მოხატული კორპუსი (სრულად)
მოხატული კორპუსი ოქროსფერთმიანი გოგონა ფართო ღიმილით მიდიოდა ქუჩაში. შემოდგომის ქარი ფრთხილად ურხევდა კულულებს და მასაც, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ჰბეზრდებოდა თმის წამდაუწუმ გასწორება, უცნაური სიშვიდის შეგრძნება ეუფლებოდა. ბოლო დროს უაზროდ კარგად იყო, ყველაფერი იმდენად იდეალურად იყო, წარმოუდგენლ ჰარმონიას გრძნობდა, ამ ყველაფერს მისთვის სიმშვიდე უნდა მენიჭებინა მაგრამ პირიქით, აფორიაქებდა. თითქოს რაღაც ისე არ იყო, სადღაც შეცდომა არ დაუშვა, რაღაც ძალიან კარგად გააკეთა. ფაქტი, რომ ზედმეტი სიკეთე არაფერია თუ არა კარგად შენიღბული საშინელება, მას ძალიან აწუხებდა და ბოლო დროს საკუთარმა თავმა ისე არია, დაბნეული დადიოდა ყველგან. მხარზე გადაგდებული გატენილი ჩანთის თრევით შევიდა სამხატვრო აკადემიის ეზოში და გაუაზრებლად დაეტაკა ვიღაცას. იგრძნო რომ მხრიდან ძლივს ძლივობით შეკავებული ჩანთა ჩამოუსხლტა და მისი შემოქმედების ყველაზე საშინელი ნაწილი ვიღაც შავმაისურიანს წინ გადაეფინა. -ღმერთო, ბოდიში, ჩემი ბრალია. - ამოთქვა და არც შეუხედავს მისთვის, ისე დაიწყო ნახატების კრეფა. შავმაისურიანმა ერთი ნახატი აიღო და თვალიერება დაუწყო მანამ, სანამ გოგონა ნახატებს ფრთხილად ტენიდა ჩანთაში. -არ ხარ ბედნიერი. - გაიგონა ბიჭის ხმა და ზემოთ აიხედა. მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ დამჯახებელს მისი ნახატი ხელში ეჭირა. წარბები შეკრა და შენიღბული სიცილით უთხრა: -ოჰო! -ლამაზი ხარ, მაგრამ ბედნიერი? - თქვა და გოგონა თავიდან-ფეხებამდე აათვალეირა. - არანაირად. - თქვა დარწმუნებით და ისევ ნახატს ჩააშტერდა. -საიდან მოიტანე? - ჰკითხა უსიამოვნოდ გაკვირვებულმა გოგონამ. -ლამაზი რომ ხარ? - იკითხა თვალების გაფართოებით. - გეტყობა. - ოდნავ გაეღიმა. -ბედნიერი? - ჰკითხა. -არ ხარ ბედნიერი. - გაიმეორა ზუსტად იგივე სიმტკიცით. -გავიგე! - თქვა გოგონამ მობეზრებით. -არ მეწინააღმდეგები? -არ მაქვს ნერვები, ვაგვიანებ. - თქვა და საათს დახედა. -შემეწინააღმდეგებოდი, რომ არ აგვიანებდე? -არა. - გოგონამ თვალები გადაატრიალა. -რატომ? -იმიტომ რომ არ მაქვს არაფერი, რაზეც შეიძლება შეგეწინააღმდეგო! - გოგონა უკვე ბრაზდებოდა. -და მაინც, მკითხე რა, რატომო. - თქვა ოდნავი ღიმილით ბიჭმა. ოქროსფერთმიანმა მხოლოდ ახლაღა შეათვალიერა მისი მოზრდილი შავი თმა და ამასთან შედარებით არაბუნებრივად თეთრი კანი. -არ მინდა. -რატომ? -იმიტომ რომ ვიცი რატომაც! - აფეთქდა გოგო. -აბა, რატომ? -იმიტომ! ბიჭს სიცილი აუტყდა. -იმიტომ? -დიახ. ნახატს დამიბრუნებ? უნდა წავიდე. -მაინც არ შეგიშვებენ, ლექცია უკვე დაიწყო. -კარგი! - აღმოხდა გოგონას. - მომეცი! -არა. - თქვა ღიმილით და ნახატი გულზე მიიკრა. - ვინც იპოვა, იმისია. -ვინც დახატა, იმისია! -არა, ვინც იპოვა, იმისია! - თქვა კმაყოფილებით. სახეზე ეტყობოდა, აშკარად სიამოვნებდა არსებული სიტუაცია. -ღმერთო! - ნერვები მოეშალა გოგონას. - მომეცი, მჭირდება! -კარგი რაღაცეები გქონდა მანდ, რაც შევათვალიერე. ისინი გამოიყენე. -მე ეგ მომწონს! - ძალიან ცდილობდა ნორმალურობის შენარჩუნობას. -აუ, რა მაგარია, მეც! - გაიღრიჭა ბიჭი. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და უნივერსიტეტის შესავლელისკენ წავიდა. ისეც იცოდა რომ არ შეუშვებდნენ, მაგრამ ჩვეულებვრივზე მეტად დასწყდა გული და იქვე, კუთხეში, სკამზე ჩამოჯდა. -გიხდება გაბრაზება. - გაიგონა მისი ხმა და ისევ მოეშალა ნერვები. მის მოპირდაპირე მხარეს, კედელს იყო მიყუდებული და თან ნახატს ათვალიერებდა. - აი, ისე სასაცილოდ გიწითლდება ლოყები. - ჩაიხითხითა. -საიდან იცი როგორ მიწითლდება ლოყები, როცა მე არც კი მიყურებ! -ზოგი ადამიანი ხედავს, აი შენ გეტყობა, რომ თითქმის ზუსტად ისევე ხედავ, როგორც მე! - გოგონა დაინტერესდა, რას გულისხმობდა და მიუახლოვდა. -რაზე ამბობ? - ჰკითხა და გვერდით დაუდგა. -არ ხარ ბედნიერი, ხომ გითხარი, გახსოვს? -არა, უკვე დამავიწყდა, მადლობა რომ შემახსენე! - უთხრა ირონიულად. -რას ამბობ, არაფრის. - ისიც აყვა. - ჰო და... ზოგი გადმოსცემს, რას გრძნობს. სიტყვებით არა, თავის ხერხით. -არ მესმ... - დაიწყო, მაგრამ მან ისევ გააწყვეტინა. -იმას ვგულისხმობ, რომ შენი ნაცნობების 99% პროცენტი გიჟდება შენს ნახატებზე და არცერთ მათგანს არ უცდია მათ დაკვირვებოდა. -საიდან მოგაქვს? - წარბები შეკრა ბიჭმა. -რომ დაკვირვებოდნენ, უბედური აღარ იქნებოდი. ყველას ბედნიერი ჰგონიხარ, არა? - გაიღიმა. - ლამაზი ხარ, ლამაზი თმა გაქვს, ლამაზი ღიმილი, ჭორფლები. მზესავით ხარ, ოღონდ არ ანათებ. გოგონა დამუნჯდა. თავი გააქნია იმის ნიშნად, რომ თითქოს მისი ნათქვამიდან სიტყვაც კი არ იყო რეალური და ძლივს მიღებული ღიმილით უთხრა. -საიდან? - იკითხა. -ხომ გითხარი, ზოგი ხედავს. - ოდნავ გაეღიმა. -არ მომცემ მაგ ნახატს, არა? - იკითხა ოდნავი ღიმილით. -არა! - სიცილით გააქნია თავი და ნახატი ისევ გულზე მიიხუტა. შემდეგ გოგო თავის ადგილს დაუბრუნდა შესასვლელთან, ის კი ისევ იქ დარჩა. ბიჭი ნახატს უყურებდა, გოგონა მას. ის ალბათ რამე მაგარს გრძნობდა, თავად კი უცნაურს. თითქოს ყველაფერი ირეოდა, მისი სიმშვიდე ნელ-ნელა იმსხვრეოდა. თითქოს ამდენ იდეალურობას შეცდომა მოჰყვა. როგორც იქნა, შეცდომა დაუშვა, რომელმაც ფორიაქნარევი კმაყოფილება შესძინა, რომელსაც შემდეგ მობეზრება დაემატა, რადგან დაცვამ უთხრა, შეგიძლია, შემოხვიდეო... *** ყოველთვის ძალიან უყვარდა თავის ბავშვობის მეგობრებთან დროის გატარება. ზედმეტად დიდ სითბოს გრძნობდა მათთან ყოფნისას და რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყო, ისინი ყველა შემთხვევაში ამხიარულებდნენ. იმ დღეს, შემოდგომის სუსხიანი ქარი მიუძღოდა ერთ-ერთის სახლამდე, კორპუსამდე რომ მიაღწია, ბუზღუნით გაისწორა ოქროსფერი თმა და კარზე დააკაკუნა. -შემოდი, მარი, შემოდი. - გაიგონა დაქალის სიცილით ნათქვამი სიტყვები და სახლში შევიდა. როგორც ყოველთვის, მისაღებში იჯდა, დივანზე. წინ რა თქმა უნდა ყავა ედგა და რა თქმა უნდა, რაღაც სულელურ დრამას უყურებდა ლეპტოპში. ოქროსფერთმიანმა წარბშეკვრით გადაკოცნა დაქალი, ნახატებით გატენილი ჩანთა გვერდით მიაგდო და გვერდით მიუჯდა. -რას შვები აბა? - იკითხა თვალებანთებულმა გოგონამ. -რა-ვი, ვჯღაბნი. - უპასუხა უაზროდ. -რა გჭირს? ვინ მოგიშალა ნერვები? -რა-ვი, აბა. -ყავა გინდა? -რა-ვი. -კიდევ ერთხელ აპირებ მაგის თქმას, თუ გადავიფიქრო შენი ცემა? - თქვა ღიმილით გოგონამ. -მინდა ყავა. -მიღწევაა! - თქვა სიცილით და წამოდგა. -ჩემი ნახატი სად ბრძანდება? დაასრულე? - სამზარეულოდან ჰკითხა სიცილით. -არ დამისრულებია. - თქვა მარიამმა ორჭოფით. -უი მე, ხო უნდა მომკლა, სანამ დაამთავრებ. - თვალები გადაატრიალა გოგონამ. - როდის დაამთავრებ? -ვერ დავამთავრებ, ქეთა. - თვალები ჩახარა მარიმ. -რატომ ერთი? -იმიტომ რომ არ მაქვს! -რას ქვია არ გაქვს? - წარბები შეკრა ქეთამ. -წამართვეს. - მარიამი ძალიან შეეცადა სიცილის შეკავებას, მაგრამ არ გამოუვიდა. -რას ნიშნავს წაგართვეს? ჩემი ნახატი როგორ წაგართვეს? - წაიტირა გოგონამ. -შევეჯახე, დამიცვივდა ნახატები, მოეწონა და წამართვა. ახალს დაგიხატავ, არ იღელვო შენ. -როგორ ხარ ესეთი არანორმალური ვერ ვიაზრებ უბრალოდ! - თავი გააქნია ქეთამ და ყავა მაგიდაზე დადგა. - ზუსტად ეგეთი მინდა, გაიგე? თან დამთავრებული! -არის სერ! - უთხრა მოწყენილმა. თავადაც იცოდა რომ ზუსტად იგივეს ვერ დახატავდა, ძალიანაც რომ ეცადა. მაგრამ ქეთაზე არ დარდობდა, უბრალო ნაჯღაბნი რომ მიეტანა, მაინც მოეწონებოდა. მალე ქეთას ძმა და მარიამის პირველი სიყვარული, (რომელზეც ახლაც იცინოდნენ) მოვიდა სახლში. -აუ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, გადაყევი მაგ ნახატებს, ხო? - იკითხა სიცილით გიორგიმ. -ეჰ, მერე როგორ! - უთხრა და გადაკოცნა. -ეგრე უნდა დავიწყება? თვეში ერთხელ მოდიხარ, ისიც ძლივს. -თვეში ერთხელ შენ გხედავ ხოლმე, თორემ ხშირად მოვდივარ. - გაეცინა მარიამს. ქეთას სახლი აკადემიასთან საკმაოდ ახლოს იყო, ლექციების შემდეგ თითქმის სულ იქ მიდიოდა მაგრამ გიორგი არასდროს იყო სახლში. ქეთა სულ წუწუნებდა, იქით უბანში ძალიან ცუდ "სასტავშია", ვნერვიულობ, მაგრამ რას ვეტყვი, უფროსი ძმააო. ოდნავ ნერვიულობდა მარიამიც, მაგრამ იცოდა, გაწონასწორებული ბიჭი იყო გიორგი, შარში არც სხვას ჩააგდებდა და მითუმეტეს არც თავს ჩაიგდებდა. ცოტა ხანში, გიორგიმაც უხსენა სიტყვები "ქეთას ნახატი მალე დაამთავრე." და მას ისე ძალიან დაეზარა ყველაფრის ახსნა, უბრალოდ დაუქნია თავი. იქ საღამომდე შემორჩა, რომ გამოვიდა უკვე 7 იყო, მაგრამ ბნელოდა და თან-წვიმდა. გიორგიმ თავი გაიგიჟა, რას ამბობ, როგორ გაგიშვებ მარტოო და არაფრით მოუსმენია მისი "აქვე ვარ, რა მომივა"-სთვის, ისე გაუყარა ხელი-ხელში და წვიმაში გავიდნენ გარეთ. რამდენიმე ქუჩა ფეხით გაიარეს, აკადემიას გვერდი ჩუმად აუქციეს და მარიამისთვის უცნობი, უფრო გრძელი გზით წავიდნენ. -წრე რატომ დაარტყი? - ჰკითხა კანკალით. -ცუდი უბანია და იმიტომ. - ისე უპასუხა გიორგიმ, არც შეუხედავს მისთვის. -სულ მაგ უბნით დავდივარ, ცუდის არაფერი ეტყობა. - სიცილით უთხრა გოგონამ. -აქამდე არ იცოდი მაგრამ ახლა ხომ იცი, ლამაზი გოგო ხარ, ეგ ცუდი უბანია. -კარგი რა, გიორგი. - გაიცინა გოგონამ. - მარტო აქ კი არ არიან ბანდიტები. არსად არ ვიარო ანუ? -სხვათაშორის შენკენ მხოლოდ იდიოტი "კაი ბიჭები" არიან, არ ინერვიულო. -მგონი პრობლემაც იმაშია რომ საერთოდ არ ვნერვიულობ. - თქვა სიცილით გოგონამ. ქუჩის კუთხესთან, ერთ-ერთ კორპუსთან ბიჭების დიდი ბრბო იდგა. ერთ-ერთი მათგანი ოდნავ წინ იყო წამოწეული. ლამპიონის შუქი ზუსტად ეცემოდა და მარიამი ამჩნევდა მის ზედმეტად შავ თმასა და ოდნავ გამუქებულ თეთრ კანს. ერთ ხელში ნახატი ჩაებღუჯა, მეორეთი კი "პულივიზატორი" ეჭირა და კედელზე რაღაც ფერადს ხატავდა. -აუ რა მაგარი ხარ, ტო! - ეძახდა ვიღაც. მას ოდნავ ჩაეცინა და ალბათ ვიღაცის მზერა იგრძნო, რადგან წამით გოგონასკენ გამოიხედა, თუმცა უცებ აარიდა თვალი და ისევ ნახატს დაუბრუნდა. -ეგ ნახატი ჯობია, ბო*იშვილი ვიყო! - დაუყვირა ვიღაცამ და იმ ნახატზე მიუთითა, რომელიც ხელში ეჭირა. მარიამმა იგრძნო რომ გაწითლდა. გიორგიმ რაღაც სისულელეზე დაიწყო საუბარი, რომლიდანაც არაფერი გაუგონია.... სახლში ისე მივიდა, ისიც კი არ ახსოვდა, ბიჭს დაემშვიდობა თუ არა. ლოგინს დაენარცხა და ოთახს ახედა. ყველა ნახატზე კოსმოსი, ბუნება, მზე იყო. ძალიან უყვარდა მარიამს მზე, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მთვარე, ან წვიმის წვეთები, მოწყენისას, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასდროს თვლიდა, რომ მზე ვალდებული იყო, სინათლე ეფრქვია. მზის სიცოცხლით სავსე ყვითელი მისთვის სიცივეს ასხივებდა. ისეთ სიცივეს, რომელიც თავიდანვე არ გყინავს, მაგრამ რომ შეგეხება, იგრძნობ რომ სულ შენთან იქნება. სადაც არ უნდა წავიდე, რაც არ უნდა გააკეთო.... შხაპი მიიღო და დაწვა. მიუხედავად იმისა, რომ სიმშვიდის მსგავს არაფერს გრძნობდა, ტკბილად დაეძინა. ტკბილად, მაგრამ სიცივის შეგრძნებით. ისე, თითქოს ვიღაც უყურებდა, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, ვიღაცამ რაღაც არია... გონებაში გაუელვა შავმა თვალებმა და უსიზმრო ძილით, ღრმად ჩაეძინა... *** დაგვიანებით გაეღვიძა, აკადემიის ეზოში დაგვიანებით შევიდა, ისევ არ შეუშვა დარაჯმა და ისევ მოუხდა ეზოში უბრალოდ ყურყუტი. -ისევ დაიგვიანე! - გაიგონა ხმა. -ხატავ ხო? - ჰკითხა უაზროდ და მის წინ ასვეტილ ფიგურას დააკვირდა. -დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა. დამინახე? -კი, მაგრამ ის რასაც შენ ხატვას ეძახი, ხალხი ვანდალიზმს უწოდებს. -გუშინ დამინახე, ხო? - გაეცინა. - გასართობადაა ეგ და ხატვა არაა, ჯღაბნაა. -ლამაზი იყო. - წარბი აწია გოგონამ. -შენც ლამაზი ხარ, მაგრამ რა აზრი აქვს, როცა ბედნიერი არ ხარ? - ჰკითხა სიცილით. -საიდან მოგაქვს ასეთი რაღაცეები? - კითხა წაბშეკრულმა გოგონამ. -რატომ მელაპარაკები ასე თავისუფლად? მარიამს არაფერი უპასუხია. -არ გაქვს პასუხი, არა? - ჩაეღიმა ბიჭს. - არც მე! მგონი პრობლემა არაა. გოგომ ირონიულად გააქნია თავი. -რას ხატავ? - ჰკითხა კარგა ხნიანი დუმილის შემდეგ. -არ ვხატავ. ვჯღაბნი. -არ ჯღაბნი. - თვალები გადაატრიალა მარიამმა. -იცი ხო? აი მე ვიცი რომ შენ არ ხარ ბედნიერი რადგან სხვანაირად ხატავ, შენ ჩემი ნახატიც არ გაქვს ნანახი და იცი რომ არ ვჯღაბნი. რატომ? -სხვანაირი ხარ და იმიტომ. - ოდნავ ჩაეღიმა გოგონას. -რა მაგარია! ლამაზი ხარ შენ. -ბევრჯერ მითხარი უკვე. - გაეცინა მარიამს. -კი და სულ ისმენ მაგრამ არცერთხელ არ გაგიაზრებია. -რა არ გამიაზრებია? - წარბები შეკრა. -სიტყვა ლამაზის მნიშვნელობა. -ვიცი რასაც ნიშნავს! - გააპროტესტა გოგომ. -კი, ისე ზედაპირულად როგორც ჩვენ ყველამ ვიცით როგორ შეიძლება სუნთქვა. - გაეცინა ბიჭს. - იფიქრე და მითხარი მერე, კარგი? -მერე როდის? -მერე. - გაეცინა. - იფიქრებ? -ვიფიქრებ... ცოტა ხანში ისევ ბიჭმა ამოიღო ხმა. -მიდი დარაჯთან, შეგიშვებს. გოგონა ისევ შევიდა აკადემიაში, ის ისევ დარჩა იქ. გოგონას ისევ ჰქონდა არასრულფასოვნების საშინლად კარგი შეგრძნება, ალბათ მასაც, მაგრამ ოდნავ მეტად, რადგან გოგონა ვერ ხვდებოდა სიტყვა "ლამაზის" აზრს, თავად კი სილამაზემ დაანახა ყველაფრის მნიშვნელობა. *** "რა ძალიან მაგარი იქნება ახლა აკადემია რომ დაინგრეს. დიდი მიწისძვრა მოხდეს, დიდი მსხვერპლით. მეც რომ დავიზიანო რაღაც, მაგალითაც მარცხენა ხელი და მარჯვენათი მომიწიოს ხატვა, რაც კი შეუძლებელია, მაგრამ რეალობასთან ყველაზე ახლოსა... აი, ახლა რომ შემოგვესიონ კალიები ან ფრინველების დიდმა ჯგუფმა რომ მოინდომოს მინების შემსხვრევა. ცოტა ტრაგედიით მეტი რომ მოხდეს, სულ ოდნავ მეტით, ოღონდ ჩემს გარშემო. ღმერთო, რაზე ვფიქრობ..." - საკუთარ თავზე ეცინებოდა ისეთ საშინელებებზე ფიქრობდა. -მარი, ნახატს უყურე, ნუ დაფრინავ! - გაიგონა ლექტორის ხმა და თავი მექანიკურად დააქნია. ფუნჯი პალიტრას ოდნავ შეაღო და შემუქებული მწვანით განაგრძო ხატვა. მის ოქროსფერ თავში ახალი იდეა ძველს ემატებოდა და ხელის გავლით, ფუნჯით ედებოდა ტილოს, რომელიც ათასფრად, ათასჯერ, ათასნაირად იცვლებოდა. ხატვა სიმშვიდეს ჰგვრიდა. იმაზე სასიამოვნო სიმშვიდეს, რომელიც მოაქვს საყვარელი სიმღერის ხმამაღლა მოსმენას შუაღამისას, როცა ყველას სძინავს. ოცნებობდა რომ შესძლებოდა საკუთარი ფანტაზიის ასი პროცენტით იდეალურად, იგივენაირად გადმოტანა ნახატზე და შემდეგ მისთვის ბედნიერად ყურება... ცხოვრება ზედმეტად ჩვეულებვრივად კარგი იყო იმისთვის, რომ რეალური ყოფილიყო. რამდენიმე ტონით მუქი უნდა გამხდარიყო, რამდენიმე ვარსკვლავით მეტი გაჩენილიყო ცაზე. ოდნავ შეცვლილიყო შენობები, ადამიანების გამომეტყველება, ნაოჭები ტვინში და სინათლე თვალებში. ღმერთო, როგორ უნდოდა დედამიწის შვიდი მილიარდი ადამიანის დახატვა იქ, სადაც იყვნენ. რამდენიმე რამეს შეცვლიდა, ფერებს გააღიავებდა, გაამუქებდა, რაღაცეებს ჩაამატებდა, ზოგ რამეს ამოიღებდა და გახდიდა სამყაროს ისეთს კი არა, როგორიც იყო ან ისეთს, როგორიც უნდა ყოფილიყო. უბრალოდ ადგილს, სადაც რაღაც კარგის მოხდენისას ისეთი შეგრძნება კი არ ექნებოდა, რომ რაღაც არასწორედ იყო, არამედ შეგრძნება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სულ კარგად იქნები... მართალი იყო ის ბიჭი, არანაირად არ აბედნიერებდა ჩვეულებვრივი რეალობა, რომლის შეცვლაც არ შეეძლო. -მარიამ, ნუ დაფრინავ! - გაიგონა ლექტორის მკაცრი ხმა. -თქვენ არ ამბობდით, ხელოვნება და ფანტაზია ერთად კარგ რამეებს ქმნისო? -ფანტაზია და ფრენა ერთი და იგივე არაა, საყვარელო! - ირონიულად უთხრა ქალმა და ნერვები საშინლად მოუშალა. ლექციები სამ საათზე დაუბრუნდა და ნელი დაბიჯით დაუყვა გზატკეცილს. ფიქრობდა რომ ძალიან დაღლილი იყო და დასვენება სჭირდებოდა. ძალიან უნდოდა კოჯორში მარტო ასვლა და იქ რამდენიმე დღის გატარება მაგრამ ზედმეტად იყო დაკავებული არაფრის კეთებით რომ ნაბიჯი გადაედგა და საკუთარი თავისთვის ერთადერთი რამ მიეცა, რაც ნამდვილად სჭირდებოდა. -მარი? - გაიგონა ხმა და შემკრათლმა მიიხედა უკან.' -ვა, დათი? - გაეღიმა და ჩასახუტებლად გაიწია. -როგორ ხარ? ისევ ისეთი ლამაზი ხარ! - გაუღიმა კლასელმა. -დიდი ხანი არ გასულა, მაგრამ მადლობა. - თავი ჩახარა გოგონამ. -მომენატრე მაგრად, შენც და სხვებიც. შევიკრიბოთ მერე ხო? მოგწერ და... -ჰო, კარგი იქნება! - ხელოვნური ღიმილით გაუღიმა, კიდევ ერთხელ გადაკოცნა და წამოვიდა. დასვენებაზე ფიქრობდა და კიდევ ერთი საშინელება აიკიდა. მიუხედავად იმისა რომ მეგობრული, შეკრული და საკმაოდ სასიამოვნო ხალხისგან შემდგარი კლასი ჰყავდა, თავს ყოველთვის მათგან სხვანაირად თვლიდა და ცდილობდა თავი შორს დაჭირა. კლასიდან მხოლოდ ქეთასთან იყო ახლოს და გული სულაც არ სწყდებოდა, რომ სხვა ახლობელი კლასელი არ ჰყავდა. სანამ სახლამდე მივიდა კიდევ რამდენიმე ნაცნობი შეხვდა და კიდევ რამდენჯერმე მიიღო სიტყვები: "როგორი ლამაზი ხარ." გაახსენდა სიტყვა "ლამაზზე" რომ უნდა ეფიქრა და მიუხედავად იმისა რომ ამის დრო სულ არ ჰქონდა, საწოლზე გადაგორდა და კედელს ააშტერდა. "ლამაზი... ლამაზი... ლამაზი." - იმეორებდა გონებაში. რაში სჭირდება ლამაზს რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა... -მარიამ, ადექი რა დროს ძილია ! - ჩამოაბრუნა დედამისის ხმამ. - მოკლედ პირველ რიგში აქაურობა დაალაგე, ასე მგონია საგამოფენო დარბაზში ვარ. შემდეგ სალომე გამოიყვანე რა, ბაღიდან. მარტო იქნებით დღეს. -ვა, რატო? - საინტერესო რაღაც გაიგონა და წამოიწია. -დაბადების დღეა მამაშენის მეგობრის. პრობლემა ხომ არაა? წავიყვანთ სალომეს თუ გინდა. -უი მე, რა