მის სიამაყეს. ვერც კი აანალიზებდა ისე ეჩვეოდა ვიქტორიას. ვერც კი აანალიზებდა, რომ საერთოდ ასე ძალიან უნდოდა ამ გოგოსთან ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად არც კი ელაპარაკებიან ერთმანეთს.
დღე მიიწურა. ჰარი, ვიქტორია და ჯეიდი სახლისაკენ მიდიოდნენ. ჯეიდს ძალიან ტკბილად ეძინა ვიქტორიას მუხლებში. ჰარი წინა სავარძელზე იჯდა და უკანა ხედვის სარკით ვიქტორიას აკვირდებოდა. მაინც ვერ გაეგო, რატომ გახდა ასე უცებ ამ გოგოთ შეპყრობილი. ჰარიმ ამოიოხრა და მანქანა ჯეიდის სახლის წინ გააჩერა.
ჰარიმ კარები გამოაღო და ვიქტორიას ჯეიდი გამოართვა. ხელში აიყვანა დასახლისკენ წავიდნენ. ვიქტორიამ კარები შეაღო და მისაღებში გავიდა ჰარიც მას გაყვა. ოთახში ჭაღარა, მაღალი, საკმაოდ ახოვანი კაცი იდგა. ეტყობოდა, რომ ჯეიდის მამა იყო. თითქოს ცხოვრებას მასზე გადაევლოო. არ იქნებოდა მოხუცი, მაგრამ სახე მაინც ნაოჭიანი ქონდა. თმაში კი ჭაღარა შეპარვოდა.
-გამარჯობა მისტერ საიმონ - თბილად მიესალმა ვიქტორია და გადაეხვია. ჰარი უხერხულად იდგა და მათ უყურებდა.
-გამარჯობა ჩემო კარგო. როგორც ჩანს ძალიან დაიღალა - ღიმილით თქვა საიმონმა და ჯეიდს შეხედა. ვიქტორიამ ღიმილით დაუქნია თავი.
-ეს ჰარია მისტერ საიმონ. დღეს ჩვენთან ერთად იყო - ჰარიმ საიმონს გაუღიმა. ხელს ვერ ჩამოართმევდა, რადგან ჯეიდი ხელში ეჭირა. საიმონმაც გაუღიმა.
-სასიამოვნოა ჰარი შენი გაცნობა. ვიქტორია აჩვენე ჰარის ჯეიდის ოთახის კარები, თორემ ის ძალიან მძიმეა - ამჯერად გაიცინა საიმონმა და ვიქტორიამაც ღიმილით დაუქნია თავი.
ორივე მეორე სართულზე, ჯეიდის ოთახში შევიდნენ და ბავშვი საწოლზე მოათავსეს. ვიქტორიამ ჯეიდს პლედი გადააფარა და ნელა მიადო შუბლზე ტუჩები. ძალიან უყვარდა ეს გოგონა და მისთის ყველაფერს გააკეთებდა.
-ძილინებისა პრინცესა - ჩაიჩურჩულა ვიქტორიამ, მაგრამ ჰარიმ მაინც გაიგონა მისი ხმა და გაიღიმა.
საიმონთნ დამშვიდობების შემდეგ, ორივე სახლიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. ვიქტორია ჰარის გვერდით იჯდა. ჰარი კი მშვიდად ატარებდა მანქანას. ისევ სიჩუმე იყო. სახლამდე მისასვლელი გზა კი გრძელი. ვიქტორიამ თავი მინას მიადო და თვალები დახუჭა. ისიც საკმაოდ დაღლილი იყო. დღეს ხომ ჯეიდთან ერთად იყო. ძილი ნელ-ნელა მოედო მის სხეულს და მალევე ჩაეძინა.
ჰარიმ ეს მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა სახლის წინ მანქანა გააჩერა. დიდიხანი უყურა ვიქტორიას. არ იცოდა რა გაეკეთებინა. ძალიან ლამაზი იყო. იმ წამს საშინლად ლამაზი ეჩვენებოდა. თავი გააქნია. არ იცოდა მასში რა ხდებოდა. თითქოს თავის სხეულში სხვა ჩასახლდა. ეს ყველაფერი მისთვის ძალიან უცხო იყო.
ბოლოს გადაწყვიტა არ გაეღვიძებინა. კარები ნელა გამოაღო და ვიქტორია ხელში აიყვანა. გოგონა შეიშმუშნა, მაგრამ არ გაღვიძებია. ჰარიმ მანქანის კარები დაკეტა და ნელა წავიდა სახლისკენ. ყველანაირად ცდილობდა არ გაეღვიძებია გოგონა, რომელიც ასე ახლოს იყო მასთან, მაგრამ ამავდროულად ასე შორს. სახლში შევიდა და კიბეზე აპირებდა ასვლას, როცა მარიას ხმა გაიგონა. ჰარი ნელა მობრუნდა და მღელვარე დედას გაუღიმა. ვერ გაეგო ასე რატომ იქცეოდა. ის ხომ სულ სხვანაირი ადამიანი იყო.
-რა დაემართა? - აღელვებით იკითხა მარიამ, როცა მძინარე ვიქტორია დაინახა.
-არაფერი. უბრალოდ ჩაეძინა და არ გავაღვიძე - ჩუმად უთხრა ჰარიმ. არ უნდოდა ვიქტორიას მშიდი სუნთქვა დაერღვია.
-მადლობა ღმერთს. მე კიდევ ისე შემეშინდა - ღრმად ჩაისუნთქა მარიამ და კიდევ ერთხელ გაიღიმა - მადლობა, რომ არ გააღვიძე - ღიმილით უთხრა. ჰარიმ მხოლოდ თავი დაუქნია და ვიქტორიას ოთახისკენ წავიდა. კარები შეაღო და ვიქტორია ფრთხილად დააწვინა საწოლზე. კედები ფეხებიდან მოაცილა და პლედი გადააფარა. ისევ ღრმად ჩაისუნთქა და ოთახს თვალი მოავლო. მისი ყურადღება საწერმა მაგიდამ მიიპყრო, რომლის თავზეც სხვადასხვა წარწერები იყო მიკრული.
ჰარიმ დაათვალიერა ყველაფერი. მოეწონა ის, რომ მისი ოთახი სრულიად სხვა იყო ნებისმიერი გოგონების ოთახებიდან, რომელშიც ნამყოფი იყო. ოთახში წიგნები და სურათები იყო გაკრული. კედლებზე საყვარელი ფრაზები სხვადასხვა წიგნებიდან თუ მუსიკის ტექსტებიდან იყო მიკრული. პატარა და ძალიან კომფორტული ოთახი იყო. საერთოდ არ მოგინდებოდა ამ ადგილიდან გასვლა.
ჰარიმ კიდევ ერთხელ მოავლო ოთახს თვალი და მზერა ისევ ვიქტორიაზე შეაჩერა. გოგონა ძალიან ლამაზი იყო. მშვიდად სუნთქავდა. ჰარი მიუახლოდა და მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა. ვერც კი გაანალიზა რამდენი ხანი უყურებდა მას. ტუჩები ნელა მიუახლოვა გოგონას შუბლს და ნაზად აკოცა. ვერ გაერკვია ამას რატომ აკეთებდა. რა ჯანდაბას უშებოდა საერთოდ ეს გოგო? ნელა წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა.
ეს გოგო აგიჟებდა.
********

ზოგჯერ შენ ცხოვრებაში ისე სწრაფად შემოიჭრებიან, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ. თავიდან არ აქცევ ყურადღებას ან უბრალოდ არ გინდა, რომ მიაქციო ყურადღება. სწორედ ამიტომ ხშირად, გვჭირდება დიდი დრო, იმის გასაანალიზებლად თუ რამდენად ძვირფასი ადამიანი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში.
ადამიანების უმეტესობა არც კი ცდილობს აღიაროს რამდენად ძვირფასი ადამიანი არის მის გვერდით, რადგან გონიათ, რომ ეს მათ სისუსტეთ ჩაითვლება. ზოგი კი პირიქით, დაუფარავად აღიარებს იმ ადამიანების მნიშვნელობას, რომლებიც მათ უყვართ. შედეგად კი საკმაოდ ჯანსაღ და ძლიერ კავშირს ქმნიან.
ჰარის და ვიქტორიას შემთხვევა ცოტა სხვანაირია. ორივეს ცხოვრებაში შემოიჭრნენ, საკმაოდ მყარად დამკვიდრდნენ, მაგრამ ჯერ ვერ გაანალიზეს, რომ საერთოდ ეს მოხდა. ძალიან, რომ არ დაიბნეთ და ამასთან არ ავურიო ყველაფერი გეტყვით, რომ ჰარის ცხოვრებაში გამოჩნდა ვიქტორია. ვიქტორიას ცხოვრებაში კი ჰარი. მაგრამ ვერცერთი იმათგანი ვერ ხვდებოდა ამას. განა ვერ ხედავდნენ ერთმანეთს ან არ ელაპარაკებოდნენ, არამედ ვერ აანალიზებდნენ თანდათან, როგორი ძვირფასი ხდებოდნენ ისინი ერთმანეთთან.
უკვე ექვსი თვე გავიდა რაც ჰარი ვაშინგტონიდან სამხრეთ კაროლინაში გადმოვიდა. უკე ყველაფერს შეეჩვია. ნაცნობებიც გაიჩინა. ბევრ გოგოსთან დაწოლაც მოასწრო და შარში გახვევაც. აბა რა ექნა? თავისი ღირსება როგორმე ხო უნდა დაეცვა? ხოდა ჩხუბი მოუვიდა და მაგრად დაალურჯეს კიდეც. იმ დღეს სახლში, რომ მოვიდა ლოგანი გაოცებული უყურებდა. არაფერი უკითხავს და არაფერი უთქვამს. უბრალოდ ის უთხრა ჭრილობები უნდა შეიხორცოო და მარიასთან გაუშვა. კარგად მოგივლისო.
ამ ამბის შემდეგ ორი კვირა გავიდა, როცა სკოლაში დაბრუნდა ჰარი ისე, რომ თვალს სათვალით არ იფარავდა, უკვე პოპულარული იყო. ყველაფერი აძლევდა ამის საშუალებას. მაღალი, გამხდარი, სიმპატიური და მიუწვდომელი იყო. წვებოდა ნებისმიერთან, მაგრამ არ ჩერდებოდა ერთი ღამის გარდა. ყველა მასზე ლაპარაკობდა. ნინას კი ეს საშინლად მოსწონდა. ვერ წარმოიდგენთ ამან მას რამხელა პოპულარობა მოუპოვა.
სკოლაში პოპულარული იყო. ყველა მასზე ლაპარაკობდა, მაგრამ მთლად კარგი სწავლით არ გამოირჩეოდა. უკვე ექვსი თვეა ამ სკოლაში სწავლობს და მასწავლებლებისგან საყვედურების მეტი არაფერი მიუღია. ყოველთვის აღიზიანებს და არაფერს აკეთებს. ყველა მასწავლებელი იმას საყვედურობს, რომ უსაქმურია. შესაბამისად შეფასებებიც ძალიან დაბალი აქვს.
ერთ დღეს, როცა ქიმიის კაბინეტიდან გამოდიოდა მასწავლებელმა შეაჩერა. ჰარი თვალების ატრიალებით შემობრუნდა მისკენ და წინ დაუდგა. მისტერ უილიამმა ვიქტორიაც გააჩერა და მასთან მოიხმო. ორივე გაკვირვებულები იყურებოდნენ. ჯერ ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ კი მისტერ უილიამს. მოკლედ საქმე იმაში იყო, რომ ჰარის უკიდურესად ცუდი მდგომარეობა ქონდა ქიმიაში. იმის გათვალისწინებით, რომ ჰარი და ვიქტორია ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მისერ უილიამმა გადაწყვიტა, რომ ვიქტორია აუცილებლად უნდა დახმარებოდა ჰარის. თავიდან ორივემ გააპროტესტა, მაგრამ მისტერ უილიამს ეს ძალიან მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი. ასე, რომ არაფერი გამოუვიდათ.
მოკლედ, უკვე ორი კვირაა სწავლობენ. ყველა დღე არა, მაგრამ ვიქტორია ყველანაირად ცდილობს დაიჭიროს ჰარი, რომ ამეცადინოს. ხო, ისეთი ნათქვამია თითქოს პატარა ბავშვი იყოს ჰარი და დაჭერა სჭირდებოდეს და ვიქტორია დედა იყოს, მაგრამ გოგონამ იცის, თუ ჰარი არ ისწავლის საყვედური მას მოუწევს. ის ხომ ჰარის მასწავლებელია. ამიტომ ყოველთვის ცდილობს ჰარი გამოიჭიროს, რომ რაიმე მაინც შეაგნებინოს.
ჰარის მოსწონს მასთან თამაში. სპეციალურად აკეთებს ამ ყვლაფერს, რადგან სურს ვიქტორიას გაბრაზებული სახე დაინახოს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ამით უფრო მიჯაჭვული ხდება ამ გოგოზე. ვერც იმას აანალიზებს, რომ ნელ-ნელა მისი გული უფრო სწრაფად ცემს ვიქტორიას დანახვაზე, ვიდრე რამოდენიმე თვის ან კვირის წინ.
ერთ საღამოს ჰარი თავი საწოლზე იწვა. გაუკვირდა, რომ ვიქტორიამ არ მოაკითხა მთელი დღის განმავლობაში და ოქსიდებით და რაღაც ჯანდაბებით ნერვები არ აუწიოკა. ამიტომ გადაწყვიტა თვითონ მისულიყო ვიქტორიასთან. ეს უნდოდა კიდეც. ყოველთვის ვიქტორია ეუბნება ვიმეცადინოთო. ახლა კი ჰარის სურს თვითონ მივიდეს ვიქტორიასთან და მას ისევ უყუროს. ღმერთო რა ემართება? გაგიჟდა? ან იქნებ რაიმე დაიზიანა ტვინის არეში? მე გეტყვით რაც ხდება. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი ტვინზე კი არა გულზეა დამოკიდებული.
მოკლედ, ჰარი გამოვიდა ოთახიდან და ვიქტორიას ოთახში შევიდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა. ჰმ! საინტერესოა სად წავიდა? ჰარი ქვედა სართულზე ჩავიდა და ირგვლივ მიმოიხედა. იქვე მჯდარი მარია დაინახა. ეს ქალბატონი ჰარის ძალიან მოსწონდა, რადგან გემრიელ საჭმელს ამზადებდა. ამის გარდა, არასდროს უხეშად არ დაილაპარაკებდა. ყოველთვის უღიმოდა ჰარის და ტკბილ სიტყვას ეუბნებოდა. ჰარი მას მიუახლოვდა და კითხა ვიქტორია სად არისო. რაიმე ეჭვი, რომ არ გაჩენილიყო, ისიც დაამატა ქიმიაში რაღაც ვერ გავიგე და უნდა ვკითხოო. მარიამაც მიუგო სადაც იყო და ჰარი გარეთ გავიდა.
მიდორს ნელა გაუყვა. ცდილობდა ვიქტორია შეენიშნა. მთვარიიანი ღამე იყო. ცოტა ციოდა, მაგრამ არ იყო ეს გასაკვირი. ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ნელა წავიდა წინ. მალე სილუეტი შენიშნა, რომელიც მიწაზე იწვა და ცას აკვირდებოდა. ჰარი გაუკვიდა. ვიქტორია ასეთი არასდორს უნახავს. მას მიუახლოვდა და ზევიდან დახედა. ახლა ჰარი ზევიდან ვიქტორიას სახეს აკვირდებოდა, ვიქტორია კი პიიქით, ქვევიდან აშტერდებოდა.
-აქ რას აკეთებ? - პირველი ვიქტორიამ იკითხა და ჰარის მწვანე თვალებს დააკვირდა. ორივეს გული საშინლას სწრაფად ცემდა, მაგრამ ვერ გაერკვიათ რატომ.
-იგივე კითხვა შემიძლია დაგისვა - უპასუხა ჰარიმ და ამჯერად მის გვერდით დაჯდა. ვიქტორია წამოიწია. კიდევ ერთხელ შეხედა ბიჭს და სწრაფად გადაიტანა მზერა მის ხელებზე. საოცარი სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ გრილი სიო ქროდა.
-დღეს არ გვიმეცადინია - ამოიბუტბუტა ჰარიმ და ვრცელ მინდორზე წინ გაიხედა. მხოლოდ ხეები მოჩანდა. უზარმაზარი ტერიტორია იყო სადაც მხოლოდ მინდორი ბიბინებდა, მაგრამ მინდრის დასასრულს ხეები ერგა. სწორედ ამ ხეებს უყურებდა ჰარი და ფიქრობდა.
-დავიღალე - ამოოხვრით უთხრა ვიქტორიამ. ჰარიმ მას შეხედა.
-რა? რით დაიღალე? - ზუსტად იცოდა რატომაც თქვა ვიქტორიამ ეს, მაგრამ მაინც იკითხა. ვიქტორიამ ისევ ჰარის შეხედა. ამჯერად წარბები შეკრული ქონდა. წარმოუდგენელია, მაგრამ იმხელა მთვარე იყო, რომ მთლიან მდელოს ანათებდა.
-იმით, რომ ყოველ დღე შენ დაგსდევ. დავიღალე იმით, რომ შენი ძიძა უნდა ვიყო. დავიღალე იმით, რომ შედეგი არაფერია ამ ორი კვირის განმავლობაში. მისტრ უილიამი კი მხოლოდ მე მსაყვედურობს იმისთვის, რომ არაფერს არ აკეთებ - ვიქტორიამ ამოისუნთქა. უკვე ყველაფერი თქვა ის რაც უნდა ეთქვა.
-მისტერ უილიამი ნამდვილი ა - ჩუმად ჩაილაპარაკა ჰარიმ და ვიქტორიას გახედა. ვიქტორია ისე გაწითლდა თითქოს ძალიან მწარე ჭამა და მალე გასკდება სიმწრისაგანო.
-ა? ხო, რა თქმა უნდა, შენთვის ყველა მასეთია. წელს ბოლო წელია ჰარი. მინდა, რომ სკოლა ნორმალურად დავამთავრო, (შენგან განსხვავებით) შენ კი ყველაფერს აფუჭებ. იმის ნაცვლად, რომ შენი თავი გადაარჩინო, სხვასაც ითრევ ამ ყველაფერში - ვიქტორია ფეხზე წამოდგა და სახლისკენ წავიდა. რა თქმა უნდა, ტყუილად ლაპარაკობდა. ჰარი მაინც არავის უსმენს და არ ვიქტორია არ არის გამონაკლისი. ჰარიც სწრაფად წამოდგა იქიდან სადაც იჯდა და ვიქტორიას დაეწია.
-რას მოითხოვ ჩემგან? - ჰარი გოგონას წინ გადაუდგა და გაააჩერა. ვიქტორიამ ამოიოხრა.
-უბრალოდ შეგიძლია უთხრა მასწავლებელს, რომ სხვა გამეცადინებს. მე ამდენი არ შემიძლია ჰარი. უბრალოდ ვერ შევძლებ - ისევ ამოიოხრა გოგონამ და ბიჭს შეხედა. სიჩუმე ჩამოვარდა. ვიქტორია მიხვდა, რომ არაფრს თქმას არ აპირებდა, ამიტომ მხარი აქცია და სახლისკენ წავიდა.
-არა. მინდა, რომ შენ იყო ჩემთან და არა სხვა - ვიქტორია ერთ ადგილას გაჩერდა. ეგონა რაღაც მოეჩვენა და ყველაფერი სიზმარი იყო, მაგრამ ცივმა ქარმა მიახვედრა, რომ რეალობაში იყო. უკან შემოტრიალდა და ჰარი გახედა, რომელიც მას არ უყურებდა. მხოლოდ მის ფეხებს აშტერდებოდა.
-კი, მაგრამ... - ვიქტორია სწრაფად შეაჩერა. თავის ფეხებს მზერა მოაცილა და გოგონას მიუახლოვდა.
-გპირდები ყველაფერს გავაკეთებ - ამოიოხრა. თვითონაც არ იცოდა რატომ აკეთებდა ამას, მაგრამ იმას კი გრძნობდა, რომ თუ არა ვიქტორია მაშინ სხვა ვერავინ დააინტერესებდა ამ საშინელ საგანს.
-არ ვიცი ჰარი - ყოყმანით უთხრა გოგონამ.
-მართლა გპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ - ცოტახნით შეჩერდა - და მაპატიე კარგი? ვით ვიქცეოდი - ამოიჩურჩულა. ვიქტორიას გაეღიმა. ახლა ნამდვილად არ ეტყოდა უარს.
-კარგი მხოლოდ ერთი შანსი - ღიმილით უთხრა გოგონამ. მაშინვე გაეღიმა ჰარის. ისევ ისეთი წვა იგრძნო გულში, როგორც ჩვევია ვიქტორიას დანახვისას.
-შანსი კარგია - თავის დაქნევით დაეთანხმა ჰარი და ორივეს გაეცინა.
-------------------------------------
მეორე დღეს ვიქტორია სკოლიდან სახლში სწრაფად მივიდა. შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალა და ლოგინზე მოწყვეტით დაეშვა. არ ჯეროდა, რომ ხვალ შაბათი იყო და დღეს არანაირი საქმე არ ქონდა. მარია საყიდლებზე იყო წასული. ვიქტორიას კი შეეძლო ეს დრო ნებისმიერი რამისთვის გამოეყენებია. სწრაფად გამოვიდა თავისი ოთახიდან და გარეთ გავიდა. სწორედ მაშინ, როცა ეზოში გავიდა ჰარიმ მანქანა კარებთან გააჩერა. ვიქტორიას არ შეუხედია მისთვის. ჰარის გვერდით ნინაც იჯდა. ისეთი სახით შეხედა ვიქტორიას, რომ მზერით სიკვდილი, რომ შეძლებოდეს, უკვე მკვდარი იქნებოდა. ამ უკანასკნელმა მისი მზერა დააიგნორა და მდინარისკენ წავიდა. თან ყურსასმენებიც გაიკეთა.
მალე მივიდა იქ სადაც უკვე ერთი კვირაა უნდოდა მოსულიყო და მიწაზე ჩამოჯდა. აქ ყოფნა სიამოვნებდა. მითუმეტეს თუ თან ყურსასმენები ქონდა. სრულ ნეტარებაში იყო მაშინ, როცა ყურსასმენები ეკეთა და მდინარის პირას მზიან ამინდში იყო. ახლა სწორედ ასეთი დღე იყო. ღმერთს მადლობას ეუბნებოდა, რომ დღეს არაფერი ქონდა საქმე. მდელოზე გადაწვა და თვალები დახუჭა. ფიქრებით სხვაგან გადაიკარგა.
ვერ წარმოიდგენთ, როცა თვალები დახუჭა პირველი ვინ წარმოიდგინა. ჰმ, მგონი ადვილი გამოსაცნობია. რა თქმა უნდა, ჰარი. ფიქრები ჯერ კიდევ ექვსი თვის უკან გადავიდა, როცა ჰარი და ვიქტორია გამუდმებით ერთმანეთს კბენდნენ და ცდილობდნენ, რომ ერთმანეთისთვის გული ეტკიებიათ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. აღარც ჰარი კბენს ვიქტორიას და არც ვიქტორიას აქვს ამის სურვილი. თვითონაც ცდილობს გაერკვიოს საერთოდ რატომ ფიქრობს ახლა იმ ბიჭზე.
თავში უამრავი კითხვა უტრიალებს. აი, მაგალითად: რატომ უცემს გული ძალიან სწრაფად, როცა ჰარი მის გვერდითაა? ან რატომ იბნევა მაშინ, როცა ჰარი რაიმე კითხვას დაუსვამს მეცადინეობის დროს? ამ კითხვაზე პასუხი იცის ვიქტორიამ, მაგრამ არ უნდა, რომ აღიაროს. არ უნდა, რომ ხმამაღლა წარმოთქვას ის, რასაც გრძნობს. ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ფიქრობს სრული სისულელეა. ვერაფერს ვერ მიიღებს ამ ყველაფრიდან ასე, რომ ტყუილად გაირჯება და დაზარებული ისევ ის დარჩება.
-როგორც ჩანს მარტო გიყვარს ყოფნა - უეცრმა ხმამ ვიქტორია შეაშინა და სწრაფად გაახილა თვალები. მის ზემოდან ისევ ჰარი იდგა და მას უყურებდა. აი, ახლა, ამ წამს მისი გული საშინლად სწრაფად ცემს და ეს სულაც არ არის შიშისგან გამოწვეული. ვიქტორია წამოიწია და მუსიკა გამორთო. ჰარი მაშინვე მის გვერდით დაჯდა.
-აქ რა გინდა? - ჩუმად იკითხა ვიქტორიამ და ჰარის გახედა. იღიმოდა. ჰმ. რა საინტერესოა. რატომ მოვიდა აქ?
-უბრალოდ წამოვედი - მხრების ჩეჩვით უთხრა ჰარიმ და მდინარეს გახედა. სიმართლე, რომ გითხრათ ძალიან ცხელოდა. მართალია ქარი ქროდა, მაგრამ საშინელი სიცხე იყო. სამხრეთ კაროლინისთვის დამახასიათებელი.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა მათ შორის. ჰარი ტვინს იმტვრებდა იმისთვის, რომ რაიმე წამოეწყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს ერთი ძალიან მაგარი იდეა მოუვიდა და ფეხზე სწრაფად წამოიჭრა. ვიქტორია გაოცებული უყურებდა. თან საშინლად ცხელოდა.
-რას აკეთებ? - იკითხა ვიქტორიამ, როცა ჰარიმ ტანსაცმლის გახდა დაიწყო. გოგონა გაოცებული უყურებდა. ბიჭი კი იცინოდა.
-უნდა ვიცურაო. მინდა, რომ იქიდან გადმოვხტე - უთხრა ჰარიმ და საკმაოდ მაღალ ადგილზე მიანიშნა. ვიქტორია ფეხზე წამოიჭრა და ჰარის შეხედა.
-გაგიჟდი? გინდა რაიმე მოიტეხო? - შეყვირა ვიქტორიამ. ჰარიმ ტანსაცმელი გაიხადა და წყლისკენ წავიდა.
-შენც უნდა ცადო ვიქტორია - უთხრა ჰარიმ და წყალში გაუჩინარდა. ვიქტორიამ თავი გააქნია. ნამდვილი გიჟიაო თქვა და ისევ იქ დაჯდა სადაც იჯდა. ჰარი ამაღლებულ ადგილას ავიდა და ყვირილი დაიწყო.
-ვიქტორია ეტყვი ჩემ შვილებს, რომ ძალიან მიყვარდნენ? იცოდე მათ შენ უნდა მოუარო - "გრძნობით" თქვა ჰარიმ. ვიქტორიას სიცილი აუტყდა. არ შეიძლებოდა ამ დროს ჰარიზე არ გაგცინებოდა. სრულიად სხვანაირი ჰარი იყო. უფრო მხიარული, ბავშვური და... სხვანაირი.
ჰარიმ კიდევ ერთხელ დაიყვირა რაღაც და წყალში გადახტა. ვიქტორიამ ამოიფრუტუნა და თავი გააქნია. დაელოდა სანამ ჰარი წყლიდან ამოყოფდა თავს, რომ მისთვის დაეცინა, მაგრამ არაფერი ხდებოდა. უკვე რამოდენიმე წუთი გავიდა. ან არ გასულა. ყოველ შემთხვევაში ვიქტორია უკვე პანიკაში იყო. ჰარი არსად ჩანდა. ვიქტორია გიჟს გავდა.
სასწრაფოდ მოიშორა ტანსაცმელი სხეულიდან და წყალში შეცურა. ძალიან ცივი წყალი იყო, მაგრამ ახლა ეგ ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ ჰარი დაენახა. ენახა, რომ ცოცხალი და სახსალამათი იყო. შიშის გრძნობა მთელ სხეულს ედებოდა.
-ჰარი - დაიყვირა და წყალში ღრმად შეცურა. ჩაყვინთა კიდეც, რომ წყლის ქვეშ მოეძებნა, მაგრამ არავითარი ნიშანი არ იყო. პანიკა გაბატონებულიყო მის გარშემო. გული საგულედან ამოუვარდებოდა - ჰარი - სასოწარკვეთილმა კიდევ ერთხელ წამოიყვირა მისი სახელი, მაგრამ ისევ არაფერი. ძალიან შეშინებულმა ვიქტორიამ ერთხელ მიმოიხედა ირგვლივ. ისევ გაიხედა იქეთ საიდანაც ჰარი გადმოხტა, მაგრამ არაფერი ჩანდა.
-დაგიჭირე - სრულიად მოულოდნელად უკან ძლიერი ხელების შეხება იგრძნო და სწრაფად მოტრიალდა მისკენ. გულზე უზარმაზარი ლოდი მოცილდა, როცა ისევ დაინახა მისი მწვანე თვალები. ჰარი იცინოდა და ვიქტოიას უყურებდა. გოგონამ სწრაფად გააშვებია ხელი და ოდნავ უკან გაცურა.
-ნორმალური ხარ? - დაიყვირა და წარბები შეკრა. ჰარიმ სიცილი შეწყვიტა.
-რა მოხდა? ვიხუმრე - ამოიგმინა და გოგოსკენ გაცურა. ახლა ვიქტორია საერთოდ ვერ გრძნობდა, რომ სიცივე იყო. საშინლად იყო გაბრაზებული.
-იხუმრე? წარმოდგენა მაინც გაქვს რა ჩაიდინე? - ისევ დაიყვირა ვიქტორიამ. სიმართლე გითხრათ ისევ შიშის გრძნობა ქონდა. ისევ გრძნობდა იმ შიშს, რომელიც ჰარის შესაძლო დაკარგვამ გამოიწვია.
-შენ რა ინევიულე? - ჰარი მასთან ძალიან ახლოს მიცურდა. ვიქტორია გაოცებული იყო.
-რა თქმა უნდა, ვინერვიულე ჰარი - ამოიოხრა ვიქტორიამ და ისევ გაოცებული სახით შეხედა ჰარის, რომელიც მისკენ მიიწევდა.
-რატომ ინერვიულე ვიქტორია? - ჰარი თამაშს თამაშობდა, რომელიც მას მოსწონდა. მოსწონდა, რომ ვიქტორია მასზე ასე ძალიან ნერვიულობდა.
-ო ღმერთო ჰარი! ასე არასდროს გააკეთო - ისევ შეშინებული ვიქტორია ძლივს აზროვნებდა. ჰარი კი მასთან ძალიან ახლოს მივიდა. ხელები წელზე შემოხვია და მასთან მიიზიდა. ვიქტორიას სუნთქვა შეეკვრა.
-გპირდები არ გავიმეორებ - ხშირი სუნთქვით უთხრა ჰარიმ. ვიქტორიას ჰარი შეხებიდან უკვე სუნთქვა არ შეეძლო ამიტომ მხოლოდ თავი დაუქნია. ჰარი კი გამალებით აშტერდებოდა თვალებში. მზერას წამითაც არ აშორებდა.
-ძალიან მინდა, რომ გაკოცო - ამოიოხრა ჰარიმ და გოგონას თვალებიდან ტუჩებზე დახედა. ვიქტორიას სუნთქვა შეეკრა. წამით გული გაუჩერდა და ძალიან სწრაფად დაიწყო ცემა.
-ხელს არაფერი გიშლის, ჰარი - ჩუმათ ჩაიჩურჩულა გოგონამ და მანაც შეხედა ჰარის ტუჩებს.
ჰარიმ კიდევ ერთხელ მიიზიდა ვიქტორია უფრო ახლოს. მათ შორის სანტიმეტრიღა იყო დაშორება და ეს სანტიმეტრიც გაქრა, როცა ჰარიმ ვიქტორიას ტუჩებს თავისი შეახო. ორივე ადამიანის გული საოცრად სწრაფად ძგერდა. ამას ორივე გრძნობდა. ისე ახლოს იყვნენ, რომ ერთმანეთის გულის ცემასაც გრძნობდნენ და იმ სიამოვნებასაც რასაც კოცნის დროს განიცდიდნენ.
ორივე ერთმანეთით შეპყრობილი იყო. ორივეს საოცრად მოსწონდა ერთმანეთი და ორივემ ზუსტად იცოდა, რომ დღეიდან ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა.
***********

-კიდევ ერთხელ გააკეთებ იგივეს და გეფიცები მოგკლავ - შეუბღვირა ვიქტორიამ ჰარის, როცა ბიჭმა კიდევ ერთი ქაღალდის ბურთი გააკეთა და ვიქტორიას ესროლა.
როგორც ვიქტორია იტყოდა ისინი მეცადინეობდნენ, მაგრამ ჰარის თქმით ერთობოდნენ. ჰარი ვიქტორიას ოთახში ხალიჩაზე მოკალათებულიყო და მის წინ მჯდარ ვიქტორიას თვალს არ აცილებდა. ერთი წამით არ მოაცილებდა თვალს მაშინ, როცა ვიქტორია რამის ახსნას იწყებდა. ფიქრებით სულ სხვაგან იყო. ამას ვიქტორია კარგად ხვდებოდა და ჰარი კითხავდა "არ მისმენ ხო?" ჰარიც ღიმილით თავს დაუქნევდა და ვიქტორია ამოიოხრებდა.
მოკლედ, ძალიან სასაცილო კი იყო მათი მეცადინეობა. ზოგჯერ ვიქტორია გაბრაზებით წამოიყვირებდა, ჰარი კი ღიმილით უყურებდა. ბოლოს გოგონამ სერიოზულად უთხრა, თუ არ მომისმენ ახლავე ვეტყვი მასწავლებელს შემცვალოს ან საერთოდ სკოლიდან გაგრიცხოსო. მეტი დამაჯერებლობისთის იმასაც უმატებდა ნომერი მაქვს და არ გამიჭირდება მისი დარწმუნება, ისედაც არ გაქვს კარგად საქმეო.
ასე რომ ვიქტორიამ შეძლო და ჰარი როგორღაც საქმით დააკავა. ერთი საათის განმავლობაში მართლა კარგად იშრომეს, რაც ძალიან კარგი შედეგი იყო, მაგრამ ჰარიმ, როგორც კი იგრძნო დაღლა მაშინვე თავიდან დაიწყო ვიქტორიას წვალება. ამჯერად ქაღალდის ბურთულებს ესროდა.
-არ გავჩერდები - ეშმაკურად გაიცინა ჰარიმ და კიდევ ერთხელ ესროლა. უნებურად პატარა ქაღალდის ბურთი, რომელიც ხელით იყო დამზადებული, ვიქტორიას ცხვირს მოხვდა. ვიქტორიამ მაშინვე ჰარის შეხედა. ეს უკანასკნელი კი სიცილით კვდებოდა.
-ჰარი - აწუწუნდა გოგო და წინ დადებული რვეული დახურა. ჰარისაც ეს უნდოდა. გახარებულმა კიდევ ერთი ქაღალდი ისროლა.
-მორჩა დღეისთვის საკმარისია - ამოიოხრა ვიქტორიამ და ფეხზე წამოდგა - მეტი აღარ შემიძლია - იქვე მდგარ მაგიდასთან მივიდა და წიგნები ზედ დააწყო.
რატომღაც ციოდა. ისე გაერთნენ სხვადასხვა საქმით, რომ საერთოდ არ გაუგიათ, როგორ გაწვიმდა. ეგ კი არა, როცა ვიქტორია თავის მაგიდასთან მივიდა და ფანჯარაში გაიხედა, სწორედ მაშინ გაიელვა. მალე ელვას ქუხილიც მოყვა. ვიქტორია ადგილზე შეხტა. წვიმა ყველაზე მეტად უყვარდა, მაგრამ ჭექა-ქუხილის ძალიან ეშინოდა. ჰარიმ ეს შეამჩნია და ვიქტორიას მიუახლოვდა.
-გეშინია? - ღიმილით კითხა ვიქტორიას და ფანჯრისკენ ანიშნა. გოგონამ ამოიოხრა და თავი გააქნია. კიდევ ერთხელ დაიქუხა. ჰარიმ ჩაიფრუტუნა და თავის ნივთებს დაწვდა. მხოლოდ ერთი რვეული და წიგნი ქონდა. უკვე კარებთან იყო და უნდა გასულიყო, რომ ერთი ძლიერად დაიქუხა და შუქიც გაქრა.
-ო ღმერთო - ვიქტორიამ შეშინებულმა დაიყვირა და ხელები სახეზე მიიწება. მართალია ერთი შეხედვით არაფერი იყო საშიში, მაგრამ მაინც ბავშვობოდან ეშინია ჭექა-ქუხილის. ასეთი საშინელი ამინდი კი ჭკუიდან შლიდა. კიდევ ერთხელ დაიქუხა. ვიქტორია კი ადგილიდან არ ინძრეოდა. არა, არ კი არა, ვერ ინძრეოდა. საშინლად ეშინოდა და მალე ატირდებოდა კიდეც.
ოთახში სრული სიბნელე იყო. აი, ხომ გაგიგონიათ ისეთი სიბნელე იყო თითს ცხვირთან ვერ მიიტანო. სწორედ ასეთი სიბნელე სუფევდა ოთახში. მხოლოდ ფანჯრებზე წვიმის წვეთების ხმა ისმოდა. რამოდენიმე წუთში ერთხელ კი ძლიერი ქუხილი აზანზარებდა არემარეს. ვიქტორიას გული გამალებით უცემდა. ძალიან იყო შეშინებული.
უეცრად, სრულიად არსაიდან ხელების შეხება იგრძნო. ერთი წამოიკივლა, მაგრამ როგორც კი იცნო ვისი ხმა ამშვიდებდა, მაშინვე გაჩერდა. ჰარიმ ხელები წელზე მოხვია და გულში ჩაიკრა. კიდევ ერთხელ დაიქუხა და ვიქტორია უფრო მაგრად მიეკრო ბიჭს. ხელები წელზე მთელი ძალით მოხვია და თავი კისერში ჩარგო. თითქოს ვიღაც ძალიან ძლიერი ქილერი მოსდევს და იმალებაო.
-დამშვიდდი, უბრალოდ ჭექა-ქუხილია - დაიჩურჩულა ბიჭმა და ხელი თავზე გადაუსვა, მაგრამ გოგონა ძაილან იყო შეშინებული. ცახცახებდა და არ იცოდა რა გაეკეთებია. სინათლე არ მოდიოდა, როგორც ჩანს რაღაც დაზიანდა, არც ჭექა-ქუხილი არ აპირებდა გაჩერებას.
ჰარიმ კიდევ ერთხელ გადაუსვა თავზე ხელი და ტუჩებით შეეხო. ვიქტორიას მთელ ტანში ჟრუანტელის გრძნობამ დაუარა. ძალიან სიამოვნებდა, რომ ჰარი იმ მომენტში მასთან იყო. თითქოს თავს დაცულად გრძნობდა.
-არ დაწვები? მემგონი უკვე გვიანია - რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ჰარიმ დაარღვია სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ქუხილი არღვევდა.
-არ შემიძლია - ამოიჩურჩულა გოგონამ. ამინდი არ იცვლებოდა, შუქი არ იყო. არც ვიქტორია შორდებოდა ჰარის.
-გინდა დავრჩე? - ისე ჩუმად იკითხა ჰარიმ თვითონაც გაუკვირდა. ვიქტორიას ხმა არ ამოუღია. ჰარიმ იფიქრა ალბად არ უნდა, რომ დავრჩეო და ვიქტორიას მოცილდა. გოგონამ ამოიოხრა. ჰარიმ გზა გაიკვლია და გარედ გავიდა.
ნახევარი საათი გავიდა და ვიქტორია ლოგინში წევს. ვერაფრით ვერ იძინებს. ძალიან ეშინია. ამინდი არ იცვლება. ალბათ მთელი ღამე იქუხებს. თანაც ისეთი ძლიერი ქუხილია თითქოს ღმერთი დედამიწას გაუჯავრდა და ამით სჯისო. გული საგულედან ამოუვარდებოდა მალე. ერთი ძალიან ძლიერად დაიქუხა და ვიქტორია სწრაფად ადგა ლოგინიდან. ვერც კი გაანალიზა ისე სწრაფად გამოვიდა ოთახიდან, გადაჭრა ჰოლი და ჰარის ოთახში შევიდა. გაოცებული ჰარი ფეხზე წამოჯდა. ვერ არჩევდა ამ სიბნელეში ვინ იყო, მაგრამ თითქოს იგრძნოო.
-ვიქტორია? - დაუძახა და ლოგინზე წამოჯდა. როგორც კი ვიქტორიას ოთახიდან გამოვიდა ჰარი, მაშინვე დაწვა და უკვე დაძინებასაც აპირებდა, რომ ვიქტორია შემოვიდა.
-ო ღმერთო! ძალიან მეშინია - აცახცახებული ხმით უთხრა ვიქტორიამ.
-მოდი აქ - უთხრა ჰარიმ და ვიქტორიაც მის საწოლთან მივიდა. ვიქტორია ჰარის გვერდით დაწვა. ცოტა მისგან მოშორებით. ვერ იჯერებდა, რომ საერთოდ მასთან ერთად იყო. ასეთ რამეს ალბათ არასდროს გააკეთებს მეორედ.
ჰარიც კარგად მოკალათდა მის გერდით, მაგრამ ვეღარ გაუძლო იმას, რომ თავისი შეშინებული გოგონა ასე შორს იწვა მისგან. ხელი მის წელს მოხვია და თავისკენ მიიზიდა. თავიდან ვიქტორია შეკრთა, მაგრამ სულ გადაავიწყდა, როცა კიდევ ერთი ქუხილი გაიგონა. სასწრაფოდ მიატრიალა თავი ჰარისკენ და მის კისერში ჩარგო. ჰარიმაც ხელები წელზე მაგრად მოხვია და მასთან ძალიან ახლოს მიიზიდა.
------------------------------------------
დილით სულ სხვანაირი ამინდი იყო. არ წვიმდა, მაგრამ მზეც არ ანათებდა. მოღრუბლული ამინდი იყო. ცდილობდა მზე ღრუბლებიდან თავი გამოეყო, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. თითქოს ღრუბლებს რკინის კედელი აღემართათ და მზეს არ აძლევდნენ გარეთ გამოსვლის უფლებას. ჭექა-ქუხილის მძვინვარე ხმა კი არსაიდან ისმოდა.
პირველი ჰარიმ გაიღვიძა. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ საშინლად დასცხა. რა თქმა უნდა, დაცხებოდა. ვიქტორია მთელი ძალით ეკვროდა მას და არ უშვებდა. თუმცა ვერც ჰარიზე ვიტყვით ნაკლებს. ხელები ისე ძლიერად შემოეხვია მისთვის, გეგონებოდა სადმე აპირებდეს გაქცევას. ჰარიმ მკრთალად გაიღიმა და მძინარე გოგონას გახედა. ეს გრძნობა უკვე მთლიანად ედებოდა თავის სხეულს. რა გრძნობა? გულის აჩქარება, მუცელში პეპლები და კიდევ სხვა გრძნობები, რომელსაც ბიჭები სენტიმენტალურ გრძნობებს უწოდებენ და ცდილობენ ყოველთვის დაფარონ. მაგრამ რა ქნას ჰარიმ? უკვე უჭირს ამ გრძნობის დაფარვა, რადგან გრძნობს, რომ უფრო და უფრო ძლიერდება.
უნებურად ხელი აღმართა და ვიქტორიას სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია. მართლაც მშვენიერი იყო დილით მასთან ერთად გაღვიძება. ჰარი ეს გრძნობა მოეწონა და ღმერთს მადლობა გადაუხადა გუშინ ასეთი ამინდი, რომ იყო. ამასთან ცდილობდა, როცა ვიქტორია გაიღვიძებდა თავისი გრძნობები დაემალა. არ უნდოდა საერთოდ ვინმე მიმხვდარიყო, რომ მას ვიქტორიასადმი რაიმე გრძნობა ქონდა. თუმცა ამას სულელიც კი მიხვდებოდა. უნდა გენახათ, როგორ უბრწყინავდა თვალები მაშინ, როცა ვიქორიას ხედავდა.
გოგონა ჰარი მკლავებში აწრიალდა. როგორვ ჩანს იღვიძებდა. ჰარი კი ისევ აკვირდებოდა. ვიქტორიამ თვალები გაახილა და პირდაპირ ჰარის მწვანე თვალებს დაეჯახა. ძალიან ძლიერად იყო მის კლავებში მოქცეული. ისე ძლიერად, რომ რომც დომებოდა გამოძრომას ვერ მოახერხებდა.
-დილა მშვიდობისა - ამოიჩურჩულა ჰარიმ. თვითონაც არ იცოდა ასე ჩუმად რატო ლაპარაკობდა და თან იღიმოდა კიდეც.
-დილა მშვიდობისა - ვიქტორიამაც გაიღიმა. არ იცოდა რა ექნა ან რა ეთქვა. საერთოდ არ უნდოდა ლაპარაკი, რადგან ეშინოდა რაიმე სისულელეს იტყოდა და ყველაფერს გააფუჭებდა. თანაც თავისი გული უკვე ძალიან სწრაფად ცემდა.
ჰარი ვიქტორიასკენ ისე გადაბრუნდა, რომ მათი სახეები პირისპირ იყო. კიდევ ერთხელ გაიღიმა. თვალს არ აცილებდა. ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს თუ თვალს მოაცილებდა აუცილებლად რაღაც ცუდი მოხდებოდა. ამიტომ უბრალოდ იწვა და უყურებდა. ვიქტორია კი ნელ-ნელა იშლებოდა ჭკუიდან. ვერაფერს ამბობდა. ძალიან სწრაფად უცემდა გული და ხშირად სუნთქავდა.
-ვიქტორია - ქვევიდან მარიამ დაიძახა. მარია უკვე ამდგარიყო. დილის სადილიც მოემზადებინა და ახლა ვიქტორიას უძახოდა, რომ სკოლაში წასულიყო. ჩვეულებრივ გოგონას ასე არ სჭირდებოდა გაღვიძება, მაგრამ ამჯერად სხვანაირად მოხდა. ვიქტორია მთელი სისწრაფით წამოხტა ფეხზე. ისე სწრაფად, რომ ჰარის მოუწია ხელები გაეშვა.
-ჯანდაბა - ამოიოხრა გოგონამ და ლოგინიდან გადაძვრა. ფეხზე წამოდგა და საღამური გაისწორა - ამ... სკოლაში გნახავ? - მორცხვად იკითხა და ჰარის დააკვირდა. ღმერთო, როგორ ტკბებოდა ჰარი ამ ყველაფერით. მან თავი ღიმილით დაუქნია ვიქტორიას. ვიქტორიამაც გაიღიმა და გასასვლელიკენ წავიდა. ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ ჰარის მოუტრიალდა.
-ამ... მადლობა გუშინდელისთვის - ფართო ღიმილით უთხრა ბიჭს და ოთახიდან ისე გავიდა მის პასუხს არ დალოდებია.
უკვე ნახევარ საათში ვიქტორია მზად იყო. ქევით ჩავიდა და დედას დაემშვიდობა. მოატყუა გუშინ გვიან დავიძინე და ამიტომაც ვერ მოვახერხე დილით ადრე ადგომაო. მარიამ ეჭვნარევი თვალით კი გახედა, მაგრამ მიხვდა ვიქტორია სხვა არაფერს ეტყოდა და ამიტომ თავი დაანება. მოკლედ, ისე, რომ საჭმელიც არ უჭამია ვიქტორიას, სახლიდან გამოვიდა და სკოლის ავტობუსს დაელოდა.
ავტობუსი სწორედ მაშინ მოვიდა, როცა ჰარი და ნინა სახლიდან გამოვიდნენ. ვიქტორიამ ჰარის ერთი გახედა. თითქოს ბიჭს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ არაფერი დასცალდა, რადგან გოგონა ავტობუსში ავიდა და ავტობუსიც დაიძრა. გოგონა მომღიმარი სახით მოკალათდა უკანა სავარძელზე და ყურსასმენები ყურებზე მოირგო.
სკოლა ხანგრძლივი და დამღლელი აღმოჩნდა ჰარისთვის. დღეს ჰარის და ვიქტორიას ერთად გაკვეთილი არ უტარდებოდათ ამიტომ ჭკუიდან იშლებოდა. უკვე ისეთი მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი ეჩვენებოდა ის საზოგადოება, რომელშიც თვითონ იყო გაწევრიანებული. არ უნდოდა ერთი წუთი მაინც აქ გაეტარებინა. იმ ხალხთან, რომელიც ოდნავადაც კი არ გავდნენ ვიქტორიას.
სკოლის შემდეგ ჰარი სახლში წავიდა. მისდა გასაკვირად არც სახლში იყო ვიქტორია. არც მის ოთახში და არც ნებისმიერ ადგილას სადაც მას უყვარდა ყოფნა. მარიასაც კითხა, მაგრამ მარიამ უთხრა არ ვიციო. ისიც ნერვიულობდა. გადიოდა საათები და გოგონა არსად ჩნდა. უკვე საკმაოდ ბნელოდა. მარია ძალიან ნერვიულობდა. ბევრი შეტყობინება გაუგზავნა. ძალიან ბევრჯერ დაურეკა და ჯეიდსაც ჰკითხა მასთან თუ იყო, მაგრამ უარი უთხრა. ვიქტორია არავის უნახავს.
ჰარის გული სწრაფად უცემდა. ამჯერად ეს სიხარულის ან რაიმე მსგავსი გრძნობის გამო არ იყო გამოწვეული. მისი გული შიშის გამო ცემდა. ეშინოდა, რომ ვიქტორიას რაიმე მოუვიდა. ეშინოდა, რომ მას დაკარგადვდა. არა! ამის გაფიქრებაც კი თავზარს ცემდა.
და მაინც, ვიქტორია გაუჩინარდა.

საკმაოდ დიდ თავებს ვდებ და მაინტერესებს თქვენი შეფასება ძალიან თუ არ მოგწონთ მითხარით რა არ მოგწონთ და იქნებ შევცვალო



№1 სტუმარი mtvaro svani

vaime ra kargi xar ra kargad cer.zalian zalian momcons didi siamovnebaa amis cakitxva da madloba shen amisatvis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent