M.I(თავი მესამე)
ირაკლის უცებ ყველაფერი ერთად მოაწვა ცოტაც და ალბათ აფეთქდებოდა, მაგრამ გაახსენდა რომ მარი ელოდებოდა და ის ჯერ კიდევ ცალი ხელით ეჭირა. სულ უხმოდ ანიშნა მანქანაზე თითქოს თვალებით უთხრა რომ მალე ჩამჯდარიყო. მარი ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, მაგრამ კითხვის დასმა აზრადაც არ მოსვლია ირაკლის ხელებიდან დაიძვრინა თავი და ჩაჯდა. გზაში ირაკლის ხმა არ ამოუღია. ზედმეტად გაბრაზებული იყო. ყველანაირად ცდილობდა არანაირი ემოცია არ გამოეხატა. -მეტყვი რა გჭირს?(მარი) -მალე მივალთ(ირაკლი) -ირაკლი?(მარი) ირაკლიმ სიბრაზით ანთებული თვალებით შეხედა მარის, რის შედეგადაც მას არცერთი კითხვა აღარ დაუსვამს. როგორც იქნა მივიდნენ, მარიმ სასწრაფოდ გააღო მანქანის კარი და გადავიდა, ირაკლიმ ერთადერთი რამ უთხრა: -არ მოწიო(ირაკლი) მარიმ თითქოს ვერ გაიგო და ავიდა სახლში, იქ არავინ არ დახვდა. შევიდა აბაზანაში, იბანავა, გამოიცვალა და შევიდა ოთახში. *** ირაკლი მაშინვე სახლში წავიდა. მისვლისთანავა სამზარეულოში შევარდა, გაცხარებული უყურებდა დედამისს. -არა როგორ გაგექცა! ესეთი რაღაც უკვე მეორედ ხდება!!(ირაკლი) -ნუ ყვირიხარ ირაკლი, არ ვიცი როგორ მოხდა. ვიღაც ბიჭი უყვარს, თუ შეყვარებულია და მის სანახავად არ გავუშვი და გაიქცა.(ნანა) -ეხა იმ ბიჭთან არის?(ირაკლი) -არამგონია დილით გავიდა მითხრა ნატალისთან ვარო და იქ არაა(ნანა) -წავალ მოვძებნი(ირაკლი) ირაკლი 2საათი ეძებდა ნინის როგორც იქნა იპოვა ვიღაც დაქალთან ერთად მანქანაში. გადმოვიდა უსიტყვოდ ხელი მთელი ძალით ჩაავლო და მანქანაში ჩასვა. -რას აკეთებ?!!(ნინი) -ხმა!(ირაკლი) -შენ კიდე მერე მოგხედავ(ირაკლი) ამ დროს ირაკლის მარიმ დაურეკა. -ალო(ირაკლი) -მისმინე დღეს რამე დავაშავე?(მარი) -არა(ირაკლი) -კარგი(მარი) -შენ არაფერი შუაში ხარ რაღაც პრობლემები მაქვს მერე გადმოგირეკავ(ირაკლი) *** დილა. ელენე ბანაობდა, მარი და თორნიკე სამზარეულოში ყავას სვამდნენ. -რა ხდება შენ და ირაკლის შორის(თორნიკე) -არც არაფერი(მარი) -მაგრამ შენ მოგწონს(თორნიკე) -ხო(მარი) -ბაბნიკია შეეშვი(თორნიკე) -საიდან მოიტანე(მარი) -ვიცი, ერთი ჩემი დაქალი იყო მაგის შეყვარებული,ირაკლი ადამაშვილია ხო გვარად?(თორნიკე) -კი(მარი) -თათია ერქვა იმ გოგოს, 3თვე იყვნენ ერთად და როცა ამან უთხრა მიყვარხარო დაშორდა(თორნიკე) -და რა ვქნა მერე მე(მარი) -გუშინდელის მერე დაგირეკა?(თორნიკე) -მე დავურეკე(მარი) -აქედან გამომდინარე არ ევასები(თორნიკე) -თორნიკე არ მესმის რა გინდა(მარი) -უბრალოდ გაფრთხილებ, ჩემი შეყვარებულის დაქალი ხარ და დასავით მიყვარხარ(თორნიკე) -მეც მიყვარხარ მაგრამ გთხოვ ნუ ერევი(მარი) ამ დროს მარის საბამ მიწერა. -თოკო წავედი (მარი) მარიმ კარი გააღო და ქვემოთ ჩავიდა, უკანა ეზოსკენ გაეშურა საბა დაინახა ოდნავ მოშორებით კახისთან ერთად იჯდა. ის იყო უნდა მისულიყო როდესაც ვიღაცამ დაუძახა, შიშისგან შეხტა. გატრიალდა და ირაკლი დაინახა. -შეგაშინე?(ირაკლი) -არა(მარი) მარი ცდილობდა ნებისმიერი ემოცია დაემალა რომ ირკალი არ მიმხვდარიყო არაფერს. -გუშინდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო რაღაც პრობლემები მქონდა(ირაკლი) -კარგი(მარი) -რატომ ხარ სულ ესეთი უჟმური(ირაკლი) ირაკლის ზედმეტმა პირდაპირობამ მარი გააოცა. -სულ ამდენ კითხვას რატომ სვამ(მარი) -და რატო მესწერვები(ირაკლი) -საბა გველოდება(მარი) მარი და ირაკლი ბიჭებთან მივიდნენ. -შენი დაქალი მესწერვება(ირაკლი) -არაა(მარი) -ეს?მარიი? არ არსებობს(საბა) მარი უკნიდან მივიდა საბასთან და ჩაეხუტა. -აი ნახე რა თბილია(კახი) -მე არ მეხუტება ეგრე(იკა) მარი ირაკლისთან მივიდა. ჩახუტება უნდოდა მაგრამ უხერხულად გრძნობდა თავს და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ირაკლი ამას ხვდებოდა და სპეციალურად არ დგამდა პირველ ნაბიჯს. მარი ჩაეხუტა, ირაკლიმ ხელები შემოხვია წელზე და გულზე მიიკრა. მარი პირველად გრძნობდა ესე დაცულად თავს და სიამოვნებდა. სულ გააჟრჟოლა როდესაც ირაკლიმ შუბლზე აკოცა, წამით თითქოს გაითიშა. -მარი აქ ხარ?(კახი) -კი(მარი) ირაკლი და მარი დაჯდნენ. დიდიხანი ოთხივე ლაპარაკობდნენ ერთობოდნენ და იცინოდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო მარი კი ხვალ კლინიკაში ადრე უნდა წასულიყო. -მე უნდა ავიდე(მარი) -აგაცილებ(ირაკლი) მარი ბიჭებს დაემშვიდობა და ირაკლისთან ერთად წავიდა. -მე ჩემ ოჯახზე მომიყევი შენ შენსაზე არ მიყვები.(ირაკლი) -არც არაფერია მოსაყოლი, ცალკე ვცხოვრობ მშობლები უცხოეთში არიან მყავს მხოლოდ უფროსი ძმა დაჩი(მარი) -რამდენი წლის არის(ირაკლი) -24(მარი) -სწერვა ხარ, უჟმური, უემოციო, მაგრამ ყველაფერთან ერთად მაინც მევასები(ირაკლი) და ისევ, ირაკლი ისევ და ისევ აოცებს მარის მისი პირდაპირობით და აგდებს უხერხულობაში. -რა თქვი?(მარი) -ნუ იტყუებ თავს, ვიცი რომ მშვენივრად გაიგონე(ირაკლი) -ნახვამდის(მარი) -ჩვენ არ დაგვიმთავრებია საუბარი(ირაკლი) მარიმ გადაკოცნა ირაკლი და სახლში ავიდა. ღამე ვერ დაიძინა სულ ირაკლიზე ფიქრობდა და იმაზე თუ რა სისულელე გააკეთა რომ სიმართლე არ თქვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.