პრობლემა უნდა იყოს, გათიშულს სძინავს 10 საათზე. - ჩაიხითხითა და შემდეგ უთხრა. გავაკეთებ ყველაფერს, რაც დამავალე, ოღონდ ცოტა დამაძინეო. ქალი წუწუნით მაგრამ მაინც დაეთანხმა და ოთახიდან გავიდა. გაღვიძებულმა ოთახი როგორ დააალაგა და როგორ შეკუჭა ნახატები ერთ კედელთან, არ ახსოვს, მაგრამ იცის, რომ გარეთ გამოსვლისას საშინლად გამყინავი ქარი უბერავდა. ფეხით გავლა დაეზარა და ავტობუსით, აკადემიის გავლით წავიდა სალომეს საბავშვო ბაღამდე. -მალი მოიდა! - გაიპრანჭა უფროსი დის დანახვაზე პატარა, ზუსტად მისფერთმიანი გოგონა. -მოდი, ჩაიცვი, გაიყინები. - თქვა მარიამმა და საკუთარი ქურთუკი გაიხადა. სალომეს ძალიან თხელი მოსაცმელი ეცვა, სულ გაიყინებოდა, გარეთ რომ გავიდოდა. -დედიკო ცადაა? - ჰკითხა გოგონამ და დას ხელი გაუწოდა, ჩასაკიდებლად. -სტუმრად. ჩემთან ერთად იქნები, შოკოლადები ვიყიდოთ! გინდა? - საშინელ სიცივეში გავიდნენ. მარიამმა ბავშვს ხელი მაგრად მოუჭირა და ძალიან სცადა ცახცახი არ დაეწყო ქარის გამოქროლებისას, რომელმაც წამში გაყინა. -გჩივა მალი? - იკითხა გოგონამ. -არაუშავს, მალე წავალთ სახლში და გავთებები. - გაუღიმა და ნაბიჯს აუჩქარა. ბაღიდან უკვე გადიოდნენ, ვიღაცამ რომ მიაფარა თბილი ჟაკეტი. -ვაიმე! - შეჰყვირა და უკან მიიხედა. "აუ, არა რა." - გაიფიქრა საკმაოდ ნაცნობი ბიჭის დანახვისას. -არ მინდა, გაიყინები. - თქვა და ჟაკეტი გაუწოდა. -არ გავიყინები, ჩაიცვი! - დაიჟინა ბიჭმა. -აუ... - დაიწყო გოგონამ. -ჩაიცვი მეთქი, არ მცივა. - მარიმმა არაფერი რომ არ გააკეთა, თავის ხელით, ძალით ჩააცვა და შემდეგ ნაბიჯი აუწყო. ცოტა ხნის შემდეგ დაინახა, რომ ბიჭს ხელი დაახლოებით სალომესხელა ვაჟისთვის ჰქონდა ჩაჭიდული. -შენი დაა? საყვარელია. - გაუღიმა ბიჭმა. -მადლობა. - ძლივს თქვა გოგომ. სითბოს შერეული სიგარეტისა და რაღაც ძალიან სასიამოვნო სუნამოს სუნით მთლიანად აღისვსო. -აუ გაიყინები. თან არც გიცნობ, რატომ გელაპარაკები? - ძალიან აწუხებდა მისი მოკლემკლავიანი ფიგურის დანახვა. -რაღაცეები უბრალოდ ხდება-თქო, ხომ გითხარი დილით. -უბრალოდ მაძლევ ჟაკეტს და იყინები? - წარბი აწია მარიამმა. -არა, უბრალოდ გაძლევ ჟაკეტს და გათბობ. - გაუღიმა და ძმას უკეთესად მოკიდა ხელი. -მალი, შოკოლადებს მიკიდი? - წამოიძახა სალომემ. სიცილით გააქნია მარიამმა თავი... გაჩერებასთან რომ მივიდნენ, ავტობუსის გაჩერება ზუსტად დაემთხვა და ისე გაუხარდა, გული აუფრთხიალდა. ჟაკეტის გახდა დაიწყო, თუმცა მან შეაჩერა. -არ მინდა, აქვე ვცხოვრობ, გავძლებ. მარიამმა მადლიერებით გაუღიმა და ჟაკეტი შეისწორა. -არანაირად არ ხარ ნორმალური! - შეუთვალა და ავტობუსისკენ წავიდა. -ეჰ, ვიცი ეგ. იფიქრე იმაზე? -ვფიქრობ. - მიაძახა და ტრანსპორტში ავიდა. - მადლობა. - ოდნავ გაუღიმა და სალომესთან ერთად ფანჯარასთან დაიკავა ადგილი და მის სილუეტს გახედა, რომელიც ნელ-ნელა შორდებოდა მის გამოსახულებას. ის-ის იყო, სულ უნდა გამქრალიყო, რომ საშინელ სიჩუმეში ზედმეტად ხმამაღლა გაისმა მისი ყვირილი: -გაიაზრე, რომ ლამაზი ხარ, მარიამ და მიხვდები! ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, უმცროსი და მიიხუტა და ძალიან სცადა ღიმილის შეკავება, რომელიც არაფრით გამოუვიდა... *** არაფერი იყო მარიამისთვის იმაზე ლამაზი, ვიდრე დაორთქლილი მინის მიღმა გზაზე ჩაწყობილი ლამპიონების რიგის ყურება მისი საძინებლის ფანჯრიდან. ლამპიონები ასე ვარსკვლავებს გავდნენ, ცეცხლის დიდ ბურთებს, რომლებიც ნელ-ნელა ბჟუტავდნენ, მაგრამ იშვიათად ქრებოდნენ. ცაც მოსწონდა მარიამს, ძალიან მუქ ლურჯში შერეული რამდენიმე წვეთი შავი და ათასი, წვრილი, თეთრი წერტილი. სურვილი უჩნდებოდა გაეშალა ხელები, თვალები დაეხუჭა და მის გარშემო ყველაფერი გამქრალიყო, სურდა ის ცას შთაენთქო ბოლომდე, შემდეგი თვალების გახელისას კი საენახა სიახლე, წითელი, ვარდისფერი ან მწვანე ცა, შავი, ლურჯი ან მონაცრისფრო ვარსკვლავებით. არაფერი უყვარდა მარიამს თავისუფლების მცირე შეგრძნებაზე მეტად, რომელიც ქარის გამოქროლებისას გეუფლება, ტანსაცმელი და თმა რომ გერხევა, თითქოს სხვაგან რომ გადადიხარ, თითქოს რომ იწყებ ფრენას, მაგრამ უკან, საწყის პოზას რომ უბრუნდები... მარიამს თავის დაც ძალიან უყვარდა, ძალიან რომ ცდილობდა სწორი ფორმის ყვავილები დაეხატა, რომელთაც შემდეგ გოგონას მიურბენინებდა და ეტყოდა: "ხომ ვხატავ შენნაირად?" შემდეგ კი ოქროსფერი კულულების ცანცარით ხტუნაობდა, როცა გოგონა პასუხობდა, ჩემზე უკეთო. არ ნიშნავდა მარიამისთვის სილამაზე რაღაც ძალიან ჩახლართულს, ფილოსოფურად ამოუხსნელს, ფორმულებით, ელემენტებით დატვირთულს. სილამაზე იყო ყველაზე პრიმიტიული რამ, ყველაზე მარტივი რამ, რისი დანახვაც ყველას შეეძლო, რასაც არ სჭირდებოდა მნიშვნელობა, ახსნა... გაეღიმა, რადგან როგორც იქნა, გაუჩნდა პასუხი ბიჭის კითხვაზე და ჩანახატის მოხაზვა გააგრძელა... *** მიუხედავად იმისა რომ დაგვიანებას გეგმავდა, ჟაკეტის დასაბრუნებლად, დედამისმა ადრე გააღვიძა და პირველ ლექციას მიუსწრო. მოლბერთან დაჯდა და ლექტორის ნათქვამ: "რაც გინდათ ის ხატეთ"-ზე თვალები გაუფართოვდა ბედნიერებისგან. უბრალო ფანქრით მოხაზა ხედი მისი ფანჯრიდან და მუქი ლურჯით დაიწყო ცის ხატვა, შემდეგ ნარინჯისფერნარევი ყვითლით განაგრძო ლამპიონების ხატვა და ვერც კი შეამჩნია, როგორ დაუდგა ვიღაც უკან. იგრძნო როგორ გადაუწია ვიღაცამ მხრებს ოდნავ გადაცდენილი, ოქროსფერი თმა და მისი ხლართვა დაიწყო. ისევ ძალიან ეცადა ღიმილის შეკავებას და ისე გააგრძელა ხატვა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ვარსკვლავების დასახატად შედარებით წვრილს ფუნჯს იღებდა, ის რომ ასრულებდა თმის დაწვნას და შესაკვრელად რამეს ეძებდა, თუმცა გოგონას არაფერს ეუბნებოდა. მარიამმა ცაზე სინათლის მფენი მთვარე გამოსახა უთვალავი თეთრი წერტილის შუაში და ლამპიონების ოქროსფერ, გადღაბნილ შუქსაც დაუმატა ყვითელი. მან მარიამის თმის დაწვნა დაამთავრა, შესაკვრელი ვერაფერი რომ ვერ იპოვა თმა დაშალა და თავიდან დაწნა, შემდეგ თავიდან, ისევ თავიდან, მანამ, სანამ გოგონა ხატვას არ მორჩა... -იფიქრე? - ჰკითხა და თმაში ხელების ბლანდვა გააგრძელა. -კი. - ოდნავ გაეღიმა გოგონას. -აბა, რა არის სილამაზე? - ჰკითხა გამომცდელად. -ის რასაც უყურებ. - უთხრა მარიამმა სიცილით და ნახატზე მიანიშნა. -გეთანხმები, ძალიან ლამაზია. - უთხრა ბიჭმა ღიმილით. -ნახატზე არ გეუბნები, აი რომ უყურებ, ეგაა ლამაზი. - თქვა გოგონამ. -არც მე არ გეუბნები ნახატზე. - გაეცინა ბიჭს და თმა კიდევ ერთხელ ჩაწნა. -აბა რაზე ამბობ? - წარბები შეკრა. ბიჭის სიცილის ხმა რომ გაიგონა მიხვდა და ისე გამოიწია, რომ თმა მისი ხელებიდან გამოსრიალდა. - არ არის სასაცილო! - გაბრაზდა მარიამი. -მე როდის ვთქვი სასაცილოა თქო? -აბა რატომ იცინი? - თვალები გადაატრიალა გოგონამ. -იმიტომ რომ ლამაზად გიწითლდება ლოყები. - უთხრა ის, რამაც უარესად გააწითლა. -ჰო, არა? - წარბები აათამაშა და თითი ფუნჯისკენ გააპარა, რომელიც ხელში ეჭირა. -დარწმუნებული ვარ, შენც მოგიხდება ოქროსფერი ჭორფლები! - გაიღრიჭა და ძალიან სწრაფი მოძრაობით შეაწუწა სახეზე ყვითელი საღებავი. ბიჭს სიცილი აუტყდა, მოჩვენბითი გაბრაზებით სწვდა წითელს და გოგონას თმაზეც გაჩნდა კოპლები. -შენ ამბობ, ლამაზი თმა გაქვსო? რა მიქენი! - კისკისი აუტყდა მარიამს. -ახლა უფრო ლამაზია! - თქვა ბიჭმა და სანამ ის სიტუაციაში გარკვევას მოახერხებდა, გოგონამ დანანებით აიღო მუქი ლურჯი, ოდნავ დაიწვეთა ხელზე და ბიჭის თეთრ მაისურს "შემთხვევით" დაამჩნია, სიცილით. -და შენ გგონია სუფთა გადარჩები? - წარბი აწია ყვითელჭორფლებიანმა ბიჭმა. -სავარაუდოდ არა! - კისკისით თქვა გოგონამ და სახეზე ხელები აიფარა, რადგან მწვანე საღებავმა გაუფერა თითებიც და მაისურიც. ისეთი სიცილი აუტყდა, მოიკრუნჩხა. -ფაღავა და წიკლაური! - დაიძახა დოინჯშემორტმულმა ლექტორმა. -აბა თუ გამოიცნობ ვის დაერხა? - გადაუჩურჩულა ბიჭმა სიცილით. -სავარაუდოდ... ჰო, აშკარად ჩვენ! - თქვა მარიამმა ტუჩის კვნეტით. -გარეთ, დროზე! - თითით აჩვენა კარისკენ. - ეგრე ვერ გადარჩებით, 1 კვირა ლექციების შემდეგ დარჩებით და დაალაგებთ, გაიგეთ? - წამოაყოლა ყვირილით, სანამ ისინი კისკისით მირბოდნენ დერეფანში. -როგორი არანორმალური ხარ! - უთხრა მარიამმა, რომელსაც სიცილისგან უკვე მუცელი სტკიოდა. -მე ვარ არანორმალური? შენ დაიწყე! - წარბი აწია ბიჭმა. -იმიტომ რომ დამცინე და გამაბრაზე! -ჰო კარგი, ორივეს ბრალი იყოს. - გაიღრიჭა ბიჭი. უარესი სიცილი დაიწყეს საპირფარეშოში შესვლისას რომ აღმოაჩინეს, წყალი არ მოდიოდა და უფრო საშინელი მაშინ, როცა სარკეში მოკრეს თვალი ერთმანეთის გამოსახულებებს. -ვაიმე! მოიცადე, სურათი უნდა გადაგიღო! - დაიჟინა ბიჭმა. -აუ, ეგრე რა წესია, მეც უნდა გადაგიღო მაშინ! - წარბები შეკრა გოგონამ. -ერთად გადავიღოთ, კარგი! - დანებდა ისიც. ბიჭმა ხელი გადახვია და სახე გაბადრა, იგივე გაიმეორა გოგონამაც. ერთის ტელეფონითაც გადაიღეს და მეორითაც, იმდენად უდარდელად გრძნობდნენ თავს, სულ არ ადარდებდათ ის, რომ დაისაჯნენ. აკადემიიდან ერთად გამოვიდნენ. -რას ამბობდი, რა არის სილამაზეო? - იკითხა ბიჭმა. -ჩემთვის ყველაზე დიდი სილამაზეა ლამპიონები დაორთქლილი მინის მიღმა, რომელთაც ზემოდან დაჰყურებს ვარსკვალებით გადაჭედილი ცა და ჩემი და, რომელიც საღებავებით მოსვრილი მეკითხება, გამოუვიდა თუ არა ნახატი. არ სჭირდება სილამაზეს მნიშვნელობა, კვლევები, ფორმულები და ათასი რაღაც. უბრალოდ საჭიროა დაინახო. მიხვდი? -კი. გხედავ. - გაუღიმა. მარიამი ისევ გაწითლდა და ისევ ჩახარა თავი. -გეხვეწები რა, გაწითლებული თმა, საღებავებით დასვრილი მაისური, ხელები და სახე მაქვს. რანაირად მეუბნები, ლამაზი ხარო? -აი, ყველაფერს გეფიცები, ამ წამს თუ არ იყო, ყველაფერზე ლამაზი, რაც ოდესმე მინახავს ! - თქვა ზედმეტად სერიოზულად და მარიამმა ძალიან სცადა სუნთქვა არ შეეწყვიტა, მაგრამ არ გამოუვიდა. მზერა გაუშტერდა მის თეთრ კანზე, მიხატულ ჭორფლებსა და უძირო თვალებზე, ისევ ჩახარა თავი და შემდეგ გაეღიმა. -დიდი მადლობა, ძალიან. - უთხრა და სანამ გაჩერებაზე დადგებოდა, მან უთხრა. -მგონი გვიანია გასაცნობად, მაგრამ, არასდროს არის გვიანიო და... - დაიწყო სიცილით. -გამარჯობა, მე ნიკა ვარ, ოქროსფერთმიან, ულამაზეს გოგონებთან მივდივარ და ნახატებს ვართმევ ხოლმე. -გამარჯობა ნიკა, მე მარიამი ვარ, შუა ქუჩაში შეხვედრილ გიჟებს, გიჟივით ველაპარაკები ხოლმე. - გაეღიმა გოგონას და საკუთარი წითელი ხელი ჩამოართვა მის ლურჯს. საიდანღაც გაახსენდა სიმღერის ტექსტი. წითლის, ლურჯისა და იისფერი ცის შესახებ და ქუთოთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. -სასჯელზე გნახავ! - დაუყვირა ნიკამ, როცა უკვე ავტობუსში იყო და მას უამრავ ხალხში, კიდევ ერთხელ აუტყდა სიცილი, რომელიც თითქოს არ ნიშნავდა არაფერს, მაგრამ ყველაფრის მაუწყებელიც იყო. -გოგო, ეს ვინღაა? - წარბები შეკრა ქეთამ, რომელსაც მარიამის ტელეფონი ეჭირა და სურათებს ათვალიერებდა. -რომ მისმენდე, გაიგებდი ვინცაა, მაგრამ ისევ რაღაც სისულელეს უყურებ. - წარბები შეკრა გოგონამ. -გამოვრთე, კარგი! - კომპიუტერი ხელის ერთი მოსმით დახურა და წარბაწევით მიაჩერდა დაქალს. - აბა, ვინ არის, სახელი, გვარი, ასაკი, დაბადების ადგილი, მისამართი, ტელეფონის ნომერი. ისე, რატო მეცნობა და რატომაა ესეთი სიმპატიური? მარიამმა ერთი ჩაისუნთქა დაიწყო: -სახელი ვიცი მარტო. ნუ გვარიც მითხრა, მაგრამ არ მახსოვს. - გაეცინა. - აუ, ვგიჟდები ქეთა. ძალიან ბევრი რაღაც ხდება, ძალიან სწრაფად ხდება და ასე მგონია წამოწევას ვერ ვასწრებ. მგონია ყველაფრის უკან ვრჩები, ყველაფერი კარგად იყო, არ მომწონდა, ეხა ირევა ყველაფერი და არც ეს მომწონს. ცოტა მაკლია, მართლა გავგიჟდები და ჩემს გამოგონილ პლანეტებში დავიწყებ ცხოვრებას, აქედანვე. -და ეგ შეიძლება ამ უსიმპატიურესს დავაბრალოთ? - იკითხა ქეთამ წარბაწევით. -არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც ოდესმე დამიშვია და თან არ შემიძლია, არ დავუშვა. - გაეცინა მარიამს. - უცნაურად ვარ. ზედმეტად უცნაურად იმისთვის, რომ აკადემიაში ვიარო, იმისთვის რომ ხალხს ჩვეულებვრივ შევერიო. იმდენად უცნაურად ვარ, წარმოუდგენელია ასეთი უცნაურობა. -დაწყნარდი! - ხელი მხარზე დაადო გოგონამ. - კარგად იქნება ყველაფერი, შენ ხომ ოპტიმისტი ხარ? ყველაფერი კარგად დასრულდება, რაც არ უნდა იყოს. -რომ არ ვიცი რა არის? - სიცილი აუტყდა მარიამს. - ვაიმე, როგორ ძალიან გავრეკე. - სიცილისგან მოიკრუნჩხა. - წავედი, დასჯილი ვარ. -რატომ? - იკითხა წარბშეკულმა. -"ვითამაშეთ" საღებავებით. - თქვა სიცილით, დაქალი გადაკოცნა და ჩანთრის თრევით გავიდა გარეთ. *** -დაიგვიანე, მარიამ, ჩათვლას არ გაღირსებ სემესტრის ბოლოს! - თქვა ლექტორის ხმით ნიკამ, გოგონა ოთახში რომ შევიდა. -კარგი რა, რა გაცანცარებს, დასჯილები ვართ. - გაეცინა და ჩანთა მაგიდაზე დადო. -ცხოვრება ხანმოკლეა, ყველაფრით უნდა მიიღო სიამოვნება! - გაიღრიჭა და დიდი ტილო კედელთან დადო. -ცხოვრება სისულელეა, სასიამოვნო კი ძალიან ცოტა. - თქვა მარიამმა უხასიათოდ და თვითონაც დაწვდა ერთ-ერთ მოლბერტს. -რა გჭირს? - წარბები შეკრა ბიჭმა. -რა-ვი. - მხრები აიჩეჩა. -სადღაც წამომყვები? - ჰკითხა. -სად, გააჩნია? - ოდნავ გაეცინა გოგონას. -ცოტა რომ მენდო, არა? - სათნო ღიმილი აჩუქა და ლამაზი თვალები მაცდურად დაახამხამა. -მოდი, დავფიქრდეთ. - ოდნავ გაეცინა მარიამს. - შენ ხარ ბიჭი, რომელმაც წამართვა ნახატი, რომელიც უნდა მეჩუქებინა მეგობრისთვის, რომელიც ახლა ცულით დამდევს. შენ ხარ ბიჭი, რომელსაც აქვს უამრავი ნაიარევი, შენ ხარ გიჟი, არანორმალურად გიჟი ხარ. - გაეცინა. - და იმ ბიჭის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებ, რომელთანაც არ უნდა მქონდეს არანარი ურთიერთობა! -მართალი ხარ. - გოგონას გაუკვირდა, რომ დაეთანხმა. - მე ძალიან ცუდი ვარ, ძალიან, ძალიან ცუდი. - გაეცინა. - იმაზე ცუდი, ვიდრე ვინმე წარმოიდგენს. მაგრამ ყველა იმსახურებს, შანსს არა? - გაეღიმა. - მარტო ერთს. აი, ციფრი, ერთიანი. - თქვა და ფუნჯს დასწვდა, ფურცელზე ლურჯი საღებავით ერთი ხაზი დახატა. - შემდეგ ფურცელი აიღო და შემოაბრუნა. - აი, უკუღმაა, მაგრამ მაინც ერთია, ჰო? - გაეღიმა. - ყველა ვიმსახურებთ ერთს, ჰო? -მე შვიდიანი მიყვარს და თუ შენ შევიდიანს შემოაბრუნებ, ის შვიდიანი არ დარჩება, უბრალო ხაზების კომბინაციაა. -ანუ, არ მომცემ შანსს? - ოდნავ ჩაეღიმა, თვალებში კი ეტყობოდა გულწრფელი ნერვიულობა და კიდევ, რაღაც მეტი, ამოუხსნელი, ყველასთვის დამალული... -ერთი პირობით. - გაეღიმა მარიამს. -ნებისმიერი რამ! - გაეღიმა ნიკას. -აღარ თქვა რომ ლამაზი ვარ და მოგყვები. -ოჰ, რა ამბიციური ხართ, მილედი! - თქვა წარბშეკვრით. - ვერ ვიზამ მაგას. ხომ მოდიხარ მაინც? მარიამმა თავი გააქნია, პირველად გაიაზრა რამხელა გავლენა ჰქონდა სრულიად უცნობს მასზე და ოდნავ წინ მიმავალს, უკან გაჰყვა. *** ბინდდებოდა ქალაქში უკვე. ზამთრის მოახლოება დღის ხანგრძლივობას შესანიშნავად აჩნდა. ნელ-ნელა ინთებოდა ლამპიონები, ქუჩაში კი ხალხი თან-იმატებდა, თან კი - იკლებდა. ძალიან მოსწონდა (ემასვწერდი როგორ გავს ბლუჯინსს რა :'( ) მარიამს დღის ეს პერიოდი, ის რომ თბილისში არ ცხოვრობდა იმდენად ბევრი ხალხი, რომ ღამით ქუჩები გადაჭედილი ყოფილიყო; რომ სხვებს ძალიან ადარდებდათ "ღამის ცხოვრების" არ არსებობა, მისთვის კი სწორედ ეს იყო მოსაწონი. ღამით თბილისში ყველა თავისთვის იყო, ყველა თავის ან სხვის უბანში სცემდა ვიღაცას და მართლაც, არ იყო ხმაურიანი თბილისი ღამით, მაგრამ სახიფათო-საშინლად. -სად მიგყავარ? - იკითხა მარიამმა რომელაც მოთმინება ნელ-ნელა ერეოდა. -არადა არასდროს მეგონა რომ ჩემს გვერდით ლამაზი გოგონა მოიწყენდა. -გეყოფა რა ცანცარი. - ოდნავ გაეცინა. -რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? -არ დაიჯერებ რომ გითხრა. - ჩაეღიმა გოგონას. -სცადე! - წარბი აწია ბიჭმა. -აზრი აქვს? -ყველაფერს აქვს, მარიამ, აზრი, ყველაფერს. -რაღაც პერიოდის განმავლობაში ყველაფერი იდეალურად იყო, აი ძალიან კარგად და არ მომწონდა. ახლა კი ვგრძნობ რომ რაღაც დიდი შეცდომა დავუშვი, მსიამოვნებს მაგრამ თან რაღაც ცუდს ვგრძნობ. - გაეცინა გოგონას. - ვიცი რომ სისულელეებს ვლაპარაკობ, შენ თვითონ მკითხე. -გეტყოდი შეცდომაზე ერთ-ორ რამეს, მაგრამ გაიქცევი აქედან. - გაეცინა. -შენს თავს მაგხელა მნიშვნელობას ნუ ანიჭებ, რა. სირცხვილია. - გაეცინა მარიამსაც. -მაგრამ მართალია! ასი პროცენტით ვარ დარმუნებული, რომ მართალია. მიხვდები შენც, მოითმინე ცოტა. -თუ ასი პროცენტით ხარ დარწმუნებული, უნდა გავიქცე. - წარბი აწია მარიამმა. -არ მინდა რომ გაიქცე. არც შენ გინდა მაგრამ არაფრის დიდებით არ აღიარებ მაგას. -თუ ვაღიარე? - იკითხა მარიამმა. -ჯერ აღიარე და ვნახოთ მერე. - ჩაეღიმა ბიჭს. -რას იზამ, ნახატს დამიბრუნებ? -მეგონა შევთანხმდით რომ ის ნახატი ჩემია. - წარბები შეკრა ბიჭმა. -კარგი, მაშინ რა? -ოო, არაფერი. - ნერვები მოეშალა და ნაბიჯები უფრო სწრაფად აუწყო. -მინდა რომ დამპირდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არავითად შემთხვევაში, არსად და არასდროს არ იტყვი, იმაზე, რასაც აქ ნახავ. - შემობრუნდა ნიკა, როდესაც რაღაც კარის წინ აღმოჩნდნენ. -არ მომწონს რაღაც... - დაიწყო მარიამმა. -შენ შანსს დამპირდი, მარიამ! -კარგი, გპირდები. - თქვა გოგონამ. -მისმინე, სერიოზულ კანონდარღვევას ნახავ იქ, დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა სერიოზულად. -კი. -მაშინაც არ იტყვი არაფერს, თუ ჩემზე გაბრაზდები და შემიძულებ? -უნდა გავბრაზდე და შეგიძულო? - ოდნავ გაეღიმა მარიამს. -არაპროგნოზირებადი ადამიანი ვარ. -არა, უბრალოდ არ მენდობი. - გაეცინა. -მარტო ჩემზე არაა ეს, თორემ... -კი, არანაირად არ ვიტყვი არაფერს, გპირდები. - თავი დაუქნია მარიამმა. -წარმოუდგენლად სულელი ხარ, მარიამ... - თავი გააქნია, მხარზე ფრთხილად დაადო ხელი და ჩაბნელებულ შენობაში შეუძღვა. -რატომ? -იმიტომ რომ არ მაძლევ უფლებას შეგეშვა, გაგაუბედურებ. მე ვარ შენი დიდი შეცდომა. - თვალებში შეხედა და გოგოს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ მას არანაირად, არანაირად ეპარებოდა ეჭვი საკუთარ სიტყვებში. ლიფტში შევიდნენ და სადღაც ძალიან, ძალიან მაღლა ავიდნენ. -რატომ? - იკითხა გოგონამ. -რაზე ამბობ? - იკითხა ნიკამ. -კარგი, არაფერი... - თავი გააქნია გოგომ. მგონი თავადაც არ იცოდა, რა უნდა ეფიქრა. -დახუჭე თვალები, რა. - ზემოდან დახედა ნიკამ და იმ წამს გაიაზრა თუ რამდენად დაბალი იყო მასთან შედარებით. გაუაზრებლად დახუჭა თვალები, ქუთუთოებს მიღმა და კი მბჟუტავი სინათლე შეიცნო. ნიკას ხელებმა ფრთხილად გამოიყვანეს ლიფტიდან. შემდეგ იგრძნო როგორ გადაუწია მან თმა ყურს უკან და ფრთხილად ჩასჩურჩულა: -გაახილე თვალები და დაუშვი ყველაზე საშინელი შეცდომა, მარიამ. - გოგონამ იგრძნო როგორ შეეპარა ხმაში ღიმილი და მან ნელ-ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს. პირველ რიგში ძალიან ბევრი ფერი დაინახა. უთვალავი რაოდენების ფერები, რომელთა მიღმაც ნელ-ნელა გაირჩა კედლები, დიდი ოთახი იყო, ძალიან, ძალიან დიდი. კუთხეებში პუფები და პატარ-პატარა მაგიდებიც იყო. შუაში პატარა ბარიც იდგა, ტატუებიანი ბიჭი იდგა და რაღაც უცნაური ფერის სასმელს ამზადებდა. იყო დიდი აივანიც, რომლიდანაც მთვარის შუქნარევი ვერცხსლისფერი ერეოდა ოთახის ჭუჭყიან ყვითელს და მას ოდნავ აღიავებდა. სადღაც, ვიღაც ტატუს იკეთებდა. ვიღაც სვამდა და თან ეწეოდა. ვიღაცას სახეზე ეტყობოდა მიღებული ექსტაზის დოზა... -შეგეშინდა? - იკითხა ნიკამ და თან ვიღაცას ხელი დაუქნია. -მომწონს. - თქვა გოგონამ, საკუთარი პასუხით გაკვირვებულმა. -არ უნდა მოგწონდეს, მარიამ. არ მოსწონთ ნორმალურებს, ესეთი სიტუაციები. -ესენი შენ მოხატე? - ჰკითხა თვალებანთებულმა გოგონამ და ერთ-ერთ კედელთან მივიდა. -ჰო, რავი... ხომ გითხარი, ვთამაშობ "პულივიზატორით". - ხელით თმა უკან გადაიწია და ოდნავ გაუღიმა. -თუ შენ ამას თამაშს ეძახი... -ხალხი ამას ვანდალიზმს ეძახის. - გაეცინა ნიკას. -აუ, მართლა ძალიან მაგარია. - თქვა აღფრთოვანებულმა და კედლებს ნელ-ნელა მიუყვა. თითოეულ ორნამენტს, აბსტრაქციული ელემენტების ერთობას გააყოლა თითი. სასწაულად ენაცვლებოდნენ ფერები ერთმანეთს. -იმისთვის მოგიყვანე... - დაიწყო ნიკამ. - წამომყევი, ორი წამით. - უთხრა და ხელი ჩასჭიდა, შემდეგ კი აივანზე გაიყვანა, იქ სადაც უფრო მეტი სიმშვიდე იყო, დივანზე ჩამოჯდა და მისი უკნიდან გოგონას ნახატი ამოიღო. -დაამთავრებ? - ჰკითხა ღიმილით. მარიამს სახე გაუნათდა, უნებურად გაეცინა. -მაინც არ გამატან, ჰო? -არანაირად. - გაიღრიჭა ბიჭი. შემდეგ მან მისცა საჭირო საღებავები და ოდნავ მოშორებით დაუჯდა. უყურებდა როგორ ურევდა გოგონა საღებავებს ერთმანეთში და როგორ ხატავდა ცასა და უკიდეგანოდ გაწყობილ შენობებს... მალე წამოვიდნენ, მაგრამ გოგონამ იცოდა რომ ის, რაც იქ ნახა არასდროს დაავიწყებოდა. ზედმეტად ეუცნაურებოდა ყველაფერი, უცნაურად კარგად გრძნობდა თავს, უცნაურად აკვირვებდა ნარკომანების რაოდენობა იმ ადგილას, რომელმაც ყველანაირად გააოცა. ეუცნაურაბოდა ყველაფერი, ყველაზე პატარა რამეც კი რაც ნიკას შეეხებოდა. მიუხედავად იმისა რომ არ უნდოდა, მაინც მიიყვანა კორპუსამდე, დამშვიდობებისას კი გოგომ უთხრა: -არც მე არ მინდა გაქცევა. დაინახა როგორ გაეღიმა, შემდეგ შენიშნა მისი ანთებული თვალები, მათში ათამაშებული ჭინკები. თავად იგრძნო ბიჭის განუსაზვრელი, არაფრიდან მოსული სიხარული. შემდეგ ის ძალიან ოდნავ მოიხარა, გოგოსკენ ახლოს წავიდა და შუბლზე, ზუსტად წარბებს შორის ძალიან მაგრად აკოცა. -გავგიჟდი მარიამ, ორივეს დაგვერხა! - უთხრა და სიცილით მოშორდა. სწრაფად აირბინა გოგონამ კიბეები და სულ მალე შთაინთქა სიბნელეში... ** საათის დიდი ისარი დაუკითხავად გადაცდა ორიანს და მისგან ოდნავ მოშორებით გაჩერდა მანამ, სანამ პატარა ისარებმა, ოცდა ცხრა წუთი და უკვე მეექვსე წამიც მიითვალეს. საშინელი ქარი იყო, უამრავჯერ დასჭირდა მარიამს წამდგომა და გაწეული ფარდის გასწორება, რომელსაც საიდანღაც შემოპარული ჰაერი უაზროდ ათამაშებდა. საშინელი სიჩუმე იდგა სახლში, ქალაქში... იმდენად საშინელი და ავის მომასწავებელი, რომ გოგონას თბილ ოთახში აკანკალებდა. ვერაფრით დაიძინა. მისი ტვინი ზედმეტად იყო გატენილი ინფორმაციით, დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაციით, მას კი ყველაფრის გადახარშვა ასე მარტივად არ შეეძლო. დამამშვიდებელის დალევა უნდოდა მაგრამ რაღაცით მოსწონდა სიჩუმე, რომელიც სამის ნახევარზე გარკვევით ისმოდა მის გარშემო. წამოდგა, ფარდა გადაწია და ცას მიაშტერდა. უამრავ ვარსკვლავს შორის ძალიან შეეცადა რამე განსხვავებული დანეხა, რაც აუხდენდა ოცნებებს სხვა პლანეტების შესახებ. როგორ უნდოდა წასვლა... ქვეყნიდან კი არა, პლანეტიდან. თავს ისე გრძნობდა, როგორც მკითხველი, რომელიც ძალიან კარგ წიგნს წაიკითხავს და ყველანაირი საშუალებით ამბობს უაზრს იმ სამყაროდან წამოვიდეს და რეალობას შეეჩეხოს. ჩხუბის ხმა ესმოდა საიდანღაც და არც უკვირდა, როგორ შეიძლებოდა შუაღამე თბილისში ჩხუბის გარეშე... ნანახმა მისი გონება ყირაზე დააყენა. მისი ტვინი ცდილობდა ინფორმაცია პატარა ნაწილებად დაშალა და გადაეხარშა მაგრამ ეს იმდენად არ გამოსდიოდა, თავს ვერც ძილის სურვილს ატყობდა და ვერც სიფხიზლის. საბოლოოდ, ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ფურცელს დასწვდა და უცებ დაიწყო მასზე ფანქრით სახის კუთების, თვალებისა და ცხვირის გამოყვანა და რომ მიხვდა უნებურად ვისაც ხატავდა, რაღაც ამუხსნელი დანაშაულის შეგრძნებით დაბრუნდა საწოლში თუმცა წამითაც არ მოუხუჭავს თვალი... ცა შავიდან გალურჯდა, გაღიავდა, გაღიავდა, შემდეგ თითქმის გათეთრდა და ნელ-ნელა, პატარ-პატარა, თხელ ფენებად გადაეფარა ნაცრისფერი. იცოდა მარიამმა რომ იწვიმებდა, უნებურად დადგა ცუდ ხასიათზე. -დედი, ნუ წახვალ მოდი, აკადემიაში, იწვიმებს. - უთხრა დედამისმა დილით, როცა ოთახში შემოუყო თავი. -დასჯილი ვარ დე, ხომ იცი. - უთხრა და ზოზინით წამოდგა. -ლექციების შემდეგ ხარ დასჯილი, მარიამ, სახლში რჩები, არ მაინტერესებს! - ხმა გაუმკაცრდა ქალს. - და თუ გგონია რომ ვერ შევნიშნე, როგორ მოგაცილა გუშინ ვიღაცამ, ან ის რომ გვიანობამდე არ იყავი ქეთასთან ერთად, ან ის რომ გაათენე, ძალიან ცდები. სალომე პატარაა, მაგრამ ბევრს ხედავს. - თვალი ჩაუკრა ქალმა. -აუ დე... - დაიწყო მობეზრებით გოგონამ. ძალიან რთულ სიტუაციაში ჩადგა, რომლიდან გამოსვლაც საშინლად დაეზარა. - დამიჯერებ, რომ ვერაფერს ვიგებ? ქალი შემოვიდა, საწოლზე დაუჯდა და თმაზე ხელი გადაუსვა. -ენდობი? იმ ბიჭს. -დე, 1 კვირაა ვიცნობ... - თავი ჩახარა მარიამმა. -მაგრამ ... -არ ვიცი დედა. - თვალებში ცრემლი ჩაუდგა. - ისიც კი არ ვიცი რა მატირებს, დავიძინებ და გამაღვიძე 4-ზე, კარგი? -ისეთი რაღაც არ ქნა, რასაც ინანებ მარი. თუ ისეთს ეძებ, ვინც შეგიყვარებს, მთელ უბანს შენ უყვარხარ. - უთხრა ქალმა, აკოცა და ოთახიდან გავიდა. -ფუ, ამის დედაც! - დაიჩურჩულა მარიამმა და საწოლზე გადაწვა, საბედნიეროდ, ჩაეძინა... *** -ისევ არ ხარ ბედნიერი. - უთხრა ბიჭმა აუდიტორიაში შესვლისთანავე. -ნუ ხარ ვუნდერკინდი რა. - ნერვები მოეშალა გოგონას, ჩანთა მხრიდან მოიშორა და მოლბერტების გასწორებას შეუდგა. -ხომ შეიძლება, ოდნავ გიხაროდეს რომ იმად დაიბადე რაც ხარ, ხომ შეიძლებოდა ყოფილიყავი ვინმე... -ამით ისევ უსვამ ხაზს რომ ლამაზი ვარ და მეტი არაფერი, მადლობა. - უთხრა გაბრაზებულმა. -რა გჭირს შენ? - წარბები შეკრა. - მოიცადე, ვიცი. - ცინიკურად გაეღიმა. - იფიქრე და მიხვდი რომ ნაძირალა იდიოტი ვარ. არა? -მაგას მაშინვე მივხვდი, რომ დაგინახე. - თვალები გადაატრიალა გოგონამ. -და გუშინ დარწმუნდი. -გუშინ შენზე სულ სხვანაირი წარმოდგენა შემექმნა მაგრამ ამ სიტუაციას არ შეეფერება, არ მაქვს მოყოლის თავი. -მნიშვნელოვანია, მარიამ. - თქვა სერიოზულად და თვალებში შეხედა. გოგონამ შენიშნა მისი თვალების უკიდურესობა და თითქოს გაარჩია გამჭვრვალე ირისები შავი საწამლავის ზღვაში. -არ ხარ ნაძირალა იდიოტი. - ოდნავ ჩაეღიმა მარიამს. -აბა რა ვარ? - იკითხა კმაყოფილების ღიმილით ნიკამ. -არ ვიცი. არაფერი არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს და მგონი არც მინდა რომ ვიცოდე რადგან ვგრძნობ, რომ ცუდი არ ხარ და დანარჩენი არ მაინტერესებს! -ღმერთო... - თვალები დახუჭა და ოდნავ გაეღიმა. -რა? - წარბები შეკრა მარიამმა. -იმ ყვავილს გავხარ, რომელიც ყველას მოსწონს, მაგრამ ვერავინ ეკარება. -შეგიძლია მომეკარო, არ ვიკბინები. - გაეცინა გოგონას. -მე კი, დანარჩენები? -დანარჩენებში ვის გულისხმობ? - წარბები შეკრა გოგომ. -რა-ვი, თუნდაც შენი დაქალის ძმა, ვერ ხედავ რომ უყვარხარ? მაგრამ აშკარად მეგობრების ზონაში გყავს მოქცეული. და ეგრე კიდევ შენი ნახევარი კლასი, რამდენიმე აკადემიელი და მთელი უბანი. - მარიამს სიცილი აუტყდა. -საიდან იცი? -მარტო ეგენი კი არა, იმდენი რაღაც ვიცი, მარიამ, იმდენი!.. - თქვა ღიმილით, მიუახლოვდა და სახიდან კულული ნაზად გადაუწია, ამასობაში კი ძალიან, ძალიან ფრთხილად შეეხო გოგოს კანს, ისე რომ მან ძლივს იგრძნო, მაგრამ დააჟრიალა. -ხანდახან ძალიან მინდა ის ადამიანი ვიყო, რომელიც ყველაზე მაგრად გიცნობს, სერიოზულად. - გაეცინა გოგონას. თავადაც არ იცოდა რატომ ლაპარაკობდა.-~ -საინტერესო გგონივარ? არადა ცუდი ვარ, ნუ მეკარები-თქო, კი არ გატყუებდი. -შენ თქვი რომ გაქცევა არ გინდოდა, ნიკა. -და შენ თქვი, რომ არც შენ გინდოდა, მარიამ. - წარბი აწია. -ჰო მაგრამ შენ მომეცი ამის მიზეზი! მე მაბრალებ, ამბობ რომ უნდა გავიქცე, მაგრამ შენ მექაჩები უკან! - ნერვები მოეშალა გოგონას. -დაიღალე? უკვე დაიღალე? -არ დავღლილვარ, ნერვები მეშლება სულ ერთი და იგივეს რომ გაიძახი. ნიკა მარიამს მიუახლოვდა, თავზე გადაუსვა ხელი და ოდნავ გაუღიმა. -არ შემიძლია, უკან რომ არ გამოგექაჩო და შენი ყოველი დანახვისას არ ავღნიშნო, თუ როგორი კარგი ხარ შენ და როგორ ვანადგურებ მე ყველაფერ კარგს, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ იმას, რომ კარგი ჩემი ნარკოტიკია და შენ ყვე-ლა-ზე კარ-გი ხარ... მარიამს ოდნავ გაეცინა, უცებ ძალიან გაუხარდა, თუმცა სცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და მოლბერტებს მიუბრუნდა. -მაგრამ ჩვენ მაინც დასჯილები ვართ, შესაბამისად... და ოთახის დალაგებამდე ხმა არავის ამოუღია.... *** -არ გიფიქრია, რომ კომაში ვართ და ყველაფერი წარმოსახვაა? - ჰკითხა ნიკამ. გოგონამ მხრები აიჩეჩა, თმა გადაიწია და წარბი აწია. -რა მნიშვნელობა აქვს, გაღვიძების გზა უნდა ვიპოვოთ? - ოდნავ გაეცინა მარიამს, ბიჭმა კი გაკვირვებით შეხედა. -არ გინდა რომ გაიღვიძო? - გოგონამ მხრები აიჩეჩა. -მე იმდენი რამ მინდა, ყველაფერი ხომ არ ამისრულდება. - ოდნავ ჩაეცინა. - შენ გინდა? -არა. - თქვა მტკიცედ. გოგონას გაუკვირდა, მაშინ რატომ წამოიწყო ამ თემაზე საუბარიო. -არ მესმის... - დაიწყო, თუმცა ბიჭმა ისე გააგრძელა, თითქოს მისი ხმა არც გაუგონია. -ბევრი რამ მომწონს ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც მხოლოდ ჩემს თავში იყოს. -მე პირიქით, ახლა დავფიქრდი და მაინტერესებს რომ გავიღვიძებ, რას ვნახავ. -მე ვიდგები შენს საწოლთან, ხელი მექნება ჩაჭიდული და გეტყვი, გაიღვიძე მარიამ, გელოდები! ამ დროს შენ თვალებს გაახელ და გამიღიმებ, ჩემს სახელს დაიყვირებ, ის კი ექოდ გაისმება და ამ ყველაფერს დაემატება რაიმე რუსული სიმღერა... შენ ნელ-ნელა წამოწევ თავს და მეტყვი, ამდენი ხნის შემდეგ? და მე გეტყვი-ყოველთვის, ოღონდ ზუსტად ისე არა, როგორც სევერუს სნეიპი იტყოდა. - ჩამოარაკრაკა ნიკამ სრული სერიოზულობით და გოგონამ, მიუხედავად იმისა რომ ვერ გაიგო ბიჭი ხუმრობდა თუ არა, საშინელი სიცილი ატეხა. -არ მითხრა რომ "ჰარი პოტერი" მოგწონს! - თქვა გაკვირვებულმა. -სნეიპი მიყვარს, წიგნსაც არაუშავს, მაგრამ სნეიპია გენიალური. -გეთანხმები! ღმერთო, არც კი მეგონა რომ რაიმე საერთო გვქონდა. - გაეცინა მარიამს და ქეთას უბნსკენ შეუხვია. ბიჭმა ამოიოხრა, ეს როგორ მაკადრეო და ჩამოთვლა დაიწყო. -ორივეს გვიყვარს ხატვა და... - ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, თითქოს რაღაცას იხსენებს, მაგრამ თან არ ახსოვსო. მარიამმა წარბაწევით, ცინიკური ღიმილით შეხედა და უთხრა: -როგორც ხედავ, სხვა საერთო არ გვაქვს. -ბევრი საერთო გვაქვს, უბრალოდ მათი ჩამოთვლა აუცილებლობას არ საჭიროებს. - უთხრა ირონიულად. -როგორც გინდა. - თავი გააქნია მარიამმა. - აქედან მივდივარ... -აქ რა გინდა? - წარბები შეკრა. - არაა კარგი უბანი. -ნუ ნერვიულობ, დამცველებს რა გამომილევს, როგორც აღნიშნე ყველა გიჟდება ჩემზე. - უთხრა გოგონამ ირონიულად და თვალები გადაატრიალა. -მარიამ, სერიოზულად ვამბობ, არ არის კარგი უბანი. -ამ უბანში უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული ვიდრე ჩემში, ნუ ნერვიულობ-თქო. - გოგონას უკვე ნერვები ეშლებოდა. -მალე გამოხვალ? დაგელოდები. - არ ნებდებოდა ნიკა. -ნიკოლოზ! - აფეთქდა გოგონა. იგრძნო როგორ აუღაჟღაჟდა ლოყები და როგორ მოერია ბრაზი როცა ბიჭის სიცილის ხმა გაიგონა. - რას ხედავ სასაცილოს? -ნიკოლოოოზ! - გააჯავრა და უარესად მოიკრუნჩხა. - მიდი, მიდი შედი. გელოდები. -გამაცილებენ! - კბილებში გამოსცრა გოგონამ. -ვინ გაგაცილებს? - წარბი აწია. -გიორგი. - მარიამმა შეამჩნია როგორ ეცვალა ბიჭს სახე. ხელები გადაიჯვარედინა და ეჭვნარევის მზერით შეხედა. -რომ უყვარხარ ის? -არ ვუყვარვარ! - წარბები შეკრა. - არასწორი ინფორმატორი გყავს. -ჩემი ინფორმატორი მე ვარ და მე არასწორი არ ვარ. უყვარხარ მაგ ბიჭს. -მაგას არა, მე მიყვარდა. - უარესად მოეშალა ნერვები მარიამს. -გიყვარდა? - იკითხა, აშკარად შეეტყო რომ რაღაც ეწყინა. -კი, 14-ის რომ ვიყავი! - თვალები გაუფართოვდა გოგოს და თავი გააქნია. - წავედი რა. -უყვარხარ, მარიამ, მაგას. - თავი დანანებით დააქნია ნიკამ. გოგონამ თავს ძალა დაატანა მიუახლოვდა, თითის წვერებზე აიწია და სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია. ძალიან რბილი თმა ჰქონდა, საშინლად შავი და პრიალა. -მე არ მიყვარს. - ოდნავ გაუღიმა და შემდეგ ნელი ნაბიჯით დაუყვა გზას ქეთას სახლამდე. *** ქეთამ ახალი ნახატის დახატვა მოსთხოვა. ხომ იცი, გიორგის აქვს დაბადების დღე და ვაჩუქებო. მერე რა, რომ იცის, შენი რომ იქნებაო. იმ ბიჭმა რომ წაგართვა, ის ნახატიც მისთვის მინდოდა, მაგრამ აგახიეს და ახლა ახალი დამიხატეო. -აუ, მეზარება... - დაიჭყანა მარიამი. -რას ქვია გეზარება ქალბატონო? დაიბრუნე მაშინ ის ნახატი! -ხომ გითხარი, არ მაძლევს თქო. - თქვა და ქეთას საწოლზე გადაგორდა. - აუ, მაგრად დავიღალე რა... -რით დაიღალე, შენც არ წევდე დილაობით გირებს. - დასცინა გოგომ და მუსიკის ხმას ტანი ააყოლა. - ნუ გდიხარ რა, მეცეკვე. -ცეკვა რომ მდომოდა სამხატვრო აკადემიაში არ ჩავაბარებდი, ქეთევან. - იდაყვს დაეყრდნო და მეგობარს გახედა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ამ გოგოს ცხოვრებაში არაფერი უნდა ეკეთებინა ცეკვის გარდა და იმის გაფიქრებისას, თუ რამდენად ნიჭიერი დაქალი ჰყავდა, გაეღიმა. -ისევ ნახე ის ბიჭი? -დასჯილები ვართ და კიდევ 5 დღე სულ ვნახავ ხოლმე. -მოგწონს? - იკითხა გოგონამ. მარიამმა თვალები გააფართოვა და გაიცინა. -მომწონს? რა-ვი, მგონი არა. - თქვა დაურწმუნებლად. -მგონი? - წარბები შეკრა ქეთამ. -კი, იმიტომ რომ ისეთი გარეგნობა აქვს, მოგწონს თუ არ მოგწონს, მაინც მოგწონს. - თქვა მარიამმა და საუბარს თითების უაზროდ ქნევაც დაურთო. - ჰო და მოწონებისთვის ასეთი მნიშვნელობას მინიჭება არაა საჭირო. -აბა მაშინ შემიძლია სხვანაირად გკითხო, ქალბატონო! - წარბები აათამაშა. -აუ, მიდი რა ქეთა, იცეკვე. - უთხრა მობეზრებულმა, კედელს ააშტერდა და თან სიცილის შეკავება ძლივს სცადა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ თავად დაიწყო საუბარი. -საშინლად ადვილია მასთან ურთიერთობა, სულ არაფრიდან აჩენს სასაუბრო თემას, თუნდაც იქიდან რომ ბედნიერი არ ხარ, ან შენი თმა ძალიან ოქროსფერია. - გაეცინა. - იცი როგორია? მთელი დღე რომ ელაპარაკო არ დაიღლები. უბრალოდ სულ საკუთარ თავს აკრიტიკებს, ამბობს რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა. -და შენ არ შეგიძლია რომ არ დაუშვა. - ოდნავ გაეღიმა ქეთას. -მართლა ძაან ვცდილობ. - უაზროდ გააქნია თავი მარიამმა. - უბრალოდ მართლა ისეთი გარგნობა აქვს, გინდა თუ არ გინდა უყურებ! - გაეცინა. - მარტო გარეგნობაზეც არაა... უბრალოდ, რაღაცნაირია. -და რაღაცნაირი, "აი იმ" განმარტებით? - წარბები აათამაშა ქეთამ. ქეთა 11 წლიდან მისი საუკეთესო მეგობარი იყო. ერთმანეთი ყველაზე არარდინალური გზით, ინტერნეტით გაიცნეს მაგრამ შემდეგ მიხვდნენ რომ ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდნენ და პირველი შეხვედრის შემდეგ მათი ურთიერთობა ბევრად უფრო განმტკიცდა. ძალიან კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის ნათქვამ უაზრო სიტყვებსაც უფრო სხვანაირად იგებდნენ, ვიდრე ისინი სხვებს ესმოდათ. მარიამის ნათქვამი "რაღაცნაირი" ქეთასთვის ნიშნავდა რაღაც ძალიან კარგს, თავისებურს, მყრუდროს და ზუსტად ისეთს, გოგონას რომ უყვარდა.. ძალიან რომ უყვარდა. ბევრი ილაპარაკეს, მარიამს რომ დაურეკა კლასელმა და რომ უთხრა, შეხვედრას ვაპირებთ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ შენც და ქეთაცო, ძლივს გამოკეთებული ხასიათი სრულიად წაეშალა. როგორ შეიძლებოდა ასე მოშლოდა ნერვები სრულიად უაზრობებზე. ის-ის იყო, უნდა ეთქვა, შანსი არაა, არ წავალო, რომ ქეთამ გააჩერა. ამ დროს დაბრუნდა სახლში გიორგიც, რომელსაც მარიამის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა. ძალიან სცადა არ ეფიქრა ნიკაზე, რომ უთხრა, უყვარხარ გიორგისო. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ამის შანსი ნულს კარგა ხანს იყო ჩამოცილებული, ბიჭს გაუღიმა და გადაეხვია. რომ გამოვიდა ძალიან გვიანი იყო, გორგიმ გაგაცილებო და უარი ვერ უთხრა, მიუხედავად იმისა რომ თითქმის დარწმუნებული იყო, ნიკა იქ იდგებოდა. ქუჩის ბოლოში იდგა, რამდენიმე ბიჭთან ერთად, რაღაცაზე გულიანაც იცინოდა. მის დანახვაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა. საშინლად სასიამოვნო, მელოდიური ხმა ჰქონდა მის სიცილს. ზუსტად ისეთი, გინდა თუ არ გინდა, მაინც რომ გაგაცინებს. მიხვდა რომ ეს ბიჭი ყველაფერ იმას მართებდა, რაც უნდოდა თუ არ უნდოდა, მაინც მოსდიოდა და ამისა და მისი შეწყვეტილი სიცილის ხმის შემდეგ, იმის მიხვედრის შემდეგ, თუ რატომ შეწყვიტა მან სიცილი, ფანტაზია გაუწყდა. ყველანაირი ფიქრი შეწყვიტა და ასი პროცენტით დარწმუნდა, რომ მან ნიკას აწყენა. *** მას და გიორგის გზაში არ ულაპარაკიათ. სახლში რომ ავიდა ისეთი დაღლილი დაეხეთქა ლოგინს, თითქოს იგრძნო კიდეც როგორ შეზანზარდა... მისი ცხოვრება არასდროს იყო საინტერესო. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც და უბანშიც ბევრს მოსწონდა, მეგობრები არასდროს აკლდა, თაყვანისმცემლები მითუმეტეს, თუმცა მას ეს არ ადარდებდა. არაფერი არ ადარდებდა, თავის სამყარო ჰქონდა, რომელშიც იკეტებოდა და გასაღებს საგულდაგულოდ მალავდა ხოლმე. ყველაფერი კარგად იყო, ჩვეულებვრივად, ისე როგორც უნდა ყოფილიყო და ეს ნორმალურობაც კი არ მოსწონდა. საკუთარ თავს არ უჯერებდა, გრძნობდა რომ ის არ იყო, ვინც უნდა ყოფილიყო. თითქოს ისე იქცეოდა როგორც არ უნდა მოქცეულიყო... თავის თავი აყენებდა ყირაზე ნიკას ხელით და ეს იმდენ, სხვადასხვა, მრავალფერ ემოციას ანიჭებდა, რომელთა უმრავლესობაც მოსწონდა, სულ, ძალიან, ძალიან ცოტაც და მიაღწევდა ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელ მაგრამ ზედმეტად გაცვეთილ სიტყვას: "გავგიჟდი." ხომ უთხრა ნიკამ, გავგიჟდი, ორივეს დაგვერხაო. იქნებ არაფერი იყო ცუდი სიგიჟეში, უფრთებოდ ფრენაში... გა-ფრენაში. ოდესმე ყველა აფრენს და მასაც ცოტა აკლდა... ცოტაც და გაფრინდებოდა. *** შაბათ-კვირას სახლიდან არ გასულა. ძალიან ბევრი ჩანახატი ჰქონდა დასასრულებელი და მიუხედავად იმისა რომ ხატვის თავი საერთოდ არ ჰქონდა და არცერთი ნამუშევარი არ მოსწონებია, მაინც უაზროდ ხატავდა... კვირას საღამოს ქეთამ ამოაკითხა, წამოდი მე, შენ და სალომემ ნაყინი ვჭამოთო მიუხედავად იმისა რომ ძალიან ეზარებოდა, მაინც უნდოდა სახლიდან გასვლა. სალომეს ჩააცვა და ერთად გავიდნენ უბანში. -ძალიან მომწონს შენი უბანი იცი? - დაიწყო ქეთამ. - ძალიან მშვიდები არიან. არავინ არ კლავს არავის. - გაეცინა. -პრივეტ მარი! - გაუღიმა ვიღაცამ თბილად. "პრივეტო" მიაძახა და ისევ ქეთას მიუბრუნდა. -ნახე, როგორი თბილები არიან! ჩემთან დიდი-დიდი კატა მოგიახლოვდეს, ოღონდ იმისთვის რომ აჭამო. - თვალები გადაატრიალა გოგონამ. მარიამს ოდნავ გაეცინა და ტელეფონს ჩახედა. უკვე 7 ხდებოდა და ნელ-ნელა ბინდდებოდა. -სამაგიეროდ შენკენ გყავს პროფესიონალი მკვლელები. - უთხრა და სალომ, რომელიც უაზროდ ჭმუხნიდა ცხვირს, ხელში აიყვანა. -ჰო და რა სისულელეა, არა? იმდღეს გავიგე, ერთი ამბები ყოფილა. ნარკოტის ასაღებენ სადღაც, ოღონდ არ იციან გიორგის ძმაკაცებმა სად. - მარიამმა იგრძნო როგორ წაუვიდა სახიდან ფერი. ისედაც იცოდა რომ ნიკამ ის პირობა ტყუილად არ დაადებინა, მაგრამ არ ეგონა საქმე ასე სერიოზული თუ იყო. - ისე არიან გამწარებულები, რომ გაიგონ სად ან ვინ ასაღებს, ცარიელი ხელებით მოკლავენ. გოგონას თვალწინ უნებურად გაუქროლა სისხლში ამოსვრილი ნიკას გამოსახულებამ და მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. -დავიღალე სიკვდილზე ლაპარაკით, თითქოს წიგნების პერსონაჟების სიკვდილი არ მყოფნის, ეხლა იმაზე მანერვიულე ვისაც არც კი ვიცნობ. - გაცინება სცადა და სულ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. თითქოს იმ წამს გააცნობიერა როგორი რთული იყო თბილისში ცხოვრება, ქალაქი, რომელიც დღისით ლამაზი და კოხტა იყო, ღამით კი სრულიად იცვლებოდა და უნებურად სასაკლაო ხდებოდა... *** დღეები უაზროდ გაჰყვა დღეებს. სულელურად თენდებოდა და ღამდებოდა, შემდეგ ისევ თენდებოდა და ამ ყველაფერს იმდენად არ ჰქონდა აზრი, გიჟდებოდა მარიამი. აგიჟებდა ყველაფერი რაც ხდებოდა, რაც უნდა მომხდარიყო, ისიც, რაც არ ხდებოდა. თითქოს ყველაფერი უცნაურად, არანორმალურად სხვანაირი იყო მის გარშემო, თავად კი ეზარებოდა ყველაფრისთვის შორიდან შეეხედა და განსხვავება ამა და იმ ცხოვრებას შორის ნორმალურად ეპოვა. *** მარიამი საწოლზე იყო გადაგორებული და ფურცელს უაზროდ უსვამდა ფანქარს, დედამისი რომ შემოვიდა. სალომე უნდა გამოიყვანო ბაღიდანო, გამოუცხადა და არც მოუსმენია გოგოს პროტესტისთვის, ისე გაიხურა კარები. სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვეს. უაზროდ წამოდგა, ჩაიცვა და ბაღისკენ წავიდა... უცნაური ამინდი იყო, ძალიან ციოდა, მზე კი ხან გამოანათებდა, ხან კი ღრუბლებს მიღმა მიიმალებოდა. ქურთუკის ჯიბეებში ხელები ჰქონდა ჩაწყობილი და ტანზე მაკრად იკრავდა, იმის იმედით რომ გათბებოდა. 'ოღონდ ეს არა.' გაიფიქრა როდესაც ეზოში, საქანელასთან მდგომი ნაცნობი ადამიანი დაინახა. ტანში უცნაურად გასცრა... დაახლოებით 1 კვირა იყო, რაც არ ენახა. დიდად არც დარდობდა, უბრალოდ თავს უცნაურად გრძნობდა. ბოლო დროს აკადემიაში სიარულიც ძალიან ეზარებოდა და ქეთასგანაც იღებდა საყვედურებს, თუ რატომ არ ნახულობდა. ახლა კი წინ ედგა, გაქცევის და დამალვის შანსი არ ჰქონდა, უკვე უყურებდა კიდეც და უცნაურად უღიმოდა, თითქოს სრულიად ყველაფერი კარგად იყო სამყაროში და ერთადერთ პრობლემას ალბათ 2 მეტრიანი მანძილი წარმოდგენდა მათ შორის. ბაღი სავსე იყო ბავშვებით რომლებიც აქეთ-იქით დახტოდნენ და უაზროდ კისკისებდნენ. გოგონა თავის დის ძებნა არც დაუწყია, შენიშნა რომ ნიკამ ხელი დაუქნია და უნებურად წავიდა და მის გვერდით, ხეს მიეყუდა. -ნახე, რა საყვარლები არიან. - თქვა სიცილით. - აზრზე არ არიან რო გაიზრდებიან რა ელით და ჭკუაზე არ არიან. - თავის სიტყვებზე თავადვე აუტყდა სიცილი ნიკას. -არ არიან საყვარლები, ვერ ვიტან ბავშვებს. - უთხრა გოგომ და თვალებით სალომეს ძებნა დაიწყო. -ვის ეძებ? - ჰკითხა. -ფარშევანგს, ნიკა, ვის უნდა ვეძებდე! - თვალები გადაატრიალა და როგორც იქნა შენიშნა სალომეს ქერა თმა, ვიღაც პატარა ბიჭს ყვავილებს ართმევდა და საყვარლად უღიმოდა. -ერთი ამას შეხედე! - სიცილი აუტყდა გოგონას. - ის შენი ძმა არაა? მგონი ჩემი და მოეწონა! -მერე რა, - ჩაეღიმა ნიკას. - ჩემი ძმის ძმასაც მოსწონს შენი დის და! - უთხრა სიცილით. -როგორ შეიძლება ასეთი მასხარა იყო! - თავი გადააქნია მარიამმა და თან ძალიან სცადა სიცილი შეეკავებინა. -არ მითხრა, მოულოდნელი იყოო. -ის რომ მასხარა ხარ? - წარბი აწია გოგონამ. -ის რომ მომწონხარ. - უთხრა სერიოზულად. -არც ეგ იყო მოულოდნელი, მაგრამ მაგ თემის გაშლა არ ღირს. -რატომ? -იმიტომ რომ დავნათესავდებით მალე! - თქვა სიცილით მარიამმა და თითი ბავშვებისკენ გაიშვირა, რომელებიც ახლა ერთმანეთს ჩახუტებოდნენ. -გაბრაზებული ხარ, არა? - იკითხა ნიკამ ცოტა ხნის შემდეგ. -რაზე უნდა ვიყო გაბრაზებული? - წარბები შეკრა გოგომ. -ერთი კვირა რომ არ მივლია აკადემიაში. -არ ვარ გაბრაზებული, რა უფლება მაქვს. - თავი ჩახარა გოგონამ. -ყველაფრის უფლება გაქვს, ხომ გესმის? ყველაფრის. - უთხრა და თავი წამოაწევინა. საშინლად შავი თვალები ჰქობდა, გუგა და ირისები არც უნჩანდა. უბრალო სისაშვე, უკიდეგანო, ისეთი, რომ შეეძლო ჩაეთრიე... მარიამმა აზროვნების უნარი დაკარგა. -უნდა წავიდე... - თქვა და ბიჭის ხელი ფრთხილად მოიშორა, შემდეგ კი სალომესკენ წავიდა და ძლივს დაითანხმა სახლში გამოყოლაზე, თუმცა ტირილით. -კარგი რა, ხვალაც ნახავ! - არ იცოდა ამას ვის ეუბნებოდა, სალომეს თუ საკუთარ თავს. -ლომ ალ მოვიდეს? - ლამაზი, ცისფერი თვალებიდან კიდევ გადმოუგორდა რამდენიმე ცრემლი. -აი ნახე, - უთხრა და თითი ნიკასკენ გაიშვირა. - ეს მაგ ბიჭის ძმაა, გიჟი, დებილი და არანორმალურია, მაგრამ ყოველდღე, როცა აკადემიაში შევდივარ, იმედი მაქვს რომ იქ დამხვდება. - ამბობდა და თან იაზრებდა რომ ამ ყველაფერს სალომესთვის კი არა, თავისთვის ყვებოდა. - იმედი თუ გექნება, აუცილებლად მოვა. - გაუღიმა, ხელში აიყვანა და ცრემლები მოსწმინდა, შემდეგ კი უაზრო ტიტინით წაიყვანა ავტობუსამდე... გაჩერებაზე იდგნენ და ელოდებოდნენ, ისე იყო მარიამი გართული სალომესთან საუბრით, შეეშინდა კიდეც, ყვირილი რომ გაიგონა: -ხვალ ლექციაზე დაიგვიანე, რა. - მიხედვაც ვერ მოასწო, ისე შეერია ნიკა ხალხს და გაუჩინარდა. ავტობუსი მანამ მოვიდა, სანამ სიტყვების გააზრებასა და სიცილის დაწყებას მოასწრებდა, თუმცა გულში რაღაც ძალიან, ძალიან გაუხარდა. ის, რაც არ უნდა გახარებოდა. თითქოს მიხვდა, რატომ იყო ნიკა მისი ყველაზე დიდი შეცდომა, მაგრამ მას უბრალოდ არ შეეძლო, რომ ის არ დაეშვა. *** არ იცოდა მარიამმა რა რთული იყო სადმე დაგვიანება, როცა ეს ნამდვილად გინდოდა. პირველ რიგში, დედამისმა გააღვიძა ძალიან ადრე, მიუხედავად იმისა რომ ამას არასდროს აკეთებდა. შემდეგ უნებურად, ზოზინით მაგრამ ძალიან სწრაფად ჩაიცვა, მოიგდო მხარზე ჩანთა და მის ბედზე, ავტობუსმაც არ დაიგვიანა იმ დილით. აკადემიის ეზოში ლექციის დაწყებამდე 10 წუთით ადრე აღმოჩნდა და არანაირად არ აპირებდა შენობაში შესვლას, კურსელს რომ არ დაენახა, მისთვის ხელი არ გადაეხვია და სულ ძალით არ აეთრია აუდიტორიაში. 'კი, მაგრამ რა წესია. რას იფიქრებს ახლა...' - ფიქრობდა გამწარებული მაგრამ ღიმილით უყურებდა მასზე ერთი თავით დაბალ, საშინლად გამაღიზიანებელ გოგონას, რომელიც რაღაცაზე სულელურად ეტიტინებოდა. -ჰო და, ხომ მიხვდი? არ მოგცემ იმ ნახატს თქო და გაიბუტა. რა საშინელებაა, არა? - ტუჩები აბზუა გოგონამ. -ჰო, კოშმარი. - უთხრა უაზროდ და ფანჯარასთან დაიკავა ადგილი. ლექციის დაწყებიდან 5 წუთი იყო გასული როცა ეზოში ცისფერჯინსიანი (ჰეეეეი გიგ *-*) ფიგურა შემოვიდა. ეზო მოათვალიერა და რომ ვერავინ შენიშნა, გული ოდნავ დასწყდა, სკამზე ჩამოჯდა და ლოდინი გააგრძელა. გოგონა თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. არ იცოდა როგორ გაპარულიყო ლექციიდან ისე, რომ არავის შეენიშნა. ფიქრობდა, პირველად მთხოვა რაღაც და უკვე იმედი გავუცრუეო... ლექციის 1 მტანჯველი საათი ზოზინით გაილია, მაგრამ როგორც კი მორჩა, მაშინვე ჩაფრინდა გოგონა დაბლა. ეზო უკვე სავსე იყო სტუდენდებით, მაგრამ ნიკა ადვილად იპოვა და გაუაზრებლად დაიწყო ლაპარაკი... -ღმერთო, ბოდიში, არ ვიცი რა მომივიდა... -სამაგიერო გადამიხადე, ხო? - იკითხა მშვიდი ხმით. მარიამმა წარბები შეკრა. -რა სამაგიერო..?! -1 კვირა რომ არ დავდიოდი, სამაგიერო გადამიხადე, არა? -რა სამაგიერო, გაგიჟდი? არ ვიცი რა დამემართა. ადრე გამაღვიძეს, ადრე მოვიდა ავტობუსი და შემდეგ ძალით ამათრიეს ლექციაზე, გეფიცები... - შუბლზე ხელი მოისვა გოგონამ. უნებურად ძალიან ანერვიულდა. -კარგი, გაატარე. - თქვა ნიკამ უემოციოდ. -გავატარო? რა გჭირს? - ნერვები მოეშალა გოგონას. -არაფერი... მიდი ადი, დაიწყო ლექცია. -ვერ ხარ კარგად. - დაასკვნა მარიამმა და გვერდით მიუჯდა. 10 წუთიანი სიჩუმის შემდეგ ბიჭმა ამოიღო ხმა: -აგვიანებ, მარიამ. - ისე უთხრა, არც შეუხედავს. -გეშლება, დავაგვიანე უკვე. *** მეორე ლექცია ისე მიიწურა, არც ერთი არ განძრეულა, მესამე იწყებოდა, ისევ რომ თქვა ნიკამ: -აგვიანებ, მარიამ. ამჯერად მას აღარაფერი უთქვამს, კედელს მიეყუდა, ჩანთიდან რვეული ამოაძვრინა და მისი პროფილის ხატვა დაიწყო. ნელ-ნელა მოხაზა შუბლი და სწორი, ოდნავ აპრეხილი ცხვირი, სავსე ტუჩები, ყბა და უკვე თმას ასრულებდა, მისი მზერა რომ შენიშნა. -როგორც იქნა შემომხედე, მეგონა დაგავიწყდა კისერი როგორ ბრუნდებოდა! - თვალები გადაატრიალა გოგონამ. -თუ რამე გეწყინა, უნდა წახვიდე. - უთხრა მტკიცედ და თან თვალი ნახატისკენ გააპარა. -არა, შენ გეწყინა ის რაც ჩემზე არ იყო დამოკიდებული და ვერ წავალ, სანამ არ მაპატიებ. - კუშტად თქვა გოგონამ, რვეული მუხლებზე დაიდო და ხატვა გააგრძელა. - მიბრუნდი, ვხატავ. ნიკა არ განძრეულა. -აჰ, ეგრე? - გაეღიმა გოგონას, ახალ ფურცელზე გადაშალა და ახლა პირდაპირ დაწყო მისი სახის ხატვა. ბიჭი რომ მიხვდა რას აკეთებდა, გაეცინა და ისევ მიბრუნდა. -არც ეგრეა პრობლემა! - ხმაში სიცილი მასაც შეეპარა და თავდაპირველ ნახატს დაუბრუნდა. -კარგი, გეყოფა, ადექი. - უთხრა და წამოდგა. -მორჩი ბუტიაობას? - წარბი აწია და რვეული ჩანთაში ჩადო. -ღმერთო... - უნებურად გაეღიმა ბიჭს. - როგორი ლამაზი და საყვარელი ჩანხარ და როგორი ჯიუტი ყოფილხარ. -მადლობა. - გაეცინა მარიამს და ისიც წამოდგა. *** ისევ იმ კორპუსთან მივიდნენ, მარიამმა 1 კვირის წინ რომ ნახა. კედლები ათასგვარი ნახატით იყო დაფარული, ფერები საოცრად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. შენობა მიტოვებული ჩანდა, მხოლოდ ბოლო სართული იყო ხალხმვრალი. ისევ იგივე სიტუაცია დახვდა, კანტი-კუნტად გაფანტული ხალხი, რომელთაგანაც ვიღაც წამალს იკეთებდა, ვიღაც ტატუს, ვიღაც სვამდა. ზოგს ეძინა, თუმცა სრულიად ნორმალურ მდგომარეობაში მყოფები იცინოდნენ, ჯოკერს თამაშობდნენ და ხმამაღლა იგინებოდნენ. -აქ რა გვინდა? - ჰკითხა და უნებურად ჩაეჭიდა მაჯაზე. -რაღაც უნდა განახო და წავალთ, ნუ ნერვიულობ. - ხელი მაგრად მოკიდა და აივნისკენ წაიყვანა, გზად კი რამდენიმე უცნაურსახელიან ბიჭს მიესალმა. უზარმაზარი აივნიდან მთელი თბილისი მოჩანდა. იმდენად მაღლა იყვნენ, ადამიანებს დაბლა პატარა ოთხკუთხედებად ხედავდა. მოაჯირს მიეყრდნო და ნიკას გახედა, რომელსაც დივნის უკნიდან რაღაც ნახატის მსგავსი ამოეღო და ხელში უაზროდ ატრიალებდა. -მისმინე, არასამართლიანად მომეჩვენა, რომ მე შენ ნახატებს ვიპარავ და შენ ჩემი არც გაქვს ნანახი... ჰოდა, - ნახატი შემოაბრუნა და გოგონას დაანახა. "იდეალური ქაოსი." - მხოლოდ ეს ორი სიტყვა გაახსენდა ნახატის დანახვისას. ლურჯის, იასამნისფრისა და წითლის ათასი ელფერი ეჯიბბენოდა ერთმანეთს ერთ უბრალო ტილოზე და ქმნიდა პლანეტების, ადამიანებისა და სხვა, გაურკვეველი არსებების რიგს, რომლებიც ერთმანეთს არაფრით ჰგავდნენ, მაგრამ სინქრონულად, რაღაც კანონზომიერების მიხედვით იყვნენ ჩალაგებულები. ჩანდა წითელი მთვარე, რომელიც ნელ-ნელა ღიავდებოდა და ყვითლიდან თეთრი ხდებოდა. ჩანდა ცრემლებით სავსე თვალები, უაზრობით სავსე ადამიანები და ფერები... უამრავი ფერი. -დიდი არაფერია, იმას, რასაც ვაკეთებ იმისთვის არ ვაკეთებ რომ ვიღაცამ მომიწონოს. ვგრძნობ, რომ ამას თუ არ გავაკეთებ ვერ გავძლებ, სადღაც ძალიან მაგრად შევცდები და ამ შეცდომას ვერ გამოვასწორებ. გახსოვს, რომ გითხარი, ვჯღაბნი-თქო? აი, დარწმუნდი. - გაეცინა. - დავჯღაბნე. -ხუმრობ არა? - პირი დააღო გოგონამ. - გენიალურია! ღმერთო, იდეალურია, გესმის?! - წამოიძახა აღფრთოვანებულმა. - საოცარია, საოცარზე მეტია. ისეთი ნახატია, რომელზეც არაფერი უნდა თქვა, რომ არ გააფუჭო. -კარგი, არ გინდა. - სიცილი აუტყდა ბიჭს. -ასეთი ნიჭიერი და ასეთი იდიოტი? - წარბები აათამაშა მარიამმა. - არ მესმის უბრალოდ. -კარგი, მარიამ, კარგი. - გაეცინა და ნახატი გამოართვა. -არ მოგცემ! - წარბები შეკრა გოგონამ. -უკაცრავად...? -მაინც არ მოგწონს, სადმე მიაგდებ, მე გავუფრთხილდები! - გაეღიმა მარიამს. -შენი ნახატიც მე მაქვს, მაგრამ არსად არ მიმიგდია! -ჰო, იმიტომ რომ ჩემი ნახატი მოგწონს. - თვალები დააბრიალა გოგონამ. -უფრო მაგარს დაგიხატავ და იმას მოგცემ. - გაუღიმა ნიკამ. -ნუ იღიმი ესე, კარგი რა... გთხოვ. - ქვედა ტუჩი წინ წამოწია, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და საწყალი სახე მიიღო. -ერთი პირობით გაჩუქებ, მარტო. -მიდი ჰა, რა გინდა? -დეიდაშვილის ქორწილში გამომყევი. - გამოუცხადა ღიმილით. მარიამს სიცილი აუტყდა. -რა მინდა შენი დეიდაშვილის ქორწილში? -რად გინდა ჩემი ნახატი? -და შენ რად გინდოდა ჩემი? - წარბი აწია გოგონამ. -ან წამოდი, ან არანაირი ნახატი. - ფართოდ გაეღიმა ბიჭს. -სერიოზულად ამბობ? -რა მეტყობა არასერიოზულობის, წამოდი რა. -და მაჩუქებ? -კი, თან ჩემნაირ სიმპატიურ ბიჭთან ერთად ქორწილში წასვლა ყველასთვის დიდი პატივია. მარიამ, გთხოოოვ! - სახე დამანჭა. გოგონამ თავი გადააქნია, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როგორ უბერავდა და უთხრა: -ჰო, კარგი. როდის? ნიკამ კიდევ ერთხელ გაბადრა სახე, ერთი ხელით მოაჯირს დაეყრდნო, მეორეთი მის კულულებს დაუწყო თამაში და გაუთავებლად დაიწყო საუბარი.... *** -მოიცადე, როდისაა ქორწილი? - იკითხა მარიამის საწოლზე წამოგორებულმა ქეთამ, რომელიც სარკესთან მდგარ გოგოს სიცილით უმზერდა. -იქით კვირაშიო. - ამოთქვა გოგონამ და ქეთას კაბა, რომელიც საკმაოდ დიდი ჰქონდა, ტანიდან გაიძრო. -რად გინდოდა თავის ტკივილი? გეთქვა არაო და მორჩა. თუ მართლა უყვარხარ, გაჩუქებდა თავისით. -ვუყვარვარ? - სიცილი აუტყდა გოგონას თუმცა შემდეგ უცებ დასერიოზულდა. - არ ვუყვარვარ, რა სისულელეა. -სისულელე ისაა, მე რომ ვხვდები და შენ ვერა. - თვალები დააბრიალა ქეთამ. - შენც გიყვარს დაჟე, ოღონდ აზრზე არ ხარ. - დასცინა და თვალი ჩაუკრა. -მიდი რაა. - გამოაჯავრა გოგონამ და მაისური გადაიცვა. - რა ჯანდაბა ჩავიცვა? -რა-ვი, რას მიდიხარ საერთოდ. ხო მიიღე ნახატი, უთხარი აღარ მოვდივარ-თქო. -მეღადავები? - წარბები შეკრა მარიამმა. - ეწყინება. -გაინტერესებს ეწყინება თუ არა? -რა თქმა უნდა მაინტერესებს, ქეთა! - ნერვები მოეშალა გოგონას. -ჰო კარგი, გავიდეთ მერე და აგარჩევინებ რამეს. - გაეცინა ქეთას. - უი და სად მოქცა ეს ნახატი? მარიამი არ დაბნეულა, ელოდა ამ კითხვას და ტყუილიც უკვე ჰქონდა მომზადებული. შეეძლო მისთვის სიმართლე ეთქვა, შეეძლო, მაგრამ იქ არსებული სიტუაცია პირის მოკეტვასა და ჩუმად დარჩენას აიძულებდა. იცოდა, რომ თავადაც ძალიან დიდ ხიფათში აღმოჩნდებოდა, იმ ადგილზე რომ გარკვეულიყო და არ უნდოდა მასთან ერთად კიდევ ვინმე ჩაეთრია. -აკადემიასთან. - უთხრა ურეაქციოდ და მაგიდიდან დაუმთავრებელი ნახატი აიღო, ბიჭის გამოსახულებით. - აი, ხომ გინდოდა გიორის დაბადების დღისთვის რაღაც. -აუ ძალიან მაგარია, მადლობა. - გაიღრიჭა ქეთა. -არაფრის, მაგრამ რა აზრი აქვს შენს ჩუქებას, ისეც ხომ იცის რომ ჩემი დახატულია. - გაეცინა მარიამს. -ოო, მიდი რა. - ხელი აიქნია გოგომ. - წამოდი ჰა, ვიყიდოთ კაბა. ძალიან ეზარებოდა მაგრამ იცოდა რომ ჯინსებითა და კეტებით ვერ წავიდოდა ქორწილში, ამიტომ ის უნდა ეკეთებინა რაც ძალიან არ უყვარდა, გაბრანჭულიყო და კაბაც ჩაეცვა. კარგა ხანს იარეს მაღაზიებში, რვა ხდებოდა ქეთა რომ მიაცილა და თვითონ ფეხით ჩამოუყვა ქუჩას. ძალიან ციოდა, მარიამს კი ყურსასმენები ეკეთა, თუმცა არაფერს უსმენდა. სავსე იყო ქეთას უბანი ბიჭებით, გიორგის ძმაკაცებით, მისი და ქეთას კლასელებით, აკადემიელებით... უცნობი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ მაინც უხერხულად გრძნობდა თავს მათში გავლისას. -გაუმარჯოს, მარი! - გაუცინა ერთ-ერთმა კლასელმა და საკოცნელად გადმოიწია. -როგორ ხარ? - სიცილით ჰკითხა გოგონამ. ლუკა კლასელების იმ უმცირებაში შედიოდა, რომელიც ნამდვილად ძალიან უყვარდა და ხანდახან ენატრებოდა კიდეც. -აუ, მაგრად ძაან. - გაეცინა. - ვქორწინდები 1 კვირაში. -ქორწინდები? - თვალები გაუფართოვდა გოგონას. ძალიან უხაროდა მეგობარს ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა. - ვაიმე, კარგად ხარ? 19-ის ხარ ჯერ! - გაეცინა. -სიყვარული როცა მოდის... - წარმოთქვა პოეტურად და შემდეგ სიცილი აუტყდა. - ძალიან მაგრად მიყვარს და ვერ ვითმენთ. -აი ძალიან გამიხარდა. - გაეცინა მარიამს. - გილოცავთ. -მადლობა. - გაიღრიჭა ლუკა. - სახლში მიდიხარ? გაგაცილებ. -არა, არ გინდა... - დაიწყო მაგრამ ბიჭს უკვე ჰქონდა მისი ხელი თავისაში გაყრილი და წინ მიიწევდა. - ისევ ისეთი არანორმალური ხარ, მოკლედ. - გაეცინა. რაღაზე საუბრობდნენ და იცინოდნენ, როდესაც ბიჭების ჯგუფს ერთი გამოეყო, ხელში პულივიზატორით და ღიმილით გამოემართა მისკენ. "ვაიმე, ახლა იჩხუბებენ." - დაასკვნა დარწმუნებით და წინასწარ მოიღუშა. -ჰო და, ხომ მოხვალ ჩემს ქორწილში? კლასიდან არავინ მყავს, მაგრამ მე გაგართობ. - ამბობდა ლუკა სიცილით. -მოვა, ლუკიტ, მოვა. - თქვა სიცილით ნიკამ და მარიამს თვალები გაუფართოვდა, როცა ლუკამ სიცილით დაურტყა ხელი მხარზე და თავად, ხელი გაუშვა. -გეგონა რო ვიჩხუბებდით ხო? - იკითხა ნიკამ სიცილით. -სხვა რამეს ფიზიკურად ვერ ვიფიქრებდი. - ოდნავ ჩაეღიმა მარიამს. -მე წავიყვან ლუკა. - უთხრა და ხელი გადამხვია, ლუკასთან დამშვიდობება არც დამაცადა ისე წავიდა წინ. -არ უნდა გეკითხა მაინც? - წარბები შეკრა. -არა, იმიტომ რომ ვიცი, შენი კლასის ნახევარზე მეტს ვერ იტან. -ლუკა და მე კარგი მეგობრები ვიყავით სულ. - თქვა გოგომ და ძალია სცადა ყურადღება არ მიექცია მისი გადახვეული ხელისთვის, რომელითაც ის მის თმის კულულებს ეთამაშებოდა. - შენ საიდან იცნობ? -რას ქვია საიდან ვიცნობ, ჩემი დეიდაშვილია. - გაეცინა. -სერიოზულად? - მოულოდნელობისგან აღმოხდა მარიამს. -ჰო, რა იყო. -არასდროს უხსენებიხარ, ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს. არც არასდროს მინახიხარ... რამდენი წლის ხარ? - წარბები შეკრა მარიამმა. -21-ის. - გაეცინა ნიკას. -რა? აბა სულ ტყუილად შემოდოდი ჩემს ლექციებზე? - გაოცდა გოგონა. -რამდენი ხანია აკადემიაში არ დავდივარ, მარიამ. - გაეცინა. - იმ დღეს შენ რომ შეგხვდი ძალით მომიყვანეს, გამოცდა გაქვსო. ძალიან არ მაინტერესებს, რაც უნდა მესწავლა, უკვე ვისწავლე. სხვა საქმეებიც მაქვს. -აბა რატომ მოდიოდი? - თვალებში შეხედა გოგონამ. ულამაზესი სახე ჰქონდა, თითქოს ფაიფურით გაკეთებული, ულამაზესად გამოკვეთილი ფიგურებით, ისე ძალიან უნდოდა შეხებოდა, ხელები აეწვა. -იცი, რატომაც. - ისე გაუღიმა, მარიამს ეგონა მოკვდებოდა. ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და საშინლად მოუნდა ჩახუტებოდა. საშინლად მოუნდა ყველანაირი სიგიჟე ჩაედინა. ყველაფერი გაეფუჭებინა რაც ჰქონდა, უნდოდა მაღალი შენობიდან გადმომხდარიყო და გასცინებოდა ქარის გამოქროლებასა და უსასრულობის შეგრძნებაზე, რომელსაც მაშინ იგრძნობდა. უნდოდა ყველა ფერი ეგრძნო საკუთარი ხელით რადგან იცოდა, რომ მარტო არ იქნებოდა. მარტო აღარასდროს აღარ იქნებოდა, არცერთ სიტუაციაში, არცერთ სიგიჟეში, არასდროს... -გახსოვს რომ მითხარი გავგიჟდიო? - უთხრა ბოლოს. -კი. -ჰო და, გავგიჟდი მეც. - უთხრა სრული სერიოზულობით და წარბები აწია. ნიკას ხარხარი აუტყდა, მხარზე გადახვეული ხელი უკეთ მოხვია და ერთად გაუჩინარდნენ სიბნელეში.... *** იდეალური ქორწილები მზიანი დილით, სასიამოვნო ღიმილითა და ბედნიერების მოლოდინით იწყება. იდეალური ქორწილები ისეთებია, რამდენიმე დღით ადრეც კი რომ გრძნობ, როგორი იდეალური იქნება. იდეალური ქორწილები ალბათ ყველას ბედნიერს ხდის. უცხოსაც და ნაცნობსაც... საშინლად წვიმდა, ცა წვიმის უზარმაზარ წვეთებს მიწაზე ისროდა, ისინი კი მას ხმაურით ეხეთქებოდნენ და საშინელ აურზაურს ქმნიდნენ, რომელიც არცერთ ქორწილს არ მოუხდებოდა. ადრიანად ადგა მარიამი, მისიანებმა იცოდნენ, რომ მეგობრის ქორწილში მიდიოდა და იქ მისი ნაცნობებიც იქნებოდნენ. გარდა ამისა მათ იცოდნენ ნიკას შესახებაც, რომელიც გოგონას მშობლების გაცნობას და იმის დაპირებასაც კი აპირებდა, რომ მას ცივ ნიავსაც არ მიაკარებდა. ცუდ ხასიათზე იყო გოგონა, ამინდიც კი ეხმიანებოდა მის ჩუმ გულისთქმას, რომელიც ამბობდა, რომ დღეს რაღაც ცუდი მოხდებოდა და ეს იმდენად ამწუხრებდა, საწოლიდან ადგომაც კი არ უნდოდა. "ჯანდაბას, ნიკას ხათრით." - ამოილუღლუღა და წამოდგა. დიდად არ გაპრანჭულა, თმა დედამისმა დაუხვია, ქეთას ამორჩეული, მოწითალო ხორცისფერი კაბა ჩაიცვა და სარკესთან უაზროდ ტრიალებდა, კარებზე ზარის ხმა რომ გაიგონა. -ის ბიჭი იქნება, ახლავე მოვალ. - თქვა დედამისმა და ოთახიდან გავიდა, თავად კი უარესად ანერვიულებულმა დაიწყო სარკესთან ცქმუტვა. თვლიდა რომ ცუდად საერთოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ კაბის ჩაცმას იმდენად მიჩვეველი იყო, საკუთარ თავზე ეუცხოებოდა და სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას საერთოდ ვერ ცნობდა. -ღმერთო, როგორი ლამაზი ხარ... - ამოთქვა კარზე მიყუდებულმა, სმოკინგში გამოწყობილმა ფიგურამ და მარიამს უნებურად გამოესახა სახეზე ღიმილი. -არ ვიცოდი ჯინსების გარდა სხვა რამის ჩაცმაც თუ შეგეძლო. - უთხრა სიცილით და საწოლიდან პალტო აიღო. -მოჯადოებული რომ არ ვიყო შენი სილამაზით, რამე ირონიულს გეტყოდი. - გაუღიმა, მისკენ წამოვიდა და პალტო მოახურა. მარიამმა ახლოდან, უკეთ შეათვალიერა მისი სახე და მადლობა გადაუხადა კედელს, რომელსაც მხრით ეყრნობოდა, რადგან ეგონა გადავარდებოდა იმის შემჩნევისას, თუ როგორ საოცრად ეხამებოდნენ მისი უკან გადაწეული შავი თმა და უძირო თვალები სმოკინგს და ამ სიშავის ფონზე როგორი თეთრი ჩანდა მისი თიხით ნაძერწი, ანგელოზის სახე. -მოშტერება უზრდელობაა, მარიამ. - უთხრა სიცილით და ხელი ხელში გაუყარა. გოგონას არაფერი უპასუხია ისე გავიდნენ ოთახიდან. -პირობას გაძლევთ, თქვენი ქალიშვილი საიმედო ხელშია. - სანდომიანი ღიმილით უთხრა ნიკამ გოგონას კარებთან ატუზულ მშობლებს და ისინი ოდნავ დაამშვიდა. -ხომ შენ მოიყვან, შვილო? - იკითხა მამაკაცმა. -დიახ, გპირდებით, ცივ ნიავსაც არ მივაკარებ. ნიკას მონოლოგი მალე არ დასრულებულა, მას შემდეგ რაც მარიამის მშობლები ასი პროცენტით დარწმუდნენ რომ ქალიშვილს საიმედო ხელში ტოვებდნენ, ისინი სახლიდან გამოვიდნენ. -როგორ წვიმს, გაგიჟდა გიგა. - სიცილით თქვა ნიკამ, პარალელურად კი გოგონას მანქანის კარი გაუღო და შემდეგ თვითონაც ჩაჯდა შიგნით. - კი ვიცოდი რომ არანორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ასეთ დალოცვასაც არ ველოდი ცისგანო. -თუ ერთმანეთი უყვართ, არც წვიმა დააინტერესებთ და არც ქარბუქი. - ამოთქვა გოგონამ. -ჰო და ზედმეტად რომ არ აინტერესებთ, ეგ მიკვირს მეც. - გაეცინა ბიჭს. უკვირდა მარიამს, რაც დაინახა სულ იცინოდა ნიკა, ასეთი ბედნიერი არასდროს უნახავს. ალბათ მართლა ძალიან უყვარდა დეიდაშვილი. -რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? - გაუღიმა. -ამინდის ბრალია. - მოიმიზეზა და საპასუხოდ მანაც გაუღიმა. ძალიან სცადა ყველა გრძნობა გაეთიშა ტვინში. თითოეულ მათგანზე ხანგრძლივი ზეწოლა მოახდინა და სცადა ისინი მაგრად ჩაეხშო, რადგან ნამდვილად არ სჭირდებოდა ასეთი შეყვარებული წყვილის ქორწილში იმაზე დარდი, რომ ქეთას ეჩხუბა და ალბათ გიორგისთანაც გაიფუჭა ურთიერთობა. -აუ, საშინლად ლამაზი ხარ. - ისევ თქვა ნიკამ და ისევ უნებურად გაეცინა მარიამს. -ხომ შევთანხმდით რომ აღარ მეტყოდი? -რა დროს შეთანხმებებია, მარიამ, რომ გიყურებ ცუდად ვხდები. - გაუცინა და ისევ საჭეს მიუბრუნდა. -ძალიან ბედნიერი ჩანხარ. - უთხრა გოგონამ. - ანუ, იმას კი არ ვგულისხმობ რომ უბედური ხარ, ზოგადად, მაგრამ დღეს სხვანაირად ხარ. -აუ, აი შანსი არაა რო არ გქონდეს გაგონილი გიგაზე და ემაზე. - დაიწყო ნიკამ. - ძალიან მაგარი ისტორია ქონდათ, ახლა კიდევ ეღირსათ დაქორწინება და აი შენც ნახავ, როგორ გაგიხარდება ისე უყურებენ ერთმანეთს. გზა საკურთხევლამდე უცებ დაიფარა და ძალიან მალე აღმოჩნდნენ ტაძარში. ყველა სტუმარს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, სიძე კი საკურთხეველთან ცქმუტავდა, თვალებანთებული ელოდა პატარძალს და ყველას ბედნიერებით სავსე მზერას აფრქვევდა. ძალიან სიმპატიურიაო, გაიფიქრა მარიამმა. ის და ნიკა ერთმანეთს თითქმის იდენტური თმით, თვალებითა და სახის მოყვანილობითაც კი ჰგავდნენ. ჯადოსნური სიტუაცია იყო... მარიამი ნიკას გვერდით იდგა, მას ეყრდნობოდა და გრძნობდა როგორ მის ხელს, რომელიც მისი კაბის მოშიშვლებულ წელზე დასრიალებდა და სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა. უაზროდ იღიმოდა, ახლა ესმოდა რატომ იყო ნიკა ასეთი ბედნიერი... გიგას ბედნიერება ყველას ეფრქვეოდა, ყველას, ყველაფრის განურჩევლად. ულოგიკოდ და უაზროდ ბედნიერები იყვნენ ყველანი, თითოეული ტაძარში მდგარი. ქერა გოგონა საკურთხეველთან ახლოს, ათამდე გოგო და ბიჭი მოწინავე სკამებზე, ახალგაზრდები თუ მოხუცები, ნაცნობები თუ უცნობები... ესმოდა ნიკას ჰარმონიული, რითმული საუბარი, მაგრამ არსებული გარემოსგან მოჯადოებულს მხოლოდ ზოგი სიტყვა ესმოდა... ბიჭი რაღაცას ყვებოდა ცისფერთმიანსა და ცისგერჯინსიანზე, ნუცუბიძესა და ამერიკაზე. მარიამმა იცოდა რომ აუცილებლად სთხოვდა ნიკას ამ ყველაფრის თავიდან მოყოლას, მანამდე კი... გრძელ, უბრალო თეთრ, გრძელ კაბაში გამოწყობილ, ცისფერთმიან გოგონას ხელი ჩაეჭიდა მამაკაცისთვის, რომელიც მას საკმაოდ ჰგავდა. გოგონა სამოთხიდან გამოპარულ ანგელოზს ჰგავდა, ფერიას, რომელიც თვალებიდან ზუსტად ისეთივე ბედნიერებას ასხივებდა, როგორსაც მისი მომავალი მეუღლე. კისერი ამაყად მოეღერა და ხელში მოთეთრო-მოცისფრო ყვავილების ჭერით მიდიოდა გიგამდე. -ცისფერთმიანი და ცისფერჯინსიანი? - გადაუჩურჩულა მარიამმა ნიკას ღიმილით. - ახლა გასაგებია. საპასუხოდ ბიჭმა უბრალოდ გაუღიმა... ცისფერთმიანი საკურთხევლამდე მივიდა და სახე უარესად გაბადრა, როდესაც ხელი ცისფერჯინსიანს ჩაკიდა.(რომელსაც ყველას გასაკვირად, შავი შარვალი ეცვა.) ცერემონია დაიწყო, გაისმა ის სანატრელი, ზუსტად ისეთივე მაგიური სიტყვები, როგორიც იქ არსებული სიტუაცია იყო. -ისე უყურებს გიგა, როგორც ყველა გოგო ოცნებობს, რომ ვინმემ შეხედოს. - ამოილუღლუღა მარიამმა. -გოგონებმა ამაზე ფიქრის ნაცვლად, რომ შეხედონ როგორ უყურებენ, ალბათ ოცნებაც მალე აუსრულდებათ. - უთხრა ნიკამ და სახიზე ჩამოვარდნილი კულული უკან ფრთხილად გადაუწია. -უფლის წინაშე ცოლ-ქმრად გაცხადებთ! - თქვა მამაომ ნეფე-პატარძალს უეცარი ხარხარი აუტყდა, რომელიც ვერავინ გაიგო, სტუმართაგან. ალბათ ისევ იმას დააბრალეს, როგორი არანორმალური ურთიერთობაც ჰქონდათ, ისეთივე ქორწილიც რომ ექნებოდათ. მეფე პატარძლისკენ ფრთხილად დაიხარა და ფრთხილად მიუახლოვა მისი ტუჩები გოგონას ისევ გაბადრულებს და ნაზად, ძალიან ფრთხილად აკოცა. ისევ ატყდა სიცილი, ყვირილი, ისევ გაიელვა ხალხის თვალებში ბედნიერების ცრემლებნა. ისევ სიცილით გადახვიეს გიგამ და ემამ ცალკე, ხოლო ოთახში მყოფმა სხვა წყვილებმა ერთმანეთს ხელები. ისევ იგრძნო მარიამმა ნიკას თბილი ხელი წელზე, ისევ გაეღიმა და ამჯერად მანაც, ოდნავ გაბედულად დაადო მისი ხელი ბიჭისას. -ცოტაც... - ამოიჩურჩულა ნიკამ. გოგონას აღარ დასცალდა კითხვა, რაზე ამბობო, წყვილმა ტაძარი აპლოდისმენტებისა და შეძახილების ფონზე დატოვა... *** თავის დაბადების დღეზეც კი უცნაურად გრძნობდა თავს გიორგი ნუცუბიძე... თავის დის მარტო დანახვა უკვირდა და აშინებდა კიდეც, მაგრამ ვერ დაიმარტოხელა და ვერ ჰკითხა, მარიამი სად გყავსო. თავად გოგონამ მოკლე-ტექსტური შეტყობინება მისწერა ტელეფონზე, თორმერტს რომ გადასცდა. "გილოცავ გიო, ყველაფერს საუკეთესოს გისურებ." იცოდა, უცნაური იყო მარიამის ასეთი ქცევა და პირველივე შანსის გაჩენისას მიიმწყვდია ქეთა კუთხეში და ის ჰკითხა, რაც მთელი დღე აინტერესებდა. -სადაა მარიამი და ქორწილში. რა გავაკეთო, მოსაწვევი ვერ გავუგზავნე, გიორგის დაბადების დღე აქვს-თქო. -ეგ ისედაც იცოდა, ხო მომილოცა? ვისი ქორწილია? - გიორგიმ შეამჩნია როგორ დაიბნა ქეთა. -ერთ-ერთი კურსელის ნათესავის, რაღაც სისულელეა, დაპირდა მოვალო და რომ გაიგო შენი დაბადების დღის შესახებ, იმას ვეღარ ეტყოდა უარს. -უცნაურია მარიამისგან. - წარბები შეკრა ბიჭმა. -ბოლო დროს ყველანი უცნაურად ვართ, ძამიკო. - ირონიულად უთხრა გოგონამ და მისი მხრიდ ქვეშიდან მარტივად გასხლტა. *** დარბაზი უფრო იყო ზღაპრულად მოწყობილი, ვიდრე საქორწინო ცერემონია. ყველაფერი ლურჯი იყო, იმდენად ლურჯი, რომ უნდოდა თუ არა, უნებურად ხდებოდა მოწითალო ოქროსფრად მოელვარე მარიამი, ლურჯი. მეჯვარეებისა და ახლადშეუღლებილების პირდაპირ ისხდნენ, მრგვალ მაგიდასთან. ლუკასა და კიდევ რამდენიმე ბიჭის გვერდით, რომლებიც "მოხატული კორპუსიდან" (ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ ამ ადგილს იქაურები ასე ეძახდნენ და მიუხედავად იმისა რომ გაუკვირდა, მოეჩვენა რომ ეს სახელი სრულიად შეეფერებოდა, თუმცა ოდნავ მსუბუქო იყო ნარკოტიკითა და სასმლით სავსე ადგილისთვის) ეცნობოდა. კიდევ კარგი მის გარდა მაგიდაზე კიდევ ერთი გოგო იყო. -გმირია ტო, ეგ ჩემისა. - თქვა სიცილით ერთ-ერთმა. - გოგოსთან ერთად 4 წელი ვიცხოვრო ნიუ-იორკში და ახლა ვიქორწინო?! მოკლედ, არ მესმის რა. -მგონი საქმე იმაშია, რომ ბერიძის არავის ესმის ემას გარდა. - თქვა შავთმიანმა მწვანეთვალებამ, რომელსაც ვიღაცამ სანდრო დაუძახა. -ეს სანდრო მაგარი ისეთი ვიღაცაა. - გადაუჩურჩულა ნიკამ მარიამს. - ემას ხათრი მაქვს თორემ თითქმის გიგასავით მინდა სახე გავუერთიანო. -ჩემი ხათრი არ გაქვს? - ჰკითხა მარიამმა და ღიმილით გახედა. -შენ გაქვს ჩემი? -რომ არ მქონდეს აქ არ ვიჯდებოდი, ნიკა. - უთხრა და იგრძნო როგორ გახდა მისი კაბის ფერი. -შენი ხათრი რომ არ მქონდეს, არც მე არ ვიჯდებოდი აქ. -აბა სად? იმ ბიჭის სახეზე? - იკითხა გოგონამ სიცილით. ნიკას ისე გაეცინა, სახეზე ხელი აეფარა რომ ხმა ჩაეხშო. სადღეგრძლო-სადღეგრძელოზე ისმოდა. ნიკა შამპნიურს ნელ-ნელა წრუპავდა, მარიამს კი ერთი ჭიქა დაუსხა და გააფრთხილა, არ დალიო თორემ შენები მომკლავენო. ცოტა ხნის შემდეგ გიგა გამოვიდა ოდნავ შემაღლებულ სცენაზე, მიკროფონთან და საუბარი, სიცილით დაიწყო: -ვინც აქ ხართ, უმრავლესობა მიცნობთ და ვინც არ მიცნობთ, იმათ გაგონილი მაინც გაქვთ, როგორი რთული ადამიანია გიგა ბერიძე. ისეთი რთულია, ხანდახან საკუთარი თავისაც კი არ ესმის, მაგრამ იცის რომ მას ვიღაც სხვა გაუგებს. - მზერა ცოლისკენ გააპარა. - არადროს მითქვამს, მაგრამ აშკარად ყველა ამჩნევთ რომ.. ჯანდაბა, როგორი რთული ყოფილა საუბარი. - გაეცინა და ხელით ემას საუძახა. - ჩემში კარგი საერთოდ არ იყო მანამ სანამ აღმოვაჩენდი რომ თბილისში არსებულ ყველაზე მაგარ გოგოს ვუყვარდი. - გოგონას თვალებში ცრემლები ჩაუდგა. - 4 წელია ერთად ვართ და ახლა ჩემში ძალიან ბევრია კარგი, ზუსტად იმდენი პროცენტით ვარ მე ემა და არ მაქვს უფლება არ ვუთხრა მადლობა ყველას წინაშე. - გიგასაც ჩაუდგა თვალებში და დარბაზში ჩურჩული გაისმა: "გიგა ბერიძე ტირისო." - მა-დლო-ბა რომ ყველაზე ცუდი ტიპი რომ შეგიყვარდა ნუცუბიძეზე. - გაღიმებულ და ატირებულ პატარძალს ბედიერების ბგერები აღმოხდა და მეუღლეს ჩაეხუტა. გიგამ სიცილით მოხვია ხელები და კიდევ ერთხელ გაისმა აპლოდისმენტები. გაშეშებული იჯდა მარიამი, უნებურად ეტირებოდა მასაც, საშინლად რომანტიულ ხასიათზე დადგა. -მარიამ, მარიამ ტირი? - ჰკითხა სიცილით ნიკამ. თავი ჯერ გააქნია შემდეგ კი მექანიკურად დაუქნია. სიცილი დაიწყო ნიკამაც, ხელები მოხვია და მიიხუტა. -რა გატირებს, შენც შეუყვარდები ვინმეს ეგრე. - თმაზე ხელი გადაუსვა და თბილად გაუღიმა -მე არ მაქვს ცისფერი თმა. - ამოილუღლუღა გოგონამ. -მერე რა, ოქროსფერი გაქვს! - გაეცინა ნიკას. - პირადად მე ვგიჟდები შენს თმაზე და ისე, რომ იცოდე არ მიყვარს სხვებისთვის იმის გაყოფა, რაც მიყვარს. ჰო და რამეს თუ გადაწყვეტ ერთად წავიდეთ სალონში თმა რომ მოიჭრა და მაჩუქო. - უთხრა და საპასუხოდაც მიიღო მარიამისგან მუშტი მკერდში. - თან შენ და ემას არაერთი საერთო გაქვთ, ორივე უგებთ ბანდიტებს, თან მშვენივრად. -იდიოტ ბანდიტებს. - წარბების ქვემოდან ამოხედა გოგონამ. -სიმპატიურ, იდიოტ ბანდიტებს. - უთხრა ნიკამ წარბების თამაშით და კამათი დაასრულეს. შეთანხმდნენ, რომ მარიამი იმ ერთ ჭიქა შამპანიურს დალევდა და მშვიდად გააგრძელეს საღამო... *** ნიკამ რომ სთხოვა წამოდი ვიცეკვოთო, ეგონა მეხი დაეცემოდა. -იმედია ხუმრობ ნიკა. -კი არ ვხუმრობ არასდროს არ შემითავაზებია გოგოსთვის მეცეკვე თქო, ამის გამო მაინც შეგიძლია ადგე. - უთხრა და ხელი გაუწოდა. თვალი გააყოლა მარიამმა მოცეკვავე გიგასა და ემას და ისევ საშინლად მოუნდა მათნაირი ურთიერთობა ვინმესთან ჰქონოდა, შემდეგ კი რამდენიმე მსგავსებას გადახედა როგორც ემასა და მას, ასევე გიგასა და ნიკას შორის და წამოდგა. -ვერ ვიტან ამ სიმღერას. - ყურში ჩასჩურჩულა ნიკამ და სიცილი ძლივს შეიკავა. ნელი მუსიკის ფონე ნელა მოძრაობდნენ. მას ნიკას კისერზე ხელები ჰქონდა მოხვეული, ნიკას კი მისი წელი ეჭირა ხელებით და მარიამი ფიქრობდა რომ ერთ-ერთი ყველაზე ბანალური სცენა იყო, სანამ ბიჭის სიტყვები გაიაზრა. -უნდა მცოდნოდა რომ რამე ასეთს იტყოდი. -ჰო, არა? - ფრთხილად გაუღიმა და დაატრიალა. - საშინლად ცეკვავ, მაგრამ იმდენად ლამაზი ხარ, თითების ტკივილს გავუძლებ. - მარიამი აწითლდა და სიცილი აუტყდა. -შენ დაიჟინე, მეცეკვეო. -შეგეძლო არ დამთანხმებოდი! - უთხრა ნიშნისმოგებით და კიდევ ერთხელ დაატრიალა, ამ დროს კი ნიკას ხელებიდან გიგასაში გადაინაცვლა, გაუაზრებლად. ოდნავ გაუღიმა და ხელები მოხვია. -არ ემჩნევა, მაგრამ კარგი ადამიანია. - უთხრა ნიკაზე. - გაგიჟდა შენზე და გიჟობს ახლა, რომ გადაუვლის, გაიგებ. -ახლაც მესმის. - უთხრა გოგონამ და იგრძნო როგორ აწითლდა. გიგას გაეცინა, თითქმის ისეთივე სიცილით, როგორითაც ნიკა იცინოდა ხოლმე და სიმღერის დამთავრებასთან ერთად, გოგონას ხელი შეუშვა... "თბილისის ორ ყველაზე სიმპატიურ ბიჭს ვეცეკვე 3 წუთში. ასე გააგრძელე მარიამ!" - შეუძახა თავის თავს სიცილით და ადგილზე დაბრუნდა, რომელიც ნიკას უკვე დაეკავებინა... *** გოგონას დილანდელი წინათგრძნობა სულ მიავიწყდა, დროს მხიარულად ატარებდა ნიკას სამეგობროში, ბევრს იცინოდა, ხუმრობდა და ბედნიერება ეუფლებოდა ემასა და გიგას დანახვისას. თითქმის ყველაფერი იდეალური იყო, სანამ მას ტელეფონზე არ დაურეკეს და გარეთ გასვლა არ მოუწია. სანამ უკან ნიკა არ მიყვა, სანამ ჯერ თავად და შემდეგ ბიჭმავ გაიგონა ის რაც მოხდა, სანამ ორივემ არ დაკარგა სახეზე ფერი, სანამ ქეთამ არ უთხრა, დროზე მოდი, აკადემიასთან ახლოს, ერთ-ერთ კორპუსთან იპოვეს საბას დის გვამიო. სანამ არ გაიგონა, დოზის გადამეტებით მოკვდაო. სანამ არ გაიაზრა, რომელ კორპუსთან და რატომ გარდაიცვალა მისი კლასელი, რომელიც "მოხატულ კურპუსში" რამდენჯერმე შეამჩნია. სანამ არ უთხრა ნიკას, უნდა წავიდეო. -შენს მშობლებს ვუთხარი მე მოვიყვან-თქო, გვიანია. - თქვა შოკირებულმა ნიკამ დაბალი ხმით. -გიორგი მიმაცილებს, ან... - კანკალი და აივანზე ბოლთის ცემა დაიწყო. - ხო იცი რატომაც მოხდა, ნიკა? -კი, მარიამ. -ხომ იცი რასაც ნიშნავს? -კი. -ხომ იცი რომ ვერ გავჩერდები აქ? -ჰო. -და ხომ ხვდები რომ უნდა გამიშვა? ნიკამ თავი გააქნია, გრძელი თითებით შუბზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია და გოგონას ხელისკენ გაიწია. მარიამმა დენდარტყმულივით დაიხია უკან. -ნიკა ჩემი კლასელი.... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაიწყო გოგონამ. - ვიცი რომ შენი ბრალი არ არის უბრალოდ... მძულს. ის გარემო არა, სადაც ხარ. ნარკოტიკები მძულს, ნიკა. არ მინდა რომ შენც დაიღუპო, არ მინდა რომ ამას შეეწირო. ჯანდაბა, - წამოიყვირა. - არ მინდა რომ ამას მე შევეწირო, გესმის? -უბრალოდ მიგიყვან. - უთხრა ბოლოს. - მიგიყვან და დაგელოდები, ჩაგსვამ და წაგიყვან. გთხოვ, ვერ დაგტოვებ ეგრე. -კარგი, წავიდეთ... დარბაზში შესულმა უკვე იგრძნო დაძაბულობა, რომელიც ახალი ამბის გავრცელებამ გამოიწვია და შენიშნა გიგას დაბნეული თვალებიც, რომელიც ნიკასას მიუახლოვდა და ჩუმად ჰკითხა: -რაღაც მოხდა ხო? -მოვაგვარებთ, წადით თქვენ რა. - გაუღიმა ნიკამ. - სად მიდიხართ? ვენეციაში ხო? მალე წადით. - თქვა და ხელი მხარზე დაურტყა. - გილოცავთ, ემი, ყოვლისშემძლე ხარ ამას რომ უგებ. -ემის რომ არ მეძახდე, იქნებ მეც გითხრა რამე კარგი. - გაეცინა ცისფერთმიანს. -გილოცავთ. - მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა გოგონამ. შემდეგ უცებ გამოვიდნენ რესტორნიდან და მანქანაში ჩასხდნენ. -მარიამ თავის მართლება არ შემიძლია. -არ გინდა... ნიკამ მანქანა დაქოქა, საიდანღაც ბუნდოვნად ჩანდა ემას ცისფერი თმა და გიგას სიცილი ისმოდა. იმედი ჰქონდა, ისინი მაინც იქნებოდნენ კარგად. არაიდრალური ურთიერთობით, არაიდეალურ დღეს, არაიდეალურ ქორწილში და საშინლად, საშინლად არაიდეალურ ქალაქში. *** გოგონა ზურგით მიყრდნობოდა საწოლის კიდეს, რამდენიმე საათით ადრე დახვეული, ლამაზად აწეული თმა ახლა ულამაზოდ ჩამოშლოდა და აბურდული ესვენა მოშვებულ მხრებზე. კაბის გამოუცვლელად იჯდა საწოლში და მიღებული ემოციების უგრძესი რიგისგან თავგზა არეულს წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეგრძნო, იმდენად იყო დაცარიელებული იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული, რომ რამე უნდა ეგრძნო მას შემდეგ რაც იმ ღამით მოხდა. ყურში ჯერ კიდევ ჩაესმოდა საბას ღრიალი, რომელსაც უსულო და ხელებში ესვენა და არ უშვებდა, ჯერ კიდევ ესმოდა გიორგის სიტყვები, არ ვაცოცხლებთო. ჯერ კიდევ არ ამოსდიოდა გონებიდან ნინოს ერთ ადგილას გაშეშებული თვალები. ძლივს დაარწმუნა ნიკა რომ მანქანიდან არ გადასულიყო და არ გაჰყოლოდა. თვითონ გრძნობდა მის აფეთქებას, დანაშაულის შეგრძნებას. საზარელი ამბები ტრიალებდა იმ ღამით თბილისში, იმდენად საზარელი, რომ წარმოუდგენელი იყო მარიამისთვის დაძინება. -ნიკა ძალიან მალე გაიგებენ იმ ადგილზე, ხო იცი? - უთრა მანქანაში რომ დაბრუნდა. -გგონია მეშინია მარიამ? - უპასუხა წარბშეუხრელად ბიჭმა და გაფართოებული თვალებით ჩააშტერდა. -მე მეშინია. - უთხრა და თავი გააბრუნა სანამ მის ცრემლებს დაინახავდა. იცოდა, სხვა სიტუაციაში ეტყოდა, მე ხომ გყავარ, რის გეშინიაო მაგრამ მაშინ ხმა ვერ ამოიღო. მშობლები გადაირივნენ, რა გჭირსო, ერთი ამბები ჰქონდათ, დასვრილკაბიანი, აცრემლებული მარიამი რომ დაინახეს. მოკლედ უთხრა, ნინო აღარ არისო და ოთახამდე მივიდა. ახლა მის ოთახს მხოლოდ ტელეფონის შუქი ანათებდა, ქეთა სწერდა, ან შენ მოდი და ან მე მოვალ, არ შემიძლია ესეო. იცოდა რომ გიორგი არაფრით არ გაუშვებდა თავის დას და თავადაც ვერ გაბედავდა ღამის თბილისში გასვლას. უცხო ნომრისგან რომ მოუვიდა შეტყობინება, უნებური შიშით შებყრობილმა გახსნა თუმცა დაწყნარდა, რომ მიხვდა ვისგანაც იყო. "ისევ გეშინია?" "რომ ვთქვა არა-თქო, დამიჯერებ?" "არ დაგიჯერებ, რადგან უკვე 1 საათია ტელეფონის შუქი არ ჩაგიქრია." დაფეთებული წამოდგა და აივნიდან გადაიხედა. კორპუსთან იყო მიყუდებული მანქანას და მისი ფანჯრისკენ იყურებოდა. "რა გინდა აქ?" მიწერა და თან დააკვირდა, როგორ განათდა მისი ტელეფონის ეკრანი და როგორ დაიწყო მესიჯის კრეფა. "გაიხადე ეგ კაბა, დაიხრჩობი." "არ ვარ დარწმუნებული რომ არ მინდა დავიხრჩო." "დაიძინე!" "წადი!" "შენ იცი რომ არ წავალ და მე ვიცი რომ არ დაიძინებ, რა აზრი აქვს?!" "არანაირი." პიჟამო ჩაიცვა და საწოლში ჩაწვა. გათენებისას ჩაეძინა, მისთვის ბევრი აღარ მიუწერია. უცნაურად იყო მასთან ურთიერთობა რომ ჰქონდა მომხდარის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ იმ დღემ კიდევ ერთხელ დაარწმუნა თუ რამდენად კარგი იყო ნიკა, მისი მინუსების მიუხედავად... *** საშინელება ხდებოდა დაკრძალვაზე, გვამს გოგონას დედა არაფრით უშვებდა ხელს, "რა გამიკეთე, რა გამიკეთე"-ს ძახილით გადაფარებოდა ზედ სასახლეს ქვიშაში ჩაკეცილი და ხმამაღლა ღრიალებდა. უკეთეს მდგომარეობაში არც მისი ძმა იყო, რომელიც ყველა არსებული საშუალებით ცდილობდა დედამისი სასახლეს მოეშორბინა. დაკრძალვის დასრულებამდე მაინც ვერ გაძლო, სადღაც გავარდა მანქანით, შემდეგ გიორგი და მისი მეგობრებიც გაყვნენ. გაშეშებულები გამობრუნდნენ ქეთა და მარიამი სასაფლაოდან. -ვაიმე, რა დღეში არიან. - ამოთქვა ქეთამ. -თავი გაიუბედურა და სხვებიც მიაყოლა. - თავი გააქნია მარიამმა. -თან საბასნაირი ძმა რომ გყავს? წარმოიდგინე მე რომ შევჯდე ახლა. -მოგკლავს გიორგი, შენ თვითონ თუ არ მოიკლავ თავს. - უთხრა მარიამმა და გზის მეორე მხარეს ნაცნობი მანქანა დაინახა. შიგნით მჯდომი ბიჭი მას უყურებდა. -მეცნობა ეს ბიჭი. - წარბები შეკრა ქეთამ. -შენ ის უნდა ნახო, მე როგორ მეცნობა. - კბილებში გამოსცრა გოგომ, დაქალს უთხრა დამელოდე, მოვალო და თავად ნიკასკენ წავიდა. -მარიამ... - დაიწყო ბიჭმა. -არა! - წამოიყვირა. - არა, არა, არა, არა! არა, გესმის? ახლა არა, არ შემიძლია ახლა გიყურო. - ხელების უაზრო ქნევა დაიწყო გოგონამ, ამდენი ხნის სტრესი ერთად დააწვა მხრებზე. -სცენები არ გინდა, ჩაჯექი და წავიდეთ. -ქეთა მელოდება! -მაშინ ჩაჯექი და მერე გადადი. - ნიკას სიმშვიდე გოგონას უფრო უშლიდა ნერვებს. ძლივს დაატანა თავს იმის ძალა, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო. -მარიამ... - ისევ დაიწყო ბიჭმა და მან ისევ გააწყვეტინა. -ძალიან გთხოვ... - თვალებში ცრემლები ჩაუდგა გოგონას. - არ მინდა ვიფიქრო რომ სხვებივით ხარ, არ მინდა... უბრალოდ ფაქტი რომ იმ ადგილთან გაქვს კავშირი, სადაც ასე გააუბედურეს ძალიან კარგი ოჯახი, ჩემთვის... -გინდა რომ არ იგრძნო მაგრამ მაინც გრძნობ ბრაზს და იმ ადგილიდან მხოლოდ მე მიცნობ, ამიტომ უნებურად ბრაზდები ჩემზე. - გაუღიმა ნიკამ. -ნუ იღიმები, ჯანდაბა! - ხელი სიდენიას დაარტყა და შემდეგ სახეზე ხელები აიფარა. - იმის გაფიქრებაც კი რომ იქ ვხედავდი და ვერ ვაჩერებდი ცუდად მხდის. ვეღარასდროს მოვალ მაგ ადგილას. -მარიამ, როგორც გინდა ისე შეხედე ყველაფერს, მაგრამ... -ახლა მათი გამართლება არ დაიწყო! - წამოიყვირა გოგონამ. -მათი? მარიამ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. - მტკიცედ თქვა ბიჭმა. -ვიცი რომ ნარკოტიკებთან კავშირი არ გაქვს! -გგონია იცი? - ხარხარი აუტყდა ნიკას. - გგონია რომ მიცნობ? არავინ არ მიცნობს! არავინ არ იცის ჩემზე ყველაფერი. ნარკოტიკებს მნიშვნელობა არ აქვს, მე წაგიყვანე იმ ადგილას, ჩემი ბრალია რომ ყველაფერი იცი. თუ ვინმე გჭირდება, ვიზეც გაბრაზდები, აქ ვარ. -ცოტახანს არ ვივლი აკადემიაში. - თქვა მარიამმა და კარები გააღო. -არ გინდა, მე არ გნახავ და ეგ არის. - გაუღიმა ნიკამ. გოგონა მანქანიდან გადავიდა და ქეთასთან აცრემლებული თვალებით მივიდა. -რა... -ნუ მეკითხები! - ხელი აწია მარიამმა, ტაქსი გააჩერეს და ქეთასთან ავიდნენ. *** ჰამაკზე იყო გადაწოლილი და მონაცრისფრო ცისფერ ცას გაჰყურებდა. ხეების სასიამოვნო, ოდნავ სუსხიან ჰაერს ისუნთქავდა და ძალიან პრიმიუტიულ ბედნიერებას გრძნობდა, რომელიც ალბათ არ უნდა ეგრძნო, რადგან სამყარო ემხობოდა თავზე და ის გაქცევის მეტს არაფერს აკეთებდა. უარს ამბობდა დარჩენილიყო იმ ადგილას, სადაც ყველაზე საჭირო იყო და პირისპირ შეეხედა მეტრი და ოთხმოცდა ორი, შავთმიანი, ლამაზთვალება პრობლემისთვის, რომელთანაც სულ ცოტა, 10 წუთი რომ ელაპარაკა, შესაძლოა დარწმუნებულიყო რომ საერთოდ არ იყო პრობლემა. საგიჟეთი ხდებოდა თბილისში, ყველაზე დიდი საგიჟეთი დედამიწაზე. საგიჟეთი, სადაც არცერთ გიჟს არ ჰქონდა მოწმობა და მაინც, თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ რაღაც ვერ ჰქონდათ. რაღაც ვერავის ვერ გვაქვს ისე, როგორც საჭიროა. ამიტომაც ვართ ასეთები. არანორმალურები, ან ოდნავ სხვანაირები, ისეთები, როგორებიც არ უნდა ვიყოთ, ისეთები როგორებიც არ შეგვიძლია, რომ არ ვიყოთ. უცნაური სიჩუმე იყო ბორჯომში, ციყვების ერთი ხიდან მეორეზე გადახტომის და ამის დროს ამოძრავებული ტოტების ხმაური ისმოდა მარტო და მაშინაც გამშვიდებდა, თუ ეს არ გინდოდა. არაფერი არ უნდოდა მარიამს... უძილობისგან დასიებული, ოდნავ გაიასამნისფრებული წრეები ჰქონდა ჩასისხლიანებული თვალების ქვეშ. ეგონა რომ დაძინებას თბილისიდან შორს მაინც შეძლებდა, მაგრამ როგორც აღმოაჩინა, შეცდა... კიდევ ერთხელ შეცდა, ვერ იგებდა როგორ იყო ასეთი იდიოტი, ამ ფაქტის გასამართლებელი ათასი მაგალითის მოყვანა შეეძლო. იცოდა რომ რაღაცეები უნდა გამოესწორებინა, ნამდვილი ქერა გოგოსავით არ უნდა მოქცეულიყო და თავი არ უნდა ექიცინებინა ყველაფერზე, როცა რაღაც განსხვავებულს ფიქრობდა, მაგრამ შინაგანად რაღაც არ აძლევდა უფლებას წამომდგარიყო და რამე ისე ექნა, როგორც ნამდვილად უნდოდა. როგორც ნამდვილად სწორი იყო. -შემოდი, გცივდები! - გაიგონა დედამისის ხმა და სახლისკენ გაიხედა. სიმწვანეს შეპარვოდა სტაფილოსფერი და წითელი აგურით ნაშენ სახლს უფრო აწითლებდა, აყვითლებდა, აღიავებდა. მწვანე თითქმის არსად იყო... ძალიან სწყდებოდა გული ზამთრის მოახლოებაზე, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ რაღაც კარგი მთავრდებოდა... სევდიანად გამოიყურებოდა სახლი, ძალიან მარტოსულად, დაობლებულად. ლამაზი იყო მაგრამ მაინც მარტო... -მოვალ მალე. - უთხრა და ისევ ტელეფონს ჩააშტერდა, რომელშიც მესიჯის გრაფა ჰქონდა გახსნილი. ქეთას გამოგზავნილ ახალ მესიჯებს ყურადღებას არ აქცევდა, ახალი მესიჯის დაწერას ცდილობდა მაგრამ არაფრით გამოსდიოდა... ნიკა იყო ტელეფონის კონტაქტებში, ნიკა იყო დაუმთავრებელ ნახატებში, ნიკა იყო მარიამის ფიქრებში, მარიამის სიზმრებში, მარიამის არსებაში იმაზე მეტი ნიკა იყო, ვიდრე თავად მარიამი. იმიტომ წამოვიდა, რომ არ შეეძლო იმ ადგილთან დამაკავშირებელი ერთადერთი ადამიანისთვის ეყურებინა, რომელმაც მისი კლასელის სიკვდილში მთავარი როლი ითამაშა. არ შეეძლო და გაიქცა, ზუსტად ისე, როგორც ლაჩრები იქცევიან ომის დაწყების წინ, სახლებში რომ იკეტებიან, მაგრამ მაინც, უნებურად იმაზე ეფიქრებათ, ომი როგორ გრძელდება მათ გარეშე. თითქოს დასასვენებლად წამოვიდა... თითქოს უნდა ოდნავ დამშვიდებულიყო, თითქოს ხეების სუნის ჩასუნთქვა და ციყვების ყურება უნდოდა, საშინელ სიცივეში ჰამაკზე გადაწოლა და ცისთვის ყურება უნდოდა, მაგრამ არაფერს ჰქონდა აზრი. ყველა ფერი კარგავდა მნიშვნელობას, როცა მის გონებაში უძირო შავი თვალები ჩნდებოდნენ, რომელთაც მიუხედავად კარგი შემალვისა, მაინც სწყინდათ რაღაც... -მალი, იცი ვინ მენატლება? - ჰკითხა სალომემ, რომელიც ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. გოგონა დაიხარა და პატარა და მუცელზე დაისვა. -ვინ, სალი? - ოდნავ გაუღიმა. -სანდლო... ძალიან მენატლება. იცი ლომელი? გაქსოვს, სენი მეგობლის... -არ არის ჩემი მეგობარი, ნიკა. - გააპროტესტა იმ წამსვე მაგრამ ინანა. მაშინ რა იყო? ვინ იყო? ვიღაც, ნახევრად? ის, ვინც ვერასდროს იქცეოდა მთლიანობად?.. -ვიჩი ლომ შენჩ გენატლება! - უთხრა ნიშნისმოგებით სალომემ. -საიდან მოგაქვს ქალბატონო? - სიცილი აუტყდა მარიამს. -ტელეფონში სურათი ლო გაქვს, იმაზე ის ბიწი ალაა? ლომ უყულებ ხოლმე! - უთხრა და ტელეფონი გამოართვა, ძალიან მარტივად მოხსნა ბლოკი და სურათებშიც უცებ შევიდა. -აი ეჩ! - ეკრანი შემოუბრუნა და საღებავებით დასვრილი გოგონასა და ბიჭის გამოსახულება ანახა, რომლებიც უაზრო მხიარულებით გაბედნიერებულები, არანორმალურად იღრიჭებოდნენ. სურათის დანახვაზე უნებურად გაეცინა. -ვერ გაიგებ ეხლა რაღაცეები რომ აგიხსნა, თორე აგიხსნიდი გეფიცები! - გაეცინა გოგონას. - იმაზე მეტს იგებ, ვიდრე დედა, მამა ან სხვები, მაგრამ მაინც ვერ გაიგებ რაღაცეებს ჯერ. -რა გაგება უნდა? მე მენატლება ციკლაული, შენც გენატლება ციკლაული, მაგარია, დაარტყი! - ხუთი თითი გამოუშვირა გაღრეჭილმა გოგონამ. -ვაიმე, სალომე... - თავი გააქნია. - ციკლაურიო? წიკლაურია სანდრო? - ოდნავ წამოიწია. -ქო. - ამოთქვა გოგონამ. მარიამს თვალები გაუფართოვდა და შემდეგ სიცილი წასკდა, -ესღა მაკლდა. მეღადავებით? - ტელეფონს დასწვდა და ქეთას დაურეკა. -რა იყო მარიამ? -რა იყო მარიამ კი არა გვარი წიკლაური რას გეუბნება? -ვაიმე არ მითხრა რო ის ბიჭია. - თქვა ქეთამ დრამატულად. უნებურად ეცინებოდა მარიამს, მიუხედავად იმისა რომ არაფერი იყო სასაცილო. -ეგაა. -რა შარში ხარ, აზრზე ხარ ხო? -რა შარში ვარ, კარგი ეხლა. - გაეცინა. - იმაზე დიდში არა, რამხელაშიც უკვე კარგა ხანია ვარ. -აუ გიყვარს მაინც? გიღირს ამდენი რაღაც ? -არ მიყვარს. - ამოთქვა გოგონამ. -მარიამ სერიოზულად გეკითხები! - ხმა გაუმკაცრდა ქეთას. -მეც სერიოზულად გეუნები. - გაეცინა მარიამს. - წავედი, რა. -აზრზე ხარ, მარიამ? წიკლაურს უყვარხარ! დაგერხა. -ვუყვარვარ არა ის. - ჩაიხითხითა გოგონამ. -არ მესმის მე თქვენი ურთიერთობის, გაიგე? არანაირად! არ არის ეგ არაფერი, მორჩები თუ რამე არებულად აქცევ? -ვაიმე, ქეთევან, აქ იმიტომ ჩამოვედი რომ დამესვენა, იცი? - ჰკითხა უაზროდ. -ჰო და დროზე დაიმთავრე ეგ განტვირთვის 1 კვირა და ჩამოდი იქ სადაც საჭირო ხარ. - უხეშად უთხრა გოგონ და გაუთიშა. "აუ რა..." - ამოთქვა ხმადაბლა და ისევ ტელეფონის ეკრანს ჩააშტერდა. წიკლაური, წიკლაური, წიკლაური... კარგა ხანი იყო, უბანში ამბობენ, წიკლაური ისეთიაო, ისეთი სიმპატიურიაო, გოგონები ჩურჩულებდნენ ხოლმე სკოლაში, ისეთი ნაგავიაო, აგინებდნენ ბიჭები, მაგრამ ფაქტი ის იყო რომ ნახევარ თბილისს ძალიან კარგად ჰქონდა ყურებში გამჯდარი წი-კლა-ურ-ი და შურით, სიყვარულითა თუ სიძულვილით ყველა, უკლებლივ ყველა მასზე საუბრობდა. რამდენჯერ დაინტერესებულა, ვინ იყო ასეთიო, რა იცოდა, ძალია კარგად რომ იცნობდა. "ღმერთო სახელი რომ ეხსენებინათ ერთხელ, რა მოუვიდოდათ!" - გაიფიქრა გამწარებულმა და ჰამაკზე უაზროდ დაიწყო ქანაობა... *** უიმედობა მოაქვს სულელურად გაფანტულ სიძუვილს ჰაერში, სისულელეს სამყაროში, უიმედობა მოაქვს ყველაფერს, ამინდს, სიცივეს, ვინმეს, და უიმედობა მოაქვს ყველას. ჩვენ, თქვენ, იმათ ვისაც ვიცნობთ, იმათაც, ვისაც არ ვიცნობთ უიმეოდობაა ყველაფერში, იქაც, სადა ოდესღაც იმედი იყო. ყველაფერი უიმედოდ სულელურია, არანორმალურად სულელური. არაფერია ისე, როგორც უნდა იყოს. ჩაბნელებულ ოთახში იწვა მარიამი და ნესტის სუნით გაჟღენთილ ჰაერს ისუნთქავდა, რომელიც რატომღაც მოსწონდა. საწოლის კიდეს იყო მიყუდებული და უაზროდ ავლებდა დიდ ცისფერ თვალებს ორნამენტებით მოხატულ შპალიერს. ფურცელს და კალამს დახედა, კალთაში რომ ედო და ნახევრად დაუსრულებელი სახის მოყვანილობას, რომელზეც მხოლოდ უძირო, შავი თვალები იყვნენ გამოკვეთილნი. ქუთუთოები ერმანეთს მაგრად დააჭირა, ტელეფონი აიღო და გაუაზრებლად მიწერა: <<ცისფერთმიანსა და ცისფერჯინსიანზე თბილისში ამბები დადისო?>> პასუხის მოლოდინში დაილია, გულისცემა გაუქრა, ხელები აუკანკალდა. როდესაც მელოდიის ხმა გაიგონა და ტელეფონს დახედა, იმედიც ჰქონდა გადაწურული რომ პასუხს მიიღებდა, მაგრამ რომ გაიაზრა, რომ ნიკა ურეკავდა, გაუაზრებლად უპასუხა. -ჰო... -უბრალოდ ამბები დადის? - სიცილით დაიწყო ნიკამ. - წიგნებსაც არ წერენ, რო? -სერიოზულად? - გაეცინა მარიამს. - მომიყვები? -ნუცუბიძე და ამბები, ხო აზრზე ხარ? დანის გაქნევა-გამოქნევა, მთელი ღამე და ემის ძალიან ცნობილი სამეგობრო, ერთი ცისფერჯინსიანი გიგი და ცისფერთმიანი ემი, ჰო და მოდის ერთ დღეს, მე და ჩემი ძალით ძმაკაცები "ვაბირჟავებდით" მაშინ ნუცუბიძეზე, გიგას პონტში, თითს იშვერს და მეუბნება, აი ის მიყვარს მაგრადო. - მარიამს გაეცინა საწოლში მოიკუნტა და ღიმილით გააგრძელა მოსმენა. - არადა ჯერ ერთხელ ჰქონდათ ნალაპარაკევი, ისიც ძლივს. გაგიჟებული იყო რა, წიგნებზე მატარებდა ხოლმე, გადატრიალებული ჰქონდა სოციალური ქსელები, მარტო იმიტო რო გაეგო, რა წიგნი უნდოდა და მერე ყოველ დილით კართან უტოვებდა ხოლმე. -აუ, რა მაგარია! - გაიბადრა გოგონა. -ემას ეხლა "ვაჟნი" ეჭირა თავიდან, მარა მერე წამოვიდა თვითონაც. მერე აღმოჩნდა რო ემას საუკეთესო მეგობარი იყო გიგას მტერი და ერთი ამბები იყო. ძალიან უჭირდა მაგრამ თან ცდილობდა სანდროსთან დისტანცია დაეჭირა, აი, იცი როგორ ცდილობდა? - გაეცინა. - ეგრე ძაან ცხოვრებაში არაფერი არ უცდია მაგრამ იმან გამოიწვია და მაგრად იჩხუბეს. -რაზე? - წარბები შეკრა გოგომ. -რაზე და ერთადერთი ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც ემაზე მეტად უყვარს. ჰო და ძალიან მაგრად იჩხუბეს და სანდრო საავადმყოფოში წაიყვენეს. იმის მერე აირია ყველაფერი, ემამ უთხრა მორჩაო და ამბები და თან სთხოვა, არ მომიახლოვდეო. აი ფაქტიურად ისე, როგორც შენ მთხოვე, კიდევ ერთი რაღაც, რითიც ვგავართ. - სიცილით თქვა ნიკამ. -ნიკაა... - დაიწყო მარიამმა. -არ გვინდა, მარიამ, მართლა. გიგასაც ესმის, მეც მესმის, ნუცუბიძესაც ესმის, რუსთაველსაც და გრიბოედოვსაც, სუ ყველას გვესმის "ვაფშე". - ჩაიხითხითა. - ჰო და ძალიან დიდხანს იკავებდა თავს, 4 თვეზე მეტი და ბოლოს რომ გაიგო, რომე ემა მიდიოდა, ვერ გაძლო, ვერც ემამ ვერ გაძლო და ერთად წავიდნენ. -ვაიმე, რა მაგარია! - გაიბადრა გოგო. -და ყველაზე მაგარი? სანდროს უთხრა არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი, შენი საუკეთესო მეგობარი მიყვარსო. - მარიამს გაოცებისგან გაურკვეველი ბგერები აღმოხდა. -ვაიმე, მერე რა მოხდა? -ნიუ-იორკში წავიდნენ სასწავლებლად. გიგამ ცოტა გვიან კი დაიწყო, მაგრამ ნუცუბიძის ყველაზე სახიფათო ბანდიტი ქირურგია ახლა. -ამას ქვია ბედნიერი დასასრული! - თქვა მარიამმა. -არ არსებობს ბედნიერი დასასრული. -არსებობს, უბრალოდ ალბათ შენ არ გჯერა. -რა შუაშია მე რა მჯერა, დასასრული ბედნიერი ვერ იქნება უბრალოდ იმიტომ რომ ის დასასრულია. -იქნებ რამე ცუდი მთავრდება? -არაფერი ცუდი არ უნდა დამთავრდეს, სანამ კარგი არ გახდება. -კარგი რომ გახდება, მერე რომ მაინც დამთავრდება? -ჰო და მითუმეტეს! - წამოიძახა ნიკამ. - რაღაც ცუდი კარგი გახდეს და დასრულდეს? აბსურდია. შეიძლება ვიღაცისთვის ბედნიერი დასასრულია, მაგრამ ჩემთვის არა. -აბა შენ როგორი დასასრული გინდა? - გაეღიმა მარიამს. -მე არ მინდა დასასრული. - თქვა აღტაცებულმა ნიკამ. -აბა, რა გინდა? - იკითხა გოგონამ, რომელიც უკვე გრძნობდა მის გარშემო გაჩენილ სითბოს, რომელიც ნელ-ნელა ცხელდებოდა. -ისეთივე რამ მინდა, როგორიც 9-იანი, 8-იანი და 0-იანია, ან 1-იანი, ისეთი, როგორსაც მე ვწერ. -რამდენჯერაც არ უნდა შემოაბრუნო, ყველას ექნება მნიშვნელობა და ამას ვერ მოუნახავ დასასრულს? - ოდნავ გაეცინა გოგონას. -შენ კი ამბობ, საერთო არ გვაქვსო. - ნიკას ხმაში დაეტყო ღიმილი. კარგა ხანი ჩუმად იყვნენ, მარიამს ისიც ეგონა რომ ხაზი გაწტყდა, მაგრამ არა... ცოტა ხნის შემდეგ ნიკამ ამოიღო ხმა: -მოდი არ გვინდა ემას და გიგასავით 4 თვე, იმის მისახვედრად რომ მომენატრე და ჩამოდი, კარგი? - მარიამმა ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ამოისუნთქა. -ჩამოვალ. -კარგია. დაიძინე ეხლა. - უთხრა ნიკამ სიცილით. -შენ არ აპირებ დაძინებას, არა? -თბილისს არასდროს სძინავს, მარიამ. - წაიმღერა. - ძილინებისა. -ნახვამდის. - გაეცინა მარიამს და ტელეფონი გათიშა. კარგად გაეხვია საბანში, ბალიშს ჩაეხუტა და ღიმილით, ღრმად, დიდი ხნის შემდეგ, ძლივს ჩაეძინა... *** ისევ თენდებოდა და შემდეგ ღამდებოდა, ზოგს ისევ უჭირდა, ზოგს ისე ძალიან აღარ. უცხო იტყოდა ჩაწყნარდა თბილისიო, ყველამ ხომ არ იცოდა, როგორ დუღდა ზოგი შიგნიდან... თითქოს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა, მაგრამ თან უარესად ირეოდა და ყველა უაზროდ აგრძელებდა ცხოვრებას... *** ჩამოსვლიდან მეორე დღესვე მოუწია აკადემიაში მისვლა და მიუხედავად იმისა რომ ისიც აპროტესტებდა და მისი შინაგანო სამყაროც, სხვა გზა არ ჰქონდა. ნოემბერი ილეოდა უკვე და ძალიან, ძალიან იყო მოღრუბულული. მზე აღარც კი ჩანდა ცაზე, ქუჩაში ყველა ჩურჩულებდა, ყველამ იცოდა რაც მოხდა, ყველას უკვირდა, ნარკოტიკები როგორ გავცელდა ესეო. თავად მარიამს კი მიუხედავად იმისა რომ იცოდა, საიდანაც ვრცელდებოდა ნარკოტიკები, ძალიან უკვირდა, არცერთი ადგილი არ უჩიოდა ნარკოტიკების ნაკლებობას, ახლა როგორ გაიკვირვესო. ეზოში შესულმა ნიკა რომ დაინახა, ოდნავ შეიშმუშნა და მისკენ წავიდა. -არ მითხრა ლექციებს უნდა დავესწროო! - უთხრა და გვერდით მიუჯდა. -არც გეუბნები. - ოდნავ ჩაეღიმა, ხელი მისი თმისკენ წაიღო და აწეული კუდიდან თმის სამაგრი გამოაძრო. ოქროსფერი თმა მხრებზე არეულად დაეფინა და წარბშეკრულმა გახედა მის გაბადრულ გამოსახულებას, რომლის თვალებშიც საკუთარ ანარეკლს ხედავდა. -მარიამ, მარიამ, მარი... - ცას ახედა და მისი სახელის გამეორება დაიწყო. აქამდეც დაკვირვებულა, მაგრამ ახლა უფრო მძაფრად დაეუფლა უცნაური შეგრძნება, როცა მის მიერ ნათქვამი საკუთარი სახელი გაიგონა და ხელები გადაიჯვარედინა, გააკანკალა... - ხომ შეიძლებოდა რამე ცუდი გრქმოდა? მაგალითად... ლელა. შეიძლება არაა ცუდი სახელი, მაგრამ მე არ მომწონს. იცი, აქამდე მარიამიც არ მომწონდა. ახლა ვაკვირდები და გიხდება... - ისევ გაბადრულმა შეხედა. ძალიან სევდიანი ეჩვენა, ასეთი თითქოს არასდროს უნახავს.. - ზუსტად, ზუსტად შენზეა, ამაზე ძალიან არაფერი მოგიხდებოდა. -რა გჭირს? - ოდნავ გაეღიმა მარიამს. -არ ვიცი, დავიღალე ჩუმად ყოფნით. - გაეცინა. - იცი სულ გიყურებდი ხოლმე. რაც სასწავლო წელი დაიწყო, სულ გიყურებდი მაგრამ ვერ გიახლოვდებოდი. როგორი რთული დასაჯერებელია, არა? ნიკა წიკლაური ვერ უახლოვდება გოგოს. გიყურებდი ხოლმე, როგორ ხატავდი. იშვიათად კი მოვიოდი, მაგრამ რომ მოვდიოდი სულ გხედავდი. - თავი ჩახარა და წარბებს ქვემოდან ჩამოხედა და მარიამს არ შეეძლო, არაფრის თქმა არ შეეძლო მასზე გარდა იმისა რომ ულამაზესი იყო, ულამაზესი, ისეთი, როგორიც ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზი უნდა იყოს, გამუქებული თმითა და თვალებით, მაგრამ უცვლელად დარჩენილი მოძრაობებით, თითებითა და სახის ნაკვთებით. უნებურად გაეღიმა მარიამს და ჩანთა მოიხსნა, რა აზრი ჰქონდა, უკვე დააგვიანა ლექციაზე. -მერე რომ დაგეჯახე, ჩემს თავზე მეცინებოდა, ზუსტად მიზანში რომ მოვარტყი. - გაეცინა. - იქამდეც ვფიქრობდი, მაგრამ იმ ნახატს რომ დავხედე უფრო დავრწმუნდი, ბედნიერი რომ არ იყავი და საშინლად... საშინლად... -რა? - იკითხა გოგონამ. ნიკას სიცილი აუტყდა. -არაფერი. ჰო და.. მერე თითქოს ჩემი თავი არ მყოფნიდა, ჩემმა ძმამ დაიწყო შენი მეგობრის და მიყვარსო და ყველა "მეგობარზე" ნერვები მეშლებოდა, რადგან არ ხარ ჩემი მეგობარი. ხო იცი, რო არ ხარ? -ვიცი. - ამოილუღლუღა მარიამმა მაგრამ გულში რაღაცამ ძალიან სასიამოვნოდ გაჰკრა. -ძალიან კარგი! - ამოთქვა გახარებულმა. - არ ჩანს მაგრამ ძალიან მგავხარ, შენი ნახატი რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი და გაგაუბედურე. შეიძლება ჯერ არა, მაგრამ ყველაფერს გაცლი, მარიამ, ხომ ხედავ? - გადაიხარხარა. - მეგობრებთან პრობლემები შეგიქმენი, აკადემიაშიც მალე დაგეწყება, ლექციაზე კიდევ რამდენჯერმე თუ არ შეხვალ და მერე რა, მშობლები დარჩა? მაგასაც მოვუხერხებ რამეს. ყველაფერს ვაფუჭებ, ხო ხედავ? რომ გაიქეცი მეგონა მიხვდი, მაგრამ დაბრუნდი. -იმიტომ რომ შენ მთხოვე დაბრუნება! - წამოიძახა გაბრაზებულმა. -იმიტომ რომ მე სხვანაირად არ შემიძლია! - არ ჩამორჩა ნიკაც. -და გგონია მარტო შენ ხარ ეგრე?! გგონია რამე მაინტერესებს? სულ შენს თავზე ნუ ფიქრობ, გეხვეწები, ყველაფერს მარტო შენ კი არ გრძნობ. რაც ჩამოთვალე ყველაფერს, ყველაზე პატარიდან დაწყებულს, მეც ვგრძნობდი, მეც ვგრძნობ, ვგრძნობ და არ მაინტერესებს, არაფერი არ მაინტერესებს! აქამდე ვერ მიხვდი? - გაუაზრებლად ყვიროდა და იცოდა, სცენას აწყობდა მაგრამ არ შეეძლო რომ გაჩერებულიყო, უკვე აღარ. -რას ვერ მივხვდი? - ძალიან ცდილობდა ნიკა ღიმილის შეკავებას. -იმას რომ მარტო შენ არ გაგიჟებულხარ! - გამოსცრა და სახე გააბრუნა. ნიკას სიცილის ხმამ მთელი აკადემია მოიცვა, ხელი გადახვია და თავი მის კულულებში ჩარგო. -წამო რა, თავისუფალი აუდიტორია ვნახოთ, საღებავები ედებათ. - თქვა და ერთად შევიდნენ შენობაში. კი გაუკვირდა, დარაჯი რატომ არ დგასო, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია, საკმარისად იყო დაღლილი ყველაფრით, რომ ნიკასთან ერთად გატარებული დროისთვის კიდევ მოეკლო წუთები. ძლივს იპოვეს პატარა ოთახი, უამრავი ნახატით და რამდენიმე საღებავიც ნახეს. წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა, როდესაც უთხრა, მიდი, სწორედ დადექიო და თავად პალიტრაზე რამდენიმე ფერი ერთმანეთში აურია. -მე მხატავ? - წარბები შეკრა გაოცებისკან. -სიურპრიზი! სწორედ დადექი! - მარიამი ბურტყუნით გასწორდა და აღფოთების ბგერები აღმოხდა როდესაც ნიკა ტილოს კი არა მას მიუახლოვდა. -რას აკეთებ? -გხატავ! - გაიღრიჭა და ფუნჯით სახეზე პირველი ყვითელი წერტილი დაუსვა. -გარეკე? - სიცილი აუტყდა გოგონას. -არ მითხრა ახალი ამბავიაო. ნუ მოძრაობ! უყურებდა როგორი სერიოზული სახით სვამდა მის სახეზე ყვითელ წერტილებს, რომლებიც ჭორფლები უნდა ყოფილიყვნენ და ამჩნევდა მისი სახის ყველა მოძრაობას. გრძელ წამწამებს, რომელთაც ქუთუთოებთან ერთად ხშირად ახამხამებდა, არანორმალურად წითელ ტუჩებს, რომლებსაც ხან გახსნიდა, ხან დახურავდა. ხანდახან იღიმოდა კიდეც, თვითონ კი სიცილს ძლივს იკავებდა მის გამომეტყველებაზე. -მე დამცინი? - წარბი აწია და თვალებში შეხედა, პარალელურად კი იასამნისფერს ცისფერი შეურია და უთხრა, თვალები დახუჭეო. -შეიძლება. - გაეცინა გოგონას. -არ უნდა დამცინო, როცა შენს სახესთან ძალიან ახლოს ვდგავარ, ფუნჯით. - თქვა და ბოროტულად ჩაეცინა. მარიამსაც უნებურად აუტყდა კისკისი. თვალის ქუთუთოზე ფუნჯის შეხება იგრძნო და უნებურად დაეჭიმა სხეული. -არ მოგკლავ, დაწყნარდი. - ისევ გაეცინა და შემდეგ უთხრა, გაახილე თვალებიო. მარიამმა ფუნჯზე წითელი ფერის საღებავი დაინახა და უნებურად იკბინა ტუჩზე. იცოდა, რომ ძალიან მალე, ძალიან ცუდად გახდებოდა. ნიკას კიდევ ერთხელ გაეცინა, მარიამს გაუკვირდა, ამდენი სიცილი თუ შეეძლო, რა ვიცოდიო. ნელა დაიხარა და ფუნჯი ქვედა ტუჩზე შეახო, შემდეგ კი ნელა დაიწყო მისი გაფერადება. -არ გინდა რა, ტუჩებზე... - ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა გოგონამ და თან იგრძნო, უცნაური, გაუგებარი ტალღები როგორ დაეტაკნენ მის სხეულს. -რატომ? - წარბი აწია ბიჭმა. -არ... უჰ... - გაუგებარი ბგერები აღმოხდა გოგონას. ნიკას სიცილი კიდევ გაისმა. -არაუშავს, თუ არ გინდა. - უთხრა, თვალი ჩაუკრა და სახიდან კულული გადაუწია. მათ შორის მანძილი წამში შემცირდა. თითქოს ერთ წამს მის ბაგეებზე ფუნჯის შეხებას გრძნობდა, მეორე წამს კი მას გრძნობდა მთელი არსებული საშუალებით. გრძნობდა როგორ იღიმოდა, თითქოს იცინოდა კიდეც. შოკმა წამში გაუარა, მოდუნდა და გაუაზრებლად უპასუხა. ისევ მოსწყდა სამყაროს, როგორც სიზმრებში და სადღაც, კოსმოსში გაფრინდა. სხვადასხვა ფერის პლანეტებს და უამრავ, უამრავ მანათობელ ვარსკვლავს ჩაუარა და სადღაც, უსასრულობაში გაფრინდა, სადაც ბევრად, ბევრად კარგი იყო, ვიდრე რეალობაში. -ერთი შეცდომით მეტი. - სიცილით უთხრა ნიკამ, როცა მოშორდა და ჩაეხუტა. თავი ვერ შეიკავა, უხეშად მიაძახა, მოკეტეო და თავი მხარზე დააყრდნო. *** ორ ლექციას დაესწრნენ, შემდეგ კი ერთად გამოვიდნენ შენობიდან და ქუჩას დაუყვნენ. -აქამდე რატომ არ მითხარი რო სახელგანთქმული წიკლაური შენ იყავი? - ჰკითხა მარიამმა. -კარგი რა, დღემდე არ იცოდი, დავიჯერო? -ცოტა ხნის წინ მიხსენა ჩემმა დამ, თორე აზრზე არ ვიყავი, მართლა. -და რა რეაქცია გქონდა? - სიცილით გადახედა ნიკამ. -ეგღა მაკლდა-თქო. არა, აქამდე როგორ არ ვიცოდი? -მოიცადე, იცოდი ჩემს შესახებ? -ყველა შენზე ლაპარაკობს! გოგოები გიჟდებიან, ბიჭები არც იკითხო, მარა მაინც ყველას სალაპარაკო თემა წიკლაურია. -კარგი, გავწითლდი. - ჩაიხითხითა. - სახლში მიდიხარ? -არა, ქეთასთან. მარტო წავალ, აქვეა, ხო იცი. - უთხრა და ქუჩის ბოლოსკენ მიანიშნა. -გაგაცილებ, იყოს. -დაგვინახავენ, ნიკა. - ნერვიულად გაეცინა გოგონას. -აბა არ მაინტერესებსო? - წარბი აწია ბიჭმა. -არც მაინტერესებს, უბრალოდ რატო უნდა იჩხუბო ჩემ გამო? -ეგ არ უნდა გეთქვა. - გაეცინა და ხელი გადახვია, შემდეგ კი ძალა დაატანა და წინ წაიყავანა. - სახელგანთქმული წიკლაური არ ვარ, ბოლო-ბოლო? - ბოლო სიტყვები გოგოს წრიპინა ხმით თქვა და შემდეგ ამაზეც გაეცინა. ზუსტად ქეთას კორპუსამდე მიიყვანა, ერთად ჩაუარეს ბიჭების ბრბოს, სადაც გიორგიც იდგა, საბაც და მისი სხვა კლასელებიც. ნიკა ჰოლივუდის ღიმილით იყო გაღრეჭილი და ისეთი სახით მიდიოდა, თითქოს არაფერი არ აინტერესებდა. თითქოს კი არა, ნამდვილად არაფერი აინტერესებდა და მარიამსაც ამაზე ეშლებოდა ნერვები. -კარგად. - უთხრა წასვლამდე, გადაკოცნა, კიდევ ერთხელ გაუცინა და წასვლას აპირებდა, გიორგი რომ მიუახლოვდათ. კარგად იცოდა, მთელი უბანი მათ რომ უყურებდა, უნებურად ანერვიულდა და ნიკას გვერდით მშვიდად დადგა. -მარიამ საიდან იცნობ წიკლაურს? - ჰკითხა წარბშეკრულმა. -და ისე რატომ ლაპარაკობ, თითქოს წიკლაური აქ არ გიდგას? - წარბი აწია ნიკამ მშვიდად. მარიამს ეგონა გული გაუსკდებოდა. -რა გინდა მარიამისგან? - კბილებში გამოსცრა ბიჭმა. -მე ის უფრო მაინტერესებს შენ რატომ ეჩრები ჩემი და მარიამის ურთიერთობაში? -მიკვირს შენნაირს რომ უდგას გვერდით. -შენს გვერდით უკეთესი წარმოსადგენია? - ოდნავ შეუბღვირა ნიკამ. -შე-ე-შვი! - დამარცვლა გიორგიმ. -ისე ნუ ლაპარაკობთ თითქოს აქ არ ვიყო! - წამოიძახა მარიამმა. - გიორგი, თავად გავარკვევ ვისთან ღირს მეგობრობა და ვისთან არა. -ეგ შენ გგონია ეგრე. - უთხრა გიორგიმ ირონიულად. სანამ ნიკა მისკენ გაიწეოდა, მოასწრო და ხელი დაუჭირა. -ნიკა გთხოვ. - უთხრა ჩუმად. -ეგრე არ დავმთავრდებით. - უთხრა სანამ წავიდოდა. -დარწმუნებული ვარ, არ დავმთავრდებით! - კბილებში გამოსცრა გიორგიმ. ძალაგამოცლილი მარიამი ქეთასთან ავიდა... *** მეორე დილით ქეთამ დაურეკა ყვირილით, საავადმყოფოშია გიორგი, ხელი მოსტეხა ნიკამო. ეჩხუბა, სულ შენი ბრალია, ხომ იცოდი რომ ეგრე იქნებოდა, უნდა შეეშვა მაგ ბიჭსო.. ნიკაც არ იყო ბევრად უკეთ, მაგრამ საავადმყოფოს ასცდა, თან მშვენიერ ხასიათზე იყო, ნახე, რა დღეში ჩავაგდეო, გაიძახოდა. თავად გოგონა თავს დამნაშავედ თვლიდა, მომხდარით ურთიერთობა გიორგისთანაც გაიფუჭა და ქეთასთანაც... -ნახე ის? - ჰკითხა ნიკამ, აკადემიიდან რომ გამოვიდა. -არა. -რატო? -ქეთას ვეჩხუბე. -ქეთას ეჩხუბე? - გაიკვირვა ბიჭმა. -ჰო, არაფერია. არც პირველია და არც უკანასკნელი. - ხელი გააქნია გოგონამ. -ჩემ გამო არა? -შენ გამო არა, იმის გამო რო იდიოტი ძმა ყავს. - თვალები გადაატრიალა გოგონამ. - სისულელეა, არ მაინტრესებს. -არ მომწონხარ მარიამ ასეთი... - თქვა ნიკამ წარბშეკვრით. არაფერი უპასუხია გოგონას... თუმცა ყველაფერი აერია... ისევ აირია ყველაფერი, ისევ... *** იმ დღეს ადრე დაეძინა და მზე იწყებდა ამოსვლას, რომ გაეღვიძა. ოთახი სავსე იყო ნაცნობი სურნელით. ამოუცნობით, მაგრამ ძალიან ნაცნობით... რომ გამოძრავდა, ტუმბოზე კონვერტი დაინახა. წარბშეკრულმა, ცუდის მოლოდინში ნერვიულად შემოაბრუნა და გახსნა... შიგნით ორი ფურცელი იყო, პირველს დასწვდა და წაბშეკრულმა დაიწყო კითხვა. პირველივე სიტყვის წაკითხვისას მიხვდა, ვინც სწერდა. "მარიამ, მარიამ, მარიამ... ხანდახან ვწევარ და სიბნელეში შენს სახელს იმდენჯერ ვიმეორებ, სანამ ჩემსაზე ნაცნობი ხდება. აშკარად შენი უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი. გახსოვს, რომ მითხარი, რა საერთო გვაქვსო, მე გითხარი, ბევრი-თქო, მაგრამ ვერ ჩამოგითვალე. ახლაც არ ვარ მზად, რომ ყველაფერი ვთქვა, რასაც ვფიქრობ, მაგრამ ვგრძბნობ, რომ სხვანაირად ვეღარ გავძლებ... როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი რომ შემში იმაზე მეტი შენ იყავი, ვიდრე მე და რაც გაგიცანი, ეს უფრო ნათლად დავინახე. წარმოუდგენელია, როგორ გემსგავსებოდი, წარმოუდგენელია ისიც, რომ შენ ერთი შემოხედვით ხვდებოდი რაღაცეებს, რასაც სხვები ვერასდროს მიხვდებიან. შენი ნახატებიც კი იმდენად ჩემნაირია, ვუყურებ და მიკვირს ხოლმე, შენ რომ დახატე და არა მე. სულ გეუბნებოდი, შენი ყველაზე დიდი შეცდომა ვარ-თქო და იმდენად მომწონდა ამ შეცდომის მთელი არსი, არ შემეძლო გამენთავისუფლებინე და ხაფანგში ჩემთან ერთად გაგაბი, იმ ხაფანგში, რომელსაც უნდა ამოვეგლიჯო, რომ ნება მოგცე, იცოცხლო. ანგელოზები შენს მხარზე, დემონები შენს თავში, ყველაფერი მართალია მარიამ... ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ შენ ყველაფერს შეძლებ, თუ დარწმუნებული იქნები, რომ შეგიძლია. მე ვერ ვიქნები შენთან ერთად, რომ დაგარწმუნო, რომ ფრენას შეძლებ, მაგრამ ალბათ, ვინმე, ოდესმე გეტყვის, დარწმუნები და გაფრინდები... გაფრინდი... მიუხედავად ყველაფრისა, არაფერს ვნანობ. არც ერთ შეცდომას, რომელიც შენთან ურთიერთობისას დავუშვი, უბრალოდ სულ შენ გამო ვაიძულებდი საკუთარ თავს, შემეცვალა ის რაღაცეები, რისი შეცვლად შეუძლებელია და შეუძლებელია იმის შეცვლა, რომ მე გავგიჟდი, ჩემთან ერთად შენც გაგაგიჟე და ახლა მივდივარ, რადგან შენ იმსახურებ ბევრად, ბევრად მეტს, ვიდრე რუსთაველელი ბანდიტია. და მაინც, სასაცილოა როგორ გავს ბანდიტი ანგელოზს... მე ვერ გეტყვი, რომ ვინმე სხვა გამაგიჟებს, ან შენ გაგიჟდები ოდესმე. რადგან მე და შენ გავგიჟდით, სიგიჟე ჩვენია, ოდესმე სხვა შეგიყვარდება, მაგრამ ვერ გაგიჟდები, მე არც-ერთზე ვარ დარწმუნებული... ყველაზე არანორმალური, ჩამოუყალიბებელი, არაორდინალური ურთიერთობა გვქონდა და მაპატიე, რომ შენ იდეალური იყავი და მე ბოლომდე ვერ გამოგყევი..'' გაუაზრებლად აუკანკალდა ხელები, ძლივს ამოიღო მეორე ფურცელი და რომ გახსნა, ინატრა, ნეტავ ვტიროდეო. ისინი იყვნენ, ერთად, უფრო სწორედ, უფრო მეტად ერთნი იყვნენ იმ ნახატზე, ვიდრე ოდესმე. შემოაბრუნა და ძლივს დაატანა საკუთარ თავს ძალა, წაეკითხა. "შენს ნახატს უნდა გაძლევდე, მაგრამ მაინც არ შემიძლია, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩემი უფროა ვიდრე შენი და მე უნდა მქონდეს რაღაც ჩვენი, რომ გამახსენდეს, როგორია გაგიჟება..." გაშეშებული ძლივს მიეყრდნო საწოლის კიდეს, თვალთან გაჩერებული ცრემლი მანამ მოიწმინდა, სანამ გადმოვიდოდა და თავიდან, თავიდან და თავიდან დაიწყო წერილის კითხვა, იმის იმედით, რომ გააზრებას შეძლებდა... *** დასასრული ყოველთვის მოდის. მიუხედავად რომ ზოგი თვლის, ეს კარგი არასდროსააო, ის მაინც ხდება. ადრე თუ გვიან, ოდესმე მაინც ყველა ვსრულებით და არაფერს აქვს აზრი, არც ერთ კარგ მოგონებას, არც ერთ ტკივილს, რადგან იმისთვის, ვინს გვასრულებს, ალბათ არაფერია მნიშვნელოვანი, რადგან დრო მოვიდა და ახლა, კიდევ ვიღაც უნდა მორჩეს. -ჰო, რაღაც მორჩა. - თქვა მარიამმა, საწოლში გაუნძრევლად იჯდა და კედელს უაზროდ უყურებდა. თითქოს სულ არ უსმენდა ქეთას ბუტბუტს და მის კითხვებსაც მექანიკურად სცემდა პასუხს. -მაგ ნახატზე რაცაა, მართლა მოხდა? - შეპარვით ჰკითხა გოგონამ. -ჰო... - ამოთქვა მარიამმა. -ბევრჯერ გკითხე, მაგრამ გთხოვ, ახლა გულწრფელად მითხარი, გიყვარს? - გოგონამ თავი ჩახარა. -არ მიყვარს, გავგიჟდი. -ერთი და იგივეა ეგ? -არა, გაგიჟება უარესია. - მარიამი ისევ წერილს ჩააშტერდა, უკვირდა კიდეც როგორ არ ტიროდა, გრძნობდა რაღაც გაურკვეველ სიცარიელეს, რომელსაც იცოდა, ვერასდროს ამოავსებდა. ასეა, რაღაცეები რჩება, ნიკაც დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდაო, იმეორებდა... *** როგორ უცებ იცვლის ცა ფერებს. დღის ყოველ მონაკვეთში სხვადასხვა ტონითა და სიხშირით ადევს ცისფერი, ან ლურჯი, ნაცრისფერი, ყვითელი, წითელი, სტაფლოსფერი. ცაზე დამახსიათებელი არაფერი აქვს სამყაროს. ორივე ერთნაირად, უეცრად იცვლება. დროსთან ერთად ორივე სხვაფერდება, თან უმრავჯერ, თავიდან, თავიდან, თავიდან... უსასრულოდ. ამას არ აქვს დასასრული, ალბათ ეს უნდოდა მასაც, უსასრულობაზე რომ საუბრობდაო, გაიფიქრებდა ხოლმე მარიამი. მარიამი ბევრს ფიქრობდა, იმაზე მეტს, იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე ამბობდა და თითქმის აღარაფერს ამბობდა, უაზოროდ განაგრძობდა ცხოვრებას, რომელსაც ერთი მნიშვნჯელოვანი ფიგურა გამოაკლდა და ახლა ისღა დარჩენოდა მიღებული მონოტონური ნორმალურებით ეცხოვრა და არანაირად, არაფრით მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება, ვინმე მონატრებოდა. რა უცნაურია, როგორ გაფართოვდა გრიბოედოვი მის თვალში, როგორ დაკარგა თავის ხიბლი აკადემიამ. როგორ გაეცრიცა ფერები ყველაფერს. როგორ იყო ბედნიერი და როგორ არ უნდოდა ეს ეგრძნო, რადგან არასრულფასოვან ბედნიერებას გრძნობდა და ეს არ ყოფნიდა. ხანდახან თვალებს ხუჭავდა და წარმოიდგენდა რომ პლანეტებს შორის მოგზაურობდა და ახალ გზებს იკვლევდა დედამიწიდან ვარკვალებამდე, ეს ცოტა ამშვიდებდა, მან ხომ უთხრა, თუ დაიჯერებ, ყველაფერს შეძლებო... და იქნებ შეეძლო ყველაფერი, იქნებ შეეძლო გაგიჟება, თავიდან, თავიდან, ბოლომდე... *** -ალო, ქეთა! - ჩასძახა ტელეფონს წარბშეკრულმა. შუა ქუჩაში იდგა და იყინებოდა, რამდენჯერ სცადა დაქალთან დაკავშირება მაგრამ უშედეგოდ, ახლაც კი ესმოდა მისი აფორიაქებული სუნთქვის ხმა, თითქოს არ იცოდა საიდან უნდა დაეწყო სათქმელი, თავად მას კი მოთმინება ნელ-ნელა ელეოდა... -მარიამ... მარიამ... ღმერო, მარიამ, მოდი რა. -სად მოვიდე? რა გჭირს? - უცებ დაეჭიმა სხეული გოგონას. -მარიამ, მოხატული კორპუსის შესახებ რამე იცი? იცი რა ხდება იქ? მითხარი, მარი, იცი? - გაუაზრებლად აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს ქეთა და მარიამი უფრო და უფრო იძაბებოდა. მოხატული კორპუსი... ნარკოტიკები, ალკოჰოლის სუნი, გრძელი აივანი, ულამაზესი ხედი, ნიკა... პირობა. არ შეეძლო იმ პირობის დარღვევა, არაფრის ფასად არ შეეძლო. -მარი... - ქეთას ხმამ ისევ მიწაზე დააბრუნა. -ქეთა არ შემიძლია... - ხმაში ცრემლები შეერია გოგონას. - რა დაგემართა? კარგად ხარ? -მე კარგად ვარ მაგრამ მალე არ იქნებიან კარგად სხვები. მოდი, მალე მოდი. -დაწყნარდი და ამიხსენი რა გჭირს! - წამოიყვირა და რამდენიმე გამვლელის აგრესული მზერაც მიიღო. -ხო იცი, კიდევ ერთი გვამი რომ იპოვეს? ხო იცი სადაც იპოვეს? ვიცი რომ იცი რაღაც იმ კორპუსზე და თუ იცი, თუ იცი იქ რა ხდება, თუ იცი იქ ვინაა, არ შემიძლია, რომ გაგწირო. -ნიკას რა სჭირს? - ხმა აუკანკალდა გოგონას. რამდენი ხანი იყო მისი სახელი ხმამაღლა არ ეხსენებინა, თითქოს ყველაფერი ერთად დაეჯახა. -ჩემთან მოდი, მალე. - უთხრა და გაუთიშა. სირბილით ჩაიარა ქუჩა და 10 წუთში გასავლელი მანძილი 3 წუთში გაიარა. სართულები აიარა და ქეთას სახლში დაუკაკუნებლად შევარდა. გიორგი და მისი მეგობრები მისაღებში ისხდნენ, რაღაც გეგმას ჩაჰყურებდნენ და ჩურჩულებდნენ, ქეთა კი თავის ოთახში ბოლთას სცემდა, ტელეფონი ხელში ისე ეჭირა, თითქოს ის მისი სიცოცხლის ერთადერთი წყარო ყოფილიყო და სახე ჩამოსტიოდა. ბიჭებს ის არც შეუმჩნევიათ, ქეთასთან ისე შევიდა. -დაწყნარდი და მითხარი ნიკას რა დაემართა! - გამოსცრა გოგონამ. -იქ ნამყოფი ხარ? - იკითხა ქეთამ. -რა მნიშვნელობა აქვს? -ასე ძალიან გიყვარს რომ ვერ თმობ? გეუბნები მნიშვნელოვანია, ნამყოფი ხარ თქო? - ხმას აუწია გოგონამ, შემდეგ კი პირზე ხელი აიფარა, კარები მიხურა და ზურგით მიეყუდა. -ვარ ნამყოფი, ვარ, მერე? - იკითხა მარიამმა მოუთმენლად. -იცოდი იქ რაც ხდებოდა? იცოდი რომ ნიკა იყო გარეული? -ნიკა არაფერში არ იყო გარეული. - გააპროტესტა გოგონამ. - ნიკა ხატავს, ნახეს ქუჩაში, რომ ხატავდა და მისი მეგობრების წყალობით მოხვდა იმ კორპუსში. ნიკას არ აქვს კავშირი ნარკოტიკებთან, ქეთა, დარწმუნებული ვარ, არ აქვს! -საბამ გაარკვია რომ მთელი კორპუსი კონტრაბანდაზეა აშენებული. მარტო ნარკოტიკებს არ ვგულისხმობ, მარიამ რაღაც საშინელებები ხდება იქ და თავიანთი ხერხით აპირებენ აღებას. -რა სისულელეა! - ამოიფრუტუნა გოგონამ. - ან საიდან იციან რამე, საშინლად გასაიდუმლოებულია იქაურობა. თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა იცის. -შიგნიდან ჩაუშვეს. - საფეთქლებზე ხელები მიიჭირა ქეთამ. - მარი იქაურობის დაწვას აპირებენ, გამწარებულები არიან, იმ ადგილმა საბას და მოუკლა, კიდევ რამდენი რაღაცაა, არავის არ შეარჩენენ, რამე უნდა ქნა. -ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ სთხოვდა საბას და ერთ-ერთს ნარკოტიკს! არასრულწლოვანი იქ არავინ ყოფილა, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ის რომ ნინო მოკვდა, ნინოს ბრალია და არა ნიკასი! - წამოიყვირა. -ეგ ეხლა არავის არ აინტერესებს, მიწაზე დაეშვი! დაწვავენ იქაურობას, რა იცი, რომ ნიკა იქ არაა? რა იცი, რომ არ დაიწვება? რა იცი, რომ არ მოკვდება? - ბოლო სიტყვა ყვირილით თქვა. მარიამს ფეხები აუკანკალდა, ქეთა კარებიდან გაწია და მისაღებში გავიდა. -ვერ იზამთ ვერაფერს. - უთხრა ბიჭებს. საშინელი რეაქცია მიიღო, ისე უყურებდნენ როგორც ტკიპას, რომელმაც თქვა, ბუზი ვარო. -ბოდიში, მარიამ? - ირონიულად თქვა გიორგიმ და წინ წამოვიდა. -ვერ დაწვავთ იქაურობას თუ რა ვიცი, რა ჯანდაბას აპირებთ. - წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა, იცოდა უარეს შარში ვარდებოდა, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ გაჩერება არაფრით შეეძლო. -და ვინ შეგვიშლის ხელს? - წარბშეკრულმა იკითხა ერთ-ერთმა. - წიკლაურის შეყვარებული? მარიამი აწითლდა. -რაც გინდა ის დამიძახე, ერთი ის ვიცი რომ ვერ მოქცემთ ამის გაკეთების უფლებას. -მარიამ, მარიამ, დაეშვი! - უთხრა გიორგიმ სერიოზულად. - იაზრებ საერთოდ, რას ამბობ? იაზრებ იქ რა ხდება? საერთოდ ნანახი მაინც გაქვს იქაური სიტუაცია? - მარიამს უნებურად წასკდა სიცილი. -შენზე ბევრად მეტჯერ და ბევრად კარგად მაქვს ნანახი იქაური სიტუაცია და მშვენივრად ვიცი იქ რაც ხდება. რა გინდათ თქვენ? რომ იმ ადამიანებისთვის გადაიხადოთ სამაგიერო რომლებიც იქ მოკვდნენ? იქ მისვლა მათთვის არავის დაუძალებია, მე თვითონ ვიყავი იქ, საკმაოდ ბევრჯერ, არავინ არ მომახლოებია და ძალით არ მოუჩეჩებია ნარკოტიკი. ვინც ამას შეაკვდა, თავის ნებით შეაკვდა. არ ვამბობ რომ ვინმე უდანაშაულოა, უბრალოდ უნდა დაფიქრდეთ, სანამ ვინმეს სასიკვდილოდ დაწვავთ, უნდა დაფიქრდეთ და გაიაზროთ, გიღირთ თუ არა ყველაფერი იმად, რომ მკვლელები გახდეთ. ჩემთვის ნარკოტიკების გამსაღებლებზე ბევრად დაბლა დაეშვებით. -ნაკლებად მაინტერესებს იმ ადამიანის აზრი, რომელიც წიკლაურზე ყურებამდეა შეყვარებული. - თქვა გიორგიმ. -იმაში მაინც ვარ დარწმუნებული რომ წიკლაური ამას იმსახურებს. - მიაძახა და სახლიდან გავარდა. ქეთაც უკან გაეკიდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა, ისიც კი უკვირდა, რომ გამოძრავების ძალა ჰქონდა, გულისცემას ყურებში გრძნობდა, იცოდა რომ დროს თუ დაკარგავდა აღარაფერს ეშველებოდა. ტელეფონი აიღო და გაუაზრებლად აკრიფა ნიკას ნომერი. "აბონენტი გასულია მომსახურეობის ზონიდან..." -ჯანდაბა! - წამოიყვირა და კანკალით კიდევ ერთხელ აკრიფა ნომერი. ისევ იგივე... რამდენიმე მესიჯიც მიწერა, 10 წუთიანი დუმილი და სიჩუმე.ე -ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! - ტელეფონს ხელს გამწარებული ურტყამდა, როდესაც ქეთას ხელის შეხება იგრძნო. -წადი, მარი იმ ადგილას. შევეცდები გადავაფიქრებინო. - გაუღიმა და ჩაეხუტა. -ქეთა მოვკვდები, რამე რომ უქნან, მოვკვდები. მო-ვკვდე-ბი! -წადი, მალე. წამით გაშეშდა, შედგა, შემდეგ კი ძლივს-ძლივობის აუწყო ფეხები ერთმანეთს და კორპუსისკენ წავიდა... *** თითქმის მისული იყო, ზარის ხმა რომ გაიგონა და ტელეფონს დახედა. -ნიკა? სად ხარ? - იყვირა უნებურად. -მარიამ? რა მოხდა? კორპუსში ვარ. - იკითხა შეშფოთებულმა. -ჩამოდი, დროზე გამოდი. უნდა დაწვან ეგ კორპუსი, გიორგის მეგობრებმა უნდა დაწვან. გამოდი, გამოდი... - პანიკურად ყვიროდა გოგონა. - არ მაინტერესებს ის წერილი, არაფერი, არც ამდენი პრობლემა. ჩამოდი გთხოვ, დაბლა ვარ. -სერიოზულად ამბობ? - იკითხა. -შენი აზრით იმ წერილის მერე დაგირეკავდი? მართლა იდიოტი ხარ? - უყვირა გაუაზრებლად. - ჩამოდი მეთქი! ბიჭმა ტელეფონი გაუთიშა, ამაზე უფრო გაბრაზდა. კედელს მიეყუდა და ხელები სახეზე აიფარა. ნატრობდა ჩამოვიდესო, ჩამოვიდეს და მერე თუ უნდა წავიდესო, კარგად იყოს და თუ უნდა სულ შევძულდეო, იცოცხლოს და არაფერი აღარ მინდაო... ტანჯვა იყო იქ გატარებული 15 წუთი, თითქოს ყველა მოგონება მის თვალწინ დარბოდა, ყველაფერი ნერვებს უშლიდა. გაუაზრებლად ტიროდა, ორი თვის განვლილ ტკივილს, ერთად ტიროდა და ერთდროულად გრძნობდა შვებას და ენით აღუწერელ ტანჯვას, რომელსაც აუცილებლად იგრძნობდა, ნიკა მალე თუ არ ჩამოვიდოდა.... ნახევარი საათი, ორმოცი წუთი... თითქმის გადაწურული ჰქონდა იმედი, რომ გამოვიდოდა და თავად აპირებდა ასვლას, როცა შესასვლელთან რამდენიმე ბიჭი დაინახა. მათ წინ ვიღაც შავთმიანი მოუძღოდათ, გამწარებული გაიძახოდა რაღაცას, უფრო ახლოს რომ მოვიდა, მისი სახის გარჩევა შეძლო და ამოისუნთქა... -ღმერთო, ღმერთო, მადლობა, მადლობა, მადლობა... - უაზროდ დაიწყო ლუღლუღი და მის გაღიმებულ გამოსახულებას ნერვიულად გაუსწორა თავისი. -ახლა მაინც ჩანხარ ბედნიერი. - უთხრა სიცილით და მან თვალები მინაბა. -არასრულფასოვან ბედნიერებას, სრულფასოვანი უბედურება სჯობია. არ მინდა... მართლა არაფერი არ მინდა. - გოგონას უნებურად აეტირა. - არ მინდა, რომ ვინმე სხვაზე გავგიჟდე. არ მინდა რომ ერთხელ გავიარო და ვნახო რომ ვიღაც სხვას უსწორებ კულულებს ან უხატავ სახეს. იმდენად არ შემიძლია ამის ატანა, ყოველ გაფიქრებაზე მაკანკალებს. ნიკას სიცილის ხმამ რეალობაშიც დაუბრუნა და ნერვებიც მოუშორა. -როგორც იქნა! - უთხრა სიცილით და ხელები გაშალა. -როგორი იდიოტი ხარ. - თავი გააქნია გოგომ და ჩაეხუტა. ისევ იგრძნო მისი სიგარეტისა და რაღაც საშინლად საისმოვნო სუნამოს სუნი, რომელსაც ეგონა, მხოლოდ ის ხმარობდა.... არაფერი არ შეეძლო, იცოდა რომ გაქცევა გამოსავალი არ იყო, მაგრა არ შეეძლო მიეტოვებინა, არ შეეძლო, რადგან ის ვერ გიჟდებოდა, იცოდა, რომ ყველაფერს ეშველებოდა. დამწვარ "მოხატულ კორპუსსაც", უიმედოდ დარჩენილ სამყაროსაც, მკვლელობით გატენილ თბილისსაც და მას არაფერი არ შეეძლო, არაფერი არ შეეძლო გაქცევის გარდა. ჰო და გაიქცნენ, გაიქცნენ... *** მე ვიღებ ძირს დაგდებულ ფუნჯს მანამ სანამ ის ღიმილით ურევს ერთმანეთში თეთრსა და მწვანეს და იღებს ჩემი საყვარელი ტონის ფოთლისფერს, რომელიც იმაზე მეტად მამშვიდებს, ვიდრე მისი შეხება დაძინებისას. მე თვალებს ვნაბავ და ვუყურებ როგორ ადებს მინდორს ღია ფოთლისფერს... მას ნელ-ნელა ამუქებს. იმ წამს მე ვიღიმი იმაზე საინტერესოდ, ვიდრე "მონა ლიზა" ყოველთვის და ვგრძნობ როგორ მოძრაობს ჩემში ყველა ფერი, რომელსაც ის იყენებს. მე ვცდილობ არ გამთიშოს მისი თითების სინატიფემ, ის კი ისევ ღიმილით აგრძელებს შექმნას და მე არ შემიძლია არ ვიყო ბედნიერი, რადგან თუ არ ვარ, მაშინ რაღაც დაინგრა. რაღაც მოიშალა, რაღაც მოკვდა... ის ოდნავ იხრება წელში, ზემოთ წევს ხელს და თითქმის შეუმჩნეველი შეხებით ეხება ფურცელს, რომელზეც მკრთალ ცისფერ ხაზს ტოვებს. ხაზები ერთმანეთს ეჯიბნებიან და ქმნიან ცის უსასრულობას, რომელიც მის თვალებში ზუსტად ირეკლება და მე, იმისგან გაოცებული, რომ ის ფერი, მისი თვალისას ზუსტად შეეფერება ტუჩებს უფრო ვბადრავ. თავს ვერ ვიკავებ და ნელ-ნელა ვდგამ მისკენ ნაბიჯებს, რომლებიც მერევა მისი ჯადოსნობით, რომელსაც განუზომლად აფრქვევს. რომელიც ჩაბნელებულ ოთახში ზუსტად ისეთივე სინათლის წყაროა, როგორიც ფარდის მიღმა ოდნავ შეპარული მზის მკთალი სხივი. ხელს ნელა ვადებ მხარზე სანამ ის იშმუშნება და თავს სწევს, მეორე ხელით მის ხელს ვიჭერ და ვცდილობ იმ უსასრულობის ნაწილი გავხდე, რომელსაც ის თავის ხელით ქმნის. მას ვეყრდნობი და ღიმილით ვუსვამთ სილურჯის კიდევ ერთ, მკრთალ ხაზს. სანამ ის ხელს გაწევს, რომ ლურჯი გაამუქოს, მე ვასწრებ და თავზე ძალიან მაგრად ვკოცნი, თავიდან თვალზე, ლოყაზე ჩამოვდივარ და ის ისაა, ტუჩის კუთხეს უნდა ჩავატოვო, რომ იცინის და თითს გამაფრთხილებლად მიქნევს. შემდეგ ის იწევა წინ და თავად მკოცნის. ვგრძნობ უსასრულობების მთლიანობის შემოტევას და ვიცინი. წარბაწეული გამომყურებს და აწეულ თმას რეზინას ერთი ხელის მოსმით აცლის. გაბრაზებული გავყურებ, მაგრამ მის კმაყოფილებაზე მეცინება. შეუძლებელია არ იგრძნო სითბო, რომელიც გარშემო საგნებისგან კი არა მისგან მოდის. სითბო, რომელიც ნელ-ნელა ცხელდება. ალბათ ბოლოს დამწვავს, მაგრამ სიფოთლისფრე ყველაფერ ნეგატიურს ცვლის, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ სამყაროს ზუსტად ისეთს როგორიც არის თვალების გახელისას კი მას ვხედავ და მეცინება, რადგან ვფიქრობ რომ სამყარო რამე სხვა კი არა, თავად ისაა, თავისი იდეალიზმით. დასასრული მადლობა ვინც წაიკითხეთ ♥ რატომღაც მგონია რომ ეს ისტორიაა არაა ატვირთვის ღირსი, ამიტომ მოუთმენლად ველოდები თქვენს აზრს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.