შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთრება.[დასასრული]


16-07-2016, 03:04
ავტორი Nina))
ნანახია 4 861

-ემილი,რა ჯანდაბა გინდა?-თავი ვერ შეიკავა მამაკაცმა,როდესაც გოგონა საშინლად ნასვამ მდგომარეუბაში ჩაჯდა მანქანაში
-შენ,ლუკა,შენ და გეფიცები თუ მაქვს შანსი,აუცილებლად გამოიყენებ,აღარ დაგტოვებ...-ცრემლი გადმოუგორდა გოგონას
-ჰაჰ-გაეცინა ლუკას-აღარ დამტოვებ? მართლა? ამაზე აქამდის უნდა გეფიქრა,ემილი,ჩვენს სიყვარულს,რომ აბიჯებდი და პარიზში მიქროდი,ამაზე აქამდე უნდა გეფიქრა,ათ წელში ჩამოხვედი და გგონია რამე შეიცვლება?არაფერი არ შეიცვლება,ახლა სსტუმროში მიგიყვან და სამუდამოდ დაივიწყე რომ ვარსებობ,ჩემთვის მხოლოდ კატო არსებობს,გესმის? დიახ მხოლოდ და მხოლოდ კატო!-მკაცრად ამოილაპარაკა ლუკამ და დანარჩენი გზა ხმის ამოღების გარეშე განვლო.
-ესე იგი,გიყვარს არა?-მტკინეულად გაეღიმა ემილის
-მიყვარს!-პირველად აღიარა ლუკამ.
-ისე ძალიან რომ ტკივილს აპატიებ?-წარსულს დაუბრუნდა ემილი
-ვაპატიებ,მაგრამ ვიცი რომ ის არასდროს დამტოვებს მარტო,შეუძლებელია,ორმა ერთმანეთისთვის დაბადებულმა ნახევრებმა ერთმანეთი ვერ იპოვნონ,ან ერთმანეთის გარეშე დიდ ხანს გაძლონ...-ემილი მანქანიდან გადავიდა და სანამ კარს დაკეტავდა მანქანაში შემოყო თავი.
-მშვიდობით,ლუკა.-სევდიანად გაუღიმა მამაკაცს და არც უცდია ობოლი ცრემლის დამალვა,რომელიც ლოყაზე უგზოუკვლოდ დახეტიალებდა...
-მშვიდობით,ემილი.-უემოციოდ წარმოსთქვა და მანქანა ადგილიდან სწრაფად მოწყვიტა.
ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა კატოსთან,ერთი სული ჰქონდა,როდის დაინახავდა მის თვალებს და როდის შეიგრძნობდა მის სურნელს...

მთელი ამ დროის განმავლობაში გაშეშებული იწვა კატო და არაფერს ამბობდა,თითქოს ეშინოდა,ეშინოდა ის მამაკაცი,რომელიც მთელ ცხოვრებას ერჩივნა..
მართალები ყოფილან,როდესაც აბობდნენ რომ სანამ არ იქმნება საშიშროება დაკარგვის,მანამ ვერ ვაფასებთ ნორმალურად...
ახლაც დაკარგვის შანსი,როდესაც ძალიან დიდი იყო,ეშინოდა,ეშინოდა არ დაეკარგა ის ადამიანი,რომელიც ძლივს იპოვა. ის ნაწილი,რომელმაც ერთ უცებ შემოაღწია თავის ცოვრებაში,თეკლაც იქვე იჯდა სავარძელში და ცოტა ხანს უყურებდა გოგონას,უნოდა საბოლოოდ ეთქვა კატოს ის,რაც ქვეცნობიერში კარგად ჰქონდა დამალული.
-კატო,აღიარე,აღიარე,რო გიყვარს და საშინლად ეჭვიანობ!-წამოიყვირა თეკლამ
-ხო,მიყვარს და საშინლად ვეჭვიანობ!-გაიმეორა გოგონამ და ღრმად ჩაისუნთქა-მგონია რომ დავკარგავ და მე საშინლად მაცოფებს ეს ფაქტი...-საბოლოოდ გატყდა კატო
-როგორც იქნა!-ტაში შემოკრა თეკლამ და კიდევ რაღაცას იტყოდა,თუმცა პალატაში ლუკა შემოვიდა,მამაკაცის დანახვისთანავე გაუცისკროვნდა თვალები,ესიამოვნა მისი დანახვა,საშინლად გაუხარდა,იმედჩამდგარი თვალები მიანათა და ფართოდ გაუღიმა.
-შენ მოხვედი..-ამოილუღლუღა გოგონამ და კვლავ გაუღიმა
-ჰო,მოვედი და არსად მივდივარ-გაუღიმა ლუკამაც და ის ადგილი დაიკავა,რომელიც წუთების წინ თეკლას ეკუთვნოდა-მადლობა-გაუღიმა თეკლას და დაემშვიდობა,როდესაც პალატიდან გავიდა..
-როდის გამწერენ?-ამოილუღლუღა კატომ,როდესაც დუმილი გამაღიზიანებელი გახდა
-სანამ შემოვიდოდი გოჩა ვნახე და ხვალ გავწერთო.-მხრები აიჩეჩა ლუკამ
-ხვალ? კარგი რა,მეც ხომ აქ ვმუშაობდი,მეც ხომ ყველაფერი ვიცი!-დაიღრინა გოგონამ
-როგორც ჩანს კოლეგებს უფრო მკაცრად ექცევიან-გაუღიმა ლუკამ და გოგონას ხელი კვლავ თავისაში მოაქცია.
-რა მოიცდის ხვალამდე-დაუბუზღუნა-შენ ხომ აქ იქნები?-იმედიანი თვალებით გადახედა მამაკაცს,ლუკას გოგონას ეჭვიანობაზე გაეღიმა დ ათავი დაუქნია.
-კი,აქ ვიქნები
-კარგი,მაშინ აქ დაწექი-გაუღიმა და თავის გვერდით დარჩენილ ადგილას ხელი ორჯერ დაატყაპუნა,ლუკაც წამებში მოთავსდა გოგონას გვერდით საწოლზე და ბალიშის ნაცვლად თავისი გულ-მკერდი უბოძა,კატომ ნაზად დაალაგა აკანკალებული ხელები მამაკაცის მუცელსა და მკერდზე,თავი კი გულზე დაადო,შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა მამაკაცის სურნელი და ბედნიერს გაეღიმა-როგორ მაბრუებს ეს სურნელი...-ამოიბუტბუტა სრულიად სხვა სამყაროში გადავარდნილმა,ახლა ლუკამ ჩაისუნთქა კატოს თმების სურნელი..
-შენ არ იცი,მე როგორ მაგიჟებს შენი სურნელი,სხვა არომატი გაქვს,ისეთი სხვანაირი,ათას კაცშიც რომ ამოვიცნობ!-თავის თავში დარწმუნებულმ ამოილაპარაკა მამაკაცმა.მონოტონურად ეფერებოდა გოგონას თმებს და სულ რამდენიმე წუთში კატოს მშვიდად ეძინა საყვარელი მამაკაცის მკლავებში.ამაზე უფრო მშვიდი და უშფოთველი ძილი დიდი ხანია არ ახსოვს გოგონას. არასდროს ჩერდებოდა ერთ ადგილას მთელი ღამე,სულ ბორგავდა და ბორგავდა,თუმცა წამითაც არ შერხეულა გოგონა,იწვა,თითქოს არ სურდა მამაკაცისთვის ძილის დაფრთხობა,მიუხედავად იმისა,რომ კატოც შუა ძილში იყო,ტვინის ნაწილს გააზრებული ჰქონდა ეს ყოველივე და სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

-დილა მშვიდობისაა-ჟალუზები ჩამოსწია გოჩამ და კატომ და ლუკამ წამსვე ჭყიტეს თვალები,კატომ თვალები მოიფშვნიტა,ლუკა კი სწრაფად წამოდგა საწოლიდან,რაზეც გოჩას გაეცინა-ვატყობ ტკბილად გეძინათ-კვლავ გაიღიმა მამაკაცმა,შემდეგ კი კატოს გადახედა.
-ხო,ტკბილად გვეძინა-გაუღიმა გოგონამა-მითხარი რომ მწერთ,თორემ აღარ შემიძლია უკვეე..-ამოიგმინა გოგონამ
-კარგი,დღეს აუცილებლად მოგიცილებთ თავიდან,იმედია შემდეგისთვის გაითვალისწინებ,როგორია,როდესაც პაციენტს არ სურს კლინიკაში დარჩენა და შენ მაინც აჩერებ!-საჩვენებელი თითი დაუქნია გოჩამ
-მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება დაა-მხრები აიჩეჩა კატომ და როდესაც გოჩას ეშმაკურ ღიმილს მოჰკრა თვალი წამებში მიუხვდა ჩანაფიქრს და თან დააყოლა-გულის ოპერაცია და კოჭის ოპერაცის ერთმანეთს ადარებ,გოჩაა?-გაეღიმა კატოს და თავი საყვარლად გააქნია
-თუ საჭიროა დავრჩებით-საუბარში ლუკა ჩაერია
-არა,არ არის საჭირო,თორემ აქ დავტოვებდი ამ ეშმაკუნას,ოღონდ უნდა დამპირდეთ რომ აუცილებლად დაწვება!
-მე გალევთ მაგის პირობას-კვლავ ლუკა ჩაერია საუბარში
-ნუ,სიტყვას თუ ჩამაკვეხებინებთ გოჩას მადლობას ვეტყვი-გაეცინა კატოს და მამაკაცს მოეხვია-მადლობა დიდი.
-არაფერია,ძვირფასო.-გაუღიმა გოგონას და შემდეგ ლუკას მიუბრუნდა-იცოდე აქ აღარ დამანახო ისე,როგორც პაციენტი-საჩვენებელი თითი დაუქნია და პალატა დატოვა.
-წამოდგომაში დაგეხმარო?-გოგონას მიუბრუნდა ლუკა
-თუ არ შეწუხდები-გაუღიმა კატომ
-რაღაც ძალიან დასერიოზულებული მეჩვენები,რამეს ხომ არ ეშმაკობ?-წარბები აათამაშა მამაკაცმა,კატოს გაეცინა მამაკაცის ამ ჟესტზე და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-კარგი რაა,მასეთს მიცნობ?
-დამეყრდენი,ძალიან გტკივა?-მიუგო,როდესაც კატო ფეხზე დადგა
-არც ისე.-სახე დამანჭა კატომ
-როგორ არა გტკივა,ზუსტად მაგიტომ გაქვს წოლითი რეჟიმი,თეკლა სახლშია უკვე,ამიტომ მე გადმოგაცმევ სარაფანს,ზედმეტი სიტყვების გარეშე!-თითი აუფრიალა გასაჩუმებლად,როდესაც რაღაცის თქმა დააპირა გოგონამ
-კარგი ხოო.-მხრები ჩამოყარა გოგონამ,ლუკამ შავი სარაფანი ამოაძვრინა და გოგონას გადააცვა,ფეხსაცმელი ჩანთაში ჩააწყო და მხარზე გადაიკიდა,კატოს მუხლებს ქვევით ცალი ხელი შეუცურა,ცალი კი წელზე შემოხვია სუროსავით,თითქოს ვიღაცას წათმევა სურსო,ფეხით ფრთხილად გამოაღო კარები და დინჯი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ,როდესაც გზად გიგა დაეწია.

-მაგისთვის არის სპეციალური საშუალებები-ანიშნა ხელში ატაცებულ გოგონაზე,რაღაცის თქმას აპირებდა ლუკა,თუმცა კატომ დაასწრო
-ასე უფრო კომფორტულია,გიგა.-თვალი ჩაუკრა მამაკაცს და ლუკას კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები,თავი მამაკაცის კისერი მოათავსა და ცხვირით კანზე გაუხახუნა
-იცოდე მასე აღარ ქნა,თორემ გამივარდები!-ჩაიდუდღუნა ლუკამ
-რომ განვაგრძო?!-ეშმაკობდა გოგონა
-თავს ვეღარ შევიკავებ-თამაშში ლუკაც აჰყვა და ცხვირზე მოწყვეტით აკოცა-ჩემი კურნოსა-შემდეგ ცხვირზე ცხვირით წაეთამაშა და გაუღიმა,ბედნიერებისგან მეცხე ცაზე მფინავ კატოს აღარაფერი ახსოვდა,მხოლოდ ლუკა იყო მის წინ და მეტი აღარავინ.
მამაკაცს გაუღიმა და თავი მის გულს მიადო,რათა ესმინა იმ გულის ფეთქვისთვის,რომელიც მხოლოდ მისთვის ძგერდა,ასე,ეგოისტურად მიისაკუთრა მამაკაცი და არაფრის დიდებით დათმობს მას!
მთელი გზა მისი ხელი ეჭირა მამაკაცს,კატოც ძლიერად უჭერდა მასში ახლართულ თითებს და ბედნიერს ეღიმებოდა..
სახლში მთელი სამეგობრო დახვდათ,ბუშტებით ხელში და თავისი საყვარელი შოკოლადის ტორტიით,მამაკაცის ხელებში აფართხალდა,როდესაც შოკოლადის ტორტი დაინახა და მადიანად გაილოკა ტუჩები,შემდეგ კი საყვარლად ააცმაცუნა.

-მალე დამსვი რაა,უნდა ვჭამოოო,როგორ მიყვარხაართ-უაზროდ ისროდა სიტყვებს და ყველას მადლიერი თვალებთ გადახედავდა ხოლმე
-ჩვენ კი ნუ გვიხდი მადლობას,ლუკას უთხარი ეგ,თვთონ გვითხრა,რომელი ტორტი გიყვარდა-მხრები აიჩეჩა თორნიკემ
-მართლაა?-გაიკვირვა კატომ და მამაკაცს გადახედა,ლუკამ მხოლოდ გაუღიმა,კატო კი ნელა წაიწია და მამაკაცს ტუჩის კუთხეში ხმაურიანად აკოცა,რასაც ოვაციები და გოგონას აწითლებული ღაწვები მოჰყვა...

გოგონები ცალკე საუბრობდნენ რაღაცას,როდესაც გიგამ ანიშნა ლუკას რომ გაჰყოლოდა,მამკაციც ჩუმად ადგა და გაჰყვა გიგას,აივანზე გასულმა ხელები გუ-მკერდზე გადაიჯვარედინა და მომლოდინე მზერით მიაჩერდა.
-იცოდე-დაიწყო გიგამ მბრძანებლური ტონით-შენ გამო,კატოს ცრემლი რომ გადმოუვარდეს,შუაზე გაგგლეჯ!-გაიჭიმა მამაკაცი და მრისხანე თვალებით მიაჩერდა ლუკას,მარტივი არ არის იმ საყვარელი ქალის დათმობა,ანუ ბროლაზე უარის თქმა,რომელიც ძალიან გიყვარს...
-გიგა-გაეღიმა ლუკას,თუმცა მაქსიმალურად ეცადა თავი შეეკავებინა,ზრდილობის ჩარჩოს არ სურდა გასცდენოდა-გპირდები,კატო იმის მეასედს არ ატირდება,რამდენიც შენს გამო იტირა,ამიტომ შეგიძლია,როგორც მამაკაცი გაქრე მისი ცხოვრებიდან,თუმცა არაფერს ვამბობ მეგობრობაზე,ვიცი რომ,როგორც მეგობარი ძალიან ძვირფასი ხარ მისთვის,ამიტომ ისე ნუ იზამ,როგორც მეგობარი ისეც რომ დაკარგო-მხარზე ხელი დაჰკრა მამაკაცს და ახალგაზრდებს შეუერთდა.

-მზად ვარ!-წარმოსთქვა სრულიად მოულოდნელად კატომ,ყველამ მომლოდინე მზერით გადახედა გოგონას-მზად ვარ ალექსანდრა მოვნათლო-სიტუაცია განუმარტა შეკრებილებს და ყველას გაუღიმა
-ძალიან მაგარია..ყველაფერს ძალიან მალე მოვაგვარებთ-გახარებული იყო ვაჩე და ვიკა
-ვიცი,რომ ჩემს გამო იკავებდით თავს და კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოგიხადოთ-თავი დახარა გოგონამ და იგრძნო როგორ აუკანკალდა ალკოჰოლის გარეშე დარჩენილი ორგანიზმი,თუმცა ეცადა,ეცადა რომ თავს მორეოდა.
-არაფერია,ძვირფასო,მთავარია მზად ხარ!-გაუღიმა ვიკამ
-კარგი,ჩვენი წასვლის დროა-ფეხზე წამოდგნენ ახალგაზრდები,ლუკამ ყველა გააცილა,შემდეგ კი მაგიდის ალაგებას შეუდგა,ყველაფერიკოხტად მოაწესრიგა,ჭურჭელი სარეცხ მანქანაში შეაწყო და შემდეგ გოგონასთან დაბრუნდა,დივანზე წამოწვა და თავი კალთაში ჩაუდო,კატომ კი თმებზე ფერება დაუწყო.

-ლუკა,ვეჭვიანობ..-ტუჩზე იკბინა კატომ,როდესაც გააცნობიერა თუ რა წამოროშა,ლუკამ გოგოას ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად ეამბორა
-არაფერი გაქვს საეჭვიანო-გაუღიმა გოგონას და ხელი კვლავ საწყის პოზიციაზე ააბრუნებინა,თმებში.
-საიდან მოვიდა ემილი?-როგორც იქნა დასვა ის კითხვა,რომელიც გულზე ხინჯად ედო.
-პარიზიდან ჩამოვიდა,გუშინ და პირდაპირ ჩემთან მოვიდა-განუმარტა სიტუაცია მამაკაცმა
-ახლა სად არის?-ვერ ჩერდებოდა გოგონა
-ახლა,ალბათ სასტუმროშია არ ვიცი-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა,შემდეგ გასწორდა და გოგონას თვალებში ჩააშტერდა..შემდეგ კი უცნაურად გაეღიმა
-რაა?-დაინტერესტდა კატო
-ზოგჯერ როგორი სათნო ხარ,ზოგჯერ კი როგორი ბნელი,მიხარია რომ შენს ორივე მხარეს ვიცნობ,მიხარია რომ ანინე ავად გახდა და შენ შეგხვდი,ეგოისტურად მიხარია,რომ იმ დღეს ბარში მე დამეჯახე შემთხვევით და არა სხვას,მიხარია რომ მე მთხოვე ქმრობა და არა სხვას,მიხარია რომ უფალმა ყველასგან გამომარჩია,დიახ,უფალმა,მაჩუქა შენი თავი,მიყვარხარ...-ამოიჩურჩულა და გოგონას მომთხოვნად წაეტანა ბაგეებზე,კატო მაქსიმალურად ცდილობდა ყველაფერი აღედგინა გონებაში,თუმცა იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის რომ გაოგნებული იყო,შემდეგ თმებში ხელი შეუცურა და კოცნაში აჰყვა,როდესაც ერთმანეთს მოსცილდნენ გოგონამ შუბლზე შუბლი მიადო,თვალებში ჩახედა და გაუღიმა.
-ძალინ მიყვარხარ...


გოგონას თმებს ეფერებოდა დილით,თან ცალი ხელით ტუჩის კონტურს უხაზავდა,ცდილობა ყველა ნაკვთი ზეპირად დაემახსოვრებინა,გოგონას შეხებაზე გამოეღვიძა
-დილა მშვიდობისა-გაუღიმა მამაკაცმა გოგონას,როდესაც კატომ თვალები გაახილა
-დილა მშვიდობისა-თვალები მოიფშვნიტა კატომ-რას აკეთებდი?-გაუღიმა მამაკაცს
-შენი ნაკვთების შესწავლას ვცდილობდი,რომ ბრმასაც კი თვალწინ დამდგომოდა შენი ღიმილი,თვალები,ტუჩები თუ ცხვირი-გაუღიმა მამაკაცმა,გოგონას თვალები ცრემლით აევსო,ბედნიერების ცრემლები იყო,არ ეგონა,როდესმე თუ იპოვნიდა ასეთ მამაკაცს-ფეხი ისევ გტკივა?-ნაოპერაციებ ადგილას გველივით აუსრიალა თითები,კატოს გააჟრჟოლა
-ახლა აღარ-გაუღიმა მამაკაცს და ნაზად,მოწყვეტით აკოცა ტუჩებში
-ბედნიერება ხარ.-გაუღიმა ლუკამ
-შენ თვითონ ხარ ბედნიერება-არც კატო ჩამორჩა-მშიააა.-დააყოლა,როდესაც კუჭმა გალანძღა
-წამოდი,ქვევით ჩაგიყვან,ანინე მოვიდა და თავისი საფირომ კერძები მოამზადა-გოგონას ყურთასმენას მხოლოდ ქალის სახელი მოხვდა და შემდეგ მთელი სხეული პანიკამ მოიცვა
-რაა? შენი და მოვიდაა? ვაიმე, რომელი საათია?-დაპანიკებული იქეთ-აქეთ იქნევდა ხელებს,ხოლო მამაკაცი ხალისობდა მასზე-რა გაცინეეებს-შეუბღვირა,როდესაც კაცის ღიმილი დაიჭირა,
-კაციჭამია და კი არ მყავს-კვლავ გაეცინა ლუკას-მოსწონხარ ძალიან,თან ხომ იცნობ უკვე,მისი ექიმი იყავი-ისევ გაეცინა
-იცოდე სასმელი არ გააკარო მაგიდას,თორემ თავს ისედაც ძლივს ვიკავებ-გააფრთხილა მამკაცი,როდესაც ხელში აიტაცა,ლუკამ თავი დაუქნია-თმები კარგად მაქვს?-მაინც გაურია პანიკის შტრიხები გოგონამ,ლუკას კი კვლავ გაეცინა.

-გამარჯობა,კატო,როგორ ხარ?-მხიარუ ნოტაზე იყო ანინე,ღიმილით გადაკოცნა კატო და თბილი თვალები შეანათა
-კარგად,ანინე,შენ?-ნერვიულობისგან ლამის თითები მოიმტვრია,რაზეც ლუკა ხალისობდა,აბა როგორია,იმ გოგოს ნახვა,რომელიც შენი საყვარელი მამაკაცის დაა? მაინც მულია და ხომ იციით...( wink რომ არ გამეცინა არ შემეძლო,მაპატიეთ)
-ძალიან კარგად,ვიცოდი ამ მაიმუნის ღიმილში რაღაც საიდუმლო რომ იმალებოდა-გაეცინა ანინეს და ლუკას გადახედა-მაშინ,საავადმყოფოში რომ გნახე-სიტუაცია აუხსნა გოგონას და მის სახეზე მასაც გულიანად გაეცინა-კარგი რაა,კატო,განახა როგორი სახე გაქვს,მოეშვი რა.-გაუღიმა გოგონას და კატომაც წამებში ამოისუნთქა...
ბევრი ისაუბრეს,ლუკას პატარაობა გაიხსენეს,შემდეგ კატოსიც და საბოლოოდ დაღლილები დაიშალნენ...
ლუკას და კატოს ურთიერთობა დღითიდღე თბებოდა,საოცრად კარგად უგებდნენ ერთმანეთს,ნათლობა მანამ არ ყოფილა,სანამ კატომ ნაღრძობი კოჭი ბოლომდე არ გამოიჯანმრთელა,შემდეგ კი პატარა ალექსანდრა ქრისტიანად აქციეს,ეკლესიიდან პირდაპირ რესტორანში გადაინაცვლეს და პატარა გოგონას გაქრისტიანებაც აღნიშნეს.

-რა ლამაზია არა?-ღიმილით მიუგო კატომ ლუკას და თავის ხელში მწოლიარე პატარა გოგონას შეხედა.
-ანგელოზია.-დაეთანხმა ლუკაც
-მართლაც რომ ანგელოზია-გაეღიმა კატოს-გურამს ძალიან შეუყვარდა..-როგორც იქნა რაღაც ემოცია მაინც გამოამჟღავნა და ობოლი ცრემლიც მოიწმინდა.
-ძალიან მიყვარხარ,კატო.-გულში ჩაიკრა მამაკაცმა გოგონა და ბავშვი...
იმ დღეს გვიან დაიშალნენ ახალგაზრდები,როდესაც ლუკას ჩაეძინა კატო ისევ ფიქრობდა,პატარა ალექსანდრამ გურამი გაახსენა და მელანქოლიამ შემოუტია,როგორ ენატრება ტკბილი ბაბუა,გარეთ გაიხეა და როდესაც ცაზე ვარსკვლავები შენიშნა სწრაფად ამოიცვა სპორტულები და ეზოში გავიდა,სულიერი არ ჩანდა ირგვლივ,ყველას უშფოთველი ძილით ეძინა,მხოლოდ ხეები შრიალებდნენ,რომელსაც მტკივნეულად წყვეტდა ქარი ფერად ფურცლებს,შემოდგომა ილეოდა უკვე,ნოემბრის ბოლო რიცხვები იყო.
ირგვლივ ფერადი ფურცლები ეყარა,ზოგი ერთად შეკოწიწებული,რომელიც მეეზოვეს შეეგროვებინა,ზოგი კი სულ ახლად ჩამოფრენილი ხიდან.
კატოს პატარაობიდანვე უყვარდა შემოდგომა,მიუხედავად იმია რომ სიცივესთან ასოცირდება ეს წელიწადის დრო,მაინც ყველაფერი ფერადია,ყველაფერს ტავის იერს სძენს ეს სხვადასხვა პიგმენტებით შეფერადებული ფოთლები,ირგვლივ მიმოიხედა,ასფალტი შეამოწმა,აინტერესებდა გამოივლიდა თუ არა ვინმე და როდესაც მიხვდა რომ არავინ იყო გამვლელი,სწრაფად გაწვა უწყვეტ ხაზზე,ხელები თავქვეშ ამოიდო და ვარსკვლავებს მიაჩერდა,ყველა კადრი ბავშვობიდან დაწყებული დღემდე დამთავრებული აღიდგინა გონებაში და ჩუმ ქვითინს მოჰყვა,როგორც იქნა დაიცალა იმ ემოციებისგან,რაც უკვე დიდი ხანია ლოდად ადევს თურმე გულზე,ნანობს,რომ აქამდე არ დაიცალა,ალბათ ყველაფერს თავის დრო აქვს,იგრძნო,როგორ ამოუწვა გახუებული სხეული გვერით და მისგან წამოსულ სითბოთივე ამოიცნო საყვარელი მამაკაცი,აქვითინებულმა გადახედა ლუკას და თავი მის გულ-მკერდზე მოათავსა.
-ახლა იქ სადღაც-თითი გაიშვირა ცისკენ გოგონამ-ჩემი საყვარელი ბაბუა იღიმის,იღიმის და ჩვენ გვიყურებს,გვლოცავს და უხარია..-ცრემლები გადმოგორდა გოგონას თვალებზე
-როგორც იქნა კატო,როგორც იქნა დაიცალე იმ ემოციებისგან,რომელსაც უკვე შენში მარხავ,რომელმაც სრულიად სხვა კატოდ გაქციეს,რომელმაც უემოციო კატოდ გაქციეს,მიხარია რომ ეგ კატო გაქრა-გაუღიმა ლუკამ,შემდეგ გოგონას ხელს ეამბორა და მშვიდად განაგრძო-ერთი სურვილი ისევ დამრჩა,გახსოვს?-ორივეს გაეღიმა-მინდა რომ ჩემი საკუთრება, ჩემი ცოლი გახდე!- კვლავ გაუღიმა გოგონას და მანაც კატოს მიბაძა,ისიც წამოდგა ფეხზე,ატირებულ გოგონას პასუხის მოლოდინში თვალებში ჩააშტერდა და სუნთქვასთან ერთა გულიც კი შეკუმშა რამდენიმე წამის მეასედში.
-თანახმა ვარ,ლუკა,ეს შენი მეორე სურვილიც შევასრულო-მოევია მამაკაცს და ისე ძლიერად მოუჭირა,ვგონებ,აწი ვეღარავინ შეძლებს მათ განცალკევებას.
-მიყვარხარ,პანტერავ,შენ მხოლო შემი საკუთრება ხარ,მხოლოდ ჩემი!-მთელი სახე დაუკოცნა გოგონას
-მეც ძალიან მიყვარხარ-კატო კვლავ ძლიერად მოეხვია მამაკაცს...

თეკლამ პირობა შეასრულა,კატოსა და ლუკას ქორწილში წყვილის ფოტოგამოფენა მოაწყო...
ყველა ბედნიერი იყო.
ყველა.

*ხუთი წლის შემდეგ*
გაბერილი კატო ჩხუბის ხმამ გამოაფხიზლა სიზმრიდან,ფრთხილად წამოდგა და მისაღებისკენ წავიდა,იქ,საიდანაც ხმები გამოდიოდა,ნახევრად მძინარე კარებთან დადგა და რას ხედავს.
თავისი პატარა ელა მაგიდაზე ასულა და მამა-შვილს ჩხუბი გაუმართავთ.
-ახლავე ჩამოდი,ელა,მაგიდიდან!-ეუბნებოდა ლუკა,თუმცა პატარა ქალბატონმა იუარა მკაცრი ტონი და ხელები გადააჯვარედინა
-არ ჩამოვალ!-გაჯიუტდა ელა
-ახლავე ჩამოხვალ,ღორი ხომ არა ხარ იქ იდგე სადაც ჭამ!-განზრახ ეჩხუბებოდა ლუკა,ხვდებოდა რომ გოგონას ნერვები ეშლებოდა და მხოლოდ კატო ხვდებოდა თუ რამხელა ძალისხმევად უღირდა რომ არ გასცინებოდა მამაკაცს
-შენ მე ღორი მიწოდეე?-აჩლიფინდა პატარა ქალბატონი და გამობერი მუცელზე თითი მიიდო
-ხო შეენ!-თითი ლუკამაც მიადო ბავშვს და როდესაც დაინახა,რომ პატარას ცისფერ თვალებში ცრემლები ჩაუდგა თვითონაც აძვრა მაგიდაზე-ოღონდ შენ არ იტირო და თუ გინდა მთელი დღე აქ ვიჯდე-გულში ჩაიკრა აკისკისებული ქალიშვილი და მარწყვისფერი ქერა თმების სურნელი შეისრუტა-დედაშენის სურნელი გაქვს-გაუღიმა ქალიშვილს და მხოლოდ ახლაღა შენიშნა კარებთან მდგარი გაბერილი ცოლი,რომელიც მუცელში მჯდომ ბავშვს ესაუბრებოდა.
-ხედავ,დე,რა გიჟი მამიკო და დაიკო გყავს,ოღონდ შენც ამათ არ დაემსგავსო რაა-ხელით ნაზად მოეფერა მუცელს,შემდეგ სახე დამანჭა და ახარხარებულ მამა-შვილს გადახედა-რაა?-გაიბუსხა კატო და ტუჩები საყვარლად გაბუსხა.ლუკამ ელა მაგიდიდან ჩამოსვა და კატოს მიუახლოვდნენ,ელამ დედას მუცელზე მიაკრო ტუჩები,ლუკამ კი პირდაპირ ბაგებზე დაეტაკა,თუმცა არ დავიწყებია თავისი პატარა ქალიშვილი,რომ უცქერდა და თვალებზე ხელი ააფარა გოგონას,რაზეც ყველას გაეცინა.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი:
ძალიან,ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობდით.
ძალიან მიყვარხართ!
ყველაზე თბილები და ტკბილები ხართ! იმედია მოგეწონათ. love



№1  offline წევრი aNuGi

ს ა ს წ ა უ ლ ი გოგო ხარ!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

დაძინებას ვაპირებდი,მაგრამ დასასრულიო რომ წავიკითხე,გავოცდი.
ჯერ არ ველოდი.
ისე,ძალიან,ძალიან კარგი იყო!
ძალიან მომეწონა,ხშირად წავიკითხავ ამ მოთხრობას თავიდან.❤️❤️❤️
ჰო,აწი არ შემეძლება შენ ნიკზე გულგრილად ჩავლა,გელოდები ახალი ისტორიით.❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი Ketis

Vaime vgijdeeeeebiii vgijdebiiiiii ar sheidzleba asecc!! Gelit sheni axali sascauli istoriit

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შესანისშნავი იყო ყოჩაღ

 


№5  offline წევრი I L O N A

გადასარევი იყო მადლობა თქვენ ამ ძალისხმევისთვი

 


№6 სტუმარი Mariami

Dzalian magari iyo.martlac rom saocari gogo xar. Imedia male dagvibrundebi axali istoriit..warmatebebi..

 


№7  offline მოდერი Nina))

ძალიან,ძალიან მიყვარხართ,გოგონებო,მადლობა ამ სითბოსთვის და მადლობა რომ კითხულობდით. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

უძალიანესად მომეწონა ყოჩაღ , ველოდები ახალ ისტორიას არ დააგვიანო იცოდე.

 


№9  offline წევრი TeddyBear

ძალიან კარგად წერ, შენი წინა მოთხრობა მაქვს წაკითხული და საშინლად მომწონს.
ამის დასრულებას ველოდებოდი რომ წამეკითხა დარწმუნებული ვარ ესეც არაჩვეულებრივი იქნება love

 


№10  offline მოდერი Nina))

მადლობა ძალიან,ძალიან დიდი love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№11  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Dzalian magari motxroba iko bravoo!martla visiamovnee :)

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე ახლა ისე ვარ რო არ ვიცი რა დავწერო რაა თან ხო გამაბედნიერა ამ დასასრულმა თან დასასრულს რო შევხედე ისე დამწყდა გული რო რა ვიცი რა .
ძალიან მაგარი ისტორია იყო ჩემს ფავორიტებში შევიდა ,რომელიც არც ისე ბევრია love
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ wink
ველოდები შემდეგს

 


№13  offline წევრი TeddyBear

აი ამის კითხვაში შემომათენდა გუშინ და არც მინანია, ბრავო love
ამეტირა, სერიოზულად ამეტირა როცა გურამის სიკვდილის სცენა წავიკითხე, აი არ ვიცი რა ვიგრძენი... უფროსწორად იმდენად საშინელი სიცარიელე იყო ჩემს სულში და გულში თითქოს მე დამეკარგოს საყვარელი ადამიანი sad
საერთოდ არ მიყვარს სახელი "ლუკა" მაგრამ მგონი ამ მოთხრობამ შემაყვარა wink თან ძალიან სიმპათიურ ტიპად მყავს წარმოდგენილი აი ისეთად ჟრუანტელი რო უვლის კაცს უხხ ლუკა რა უხხ wink
განსაკუთრებით ის სცენა მომეწონა რატომღაც სიცხიანი კატო რომ ლუკას კითხულობდა. ვაიმე ეგ სცენა რამდენჯერ წავიკითხე არც მახსოვს, წავიკითხავდი და ისევ უკან ვუბრუნდებოდი love საოცრება ხარ ს ა ო ც რ ე ბ ა love
წინა მოთხრობაზე ხო ვგიჟდებოდი და აი ამაზე ხო ვაფშე გავგიჟდი, აშკარად უფრო დაიხვეწე შენც და შენი წერის სტილიც love მაგარი გოგო ხარ და ველი შენს შემდეგ ისტორიას. არასდროს შეწყვიტო წერა, ვერც კი წარმოიდგენ რამდენად დიდ სიხარულს ანიჭებ ხალხს შენი ნაწარმოებებით love ჰმმ იქნებ ოდესმე შენი წიგნის პრეზენტაციაზეც მოვხვდე რა იცი wink love

 


№14  offline მოდერი Nina))

vaime,dzalian dzalian didi madloba,gogoebo,mikcarxart dzalian love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№15  offline მოდერი ენემი

ვაუ heart_eyes საოცრებააა, აი ისეთი სიტყვებს რომ ვერ ვუყრი თავს kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent