შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2 გრამი სიყვარული (თავი 1)


14-07-2016, 23:05
ავტორი სალიმა
ნანახია 1 663

***
ოთახში მსუბუქი ნაბიჯებით შევედი,არ მინდოდა გამეღვიძებინა, მაგრამ უნდა შემემოწმებინა წუხანდელი მხოლოდ სიზმარი იყო თუ არა. შავი მძიმე კარები შეძლებისდა გვარად ჩუმად გავაღე და კომოდთან ავიტუზე.ოთახში შესულს თანაბარი და ღრმა სუნთქვა მომესმა.სანამ შევხედავდი მანამდე მივხვდი რომ ის იყო,ნამდვილად აქ იყო,ამაზე საწოლიდან საკმაოდ შორს მოსროლილი თეთრი ბალიში მიუთითებდა . გასვლას ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევძელი,მინდოდა ეს 9 თვის მონატრება ამენაზღაურებინა.მისი სუნით გაჟღენთილი ბალიში ავიღე,ჩავიხუტე და კომოდთან ჩავჯექი..ვუყურებდი და ველოდებოდი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის გაღვიძებას..
-ვიცოდი რომ აქ იჯექი..შენს სუნს 100 წლის მერეც ვიცნობ- მოულოდნელად შევკრთი,არ ველოდი ასე მალე თუ გაიღვიძებდა
-უი,შემაშინე-ვუპასუხე როგორც შემეძლო მშვიდი ტონით
-ჰოჰ ახალი ამბავი,კიდე დიდხანს უნდა გაიყინო? ამოძვერი- სწორედ ამის თქმას ველოდებოდი...9 თვის მერე პირველად ჩავეხუტე,პირველად ვიწექი მასთან ერთად და პირველად მათბობდა თავისი,ძალიან დიდი ძმური სიყვარულით..

***
მასთან ლაპარაკი მინდოდა,მინდოდა ყველაფერი მომეყოლა მისთვის,მინდოდა ეგრძნო რომ ამ 9 თვეში გავიზარდე, მინდოდა ჩემი ყველაზე დიდი მესაიდუმლე ყოფილიყო,მაგრამ...მაგრამ ვერ შევძელი..ის ხომ ძმა იყო და არა მეგობარი, რომელსაც ყველაფერი შეგიძლია უთხრა..თუმცა ძმაზე დიდი მეგობარი მხოლოდ დედა თუ შეიძლება იყოს.არ ვიცი რა დამემართა,ვიფიქრე, რომ როცა ისევ თავიდან შევეჩვევოდით ერთმანეთს, მერე მაინც შევძლებდი მასთან ჩემზე ლაპარაკს...მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს არასდროს მოხდებოდა.შეუძლებელია შენზე 10 წლით უფროს ძმასთან ილაპარაკო ისე როგორც შენს საუკეთესო მეგობართან.ამ ფიქრებით დამძიმებულს და მასზე მიხუტებულს ჩამეძინა.
მოგვიანებით სიცივემ გამაღვიძა,ოღონდ ეს არ იყო ფიზიკური სიცივე,ოთახში საკმაოდ თბილოდა... არა ეს იყო რაღც სხვანაირი..არვიცი რა ვუწოდო ,ალბათ შინაგანი სიცივე.მიმოვიხედე ჩემ ძმას ვეძებდი, მაგრამ გავიაზრე, რომ ჩემს ოთახში ვიწექი.წამოვხტი,კარი ჩაკეტილი იყო..არა სულ ვკეტავდი, მაგრამ ახლა...ოთახიდან როგორ იქნა გამოვაღწიე და კიბის თავზე გავჩერდი..ვფიქრობდი ქვემოთ ჩავსულიყავი თუ...ბოლოს მაინც შევაღე შავი მძიმე კარები და გავქვავდი..არც გადაგდებული თეთრი ბალიში იდო კამოდთან (რადგან ვიცოდი რომ ჩემი ძმა არ შეიწუხებდა თავს აღებით) საწოლზე ჩემი ძმის საყვარელი მუქი ლურჯი „ადიელა“ იყო კარის ზღურბლზე ჩავჯექი და ფიქრი დავიწყე.ვბზობდი საკუთარ თავზე..ისევ სიზმარი... ისევ ილუზია...მაგრამ სიზმარი ასეთი ცხადი ჯერ არ მქონია...ძალა მოვიკრიბე და ქვემოთ ჩავედი..იქ უჩვეულო სიწყნარე და დაძაბულობა დამხვდა..დედა არ ჩანდა..გავბრაზდი
-ხომ იცის რომ არ მიყვარს სახლში მარტო დარჩენა- გავიფიქრე გულში და თითქოს ამის საპასუხოდ გავიგე
-მე ხომ აქ ვარ- არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ეს ყველაფერი შიგნიდან ჩამესმოდა.
საკმაოდ ათეისტი ვიყავი იმისათვის, რომ სულის არსებობა დამეჯერებინა..ყურადღება ისევ დედაზე გადავიტანე და უზარმაზარ სახლში ძებნა დავუწყე..როგორც ყოველთვის სულ ბოლოს შევედი მის ოთახში, სადაც ყველაზე ცოტა დროს ატარებდა და ჩემდა გასაკვირად იქ დამხვდა.ლოგინზე იწვა გაშეშებული და ჭერს უყურებდა. ჩემი შესვლა არ შეუმჩნევია.თვალებიდან ცრემლის მაგვარი რაღაც მოსდიოდა და საფეთქლებთან ეღვრებოდა..იქიდან კი ჩემდა გასაკვირად მსუბუქად შევერცხლილ თმებში ეღვრებოდა..დედა თავს საკმაოდ უვლიდა და შესაბამისად მე მის თმაზე ერთი ჭაღარა არ დამინახავს.ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოვიღე
-დედა! კარგად ხარ?
-ნიტა,დღეს ...- და გაჩუმდა.ტირილი აუვარდა
-რა დღეს - ვატყობდი რომ ხმა მებზარებოდა
-ავღანეთში ბაზები დაბომბეს......
-მერე?- ეს ხმა კი არ იბზარებოდა უკვე გატყდა,ვიცოდი რომ ეს ოდესღაც მოხდებოდა,ვიცოდი რომ ცხოვრებას happy and არ აქვს და მეც ყოველდღე ველოდებოდი ამ წუთს... შიგნიდან ყველაფერი მტკიოდა გაუსაძლისი ტკივილით,თითქოს ორგანოები გარეთ გამოსვლას ითხოვდნენ...მინდოდა ეს ყველაფერი სიზმრის გაგრძელება ყოფილიყო,უკვე ვგრძნობდი რომ რეალობას გავურბოდი ,არ მინდოდა სუსტი და დეპრესიული გოგო ვყოფილიყავი,რომელიც ყოველღამე ბალიშთან ჩახუტებული იძინებს და დილით ტირილით თვალებდასიებული იღვიძებს.მაგრამ არ ვიცოდი როგორ უნდა მეცხოვრა უცრემლოდ მაშინ როდესაც სახლში ვყოველი ადგილი ჩემ ძმას მახსენებდა.არ ვიცოდი როგორ მაგრამ უნდა გამეძლო. ტირილი არაფერს უშველიდა.ძმას არ გამიცოცხლებდა ვიცი რომ არც შვებას არ მომგვრიდა.გონება განმინათდა მივხვდი რაც მიშველიდა.ავდექი boyfriend სტილის მუქი ფერის ჯინსი ჩავიცვი ზემოდან ლურჯი ბრეტელებიანი მაისური და დიდი ჟაკეტი მოვიცვი და კიბეებზე ჩავირბინე,მერე მივხვდი რომ ფეხზე არ მეცვა და აი ესეც საშინელი დაბნეულობის და დეპრესიულობის წინა სიმპტომები.ფეხზე ჩავიცვი და გარეთ გამოვედი..სად წავსულიყავი არ ვიცოდი და ბოლოს რატომღაც ჩემთვის ყველაზე არასაყვარელ ადგილას მთაწმინდაზე გადავწყვიტე ასვლა.ტაქსი გავაჩერე ,მაგრამ ვინანე,ტელეფონი სახლში დამიტოვებია და ამიტომ მომიწევდა ტაქსისტის იდიოტური ლაყბობის მოსმენა..ბოლოს უკვე ძალიან გამაჭედინა და ცოტა არ იყოს უხეშად და ეგოისტურად მივმართე
-იცით რა საერთოდ არ მაინტერესებს რა შეგემთხვათ და როგორ აიწია დოლარის კურსმა,რადგან დღეს ავრანეთში ჩემი ძმა ბომბზე ააფეთქეს და დაიღუპა ამიტომ ძალიან გთხოვთ რა დროზე ამიყვანეთ მთაწმინდაზე- ეს რომ ვთქვი ვიგრძენი რომ ჩემი თვალებიდან ცრემლებს უნდოდათ გზის გაკვლევა მაგრამ თავს შთავაგონე რომ მე ძლიერი უნდა ვიყო..ბოლოს ავაღწიე მთაწმინდაზე და პარკში შევედი..მივხვდი რომ ეს არ უნდა მექნა იმ იდიოტური ბომბორას ქანდაკების თუ რაც ქვია დანახვაზე ჩემი ძმა გამახსენდა პირველად თვითონ ამომიყვანა აქ და არც თუ ისე ცუდი დრო გავატარე..თბილისს გადმოვხედეთ მაშინ და ჩემმა ძმამ მითხრა
„- ნიტა არასდროს შეიყვარო არავინ,თუნდაც ქალაქი, თუ არ იცი რომ ის არ დაგიცავს,არ გაგიგებს და არ შეგიყვარებს“
დღემდე ვერ ვხვდები რატომ და რა ლოგიკით მითხრა ჩემმა ძმამ ეს სიტყვები მაგრამ როცა იმ ადგილას დავდექით,მაშინ სადაც ვიყავით ზუსტად ისევ ისე ცხადად ჩამესმა
„-არ შეიყვარო...არ შეიყვარო“ - ღმერთო მგონი გავგიჟდი,ვერ ვხვდებოდი რა ხდება. კიდევ ერთხელ გადმოვხედე თბილისს,კიდევ ერთხელ გავიხსენე ჩემი ძმა და უკან მოვტრიალდი...
მეგონა გავგიჟდი..სამყარო მოულოდნელობებით არის სავსე მაგრამ ეს არ იყო მოულოდნელობა,ეს არც სასწაული არ იყო,არც სინამდვილე..ეს ჰალუცინაცია,მიღებული შოკისგან წარმოქმნილი ქალუცინაცია,მაგრამ არასდროს არ ყოფილა ასე ცხადი ჩემი არცერთი სიზმარი,არცერთი წარმოსახვა როგორც ეს..ცხაადად ვხედავდი რომ ის წინ მედგა.ისევ ისეთი იდიოტური გამომეტყველებით,ზუსტად ისეთი იყო როგორიც მაშინ ერთად რომ ვიყავით მთაწმინდაზე.აქამდე ვხვდებოდი რომ დავკარგე ძმა ცხოვრების ნაწილი,მაგრამ ახლა ვხვდები რომ ეს ძმაზე უფრო მეტი იყო..
-გიკა მენატრები -ვცადე ათრთოლებული ხმა დამემალა,მაგრამ არ გამომივიდა
-მე შენთან ვარ
-არა არ ხარ,შენ წახვედი და ვეღარასდროს გნახავ..შენ..შენ მოგკლეს..შენი თავი წამართვეს..
-ნიტა_ისტერიკაში ცავარდნილს ძალიან მშვიდი ტონით გამაწყვეტინა ლაპარაკი_მე ყოველთვის შენთან ვიქნები
-კიმაგრაამ შენ აღარ არსებობ
-ნუთუ?! და ახლა აბა როგორ მხედავ? როგორ მელაპარაკებიი?
-შენ მოჩვენება ხარ..ლანდი..მოგონება..წარსულის აჩრდილი
-არა ნიტა,მე მოჩვენება არ ვარ..მე შენი წარსული აწმყო და მომავალი ვარ და ყოველტვის შენ გვერდზე ვიქნები,დაგიცავ და დაგეხმარები სულ გამუდმებით
-შენ ამას ადრეც დამპირდი მაგრამ პირობა დაარღვიე..მითხარი სულ შენთან ვიქნებიო..მაგრამ..მაგრამ წახვდები..შენი ნახვა არ მინდა..ეს მონატრებას უფრო გამიმძაფრებს_ისევ მოვბრუნდი და ზურგი ვაქციე..ხმას არ იღებდა..მე კი სწორედ ეს მკლავდა,მისი სიჩუმე..ყოველთვის ასე იყო ..როდესაც რამე სწყინდა მაშინვე ჩუმდებოდა და ხმას აღარ იღებდა სანამ არ შეირიგებდი..სწორედ ასეთ მდგომარეოობაში ვიყავი ახლაც..მინოდა შემერიგებინა მაგრამ არ გამოივიდოდა..ვიცოდი არ გამომივიდოდარადგან ის მოჩვენება იყო..ლანდი..წარსულის გადმონაშთი..მაგრამ ის მაინც ჩემი ძმა იყო..ძმა რომელიც სიცოცხლეს მერჩივნდა და არ შემეძლო თუნდაც მისი ლანდი გამენაწყენებინა..
...
უკან მოვტრიალდი და მააგრამ აღარ დამხვდა..ის გაქრა..მე მას ვაწყენინე და გაქრა..ვეცადე..ვცდილობდი თავი შემეკავებინა მაგრამ მეც ადამიანი ვიყავი... და მეც მქონდა გული... ადგილზევე ჩავიკეცე და ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..ახლახანს დიახ ახლახანს მე ძმა დავკარგე..ძმა რომელიც მსოფლიოს მერჩივნა..და რამდენიმე წამის წინ მე მასთან ყოფნის უკანასკნელი შანსი გავანაწყენე..გავუშვი..თითქოს თავიდან მოვიცილე..ემოციებმა ჩემშ იფეთქა..ყველა წლობით დაგროვილმა ემოციამ..ყველა მონატრებულმა წუთმა
....
ადგილზევე ჩავიკეცე და ხმამაღლა ვღრიალებდი..ვტიროდი და ვგრძნობდი როგორ დავიცალე ემოციებისგან..თითოეული ჩემგან სათითაოდ გამოდიოდა..ვტიროდი და მე ჩემი ცრემლების პირველად არ მრცხვენოდა..ეს იყო დამსახურებული..ღისრეული ცრემლები..



№1  offline წევრი nobody22

ღმერთოო! ეს რა საინტერესო მოთხრობაა.. პირველმა თავმა რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,წარმომიდგენია მომდევნო თავები როგორი იქნება. საოცრად გულზე მომხვდაა sad ცოტაც და ამეტირებოდა... მართლა ძალიან მომეწონა. იმედია მალე გააგრძელებ... love სულმოუთმენლად ველოდები
--------------------
Stop Saying 'I Wish' , Start Saying 'I Will' ...

 


№2  offline წევრი სალიმა

nobody22
ღმერთოო! ეს რა საინტერესო მოთხრობაა.. პირველმა თავმა რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,წარმომიდგენია მომდევნო თავები როგორი იქნება. საოცრად გულზე მომხვდაა sad ცოტაც და ამეტირებოდა... მართლა ძალიან მომეწონა. იმედია მალე გააგრძელებ... love სულმოუთმენლად ველოდები

მადლობაა <3 და დღესვე დაიდება მეორე თავი :))
--------------------
ნიანო

 


№3  offline წევრი nobody22

სალიმა
nobody22
ღმერთოო! ეს რა საინტერესო მოთხრობაა.. პირველმა თავმა რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,წარმომიდგენია მომდევნო თავები როგორი იქნება. საოცრად გულზე მომხვდაა sad ცოტაც და ამეტირებოდა... მართლა ძალიან მომეწონა. იმედია მალე გააგრძელებ... love სულმოუთმენლად ველოდები

მადლობაა <3 და დღესვე დაიდება მეორე თავი :))

ჰიჰიიი...რა კარგიაა wink love
--------------------
Stop Saying 'I Wish' , Start Saying 'I Will' ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent