შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ(8)


14-07-2016, 16:55
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 9 951

-გადარჩა ...ჩემი პრინცესა
შემდეგ დერეფანი დაიცალა... არ ვიცი ვინ სად წავიდა. ექიმებმა მინიმალური რაოდენობის ხალხი დატოვა პალატასთან. ლიზას ისევ ეძინა ,უკვე დილის შვიდი საატი იყო.თვალი არ მომიხუჭავს ,მეშინოდა რომ რამე გამომეპარებოდა. ქეთას ჩემზე მოხუტებულს ეძინა ,მისი სიახლვე ამ მომენტშიც კი მამშვიდებდა. ტკივილს მცირედით მაინც მიმსუბუქებდა. მამას და ბიჭებს სკამებზე ეძინათ, ალექსის მხარზე ედო თავი დაჩის .ისეთი გადაღლილი სახე ჰქონდა თიტქოს ამ პატარა ბიჭს ერთიანად დაერარა დარდისგან სახე და რამდენიმე წელი ერთბაშად მოემატა . წამით რომ ვიფიქრე რა იქნებოდა ქეთა რომ ყოფილიყო ასე მივხვდი რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ცუდად,მივხვდი რომ სხვა ტკივილით მაგრამ მაინც გაუსაძლისად ტკიოდა დაჩის. პალატაში ექიმი და ექთანი შევიდნენ შემოწმებაზე,ისევ ეძინა ...
-დილამშვიდობის- ქეთამ ზანტად გაახილა თვალები და ლოყაზე მაკოცა
-დილამშვიდობის
-რა ხდება?ხო არ გაუღვიძია
-არა ! ორჯერ იყვნენ უკვე შემოწმებაზე და ყველაფერი რიგზეა ,მალე გაიღვიძებს და დანარჩენს მერე გაარკვევენ
-კარგია... მე წავალ სალოს ვნახავ და მოვალ
-წამოგყვე?
-აქვეა , გოგონები ერთ ოთახში არიან - ახლა შევამჩნიე წითელი კლასიკური კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, მართალია უკვე დაჭმუჭნული იყო,თმებიც არეუი ჰქონდა მაგრამ აშკარად პირდაპირ რესტორნიდან წამოვიდა ისიც ან მისვლაც ვერ მოასწრო და მანამ წამოვიდა,იქნებ მელოდა კიდეც იქ და მერე შეატყობინეს .
კართან ვიდექი და ვუყურებდი მძინარეს , დაჩი დამიდგა გვერდით . კარს შუბლით მიეყრდნო,მგონი წონასწორობის შეკავება არ შეეძლო ,ხელები კედელს მიადო .ცოტა ხნით უყურებდა,თვალები აემღვრა
-ჩემი ბრალია ... ხომ დავპირდი სანამ შენთან ვარ ყველაფერი კარგად იქნება..არასდროს შეგეშინდესთქო ... ვერ შევასრულე ,ეშინოდა მკლავებში მყავდა მოქცეული და ტიროდა , ეშინოდა რომ გულს გვატკენდა რომ ვეღარ გვნახავდა, ძლივს შემახო ხელი ლოყაზე სიტყვაც ვერ მითხრა მე კი ვერაფერს ვაკეთებდი უძლური ვიყავი ახლაც უძლური ვარ მეზიზღება ეს ყველაფერი მეზიზრება ჩემი გოგო არ უნდა იყოს იქ ... მე უნდა წამეყვანა , აგარაკზე უნდა წამეყვანა ჩემთან ერთად ,სულელი ვარ ხომ სჯობდა უხერხულად ეგრძნო თავი და ჩემს გვერდით შვიდად ყოფილიყო , სახლში ჩემს გვერდით -ლუღლუღებდა ,მერე თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.
-ნუ ფიქრობ მაგაზე, ეგ უკვე წარსულია და უკან ვეღარ დავაბრუნებთ თორემ არც მე გავუშვებდი სადმე, არც გოგონები წავიდოდნენ ... ახლა უნდა გავმაგრდეთ, ლიზა ვერ იტანს როცა ვინმე მოწყენილია მის ირგვლივ
-რა თქვა ექიმმა...
-რომ გაიღვიძებს დავაკვირდებით მდგომარეობასო... თავიც მაგრად აქვს დარტყმული და შესაძლოა რაიმე დაზიანება გამოიწვია ისეთი რასაც ახლა ვერ ვხვდებითო. მოტეხილობებს კი ხედავ შენც ... ნეკნი მოტეხილი აქვს ზურგის ტვინი არ დაზიანებულაო, ოპერაციამ ამ მხრივ კარგად ჩაიარაო . ჩვეულებრივ პალატაშიც გადაიყვანენ ამ საღამოს და ნორმალურად ნახვასაც შევძლებთ - თანდათან უკეთ ვხვდებოდი, ვიაზრებდი რომ საშიშროება აღარ იყო და ვმშვიდდებოდი. ლიზასთან ასე განადგურებულს ვერავის შევუშვებ- ბიჭებო კაფეტერიაში ჩადით, ყავა დალიეთ ცოტა გამოფხიზლდებით- ახლად გამოფხიზლებულ რეზის და ალექსს ვანიშნე დაჩის მხარზე დავადე ხელი - შენც წადი
-არ მინდა რა ...
-ვიცი რომ არ გინდა ,უბრალოდ ცოტა თუ არ გამოფხიზლდი ასე რომ დაგინახავს ლიზა შენზე ნერვიულობა გააგიჯებს დამიჯერე
-მართალს გეუბნება,წამო - ბიჭებმა წაიყვანეს . მე კი ქეთა დავინახე ,პალატიდან გამოვიდა რომელის დერეფნის ბოლოს იყო,რომ დამინახა გამიღიმა . ლიფტით ვიღაც ამოვიდა მიშკა იყო, სწრაფად წამოვიდა როგორც კი დამინახა .მარა გაჩერდა და ბექას მივარდა
-სულ გამოყ.. თქვენ? რატო არ დამირეკეთ ბიჯო ახლა უნდა ვიგებდე? ტელევიზორს ვუყურე და იქედან უნდა ვიგებდე? რამე რომ მოსვლოდა რომელიმეს ასე უნდ აგამეგო?
-კაი რა მიშკა აღარ დაგ..
-აღარ დამირეკეს ბიჭებმა .მოიცა გამოკეთდნენ გოგონები თქვენ განახებთ მერე მე - დაუბღვირა და ჩემკენ დაიძრა- როგორ ხართ?
-გოგონებს ღვიძავთ უკვე ,ადგომას ითხოვენ. ლიზა კიდე ნარკოზის ქვეშაა და ველოდებით როდის გაიღვიძებს
-ისე ხო ყველაფერი სტაბილურადაა
-კი ...ლიზაა შედარებით მძიმედ
-დაჩი და დანარცენები სად არიან
-კაფეტერიაში ..მიდი რა მიხედე ცოტა გამოფხიზლდეს იქნებ
-შენ ხო არ გინდა რამე ...
-არა მიშკა მადლობა
ახლა გამახსენდა ხეცურიანი ,ყიფო და აკუნა . ალბათ ახლ აგიგეს, ნია და ნიკო ისედაც გასულები იყვნენ ქალაქიდან, აკო სულ საქმეზეა ,ვაკო კიდე ლიკუნასთან ერტად იყო ქუთაისში მისი დის დაბადების დღეზე გუშინ . ..ქეთოს ვეხვეოდი თანმიმდევრობით რომ შემოვარდნენ დერეფანში ჩემი ბიჭები ,ამღვრეული თვალებით,ფერდაკარგულები და მკრთალად გამეღიმა,თითქოს ძალა მომემატა , ენერგიით დავიმუხტე .უხმოდ ჩამეხუტა ხეცურიანი რომელსაც ტირილამდე ცოტა აკლდა
-ხო კარგად იქნება იო? - ვაკომ ისეთი ხმით მითხრა გავუღიმე, რა ვიცი თუ დაამშვიდებდა ან თუ ჰგავდა საერთოდ ღიმილს
-კარგად იქნება ... ჩემი ბაჭია ხო იცი ყველაზე მაგარია
-მალე გაიღვიძებს? მინდა ვნახო და დავრწმუნდე თორე აღარ შემიძლია ტო - აკომ ღრმად ამოისუნთქა და კედელს მიეყრდნო
-როგორ გაიგეთ
-მე ბიჭებმა დამირეკეს სამსახურიდან ... ამათ გადავურეკე და ფაქტობრივად ერთად ჩამოვედით თბილისში.
-ნიასთვის ხო არ გითქვამს
-სახლში დავტოვე ტო ... რა დროს ეგაა თაბაგარო ..ჩემი პატარა გოგო -კართან მივიდა და ხელი მიადო მინას -როგორი ფერმკრთალია ..მალე გაიღვიძებს?
-ზუსტად არ ვიცით ,წესით ხო- ვსაუბრობდი,ვცდილობდი მყარად ვმდგარიყავი მაგრამ წამიერად ისე გამომეცალა ენერგია მეგონა წავიქცეოდი. სკამზე ჩამოვჯექი და ისე განვაგრძე საუბარი
-კარგად ხარ? - ქეთამ მაშინვე გამომხედა და თვალების ფახუნით მიყურა რამდენიმე წამს. ისეთი შეშინებული იყო თიტქოს მე ვიყავი ავად -იოანეეე
-ეგრე რო მიყურებ არ ვარ კარგად
-რა..-უცებ შეკრთა.. დაიბნა და ლოყები აუწითლდა . ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ჩაიცინეს . მდერეფანში კი საძმო გამოჩნდა. დაჩი უკეთ გამოიყურებოდა შედარებით ,ყავა მომაწოდეს მეც და სკამებზე დასხდნენ
-დავიტანჯე ტო სადაა ის ექიმი ... რატო არ იღვიძებს ამდენ ხანს სულ ცოტა ხნით მაინც გაახილოს თვალები რა იქნება - ვინ თქვა დამშვიდდაო?
-კაი შე ჩემა იმდენი ხანი უკეთებდნენ ოპერაციას ნარკოზიდან გამოსვლას დრო არ უნდა? დამშვიდდი ცოტა რა
-ვაიმე ბექა ! რა დამამშვიდებს ჯერ კიდე არ ვიცით რა ხდება იქნებ და რა სჭირს
-აუ თუ ძმა ხარ ნუ დაიწყებ ახლა პანიკიორშა...შენზე მაგარია ეგ გოგო და გაუძლებს,რო მოვუყვები როგორ ქვითინებდი აქ ნახავ მერე
-ბექა გაგგლეჯ შუაზე
-შენ ოღონ გამოცოცხლდი და შეგეწირები მარა ჯერ მაკოს ვაკოცებ ბოლოჯერ მაცადე სულ ცოტა რა ძმურად- ეს ბიჭები მაგიჟებენ, ხომ თვითონაც ცუდადაა მაკო დალეწილია ,მაგრამ რამდენჯერმე დახედა სულ , თვითონაც ძლივს დგას ფეხზე, თვალები ისე აქ დაწითლებული ადამიანს არ ჰგავს და მაინც ძმაკაცის განწყობაზე მოყვანას ცდილობს.
-მართლა გადი შენ თორე ისინი ისე წუწუნებენ შენ სჭირდები ერთ-ერთს მაინც დაამშვიდებ
-წამოდი ბიჯო მარტო არ გამიშვა რა იქნება ,მეშინია- ალექსს ჩაავლო ხელი და წაიყვანა ...
ექიმი შევიდა პალატაში, საკმაოდ შეაგვიანდა .უკვე მამაც ანერვიულდა
-ამდენ ხანს რატომ დარჩა , ჟალუზიც ჩამოაფარა . რა ხდება ...
-შემოწმება რომ ხდება სულ ასეა. ნუ ღელავთ - ქეთამ სცადა დამშვიდება ,მაგრამ უკვე ორივე ცუდად იყვნენ ისიც და დაჩიც. მე კი რატომღაც ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ვგრძნობდი რომ ჩემი გოგო გამოჯანმრთელდებოდა ,ძალიან მალე . როგორც იქნა გამოვიდა ექიმი
-ექიმო რა ხდება? ცუდადაა?
-არა პირიქით ... უკვე ყველაფერი შევამომწეთ, ნელ-ნელა გონს მოდის რეფლექსებიც აღუდგა რამდენიმე წუთში მოგცემთ შესვლის უფლებას . ოჯახის წევრებს მხოლოდ. პალატაში რომ გადავიყვანთ შემდეგ უფრო გექნებათ ნახვის შანსი . თუ შეიძლება ოჯახისწევრები კაბინეტში გამომყევით დაწვრილებით ინფორმაციას გაგაცნობთ
-გმადლობთ ექიმო... ახლავე - მამა უკან მიჰყვებოდა, მეც წამედი. დაჩის გამომეტყველება რომ დავინახე გავჩერდი და გავხედე
-არ მოდიხარ?-ისე უცებ წამოდგა მეგონა ძალა მოემატა . კაბინეტში რამდენიმე წუთს გავჩერდით.ექიმმა ბოლომდე გაგვიფანტა შიში, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივი იქნებოდა, ჭრილობების მოტეხილობებისა და საერთო მდგომარეობის გამო. როგორც კი გამოვედით მაშინვე ჩავიცვით საჭირო სამოსი და მე და მამა შევედით . აშკარად გამოფხიზლებას ცდილობდა. ფრთხილად ვაკოცე შუბლზე და როგორც კი მისი სურნელი ვიგრძენი გამეღიმა
-ჩემო ბაჭია..გაახილე ლურჯი თვალები თორე გაგვისკდა გულები - ტუჩები დამსკდარი და გამშრალი ჰქონდა, აშკარად წყალი უნდოდა. ოდნავ დავუსველე ტუჩები შემდეგ ენით დაისველა, ხელზე ხელი მოუჭირა მამას და ნელ-ნელა დააშორა წამწამები ერთმანეთს
-პრინცესა - მამამ ახლაღა გაიღიმა და ხელზე აკოცა- ჩემი პატარა პრინცესა ...როგორც იქნა
-სად ვარ?
-საავადმყოფოში ჩემო სიცოცხლე, ავარიაში მოყევით ...ძლიერ მოძრაობებს მოერიდე გეტკინება ჩემო სიცოცხლე - შუბლზე ვაკოცე ისევ და თმაზე მოვეფერე -არაფერზე ინერვიულო გოგონები კარგად არიან. მალე შენც უკეთ გახდები
-ჩემს გარეშე აღარასდროს გაგიშვებთ სხვაგან ... არცერთს, ავარიით დასაკარგი აღარვინ მყავს - მამამ ხრინწიანი ხმით თქვა და ცრემლიანი თვალები მოგვანათა. ლიზამ ხელი მოუჭირა და მისკენ გაიხედა
-როგორ იფიქრე რომ მე.. წავიდოდი ... ხო იცი არასდროს მე არასდრო დაგტოვებ მიშო- ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა და ძლივს გაიღიმა .
-ახლა ჩვენ გავალთ ამდენ ხანს ყოფნა არ შეიძლება, ძალები დაზოგე ჩემო ბაჭია ,მიყვარხარ ძალიან - ისევ ვაკოცე და გამოვედით. ისე ვიყავი გახარებული ალბატ ვანათებდი, ქეთოს მწვანე თვალებს წავაწყდი პირველად, სწორედ მას ვეძებდი . სწრაფად გადავკვეთე ჩვენ შორის მანძილი და სანამ გონს მოვიდოდა მანამ ავიკარი სხეულზე. გაფართოებული თვალებით მიყურებდა
-მიყვარხარ მაყაშვილის ქალო...- ვუთხარი და მის ტუჩებს დავეწაფე. სწორედ ეს მაკლდა სრული განტვრთვისთვის. ენერგიით დავიხუძლე, უკვე საბრძოლველად კი არა მტების დასაძრავადაც მზად ვიყავი . ჩემო ორი სუნთქვა ცემთან იყო. ქეთო როგორც კი გონს მოვიდა ხელები მომხვია და კოცნაში ამყვა. მერე უჰაერობამ შეგვახსენა თავი და ოდნავ მოვშორდი
-მიყვარხარ იოანე ... თაბაგარო ჩემი სიცოცხლე ხარ - ჩურჩულით მითხრა და გულზე მომეხუტა . თავი რომ ავწიე მერე დავაფიქსირე ამდენი გაოცებული მზერა , ყველა ჩვენ გვიყურებდა, ზოგი იღიმოდა, ზოგი ნაპერწკლებს ჰყრიდა თვალებიდან, ზოგიც კმაყოფილი იყო .ჩემმა ბიჭებმა გამიცინეს, ქეთოს ბიჭები თვალებს აბრიალებდნენ, მამა ბედნიერი იყო თვალებში ცრემლი გაუკრთა მაგრამ მალევე გააქრო .
-დაჩი შვილო , შეგიძლია შეხვიდე - მამამ გადაიტანა ყურადრება და სასიძოს მიუბრუნდა . ბიჭი მოსამზადებლად გავიდა და მალევე შევიდა პალატაში.
^^^
გოგონებთან ერთად ვიყავი წვეულებაზე. დილიდან ვიყავით ფაქტიურად იქ ,როგორც კი პირველი მასწიდან წამოვედით. არცერთს დაგვილევია,მოსაწყენი სიტუაცია იყო,ქალქაგარეთ ტყუილად გამოვედით . თათამ აიტეხა წავიდეთო და წამოვედით. ვმღეროდით, გოგონები უკან ჩავყარე, ჩემია დგილია წინტქო. რომ ვცეკვავდი და ვმღეროდი ღვედმა შემაწუხა და მოვიხსენი , უკან ვიყავი შებრუნებული. გონს მოსვლა ვერ მოვახერხე, რაღაც ხმა გავიგე, შეჯახების ხმა, შემდეგ სადღაც გადავვარდი და ყველაფერი ჩაბნელდა. ტკივილს ვგრძნობდი მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი. ბევრი ხმა მესმოდა , მანამ სანამ ერთი არ გამოვარჩიე. სწრაფად მომაშორა ვიღაცის ხელები და სხეულზე ამიკრა, ცრემლები მეცემოდა თავზე
-ჩემო სიცოცხლე..ჩემო ერთადერთო გევედრები არ დამტოვო..გემუდარები გთხოვ გთხოვ ლიზა ,ჩემო ლიზა ,ჩემო ლიზა- ხრინწიან ხმაზეც კი ეტყობოდა რომ ტიროდა... მთელი ძალა მოვიკრიბე და თვალები გავახილე ,მერე მივხვდი რომ მეც ვტიროდი , სახეს მიკოცნიდა სისხლი ეცხო . ყველაფერი დატრიალდა გონებაში ,ხელი ძლივს ავამოძრავე, საშინლად მტკიოდა სულ სისხლიანი მქონდა მაგრამ ვერ აღვიქვამდი სახეზე მივადე და გავუღიმე. მეტი ვერაფერი მოვახერხე . შემდეგ განათება იცვლებოდა.ბოლოს მთლიანად წყვდიადმა მოიცვა ყველაფერი ...
გონს პალატაში მოვედი, ექიმის ხმა მემსოდა, რაღაცეებს მეკითხებოდა სტყვებს ვერ ვამბობდი მაგრამ მესმოდა. შემდეგ მამას ხმა გავიგე, იომ მაკოცა და თვალებიც გავახილე. მათ გამო ყველაფერს შევძლებ, ვერცერთ მათგანს დავტოვებ, მე ვარ დედას ნაწილიც, არა მხოლდო შვილი არამედ ელენეც ვარ მათთვის, მისი მონატრების გამქარწ....ბელი. მე ვერც მის მსხვერპლს დავივიწყებ. მას რომ აერჩია საკუტარი სიცოცხლე დრეს ის იქნებოდა მათთან, ახლა კი მე ვარ და მე უნდა ვიბრძოლო ბოლომდე .
მარტო დავრჩი ისევ, ექთანი იყო .რაღაც შეამოწმა შემდეგ ვირაცას მკრთალად გაუღიმა,მობღძანდითო ანიშნა და გავიდა. თავი ფრთხილად შევაბრუნე დაჩი რომ დავინახე გამეღიმა. მისი თვალები ისეთ ტკივილს ასხივებდნენ მინდოდა სათიტაოდ დამეკოცნა და მიმეთვისებინა ის დარდი. თითქოს გონს მოვიდა, ჩემკენ დაიძრა
-ჩემო ფერია ... ჩემო ლურჯთვალა ფერია როგორც იქნა გაიღვიძე
-არ მითხრა რომ შენც გეგონა დაგტოვებდი - სანამ სახეს მიკოცნიდა წინადადებაც დავაწყვე და ვთქვი როგორღაც
-შემაშინე პატარავ! იცოდე უჩემოდ მოძრაობას გიკრძალავ დღეიდან - მკაცრად უნდა ეთქვა მაგრამ გაეღიმა . თითებს ჩემს სახეზე დააცოცებდა, ჭრილობებს მალამოსავით ედებოდა ,მეგონა მიქრებოდა ყველა ნაკაწრი ,თვალები მიმელულა, ყველაფერი გაქრა . შემდეგ გამშრალ დამსკდარ ბაგეებს მისი რბილი ტუჩები შეეხო,ისე ნაზად მკოცნიდა ყველაფერი გაქრა , ალბათ მკვდარსაც კი გამაცოცხლებს მისი ბაგეები- უჩემოდ სუნტქვასაც გიკრძალავ, რადგან მე ვერ ვსუნთქავ შენს გარეშე ... შენს გარეშე არაფერი მინდა ჩემო ფერია - მეჩურჩულებოდა და ტუჩებს ისევ არ მაშორებდა თითქოს იცოდა როგორ მსიამოვნებდა მისი სიახლოვე -ჩემი ტკბილი...ჩემი პატარა ფისო - გაიღიმა და ლოყაზე გამიხახუნა ცხვირი...-მალე გამოკეთდდი იცოდე ,წამები რომ არ მქონდეს დათლილი
-მიდიხარ?-ისე საწყლად ამოვიკნავლე გაეცინებოდა აბა რა იქნებოდა. მოვიყვანე ხასიათზე, თვალები მოჭუტა და ისე დამხედა
-არ წავიდე?
-თუ გინდა ...
-მე ზოგადად შენ მინდიხარ და მოგიტაცო?- მოვიდა ხუმრობის ხასიათზე ბიჭი . აჟუჟუნებს თვალებს საზიზღარი ეს
-მიდიოდი შენ - ტუჩები ერთმანეთს მივაწებე და გავიბუტე
-ღმერთო როგორ მიყვარხარ- უცებ დაიხარა და მაკოცა. მე კი გავშრი , თუმცა ხომ ვიცოდი რომ ვუყვარვარ, სიტყვა რატომ ცვლის ყველაფერს,უბრალოდ რეალობას გაჩვენებს ზოგ შემთხვევაში . გონს რომ მოვედი უკვე კართან იყო
-მაინც წახვედი?
-აჰაა - სხვა არაფერი თქვა თვალი ჩამიკრა და გავიდა. შემდეგ რაღაც ანალიზებს მიკეთებდნენ,ათასი რამე შეამოწმეს.უკვე ღამე იყო , გოგონები ვერ ვნახე მხოლოდ ის ვიცოდი რომ დამტვრეულები იყვნენ ჩემსავით . მოწყენილი ვიწექი ,როც აკარი გაიღო ,ისევ ექთანი მეგონა
-წყალი მომეცით რა
-ოღონდ თქვენ ისურვეთ და გაუჩინარს გაგიჩენთ - დაჩის ხმა რომ გავიგე თვალებიდან სხივებს ვყრიდი ალბათ.
-დაჩიი
-ისმენთ ქალბატონოო
-აქ როგორ ..აბა ვერ შემოვუშვებთ ვერავისო?
-მე ვუთხარი სასწაულებრივი წამალი მაქვს და უნდა შემიშვათთქო, ძმას და მამას ეგეთი ძალა არ აქვთ-თქო და შემომიშვეს -წყლის დალევაში დამეხმარა და თვალები რომდ ავაწვრილე განმიმარტა- წამალი გაინტერესებს?
-ძალიან
-და ანაზღაურება?
-ახლა როგორ... რომ გამოვჯანმრთელდები მერ ეგავსწორდეთ- ვიცოდი რასაც გააკეთებდა ამიტომ როგორც შემეძლო გავუღიმე და მართალია ტუჩებიც კი მეტკინა მაგრამ კოცნა მივიღე ,ისევ ისე ნაზად მკოცნიდა და სულ უფრო მადნობდა .მგონი კრუტუნი დავიწყე .ტუჩების მოძღაობაზე შევატყვე ,იღიმოდა . როცა შეწყვიტა ნახევარი ტანით დაწვა საწოლზე, თავი ისე ახლოს ედო მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა. ხელი ჩემს ხელს დაადო და მთლიანად დაფარა
-გარეთ ვინები არიან
-ყველა აქააა.. ზოგი მიდის ზოგი მოდის . ბიჭები რჩებიან, შენ წარმოიდგინე გოგონებიც ვერ გადიან აქედან
-უი მართლა? ისე როგორ არიან
-რავი ბიჭები შეუშვეს და კარგად იქნებიან ალბათ. ბექა ითხოვდა ერთად ნუ ხარტ მარტო მინდა იქნება მე დარჩენა ჩემ შეყვარებულთანო- ჩუმად მელაპარაკებოდა და თითებზე მეფერებოდა , ეტყობოდა როგორი დარლილი იყო
-მართლა დაგტოვებენ აქ?
-თუ არ გამაგდებ კი
-ამ საწოლს ესენი შორდება ... მეორესაც თუ მოსწევ აქეთ ჩამეხუტები კიდეც - ასე თამამად წამოვაყენე იდეა...რა დროს მორცხვობა იყო საოცრად მინდოდა მასთან ერთად ძილი .
-ჭკვიანო ქალბატონო .. რამდენიმე საათში აქედან გადაგიყვანენ ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშ ხარ და მერე მოგიწვები . საერთოდაც ვეღარ მომიშორო შეიძლება
-ისედაც არ მქონდა მაგის იმედი-თვალები ისევ მეხუჭება , სულ ძილი მინდა არადა მასთან საუბარს და მისი ხმის მოსმენას არაფერი მირჩევნია- მეძინება
-დაიძინე პატარავ მე შენთან ვიქნები - შუბლზე მაკოცა და მერე გავითიშე...
^^^
მამა სახლში გავუშვი .ბიჭებმა წაიყვანეს. ქეთოც მათ გავაყოლე მე კი ისევ დერეფანში ვიჯექი და ველოდი როდის გადაიყვანდნენ პალატაში . თუმცა მეეჭვება დაჩიმ მარტო დამტოვოს იქ . ვერც მე გავაგდებ ,მაგრამ ლიზას გარეშე ვერ გავძლებ ამიტო უნდა ამიტანონ ...
-აბა გამოიცვალე,პირზე წყალი შეისხი და დაემსგავსე ადამიანს- ვაკომ პარკი მომაწოდა და სკამზე დაეშვა - ლიკუნამ შემჭამა მეც წამოვალო და მოვა ახლა ხო ვიცი ,მოკლედ ამ ქალს ვერაფერს ვუხერხებ ვაფშე არ მიჯერებს - გავიგე როგორ ეჯუჯღუნებოდა აკოს . საპირფარეშოში შევედი ,სარკეში რომ ჩავიხედე თვალები გამიფართოვდა. ცოტა გამოვფხიზლდი, გამოვიცვალე და გავედი . ბიჭებიც დაბრუნებულან, ქეთაც აქ არის და მიშკას ეხუტება . ნაბიჯების ხმა გავიგე და ყველამ შემოსასვლელისკენ გავიხედეთ აკოს ცოლი მოდიოდა .ამ ქალს ასაკი არაფერს აკლებს ისევ 16 წლის ბავშვი მგონი მიუხედავად იმისა რომ უკვე 31 წლისაა და რაც მთავარია მთელი 10 წელი უძლებდა აკოს.
-როგორ ხართ?- აკო დააიგნორა რომელიც ფეხზე წამოდგა გაბრწყინებული და მე მომეხვია- როგორც კი გავიგე წამოვედი,ხომ კარგადაა იო?
-კი მეგი კარგადაა .უკვე კარგადაა
-მადლობა ღმერთს ... პალატაშია თუ
-არა ჯერ არა .მალე გადაიყვანენ მანამდე კი ვერ ვნახულობთ ნორმალურად
-მთავარია კარგადაა და სხვა ყველაფერი მოგვარდება . როგორ ხართ ბიჭებო?- ხეცურიანს და ყიფიანს თბილად გაუღიმა და ბიჭებიც გაკრეჭილები მოეხვივნენ
-კარგად რძალო ..უკვე კარგად ვართ შენ როგორ ხარ? ჩვენი ნათლული?
-არამიშავს და რძალო არა ! ბავშვი კარგადაა მამასთან ერთად ნათლიებმაც დაივიწყეს მაგრამ კარგადაა
-მეგი მე...
-ნიკო გავიგე ნია ფეხმძიმედაა გილოცავთ... ცუდი ადგილია მაგრამ სხვა დროს მეეჭვება შანსი მომეცეს
-მადლობა რძ..მეგი -ხეცურიანმა უცებ გადააკეთა და უხერხულად სეიშმუშნა. აკო თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა,მეგონა წინ დაუდგებოდა და ეტყოდა შემომხედეო , მეგი ისე ცდილობდა მოქცევას თიტქოს ვერც ამჩნევდა თუმცა კარგად შევამჩნიე ჩანთაზე ჩაბღუჯული ხელი როგორ უკანკალებდა და მთელი ძალით უჭერდა. მხოლოდ რამდენიმე წუთს დარჩა და წავიდა. აკო კიდე უყურებდა ყბებდაჭიმული და თვალები ისე უელავდა როგორც ჩვევია
-იდექი ახლა და ყარე ნაპერწკლები ,როცა გყვებოდა თან არ შეირგე და შეეგუე ახლა იგნორს
-დამიმატე ახლა შენ კიდე ! არ იცოდა ვის მიყვებოდა?
-სიმართლე გითხრა ბაბულიკას უფრო მიყვებოდა ვიდრე გამომძიებელს
-ახლა არ გამახსენებინო რატო გავხდი გამომძიებელი
-მამაშენის მკვლელებზე გასწორება სხვაგვარადაც შეიძლებოდა
-გავუსწორდი კიდეც მაგრამ ყველა ნაბიჭ.. ვერ მოვკლავდი და იცი რა საქმეებსაც ვიღებ ყოველთვის
-ვერასდროს შევთანხმდებით მაგაზე ხომ იცი
-ხო ყველანი მეგის მხარეს ხართ
-ბავშვს რატო არ ნახულობ შე ჩემა - ხეცურიანმა გახედა შეკრული წარბებით
-სამსახურიდან განადგურებული რო გამოვალ მერე მივადგე ხუთი წლის ბავშვს ?
-არა ვაფშე რო არ ნახავ ის აჯობებს
-მოიცა და რატო თქვა მეეჭვება მერე გნახოო?- ვაკო თიტქოს აქამდე ფიქრობდა უცებ შეუბრუნდა აკოს
-მე რა ვიცი
-მიწის ქვეშ რა დაძვრება თუ გინდა იმას გაარკვევ და ასე არ გადარდებს ეგ ამბავი? ვაფშე ვეღარ გცნობ
-ყავს საკმაოდ მომვლელები და არ მოაკლებენ არაფერს !
-ეჭვიანობა გაბრმავებდა სულ და ახლაც ეგ დაგღუპავს
-ვაიმეე მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ ბიძიებო ,მაგრამ აპოკალიფსი გვიახლოვდება და იქნებ რამე მოვახერხოთ თქვენ იცნობთ ამათ - რეზი დაგვადგა სიმწრის სიცილი ჰქონდა
-რა ხდება?
-იო კატომ დამირეკა ჩამოვფრინდიო ... რატიმაც დამირეკა მოვდივარ გზაში ვარო და ჩემი გათვლებით ერთად შემოაბიჯებენ შენობაში ანუ ერთი წელია არ უნახავთ ერთმანეთი და ახლა ან მე მიმაწვენენ გოგონების გვერდით ან ისინი მიწვებიან
-კაი ერთი ნუ აჭარბებ
-რას ვაჭარბებ შენ არ იცი ეგენი როგორ ჩხუბობენ ტო ...
-კაი ერთი ეგეთების ჩხუბი გაგვიზავებია ჩვენ? არ იდარდო ყმაწვილო მივხედავთ როგორმე -ვაკომ დაკრა მხარზე ხელი მერე მოუჭირა და წარბები შეკრა- ბიძას კიდე დამიძახებ და გაქცევ ჩვილ ბავშვად
-მოკლედ რა ჯანზე ხარტ ეს შუა ხნის ხალხი - რეზიმ სიცილით მოიშორა ხელი და აფხუკუნებულ ბიწებთან მივიდა. დაჯდომა მოასწრო და ლიფტის კარიც გაიღო-დამენძ...
პირველი ქალბატონი კატო გადმოვიდა, ისევ ისეთი იყო ,უფრო მიმზიდველი უკვე ნამდვილი ქალი ,ამაყად მოაბიჯებდა ყელმოღერებული,მხრებში გამართული, ჯინსის ტანზე გამოყვანილი შარვალი, ლურჯი ზოლებიანი პერანგი და ტყავის მოსაცმელი ეცვა .ქითური თმები მოკლედ შეეჭრა და თვალებამღვრეული მიყურებდა.
-იოანეეე ,როგორ ხარ ჩემო საყვარელო - თვალების ფახუნით მომეხვია - ლიზიკო კარგადაა ხო? რეზუნას ველაპარაკე და დავმშვიდდი ცოტა. ჩემი საბრალო გოგო როგორ გაწვალდება
-თუ არ დაახრჩობ ბიჭს კარგი იქნება- ახლაღა დავინახე ლიფტიდან ბატონი რატიც გამობრძანდა. ჯიბეებში ჰქონდა ხელები ჩაწყობილი ,მასაც ტყავის შავი ქურთუკი ეცვა და ეს ორი იმდენად საოცრად გამოიყურებოდა ნებისმიერს დაჩრდილავდა. იმიტომაა რეზი ასეთი გადარეული
-რამხელა ხარ უკვე..ბოლოს რომ გნახე ჯერ კიდევ თინეიჯერი იყავი . მიშო არ არის?
-სახლში წავიდა მალე მოვა
-ხო ველაპარაკე გზაში ვარო-რატი მომეხვია და კატოს თვალში რომ მოხვდა უცებ აიბზუა ქალმა ცხვირი
-დედაა მამააა როგორ ხართ? -რეზი გაკრეჭილი ჩადგა მათ შორის დედიკოსაც აკოცა ლოყაზე და მერე მამასაც -აბა რა ხდება?
-ოინბაზო ხელი გაწიე მაგასთან მიახლოვებაც არ მინდა
-ცუდად ხდები დარწმუნებული ვარ ისევ - მშვიდად უთხრა და თვალი ჩაუკრა
-გეგონოს ! მაგ ოცნებით იყავი - გააფთრებულმა შეუბღვირა და კარისკენ დაიძრა - მალე შეგვიშვებენ?
-აი ახლა სინჯავს ექიმი და გადაიყვანს პალატაში
-ძალიან კარგია... ექიმი ვინ არის?
-ოჰ არ დაგრჩეს გაურკვეველი -ჩაიბურტყუნა რატიმ
-ცოტნე გაბაშვილი დე იცი?
-როგორ არ ვიცი ..წავალ ვნახავ და გოგონებსაც მოვინახულებ სანამ ლიზას გადაიყვაენ. სალო გაგიჟებულია ალბათ და ბექუსი იმ გოგოს რა ჰქვია? მაკო ხო ? არ უნდა გამაცნო მომავალი რძალი? და საერთოდ რა შეშინებულები მიყურებთ არ უნდა მნახოთ- ბოლოს წარბები შეკრა და ტუჩები წინ გამოსწია . რატის მზერა რომ დავაფიქსირე ამ გარემოებაშიც კი სიცილი მომინდა
-განგებ აკეთებს ,ხო ვიცი განგებ მიწვევს ეს შარვალიც ჩემ გასაგიჟებლად ჩაიცვა - ჩუმად თქვა და სკამს დაარტყა მსუბუქად მუჭი. ბიჭები უცებ წამოიშალნენ და ამოისუნთქეს.
-ჩემი ბიჭები.. დედი შენ რატო ხარ ასე მოწყენილი? უკვე ყველაფერმა ჩაიარა - ალექსს ჩამოუსვა სახეზე თითები და ლოყაზე აკოცა
-კატუშ? ისა და ნატალი როდის ჩამოვა?- მიშკამ ჩაუკრა თვალი და ქალმაც გაიცინა
-აბა მე რა ვიცი მიშკა - მხრები აიჩეჩა და ბექას ხელკავი გამოსდო- წამიყვანე ჯერ გოგონებთან მერე ცოტნიკოსთან
ბექა და კატო წავიდნენ. რატი კი დერეფანში მიმოდიოდა ,ბიჭები იცინოდნენ ის კი გაბრაზებული მოძრაობდა
-არა რა უნდა ახლა იმ ექიმთან? სხვა დროს ვერ გაიგებდა ზუსტ ამბავს? მაინცადააინ კაბინეტში უნდა ეწვიოს?
-კარგი რატი ბიძია რა იყო 35 წლამდე კაცია მთლად თქვენი ხნისაც კი არაა ...თუმცა კატო ისე გამოიყურება... იქნებ გაყოლოდით ჰა?- მიშკამ დიდი მსახიობური ნიჭი გამოავლინა სულ გადარია რატი .
-ამათი საღადაო რომ გავხდები ... რისტვის ვარ აქ რას დავეძებ მაგ ქალს რაც უნდა ის ქნას. აი ბავშვი გამოჰყავთ უკვე - უცებ დაუმშვიდდა სახე და ლიზას შეხედა. ქალბატონი ექთნებს გამოჰყავდათ . მიახლოების უფლება არ მოგვცეს. დერეფნის ბოლოს ერთ-ერთ პალატაში შეიყვანეს . რამდენიმე წუთში კი შესვლის ნებაც მოგვცეს.
საღამოს უკვე კარგად იყო.. იმდენად რომ ბოლომდე გავთაისუფლდი,გოგონებსაც ვესტუმრე, ეძინათ ტკივილები ჰქონდათ და მაინც ვერ დაველაპარაკე . მამა ისევ სახლში გავუშვი, კატო და რატიც წავიდნენ. რატი თავის სახლში კატო კი ჩვენთან დარჩებოდა რეზიც ჩვენთან რადგან იყო შემოთავაზება მიიღო. ბიჭებიც წავიდნენ ცოტა ხნით ,მხოლოდ მე და ქეთო ვიყავით დერეფანში ,დაჩი ლიზასთან შევიდა და მძინარეს გვერდით მიუწვა. ფანჯრიდან ვუყურებდი და მეღიმებოდა. ქეთო რომ მომეხვია სისხლი ამიდუღდა
-როგორი საყვარლები არიან არა?
-აჰამ -ძლივს წარმოვთქვი რამდენიმე ბგერა ხელი მოვხვიე და ტუჩებზე ვეძგერე - ჩემი ტკბილი ქალი ხარ შენ ,ჩემი სასწაულმოქმედი დამამშვიდებელი -თვალებდახუჭული დავაცოცებდი ტუჩებს მის სახეზე ,ვგრძNობდი როგორ უთრთოდა მთელი სხეული და ეს შეგრძნება კიდევ უფრო მომწონდა
-გეყოფა ..სირცხვილია ვინმე დაგვინახავს ..იოანეე- ბოლოს ისე საყვარლად თქვა გამეცინა
-ჩემი პატარა ხარ შენ ...
-სულაც არ ვარ პატარა...
-მაშინაც ეგრე ამბობდი
-მაშინ 15 ვიყავი
-მერე არ ვარ პატარაო არ მეუბნებოდი?
-უუფ ახლა 26 ვარ იოანე როგორ ვარ პატარა ვბერდები ქალი
-სიბერეს ნუ შევეხებით -უცებ სევკარი წარბები და გაეცინა- წამოდი კაფეტერიაში რამე შევჭამოთ თორე შენც წაიქცევი და მეც ვერ დაგიჭერ
-წავედით ...

^^^
„ანაბელი „
მიშკასთან ერთად რამდენიმე დღე გავატარე. საოცარი ადამიანია ,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ჩემი ნაწილია . ნაწილი რომელიც დიდი ხნის წინ დავკარგე და ახლა იმიტომ ვარ ასე მშვიდად რომ ისევ ვიპოვნე. როცა მას და ლინდას ვუყურებ გული სითბოთი მევსება, რამდენჯერ გამიჩნდა სურვილი მეც მივსულიყავი და მოვხვეოდი ,მერე კი საკუთარ თავზე გავბრაზდდი.მას არ უჩნდება მსგავსი აზრები, ისე მექცევა როგორც მეგობარს მე კი რას ვფიქრობ. მაგრამ მისი თვალები ,ღიმილი, მიხვრა-მოხვრა ყველაფერი იმდენად მომწონს თავს ვერ ვერევი . საშინელებაა ასე რომ ვფიქრობ, მე ხომ შვილი მყავს და მასზე კი არა ჩვენს მომავალზე უნდა ვფიქრობდე.იმაზე თუ რა უნდა გავაკეთო როცა ძლებს აღვიდგენ და ლინდაც წამოიზრდება. სულაც არ ვაპირებ სულ ქეთოს ხარჯზე ცხოვრებას, აქედან ვერც გავალ ვიცი. იმაზეც ვიფიქრე რომ ქვეყანა დავტოვო და რომელიმე ქვეყანაში ვიმუშაო თუნდაც მოსამსახურედ . ბავშვიც გვერდით მეყოლება ,მაგრამ რტული იქნება ეს ყველაფერი. ხანდახან მინდა მოვუყვე ყველაფერი მაგრამ მისი რამდენიმე თვისება რომ აღმოვაჩინე დარწმუნებული ვარ ჩემ ქმარს იპოვნის და პრობლემები შეექმნება,ის ნამდვილი ველურია ყოფილი მოჭიდავეა და ნამდვილი ტირანი . მიშკას რომ რამე შეემთხვას ჩემ გამო თავს ვერასდროს ვაპატიებ. ვხვდები რომ წყინს ჩემი დუმილი, ელოდება როდის მოვუყვები ,უნდა მასთან ბოლომდე გახსნილი ვიყო .ვხვდები ჩემთან ზედმეტად გულღიაა ,მეეჭვება ზოგადად ასეთი იყოს. ზოგჯერ ისე ბრაზდება თაფლისფერი თვალები სულ უმუქდება არადა იმდენად ღია ტაფლისფერი აქ მზის სხივი მგონი, თითქოს ყვითელი მაგრამ არა ოქროსფერი მუქი ? არ ვიცი ვერ ვხვდები,ვერ ვხვსნი ერთი ვიცი რომ მისი თვალები ,მისი მზერა მაბნევს. ზოგჯერ ისე ვითიშები საერთოდ არ მესმის რას მეუბნება . არადა სულ რამდენიმე დღე გავიდა .როგორ შეიძლება რამდენიმე დღეში ასე ვიყო დაბნეული და გონებაგათიშული .
მისაღებში ვისხედით,ტელევიზორს ვუყურებდი. ავარია მოხდა სადღაც , მიშკა სამზარეულოში იყო გვარების გამოცხადების დროს გამოვარდა და ტელევიზორს გაფართოებული თვალებით მიაშტერდა. მერე დივანს დაეყრდნო და მეგონა წაიქცეოდა
-დაჩი ...ლიზა ღმერთო გევედრები ,გევედრები არაფერი დაემართოთ - ჩუმად თქვა და სწრაფად დაიწყო გასაღების ძებნა
-რა ხდება? ნაცნობები არიან?
-ერთ-ერთი ქეთას და არის . დანარჩენები მეგობრები და მძმედ ვინცაა ჩემი ძმაკაცის შეყვარებული. უნდა წავიდე,მაპატიე გთხოვ უნდა წავიდე. თუ რამე მოხდება გეფიცები იმ წამსვე მოვალ,უბრალოდ დამირეკე კაი? - შუბლზე მომაკრა ტუჩები და სანამ მე გამოვფხიზლდი უკვე საბურავების ხრჭიალის ხმაც გავიგე.
უკვე ორი დღე გავიდა ამ ამბიდან. ქეტასაც ვუკავშირდებოდი და მიშკასაც. საშინლად ვგრძნობდი თავს ,რაღაც მაკლდა ეს ორი დღე .უკვე კარგად ვიყავი ,აღარც დახმარება მჭირდებოდა უბრალოდ მიშკას ნახვა მინდოდა.
ბავშვთან ჩახუტებულს მეძინა როცა ჩრდილი გადამეფარა ,გამოფხიზლება ვერ მოვახერხე ,ვგრძნობდი როგორ მეფერებოდა სახეზე მისი თითები . მესიზმრა,როცა გავიღვძე სახლში არავინ იყო .
-ქეთო როგორ ხართ?
-კარგად ... ლიზა გადაიყვანეს უკვე პალატაში და მხოლოდ დრო გვჭირდება ..გოგონებსაც მოტეხილობები აწუხებთ ჩვეულებრივი ამბავია . რადგან კარგად არიან მოტეხილობას ვინ დაეძებს . სძინავთ იმათაც ნახევრად...
-იოანე როგორიაა?
-უკეთ ! ძლიერი ბიჭი მყავს ადვილად ვერ გასტეხს მსგავსი სიტუაცია... მაგრამ პირველად რომ ვნახე მეგონა გული გამისკდებოდა ისე იყო სულ სხვა იოანე იყო,აღარც მხიარული, აღარც სიცოცხლით სავსე . დავრწმუნდი რომ ამათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ გააზრებაც კი არ შეუძლიათ , წარმოთქმაც კი „უშენოდ“ არ არსებობს
-შენ რაც მიამბე ამის მერე რა თქმა უნდა ასე იქნება , ერთი ნაწილი არიან ისე როგორც ტყუპები
-ხო ... იცი დაჩი ლიზასთანაა
-შენთან ვინ არის?
-ოო რას დამცინი შენ კიდე ...ვინ იქნება კაფეტერიაში ვართ ახლა გასულია შეკვეთას აძლევს . იცი რომ მიყურებს საერთოდ ყველაფერი მავიწყდება,ეგოისტურად მხოლოდ მის კოცნაზე ვფიქრობ და არაფერი მადარდებს
-ეჰ სიყვარულო ძალსა შენსა - გამეცინა და სწრაფად წავედი ბავსვისკენ -წავედი ლინდა ტირის .მიყვარხარ, დაგირეკავ ქალბატონო აბა შენ იცი არ დადნე მთლად
-კარგაად - სიტყვა გაწელა და პირველმა გამითიშა. მე კი ლინდა ავიყვანე და პაწაწუნა ლოყები დავუკოცნე
-დედას სიცოცხლე ხარ შენ... მხოლოდ ჩემი ჩემი ერთადერთი ხარ შენ - მისი სურნელით გაბრუებულს აღარაფერი მაინტერესებდა .გავითიშე ისე რომ ისიც ვერ გავიგე როგორ შემოვიდა სახლში მიშო. მხოლოდ ხელების მოხვევისას შევკრთი,მგონი გავიყინე,მერე დამცხა ყველაფერი ერთად დამემართა
-როგორ ხართ მშვენიერო ქალბატონებო?- ლოყაზე მაკოცა და ბავშვს გაუღიმა -ლინდაა ,ჩემო პრინცესაა ხო არ გააბრაზე დედიკო სანამ მიშო ძია არ იყო?- ბავშვს ისე მოეფერა მეც შემომხვია ხელები ,მეგონა ძალა გამომეცლებოდა და ბავშვი დამივარდებოდა. -მზეთუნახავოო ... ანაბელ !
-აა ჰა? მიშო როგორ ხართ? ლიზა როგორაა?
-რა გჭირს ეე ცუდად ხარ?
-არა რატო მეკითხები?
-რა ვიცი რაღაც დაბნეული ლაპარაკობ - ტუჩის კუთხე ასწია და წარბებიც აწკიპა
-მე? არა საიდან მოიტანე.უბრალოდ გამიკვირდა არ მეგონა ჯერ თუ დაბრუნდებოდი- ბავშვი გულზე მივიხუტე და თავზე ვაკოცე
-სად გამექეცი ტო ..- ისევ მომიახლოვდა და ბავშვი გამომართვა - მომენატრე პრინცესა იცი? თუმცა შენ რა გესმის სულ ვერ გაიგე ალბათ ჩემი არ ყოფნა- ხელზე აკოცა და ცხვირი ლოაზე გაუხახუნა - ბუშტო როგორ უცებ იცვლები
-ტიროდა წეხან და უნდა ვაჭამო დრო აქვს უკვე
-ახლა აღარ ტირის და მადროვე ცოტა ..მერე გავალ მოვწესრიგდები და ისევ მივდივარ
-ასე გვიან>?
-რა გვიან 11 საათია
-მერე გვიანი არ არის ეგ?
-მერე მე ვგავარ 12 წლის ბავშვს?- გაიცინა და ბავშვი მომიყვანა -არც შენ გავხარ ჩემს დედიკოს-თვალი ჩამიკრა და გავიდა. ასკარად კარგ განწყობაზე იყო ლიზას მდგომარეობის გაუმჯობესების გამო.
ბავშვს ვაჭამე და საწოლზე დავაწვინე. ხალათი შევიკარი და ქვემოთ ცავედი. სანამ შხაპს იღებს რამეს მოვუმზადებ ,ვიცი მშიერი იქნება. სამზარეულში ვიყავი და ვტრიალებდი აქეთ იქით კარსი მდგომი რომ დავინახე და მოულოდნელობისგან ხელიდან გამივარდა დანა
-აქ რა გინდა კი არადა დიდი ხანია აქ ხარ?
-არააა ახლა მოვედი.რას ამზადებ? დამაპურებ მეც?- ისე შემოვიდა თითქოს არაფერი მომხდარა,ვიცი რომ მატყუებს .სკამზე დაჯდა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო
-ამ კი როგორ არა...
-ანუ ჩემთვის არ ამზადებდი და უბრალოდ გამიყოფ. ამ ყველაფრის ჭამას შენ აპირებდი?
-არა ... რა თქმა უნდა ჩემთვის არ ვაკეთებდი -უცებ ამიხურდა ლოყები თიტქოს დანაშაულში გამომიჭირა.
-ყურადღებიანი გოგო - ჩემს უკან იდგა კარადაზე მიყრდნობილი,ვიცი მიყურებდა და ისე ამიკანკალდა ხელები დანა თითზე გადავისვი
-ვაიმეეეე
-რა რა ხდება ... ჯანდაბა რა მოუხერხებელი ხარ გოგო - მეჯუჯღუნებოდა თან უკნიდან მეკვროდა უკვე ონკანთან ვყავდი და ნაკადით მესხმებოდა თითზე წყალი ,სისხლი ერეოდა წყალს და ნიჯარა წითლად იღებებოდა.-როგორ გაგიჭრია სულელო ბავშვო!- ხელი არ გაუშვია ისე გამოიღო უჯრიდან ბამბა და გამიწმინდა. მერე რაღაც წამისვა და შემიხვია . ისე უცებ მოხდა ტირილიც მოვასწარი უკვე ვზლუქუნებდი და საერთოდ ვეკვროდი გათიშული მიშკას. პანიკურად მეშინოდა უკვე სისხლის როცა ვხედავდი გული მიჩერდებოდა, გონება მეთიშებოდა .გამახსენდა როგორ მცემდა თემო და გონებიდან ვერ გავდევნე ის კადრები, ყურში ისევ ცამესმოდა მსხვრევის,გინების , დაცემის ხმა ყურები მიბუგდება,თიტქოს ისევ ისე მტკივა მუცელი , ხერხემალი , ძველბი ,სახე .არც კი ვიცი რას ვაკეთებდი ხეებს უმისამართოდ ვიქნევდი მიშო ვერ მაჩერებდა .მერე ყველაფერი დატრიალდა და გავითიშე.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საოცრება იყო ძალიან მააგარიააააააააააააა მალე დადე რა

 


№2  offline წევრი masu

Vaime dzaan magari iko <3 anabelze da mishkaze vgijdebbi <3 didi tavi dade da male ra <3

 


№3  offline წევრი მოლურჯო

კარგი იყო ძალიან
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი mimimimo

ბიძიები და დეიდები შემირიგე. wink
მომეწონა.

წარმატებები! feel

 


№5  offline წევრი Mashka19

Ramagari gogo xar amden emocias dzvlivs itevs chemi guli. Emociebis zgvas vigeb da sad davicalo arvici xolme isevar cotac da vitireb. Anabelze da mishoze vgijdebi saertod. Rogor mikvars sheni xalxmravloba amaza vabodeb. Mokled umagresi gogo vgijdebi shenze <3 <3 <3

 


№6  offline წევრი nasia

ძაააააააააააააააანმაგარი იყოო,აუუ ხალაც დადე რაა love feel

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა თბილი შეფასებებისთვის wink
არ ვიცი როდის დავდებ მომდევნოს ,შეიძლება დამაგვიანდეს ცოტა wink
დაძაბული თავები აღარ იქნება , მხიარულ ნოტასაც შემოვიტან რატის და კატოს წყვილით და იმედია მალე მოვუყრი ყველაფერს თავს და დავასრულებ ისე რომ თავი არ მოგაბეზროთ და წონასწორობაც შევუნარჩუნო ისტორიას wink

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ძაააააააააალიან მაგარია love

 


№9  offline წევრი anuka1994

აუუ აკო და მეგი რატოდ აშორდნენ??
კომენტარს არ ვწერ ხოლმე,თუმცა ჩემი ფავირიტი მწერალი ხარ <3

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

anuka1994
აუუ აკო და მეგი რატოდ აშორდნენ??
კომენტარს არ ვწერ ხოლმე,თუმცა ჩემი ფავირიტი მწერალი ხარ <3

მადლობა wink
ისა მაგას აუცილებლად დავუთმობ ნაწილს და გაირკვევა ყველაფერი ოღონდ ჯერ ვერა love

 


№11  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვაუუ რა მაგარია ასეთი ძლიერი სიყვარული რომ აქვთ ბიძებს და დეიდებს :დდ ❤❤❤❤სიგიჟემდე მომწონს უკვე ყველა პერსონაჟი❤❤❤რა სიხარულები არინ დაჩი და ლიზა❤და რა სიცოცხლეები ქეთი და იო და რა სააოცრებები ანაბელი და მიშო და პატალა ქალბატონი❤❤❤❤ნუ რა გითხრა უკვე იცი ჩემი შენდამი და შენი ისტორიების მიმართ დამოკიდებულება^^❤❤❤❤

 


№12  offline მოდერი Nina))

tavebi damgrovebia,mshvenieri,rodesac mecleba da tvalis problemas ase tu ise davishusheb aucileblad cavikitxav.love
ubrlod ertaderti rac ar mikvars xalxmravlobaa..
carmatebebi shen. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

gvanciko_gvancunia
ვაუუ რა მაგარია ასეთი ძლიერი სიყვარული რომ აქვთ ბიძებს და დეიდებს :დდ ❤❤❤❤სიგიჟემდე მომწონს უკვე ყველა პერსონაჟი❤❤❤რა სიხარულები არინ დაჩი და ლიზა❤და რა სიცოცხლეები ქეთი და იო და რა სააოცრებები ანაბელი და მიშო და პატალა ქალბატონი❤❤❤❤ნუ რა გითხრა უკვე იცი ჩემი შენდამი და შენი ისტორიების მიმართ დამოკიდებულება^^❤❤❤❤

მიხარია ძალიან. მე მეტს მოველოდი და რაღაცნაირად უკმაყოფილების გრძნობა მიჩნდება საკუთარი ტავის მიმართ და ისე მახარებს შენი სიტყვები რო რა ვიცი wink მადლობა love love

Nina))
tavebi damgrovebia,mshvenieri,rodesac mecleba da tvalis problemas ase tu ise davishusheb aucileblad cavikitxav.love
ubrlod ertaderti rac ar mikvars xalxmravlobaa..
carmatebebi shen. love

შენ იყავი კარგად და ამის წაკითხვას სულ კი მოხერხებ:დ wink
ხალხმრავლობა ზოგს უყვარს ზოგს არა, მე საწერად მიწირს მარა ხანდახან მინდება დავწერო ძალიან ბევრ წყვილზე love

 


№14  offline წევრი kora

ყველასგან გამორჩეული წერის სტილი გაქვს, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა რომელიმე პერსონაჟზე ცუდად შემცვლოდეს აზრი. ყველა გამორჩეული და სასწაული მუხტის მატარებელია. ანასტასია და მიშო მაგიაჟებენ. ნუ დაჩიზე თქმაც ზედმეტია. იო და ქეთა, ძლივს დალაგდნენ. რთულია ამდენი წყვილი წამოწიო წინა პლანზე და ერთდროულად ყველა ისე დაანახო მკითხველს, რომ ვერ გადაწონოს ვერცერთის სიყვარულმა. ამიტომაც ხარ ჩემთვის გამორჩეული, საოცრად ახერხებ მრავალფეროვნების უნაკლოდ გადმოცემას, რაც შენს ნიჭიერებაზე მიუთითებს. სუპერ გოგო ხარ, რომელიც პოზიტივს, სიყვარულს, მეგობრობას და ბედნიერებას ისე აფრქვევ, რომ ერთიანად გვავსებ და გვახარებ ❤️
--------------------
kira.G

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

kora
ყველასგან გამორჩეული წერის სტილი გაქვს, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა რომელიმე პერსონაჟზე ცუდად შემცვლოდეს აზრი. ყველა გამორჩეული და სასწაული მუხტის მატარებელია. ანასტასია და მიშო მაგიაჟებენ. ნუ დაჩიზე თქმაც ზედმეტია. იო და ქეთა, ძლივს დალაგდნენ. რთულია ამდენი წყვილი წამოწიო წინა პლანზე და ერთდროულად ყველა ისე დაანახო მკითხველს, რომ ვერ გადაწონოს ვერცერთის სიყვარულმა. ამიტომაც ხარ ჩემთვის გამორჩეული, საოცრად ახერხებ მრავალფეროვნების უნაკლოდ გადმოცემას, რაც შენს ნიჭიერებაზე მიუთითებს. სუპერ გოგო ხარ, რომელიც პოზიტივს, სიყვარულს, მეგობრობას და ბედნიერებას ისე აფრქვევ, რომ ერთიანად გვავსებ და გვახარებ ❤️

მადლობაა wink love feel feel
მიხარია ძალიან ჩემი წყვილები თუ მოგწონს wink

 


№16 სტუმარი Teo..

Ver shemovdiodi internetis gamo.yvela tavi wavikitxe ertad.rogorc yoveltvis sheudarebeli xar Mariam.

 


№17  offline წევრი კალლ აია

ეეეეეეეე რა კლას

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

არც ვფიქრობდო ანაბელისისტორია მარტივად რომ ცაივლიდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent