შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომკვები ცოლად! (თავი 4)


14-07-2016, 00:57
ავტორი llella
ნანახია 3 407

კატოს ნაამბობი:

დილით დამძიმებულს გამეღვიძა, მაგრამ ჩემს სახეს მაინც ღიმილი არ სცილდებოდა, ალბათ ცხოვრებაში ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია, როცა ჩემში ორ გრძნობას, შიშსა და სიმშვიდეს ერთდროულად დაედოთ ბინა.
საწოლიდან წამოვდექი თუ არა აივანზე გავედი, მოაჯირს დავეყრდენი, აქაური ჰაერი მთელი არსებით ჩავისუნთქე და მივხვდი, რომ ცხოვრება რაღაცისთვის მაინც ღირს და როგორც ჩემი მეგობარი ამბობს „თითოეული ჩვენგანი დედამიწაზე რაღაცისთვისაა მოვლენილი, რომ ჩვენ ყველას რაღაც მისია დაგვაკისრა ღმერთმა და მხოლოდ უნდა დაველოდოთ ამ დროს, სიცოცხლე ღირს იმად, რომ საკადრისად გაიარო“ კმაყოფილსა და რაღაცნაირად ბედნიერს გამეღიმა.
ციური ბებოს სახლს გავხედე და „ჩემი ჯმუხი“ გამახსენდა, ვითომ დამავიწყდა? არა! უბრალოდ უაზრო მონატრება ვიგრენი, სწრაფად მოვშორდი მოაჯირს და ოთახში შევბრუნდი, გადავივლე, მუხლამდე კაბა და მაისური ჩავიცვი, თმები ჩავიბწენი და კიბეებზე ღიმილიანი სახით დავეშვი.
-დილამშვიდობის.
-დილამშვიდობის შვილო-ღიმილით გამომხედა დედამ-დაგისხა ჩაი?
-ხაჭაპურიც მინდა.
-დედა ბებო შენ ოღონდ თქვი ჭამა მინდაო-გაიცინა ბებიამ და სწრაფად დამიდო ორი დიდი ხაჭაპურის ნაჭერი თეფშზე.
-ანუ ბატონი ავთო წავიდა ხო?-აი გველური ღიმილი გინახიათ? ზუსტად ეგრე დასვა კითხვა მამუკამ.
-ხო წავიდა მამა-დაეთანხმა მამაჩემიც-საქმე გამომიჩნდა და ამიტომ წავედი ასე გაუფრთხილებლადო.
-საქმე არა ისა კიდე-გაიცინა მამუკამ კმაყოფილმა და ფეხზე წამოვარდა-მადლობა, გავძეხი.
-კი მარა არაფერი არ გიჭამია ბაბუ.
-აღარ მინდა გავძეხი-სწრაფად უპასუხა და გარეთ გავარდა.
-სახლში ვეღარ ვაჩერებ ამას ნიკა-დაიწუწუნა დედაჩემმა.
-აცადე ბავშვია ჯერ, შეირგოს ეს პერიოდი.
-ოოფ, მიდი და უთხარი ერთი ბავშვი ხარო-სიცილით უპასუხა დედამ-მთელს სახლს დაიმხობს თავზე და არ გათქმევინებს პატარა ხარო.
-კაცობს, ბაბუ ენაცვალოს მაგას.
სახლში მისულს ბიჭები ღიმილიანი სახით შემხვდნენ, მათ ასეთ სახის გამომეტყველებაზე მეც გამეღიმა.
-ჰა რა ქენი გამოტყდი ახლა-სიცილით მკითხა რატიმ და ნამცხვრის დიდი ნაჭერი გაიქანა პირში.
-ნამცხვარი სადღა ნახე ძმობას გაფიცებ?-გამეცინა.
-ვაიმე იპოვა, ხომ იცი ამას რა ყნოსვა აქ, საჭმელს კილომეტრებიდან ყნოსავს-გადაიხარხარა დათომ-შენ მიდი მოყევი რა ქენი.
-1 საათში მდინარეზე მივდივართ.
-ვახ რა მაგარია ბიჭო-სიხარულით დამკრა მხარზე ხელი რატიმ.
-დაგთანხმდა ანუ?-ეჭვისთვალით ამომხედა დათომ.
-მეც კი მეპარებოდა ეჭვი მაგრამ-სიცილით ავიჩეჩე მხრები.
-მე ვიცოდი რომ წამოვიდოდა-მითხრა და მოწყვეტით დაეშვა სავარელში, მე და რატიმ კიდე ინტერესით გავხედეთ მომღიმარ ძმაკაცს-აუ უბრალოდ ვიცოდი რა.
აღარ ჩავაცივდით და დავიწყეთ მზადება მდინარეზე წასასვლედლა.

კატოს ნაამბობი:

ჯმუხი მეზობლის სტუმრობამ მართალია გამაკვირვა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მისმა ნახვამ კიდევ ერთხელ გამახარა, ვერც კი გამიგია რა მიხარია მაგრამ მისი დანახვისას რაღაც ისე რომ ვერ არის ჩემს თავს ეგ უკვე ვიცი.
ყველაზე მეტად მისი შეყვარების მეშინია, არ მინდა იმაზე ახლოს მოვუშვა ჩემს სულთან ვიდრე საჭიროა, არ მიდა ჩემში დაიდოს ბინა, შემდეგ კი უკითხავად აიკრას გუდა-ნაბადი და წავიდეს, მატკინოს და ამით დაღი დაასვას ცხოვრების რაღაც პერიოდს.
მის შემოთავაზებაზე ბევრი არც მიფიქრია, დავთანხმდი და სახლში შებრუნებულმა მომზადება დავიწყე, მანამდე კიდევ დედასთან მივედი, რომ გამეფრთხილებინა, მანაც არ დაიგვიანო მალე მოდიო და ლოყაზე გემრიელად მაკოცა, მამუკას შევთავაზე მდინარეზე წამოსვლა და მანაც როგორც წესი არც ეს შემთხვევა ჩააგდო სამაიმუნოდ და იმწამსვე დამთანხმდა.
ხო კინაღამ დამავიწყდა, ეს ჩვენი „ვითომ ვისვენებ“ სტუმარი მომენტს არ უშვებს ხელიდან რომ რამენაირად ნერვები მომიშალოს და როგორმე მიიქციოს ჩემი ყურადღება, მე კიდევ ხშირ შემთხვევაში მის ამ უაზრო საქციელებს უპასუხოდ და ურეაქციოდ ვტოვებ.
სახლში რაც კი საქმე მქონდა, ყველა დავასრულე, ორს თუთმეტი წუთი აკლდა საათს რომ გავხედე, ამიტომაც ოთახისაკენ ავიღე გეზი. სარაფანა გადავიცვი, თმები კოსად ავიწიე და მზად ვიყავი, ქვემოთ ჩასულმა კი მამუკას გავძახე რომ მომზადებულიყო.
გარეთ გასულებს, ბიჭები უკვე გამოსულები დაგვხვდნენ, იქვე სკამზე ისხდნენ და საუბრობდნენ რაღაცაზე, ჩვენაც გეზი მათი მიმართულებით ავიღეთ.
-გამარჯობა-ომახიანად შესძახა ჩემმა ძმამ და ბიჭებს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მათაც შეაგებეს საკუთარი მარწუხებად ქცეული მაჯები.
-გაგიმარჯოს-სიცილით უპასუხა რატიმ.
-წავედით?-გამომხედა ხვიჩამ და გამოდიოდა რომ მე მეკითხებოდა, მეც იმწამსვე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
-მაიცა!-თითი მაღლა ასწია სიცილით მამუკამ და დათოს გახედა.
-ახლა რაღა მოიფიქრე?-დამწურებულმა კითხა დათომ და თავზე ხელი გადაუსვა.
ჩემმა ძმამ კი პირდაპირ ხვიჩას გახედა, თითქოსდა ხვიჩა პატარა ონავარის ფიქრებს მიხვდა და ღიმილით დაუქნია თავი, ამათ რაღაც ზედმეტად კარგად გაუგეს ერთმანეთს, რაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენება.
-რა ქვია?-სწრაფად ჰკითხა ხვიჩამ.
-ავთო-ტუჩებდაპრუწულმა გასცა პასუხი ონავარმა, ხელები გადაიჯვარედინა და მოლოდინის ფუნქცია ჩართო.
-ავთოო!-დაიძახა ხვიჩამ და ჩემი სახლისკენ გაბრუნდა ტანით, სახლიდან კი „ვითომ ვისვენებ“-მა გამოყო თავი და ინტერესით გადმოხედა ხვიჩას-მდინარეზე მივდივართ და წამოვალ ჩვენთან ერთად?
-2 წუთში ჩამოვალ-მანაც პასუხი არ დაუგვიანა და ისევ მიიმალა.
ზუსტად დათქმულ დროს გამოვიდა სახლიდან და ჩვენ შემოგვიერთდა, ჩემდა გასაკვირად ისევე როგორც ხვიჩამ და რატიმ, დათომაც კარგად მიიღო ავთო, უფრო მეტიც, დიდი ხნის ძმაკაცივით გადახვია ხელი და გულიანად იცინოდა მასთან ერთად რაღაცაზე, მაგრამ მეეჭვება მე ეს ყველაფერი სინამდვილეს შეესაბამებოდეს და აქ რაღაც ისე არ იყოს.
არ ვიცი, რავიცი, ვნაოთ...
-მამუკა ნელა!-ნერვიულობამ მისვლისთანავე იჩინა თავი და მეც წავიმშობლე.
-ნუ გეშინია, ხომ ხედავ რატისთან ერთადაა-ღიმილით მითხრა ხვიჩამ და თვითონაც შეალაჯა წყალში.
ვუყურებდი მის მიხვრა-მოხვრას და ვრწმუნდებოდი მისი თითოეული ნაბიჯის სიმტკიცესა და სიმყარეში, მის სიძლიერესა და მამაკაცურობაში, ამის გაფიქრების შემდეგ კი თავს გამოვლანძღავდი იმის გამო, რომ ასეთი რამ უბრალოდ გავიფიქრე.
-შენ არ შემოხვალ?-გავიგე ავთოს ხმა.
-კი, როგორ არა-ვუპასუხე „ლასტებიდან“ ფეხები გამოვყავი და სარაფანითურთ წავედი მდინარესაკენ.
ბიჭები და რაც მთავარია პატარა ონავარი ძალიან კარგად ერთობოდნენ, მათ სიცილს მიჰქონდა ყველაფერი, ასეთ მდგომარეობაზე კი მე მეღიმებოდა. უცებ დათომ დაავლო ხელი მამუკას და სიცილით სადღაც გავარდა, მე კიდევ ავიკელი ყველაფერი „შეეშვი, დაანებეს“ კივილით, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არც მომისმინა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, რატიმ რომ ჩამავლო ხელი, მომიგდო მხარზე და დათოს გაყვა უკან, ამაზე ორმაგად ავყვირდი, არც ამ შემთხვევამ გაჭრა, ბოლოს როგორც იქნა კეთილი ინება და დამსვა ძირს.
-ვსო წავედით ახლა სახლში-გაიცინა დათომ, მამუკას ხელი გადახვია და წინ წავიდა.
-აუ მაგარი იყო, მარა დავიღალე ბიჭო-კმაყოფილმა წამოიძახა რატიმ და ხელი გამომდო კაი დაქალივით.
-კი მაგრამ, ისინი?-გაკვირვებულმა დავსვი კითხვა.
-მოვლენ-მოკლედ მიპასუხეს.
-დათო!-მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო.
-კაი კატუს რა იყო, მაგ ავთოს ხომ უნდოდა აქაურობის დათვალიერება, გაცნობა და ა.შ. ხოდა ხვიჩამ იკისრა ეგ საქმე რა-გამეკრიჭა ორ მეტრიანი ახმახი.
-ნეტა სადმე ჩავარდეს და ჩარჩეს იქ-გესლიანად დაისისინა პატარა ონავარმა.
-ჭკვიანად შენ!
-შენ რა გინდა? მე მინდა, რომ დაიკარგოს!-გაიცინა, მაგრამ მაინც მკაცრად მიპასუხა, პატარა კაცია უკვე.
-ლამაზო შენ სულ ასეთი კეთილი ხარ?-გაკვირვებითა და ღიმილით დამხედა ზემოდან რატიმ.
-სულ!-მობეზრებულმა გასცეს პასუხი ბიჭებმა ერთდროულად.
-რომ მოგცხებ მერე ვიქნები ბოროტი-ჩემივე პასუხზე გამეცინა.
-მაგარი გოგო ხარ რა!-გამიღიმა და ლოყაზე მაგრად მაკოცა-მევასები მე შენ.
ბოლოს როგორც იქნა მორჩნენ მაიმუნობას და ჩვენაც სახლამდე მივედით.
-ჭკვიანად აბა და საღამოს გადმოდით იცოდეთ-დაგვიბარა რატიმ, მამუკამაც აუცილებლად გადმოვალთო დაპირდა და სახლში სირბილით შევარდა.
ზუსტად 1 საათში მოვიდა ავთო სახლში, ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო, არა უფროსწორად გაცოფებული და ასეთ მდგომრეობაში მყოფს ბუღი როგორ არ ასდიოდა მიკვირს.
მე სამზარეულოში ვიყავი და საჭმელს ვაკეთებდი, დედა და მამა წასულები იყვნენ მამას მეგობართან და გვიან დაბრუნდებოდნენ, ხოლო მამუკა კი როგორც ყოველთვის „კაცმა არ იცის სად“ ამიტომაც ავთოც პირდაპირ სამზარეულოში შემოვიდა.
-გშია?
-თუ მაჭმევ-რაღაცნაერად გამომხედა და ღიმილიანი წამოვიდა ჩემსკენ.
-ახლავე გაგიშლი სუფრას-დაბნეულმა ვუპასუხე და ვეცადე როგორმე გავცლოდი მას.
-იქნებ დამელაპარაკო წესიერად!-სამზარეულოს მიეყრდნო.
-არაწესიერად გელაპარაკები აბა?-გაკვირვებულმა გავხედე.
-ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ, მინდა დაგიმეგობრდე შენ კიდევ გამირბიხარ.
-მადლობა, მყავს საკმარისი მეგობრები-სწრაფად ვუპასუხე.
-და მათ შორის როგორც ვატყობ ძალიან ადვილად შევიდნენ ის ორი-თავით მანიშნა ციური ბებოს სახლზე.
ხმა არ ამომიღია, მინდოდა გამცლოდა, მე კიდევ სწრაფად დამესრულებინა ყველაფერი, გავსულიყავი სამზარეულოდან და საერთოდ სახლიდან.
-მიპასუხე!-ხმა გაიმკაცრა, არც ახლა ამომიღია ხმა.
ჩემსკენ წამოვიდა, მაჯაში ჩამავლო ხელი და პირდაპირ მისკენ მიმაბრუნა, საშინლად მტკიოდა მაჯა, სადაც ჩემი გათვლით, მთელი ძალით მიჭერდა ხელს, ცოტაც და კივილს მოვრთავდი, ის კიდევ საზიღარი სახით მიყურებდა და ვატყობდი ტკბებოდა სანახაობით.
-მიპასუხე მეთქი!
-თავი დამანებე!-რაც კი სიმამაცე მქონდა ერთად მოვუყარე ყველას თავი და ისე წარმოვსთქვი.
-არა!-დამიყვირა-არა გესმი?! არა და მორჩა! არ არსებობს! არ შეგეშვები! მარტო იმიტომ, რომ ვიღაც ნა****ი მეცილება შენს თავში! რა მინდა შენი აზრით ამ დასაწვავ სოფელში? ჰა? დასვენება და დროის გაყვანა?! მართლა გგონია რომ ამისთის ვარ აქ?!
-ხელი გამიშვი!-ისეთი ხმით ვთქვი მე შემეშინდა საკუთარი თავის.
-ჯანდაბა!-დაიყვირა და ჩემსკე დაიხარა, მივხვდი რასაც აპირებდა და თავისუფალი ხელით შევეცადე როგორმე მომეშორებინა, მეორე ხელი წელზე შემიცურა და მისკენ მიმწია, მე კიდევ რაც ძალ-ღონე მქონდა ვეწინააღმდეგებოდი და ვცდილობდი მისი კლანჭებიდან თავის დახსნას.
ბოლოს მთელი ძალით ვუბიძგე, ისიც მომშორდა თუ არა სანტიმეტრით, გამოვვარდი სამზარეულოდან და გარეთ გავედი სირბილით, არ ვიცოდი სად მივდიოდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, ახლა მას გავცლოდი, ცოტათი დავმშვიდებულიყავი და გონს მოვსულიყავი, თუ კი ამას შევძლებდი საერთოდ.
გზაში ხვიჩა დავინახე, რომელიც სკამზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, ეტყობა მარტო უნდოდა ყოფნა და ფიქრი, მე კიდევ მისი იდილიის დარღვევა მომიწევდა, რადგანაც ამ წამს შველას მხოლოს მასში ვხედავდი, მთელი ძალით გავიქეცი და მაგრად მოვხვიე ხელები შეშინებულმა, ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, ან უბრალოდ არც კი მინდოდა გააზრება.
-კატო, რა მოხდა?! რა დღეში ხარ?!-ხმაში შიშის ნოტები შეერია.
-მეშინია-მხოლოდ ამის თქმა შევძელი და ცრემლებმაც დაიწყეს შიშისაგან, უძლურებისადან და ნერვიულობისაგან აწითლებულ ლოყებზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგორება.
-კატო, ამიხსენი რა ხდება!
-არ მინდა, არ შემიძლია-დავიჩურჩულე და უფრო მაგრად მოვხვიე ხელები, როცა ვიგრძენი, რომ ჩემს გაწევას აპირებდა, ამით კი შეიძლებოდა, მის სხეულს რამოდენიმე სანტიმეტრით მაინც მოვშორდებოდი.
მანაც მომხვია ხელები, ცოტახანი ჩუმად იყო, ბოლოს კი ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ვიღაცას დაურეკა.
-გამო გარეთ-მივხვდი, რომ რატის ელაპარაკებოდა-მერე გეტყვი, დროზე ქენი.
ისიც დათქმულივით წამებში გაჩნდა ჩვენთან.
-რა ხდება?-ინტერესით შემოგვხედა.
-სახლში შეიყვანე!-გასცა ბრძანება და ჩემი თავი რატის გადაულოცა.
-სად მიდიხარ?-შიშით ვკითე.
-მოვალ მალე!-თბილად გამიღიმა, რატის გახედა და რაღაც ანიშნა.
-რა ხდება ამიხსნი?-კითხა რატიმ და მკაცრად გახედა, მან კი უპასუხოდ დატოვა მეგობარი და უბრალოდ გაჩუმდა.
რატიმ ხელი გადამხვია და სახლის მიმართულებით წამიყვანა, მართალია სულაც არ მომწონდა ის აზრი, რომ ხვიჩა იმ მდგომარეობაში გარეთ მარტო დარჩა და არც ის ვიცოდი რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ არც იმის ძალა და საღი აზრი აღარ შემრჩენოდა რომ რამე მეთქვა.
-ახლა შენ ამისენი რა ხდება.
-სად წავიდა? მალე მოვა?-დაფეთებული შევეკითხე.
-თუ მეტყვი რა მოხდა გიპასუხებ.
-ავთოს... ის...-ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა და ისევ ტირილი არ ამვარდნოდა-სამზარეულოში ვიყავი, შემოვიდა თვითონაც, მშიაო მეც დაგიდგამ თქო, მერე მეგობრობა მინდაო, ვიცი მე მაგის მეგობრობა-მწარედ დავისისინე-მყავს მე მეგობრები თქო, მერე თქვენ გახსენათ...-ერთი ღრმად ჩავისუნთქე ცოტა გონზე მოსასვლელად-ისინიც შენი მეგობრები არიანო, მერე...-ისე გამიძნელდა საუბარი თითქოს და 100 კილოგრამიანი გირა დაედოთ პირზე, მე კიდევ მის მოცილებას ვერ ვახერხებდი-მერე, მოიწია... კოცნა დამიპირა... გავუძალიანდი... ძაალიან შემეშინდა, იცი როგორ შემეშინდა როცა მივხვდი...
აი აქ კი საბოლოოდ გავჩუმდი, აღარ მქონდა არანაერი ძალა, რომ ერთი ასო მაინც წარმომეთქვა, დაუძლურებული ვიყურებოდი რატის მიმართულებით და ძალდატანებით ვსუნთქავდი, მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობა არ შემეწყვიტა.
ამის თქმა და კარების მოჯახუნება ერთი იყო. რატი უცებ წამოვარდა ფეხზე და გარეთ გავარდნილ ხვიჩას დაედევნა, მე კიდეც ისეც შეშინებული ადგილიდან ვერ ვექანებოდი.



№1  offline წევრი kora

კარგი და სასიამოვნო წასაკითხია, ყოჩაღ! love
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი malikuna

მაგარია ძაან.. ეს ავთო ნერვებს მიშლის რა :33.. ავთოს და კატოს მეტი დიალოგი გვაჩვენე რა.. მიყვარხარ ♥♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან კარგი ხარ მაგარია ძაან არ დააგვიანო და მალე დადეეე[b][/b]

 


№4  offline წევრი llella

ხალხო სოფელში ვარ და ისტორია სხვას დავადებინე :/ ამიტო მკაცრად არ განმსაჯოთ :( სახელში შეცდომისთვის ბიდიშით :დ

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

გემრიელად წასაკითხიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent