შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამერიკანოს კაპუჩინო ჯობია


15-07-2016, 02:30
ავტორი Keepcalmtbilisi
ნანახია 1 440

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ან არაჩვეულებრივი, მოკლედ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
ლექციაზე მაგვიანდებოდა, ჭავჭავაძეზე საცობი იყო, სასწრაფოდ მივაწოდე ტაქსის მძღოლს ქაღალდის კუპიურა და მანქანიდან გადმოვედი. ფეხით გავუყევი ჭავჭავაძეს. რომ გითხრათ მივსეირნობდითქო, მოგატყუებთ. მივსეირნობდი კი არა თითქმის გავრბოდი.
ილიას შესასვლელთან ალბათ უკვე გაყინული კატო მელოდებოდა, თუ კატოს გადავურჩებოდი ბატონი აკაკის რისხვა მაინც დამატყდებოდა თავს.

გელაშვილმა დამინახა თუ არა მაშინვე ლანძღვა დაიწყო და როცა თავისი საქმე დაასრულა ლექციაზე შესვლას უკვე აღარანაირი აზრი აღარ ქონდა.
თან ბატონი აკაკის ფრაზების მოსმენაც არ მომიწევდა ნინიძის უპასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

მე ელენე ნინიძე ვარ, 19 წლის. ილია უნის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
ვენდისში გადავედით. სიცივის მიუხედავად მაინც ტერასაზე დავსხედით.
კატო ჭამას შეუდგა, როგორც ყოველთვის. მე მხოლოდ კენტი და ამერიკანო.
ერთი საშინელი ჩვევა ქონდა გელაშვილს, ჭამის დროს ლაპარაკი(მადლობა ღმერთს გადაეჩვია). შეეძლო ისეთი გამოტენილი პირით ელაპარაკა, რომ ერთი სიტყვის გარჩევაც შეუძლებელი ყოფილიყო.
მე ამ ამბით მობეზრბული ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ვეწეოდი და ჩემს განუყრელ ამერიკანოს ვაგემოვნებდი.

უკვე სადღაც ძალიან მაღლა ვიყავი ჩემი ფიქრებით, როცა კატოს ხმამ გამომაფხიზლა. (უკვე ჩვეულებრივად მეტყველებდა, თორემ ისევ არ მივაქცევდი ყურადღებას). გკითხულობენო მითხრა, ვინ მეთქი დავინტერესდი, აი ეს ბიჭიო. გავიხედე და ცისფერთვალება, ქერა, 10 წლამდე პატარა ბიჭუნა მედგა გვერდით. დავიბენი. გამარჯობათქო მივესალმე ღიმილით.
-ელენე ხო?
-კი, მე ელენე მქვია. საიდან იცი ჩემი სახელი?
-ესე მითხრეს გადაეცი,რომ ამერიკანოს კაპუჩინო ჯობიაო. და კიდევ ურჩიე,რომ ტელეჟურნალისტიკა აირჩიოსო.
-ვინ გითხრა?
-მაგას მერე გაიგებსო.
ისე წავიდა უკან არც კი მოუხედავს, კიდევ უფრო დავიბენი და თან გავბრაზდი. ვინ უნდა ყოფილიყო, წარმოდგენაც არ მქონდა, კატოს გავხედე იღიმოდა. მეც გამეღიმა.

მეორე ლექციაზე შევედით მე და ეკატერინე. იქიდან გამოსული კი პირდაპირ ტაქსში ჩავხტი, იმდენად გაყინული და იმდენად დაძაბული ვიყავი. უკვე მეგონა,რომ ყველა მხრიდან მითვალთვალებდნენ.

არა ჩვეულებრივი იყო ეს დღე, განა არაჩვეულებრივი უბრალოდ, არა ჩვეულებრივი, იმიტომ,რომ ჩემთან ხშირად არ ხდება მსგავსი რაღაცეები.

მეორე დღეს ლექციაზე არ დამიგვიანია, არ დამიგვიანია კი არა ნახევარი საათით ადრე მივედი. კატო ჯერ კიდევ არ ჩანდა. უნივერსიტეტთან თითქოს ის ბავშვი დავლანდე,მაგრამ მაშინვე გაქრა და ჩავთვალე, რომ უბრალოდ მომეჩვება.
კატო მოვიდა და აუდიტორიისკენ ავიღეთ გეზი, გაყინვა დღის გეგმაში არ გვქონდა. აუდიტორიაში შესულმა პირი დავაღე და აზრზე მხოლოდ კატოს ხმამ მომიყვანა.

დიდი თაიგული იდო, ზუსტად ისეთი მინდვრის ყვავილებით მე, რომ ასე ძალიან მიყვარს.
ბარათზე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა .
"ელენე ნინიძე, ყვავილები შენია.
კაპუჩინო ნუ დაგავიწყდება.
და ტელეჟურნალისტიკა აირჩიე.
დანარჩენზე მერე".

ლექცია ისე დამთავრდა, ვერც მივხვდი. უბრალოდ ყვავილებს ვუყურებდი.
კატოს მოშივდა, ვენდისში გადავედით. ისევ ამერიკანოს ვიღებდი, როცა ბარათი მომხვდა თვალში.

კაპუჩინო. კაპუჩინო ნუ დაგავიწყდება. ამერიკანოს კაპუჩინო ჯობია.

ვცადოთ? ვკითხე მეორე ელენეს, კიო მიპასუხა. ისევ ტერასაზე, ისევ ჩემი და კატოს ადგილზე, ისევ კენტი, ოღონდ ამჯერად კაპუჩინოთი ხელში.
მართალი ყოფილა უცნობი. ვაღიარე, რომ ამერიკანოს კაპუჩინო ნამდვილად ჯობია.

ისევ ფიქრები და ისევ, სადღაც მაღლა.

უკვე ნაცნობი ხმა და უკვე ნაცნობი,მაგრამ უცნობი ქერა ბიჭუნა.

-დღეს საღამოს სტრადაში, 7ზე.
-რა გქვია?
-იკა.
-იმას?
--სტრადაში დაგელოდება 7ზე. არ დაგაგვიანდეს, არ უყვარს როცა ალოდინებენ.


ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა წავსულიყავი. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მივსულიყავი იქ,სადაც სრულიად უცხო ადამიანი დამხვდებოდა. ვფიქრობდი ძალიან ბევრს, ამ არა ჩვეულებრივ დღეებზე. როცა აზრზე მოვედი და საათს დავხედე, მეორე ლექციაზე გვაგვიანდებოდა. კატოს გავხედე, ისევ იღიმოდა.
-ქალბატონო ეკატერინე, ლექციაზე გვაგვიანდება. შენ მაინც რამ გამოგაშტერა?! ადექი, რა მალე.
-აუ, ელე მეზარება, გავაცდინოთ რა.
-შეგვეტენება კატო, ნორმალური ხარ?
-აუ კაი რაა, დღესაც და ვსო, გპირდები!

დავემორჩილე, მეორე კაპუჩინოც ავიღე და ისევ სიგარეტს მოვუკიდე.

-ელე, წახვალ?
-არა.
-კაი რა, ნუ ხარ ასეთი.
-ერთი მიზეზი მითხარი,რატომ უნდა წავიდე.
-იმიტომ, რომ გაიგო ვინ გამოაშტერე ასე.
-არ მაინტერესებს. ხო იცი, რომ არ მაინტერესებს.
-აუუუუ, ხო და მე მაინტერესებს ელენე მე. მე მაინტერესებს ვინ გააგიჟა ჩემმა დებილმა დაქალმა. ავდგებით ახლა,წავალთ შენთან, ავარჩევთ ტანსაცმელს და ზუსტად 7ზე სტრადაში იქნები.

არ მინდოდა,მაგრმ ვიცოდი ახლა კატოსთვის რაც არ უნდა მეთქვა, თავს არ დამანებებდა.

ჩემთან ავედით, მთელი კარადა გადმოაყირავა. ძალით ჩამაცვა და მაკიაჟიც ძალით გამიკეთა.


არ უნდა წავსულიყავი,იმიტომ რომ ვანგრევდი იმას,რასაც ამდენი ხანი ვუფრთხილდებოდი. ვერ ვპატიობდი ჩემ თავს და მაინც მივდიოდი.

ზუსტად 7ზე მივედი, ტერასაზე ნაცნობი სილუეტი მეცა და თავბრუს ხვევა ვიგრძენი, ფეხები ამიკანკალდა და უკვე უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი,როცა ჩემი სახელი გავიგე. დენდარტყმულივით ვიდექი, გაქცევა მინდოდა და ვიცოდი, არ უნდა გავქცეულიყავი. სადღაც ერთი წამით დავუშვი, რომ ის იყო უცნობი და გულის სიღრმეში იმხელა ბედნიერება ვიგრძენი, რომ სიტყვებით ვერც აგიღწერთ.

ჩახუტება, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი და ლაპარაკი, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა.

-გაზრდილხარ.
-როგორ ხარ?
-კარგად ელენე, შენ?
-მეც კარგად. როდის ჩამოხვედი?
-1 კვირაა.
-დიდი ხნით ხარ?
-არ ვიცი, არ გადამიწყვეტია ჯერ. შეიძლება დავრჩე.
-ძალიან კარგი. გამიხარდა სანდრო, შენი ნახვა. უნდა წავიდე, მელოდებიან.
-ხო, მეც საცოლეს ველოდები. მეც გამიხარდა შენი ნახვა ელი.

ელის მარტო ის მეძახდა.. ელი, ელი და ამ ყველაფერთან ერთად საცოლე ყავს. როგორ დამივიწყა,როგორ შეეძლო.
იმტანმა სახელი და გვარი მკითხა. მაგიდასთან მიმიყვანა. 8ის 10 წუთი.. 8ის 20წუთი.. 8ის ნახევარი და უკვე საშინლად გაბრაზებული წასასვლელად ვემზადებოდი, როდესაც ისევ დენმა დამარტყა.

-არ მოვიდა ელი?
-არა, სანი არ მოვიდა. შენი საცოლე?
-კაპუჩინოს დალევ, ხო?

აი,მაშინ ვიგრძენი, რომ ბედნიერება და სასწაულები მართლა არსებობდა. მაშინ ვიგრძენი, რომ წლების შემდეგ ჩემი სანი ჩემთან დაბრუნდა. ცრემლები მომადგა და არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი სადღაც გაფრენილი.


-ელი, კაპუჩინო ხო?
-ხო, ხო კაპუჩინოს დავლევ.
-როგორი შეცვლილიხარ,რომ იცოდე და თან როგორ ისევ ისეთი ჩემი..
-რატომ გაქრი სანდრო?
-არ შემეძლო, ვერ ვუყურებდი, როგორ იტანჯებოდი და როგორ გენატრებოდი. არ იყავი ვალდებული ჩემ გამო ამდენი წელი ასე ყოფილიყავი. გავქრი, იმიტომ რომ მინდოდა უჩემობა გესწავლა. ისწავლე კიდევაც უჩემობა, მაგრამ ერთი წამითაც არ დამიშვია ის, რომ აღარ გიყვარდი, ყველაფერს უფრთხილდებოდი რაც ჩვენი იყო. ვიცოდი, რომ არ და ვერც დამივიწყებდი. ეს შენ გგონია, რომ გავქრი. სინამდვილეში კი ერთი დღე არ გაგიტარებია უჩემოდ.

ცრემლები უაზროდ მომდიოდა ვეღარ ვხვდებოდი სად ვიყავი და უკვე ხმამაღლა ვტიროდი. ისე ვტიროდი, როგორც მაშინ,რომ მითხრა უნდა წავიდე და შენც წამოდიო. უაზროდ ვტიროდი.

-რატომ წახვედი სანდრო? ხომ შეგეძლო დარჩენიყავი? შენ ხო შენი უფლებები გაგაჩნდა, უკვე სრულწლოვანი იყავი, ხომ შეგეძლო?
-კი ელი შემეძლო,მაგრამ არ დავრჩი. იცი,რატომ? იმიტომ,რომ ვერ მივცემდი დედაჩემს უჩემოდ სიკვდილის უფლებას. ჩვენი წასვლის მთავარი მიზეზი ეკას ავთვისებიანი კიბო იყო.
-ღმერთო, ახლა როგორ არის?
-აღარ არის ელი. საერთოდ აღარ არის. გახსოვს როგორ გიყვარდა? გახსოვს როგორ უყვარდი? მაპატიე,რომ არ გაგაგებინე. შეიძლება ველაფერი მაპატიო, მაგრამ ამას არ მაპატიებ არასდროს ვიცი. ისე ჩამოვასვენეთ მე და მამაჩემმა არავის არაფერი გაუგია. ისე მინდოდა გვერდით მყოლოდი,ვერც კი წარმოიდგენ. მაშინ შენ ისევ სკოლაში სწავლობდი,რომ ჩამოვედი შორიდან შეგხედე. ვერ გნახავდი, ისევ უნდა წავსულიყავი.
უკვე თვითონაც ტიროდა და ვიცოდი,როგორ უჭირდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი და ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა დაეშვა ღმერთს ეკას სიკვდილი. სანდროსთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე. მაკოცა და ის ვიგრძენი,რაც ამდენი ხნის განმავლობაში მაკლდა.

-წავიდეთ რა. ვთხოვე
-სად?
-ეკასთან.
გაეღიმა,არაფერი უთქვამს. ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა, ისე როგორც ადრე იცოდა.

3 წლის წინ ზაფხულში დამირეკა და მითხრა 15 წუთში შენ კორპუსთან ვიქნები და ჩამოდი, სალაპარაკო მაქვსო. ცუდი ხმა ქონდა. შემეშინდა. მაშინვე ჩავედი.

მალევე მოვიდა, მანქანაში ჩავუჯექი. არც მომსალმებია. სწრაფად უყვარდა სიარული, მაგრამ იმ დღეს ზედმეტად სწრაფად მიდიოდა.
-სან,რა ხდება? შიშით ვკითხე.
-გთხოვ, ხელი მომკიდე და ცოტა ხნით ხმა არ ამოიღო.

ცალი ხელით ჩემი ხელი ეჭირა,მეორე ხელით საჭე. საშინელი სიჩქარით მივდიოდით,ცოტაც და შიშისგან ვიტირებდი.

მანქანა ჩვენ ადგილას გააჩერა,ლისზე. გადავიდა, მეც გადავედი.
მანქანას მიეყუდა და სიგარეტს მოუკიდა.

-მომაწევინე რა,მეც.
-ელი, არ გინდა რა.
-გთხოვ.

ერთი ღერი კენტი ამოიღო და მომაწოდა, თავისი ხელით მომიკიდა. ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობდა, მე ნერვიულობისგან პანიკა მემართებოდა უკვე.
-შენ ხო იცი რომ შენი და ეკას გარდა არაფერი არსებობს ჩემთვის?
-ვიცი,სანდრო.
-ისე,მეშინია ელი.. ვიცი, არ მაპატიებ.
-სანდრო, გთხოვ. ნუ მაშინებ რა. მითხარი. ხო მპირდებოდი ყოველთვის სიმართლეს გეტყვიო..
-ელი უნდა წავიდე, წამოხვალ ჩემთან ერთად?
გამეცინა, მეგონა ხუმრობდა. წამოვალთქო ვუთხარი და ჩავეხუტე. ცივად მომიშორა.

-არ ვხუმრობ, პატარა..

შემეშინდა.

-სანდრო რა ხდება?
-გერმანიაში გადავდივართ საცხოვრებლად. წამოდი რა, გთხოვ.. მეშინია უშენობის.

ტირილი ამიტყდა, ხმით ვტიროდი, ვერ ვაკონტროლებდი რას ვლაპარაკობდი. ვიცოდი, რომ უჭირდა,მაგრამ ვერ ვეგუებოდი, რომ მტოვებდა.
-არ წახვიდე. ჩემთან დარჩი. თუ გიყვარვარ სან, არ წახვიდე. ვერ გავძლებ უშენოდ. არ წახვიდე რა. ჩვენი მომავალი? ნია და ანდრია? არ წახვიდე სანდრო. ვიცი,რომ არ წახვალ, არ დამტოვებ, შენ ხო უჩემოდ არ შეგიძლია.

დავმშვიდდი, აღარ ვტიროდი. უბრალოდ თვალებში ჩავხედე და მხოლოდ ერთი ვკითხე:
-დარჩები?
-არ შემიძლია ელი.
-როდის მიფრინავ?
-3 დღეში.
-და მე ახლა ვიგებ.
-მეშინოდა.
-ცუდია უჩემობის, რომ არ გეშინია.
მანქანაში ჩავჯექი. მიხვდა სახლში, რომ უნდა წავეყვანე. თვითონაც ჩაჯდა. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცერთს. კორპუსთან გაჩერდა, არ გადავდიოდი. იქვე დაგდებულ სიგარეტს მოვუკიდე, ვეწეოდი,სანდროს ვუყურებდი და ცრემლები მომდიოდა. სიგარეტი ღია ფანჯრიდან გადავაგდე, ვაკოცე, მანქანის კარი გავაღე და გადავედი.

-ანუ არ წამოხვალ?
-ვერ სანდრო და რომც,შემეძლოს მაინც არ წამოვიდოდი.
-ჩამეხუტე,რა.

ვერ ჩავეხუტე, არ შემეძლო. ზედმეტად სუსტი ვიყავი ამისთვის, ჩახუტება პატიებას ნიშნავდა. პატიებისთვის კი ზედმეტად ამაყი ვიყავი.
კარი დავხურე, სადარბაზოსკენ წავედი და უაზროდ წამომივიდა ცრემლები.

სახლში ავედი. გვიანი იყო უკვე. თამოს მისაღებში ეძინა, მივხვდი მელოდებოდა. მივედი და ჩავეხუტე. გაეღვიძა.
-იჩხუბეთ, დე?
-მჭირდები თამო.
-რატომ ტირი ელენე?
-მორჩა,დე.
-კაი რა, ელენე უბრალოდ იჩხუბეთ. ნუ გიყვარს ყველაფრის დრამატიზება.
-მიდის, დე.
-სად?
-გერმანიაში გადადიან. შენც წამოდიო, მე არ წავალ, არ დაგტოვებ. თან ხომ შეუძლია დარჩეს ჩემ გამო, მაგრამ არ რჩება. მიდის. მე რატომ უნდა წავიდე? ჯერ სკოლაც არ დამიმთავრებია დე, ვერ შევძლებ.

თამოს კალთაში ჩამეძინა.

საშინლად ვიყავი დილით. თამომ ყავა მომიტანა და გვერდით მომიჯდა.
-გაუძელი რა.
-იცი როგორ მიხარია, რომ მყავხარ?
-კატო უკვე გზაშია.
თვალი ჩამიკრა. გამეცინა.
-როდის მოასწარი?
-შენი ანტიდეპრესანტი ეგაა და როგორც კი თვალი გავახილე ეგრევე დავურეკე.
კატო მოვიდა,მერე ისევ ვიტირე.

2 დღე გავიდა. მერე ეკასგან გავიგე, ფრენა რომელზე იყო.
ვერ ვაძლევდი ჩემ თავს უფლებას, ასე მარტივად გამეშვა. ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა.

ვერ ვაპატიებდი ჩემ თავს, ასე, რომ გამეშვა.
სამი ხდებოდა თამო გავაღვიძე,აეროპორტში გამიყვანეთქო. ზუსტად იცი რომ გინდაო? კი მეთქი.

კანკალით გადავედი მანქანიდან,ისე შევედი აეროპორტში ვერ ვაზროვნებდი. ნაცნობი ვერავინ შევამჩნიე, მერე ლადო ბიძიას მოვკარი თვალი და იქით წავედი. მარტო ის იღიმოდ. ეკა თავისთვის დადიოდა აქეთ-იქით. სანი ბიჭებთან ერთად იდგა და ხელები კისერზე ქონდა შემოწყობილი. ასე მაშინ იცოდა,როცა რაღაცაზე ძალიან ნერვიულობდა.

გაშეშებული ვიდექი, ახლოს ვერ მივდიოდი. შორიდან ვუყურებდი სამ დღეში საშინლად შეცვლილ სანდროს. გიორგიმ დამინახა, სანდრო მოატრიალა.
გაუკვირდა, არ მელოდებოდა, გაეღიმა.
გავიქეცი.
ჩავეხუტე.
ვიტირე.
ვაკოცე.
დიდი ხანი ვიდექით ჩახუტებულები. მერე ჩასხდომა გამოაცხადეს რეისზე და სხვა გზა არ გვქონდა.
ეკას ჩავეხუტე, მაპატიეო მითხრა. ყურადღება არ მიმიქცევია.
ისევ სანდროსთან მივედი, ვერ ვშორდებოდი.

-რო ჩახვალ მომწერე, კაი?
-არ ინერვიულო, ყველაფერი მაგრად იქნება.

წავიდა.

4 თვე 24 საათიანი რეჟიმი გვქონდა.

მერე ელი ცოტა ხანში გადმოგირეკავ, ელი ჯერ არ მცალია, ელი მერე მოგწერ დაიწყო.

მერე საერთოდ გაქრა.

აი, ესე, უბრალოდ, მარტივად ადგა და გაქრა.
მენატრებოდა. ვტიროდი. ვეღარ ვმეცადინეობდი. საერთოდ არაფერი ვიცოდი, როგორ იყო ან საერთოდ იყო თუ არა.

მერე შევეჩვიე იმას,რომ არ ვჭირდებოდი. შევეჩვიე,რომ 3 წლიანი ურთიერთობის მერე უჩემობა ისწავლა და მეც შევეჩვიე სანის გარეშე ყოფნას.

უბრალოდ შევეჩვიე და არა დავივიწყე. ვერ შევძლებდი და არც არასდროს ვცდიდი.

დაბადების დღე მქონდა. არაფერი მინდოდა, უბრალოდ ვიჯექით მე, თამო და კატო. ვსვამდით და თან ვტიროდით.

კარზე ზარი იყო, კატომ გააღო. არჩვაძე იყო ერთი ჩემი უბნელი,11 წლიდან დამდევდა და ბოლოს რომ გაიგო სანდროს შეყვარებული ვიყავი კინაღამ გაგიჟდა. პატარა ლეკვი მომიყვანა,ლეკვიანად უკან წავიდა. ჩემამდე, რომ არც მოსულა ისე. ჩემი გოგოა გელაშვილი.
მეორე დღეს გიორგი ტრავმატოლოგიურში აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, სანდროს ძმაკაცების წყალობით.
გავბრაზდი,თან მესიამოვნა.

ისე,დავამთავრე სკოლა და ისე მივედი მეორე კურსამდე არც არავინ მყოლია და არც არავიზე მიფიქრია.

გაბუნია მჭირდებოდა მარტო. ელის მხოლოდ სანი უნდოდა. მარტო თამომ და კატომ იცოდნენ.

სამი წელი და არაფერი მნიშვნელოვანი ჩემ ცხოვრებაში. დღეს სანდრო ისევ ჩემთან და იცით? სასწაულები მართლაც ხდება, იქ, სადაც ნამდვილი სიყვარულია.

ეკას საფლავზე ავედით, პირველად იყო დაკრძალვის მერე. ამეტირა. თვითონაც ატირდა. ჩემი ხელი ეჭირა და ხმამაღლა ტიროდა. არ მიყვარდა ეკა თამოზე ნაკლებად. ჩემი მეორე დედა იყო და ვერ ვპატიობდი იმას, რომ მისი გარდაცვალება 2 წლის მერე გავიგე.

სანდრო აღარ წავიდოდა, ზუსტად ვიცოდი.

-სხვანაირად მქონდა დღევანდელი დღე დაგეგმილი,ელი.
-სხვანაირად როგორ?
-მინდოდა მხიარული ყოფილიყავი, ამდენი ხნის მერე.
-წასვლა გაპატიე, გაქრობა გაპატიე, ასეთი მოულოდნელი გამოჩენაც გაპატიე სან,მაგრამ ამას მართლა ვერასდროს გაპატიებ.
-აცივდა. სახლში გაგიყვან და დილით დაგირეკავ კარგი?
მანქანასთან ვიყავით უკვე. უხმოდ ჩავჯექი. სიგარეტს მოვუკიდე.
-როგორ მეტკინა იცი, რომ მითხრეს მოწევა დაიწყოო?
-წარმომიდგენია, მაგრამ შენ ვერ წარმოიდგენ იმას მე როგორ მეტკინა შენი გაქრობა.
-აღარ მოწიო, რა.
-სანდრო სამი წელი ხდება უკვე, რაც ვეწევი.
-გთხოვ.
ისეთი თვალებით შემომხედა, მაშინაც, რომ ძალიან მიყვარდა.

გამეცინა, მინას ჩავუწიე და სიგარეტი გადავაგდე.
-ანუ,აღარ მოწევ?
-ანუ, ვეცდები.
-ანუ,მაპატიე?
-ანუ, გაპატიე.
-ანუ, ლისზე ავიდეთ?
-ანუ, სახლში წამიყვანე თუ არ გინდა, რომ თამო გაგიჟდეს.
-აუუუ ჩემთან ერთად ხარ, არ გაგიჟდება.
-არ იცის ჯერ,რომ ჩამოხვედი.
-დავურეკოთ.
-აი, ამ ამბავს, რომ ტელეფონზე არც კატოს ვეტყვი და არც დედაჩემს შენც ხო კარგად იცი?
-კაი, მაშინ იცი რა ვქნათ?
-რა?
-კატოს დაურეკე უთხარი,რო შენ და თამო გაუვლით და 10 წუთში დაბლა იყოს.
-მერე?
-მერე გავუვლით კატოს, დავიკიდოთ,რომ მთელ ყიფშიძეს კივილით გააღვიძებს ღამის პირველზე და მერე ავადგეთ თამოს სამივე ერთად.
-ფანტაზია, ისევ ისეთი გაქვს გაბუნია.

კატოს კივილი ამ წუთამდე მესმის და თამოს ბედნიერი სახე არ დამავიწყდება არასდროს.

იმის მერე იმდენი ბედნიერება იყო, რომ უბრალოდ დავფრინავდი.

ერთ საღამოს ლისზე ვიყავით,იქ ასე ძალიან, რომ გვიყვარდა ყოფნა, თვეები იყო უკვე გასული სანდროს ჩამოსვლიდან.
მანქანაზე იყო მიყუდებული როგორც ყოველთვის, უკნიდან მეხუტებოდა,თავი ჩემ კისერში ქონდა. ჩუმად დაიწყო.
-ელი..
-ჰოუ
-გახსოვს?
-რა?
-სტრადაში, ტერასაზე პირველად, რომ გნახე რა გითხარი?
-გაზრდილხარო.
-კიდევ?
-შეცვლილი ხარ და მაინც ისევ ისეთი ჩემიო..
-კიდევ?
-მეტი არ მახსოვს.
-რო დაფიქრდე?
-აუ სანდრო მითხარი.
-ვის ველოდებითქო რა გითხარი? სახე რომ აგელეწა?
-საცოლესო.
-და ჩემი საცოლე მაშინ შენ იქ ნახე?
-არა. ხასიათი მიფუჭდებოდა უკვე.
-მე ვნახე.
-საცოლე გყავს სანდრო? დავსერიოზულდი.
-ცოლად გამომყვები ელი?

ისევ ცრემლები,ოღონდ ბედნიერების. ბევრი ჩახუტება. ბევრი კოცნა.
მერე თეთრი კაბა, მეჯვარეები კატო და გიორგი, ბედნიერი თამო, ბედნიერი ჩვენ და ბედნიერი ეკა იქ.

-----------
ჰო და ესეც ჩემი მეოთხე ^_^ არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა,მაგრამ კრიტიკითაც გამახარებთ :) მართლა მნიშვნელოვანი მოთხრობაა ჩემთვის. მარტო იმიტომ,რომ თითქმის ერთ წლიანი პაუზის მერე დავწერე :)



№1  offline წევრი მოლურჯო

მორჩა?
ეს რა იყო
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent