შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი 21! (Fight for love-ის მეორე ნაწილი სრულად)


15-07-2016, 00:05
ავტორი Katty21
ნანახია 3 800

20 იანვარია, თორმეტს წუთები აკლია. გიორგის და ქეთის სახლში, ტრადიციულად დიდი შეკრებაა. ალექსანდრე თავისი ცოლ-შვილით, მარიამი იოანესთან და ლიზასთან ერთად, ლუკა, თამო და სანდრო ბავშვებთან ერთად,ქეთის და გიოს მშობლები. უკვე წამებს ითვლიან როდის გახდება 21 იანვარი, ქეთი 42 წლის, გიო კი 45-ის. ეს ასაკი უბრალოდ ციფრებია, ოდნავადაც კი არ შეცვლილან, ოდნავადაც კი არ დაბერებულან არც თვითონ, არც მათი გრძნობა, არც ხასიათები, არც მათი უზომოდ თბილი და სიყვარულით აკაშკაშებული თვალები, რომლებიც არასდროს ქრება, პირიქით, ყოველი ჩახუტებისას და შეხებისას კიდევ და კიდევ ემატება სხივები. მარიამი ქეთის ასლია, ზუსტად ისეთი ფერის გრძელი თმა, ზუსტად მისნაირი ტუჩები, თვალის ჭრილი, მისნაირი აღნაგობა.მხოლოდ თვალის ფერი აქვს მამის და ცხვირი. ღია მწვანე თვალები აქვს და აპრეხილი პატარა ცხვირი. ბიჭები ძალიან ჰგვანან გიორგის, ხასიათებითაც და გარეგნობითაც. ლუკას ქეთის თვალები აქვს, ქამელეონი.. როცა რაღაცაზე ნერვიულობს უმწვანდება, მზეზე კი ოდნავ ყვითელი იერი დაკრავს, ძირითადად კი ღია ყავისფერი.
საათი ზუსტად თორმეტს აჩვენებდა, მარიამს ტორტი შემოჰქონდა, გიო და ქეთი კი ერთმანეთს ეხვეოდნენ და ულოცავდნენ
- გილოცავთ გვრიტებოოოოო. მიდიი ჩაიფიქრეთ
გიომ და ქეთიმ გადახედეს ერთმანეთს და ღიმილით დახუჭეს თვალები, ორ წამში ორივემ ერთდროულად გაახილეს თვალები და ერთად ჩააქრეს სანთლები, რასაც იქ მყოფების ტაში და შეძახილები მოჰყვა.
- 27 წელი ერთად ჩემო პრინცესაა
- ჯილდო მეკუთვნის ამდენი ხანი რომ გიძლებ _ ქეთი დაეჯღანა და აკისკისდა
- მმ აი ჯილდოც _ გიომ მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად დაეწაფა მის ტუჩებს
- როგორც ყოველთვის ძალიან ძალიან ტკბილი ხარ
- უი მოიცაა. საჩუქარი სტუდიაშიიი _ გიომ ხელები საზეიმოდ გაშალა და მარიამს ანიშნა რაღაც. მარიამმაც არ დააყოვნა, არსაიდან გააჩინა კონვერტი და გიოს გადასცა. გიომ კი ქეთის. ისეთი გაოგნებულები უყურებდნენ მონაგონი იყო იჩას სერიალი, ისე კი მოუხდებოდა ამ სცენას ის სიმღერა - დერენა დერენა დერენა ჰაჰააა. მოკლედ გახსნა ქეთიმ კონვერტი და ორი ბილეთი ამოიღო მალდივებზე.
- ეეეეეეე ჩემოსიცოცხლეეეე მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხააააააარრ _ გახარებულმა მთელი სახე დაუკოცნა გიორგის და პატარა ბავშვივით აქეთ-იქით ხტუნვა დაიწყო.
- აუუ მეც წამიყვანეთ რაააა _ აწუწუნდა მარიამი
- ქალბატონო მარინა სკანდალები არგვინდააა _ სიტყვით გამოვიდა იოანე რაზეც ვერავინ შეიკავა სიცილი და ყველა ერთხმად ახარხარდა
შემდეგ იყო ბევრი სიცილი, ბედნიერება, საჩუქრები და ქეთის წუწუნი, თუ სად ჩაეტია ტანსაცმელი და გიორგის მუქარა რომ საერთოდ აღარ წაგიყვან იცოდეო. ამის გაგონებაზე ქეთი ჩუმდებოდა და წიხლით ტენიდა ტონა ტანსაცმელს პატარა ჩემოდანში. მეორე ღამეს მიფრინავდნენ, ყველამ ერთად გააცილეს და სახლებში დაბრუნდნენ.
ჩაფრინდნენ თუ არა მარიამს დაურეკეს
- რას შვები დეე
- რავი დე მარტო ვარ ლუკა სადღაც წავიდა მგონი ძმაკაცთან რჩება და არ ვიცი რა ვაკეთო
- კაი დე ჭკვიანად იყავი მე უნდა დავიძინო ძაან დავიღალე. დაგირეკავ მერე კიდევ ხო?
- კაიი ქეთუშ ჭკვიანად იყავით თქვენ არ იცელქოთ მანდ. ისე პატარა ძამიკოზე არ ვიტყოდი უარს
- ხოდა მაშინ უნდა ვიცელქოთ და ჩამოყალიბდი ეხაა რა გინდა_ საუბარში ჩაერთო გიო
- კაი კაი იცელქეთ აღარ დავეძებ _ აკისკისდა მარიამი და გაუთიშა
გიო და ქეთი ეგრევე ერთმანეთზე მიეგდნენ დაღლილები და თითქმის ჩაძინებულმა ქეთიმ წამში თვალები ჭყიტა.
- ჰაჯან გაიღვიძე ერთწამს
- რაიყო ქეთუს
- მარიიამი ცოდოა მარტო და ვუთხრათ იოს და გავიდეს უეჭველი უტყდებათ ჩვენთან ხოიცი
- ხო მიდი მიწერე თან ვიცი რო ცუდს არაფერს გააკეთებენ მარა ჩვენთან რატო უტყდებათ ე
- კაიი გავდივარ უკვე თან შოკოლადებს წავუღებ მაგ ღორმუცელასო და ჯიგრები ხართო _ კმაყოფილი მიეხუტა საყვარელ ქმარს და ახლა უკვე მშვიდად გადაეშვა სიზმრებში.
მარიამთან
დივანზე ჩასძინებია, გონს კარის ხმამ მოიყვანა. ნელა წამოიზლაზნა, საათს დახედა და კარისკენ გაეშურა
- იოოოოო _ გაუღო და მაშინვე მოეხვია - ეეე შოკოლადებიი
- აჰა ვსიო ვისღა ახსოვს იოანე
მთელი ღამე ისხდნენ შოკოლადებს მიირთმევდნენ და ლაპარაკობდნენ. მარიამს უნდოდა რაიმე ძალიან მაგარი სიურპრიზი მოეწყო გიოსთვის და ქეთისთვის და ეს თემაც განიხილეს. მარიამისთვის რაღაც ძალიან ბევრს ნიშნავს მათი მშობლების სიყვარულის ისტორია, უნდა რომ ყველა დეტალი, უმნიშვნელოც კი იცოდეს.ამიტომაც გამოიღო მათი ფოტოები და უეცრად მას რაღაც ორი დიდი ბლოკნოტიც მოჰყვა. წაიკითხა თუ არა პირველ ფურცელზე წარწერა მაშინვე სახე გაებადრა. იქ ეწერა რომ ქეთის დღიური იყო, იმ დღიდან მოყოლებული როცა გიორგი გაიცნო, მისი ყველა ფიქრი, გრძნობა აღწერილი იყო. ისე გააბედნიერა ამის ნახვამ რომ უკვე ზუსტად იცოდა რასაც გააკეთებდა.
გიო და ქეთი დროს მშვენივრად ატარებდნენ. აშკარად საჭირო იყო ეს მათთვის, მარტოებს სადმე დაესვენათ და ერთმანეთით დამტკბარიყვნენ. ყოველ საღამოს ვახშამი ორზე, წითელი ღვინო სასიამოვნო გარემო და ორი ისევ ისეთი გიჟი და ერთმანეთზე გადარეული ადამიანი. ამ დროს საქართველოში მარიამი და იოანე ყველაფერს აგვარებდნენ სიურპრიზისთვის.
აეროპორტში იყვნენ ყველანი შეკრებილნი დილის 6 საათზე, გიოს და ქეთის ელოდნენ. მივიდნენ თუ არა სახლში ცოტა დაისვენეს და შემდეგ მარიამმა გააქანა გადასაღებ მოედანზე.
- აქ რა გულავია მარიამ ? _ სიცილით იკითხა გიომ
- ფილმს ვიღებთ მა
- რა ფილმს? ვინ იღებთ? იოანეს რაღა უნდა აქ? ამდენი ხალხი და კამერები სად იშოვეთ?
- ესეიგი ფილმს ვიღებთ თქვენს ისტორიაზე, იოანეს ის უნდა აქ რომ თითქმის ყველაფერი მან გააკეთა და ამდენი ხალხი და კამერები ნაცნობობით.
- რა თქვი მარიააამ? გიო მომესმა?
- არა არ მოგესმააა _ უთხრა მარიამმა და საყვარლად გაიკრიჭა
- ყველაზე მაგარი შვილი ხარ შენ ჩემო პრინცესაა _ ორივე მარიამს ეცა და ჩაეხუტა
- მალე მალე წამოდით ჩვენ რამდენიმე საუკეთესო შევარჩიეთ თქვენი როლებისთვის 15 და 18 წლისები და საბოლოო გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ და რაღაც კადრები დღესვე უნდა გადავიღოთ.
გიომ და ქეთიმ ადგილები დაიკავეს და მომლოდინე ბავშვებს გადახედეს რომლებიც ცოტა ნერვიულობდნენ. 5 გოგო იყო 15-16 წლის და 3 ბიჭი 18 წლისები. მსახიობები იყვნენ ყველა, თეატრებიდან აურჩევიათ. მხოლოდ ერთი გოგო არ იყო მსახიობი, უბრალოდ კასტინგზე იყო მოსული და 5 საუკეთესოში მოხვდა. ლილე ერქვა, ძალიან ჰგავდა ქეთის ბავშვობას, მონაცემებიც არაჩვეულებრივი ჰქონდა, ამავდროულად რაღაც სხვანაირად უყურებდა გვერდით მდგომ დემეტრეს, რომელიც ასევე საუკეთესო იყო იმ არჩეული სამიდან. საბოლოოდ მათზე შეჯერდა არჩევანი. ქეთი ფიქრობდა რომ გარდა იმისა რომ ისინი მართლაც ძალიან ჰგავდნენ ქეთის და გიორგის, მგონი მათაც მოსწონდათ ერთმანეთი და უფრო ბუნებრივად გაითავისებდნენ როლს.
გაცნობის სცენას იღებდნენ, სკოლაში იყვნენ მისულები, ზუსტად იმ ადგილას იდგნენ სადაც 27წლის წინ ერთმანეთი გაიცნეს და გაბადრული სახეებით ერთმანეთს შესცქეროდნენ. სულ არაფერი შეცვლილა, სულ არაფერი. გადაღებები არაჩვეულებრივად მიდიოდა. იოანე გაკვირვებული იყო მარიამის ჩართულობით და ვერ ხვდებოდა რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი მისთვის ქეთის და გიოს ისტორია.
პირველი კოცნის სცენას იღებდნენ, ლილე ცოტა მორცხვობდა მაგრამ როლი იყო და უარს ვერ იტყოდა, გაფრთხილებულიც იყო თავიდანვე, ამიტომ მოუწევს გადალახოს ეს ყველაფერი მაგრამ მაინც ვერ უხერხებს თავს ვერაფერს.
- ერთი წუთით თუ შეიძლება ლილეს რომ დაველაპარაკო? _ ქეთი შეიჭრა კადრში და ლილე გაიყვანა გვერდით ოთახში
- დემეტრე მოგწონს არა? _ ღიმილით ჰკითხა და მოსალოდნელი პასუხის მოლოდინში გაირინდა
- არაა.. რა სისულელეაა... ნუ ცოტათი ხო.. ცოტათი არა ძალიან მომწონს _ დაბნეული ბურტყუნებდა და ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა
- ეგრეც ვიცოდი. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ! ეხლა ნუ გრცხვენია თორე ვიჩხუბებთ, არა ცოტა უნდა გრცხვენოდეს მაგრამ მთლად ეგრეც არა. მას მიენდე და დამიჯერე ჩემი კარნახი არ დაგჭირდება თუ როგორ უნდა მოიქცე შემდეგ. მინდა რომ რასაც იგრძნობ ისე გადმოსცე რომ არაფერი დამალო თუ გინდა საერთოდ სცენარიც დაივიწყე იმ მომენტში, ასე გამოვა ძალიან კარგი და ბუნებრივი. წამოდი ახლა შევიდეთ და აბა შენ იცი.
- კარგით
მშვენიერი გამოდიოდა, მშვენიერი კიარა უნაკლო! ზუსტად ისეთი იყო როგორიც სინამდვილეში.
- ჩემო ბედნიერებაა! გახსოვს ეს დრო? _ უსაზღვროდ გაღიმებული ქეთი მიაჩერდა გიოს და თავი გულზე მიადო
- რა დამავიწყებს! გული როგორ გიცემდა ვაიმეე რა სიყვარული იყავიი პატარა და ლამაზიი, აწითლებული ლოყებით. რომ შეგრცხვა და ჩამეხუტე ეგრევე
- არც შენი გული იყო ნაკლებ დღეში _ ენა გამოუყო და ნაზად შეახო ტუჩები მის ყელს.
21 ივნისი ახლოვდებოდა, ქორწინების 20 წლისთავი. რესტორანში მიდიოდნენ უცვლელი „სასტავი“ ოღონდ მათ ლილე და დემეტრეც უერთდებოდნენ. გადაღებებიც უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, თან ვეღარ ითმენდა ქეთი რომ გიორგისთვის ახალი და ძალიან სასიხარულო ამბავი არ ეხარებინა.
რესტორანში იყვნენ, შუა ქეიფის დროს ქეთი წამოდგა და სცენისკენ გაემართა, მიკროფონი მოიმარჯვა და სიტყვით გამოვიდა
- „ ჩემო სიყვარულო, უკვე ვეღარ ვითმენ, წამებს ვითვლი როდის გეტყვი ახალ ამბავს მაგრამ მოდი ცოტას გაწვალებ. არვიცი როგორ ვთქვა რომ ჩემზე ბედნიერი არავინ არარის, როგორ ვთქვა რომ ყველას მირჩევნიხარ.. ვფიქრობ რომ ამის გამოსახატად სიტყვები ძალიან ცოტა და უმნიშვნელოა.. უბრალოდ შეხედე ალექსანდრეს, მარიამს და ლუკას.. გახსოვს როგორ ვოცნებობდით მათზე? რაამდენჯერ წარმოვიდგენდით ხოლმე აი მარიამი ასეთი იქნება, ლუკას ესეთი თვალები ექნება. მაგრამ არასდროს არ გვიფიქრია ამ პატარაზე რომელიც ახლა აქ, მუცელში ზის. _ ხელი მუცელზე მოისვა და გიორგის გაოგნებულ სახეს ღიმილით შეხედა.
- მიკვირს როგორ მოვვითმინე და აქამდე არ გითხარი მაგრამ _ წამებში გაიაზრა გიორგიმ ქეთის ნათქვამი და ისე უცბად წამოფრინდა და ჩაეხუტა ქეთის რომ სიტყვის დამთავრებაც არ აცადა
- ჩემო ლამაზო, ჩემო პრინცესა ხომ არ მატყუებ? აქ მართლა ჩვენი პატარაა და სულ მალე ხელში დავიჭერ?
- არ გატყუებ ზუსტად მასეა
გიო დაიხარა და მუცელზე ფერება დაუწყო, შემდეგ ტუჩები მიაკრო და მიეხუტა. მარიამის და ბიჭების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ის დღე ძალიან ტკბილად გაატარეს.
ქეთი ნელ-ნელა იბერებოდა, ამ დროში ფილმის გადაღებაც დასრულდა, დამონტაჟდა და დღეს პრემიერაა კინოთეატრ რუსთაველში, ფილმის სახელად „ჩემი 21“
იქ მისულებს იმდენი ხალხი დახვდათ რომ ქეთი გაოცებას ვერ მალავდა. პრემიერამ ძალიან კარგად ჩაიარა. დარბაზიდან გამოვიდნენ თუ არა ისე უცებ რომ გააზრებაც ვერ მოასწრო მარიამი მოცეკვავე გოგონების შუაში მოექცა, რომლებსაც მალე მთელი კინოთეატრი აყვა ცეკვაში. შემდეგ სმოკინგში გამოწყობილი ბიჭები გამოჩნდნენ ვარდებით ხელში, ცალ-ცალკე აწვდიდნენ. ბოლოს იო გამოჩნდა ვარდების უზარმაზარი თაიგულით ხელში და მარიამისკენ დაიძრა.
- ვიცი რომ ეს დღე შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამიტომ მინდა დასასრულიც უნაკლო ჰქონდეს, და კიდევ მინდა ჩემი ცოლი გახდე. მარიამ, ცოლად გამომყვები?


-----------------------------------------------------
მოკლედ, ესეც მეორე ნაწილი. მინდოდა ჩემი სიყვარული კიდევ ერთხელ გამეხარებინა და გადავწყვიტე კიდევ რაიმე დამეწერა. ძალიან პატარაა მაგრამ თბილი და ტკბილი ნაწილია. ძალიან ძალიან მიყვარხარ მე შენ! ჩემი 21 !



№1 სტუმარი ანუკი 444

სასიამოვნო წასაკითხია love

 


№2 სტუმარი ani

bolo tavebshi tamoze da sandroze ratom arapers werdi?da ar gaagrdzeleb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent