შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგზოტიკური კოცნები -1-


16-07-2016, 18:33
ავტორი Firefly
ნანახია 2 856

საჭესთან ვიჯექი და ჯარისკაცული შემართებით ვცდილობდი არ ჩამძინებოდა.
გაიღვიძე...!
გაიღვიძე!
გ ა ი ღ ვ ი ძ ე ! გუგუნებდა ალტერ ეგო და მუშტს სასაცილოდ მიღერებდა.
საშინელება იყო,მე მორიგე ვიყავი,ზედიზედ 72 საათი, არ მეძინა და ახლა მთელი ძალით ვებრძოდი ქუთუთოებს,აქაო და არ დაიხუჭოთ-მეთქი.
-მოქალაქევ...-ბოხი ბარიტონი მაფხიზლებს და ლამისაა ჭკუიდან შევიშალო,მე მან გამაღვიძა!
სწრაფად საწყის პოზიციას ვუბრუნდები და როცა ფანჯარასთან სასაცილოდ აყუდებულ,გაღეჭილ გეგას ვხედავ,ვმშვიდდები.
თუმცა არ ვიცი,გეგა მამშვიდებს თუ მის ხელში ჩაბღუჯული ყავა,რომელიც ჩემი გამოფხიზლების ერთადერთი საშუალებაა...
-კიდრევ 4 საათი და ჩვენი სმენა დასრულდება!-დაღლილი ხმით ამბობს ის და ღვედს იკრავს.მე ნელ-ნელა ვძრავ საპარტულო ავტომობილს და გზაზე გავდივარ,თან ცხელ ამერიკანოს მივირთმევ.
გზები ცარიელია,თუმცა არც გასაკვირია რამე,ახლა ხომ დილის ხუთი საათია.
საშიშია ღამე,საეჭვოდ მდუმარე...
და შავი.
თითქოს რაღაცას მალავს და ეს უფრო ეგზოტიკურს ხდის...
რაციის ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ და ყურადღებას ვიკრებ.
-მეცუთე და მეექვსე ავენიუსების გადაკვეთაზე,კორპუსებში გაიარეთ.-აცხადებს ლიანა.
გეგა უკმაყოფილოდ ჩასძახის რაღაცას.
მე ვხვნეში.
ყოველდღე ერთი პენსიონერი ქალი,ბირჟავიკების ხმაურის გამო რეკავს.
დასკვნა:გიჟია ეს ხალხი,ან უსაქმური,ან უძილობა სჭირთ.
-მოკლედ რა,ერთი სული მაქვს შვებულებას როდის ავიღებ.-დაქანცული ამბობს გეგა.
-მტოვებ?-თითქოს და სასოწარკვეთილი ვამბობ,თუმცა ტუჩისკუთხეში მაინც მეპარება ღიმილი.
-სხვა რა გზა მაქვს,მომენატრა ცოლ-შვილი,ამ სამსახურის გადამკიდე სახლში მხოლოდ დასაძინებლად თუ მივდივარ.-უკმაყოფილოდ შლის ხელებს.
-მასეა მასე...დიდი უპირატესობა აქვს მარტო ცხოვრებას,არავინ მელოდება შინ და ამიტომ უფტო ლაღად ვგრძნობ თავს.
-კაი?სანამ იქნები გოგო მასე?-მთელი რაკურსით ტრიალდება ჩემსკენ გეგა.
-სანამ გავძლებ...-მის დაჟინებულ მზერაზე მეცინება და თავს ვაკანტურებ.
-ვინმე უნდა გაგირიგო....-ბურდღუნებს და აზუზუნებულ ტელეფონს გაკრეჭილი პასუხობს.
შენიშვნა:ცოლი ურეკავს!
არა,რა,ჯიგარია ქალია,ლილე!-მეცინება მე.


განყოფილებაში ცოცხალ-მკვდარი შევდივარ,მანქანის გასაღებს გუჯას ვაბარებ და უაკანვე ვბრუნდები.
საშინლად ვარ დაღლილი,ძველები მიჭახჭახებს და უმალ ოცნებებში ვვარდები როცა ჩემს დიდ საწოლს წარმოვიდგენ...მმ რა გემრიელად წამოვგორდებოდი და ვიძინებდი მომავალ მორიგეობამდე.ვფიქრობ და ჩემს შავ რეინჯროვერში ვჯდები.
-ჰეი,ლოლიტა,-ფანჯარაზე მიკაკუნებს გეგა.- ამ ჩვენთან მობრძანდები ზუსტად 8-ზე,უარი არ მიიღება!-მეუბნება ღიმილით და განზე იწევა რომ გატაროს.
-არ ვიცი,არ ვიცი...თუ მოვახერხებ აუცილებლად გამოვალ.-სიტყვას ვაწევ და მანქანას ადგილიდან ვძრავ თან მუსიკას ვრთავ და თანვე ვყვები.
Don't say a word while we dance with the devil
You brought a fire to a world so cold
We're out of time on the highway to never
Hold on Hold on Hold on...


***
ბედნიერი ვაღებ ბინის კარებს და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,მენატრება ოჯახური გარემო.მშობლები სხვა ქალაქში ცხოვრობენ,სასწავლებლად წამოსულმა აქვე გადავწყვიტე ცხოვრება,რადგან შევეჩვიე აქაურ გარემოს და შემოვრჩი კიდეც...
მანქანის გასაღებს მაგიდაზე დაუდევრად ვაგდებ,პოლიციის უნიფორმას ვიხდი და სააბაზანოში შევდივარ.
წყალი ჩემი ბედნიერებაა.
ჩემი ეგზოტიკა,
და ყველაფერი რაც კომფორტთანაა დაკავშირებული.
ძალიან დიდ ხანს ვყოვნდები ჭავლს ქვეშ და დანაოჭებული კანი მატყობინებს რომ დროა "გამოვეტიო".ონკანს ვკეტავ,ფუმფულა პირსახოცის ხალათში ვეხვევი და ჩემს ოთახში გავდივარ.
ვიღაც რეკავს.
ეს-ღა მაკლდა,მე ხომ დასვენება მინდოდა?! სასოწარკვეთილი ვკრუსუნე და ტელეფონს საწოლიდან ვიღებ.
ლილეა.

-კობახიძის ასულო-ენერგიულად ჩყვირის ლილე.-დღეს ჩემი და გეგას ქორწინების ოთხი წლისთავია და იცოდე თუ არ მოხვალ სასიკვდილოდ გადაგიმტერებ, დემეტრეს გეფიცები!-ქოთქოთს განაგრძობს ის.
-არადა დაძნებას ვაპირებდი...-ვჩურჩულებ მე.
-რა დაგაძინებს გოგო!
-კარგი ლილე,ჩემი ნათლულის გამო ღირს მარტო მანდ მოსვლა...-ვხითხითებ მე.
-ჰო,დემეს ძალიამ მოენატრე.
-კარგი,მოვალ.

^^ეს რა ცოდვა მაქვს მიუტევები^^
ხმამაღლა ვეკითხები ჩემს თავს,ტელეფონს საწოლზე ვაგდებ და მეც მოწყვეტით ვეცემი მასზე.




***
როცა თვალებს ვახელ პირველ რიგში ფანჯრიდან შემოსულ სიბნელეს ვხედავ.
ვაი-ვიშით ვდგები და ბუზღუნით ვიცვამ ბანტის ნაჭრის ნაცრისფერ,გაფიფინებულ,მოკე ქვედაბოლოს თეთრ ტოპი-მაისურს,კედებს.თმას გაშლილს ვიტოვებ,ისედაც საკამოზე მეტად აფუებული მაქვს.
ყველაზე ბოლოს ტელეფონის არსებობა მახსემდება და საბოლოოდ ბალიშის ქვეშ ვპოულობ. გეგას და ლილეს აუფეთქებიათ!
დაახლოვებით ნახევარ საათში,საჩუქრით ვდგავარ ცოლ_ქმრის კარებთან და კარის გაღებას ველოდები.
-ვაიმე რა მაგარ დროს მოხვედი!-იცინის ლილე და სასტუმრო ოთახში გავყავარ.
ოცდაათი წყვილი თვალი მაჩერდება.
უხერხულად ვარ ერთადგილას აწურული და თითებს ერთმანეთში ვხლართავ და მომემტალაურად ვწევ თაცს ჩემსკენ მომართულ წინადადებაზე.
-ჩემი საცოლეც მოსულა!-ამბობს მაღალი ლურჯთვალება ბიჭი რომელიც დინჯი ნაბიჯებით და მომხიბვლელი ღიმილით მოიწევს ჩემსკენ.
გამოშტერებული ვუყურებ მას,შემდეგ ლილეს,ხალხს.ისევ;
მას,
ლილეს,
და ხალხს.
ვგრძნობ როგორ მეხვევა თავბრუ და ვცდილობ სიტუაციაა გავაანალიზო.
თვალებს გაოცებული ვაფახულებ...
მას ხელში ვყავარ აყვანილი და მატრიალებს...
ინსტიქტრად ვხვევ ყელზე ხელებს,
უფრო სწორედ სიმაღლის მეშინია და ამიტომ...
თუმცა რადროს ეგაა,მაინტერესებს რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს?!



№1 სტუმარი etiko

au ra magaria dzaan momwons male dade ra axali tavi da cota didi dawyeba kargia

 


№2  offline წევრი Firefly

etiko
au ra magaria dzaan momwons male dade ra axali tavi da cota didi dawyeba kargia

მადლობა ჩემო კარგო,
მიხარია თუ მოგეწონა.
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი Io

მოუთბენლად ველოდები გაგრძელებას ეგზოტიკურია ნამდვილად :დდ

 


№4  offline მოდერი Behandice

უჰ კარგია მომეწონა ძალიან..ველოდები ახალ თავს რაც შეიძლება მალე love

 


№5  offline წევრი Firefly

Io
მოუთბენლად ველოდები გაგრძელებას ეგზოტიკურია ნამდვილად :დდ

გმადლობ
--------------------
M.T

 


№6  offline მოდერი sopiko

დაგვიბრუნდა დაკარგული?
მომენატრე, მარიკუნა love
სახალისო ისტორია ჩანს! რაღაც შემთხვევითი, მოულოდნელი, ტკბილობა დასაწყისია! აბა, შენგან სხვას რას ველოდი...
არა, რას ფიქრობდა ეს ბიჭი, რომ მივარდა პირდაპირ და არც შეეკითხა, სიმაღლის გეშინია თუ არაო? lol
ნეტავ, რა აქვს გეგმაში? ან რა მხრივ შეცვლის ლოლიტას ცხოვრებას? ეს ლილეს და გეგას ხრიკებია? ვიღაც უნდა გაგირიგოო... ო-ო-ო! ჩემი ''აფერისტი მაჭანკალი'' გამახსენდა lol თუმცა რა თქმა უნდა ამას არავითარი საერთო არ აქვს მასთან!
იცოდე, არ დამაღალატო! შეწყვეტა ან დაგვიანებები არც გაბედო lol
კარგი გოგო ხარ, გულებიანო love

პ.ს. ყოფილო გულებიანო, ახლა რომ პეპელა ხარ, დამავიწყდა request

 


№7  offline წევრი Firefly

გამახარა შენმა კომენტარმა,მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე რამე დამეწერა,მითუმეტეს რომ ძალიან მომენატრა ეს პროცესი და მკითხველთა სითბო.
ნაწერი ცოტა ნაჩქარევია და მომავალში თანდათან ავეწყობი, ალბათ.

პ.ს
ძალიან,ძალიან გამიხარდა რომ გახსოვარ! love
--------------------
M.T

 


№8  offline წევრი mimimimo

ჩემსკენ - არა, ჩემკენ.

ხელში აიყვანა და განა რა სიმაღლეა? wink

მომწონს.
ველოდები ახალ თავს.

წარმატებები! feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent