შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვევლობა(თავი3)


15-07-2016, 11:44
ავტორი chemibichi
ნანახია 1 606

პანიკა - ეს სწორედ ის სიტყვაა რაც ჯეიმსების მდგომარეობას აღწერდა. ყველა შოკში იყო. ყველა ნერვიულობდა იმის გამო, რომ ვიქტორია არსად ჩანდა. მალე გათენდებოდა, ვიქტორია კი არსად ჩანდა. მხოლოდ შიში დაფუძნებულიყო მთელ სახლში. არავინ იცოდა რა უნდა გაეკეთებინათ.
მარია საშინელ მდგომარეობაში იყო. ვერ აგიღწერთ მის შიგნით რა ხდებოდა. დარწმუნებული ვარ არ გამოგიცდიათ ის, რასაც ახლა მარია განიცდიდა ან რასაც იტანდა. მინდა გითხრათ, რომ ამას არასდროს არავის ვუსურვებ. ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს ისარი შიგ გულში აქვს გარჭობილი და ვერ იღებსო. მას ხომ სიცოცხლეზე მეტად უყვარს თავისი შვილი.
არანაკლებ მდგომაეობაში იყო ლოგანი. მას თვისი შვილივით უყვარს ეს გოგო და რამე, რომ მოუვიდეს არ იცის რა დაემართება. დინჯათ, ოდნავი აღელვებით ცემს ბოლთას მთელ სახლში, მაგრამ ეს შიშის კი არა ეჭვის გრძნობა უფრო არის. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს რაღაცას გრძნობს. თითქოს იცის სად არის გოგონა და ფიქრობს, როგორ გამოიყვანოს. თუმცა რა ვიცით? იქნებ ასეც არის. ბოლოსდაბოლოს.... ერთი წუთით. ასე არ გამოვა. ახლა მე წინ ვუსწრებ ყველაფერს და მგონია, რომ ეს სულაც არ არის სამართლიანი. მოდით ყველაფერს ნელ-ნელა მივყვეთ.
მისაღებ ოთახში მარია, ლოგანი, ნინა, რამოდენიმე პერსონალი და კიდევ ჰარი იყვნენ. მარია ჩუმად ტიროდა. ლოგანი ცდილობდა მის დაწყნარებას და შიგა და შიგ ბოლთას ცემას მოყვებოდა, როგორც მე გითხრარით. ერთადრეთი ადამიანი, რომელიც, ამ შემთხვევაში, სრულიად მშვიდად იყო ნინაა. სახეზე ოდნავი ემოციაც არ გამოსახვოდა. პირიქით უხაროდა კიდეც, რომ მისი მუდმივი "ტვინის ბურღი" გაუჩინარდა. ახლა ხელის შემშლელი არავინ ეყოლებოდა და სხვა რამე უნდოდა მას? არც არაფერი.
ოთახი კუთხეში კი ჰარი იჯდა. ერთი შეხედვით მშვიდად გეგონებოდათ, მაგრამ მის სხეულში, გონებაში და მთლიანად მასში სრული ქაოსი გაბატონებულიყო. საშინელი შეგრძნება მთელ მის სხეულს აწიოკებდა. გული სწრაფად უცემდა. შიში იმისა, რომ ვიქტორიას ვეღარ ნახავდა სულს უმახინჯებდა. გულს უტეხდა. მოკლედ, ვერ ავღწერ სიტყვებით იმას, რასაც ის გრძნობდა. ვიცი, რომ ძალიან სენტიმენტალური, ვარ მაგრამ რა ვქნა? ჰარის ვიქტორია მოსწონდა. ან იქნებ უფრო მეტიც უნდოდა? რა ვიცი. ამას დრო გვაჩვენებს.
-ასე ვერ გავჩერდებით - ჰარი ფეხზე წამოდგა და ლოგანთან და მარიასთან მივიდა - მგონია, უკვე უნდა წავიდეთ მის საძებნათ - კბილებში გამოსცრა. საოცრად ნერვიულობდა. არ იცოდა რა ექნა. უნდოდა ეკივლა, ეწივლა, სასწაული მოეხდინა, ვიქტორია დაებრუნებინა
-კი, მაგრამ სად უნდა მოძებნო? - იკითხა ლოგანმა და ფეხზე წამოდგა. ამჯერად მარიას მოსცილდა და ჰარისთან მივიდა.
-არ ვიცი, ლოგან - ამოიოხრა და ხელი თმებში შეიცურა - სადმე, არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ აქ ვერ გავჩერდებით
-მართალია - ჩაფიქრებით თქვა ლოგანმა - აქ ვერ გავჩერდებით. დილას უნდა დაველოდოთ და ყველაფერს გავარკვევთ - ლოგანმა მარიას შეხედა, რომელიც იმედიანი თვალით უყურებდა.
-დილამდე ვერ დავიცდით. იქნებ რა უჭირს და ჩვენ ვერაფერს ვშვებით. იქნებ დილას გვიანი იყოს - თითქმის ყვირილით თქვა ჰარიმ. ჰმ. რა საინტერესოა. მგონი ზომაზე მეტს ნერვიულობს.
-ჰარი ჩემს ოთახში წამოდი. უნდა დავილაპარაკოთ - სერიოზულად უთხრა ლოგანმა და კაბინეტში შევიდნენ. ლოგანმა მაგიდას მოუარა და სავარძელში ჩაჯდა. მაგიდის წინ სკამზე ჰარის მიუთითა და ბიჭიც დაჯდა. რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა. ჰარის ის ის იყო ლოგანთან საუბარი უნდა დაეწყო, რომ ტელეფონი აწკრიალდა. ლოგანმა უპასუხა.
თავიდან ძალიან მშვიდად უსმენდა იმ სიტყვებს, რომელსაც მეორე ხაზიდან ესმოდა. ნელ-ნელა სახე შეეცვალა. კოპები შეკრა. მძვინვარე სახე მიიღო და ჰარის გახედა. თითქოს ჰარიმ იგრძნოო. მაშინვე შეკრა მანაც კოპები და ლოგანს მიაშტერდა. ლოგანის სახეზე სხვადასხვა ემოციები ისახებოდა. მალე ტელეფონი გათიშა და ჰარის მიუბრუნდა. ბიჭი ყურებდაცქვეტილი უყურებდა. აშკარა იყო, რომ საქმე ვიქტორიას ეხებოდა.
-ის გაიტაცეს - თქვა ლოგანმა და ჰარის გახედა.
შოკი და ტკივილი
აი, სწორედ ეს იგრძნო ჰარიმ. არ იცოდა რა ექნა. ვერაფერს ამბობდა, გული გაეხლიჩა. ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ გოგონა საფრთხეშია. თუ აქამდე იმ პაწაწინა იმედს ეყრდნობოდა, რომელიც გამოწვეული სხვადასხვა მიზეზებით იყო, ახლა ის იმედიც გაქრა და შიშმა ყველაფერი მოიცვა. თავის ტვინში ყველაფერი წრიალებდა. სხვადასხვა აზრი იბადებოდა და ქრებოდა, მაგრამ ერთი მუდმივი იყო.
ვიქტორია უნდა ეპოვა
-რა? ეს რას ნიშნავს? - იკითხა ბიჭმა და ლოგანს გახედა. ბიძამ ამოიოხრა - აშკარად სხვა რამე ხედა არა? საქმე სულ სხვა რამეშია, ახალი არაფერია არა?
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ლოგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. არ იცოდა ახლა იყო ამ ყველაფრიოს დრო თუ არა. არ იცოდა ყველაფერი უნდა ეთქვა თუ ჯერ კიდევ დალოდებოდა შესაფერის დროს. თუმცა ახლა ვიქტორიას ბედი მის ხელშია ამიტომ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს აუცილებელია.
-ჯანდაბა ლოგან, ილაპარაკე - ლოგანი ფეხზე წამოდგა. უკვე აღარ შეეძლო ასეთი ჰარის დანახვა. აშკარა იყო, რომ ჰარისთვის ეს გოგო უბრალო არსებაზე მეტად ბევრია. აშკარაა, რომ ჰარისთვის ვიქტორია ძალიან მნიშვნელოვანია.
-დარწმუნებული ხარ, რომ ახლაა ამის დრო? - იკითხა ლოგანმა და ჰარის გახედა.
-რა? ჯანდაბამდე გზა ქონია ყველას და ყველაფერს. მითხარი რა ხდება - ჰარი ფეხზე წამოდგა. ისეთი დაძაბული იყო ძარღვებიც კი ეტყობოდა კისერზე.
დავიწყოთ ის ისტორია, რომელიც ძალიან საინტერესოა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ მომწონს, როცა მოკლე სიტყვას გრძლათ ამბობენ. მინდა, რომ ისტორია შევამოკლო. ძირითადს გეტყვით და ძალიან არ ჩავუღრმავდები დეტალებს. მინდა, რომ კარგად გაგაცნოთ ჰარის მამა, რომელიც მთლიანად არის ამ საქმეში ჩაბმული და ფაქტობრივად ვიქტორიას ამბავი მას შეიძლება მივაწეროთ.
ყველააფერი საკმაოდ დიდი ხნის წინათ დაიწყო. მაშინ ჰარის მამას, ტომს, დიდი ქონება და დიდძალი შემოსავალი ქონდა. ის მხოლოდ ოცდახუთი წლის ახალგაზრდა იყო და მოგეხსენებათ ფულს ისე კარგავდა, როგორც ძლიერი ქარის დროს ხე ფოთლებს. სწორედ ამიტომ მუდმივ შარში ეხვეოდა. სულ პრობლემა ქონდა და გამოსავალს ცუდი გზებით ეძებდა. ასეთ ყოფაში გადიოდა წლები და ერთ დღეს ტომმა ანე გაიცნო. ის ოცდარვა წლის იქნებოდა, ანე კი სულ რამდენიმე წლით უნცროსი. ქორწილიდან ერთ წელიწადში ჰარიც გაჩნდა. საკმაოდ დასერიოზულდა ტომი. ყველაფერს ცდილობდა, რომ თავისი ოჯახისთვის გაეკეთებინა. სამსახურიც დაიწყო და თავისი კომპანიაც შექმნა.
კომპანია ძალიან მომგებიანი იყო ყველაფერში. მოგეხსენებათ ფართების გაქირავებისა და შეძენის ბიზნესი (უძრავი ქონება) ძალიან მომგებიანია. ამიტომ რამოდენიმე წელი წინსვლას განიცდიდა. თუმცა ყველა აღმართს თავისი დაღმართი მოყვება. შესაბამისად კომპანიამაც მოიკოჭლა. იმისთვის, რომ ნატკენი ფეხი განეკურნებინა, ტომს მოუწია ძალიან ბევრი შრომა და ჯაფა.
უძრავი ქონების შესყიდვა და შემდეგ მისი გამოყენება არამარტო ვაშინგტონში არამედ სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა. მოკლედ განთქმული ფილიალი იყო და ფესვებიც ღრმად ქონდა გადგმული. როცა კომპანია დასუსტდა, სხვა ინვესტორებმა ხელი აიღეს ამ ყველაფერზე და ტომიც დარჩა "ხახამშრალი". კომპანია თანდათან ქვევით მიექანებოდა. "სტაილსების" კომპანია კოტრდებოდა და მის ერთადერთ კონკურენტს "მაკარტნების" კომპანიას ვეღარ უწევდა კონკურენციას.
"მაკარტნების" კომპანია განთქმული იყო ფულით და დიდი ქონებით, მაგრამ ბინძური და ბნელი საქმეებითაც. ყველანაირი გზით ცდილობდნენ ტომის გზიდან მოშორებას და როცა კომპანიის გაკოტრება დაიწყო მათაც მიეცათ ყველაფის საშუალება. მათ მიაკითხეს ტომს და შესთავაზეს შეერთდებოდა მისი კომპანია "მაკარტნებისას". თუმცა ისინი მტკიცე უარით გამოისტუმრა.
ამის შემდეგ დაიწყო მტრობა ამ ორ კომპანიას შორის. "მაკარტნები" სტაილსების" წინააღმდეგ. მოკლედ ზოგჯერ საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ მკვლელობებიც ხდებოდა. ამიტომ ყოველი ახალი ნაბიჯი ძალიან ჭკვიანური და გამიზნული უნდა ყოფილიყო. წლები გადიოდა და მათ შორის ბრძოლა იზრდებოდა. ერთ წელიწადს მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წილი (სხვა კომპანიის) უნდა შეესყიდა "მაკარტნებს", თუმცა ამაში "სტაილსები" შეეწინააღმდეგეს და სისხლიანი შეტაკება მოხდა.
არ მინდა ვაღიარო, მაგრამ იმ დროს ტომი ძალიან ცუდად მოიქცა. არ დაუჯერა სხვის რჩევას და იმისთვის, რომ თავისი გაეტანა "მაკარტნების" ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი მოკლა. ეს ყველაფერი გაუაზრებლად მოხდა, მაგრამ როცა მოხდა უკვე გვიანი იყო. ცხოვრება შიშით გაორმაგდა. ახლა ყველა მხრიდან საფრთხეს ხედავდა ტომი. ამაში მხოლოდ თავისი წინდაუხედლობაა დამნაშავე, მაგრამ რას ვიზამთ. წარსული არ იცვლება. შეცვლი მომავალს, მაგრამ არა წარსულს.
ტომმა მოკლა "მაკარტნების" ადვოკატი ლუკასი, რომელიც ნიკ მაკარტნის დისშვილი იყო. მგონი ხვდებით საქმე რამდენად რესიოზულად მიდიოდა. ამაზე შური იძიეს, რა თქმა უნდა, და ტომი მოკლეს. ტომის გარდაცვალების შემდეგ საქმეში ლოგანი ჩაერთო. ანე ვერ უძღვებოდა ყველაფერს ამიტომ ლოგანმა გადაიბარა თითოეული საქმე. საქმე იმაშია, რომ ტომის სიკვდილით შურისძიების სურვილი ვერ დაიოკეს. "მაკარტნებს" სურთ "სტაილსების" კომპანია მთლიანად გაანადგურონ. ამას კი ნელ-ნელა აკეთებენ. ისე, რომ ვინც წინ გადაეღობებათ თავიდან იშორებენ.
ტომის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე წელში, ანემ გადაწყვიტა ჰარისთვის გაენდო ყველაფერი, მაგრამ მიხვდა ამას მარტო ვერ იზამდა და ამიტომ გამოაგზავნა ლოგანთან. თანაც ჰარი ის ადამიანია, რომელიც როცა ამას გაიგებს აუცილებლად გადაუდგება წინ "მაკარტნებს". მართვის სადავეები მთლიანად ლოგანის ხელშია, თუმცა იმის შემდეგ რაც ჰარიმ ყველაფერი გაიგო, ლოგანს აღარანეირი უფლება არ აქვს ტომის მემკვიდრეს რაიმე დაუშალოს. ახლა, მხოლოდ ჰარიმ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი.
"სტაილსების" კომპანიის და ვიქტორიას სიცოცხლე მხოლოდ მის ხელშია.
***********

არსებობს ისეთი მომენტები, როცა რაღაც ახალი ხდება შენს ცხოვრებაში. ზოგჯერ ეს სიახლე ძალიან მსუბუქი და ისეთია, რომ ადვილად ეგუებით და შესაბამისად ცხოვრებასაც აგრძელებთ ჩვეულებრივად. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევა, როცა ახალი ხდება, მაგრამ იმდენად სერიოზული, რომ სრულ გადატრიალებას იწვევს შენს ცხოვრებაში. გაანალიზებაც გიჭირს და შესაბამისათ შოკიც ძლიერდება. ასეთი ძალიან იშვიათი შემთხვევაა, თუმცა, ხდება.
თითქმის ნახევარი საათი დასჭირდა ჰარის ყველაფრის გასაანალიზებლად. ლოგანს კითხვები დაუსვა და თავის ოთახში გავიდა. არ უნდოდა რაიმე შეტყობდოდა. მართალია ახლა თავისი მამისგან დატოვებული „იმპერიის“ მართველია, მაგრამ მაინც არ გრძნობს თავს ისე, როგორც საჭიროა. უამრავი გრძნობა, ემოცია და აზრი ირევა მის სხეულში. ძალიან უნდა, რომ ვიქტორია მასთან იყოს და ძალიან ძლიერად ეხუტებოდეს. არ ვიცი ეს ფიქრები რატომ მოდის თავში. ახლა ხო იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორ დააღწიოს ამ ჯანდაბიდან თავი. მაგრამ მაინც ვერ იგდებს ვიქტორიაზე ფიქრს თავიდან.
სრული სიჩუმე სუფევდა მთლიან ოთახში. იქ სადაც ვიქტორია იმყოფებოდა სრული სიბნელე იყო. თუმცა მას ეჩვენებოდა მხოლოდ ასე რადგან თვალები შავი ქსოვილით ქონდა ახვეული. აშკარად იწვა, მაგრამ არც ხელები და არც ფეხები არ ქონდა შეკრული ან მსგავსი რამ. უბრალოდ იჯდა და ზურგზე ცივ კედელს გრძნობდა. თვალები აუხვიეს მაშინ, როცა აქ მოყავდათ.
სკოლიდან გამოსული ვიქტორია ნელა მიუყვებოდა ქუჩას. სამწუხაროდ ავტობუსმა გაასწრო და მოუწია ფეხით წასულიყო. როგორც ყოველთვის ახლაც ყურსასმენებით მიიწევდა სახლისკენ, როცა მანქანა გაჩერდა და იქიდან ორი საკმაოდ ძლიერი მამაკაცი გადმოვიდა. ვიქტორია ძალიან შეშინდა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა, რადგან ძალიან ძლიერი დარტყმა იგრძნო და გაითიშა. მხოლოდ ის ახსოვდა, როგორ ჩატენეს მანქანაში და თვალები აუხვიეს.
ახლა კი, როცა გაიღვიძ ძლიერი ტკივილი და სრული სიბნელე იგრძნო. მაშინვე მიხვდა რაში იყო საქმე და ხელებით ახვეული ქსოვილი მოიშორა. ოთახი ცივი და უშნო იყო. ერთი მაგიდა სკამი და მაგიდაზე დაწყობილი ჭიქა და ბოთლი წყალი იდო. ვიქტორია ფეხზე წამოდგა და იმ ერთადერთ კართან მივიდა, რომელიც ოთახში იყო. ეცადა გაეღო, მაგრამ უშედეგოდ. კარები ჩაკეტილი იყო. ვიქტორია კი სრულიად უიმედოდ.
დიდხანს ცდილობდა კარები გაეღო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. რკინის კარები ძალიერად იყო ჩაკეტილი. ამოიოხრა და კარებს მოსცილდა. მაგიდაზე ხელებით დაეყრდნო, თავი ჩახარა და ფიქრი დაიწყო. გული სწრაფად უცემდა. ეშინოდა, თრთოდა, სწრაფად სუნთქავდა. არ იცოდა სად იყო ან საერთოდ რა დააშავა? ვინ მოიტაცა? თავში უამრავი კითხვა ქაოსურად ტრიალებდა. კითხვაზე კი პასუხი არ ქონდა.
ისევ ისეთ მდგომარეობაში იყო, როცა კარები გაიღო და ორი მამაკაცი შემოვიდა. ნაცნობი სახეები აღმოჩნდა. სწორედ ისინი ვინც ვიქტორია მოიტაცა. მამაკაცებმა ვიქტორია დაიჭირეს და გასასვლელისკენ წაიყვანეს. თავიდან გოგონა შეეწინააღმდეგა, მაგრამ ნამდვილად უძლური იყო მათთან. მათ დერეფანი გაიარეს და ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ. როცა ოთახში შევიდნენ, ვიქტორიამ კიდევ ერთხელ გაილაშქრა მათ წინააღმდეგ და ეცადა გათავისუფლებულიყო, მაგრამ ამაოდ.
ოთახში, რომელშიც შევიდნენ, იმაზე ნათელი აღმოჩნდა ვიდრე ვიქტორიას „ოთახში“. ოთახში, მაგიდა წიგნების კარადა და რამდენიმე სკამი იდო. აშკარად კაბინეტი იყო. ამის გარდა, ფანჯრებიდან ეტყობოდა, რომ დღე იყო. იმაზე მეტი დრო გასულა ვიდრე ვიქტორიას ეგონა. ოთახის ერთ-ერთ ფანჯარასთან მაღალი სილუეტი იდგა. გამხდარი, საშუალო ასაკის მამაკაცი იყო, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და გარეთ რაღაცას აკვირდებოდა. როდესაც მამაკაცებმა გოგონა შიგნით შეიყვანეს, მას მოახსენეს, რომ აქ იყვნენ და მამაკაციც შემოტრიალდა. ერთხანს სერიოზული სახით უყურებდა ვიქტორიას, რომელიც მას ზიზღით უყურებდა, მაგრამ შემდეგ გაიცინა და მაიდის სკამთან დაჯდა.
-შეგიძლია დაჯდე ვიქტირია - მამაკაცებმა სკამზე დასვეს და კარებისკენ წავიდნენ. მალე ვიქტორია და უცნობი ერთად დარჩნენ.
-სად ვარ? - პირველი რაც თავში მოუვიდა ვიქტორიას ის იკითხა. ეშინოდა, მაგრამ ცდილობდა თავი შეეკავებინა. მასაც გაუკვირდა თავისი თავის ასეთი სიძლიერე.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ვიქტორია - გაიცინა უცნობმა.
-რა ჯანდაბა ხდება? - მოუთმენლად იკითხა გოგონამ. მამაკაცი კი აგრძელებდა თამაშს.
-მე ნიკ მკარტნი ვარ. ალბათ გაგიგია ჩემი სახელი - ძალიან ამაყი ჩანდა.
-სამწუხაროდ არა - ვიქტორიას სიტყვებში ირონია ისმოდა.
-ეგ არაფერი. მალე ისე დაიმახსოვრებ საერთოდ არ დაგავიწყდება.
-სად ვარ? აქ რატო ვარ?
-მშვიდად, მშვიდად. არ არის საჭირო ამდენი კითხვა ერთად - ნიკი ფეხზე წამოდგა და ვიქტორიას გვერდით დადგა. ხელით გრძელი თმები უკან გადაუწია. გოგონა ინსტიქტურად გვერდით გაიწია, რომ მისი შეხება აეცილებინა.
-მართლაც მშვენიერი გადაწყვეტილებაა, ჰარის მხრივ - თქვა ნიკმა და ჩაიცინა. ვიქტორიამ მაშინვე ნიკს შეხედა.
-რა? ის რა შუაშია? - ძალიან გაკვირვებული იყო.
-საყვარელო, ის შუაში კი არა თავშია - ისევ თავის სკამში ჩაჯდა და ვიქტორიას დააკვირდა - ყველაფერს მიხვდები, მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის. ახლა შენ ჩვენი კოზირი ხარ. თამაში გრძელდება. შენ გარეშე კი არაფერი გამოვა
-რა თამაში? - კიდევ ერთხელ გაოცდა ვიქტორია, მაგრამ პასუხი არ უთხრეს. ნიკმა ისევ დაუძახა მცველებს და ვიქტორია ისევ იმ ოთახში ჩაკეტეს.
გეგმა ძალიან ჭკვიანური და სასარგებლო იყო. გამოდგებოდა იმისთვის, რომ ვიქტორია უკან დაებრუნებინა ჰარის, მაგრამ ძალიან საშიში იყო. ლოგანი ყველანაირად ეცადა გადაეფიქრებინა ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამოუვიდა. ჰარი ჯიუტად იდგა ერთ ადგილას და არ აპირებდა სხვა რამე გაეკეთებინა. ლოგანიც დათანხმდა და მომზადება დაიწყეს. ჰარი თავსაც გასწირავდა ვიქტორიას გულისთვის. ამას გრძნობდა. უკვე ექვსი თვეა, რაც მასთან ერთად ცხოვრობს. მართალია ხშირად არ ნახულობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჰარი მაინც არჩევდა იმ გოგოში განსხვავებული სულის მქონე ადამიანს. ეს ყველაფერში ეტყობოდა. ეტყობოდა, რომ სხვა იყო. სხვას კი სხვანაირად უნდა მოექცე.
უნდა რომ მასთან ახლოს იყოს. დაცული ყავდეს. თავისი საკუთრება გვერდიდან არ მოიშოროს. თავისი გეგმა საშიშია, მაგრამ მის გარეშე არაფერი გამოუვა. თვითონ უნდა წავიდეს და წამოიყვანოს გოგო, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ გითხარით ყველაფერი შეიცვლებ მეთქი. მოიცა თქვენ კიდევ არ იცით წინ.... ისევ ეს საშინელი ჩვევა. ენა არ მიჩერდება რა. ისევ ნელ-ნელა მივყვეთ მოვლენებს. არ არის საჭირო წინ წასვლა.
ჰარი მის ოთახში იყო, როცა კარებზე დაუკაკუნეს. არავის თავი არ ქონდა, მაგრამ მაინც უთხრა შემოდიო. ოთახში ნინა შემოიდა. მაშინვე გაისმა სიჩუმეში ნინას მაღალი ფეხსაცმელები კაკუნი. ჰარიმ ამოიოხრა. ახლა ნინას გარდა ყველას ელოდებოდა.
-კარგად ხარ? - მოჩვენებითი მწუხარებით კითხა ნინამ. ჩვენში რა საჭიროა ტყუილი? ხოდა გეტყვით, რომ ნინა საერთოდ არ ღელავდა ვიქტორიაზე. ეგ კი არა გაიგო, რომ ჰარი მის მოსაძებნად მიდიოდა და ახლა მოვიდა იმისთვის, რომ გადაეფიქრებინა.
-როგორც საჭიროა ისე - თვალი მოაცილა გოგონას და ფეხზე წამოდგა. თავის მაგიდასთან მივიდა. ისევ ვიქტორიაზე ფიქობდა.
-მართლა უნდა მოძებნო? - ნინა გვერდით ამოუდგა
-დიახ
-რა საჭიროა? ვერ ვხვდები ეს შენ რატო უნდა გააკეთო. ის ხომ არავინაა - გაბრაზებით თქვა ნინამ, მაგრამ არ იმჩნევდა, რომ ძალიან დიდ ზიზღს გრძნობდა.
-ასე ნუ ამბობ - კბილებში გამოსცრა ბიჭმა. სულ ცოტა აკლდა და აფეთქდებოდა.
-აბა, როგორ ვთქვა? ის უბრალო, საზიზღარი მოსამსახურეა, რომელიც არაფის მაქნისია. ვერ ვხვდები მასზე რატომ უნდა გაისარჯო
-იცოდე ჩემ ნერვებს ნუ გამოცდი - შედარებით წყნარად თქვა ჰარიმ. ძალიან ცოტაც...
-ჰარი ის სულელი, წიგნის ჭია და მოსამსახურეა. საერთოდ ამ სახლშიც არ უნდა ცხოვრობდეს. შავი ლაქაა, რომელიც ჩვენს სახლს აფუჭებს და ვერ ვხვდები ამდენი ხნის წინ რატომ არ მოიშორა მამაჩემმა. მიხარია, რომ წავიდა. ალბათ არ მოსწონდა აქ და წავიდა. ჰმ. უმადური. ალბ...
-ნინა მოკეტე - დაიღინა ჰარიმ. ნინა გაოცებული დარჩა. ამას არ მოელოდა. ჰარი ისევ ითმენდა. ისევ ძალიან ცოტა დარჩა...
-ის ბინძური მოსამსახურე ასეთი მნიშვნეოვანია? - ზიზღით გახედა ჰარის. ბიჭს ხმა არ ამოუღია. ხელები დამუშტული ქნიდა და მაგიდას ეყრდნობოდა - საერთოდაც კარგია, რომ წავიდა. აღარ გამომედება ფეხებში. ისედაც ნერვებს მიშლიდა თავისი სისულელეებით. ბინძური მოსამსახურე ას...
-ნინა გაეთრიე - დაიყვირა ჰარიმ და კარებისკენ ანიშნა. უკვე ვერაფერს ვეღარ ითმენდა.
-იმ ცინგლიანის გამო? - გაოცებით იკითხა ნინამ.
-კიდევ ერთხელ დაუძახებ ამას და გპირდები ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ. ახლა კი გაეთრიე - ისევ აუწია ხმას ჰარიმ და ნინას მკლავში წვდა. ვეღარ ითმენდა ასეთ საშინელ სიტყვებს ვიქტორიას მიმართულებით.
-ასეთი მნიშვნელოვანია? - სანამ კარებში გავიდოდა კიდევ ერთხელ მოტრიალდა - ის უტვინო იდიოტი ასეთი მნიშვნელოვანია?
-ჯანდაბა! აქედან გაეთრიე! დიახ! მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დაუძახებ ასეთ სიტყვებს და გპირდები ცუდად წავა შენი საქმე - სიტყვები, როგორც კი გაწყვიტა კარები დაკეტა და ღრმად ამოისუნთქა.
მნიშვნელოვანი? ჰმ, მგონი ეს ძალიან პატარა სიტყვაა იმასთან შედარებით რასაც ჰარი ვიქტორიასადმი განიცდიდა.
**********

ვიქტორიას გატაცებიდან ორი დღე ისე გავიდა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს, ვერც ჰარიმ და ვერც ვიქტორიამ. ერთი მთელი გულით ელოდებოდა შველას, კითხვებზე პასუხს და თავისუფლებას. მეორე კი გულის ფანცქალით აწყობდა გეგმას იმისთვის, რომ ვიქტორია გამოეხსნა. არც ისე ადვილი გეგმა იყო, მაგრამ ყველაფრის ფასად უნდა გაეკეთებინა.
უკვე ბნელდებოდა. მზე ნელ-ნელა ეშვებოდა. ისე ნელა ჩადიოდა თითქოს სულაც არ სურდა წასულიყო და დედამიწა დაეტოვებინა. მაგრამ ბუნების კანონია ასეთი. მზე ჩადის იმისთვის, რომ მთვარე ამოვიდეს. დღეს ღამე მოსდევს. კი, მართალია არსებობს კანონები, რომლებიც უნდა დაარღვიო, მაგრამ ბუნების დაწერილი კანონები სამუდამოდ უცვლელია.
უკვე საკმაოდ დაბნელებული იყო. ლოგანი და ჰარი კაბინეტში იყვნენ და გეგმაზე საუბრობდნენ. ჰარი ნერვიულობის პიკში იყო. უნდოდა მალე წასულიყო და ის მოზღვავებული ენერგია, რასაც ორი დღის განმავლობაში აგროვებდა, დაეხარჯა. ლოგანი კი შუბლშეჭმუხნული უყურებდა ჰარის. სიმართლე გითხრათ დიდად არ მოსწონდა ჰარის გეგმა. ფიქრობდა, რომ სისულელე იყო, რადგან ჰარი იქ მარტო უნდა წასულიყო.
-ამას არ გააკეთებ ჰარი - მშვიდად, მაგრამ მაინც მკაცრად უთხრა ლოგანმა ჰარის. ჰარიმ ამოიოხრა.
-შენ ვერ დამიშლი და ეს ძალიან კარგად იცი - საკმაოდ დამაჯერებლად უთხრა.
-კი, მაგრამ ეს სისულელეა. ფაქტობრივად მტრის ხახაში შენი ფეხით მიდიხარ
-მგონია, რომ გეგმა უკვე დაგავიწყდა - ჰარი სკამიდან წამოდგა და ერთ-ერთ კარადასთან მივიდა.
-სერიოზულად ჰარი. შემიძლია რამდენიმე ძალიან სანდო ადამიანს ვუთხრა და ისინი გამოგაყოლო. ასე უფრო მშვიდად ვიქნები - ლოგანიც წამოდგა და ჰარის გვერდით მიუდგა.
ის კარადა, რომელთანაც ჰარი იდგა, იარაღისა და სხვადასხვა დანების კოლექციით იყო სავსე. კაბინეტში შემოსვლისას სრულებითაც არ მიიქცევს თქვენს ყურადღებას ეს კარადა, რადგან ძალიან ჩვეულებრივი და უბრალოა. სინამდვილეში კი ლოგანის პირადი ავლადიდება, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია ამ კარადაში არის მოთავსებული.
ეს ყველაფერი ჰარიმ გასულ ღამეს გაიგო. ლოგანმა თვითონ უთხრა და ამ მოკლე მონაკვეთში სროლაც კი ასწავლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც ჰარი არ ამხელს, მაგრამ მას უკვე რამდენიმეჯერ აქვს მანამდეც განასროლი იარაღიდან. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა რაიმე რეიოზული. მხოლოდ გართობის და ნიძლავის გამო.
ჰარიმ ერთ-ერთი იარაღი გამოიღო. სიმართლე გითხრათ ვერ გეტყვით, რომელი იარაღი იყო. მგონი ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა. იარაღი შეამოწმა და ლოგანს მიუბრუნდა. მამაკაცი ისევ წარბშეკრული უყურებდა.
-შენ რა გეგმა დაგავიწყდა? - წყნარად კითხა ჰარიმ. თუმცა სულაც არ ყოფილა დაწყნარებული. ნერვიულობდა. განა მის თავზე ან გეგმაზე, არამედ ვიქტორიაზე და იმაზე თუ, როგორ იყო ის.
-ჯანდაბა! მამაშენზე ჯიუტი ხარ - ამოიოხრა ლოგანმა და დანებების ნიშნათ ხელები აწია. ნამდვილად ჯიუტი იყო. ჰარიმ კარადა დახურა და გასასვლელისკენ წავიდა. სანამ გავიდოდა ლოგანმა მოატრიალა.
-არ მეგონა ასე თუ იზრუნებდი ვიქტორიაზე - ღიმილით უთხრა ლოგანმა და თავის სკამთან მივიდა. ჰარიმ ამოიოხრა
-არც მე - უთხრა და ოთახიდან გავიდა.
ოთახში სრული სიბნელე ჩამოწოლილიყო. ვერ გაარჩევდი ღამე იყო თუ დღე. არაფერი ჩანდა ირგვლივ. ვიქტორია კუთხეში იჯდა და თვლემდა. ძალიან დაიღალა. მთელი დღე ცდილობდა ამ ოთახიდან გასულიყო და ამას დიდი ძალა დაახარჯა. ამიტომ ახლა თვალები დაასვენა და ჩათვლიმა. თუმცა მაშინვე გამოფიზლდა, როგორც კი კარების გაჩხაკუნების ხმა მოისმა.
ოთახში თავისი მცველები შემოვიდნენ და სინათლე შემოიტანეს. პატარა ნათურა შეაერთეს ელექტროენერგიაზე და ოთახი მკრთალად განათდა. იმდენად მაინც, რომ სიარული არ გაჭირვებოდა და სახეები დაგენახა. მეორე მცველმა კი საჭმელი შემოიტანა. ვიქტორია, როგორც ყოველ მათ შემოსვლაზე, ახლაც იჯდა და უბრალოდ მათ აკვირდებოდა. საჭმელი როცა მაგიდაზე მოათავსეს ვიქტორიას ერთი შემოხედეს და გვიდნენ.
ამ ორი დღის განმავლობაში ვიქტორია ისევ გაიყვანეს ნიკთან. ნიკი კითხვებს უსმევდა. თითოეული კითხვა ჯეიმსების ოჯახს და ჰარის ეხებოდა. ვიქტორია არ იყო უტვინო გოგო ასე, რომ იცოდა, რომელ კითხვას რომელი პასუხი უნდა გაეცა. ან უბრალოდ ჩუმდებოდა. ყველაზე მეტად ერთმა კითხვამ დააბნია. დაბნეულობით ენა დაება და კითხვაზე ნორმალურად ვერ გასცა პასუხი.
ნიკი ჭკვიანი იყო. ხვდებოდა, რომ ეს გოგო უბრალო არ იყო. რამდენიმე კვირა ჰარის უთვალთვალებდნენ და მიხვდნენ, რომ ჰარი უბრალოდ არ უყურებდა ამ გოგოს. ის უჩვეულოდ გაბრწყინებული თველებით შეხედავდა ხოლმე ვიქტორიას. ამას დამატებული მდინარეზეც დაინახეს, როგორ აკოცეს ერთმანეთს და ბუმ. კოზირი იმათ ხელშია. ყველანაირი შანსი აქვთ, რომ პარტია მოიგონ. თუმცა ხომ გაგიგიათ ზოგჯერ იმალება ჯოკერი, რომელიც თავის დროს ელოდება, რომ გადაჯოკროს და იმათი იმედებიც წყალში ჩაყაროს.
ნიკმა ვიქტორიას კითხა როგორი ურთიერთობა ქონდათ მას და ჰარის. გოგონა გულაჩქარებით უპასუხა მეგობრები ვართო, მაგრამ როცა ნიკმა იქნებ მეგობრობა არ ასახავს თქვენ მდგომარეობასო, ვიქტორია გაშრა. დაიბნა და ძლივს იუარა. ჩვენ მეგობრები ვართო. თუმცა ასეა კი? მეგობრები არ კოცნიან, არ უჩქარდებათ ერთმანეთის დანახვისას გული და სულ მათთან ძალიან ახლოს ყოფნა არ უნდებათ. მგონი მიმიხვდით რისი თქმაც მსურს.
ჰარი და ვიქტორია მეგობრები არ იყვნენ. უფრო მეტნი იყვნენ. ასე, რომ ამ დაბნეულობამ ნიკს გონება გაუნათა და უფრო მეტად დაარწმუნა, რომ გოგონა ძალიან საჭიროა. ამჯერად მიხვდა, რომ კოზირი კი არა ჯოკერი ყავს ხელში. მხოლოდ კარგად გამოყენება უნდა ცადოს.
ჰარი სწრაფად მიაქროლებდა თავის ჯიპს. ეჩქარებოდა. აღარ უნდოდა კიდევ უფრო დაეგვიანებია. მითუმეტეს, როცა გეგმა მას აქვს და ამასთან იცის სადაც არის დამწყვდეული ვიქტორია. გზაში მუსიკა ჩართო. ზუსტად ის მუსიკა ჩაირთო, რომელიც ვიქტორიას გაახსენებდა. ამ სიმღერაზე იჩხუბეს. ახსოვს, როგორ უთხრა უმადური ხარო. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. როგორ ნანობდა იმ სიტყვებს, რომელიც თქვა. დროის უკან დაბრუნება, რომ შეეძლოს პირველივე დღეს შეცვლიდა ვიქტორიასთან შეხვედრის. ყავას აღარ გადაასხამდა და იქნებ ყველაფერი უკეთესადაც წასულიყო.
ფიქრებში მალე მივიდა დანიშნულების ადგილას. მანქანა მოშორებით დააყენა. იარაღი მოიმარჯვა შარვალში დაიმაგრა და მანქანიდან გადავიდა. ძალიან ფრთხილად მოუარა გვერდი სახლს და უკანა შესასვლელიდან შევიდა. გაუკვირდა, როცა გაანალიზა, რომ უკან მცველები არ იყვნენ. შესაბამისად ადვილად შეაღწია. სახლი დიდი იყო. იმ მხრიდან საიდანაც ის შევიდა რამდენიმე კარი იყო. ანუ მთლიანად დერეფანი და რამდენიმე კარი.
ნელა შევიდა დერეფანში და ერთ-ერთ კარს მიაშურა. უნდა აღიაროს, რომ იღბლიანია, რადგან პირდაპირ იმ კარს მიაგნო, რომელიც მას სჭირდებოდა. კარები მისაღებ ოთახში გადიოდა. იქ კი რაიმე სასარგებლოს იპოვიდა. აუცილებლად, როგორმე მიაგნებდა იმ ოთახს, რომელშიც ვიქტორია ყავდათ დამალული.
ოთახში შევიდა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა კედელს. ყველანაირად ცდილობდა, რომ ფრთხილი ყოფილიყო. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, როცა ხმა შემოესმა. აშკარად მამაკაცები საუბრობდნენ. ჰარის ტვინის უჯრედები მაშინვე ამუშავდნენ. ჰარიმ ირგვლივ მიმოიხედა და იქვე კარადასთან დასამალი ადგილი იპოვა.
-ისე ლამაზია არა? - ჰარი თითოეულ სიტყვას ისმენდა. მკაფიოდ ესმოდა ყველაფერი.
-ძალიან. ნეტა რაში სჭირდებათ? - იკითხა მეორემ. ხმა ნელ-ნელა ძლიერდებოდა რაც იმას ნიშნავდა, რომ მას უახლოვდებოდნენ.
-არ ვიცი. ჩვენ ბოსს რას გაუგებ. ძალიან ლამაზი ფიგურაა. ღირს ამნაირი გოგო - ეს თქვა თუ არა ორივემ გაიცინა, რადგან ხელით ვიქტორია "დახატა". ჰარი ითმენდა, მაგრამ მალე ვეღარ მოითმენდა. აშკარა იყო, რომ ვიქტორიაზე საუბრობდნენ. მაგრამ ახლა იმპულსური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ცუდი იქნებოდა. ჰარიმ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.
-აქ ვინ გვყავს? - როცა ჰარიმ თვალები გაახილა, ორი მაღალი კუნთიანი მამაკაცი მის წინ იდგა და მას უყურებდა.
-გამარჯობათ ჯელტმენებო - მოჩვენებითი თავაზიანობით თქვა ჰარიმ და გაიღიმა. მაგრამ ეს ღიმილი კი არა უფრო კბილების გამოჩენა იყო.
მამაკაცებმა ერთმანეტს გადახედეს, შემდეგ ჰარის და ის დაიჭირეს. ეს არ გაჭირვებიათ, რადგან ჰარი არ შეწინააღმდეგებია. თითქოს უნდა დაეჭირათ კიდეც, მხოლოდ ისაა, რომ ამას ასე ადრე არ ელოდა. ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებოდათ თითქოს ყველაფერი დაგეგმილი იყო.
ჰარი დივანზე დასვეს და იმათმა თავის ბოსს დაურეკეს, რომელიც აშკარად არ იმყოფებოდა იმავე შენობაში სადაც ჰარი. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ტელეფონი გათიშეს და ჰარის გახედეს. ისევ წამოაყენეს ფეხზე და სარდაფისკენ წაიყვანეს. ისევ მოუწია დერეფნის გავლა, შემდეგ კი ერთ-ერთ ოთახს მიადგნენ. მცველმა გასაღები ამოიღო და მკრთალად განათებულ ოთახში შეიყვანეს ჰარი.
როგორც კი კარები დაიხურა ჰარი მაშინვე მიხვდა, რომ ის მარტო არ იმყოფებოდა. უკან მოიხედა, როცა ფეხზე დამდგარი გოგონა დაინახა. ვიქტორია გაოცებული უყურებდა მას. თითქოს წამი გაიყინაო. არცერთი არ მიდიოდა ადგილიდან. მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ და საოცრად სწრაფად უცემდათ გული.
პირველი ვიქტორია გამოერკვია. სწრაფად გადადგა ნაბიჯი და ჰარის მკლავებსი აღმოჩნდა. მთელი ძალით მოეხვია და თავი კისერში ჩაურგო. შვება, აი, რა იგრძნო იმ დროს ვიქტორიამ. მისთვის ჰარის ნახვა თავისუფლების ტოლფასი იყო. ბედნიერება იყო, რომ მას ხედავდა. მიუხედავად ყველაფრისა.
-შენ მოხვედი - ამოიჩურჩულა გოგონამ და კიდევ უფრო მოეხვია ჰარის. ჰარიმაც იგივე გააკეთა. მანაც შვება იგრძნო იმის გამო, რომ გოგონა იპოვა და ახლა მის მკლავებშია მოქცეული.
მათ ერთმანეთი ყავდათ. აი, რა იყო მთავარი მათთვის.
*********
ჰარიმ ნელა მოიცილა გოგონა და მისი თავი ხელებში მოიქცია. თვალებში ჩააშტერდა, შუბლი შუბლზე მიადო და ტუჩები ნელა მიუახლოვა. მაშინვე ორივე მათგანმა შვება იგრძნო. თითქოს ცეცხლი დატრიალდა მათ სხეულებში და უფრო მეტად გაძლიერდა. ჰარიმ ძლიერად აკოცა ვიქტორიას. გოგონაც უფრო და უფრო ეკვროდა მას.
ჰარიმ ხელები ბარძაყებზე მოუჭირა და ფეხები წელზე შემოახვევინა. ერთი წამითაც არ წყვეტდნენ კოცნას. ვიქტორია არ შეწინააღმდეგებია. ჰარის წელზე ფეხები შემოაწყო და რამდენიმე წამში იგრძნო ცივ კედელს, როგორ მიეყრდნო. ასეთ მომენტშიც კი ძალიან უნდოდა, რომ უფრო მეტად ახლოს ყოფილიყო მასთან.
ჰარიმ კიდევ ერთხელ ძლიერად აკოცა გოგონას და კოცნები კისერში გააგრძელა. ისეთ სიამოვნებას ღებულობდა ვიქტორია, რომ სულ დაავიწყდა სად იმყოფებოდა. უბრალოდ ბიჭმა ვეღარ მოითმინა. ორი დღეა გოგონა არ ენახა. მალე შეიძლება გაგიჟებულიყო. ახლა, როცა ხვდება, რომ გოგონა უსაფრთხოდ მასთანაა, თავს ვეღარ იკავებს. მართლა ძლიან იზიდავს ამ გოგოს.
-გეფიცები მაგიჟებ - უთხრა ჰარიმ და კიდევ ერთხელ აკოცა ლავიწის ძვალზე. ვიქტორიამ ჰარის თავი ააწევინა და მის ტუჩებს დაეძგერა. მოსწონდა ეს გრძნობა. მოსწონდა, რომ ჰარის ასეთ მგომარეობამდე მიყავდა. მოსწონდა, რომ მასთან იყო და საერთოდ ძალიან მოსწონდა ჰარი. როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი. აღნაგობაზე კი საერთოდ ვერაფერს ვერ იტყოდა. მისთვის იდიალური იყო.
ჰარიმ კიდევ ერთხელ აკოცა ვიქტორიას. როცა გააცნობიერეს, რომ კოცნიდან ვეღარ სუნთქავდნენ, შუბლი შუბლზე მიადეს და ხშირად დაიწყეს სუნთქვა. ჰარის კიდევ უნდოდა ამის გაგრძელება და აუცილებლად გააგრძელებდა კიდეც, მაგრამ არა ახლა და ამ მდგომარეობაში. სხვა დროს. დარწმუნებულია, რომ ეს სხვა დრო სულ მალე დადგება, რადგან აქედან მალე გავლენ.
-ახლა არა ვიქტორია. ახლა არა - გოგონა ნელა ჩამოსვა და კიდევ ერთხელ აკოცა. ვიქტორიას კოცნიდან თვალები დაეხუჭა.
-მომენატრე - იმდენად ჩუმად ამოილაპარაკა გოგონამ, რომ ჰარიმ ძნელად გაარჩია, რაც უთხრა, მაგრამ მაინც გაიგო. მაშინვე გაეღიმა.
-მეც მომენატრე - ასევე ჩურჩული უთხრა გოგონას და კიდევ ერთხელ აკოცა. მაშინვე სითბო ჩაიღვარა ვიქტორიას სხეულში. ძალიან მოსწონდა ის გრძნობა, რასაც განიცდიდა.
კოცნის შემდეგ ჰარი კარებთან მივიდა და ჯიბიდან რაღაც ამოიღო. როგორც ჩანს მცველებს არ გაუჩხრეკიათ. ჯიბიდან სამაგრი ამოიღო და კარს წვალება დაუწყო. ვიქტორია მას აკვირდებოდა. კიდევ არ სჯეროდა, რომ ჰარის მიმართ ასეთი გრძნობები ექნებოდა. არ ჯეროდა, რომ საერთოდ აკოცა ჰარის. დიდი წვალების შემდეგ ჰარიმ კარები გახსნა და ვიქტორიასთან ერთად გარედ გავიდა.
იღბლიანები ვართო მათ უნდა თქვან. ისეთ დროს გამოაღეს კარები და გარედ გავიდნენ, რომ მცველები არ იყვნენ. სწორედ მაგ დროს უნდა გაეცვალათ სმენები და სხვა დაცვა უნდა მოსულიყო. ამიტომ პირველად ვინც ვიქტორიას დარაჯობდა ზემოთ ავიდა და დერეფანი მარტო დატოვა. ამით ჩვენმა გმირებმა დრო იხელთეს და სარდაფიდან ზემოთ ავიდნენ.
არ მინდა რამით თავი მოგაბეზროთ. უბრალოდ იმას გეტყვით, რომ სახლიდან გამოღწევა მანამდე მოასწრეს სანამ ნიკი მოვიდოდა. წარმოიდგინეთ მცველებს რა დღე ელით ნიკის მოსვლისას. მათ ხომ ფაქტობრივად ჯოკრები "გააფუჭეს". მოკლედ, ეს ახლა ჩვენ არ გვეხება. ოდნავ მოგვიანებით. ვიქტორიასა და ჰარიზე გადავიდეთ.
როგორც შემოდი ისე გადიო ხომ გაგიგიათ? ხოდა ჰარიმ ეს ტრადიცია დაიცვა და როგორც შემოვიდა ისე გავიდა. ვიქტორიაც თან წაიყვანა, მაგრამ სანამ ჰარის ჯიპამდე მივიდოდნენ ვიქტორია ხელით რკინას გამოედო და საკმაოდ ღრმად გაიჭრა.
-ჯანდაბა - შეიკურთხა და თავი ძლივს შეიკავა, რომ ტკივილისგან არ ატირებულიყო. ძალიან ეტკინა.
-კარგად ხარ? - კითხა ჰარიმ, რადგან თავიდან ვერ მიხვდა რაში იყო საქმე. მაგრამ როცა ვიქტორიას ხელი დაინახა თვალები გაუფართოვდა. უსიტყვოდ მიიყვანა მანქანასთან და წინა სავარძელზე მოათავსა.
-ძალიან გტკივა? - კითხა ჰარიმ როცა კიდევ ერთხელ შეხედა მის ხელს.
-ახლა შეიძლება გავითიშო - ათრთოლებული ხმით უთხრა ჰარის. მართლა ასე იყო. გოგონას ღრმა ჭრილობა ქონდა. ამის გარდა სისხლის ცოტა ეშინოდა, ნერვიულობდა და ეს ყველაფერი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ გათიშულიყო.
-გთხოვ არა - შიშით უთხრა ჰარიმ - დამიჯერე მალე მივალთ - კარები მოიხურა და სწრაფად დაჯდა საჭესთან.
მართალია ჰარიმ ძალიან სწრაფად ატარა და სახლშიც შედარებით მალე მივიდა, მაგრამ ვიქტორიამ მაინც ვერ გაძლო და გული წაუვიდა. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა თითქმის სახლთან იყვნენ. ჰარიმ ხელი ხელზე დაადო ვიქტორიას და თხოვა გამოფხიზლებულიყო, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ. როცა ჰარიმ მანქანა გააჩერა სწრაფად გადმოვიდა და ვიქტორიასთან მივიდა. შეამჩნია, რომ სისხლდენა არ შეჩერებულა. პირიქით უფრო მეტად მოდიოდა.
ნელა გადმოიყვანა მანქანიდან და ხელში აყვანილი სახლში შევიდა. კარბთან მაშინვე მარია შეეგებათ. ისეთი შეშინებული იყო ხმას ვერ იღებდა.
-მარია დამშვიდდი. პირველადი დახმარების ნივთები გვჭირდება, რომ ხელი შევუხვიოთ - ჰარიმ მარიას ზურგი აქცია და მეორე სართულზე ავიდა. ვიქტორიას ოთახში შევიდა და საწოლზე დააწვინა. გოგონა ჯერ კიდევ გათიშული იყო.
-აი, ყვეკაფერია. მე შევუხვევ - უთხრა მარიამ და ვიქტორიასთან მივიდა.
-მე ლოგანს ვეტყვი პირადი ექიმი მოიყვანოს - უთხრა ჰარიმ და მარიაც დაეთანხმა.
რამდენიმე საათში უკვე ექიმი წასული იყო და ვიქტორიასაც მშვიდად ეძინა. შუადღე იყო. მზე გოგონას ოთახს ხარბათ ანათებდა. მერია საწოლის გვერდით იჯდა და ელოდა სანამ თავისი შვილი გამოფხიზლდებოდა. არ უნდოდა წამითაც დაეტოვებინა. ხვდებოდა რამდენად შეშინებული შეიძლებოდა ყოფილიყო ვიქტორია და უნდოდა გვერდიდან არ მოშორებოდა.
ჰარი ლოგანის კაბინეტში იყო და მას ესაუბრებოდა. ყველაფერი მოუყვა რაც მოხდა და რამდენად ადვილადაც გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იღბალი იყო. მეორედ ასე არ გაუმართლებთ. ფაქტობრივად არაფერი მომხდარა. იღბალი მათ მხარეზეა.
-ნიკი ასე ადვილად არ მოისვენებს - ლოგანი მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე და მის წინ მჯდარ ჰარი შეხედა.
-ვიცი, მაგრამ ჯერ-ჯერობით აქ უსაფრთხოდ ვართ. არამგონია აქ შემოვიდეს - ჰარი ფეხზე წამოდგა და კარადასთან მივიდა. ისევ შიგნით შეაწყო ის რაც გამოიღო.
-მართალია აქ არ მოვლენ. მაგრამ გარედ დაგელოდებიან - უთხრა ლოგანმა. ჰარის პასუხი არ გაუცია. მშვიდად შეალაგა ნივთები და უკან დაბრუნდა. ახლა მშვიდად იყო. ვიქტორია ხომ მასთან ერთად იყო. მთავარი ეს არის. უკვე ძალიან კარგად იყო. ნიკსაც კი ცარიელი ხელებით შეებრძოლებოდა და დააამარცხებდა. ვიქტორია მას ყვადა. მისი გოგო მასთან იყო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
-მისმინე მინდა რაღაც გთხოვო - უთხრა ჰარიმ და ლოგანს გახედა. ლოგანმა მაშინვე დაანება იმ ფურცლებს თავი, რომელშიც იხედებოდა და ჰარის გახედა. თავი დაუქნია. შეგიძლია მითხრაო.
-მალე სკოლა დამთავრდება. მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. მე კიდევ მინდა, რაიმე ნორმალური გავაკეთო. ანუ ხო ხვდები...
-სამუშაოზე ამბობ? - ჰარიმ ნელა დაუქნია თავი - კი, მაგრამ შენ საკმარისი ფული გაქვს. არამგონია იყოს საჭირო - მშვიდად უთხრა ლოგანმა. ჰარიმ თავი გააქნია.
-არ მინდა ასე უმოქმედოთ ვიჯდე. მინდა, რაიმე ვისწავლო და ნორმალური ადამიანი ვიყო. მგონი საკმარისი დავაშავე - მაშინვე დედა გაახსენდა. მოენატრა. ნამდვილად მოენატრა. თანაც ერთხელაც არ დაურეკია. ასე არ შეიძლება. მან კი ეს იცის.
-კარგი. როგორც გინდა, მაგრამ ჯერ ნიკს უნდა მივხედოთ. რაიმე უნდა მოვახერხოთ - ლოგანი გაოცებული იყო. არ იცოდა ჰარის შეცვლის მიზეზი, მაგრამ მგონი მიხვდა. ამაზე ადვილი მისახვედრი რა იყო.
მოკლედ მოგიყვებით ამაზე ჰარი როდის შემდეგ ფიქტორობს. ერთ დღეს როცა ვიქტორია და ჰარი მეცადინეობდნენ ჰარი, როგორც ყოველთვის ვიქტორიას აწვალებდა. იჩხუბეს კიდევაც, ვიქტორია გაიბუტა. ჰარი კი ამით ბედნიერი იყო. რამდენიმე წუთში ვიქტორიას კითხვა გაუჩნდა. ჰარისკენ ისე მიტრიალდა, რომ მთლიანად უსწორებდა სახეს.
-ვერ ვხვდები, რატომ არ მუშაობ? - კითხა ჰარის. ჰარიმ ჩაიღმა.
-არ მინდა და იმიტომ. თანაც რა საჭიროა. ფული ხო მაქვს - ვიქტორიამ ამოიოხრა.
-მე არ მეხება, მაგრამ ვფიქრობ ეს უსამართლობაა - ჰარიმ გაოცებით გახედა.
-რა არის უსამართლობა?
-ის, რომ შენ ფულს უბრალოდ ხარჯავ და არაფერში იყენებ. ვფიქრობ, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება. ისეთი ადამიანები არსებობენ, რომლებსაც არაფერი არ გააჩნიათ და იმ პატარისთვისაც შრომობენ. შენ თუ რამეს შექმნი ეს ძალიან კარგი იქნება.
-ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა - უთხრა ჰარიმ. სინამდვილეში კი ძლიან კარგად იცოდა, რასაც ეუბნებოდა ვიქტორია.
-ჰარი შენ ხარ ადამიანი. ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. გაქვს ფული, გყავს ოჯახი და მეგობრები, რომლებიც მუდამ გვერდით გედგებიან. შენ კიდევ შეგიძლია შენი ბევრი ფულით, ბევრი კარგი რამ გააკეთო. გააკეთო ისეთი ბიზნესი, რომელიც შენც კარგ დღეში ჩაგაგდებს და სხვასაც დაეხმარება. ამისთვის უნდა დასერიოზულდე.
-შენ ვერ მასწავლი რა უნდა გავაკეთო - დაიღრინა ჰარიმ. ვიქტორია ამას ელოდა. ჰარი კი ბრაზდებოდა იმაზე, რომ ვიქტორია მართალი იყო. ფაქტობრივად ჰარი არაფერს აკეთებდა ცუდის გარდა.
-მართალი ხარ. მე არავინ ვარ, რომ რამე გითხრა - ვიქტორიამ მხრები აიჩეჩა. არა არვინ არაა. უფრო მეტია ვიდრე არავინ. ეს ჰარის მაშინ გაანალიზებული არ ქონდა. გრძნობდა რაღაცას, მაგრამ არ აღიარებდა.
მოკლედ, ამ დღის შემდეგ ორი კვირა მაინც გავიდა, მეტი თუ არა, მაგრამ ჰარის ლოგანთან არ ულაპარაკია. არ უნდოდა ასე უცებ ეთქვა ლოგანისთვის თავისი გადაწყვეტილება და არც ვიქტორიასთვის უნდოდა გაეგებინებინა, რომ მის სიტყვებს დაუჯერა. თუმცა მაშინ ამის თავის თავთან აღიარებაც გაუჭირდა.
აი, ახლა კი ჰარიმ თხოვა ლოგანს დახმარება და უარიც არ მიუღია. პირიქით ლოგანს ძალიან გაუხარდა. ფაქტობრივად ჰარი აქ სწორედ ამისთვის გამოუშვეს. შეთანხმდნენ, რომ როცა ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა აუცილებლად შეუდგებოდნენ ჰარის ბიზნესისთვის ბრძოლასა და სწავლებას.
თუმცა ვნახოთ, როგორ დამთავრდება ყველაფერი. კარგად? ცუდად? ამჯერად წინ არ წავალ. ყველაფერს მივყვეთ ნელ-ნელა.

-----
იმედიამოგეწონებათ <3 გამიზირეთ თქვენი შეხედულება ^_^




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent