გამომყვები ცოლად! (თავი 6)
ხვიჩას ნაამბობი: ის ფაქტი რომ მე და მამუკამ ერთმანეთს უკვე კარგად გავუგეთ ძალზედ მახარებდა, აი ავთოსთან დაკავშირებული საქციელი, კიდევ სახალისოც იქნებოდა და ერთ პრობლემასაც მოვიშორებდი. შეთანხმებისამებრ დათომ მამუკას ჩაავლო ხელი, ხოლო რატიმ კი კატოს და გაუგებარი მიმართულებით გავარდნენ, მე კიდევ ავთოსთან მარტო სალაპარაკოდ შანსი მომეცა. -ეს ყველაფერი დადგმული იყო ხომ?-ღიმილით მკითხა. -ვატყობ ყველაფერს ხვდები, მაგრამ არ იხდენ. -მასეც შეიძლება ითქვას-ისევ ის ირონია, ღმერთო ჩემო როგორ არ უყვარს ამ საცოდავს საკუთარი თავი. -ახლა დავილაპარაკოთ შენი აქედან წასვლის საკითხზე-ურეაქციოდ ვუთხარი ისე, რომ მისთვის არც კი შემიხედავს. -იგივე მინდოდა მეთქვა მეც. -ასე არ გამოვა არაფერი-ისე ვიყავი, ნერვები საცაა მიღალატებდნენ. -შენ ადგები და წახვალ! -კაი კაცო რას მელაპარაკები-უბრალოდ გამეცინა და მივხვდი, რომ აი ეს სულიერი ძალიან მალე ესტუმრებოდა ტრავმატოლოგიურს. -მე კატოს დათმობას არ ვაპირებ! -კატოს ვერც დათმობ, ის შენი არცაა რომ დათმო-ვგრძნობდი როგორ მატულობდა ჩემში სიბრაზე-მის ახლოსაც არ დაგინახო! თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ ავთანდილ! -ჩემია და მორჩა!-ესღა თქვა და გაბრუნდა. -მე გაგაფრთხილე! კატო ნივთი არაა რომ ვიღაცამ აიღოს და მიითვისოს! -ანალოგიურად იქცევი შენც-გამომხედა და გაიღიმა. -მე გაგაფრთხილე!-გავიმეორე და იქედან წამოვედი. სახლში საშინლად გაბრაზებული დავბუნდი, მინდოდა მეცემა, წელში გადამეხსნა, ნაწილებად დამეკუწა ის ახ***ი, მაგრამ საბაბი არ მქონდა, ხომ ვერ მივიდოდი და ვერ ვცემდი ესე უმიზეზოდ, არაკაცულად..! სახლში მისულს ბებო და ბაბუ უკვე მოსულები დამხვდნენ, რატი როგორც ყოველთის ახლაც ჭამდა და ბაბუს უსმენდა, რომელიც ძველ ამბებს უყვებოდა, ეტყობოდა რომ კარგადაც ხალისობდა ეს მაიმუნი. ციურიმ მეც გამიშალა სუფრა, ცოტა ვჭამე კიდეც, მერე კი აივანზე გავედი. -რა ქენი?-ზურგს უკან გავიგე რატის ხმა. -არაფერი. -იმედია არ გიცემია-სიგარეტის ერთი ღერი ამოძვრინა კოლოფიდან და ისე გამომხედა. -არა. -კაი მერე ვილაპარაკოთ-მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თბილად გამიღიმა და შებრუნდა სახლში. რაც მახსოვს ჩემი თავი, რატიც მახსოვს, ყოველთის ხვდებოდა როდის როგორ ვიყავი, როდის რა მიჭირდა და რა მჭირდა, ახლაც ასე იყო, ამდენი ხნის შემდეგ ჩემი თვალებიდან ინფორმაციის მოძიებას კიდევ ვერ გადაეჩვია და მგონი, მალე ფსიქოლოგადაც დავინიშნავ. უკვე ღამე იყო სიგარეტის მოსაწევად გარეთ რომ გავედი, ჭიშკართან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრს მივეცი უფლება მოვეწყვიტე რეალობიდან და იქ წავეყვანე სადაც თვითონ სურდა, ჰოდა... მეც კატოსთან გამიშვა, ისევ თვალწინ დამიდგა მისი მწვანე თვალები, ის თვალები ჯერაც რომ ვერ შევიცანი, დიდი და წითელი ტუჩები, ლამაზი სხეული და თვით იდეალური კატო, ასეთი სუფთა და დაუცველი, მე კი ის უნდა დამეცვა, განა ჰქონდა აზრი ვისგან ან რისგან?! უბრალოდ ჩემი „მე“ მთხოვდა და უფრო მეტიც მიბრძანებდა, რომ კატო დამეცვა და მეც ასე მოვიქცეოდი. დიდი ხანი არ იყო გასული რაც ფიქრებით სხვაგან წავედი, როცა სირბილისა და ტირილის ხმა გავიგე, როცა კატოს მოვკარი თვალი თითქოსდა რაღაც ჩამწყდა, რაღაცამ გადამიარა და სიცოცხლის უნარი წამართვა. გამოკითხვიდან ვერაფერი ვერ გავიგე, ისე საშინლად ვიყავი ნაბიჯსაც კი ვერ ვდგამდი, რატის დავურეკე და ვთხოვე, რომ კატო სახლში შეეყვანა, მანაც თხოვნა შეასრულა და დამტოვა გარეთ. ხელისგულები ჩამოვისვის სახეზე და ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს ვეცადე ნერვიულობა და დაბნეულობა ჯანდაბაში გამეგზავნა, მე კიდევ გონს მოვსულიყავი. სახლში შებრუნებულს კატოს ნათქვამი გავიგონე და აი მაშინ მივხვდი, რომ იმ ნაბ****ს ცემის, დასახიჩრების და ა.შ. უფლება მქონდა. სიბრაზეს ქონდა ჩემში სახლი დადებული და მის გასახლებაზე არც კი ვფიქრობდი. სწრაფად გავვარდი სახლიდან, ტვინს უკვე მომზადებული და გათვლილი ჰქონდა მომხდარი მოვლენების განვითარება, რატი დამედევნა, მე კი მისთვის ყურადღება არც მიმიქცევია ისე წავედი პირდაპირ კატოს სახლისაკენ. -ხვიჩა!-ყვიროდა რატი. -კატოსთან მიდი! -გაჩერდი მეთქი! -მიბრუნდი!-დავიყვირე და უკვე სირბილზე გადავედი. რატი უკან აღარ გამომყოლია, მე კიდევ დაუკითხავად შევვარდი სახლში, პირველ სართულზე არ დამხვდა ვაჟბატონი, ამიტომ მეორეზე გადავწყვიტე ასვლა, კატოს ოთახში შევიხედე იქ არ იყო, მერე სასტუმრო ოთახისაკენ გავწიე, იქ კი კარებთან მდგომი ჩემი წყობიდან გამოსვლის მიზეზი შევამჩნიე. პირველ დარტყმას მეორე მოყვა, მეორეს-მესამე და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ გული არ ვიჯერე, ბოლოს ფეხზე წამოვდექი და ვცადე სუნთქვა როგორმე დამერეგულირებინა. -ზუსტად 20 წუთი გაქვს, რომ აახვიო აქედან, თორემ მოგეხსენება რისი გაკეთებაც შემიძლია, თუ არადა ეს ყველაფერი მოსაგონარი გექნება! ისეთი ხმა მქონდა, რაღაც მომენტში ვიფიქრე სხვა ხომ არ ლაპარაკობს მეთქი, მაგრამ ზუსტად მაშინ გავაანალიზე თუ რა დონეზე იცვლება ადამიანი, როცა გაბრაზებულია, განადგურებულია და წყობიდანაა გამოსული, ზუსტად მაშინ, ადამიანი საკუთარ თავსაც კი ვერ შეიცნობს, იმ წამს თიშავს გრძნობებს და აცოცხლებს მასში იმ ცხოველს რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გულმოდგინედ წვრთნის და იშინაურებს. -კიდევ ერთხელ დაგინახავ მასთან... კიდევ ერთხელ მის სიახლოვეს გავლილს... მის თავს გეფიცები, მოგკლავ!-ესღა ვთქვი და კიბეებზე დავეშვი. გეზი პირდაპირ სხლისაკენ ავიღე, სახლში შესულს თვალში ბებო და ბაბუ მომხვდნენ, რომლებიც კატოს ეხვეოდნენ გარს და ამშვიდენდნენ, მე კი რატიმ ჩამავლო ხელი მხარში და ისევ გარეთ გამიყვანა. -როგორაა?-საშინელი ხმით ვკითხე ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს,ისევ კარებისკენ ვიყურებოდი საიდანაც კატოს ვაკვირდებოდი. -როგორ იქნება, საშინლადაა შეშინებული, ცოტა დაწყნარდა, მაგრამ ხომ ხვდები... -მოვკლავ!-მოაჯირს ხელი მაგრად დავარტყი. -დაწყნარდი შენაც, ეგეთი არ შეხვიდე სახლში, კიდე შენი შეშლილი სახის დანახ... -ცოლად უნდა მოვიყვანო! ისეთი ხმით ვთქვი მე თვითონ გამაკვირვა ჩემმა სიმკაცრემ. -ჰა?-მივხვდი, რომ დაბნეულობისგან მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. -ცოლად მომყავს და მორჩა! -სულ გაგიჟდი ხომ?! -შენც ეგ არ გინდოდა ბიჭო?! -რა მინდოდა, ის რომ ახლა და ასეთ საშინელ მდგომარეობაში მყოფი მისულიყავი და მისთვის ცოლობა გეთხოვა? - ნუ გადამრიე ახლა, შენ თვითონ არ მიქებდი და არ მეუბნებოდი მაგაზე კარგ გოგოს სად ნახავო? რააზრი აქ როდის იქნება ეგ, ახლა თუ რამოდენიმე თვეში?-გაკვირვებულმა გავხედე. -ვერც ნახავ! -აბა პრობლემა რაში მდგომარეობს?!-უკვე ყვირილზე გადავდიოდი. -ხვიჩა ამ წამს კატო გეცოდება და ამიტომ ამბობ ამას! არ მინდა, რომ ის გოგო სიბრალულის გამო მოიყვანო ცოლად! შენ არ გეცოდება ბიჭო?! ამ ტრავმის მერე ადექი და აიძულე გამოგყვეს ცოლად, მიდი და აიძულე! ამას აპირებ?! განა ეს ხარ შენ?! კიარა სადმე წაიყვანო და გული გაუხარო, რა სისულელეებს მელაპარაკები რა! -არ მივცემ სხვას უფლებას, რომ მას კიდევ ერთხელ ატკინოს!-ისევ გავიმკაცრე ხმა. -განა შენ არ ატკენ მაგ საქციელით? -იმით რომ დავიცავ?! -იმით რომ მას საკუთარ თავს წაართმევ, ის შენში ისევ ავთოს დაინახავს... გაუაზრებლად, მაგრამ მაინც დაინახავს..! -მას არ შემადარო! -მე არა.. მაგრამ, მის თვალში ასე გამოჩნდები ბიჭო! სახეზე ხელები რამოდენიმეჯერ გავისვი, აზრების დასაწყობად თავი მაღლა ავწიე და ერთი ღრმად ჩავისუნთქე. -ჰო, მართალი ხარ...! -ვიცი ძმაო, გგონია ვერ ვხვდები რომ გიყვარს და ამიტომ ამბობ მაგას?! მაგრამ ამ წუთას გეცოდება, რაც თქვი მხოლოდ იმის მიზეზია, რომ გინდა დაიცვა. -მიყვარს!-მკაცრად ვუთხარი. -ვიცი თქო ბიჭო, ვიცი, ვაახ-გაიცინა და თავზე ხელი გადაისვა-მაგრამ აცადე რა, გადააგოროს ეს შემთხვევა, შენ შეგეჩვიოს და მერე კი ვჭამთ ქორწილს, აუ ბიჭო რა მეჯვარე გეყოლება იფ იფ იფ!-გადაიხარხარა. -ატვეჩაი ვარ-გავუღიმე და ვანიშნე, რომ მისი უაზროდ მადლიერი ვიყავი. -ისე, შენ და ასეთი თუ იქნებოდი ოდესმე რას წარმოვიდგენდი. -მე ხომ რას ამბობ. -შეგცვალა! თან იცი როგორ? ბიჭო რა არ გადაგვიტანია და ასე არაფერს არასდროს არ შეუცვლიხარ! -ხდება ხოლმე. გამეღიმა, განა იმიტომ რომ ვიხუმრე და არასერიოულად ვთქვი? არა, მხოლოდ იმიტომ გამეღიმა, რომ გავიაზრე თუ რაოდენ იყო ეს პატარა გოგო ჩემში გამჯდარი, როგორ შემცვალა ისე, რომ თვითონაც ვერ გამეგო ამის შესახებ, მიხაროდა, რომ ჩემი ცვლილება მას უკავშირდებოდა და უფრო მეტიც, ის იყო ყველაფრის თავდები. კატომ შევედით თუ არა, მე გამომხედა და გამიღიმა, რაც მადლობას მივაწერე, ბებიამ დამინახა თუ არა, ბაბუას დაავლო ხელი და გავიდა მისაღებიდან, რატიც გაიცურცლა და კატოსთან მარტო დავრჩი. -როგორ... როგორ ხარ?-ვეცადე თავი გამეკონტროლებინა და ზედმეტად არ შემეშინებინა ისეც დამფრთხალი, უსუსური სხეული. -უკეთესად-გამიღიმა-მადლობა ხვიჩა... -სამადლობელო არაფერია, სანამ შენები არ დაბრუნდებიან აქ იქნები. -მამუკა სად არ... -დათოსთან ერთადაა-არ დავაცადე კითხვის დასმა. -და... -წავიდა!-მივხვდი ვისაც გულისხმობდა და ვიგრძენი, ძლივს მიყუჩებულმა სიბრაზემ წამებში როგორ იჩინა თავი-და საერთოდ ვეღარ დაბრუნდება! ვეღარ ნახავ და ა.შ.! -ჰო...-ღრმად ჩაისუნთქა და მუხლები ნიკაპთან მიიტანა. ისეთი თვალებით გამომხედა... ახსნაც კი მიჭირს, თითქოს და ახლა მართლა მთხოვდა, რომ დამეცვა, მასთან ვყოფილიყავი და არ მიმეტოვებინა. მეც ეგ მინდოდა...! გაუაზრებლად წამოვდექი ფეხზე და კატოს გვერდით დავჯექი, მაგრად მოვხვიე ხელები და... მერე აღარ ვიცი რა იყო, ვსუნთქავდი თუ არა არც ეგ ვიცი, არც ის ვხედავდი თუ არა, გული მიცემდა თუ არა, უბრალოდ მას ვგრძნობდი და მორჩა, მისი სითბო მეც მათბობდა, მისი თმის სურნელი ცხვირში სასიამოვნოდ მიღუტუნებდა და აი მაშინ მივხვდი ზუსტად, რომ მე ამ გოგონას შევეზარდე, მე ამ გოგონამ დამიმონა, მე ეს გოგონა... უბრალოდ მე და ეს გოგონა! და მორჩა..! სიჩუმის დარღვევა არ მინდოდა, ანდა მეშინოდა... მეშინოდა მისი დაკარგვის, დაკარგვის იმის, რომელიც ჯერ ჩემი არც იყო. -შენ არ წახვიდე...-მისი მკაცრი ხმა და ბუზღუნი ერთმანეთს ისე შეერწყა, საშინლად მომინდა მისი დაბურცული ბაგეების გემოს გაღება, თავს შემოვუძახე და ღიმილით დავხედე ჩემზე მოკრულ უსუსურ სხეულს. -არ წავალ!-ეს ვთქვი თუ არა, მივხვდი, რომ მისგან წამსვლელი მართლა არ ვიყავი. ისე ხანდახან ადამიანები როცა რაიმეს გულში, ჩუმად, ჩვენთვის ვამბობთ, ხშირად ისინი იკარგებიან გააზრებამდე და ბჭობამდე, უბრალო გაფიქრებად რჩება და მორჩა, როცა რაღაცას ხმამაღლა ვამბობთ ამის ჩვენ თვითონაც გვჯერა და ვხვდებით, რომ ეს კანონია, ეს საბოლოო გაჩერებაა, გადაწყვეტილებაა, რომელსაც შეცვლა არ უწერია და მორჩა, განა იმიტომ რომ არ შეგვიძლია მისი შეცვლა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გვჯერა ჩვენი ნათქვამის სიმტკიცის, ესაა და ეს... და ალბათ მეც ეს მომენტი გამოვიარე იმ წუთას. -მართლა არ წახვალ?-აცრემლებული თვალებით ამომხედა. -მართლა-დიდი ძალდატანებით დავიხარე მისკენ და შუბლზე ვაკოცე-ჩემი კიდევ გეშინია? -ისე აღარ როგორც ადრე-გულწრფელად მიპასუხა. -წინ მივიწევთ-გავუცინე. -რას შვრებით?-კარებში მომღიმარმა დათომ შემოყო თავი. კატო უცებ მომშორდა და დარცხვენილმა დახარა თავი, მე კი მაგრად ჩავჭიდე ხელი და გავუღიმე, მანაც ჩემი პასუხი სწორად გაიგო. -საქმე მაქ შენთან-ფეხზე წამოვდექი და გარეთ გავიყვანე. კატო სახლამდე მივაცილე, მამუკაც სახლში მივიდა. სამივე გარეთ გავედით, გზას დავუყევთ და ერთ გადახურულ ადგილს მივადექით, რატიმ თავი უკან გადაწია, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა, მეც მას მივბაძე. -რა ქენი?-მკითა დაძაბულმა დავითამ. -რას იზამდა შენაც რაა-ხმაში კმაყოფილება შეეტყო. -ხომ ვამბობდი რა-ტკივილი შევატყვე ხმაში დავითას და კიდევ ერთხელ გამიხარდა, რომ კატოზე ასე ვიღაც ღელავდა-ახლა რას აპირებ? -ცოლად მომყავს!-თავი წამოვწიე და გავხედე ძმაკაცებს. ხმა არცერთს არ ამოუღიათ, ორივე უხმოდ მაკვირდებოდა. მე და რატი სახლში მივედით თუ არა საძილებლისაკენ გავეშურეთ, ოთახში შესვლისთანავე აბაზანაში შევვარდი, ცოტა განტვირთვა მჭირდებოდა, ზედმეტად დამღლელი დღე მქონდა, ამიტომ აბაზანა ამ მომენტში ყველაზე კარგი წამალი იყო ჩემთვის, გამოვედი თუ არა საწოლს მივაშურე, ბალიშზე თავის დადება და დაძინება ერთი იყო. გამარჯობათ. ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ. წინა თავის სათაურს რაც შეეხება და თავის რიგობით ნონერს, საქმე იმაშია რომ მე ქალაქში არ ვარ და ისტორიას მიდებს სხვა და გაუაზრებლად შეეშალა. ველოდები შეფასებას და კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.