უშენოდ(9)
„მიშკა“ სახლში დავბრუნდი, ბედნიერი ვიყავი რადგან ყველაფერი კარგად იყო. მოტეხილობები ჩვენს გოგონებს ვერ შეასინებთ. მე კი ისე მენატრებოდა ლინდა და ანაბელი,ხო ანაბელიც მენატრებოდა, სიგიჟემდე მენატრებოდა მისი ცისფერი თვალები, მისი ღიმილი, სურნელი რომელიც მის ოთახშია გამეფებული ... სახლში შევედი და პირდაპირ მის ოთახში შევიპარე. ინსტიქტურად მოვეხვიე, ვიგრძენი როგორ შეკრთა, მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ თავი ისე დავიჭირე თიტქოს ვერაფერს ვხვდებოდი არადა მისი რეაქციები იმდენად მკაფიო იყო მათი აღქმა უმარტივესი იყო. გული სიხარულით მევსებოდა, ბავშვი რომ დავიჭირე აღარ მინდოდა გამეშვა . მაგრამ გამომაგდო ქალბატონმა ფაქტობრივად. შხაპი მივიღე, ჩავიცვი და საძინებელში გავედი მათთან,ბავშვს ეძინა ნამდვილი პრინცესაა. ანაბელი აშკქარად ქვემოთ იყო, ჩუმად ჩავუყევი საფეხურებს და სამზარეულოში წავაწყდი. ისე სწრაფად აკეტებდა ყველაფერს ,ისეთი საყვარელი იყო .თმა წინ ეყრებოდა და უცებ იწევდა უკან. ჩარჩოს მივეყრდენი და მანამ ვუყურებდი სანამ არ შემამჩნია, თვალები გაუფართოვდა დანა იატაკზე დაუვარდა .ახლა რომ მეთქვა დიდი ხანია გიყურებთქო გაგიჯდებოდა ამიტომ ისევ ურეაქციობა, კარგად გამომდის თავის შეკავება . მაგრამ ასე რომ ვუყურებ მინდა ჩემ სამზარეულოში იფუსფუსოს,მერე მივიდე ჩავეხუტო და ვაკოცო... ხო მინდა მთელი სახე დავუკოცნო ,მერე ყელი , მთელი სხეული და ცემად ვიგულო .ყველაფერი გაავქრო მის ცხოვრებაში რაც ცუდად ახსოვს,მინდა მხოლოდ ბედნიერება იყოს , მხოლოდ ბრჭყვიალებდეს მისი თვალები და არასდროს დაიდოს ბინა სევდამ. სანამ მე ვუყურებდი დაიკივლა , ხელი გაიჭრა და ისე ვინერვიულე ჩხუბი დავუწყე.მგონი ზედმეტი მომივიდა როცა ხელი შევუხვიე და ჩავეხუტე აღვიქვი როგორ კანკალებდა, ტიროდა და მთელი სხეული უცახცახებდა. ხელი ჰქონდა პერანგზე ჩაბღუჯული და ისე მიჭერდა მეგონა გახევდა ნაჭერს. ოდნავ უკან გავწიე როცა ვცადე გამოფხიზლება, ვეძახდი და არ მაგონებდა თვალები სულ დაუწითლდა, სახე ცრემლმა დაუღარა, თვალები გაუშეშდა ვერ აზროვნებდა,არაფერზე რეაგირებდა.მერე ხელების მოშორება სცადა, რაღაც ისტყვებს იძახდა არ მომეკაროო, მტკივაო , ძალიან მტკივა აღარ დამარტყაო ,მერე უბრალოდ განწირული კიოდა ... კიოდა და მეგონა პირდაპირ გულზე მესობოდა დანა , ვხვდებოდი რაღაც საშინელი ახსენდებოდა და მტკიოდა მასთან ერთად. უცებ დაიკვნესა და ძალაგამოცლილი ჩაესვენა ჩემს მკლავებში. მთლიანად გაფითრებული იყო, მეგონა აღარ სუნტქავდა, ვარდისფერი ტუჩებიც გაულურჯდა , ისევ თრთოდა , კანზე რომ შევეხე გაყინული იყო . უცებ ავიტაცე ხელში და საძინებელში შევიყვანე, ბავშვთან ვერ დავაწვენდი ამიტომ ჩემთან შევიყვანე . ნიშადური ვიპოვე და ცხვირთან ახლოს მივუტანე. სახე დამანჭა და მალევე გაახილა ცრემლისგან დანისლული თვალები. რამდენიმე წამი მიყურებდა ,უცებ აუხურდა ლოყები თითქოს რცხვენოდა. მე კი არაფერი მადარდებდა, უბრალოდ ხელი მოვხვიე და მაგრად ჩავიკარი გულში. თმაზე ხელს ვუსვამდი და ვკოცნიდი , ისევ ატირდა წვრილი ხელები მომხვია და თავი ცემს ყელში ჩამალა, კანზე ვგრძNობდი მის ცრემლებს და მეგონა მჟავას მასხამდა და მწვავდა. -ჩშ ნუ ტირი გთხოვ ...ნუ ტირი გთხოვ ,შენ არ უნდა იტირო შენ სულ უნდა იღიმოდე შენ ლამაზ თვალებს არ უხდება ცრემლი - ვერც კი ვიაზრებდი როგორ ვუკოცნიდი სახეს, ტვინი არ აზროვნებდა ინსტიქტურად ვაკეთებდი ყველაფერს .მისი სახე ხელებში მოვიქციე და მისივე ცრემლით დანამული ტუჩები შუბლზე მივაკარი. არ მიყურებდა , თვალებში არ მიყურებდა და ეს მაგიჟებდა -შემომხედე , ანაბელ ! -თავი ავაწევინე და თვალებში შემომხედა-მაპატიე ... არ უნდა მეყვირა ვიცი ნამდ,... -შენ? შენ რა შუაში ხარ ..მე მე გამახსენდა უბრალოდ გამახსენდა რაღაც.მაპატიე რომ.. მაპატიე რა -საწოლიდან გადავიდა წასვლას აპირებდა ,მაგრამ არ ვაპირებდი ამჯერად დათმობას,მაჯაში ჩავავლე ხელი და ჩემკენ შემოვაბრუნე -მომიყვები! ყველაფერს რაც არ ვიცი .მომიყვები ,გესმის? უნდა მომიყვე ვიცი არავინ ვარ შენთვის არც უფლება მაქ მაგრამ ...ჯანდაბა უნდა ვიცოდე რა ხდება შენს თავს ,უნდა ვიცოდე მზეთუნახავო... უნდა ვიცოდე რა - მისი სახე ხელებში მოვიქციე და შუბლი მის შუბლს მივაბჯინე ,თითები ლოყაზე ჩამოვუსვი -ვერ მოგიყვები არ შემიძლია -არ მენდობი? -საკუთარ თავზე მეტად გენდობი...არ ვიცი რატომ მაგრამ ასეა ...უბრალოდ რომ გითხრა ვერ გეტყვი გესმის? ვერ გეტყვი პრობლემას შეგიქმნი არ მინდა ჩემ გამო აგერიოს ყველაფერი ,შენ საერთოდ არ უნდა იყო ჩვენთან -შენ ვერანაირად ამირევ ცხოვრებას , ამას ვერ მოახერხებ ამას ვერავინ მოახერხებს , შენ უბრალოდ არ იცი მე რისი გაკეთება შემიძლია მიზნისთვის და ვინმე რომ დაემუქროს ჩემს მშვიდ ცხოვრებას შემიძლია გავანადგურო -არა ..გამიშვი გთხოვ - ჩემს თითებს მოეჭიდა და სახიდან მოიშორა. სწრაფად მაქცია ზურგი და გავიდა .როგორ არ მინდოდა ,საშინლად არ მინდოდა ყველაფრის ჩემით გარკვევა მმინდოდა მოეყოლა და ისევ ველოდი. არც კი ვიცოდი უნდა წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი, ფაქტია საშინლად ვბრაზობდი ! სახლიდან ისე გავვარდი არარც მინახავს. კლინიკაში წავედი და ბიჭებმა გამომიჭირეს. ახლა რომ არ მომეყოლა ყველაფერი ვიცოდი გავგიჟდებოდი. იქვე ბარში ვიჯექით დაჩიც გამოვიდა და ასე რომ დამინახა წამოგვყვა. სულ სამი ჭიქა დავლიეთ მაგრამ კი მიშველა . -მოკლედ ასე სჩემი დასკვნა შემდეგია ...ეგ გოგო მაგრად გევასება ისე გევასება რომ შეიძლება რძალიც გვეყოლოს კიდევ ერთი- რეზიმ დადო შედეგი -არ მიყვარს უბრალოდ -არ უყვარს უბრალოდ გიჟდება მის სვილზე, საკუთარი შვილივიტ უვლის, აქ რამდენიმე თვე უნდა გაატაროს და ამ რამდენიმე თვიდან ერთი თვის გატარება მომვლელად გადაწყვიტა სიე უბრალოდ. მის სახელს რომ ახსენებ ისე უბრალოდ გიბრწყინავს ტვალები და ისე უბრალოდდა კიდევ ისე უბრალოდ -კარგი ხო შეიძლება ... მაგრამ არც ისეა საქმე თქვენ რომ ხართ -ოჰ მომადგა მეც ,სხვათაშორის ჩემსავით წლები თუ ელოდე კი დაბერდები - დაციმ შემიბღვირა- ნეტა საერთოდ ჩემთან მყოლოდა ლიზა -კაი რა შენ კიდე როგორ შეიძლება ახლა ეგ აგეცილებინა ტავიდან -როგორ და რომ წავედით იქეთ მაშინ მაინც უნდა გადმომესვა ჩემთან, უნდა დავწეულიყავით და გადმომესვა ან მივუსწრებდი დროულად მაინც -და რას გააკეთებდი მათთან ახლოს რომ ყოფილიყავი იმ იდიოტ მძღოლს მუხრუჭი აღარ გაუსხამდა და გააჩერებდა მანქანას? თუ გადაუხტებოდი თიკუნას მანქანაში და ლიზას ღვედს შეუკრავდი -მართალია ალექსი ... ახლა მთავარია კარგადაა და რამდენიმე თვე იწვეს პირიქიტ გაუტკბება ტო ახლა რო დამაწვინა სახვევების გარეშე და შემეძლოს მოთხოვნების წაყენება რა გასწორებულში ვიქნებოდი ტო ...-ბექამ მილულა თვალები და წავიდა ოცნებაში -არ დაგაკლებს მოთხოვნებს მაკო -არ ჩამომაგდო უცებ საწოლიდან? რა იყო შენ მაყაშვილი . უი მართლა ჩვენი ნატალი როდის ცამოდის რეზიკო? -რა იყო ახლა ეს ვითომ რაო . როცა უნდა მაშინ ჩამოვიდეს -შენ რატო არ ურეკავ ისე? -გაბრაზებულია - რეზიმ ტქვა სიცილით და კი მიიღო ალექსისგან წამორტყმა -რა იყო მართალი არ ვარ? ჩემი და დაუტოვა ვიღაც პიტ.. და ესაა გაბრაზებული -დიდი ბოდიში უნდა მეცხუბა და მეტქვა ამ პიდ... უყვარხარ და შენზე ოცნებობს ღამეებითქო ? მაგას თუ ვერ ხვდება ..ან იქნებ ხვდება და ევასება ის დ.. მოტყ.. -აუუ რა გაახსენე ახლა ადგება და ჩააკითხავს ტო -შენსავით ცაკითხვების სპეცი არ ვარ მე ბატონო ჟორჟოლიანო -მოკლედ გიყურებთ და მიხარია სიცოცხლე ეულს და ბედნიერს. რა კაია ჩემი გული მხოლოდ მე მეკუთნის . არ მაქ გააზრებული ეს „უშენოდ“ ვისთან დავიძნებ ვისთან გავიღვიძებ. არავინ პასუხს არ მტხოვს არც ანგარიშს ვაბარებ ვინმეს რა კაია ცხოვრება ტო -მოიცა გამოჩნდება ვინმე რეზიკუნა და ვნახოთ მერე -შემეშვი ერთი თუ კაცი ხარ , გამოჩნდეს მარა ჯერ არა .ვაფშე ვერ მოვასწარი ქართველი გოგონების დაგემოვნება -რა გეშველება შე გამოტაყვანებულო . აუ ტო კატო და რატი რას შვებიან ნეტა -კაის არაფერს - გაიცინა რეზიმ და თვალები დააკვესა- რას მიყურებთ ვიცი შეირიგებს მამაჩემი, მაგის ამბავს მასწავლით? იმ ექიმის კაბინეტში რო შეუვარდა ისე იეჭვიანა რა მოასვენებს ახლა -ეგეთი ცოლი რო მყავდეს რა მომასვენებდა ტო ,აქამდეც როგორ გაძლო- გამეცინა და კიდე ერთი გადავკარი-თქვენი არ ვიცი და მე უნდა დავლიო -ვინ გითხრა რო გაძლო? ჩადიოდა ყოველ თვე პარიზში მარა დედაჩემი არ უნახავს ისე ზვერავდა სიტუაციას .ერთხელ ვიღაც უცემია ნუციკომ მითხრა იმენა დაასისხლიანა ტიპი ძლივს ააწყვესო და მე ძლივს გამოვიყვანე ციხიდანო -და დეიდამისს არ უთხრა? როგორ მოხდა. ეგ ისეთი პრინციპულია -ხო იცი რატი როგორ ევასება იმენა ეკეტება მაგათზე და ისე ბალეშიკობს ლამის ევედებოდა დედას არ გაეყაროო -ეგრე ხო .ეგენი ვის არ უყვარს ტო იმენა საოცარი წყვილია -აუ გავედი მე თორე ისეთი შეგრძნება მაქ რო ლიზა ცუდადაა- დაჩი წამოდგა და წავიდა. ჩვენც ვეღარ დავრჩით და გავყევით. ^^^ „ლიზა“ შუაღამით გამეღვიძა, იოანეს დივანზე ეძინა ქეთას კალთასი ედო თავი .ისეთი საყვარლები იყვნენ გამეღიმა. ოთახი მოვათვალიერე და დაჩი რომ ვერ დავინახე მეწყინა.მეგონა აქ იქნებოდა, ეგოისტი ვარ ვიცი დასვენება სჭირდებოდა ორი დღეა აქაა და ძალიან დაიღალა მაგრამ მინდოდა ჩემთან ყოფილიყო. ცრემლები გაუცნობიერებლად წამომივიდა და შეხვეული ხელი პირზე მივიფარე რომ არ გამეღვიძებინა იოანე,თუმცა ის ყოველთვის იქ ჩნდებოდა სადაც ვიყავი,როცა ვტიროდი მუდამ მოდიოდა,იმდენად იშვიათად ვტიროდი აუცილებლად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. გულში მიკრავდა და მანამ არ მიშვებდა სანამ არ დავმსვიდდებოდი. ახლაც არ გამკვირვებია უცებ გაახილა თვალები ,წამოდგა გვერდით დამიჯდა და ჩამიხუტა -რატო ტირი ბაჭია გტკივა? დავუძახო ექთანს? -ნწ არ მტკივა. ჩამეხუტე რა -ისევ მივეკარი და მის ყელში ჩავრგე სახე. ეს სურნელი , ისეთი ნაცნობია,იმდენად ჩემია რომ მამშვიდებს. მიყვარს ,ისაა ჩემი ნაწილი ჩემი განუყოფელი ნაწილი.მის გარეშე ვერ ვიარსებებ და ვიცი ვერასდროს ვატკენ. მის გამო სამოთხიდანაც კი დავბრუნდები -მეგონა..მე მეგონა დარჩებოდა ,მაგრამ წავიდა -კი როგორ არა ... ღმერთო ეს სიყვარული ზოგს ალენჩებს სად წავიდა ,სად წავა შენგან .რომც უნდოდეს ვერ წავა მისტვის ყველა გზა შენთან მოდის - გაიცინა იომ და შუბლზე მაკოცა -ვინ წავიდაო?! არა როგორ იფიქრე რო წავიდოდი და საერთოდ რა გულჩვილი ყოფილხარ შენ ,ამაზეც ვიმუშავებთ - ზურგს უკან დაჩის ხმა რომ გავიგე ლამის წამოვხტი,მაგრამ სად სემეძლო განძრევა,თავი შევაბრუნე მხოლოდ და თვალების ფახუნით ავხედე -„ც“ კიდე რის სწავლებას აპირებ მაგას არ ვიკითხავ და საერთოდ რა დღეში ხარ შენ ბიჭი? -ოო იოანე - უცებ ავწითლდი, ისედაც დალურჯებული მაქ სახე კიდე აწითლება მინდოდა და კი ვიქნები ცისარტყელა -სად იყავი? -აი ხო ხედავ ახლა გაკოტროლებს და მერე რას იზამს ცოლად რო მოიყვან -შენ გამომაყოლე მე წელსვე და გავუძლებ როგორმე -ისა და ჩემზე ხო არ საუბრობთ? -შენ ვიცით რო თანახმა ხარ -კაი ერთი ..და რო არ ვარ? -გოგო ასე დალეწილიც მიჰყავხარ და უარს ეუბნები ასეთ ბიჭს? -ჩემი ძმაც კი მღალატობს-საუბარი კიდე მიჭირდა მაგრამ ისეთ ხასიათზე ვიყავი მეეჭვება ემს მდგომარეობაში მყოფისთვის ნორმალური ყოფილიყო ეს.თუმცა მთელი ჩემი ცხოვრება არანორმალურია და არღვევს ყველა კანონს. გამზარდა მამამ და ძმამ , ვარ ბედნიერი და თან სულაც არ ვგავარ ბიჭს როგორც უმრავლეს შემთხვევაში როცა მამა ზრდის ქალიშვილს. ვერასდროს ვგრძნობდი დანაკლისს , უბრალოდ მინდოდა დედა მყოლოდა იმიტომ მინდოდა რომ მამას თვალები გაბრწყინებული მენახა. სულ პატარა ვიპარებოდი მის ოთახში და გვერდით ვუწვებოდი. ერთხელ ბალიშის ქვეშ დედას ფოტოები ვიპოვე ,მამას ეძინა თორემ ვერ ვნახავდი ,მინახავს როგორ ელაპარაკებოდა ფოტოებს ,მერე აკოცებდა და ასე იძინებდა. იოანე კი სულ თან ატარებდა ერთ ფოტოს სადაც დედა ფეხმძიმედ იყო ანუ სამივე ერთად ვიყავით მე მუცელში, დედა და იოანე . ყველაზე მაგარი ბავშვობა მქონდა, ყოველთვის ყველაფერი მქონდა და თან არც განებივრებული ვიყავი , ვიცოდი რა უნდა მეთხოვა და რა არა .თუმცა ისეთი არც არაფერი მინდოდა , პრეტენზიული მეტ-ნაკლებად ვიყავი ,მაგრამ იოანე არასდროს წუწუნებდა. მამა სულ სამსახურში იყო როცა მოდიოდა უკვე იოს ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა . ზოგჯერ ვფიქრობდი რომ ყველაზე მეტად ის დაისაჯა ჩემი დაბადებით,მე რომ არ ვყოფილიყავი დედას გადაარჩენდნენ და მამას საყვარელი ცოლი ეყოლებოდა გვერდით იოანეს ლაღი ბავშვობა ექნებოდა, სხვებივით მხოლოდ გართობა და დროის გატარება იქნებოდა მისი საქმე და არა ყველაფრის გაკეთება ერთად. სულ მიკვირდა როგორ ახერხებდა ყოფილიყო კარგი მოსწავლე, გამოსული ტიპი , კარგი ძმა, თან გაეკეთებინა სახლში ყველაფერი, ჩემთან ერთად ევლო საყიდლებზე, დაბადებისდღეზე წავეყვანე ზუსტად მაშინ მოსულიყო როცა მინდოდა, ექსკურსიაზე წავეყვანე და დრო ჰქონოდა მუდამ ჩემთვის . მეგობრებთანაც ყოფილიყო და გოგონებიც ჰყოლოდა .აი მაგას ნამდვილად ვერ ვხვდებოდი როდის „კერავდა“ ამ სხვადასხვა გოგოს როგორც ვაკო ამბობდა მე მგონია ზის და კითხულობს ან კიდევ ლიზიკოს ამეცადინებსო და ეს გოგო სად გაჩითა ვერ გავიგეო. მართლაც არავის გვესმოდა და სულ იცინოდა ამაზე. მოკლედ მის გარეშე ერთი დღეც არ მახსოვს , არცერთი დაცემა მახსოვს იოანეს გამოწვდილი ხელის გარეშე, შეიძლება არაფერი ეტქვა , არც დაერიგებინა უბრალოდ იყო და მისი ყოფნა მაძლიერებდა ,მისი მზერა მამხნევებდა უბრალოდ გაღიმებაც კი თავს ყოვლისშემძლედ მაგრძNობინებდა... ყველას ეძინა მე კი ვერ ვიძინებდი, მთელი დღე გამაყუჩებლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ახლა ვეღარ ვისვენებ. მიკვირს საერთოდ ამდენ ადამიანს როგორ მისცეს აქ ყოფნის საშუალება ,მაგრამ კატომ ჩააწყო ეტყობა ექიმთან. ექთანი შემოვიდა ,რაღაც წამალი გამიკეთა და დილამდე გათიშულს მეძინა. ^^^^ ლიზა ორი კვირა იწვა საავადმყოფოში, გოგონები სახლში იყვნენ უკვე . ყველას მდგომარეობას ვეცნობოდი,ბიჭები ხან სად იყვნენ ხან სად შესაბამისად ინფორმაციას ვფლობდი. დაჩი რამდენჯერმე წავიდა სახლში გამოსაცვლელად და ორ მაქსიმუმ სამ საათში ისევ ლიზიკოსთან ჩნდებოდა . მე კი სახლში ხშირად მივდიოდი ,ღამით მხოლოდ დაჩი რჩებოდა , იტყვით როგორ მიდიოდიო ,მაგრამ აღარ ვღელავდი ჩემს დაზე ,ვიცოდი კარგად იქნებოდა და ისედაც სანდო ხელში იყო. საქმეებსაც მივუბრუნდი და ქალბატონი ქეთრინიც გამიფრინდა ხელიდან. იმდენი პაციენტი ჰყავდა მისაღები ,რომ ძლივს ახერხებდა საავადმყოფოში მოსვლას. მე რა მომასვენებდა მისი ნახვის გარეშე და ხან საავადმყოფოში ვსტუმრობდი და მივიმწყვდევდი კაბინეტში,ხან საძინებელში ვიპარებოდი . ალექსმა შემოალაჯა ერთხელ და მაშინ მივხვდი რო მართლა გადარეულია ეს ხალხი . ოთახში ვიყავი მისი 26 წლის დის ოთახში ,რას ვაშავებდი .ისე მიყურებდა მეგონა ჩემი მოკვლა უნდოდა,თუმცა გადალახა მდგომარეობა. რატი და კატო რამდენჯერაც შეხვდნენ იმდენჯერ იჩხუბეს და მივხვდი რომ ასაკის მატებასთან ერთად უფრო გაგიჟდნენ. მე კი მაშინ გავგიჟდი ის ლელა რომ დავინახე საავადმყოფოში როგორ ამშვიდებდა მამას, თან რამდენჯერმე დავინახე. ერთხელ სახლში დავბრუნდი საღამოს,წესით იმ დღეს უნდა დავრჩენილიყავი საავადმყოფოში მაგრამ მობილური დამრჩა და დავბრუნდი . კაბინეტთან ჩავლისას მამას ხმა მომესმა და მაშინვე გავჩერდი -ლელა გაუგებრად ვამბობ რამეს? -ჯანდაბა გავიგე გავიგე რომ ისევ ელენა გიყვარს მაგრამ რატომ არ ცდილობ ახლიდან დაწყებას დარწმუნებული ვარ -რაში ხარ დარწმუნებული რომ მე რომ ვეცადო შენ შეცვლი ელენას? შეუძლებელია გესმის? არ ვაპირებ არც მინდა და არც შემიძლია ჩემი ცოლის ღალატი ის იყო არის და იქნება მუდამ ჩემი ცოლი და არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად არის თუ არა ჩემს გვერდით ის ჩემთანაა , ვერ მომშორდება იმიტომ რომ ჩემშია ,ჩემს შვილებში ცოცხლობს ჩემს ლიზაში და იოანეშია გესმის? -ჯერ მშვიდად უთხრა და უბრალოდ ბრაზი ჩანდა მაგრამ ბოლო სიტყვებზე ისე იღრიალა მეც კი შევკრთი ქალი კი როგორც ჩანს არ აპირებდა დანებებას -მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ ,მთელი ცხოვრებაა ვცდილობ ელენა დაგავიწყო -ისე მეუბნები ვითომ მე გთხოვე სიყვარული, რატომ გიყვარვარ გამაგებინე ოდესმე თბილი სიტყვა მითქვამს, მითქვამს რომ მიყვარხარ თუ ელემენტარული საყვარელი მაინ ვყოფილვარ შენი .არაფერი მომიცია გესმის? არაფერში გამომიყენებიხარ შენგან არაფერი მინდა და სიყვარული როგორ შეიძლება მივიღო . ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი მთელი ცხოვრება უთავმოყვარეო ხალხს და შენ მნიშნელობაც კი არ იცი მაგის და ახლა ნუ მეტყვი მიყვარხარ და იმიტოო ,. შენ მეეჭვება საერთოდ სიყვარულის მნიშვნელობა მაინც იცოდე თორემ აქ არ იქნებოდი და მომცემდი მშვიდად ყოფნის საშუალებას -რომელ სიმშვიდეზე მელაპარაკები 30 წლის მოკვდი შენ, შენი სიმშვიდეც დაიმარხა, ბედნიერებაც და ყველაფერი. შენი შვილებიც კი არ გაინტერესებს შენ მხოლოდ ელენა გაინტერესებს ელენა ელენა და კიდევ ელენა რომელიც მკვდარია და რომლის ძვალიც აღარ იქნება მიწაში , იქ ლპება და შენ კიდევ ცოცხლად ილპობ თავს -გაეთრიე!- მტვრევის ხმა გაავიგე რაღაც აყირავდა- უკვე გაცლილი ვიყავი კარს არ მინდოდა მეტის გაგება მაგრამ მსხვრევამ შემაჩერა - დაეთრიე აქედან , გაქრი თორემ გეფიცები რაც ამდენ ხანს ვითმინე ერთიანად ამოვანთხევ და კარგად იცი რომ არ დაგინდობ, ხომ იცი სულერთია ქალი რომ ხარ . ელენას ხსენების უფლლებაც კი არ გაქ შენ , როგორ ბედავ საერთოდ რომ პრეტენზიას აცხადებ მისი ადგილის დაკავებაზე ..ელენა შეუცვლელია გესმის? შეუცვლელი მისი მსგავსი არავინაა მის ადგილს ვერავინ დაიკავებს და ჩემს შვილებს რაც შეეხება ისინი რომ არ მადარდებდნენ 18 წლის მკვდარი ვიქნებოდი ისინი არიან ჩემი არსებობის წარო და ერტი დღითაც არ მინდა შემიმოკლდეს ცხოვრება არც არასდროს ვთხოვ ღმერთს მაშინ მინდა წასვლა როცა ამას ღმერთი გადაწყვეტს ბოლომდე მინდა ვუყურო ჩემს შვილებს ელენას ნაცვლადაც მე ვიზრუნო მათზე და ვუყურო შვილიშვილებს , ვუყურო როგორ ირბენენ სახლში სადაც ელენა დადიოდა და ბედნიერი ვიქნები ... -ადგილზე მივეყინე ჩემს ოთახთან ვიდექი მხოლოდ ორი ნაბიჯიღა მაკლდა და თვალს მივეფარებოდი მაგრამ არ შემეძლო, არ მეგონა მამა ამას თუ იტყოდა,ვიცოდი რომ სიგიჟემდე ვუყვარდით მაგრამ არ მეგონა ამას ვინმეს თუ ეტყოდა, ალბათ უკიდურესად გაბრაზებული იყო. კარი ბოლომდე გაიღო იქედან ლელა გამოვიდა და ელვის სისწრაფით გავარდა სახლიდან. მამამ ხმამაღლა შეიკურთხა და ეჭვი მაქ ვისკის ჭიქა აიღო . რამდენიმე წუთში გამოვიდა ,ისე იყო დამშვიდებული თიტქოს ერთიანად ამოანთხია ყველაფერი და ახლა სიმშვიდე მოიპოვა. რომ დამინახა გაუკვირდა, მზერა შეეცვალა ,მაგრამ არაფერი უთქვამს -გინდა?- ვისკზე მიმითითა და მომაწოდა. მეც ერთიანად გამოვცალე და უკან დავუბრუნე ჭიქა- შენც ასე გაღიზიანებენ შეუგნებელი ქალები როგორც მე ? -მე ყველა ის თვისება მაქ რაც შენ ,ზიზღითაც იგივე რაღაც-რაღაცეები მეზიზღება- ჩავიცინე და მზერა გავუსწორე. გაეღიმა მხარზე ხელი დამადო და ოდნავ მომიჭირა -კლონი ხარ ფაქტობრივად , ეგ მართალია . ლიზიკო როგორაა ? -გახარებულია ხვალ რომ წერენ სახლში. -სამაგიეროდ დაჩი იქნება გატეხილში, აქ ვინ მიუწვენს გვერდით ... ჩასიძება მოუნდება მალე -კაი რა მამა რა დროს ეგაა -ისე უყურებენ ერთმანეთს დამტვრეული რო არ იყოს იზა ალბათ შვილიშვილი მეყოლებოდა მალე და რაღა კაი იოანე? -ნუ ხარ ჯუჯღუნა მამა რა - მხარზე მივარტყი ხელი და გავეცალე . ვიცი მიბღვერდა. მეორე დღეს ლიზიკო სახლში მოვიყვანეთ . ხელში მყავდა აყვანილი და ისე მომყავდა . ჯერ კიდევ არ ჰქონდა თაბაშირები მოხსნილი, ჭიროლებებს ფერი ჰქონდა შეცვლილი და მალე ბოლომდე გაუქრებოდა. საძინებელში დავაწვინე და სუბლზე ვაკოცე. მხიარული დახვედრა არ მოგვიწვია მშვიდად ყოფნა ერჩივნა, რომ გამოკეთდდება ბოლომდე მერე ავღნიშნავთ სამაგიეროდ. -ჩემო ბაჭია რამე ხო არ გინდა? -კი -დაჩი მოდის ..სახლში შევივლი და მოვალო თან სტუმრებიც მოვლენ ცოტა ხანში . -ვინ სტუმრები ? -მოითმინე რა ,გენაცვალე შენი ამბავი ყველას ადარდებს,თან უნდა დამეხმარონ პრეტენზიული ქალბატონის გამკლავებაში -საზიზღარო შენ რა გაწუხებს დაჩი მოვკალი აქეთ-იქით სირბილით -მერე შენ რა გგონია მე სიძის მდგომარეობა არ მადარდებს? ასე მალე რომ იღლება დაჟე მე მაგაზეც ვფიქრობ კაცო დისშვილები ხო მინდა- ვიცოდი გაგიჟდებოდა ამას რომ ვეტყოდი , ძლივს მოვახერხე სერიოზული გამომეტყველების დაკერვა მაგრამ რომ დაიკივლა და ბალიში გამომიქანა ერთიანად წამსკდა სიცილის, ისე ვროხროხებდი მის გაბრაზებულ,აჭარხლებულ სახეზე მთელი სახლი შეიყარა -რა ხდება იო?- კატო შემოვარდა მამასთან ერთად ,გული ამოვარდნაზე ჰქონდათ -იცინიხარ ბიჯო? მე კიდე დავტოვე ტაფა ქურაზე მეთქი მიწისძვრაა და ლიზიკოს ჩამოვიყვანთქო - რეზიმ გადააატრიალა თვალები და გავარდა ისევ. სტუმრები რომ გვეყოლება იცის და დაუბრუნდა ბიჭი საქმეს. შევთანხმდით რომ იმ დღიდან ვიწყებდით ერთი თვის ათვლას. -საზიზღარო.. ბოროტო შენ . უზრდელო,მაგას ვეტყვი მე რძალს და მოგივლის შენ -ოჰ ოჰ ოჰ როგორ შემაშინე რა რას ეტყვი ქეთოს? -იმას რო ტუტუცელა ბავშვი ხარ და.. -რატოა ჩემი ფერია გაბრაზებული -ოჰ მოვიდა ესეც .. მეონა ცოტა ამომასუნთქებდი -რას ატრ.. ძურად / -მერე მე ვარ უზრდელი ,უზრდელი ბიჭი გყავს აგერ -გადი შენ საერთოდ გავბრაზდდი- ტუჩები დაბრიცა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა -გავალ აბა რას ვიზამ, ქეთა უნდა გამოვაგდო იმ ოთახიდან და მოვიყვანო სანამ ჩამოვა ხალხი. უი მართლა მერე ბიჭებს დაურეკე რა მოვიდნენ საღამოსთვის ასე რვისთვის -მოვლენ ისედაც -არ მომშორდეთ ხო ..როგორ დაირღვა ჩემი სიმშვიდე და ჰარმონია? -ამას ქეთა სჭირდება სასწრაფოდ თორე ძაან წუწუნებს- ჩაიფხუკუნა დაჩიმ და ლიზას ლოყაზე აკოცა . მე კი ყურადღება აღარ მიმიქცევია ,ქეთოსთან წავედი. კაბინეტში იჯდა, რაღაც ქაღალდებს ჩაჰკირკიტებდა თან ვიღაცას განკარგულებას აძლევდა რაღაც ანალიზებს სთხოვდა . ისე მოვუარე მაგიდას და მივეპარე არაფერი გაუგია -სასწრაფოდ დაყარე ყველაფერი და მაკოცე თორემ მოვკვდები - ისეტი ხმით ვუთხარი ჯერ ხო დაიკვლა შიშისგან,მერე თვალები დამიბრიალა და ბოლოს შემოტრიალდა თავისი სკამით წამოდგა უცებ და მაკოცა. ვგიჟდები თვალები რომ უბრჭყვიალებს და სურვილი უჩნდება ... მაგიდას მიეყრდნო საჯდომით და ხელები მხრებზე შემომაწყო . უჰაერობა მაწუხებდა უკვე ,ქვედა ტუჩზე კბილები მომდო და თამამად შემიძლია ვთქვა რომ იმ წამს სიგიჟის ზღვარზე ვიყავი ,ღმუილი აღმომხდა ტკივილზე არა, მერე ენის წვერი რომ შემახო ნაკბენზე და მგონი ისე მოვუჭირე ხელი სილიკონი რომ ჰქონოდა უეჭველი შემომასკდებოდა -ააჰ იოანე ...ველურო - სუნთქვააცქარებულმა თქვა და მოწყვეტით მაკოცა ,მერე უკან გადაიწია და ჩემი ხელებიც დაუბრუნდა წვრილ წელს გამოყვანილი თეძოების გავლით - აქ რა გინდა ადამიანო რატო გინდა ამაფორიაქო და ავურიო ყველაფერი... -სახლში უნდა წაგიყვანო ჩემთან -რატომ... -ცოლად უნდა დაგისვა - ყელში ვაკოცე და გამეღიმა, როცა კანი დაეხორკლა - სტუმრები მოდიან დღეს, ნატალი და ნუცა ჩამოდიან. კიდევ ბერდია და მოკლედ ჩვენებიც იქნებიან და უნდა წაგიყვანო- თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი სულ არ ფიქრობდა მაგაზე , ჩემი ვნებიანი ქალი , დაწითლებული ტუჩები გაილოკა და ოდნავ ჩაასო კბილები - ბერდო ვინაა? -მეგობარია ...გაგაცნობ მერე გოგონებზე ორი წლით დიდია -აჰაამ გასაგებია ...რატო იღიმი ასე?-თვალებმინაბულმა მითხრა და საჩვენებელი თითი ტუჩზე გადამატარა ,თავი ვერ შევიკავე და ტუჩები წავავლე -მაგიჟებ ...რა გინდა თაბაგარო - ამოიკნავლა და ისე მომეტმასნა მეგონა ლავა მიდიოდა სისხლძარღვებში სისხლის ნაცვლად ,ყელში სველი კოცნის კვალი დამიტოვა,გამაჟრჟოლა და მერე მე ვაგიჯებ? უნდა შემიწიროს! -დროა წავიდეთ თორემ ვატყობ გეგმებს გადმოვწევ ჩემი მოთმინების ძაფი ისეა დათხელებული - ღრმად ამოვისუნთქე და ქეთოს მოვშორდი. აწითლებულმა აიღო ჩანთა დადასჯილი ბავშვივით გამომყვა.ისეთი საყვარელია შეიძლება შემომეჭამოს, ეს აფერადებული ლოყები ისე უხდება გული მიჩერდება ,ხმაურით ვაკოცე ლოყაზე და ხელი მოვხვიე -საკუთარი სურვილების ნუ გრცხვენია -ჩურჩულით ვუთხარი და საფეთზელზე ვაკოცა .მგონი უფრო ახურდა , მეცინება მის ასეთ ქცევაზე ,მაგრამ აღარაფერი შევიმჩნიე,მანქანაში ჩავჯექი და პირდაპირ სახლში წავედი. საღამოა უკვე ამდენ ბოდიალში კი ჩამოვლენ გოგონებიც . მანქანა ეზოში გავაჩერე , ქეთო მაშინნვე გადავიდა ეზოში ჟღალთმიანი ნატალი დაინახა და იქეთ გაიქცა -ნატაააააა -ქეთოო - გოგონამ გაუღიმა და ხელები მოხვია მეგობარს -მომენატრე ჩემო დახატულო- ოჰ რა კარგი რძალ-მული იქნებიან პირდაპირ რა . ალექსი რომ მოვა დარწმუნებული ვარ გაგიჟდება. -მეც, ძალიან-გოგონამ მუქი ლურჯი თვალები მომაპყრო და გამიღიმა-თქვენ ალექსანდრე ხო? -სასიამოვნოა ნატალი შენი გაცნობა -ჩემთვისაც- ისეთი წკრიალა ხმა აქ მოსმენა მოგინდება . ძალიან საყვარელი ბავშვია -ჩემი სიცოცხლე..დედას სიხარული ,ჩამოხვედი დედუცი?- კატო გამოვიდა და მოეხვია გოგონას. ეს ქალი ნამდვილი ვულკანია,ნატა ისეთი ნაზია ნაშვილები მეგონებოდა ასე რომ არ ჰგავდეს დედას -ხო დე მოვედი -დაიღალე ხო? წამო დე სახლში შევიდეთ, ოთახი უკვე მზად მაქ ..ბარგს ამოვიტან მერე .ჩემი სიხარული - გულში ჩაიკრა კიდე ერთხელ და ლოყაზე აკოცა -კიდევ ხომ უნდა მოსულიყო..ისა ნუცა -კი კი ეგ მოვა მოგვიანებით რაღაც საქმე ჰქონდა და -კარგი შევიდეთ. ბარგს შემოვიტან მე - ჩემოდნები ავიღე და გოგონებს უკან გავყევი . ნატა პირდაპირ ლიზასთან ავიდა მე კი მის ოთახში დავტოვე ჩემოდნები.გოგონებმა ერთმანეთი გაიცნეს და მერე შემოგვივარდა ქარიშხალივით რეზი, ხელში აიტაცა ნატა და ჩაკოცნა -ჩემი პატარა..ჩემი გოგო ვაიმე როგორ მომენატრე პატარავ -გადარეულო დამსვი ..დამსვი რეზი -ხელები მხრაბზე დასცხო - დამსვი ბიჭო -კაი ხო უიმე სულ არ მოგენატრე -როგორ არ მომენატრე - ხელები მოხვია და აკოცა -ძალიან მომენატრე -ჩემი თვაებფახულა- გაიცინა და გულში ჩაიკრა გოგო -ჩემი გოგო როგორ არის? - რატი შემოიჭრა ამ დროს და კატოს გაბრწყინებული თვალები ბრაზით აევსო- ჩემი პრინცესა ჩამოსულა ... მა მე არ უნდა მნახოო? -მამიკოოოოოო- აი ნამდვილი რეაქცია, ისე მოეხვია მამას კატომ ცხვირი აიბზუა და ხელები გადაიჯვარედინა ,ცდილობდა ემოციის დამალვას არადა თვალები უბრწყინავდა. რეზი მოეხვია დედიკოს და საფეთქელზე აკოცა -ნახე რა საყვარლები არიან- ლიზამ მითხრა ჩურჩულით და ხელები გაშალა-არ ჩამეხუტები? -შენი ბიწი სადაა? -გავიდა იმათ მოვიყვან და მოვალო - ჩამეხუტა და თან ჩურჩულებდა -მოვიდა მშვიდობის მაძიებელი და არია ყველაფერი -რა ავრიე ნეტავ შენი გრძNობები -შენ საერთოდ რა გრძNობა უნდა გამიჩინო -ბავშვები არიან ახლა აქ და ვერ გეტყვი -უზრდელო,უტაქტო ,ხეპრევ -ლამაზო და დახატულო ანგელოზო - ტუჩები გამოსწია რატიმ და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ქალს-ყველას გაეცინა კატოს გარდა. -აუუ ქვევით მინდა მეც თქვენთან -წამო დივანზე დაგაწვენ- ხელში ავიყვანე და წავედი. მისაღებში ვიყავით. გოგონები ტრიალებდნენ სამზარეულში.მალე გაისმა მანქანების ხმა , შემდეგ ბიჭები შემოლაგდნენ ხორხოცით -აბა რძალო როგორ ხარ?- ბექა შემოვარდა პირველი და ნატა რომ დაინახა თვალები ჭნკებით აევსო - ვააააა ალექსააა მოდი აქ შე ჩემა ვინ გაჩვენო - სიცილით თქვა და გოგო საგრძნობლად აწითლდა, კატო ფხუკუნებდა . ისე მოხდა რომ მარტო დარჩა ნატა საყვარლად იტეხდა თიტებს და აწურული აქეთ-იქით იხედებოდა . ალექსი შემოვიდა დინჯად და ბექას დაუბღვირა -რა გინდა ბიჯო ! -მე რა ვიცი არაფერი შენი კაათ ყოფნა მარტო - მხრაბში ჩაავლო და ნატასკენ შეაბრუნა . წამში აენთო თვალები და ყურებამდე გაიკრიჭა -ნატაა- ისე თბილად თქვა ყველას გაგვითბო გულები, ინსტიქტურად მოვეხვიე მომღიმარ ქეთოს და გულში ჩავიკარი.. ალექსი სწრაფად მოეხვია გოგოს ,ხელები მჭიდროდ მოხვია და თავზე ტუჩები მიაკრა მერე რაღაცას ეჩურჩულებოდა, ეს ნამცეცა გოგო სულ არ ჩანდა მის განიერ მხრებში ჩამალული . რატიმ თვალები გადაატრიალა და ტუჩები გააწკლაპუნა ,მერე ხელი ჩაიქნია და მზერა მოაშორა . მაინც ვერ მოითმინა -რა იყო მაყაშვილო დაიხრჩო ბავშვი -ენა ჩაიგდე ყეყეჩო - კატომ ხელი მიარტყა და თვალები დაუბრიალა -შენ კიდე რა გინ... -ჩშ- ხელი ააფარა ტუჩებზე და მერე არ ვიცი რა დაემართა მაგრამ უცებ მოაშორა თიტქოს ცხელ შანთს ეხებოდა და მზერაც მოაშორა, რატიმ გაიცინა ეშმაკურად და ისევ გაისმა მანქანის ხმა. ამჯერად ჩემი სტუმარი გამოჩნდა , ბერდია გუგავა მამით მეგრელი დედით სვანი . ტიპი რომელიც გარეგნულად და ხასიათის 80% სვანია დანარჩენი კი მეგრელის აქვს . მთელი ოჯახი სვანეთში ცხოვრობენ , მამამ ქალბატონი ელისო ვერ დააშორა საყვარელ მხარეს და იქ დასახლდა. ეზოში შემოაბიჯა მისმა უდიდებულესობამ,გვერდით კი ძმა მოჰყვებოდა ის 50-50 -ზეა ხან მთლიანად უსვანებს ხანაც მეგრელია . -გუგავებს ვახლავარ ! როგორ ხართ ბიჭებო?- გადავეხვიე სათიტაოდ ძმებს და მათაც ღიმილით მიპასუხეს -კარგად იო შენ? -რავიცი ვარ რა .. წამო სახლში შევიდეთ. ზუსტ დროს მოხვედით -რა ხდება? -არაფერი ვახშამი გვაქ, მეგობრები მოვლენ მხოლოდ და გაგაცნობთ ჩემებს -კარგია ...წავუქეიფებთ ესეიგი- ხელები ერტმანეთს გაუსვა უფროსმა ძმამ და ეშმაკურად ააციმციმა თვალები -წასასვლელი ხარ დღეს ...საჭესთან უნდა დაჯდე- სერიოზული,მკაცრი გამომეტყველებით გახედა ბერდომ და ისიც მოიღუშა -რო არ გამიფუჭო ხასიათი ისე ვერ ძლებ მოკლედ ! -საძინებლების და საწოლების მეტი რაა ამხელა სახლში - ისევ მოვიყვანე გუნებაზე ბათუ . ბერდომ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ჩანთა შესასვლელში დადო ,როცა სტუმრები დაინახა. -ჩემო მეგობრებო გაიცანით ძმები გუგავები ბერდო და ბათუ - ომახიანად დავსჭექე და ნელ-ნელა ყველამ გაიცნო ბიჭები . ჩემი გადარეულებიღა მაკლდა ისინიც მოვიდნენ დაკავებული ბიჭები და გოგონები. ყიფო ლიკუნასთან ერთად, ნიკო ნიაკოსთან და აკუნა ეულად და მოწყენილი თვალებით ,მაგრამ ბედნიერი გახარებული ლიზიკოს დანახვისას . რამდენიმე წუთში მისაღებში გაშლილ მაგიდასთან ვისხედით ,ვინაიდან ნუციკო გამოჩენას არ ჩქარობდა და გაგვაფრთხილა გვიან მოვალო დავიწყეთ. ის საღამო ბევრი ემოციით იყო დახუნძლული, ყველა დარდი გაქრა , გოგონები გვაკლდა მაგრამ გიჟმა ბექამ ლეპტპი,პლანშეტი და მობილური გამოიყენა გოგონებს სკაიპში დაურეკა და ისინიც ჩვენთან გაჩნდნენ,. მხოლოდ სალოს ეძინა და არ შევაწუხეთ. გვიან წავიდნენ ყველანი და დარჩნენ მხოლოდ ბინადრები , რეზიკო, ნატა , ბერდო და კატო .კატო? ხო არ ვიცი შეიძლება არც დარჩა .... მე კი ქეთრინს დავავლე ხელი და საძინებელში შევყვანე, არ ვაპირებდი მის გაშვებას. ჩემი მაისური მივაჩეჩე პირსახოცი გადავკიდე მხარზე და სააბაზანოში შევაგდე. ბევრი იბუზღუნა მაგრამ ბოლოს ჩემს გვერდით ტკბილად ეძინა და მისი სურნელით და სიახლოვით გაბრუებულს სრული ნეტარების გრძნობა გამიჩნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.