შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო დღიურო


16-07-2016, 19:49
ავტორი taska
ნანახია 1 449

შენი ბედნიერებისთვის სხვა არ უნდა გასწირო, მაგრამ არც საკუთარი თავის სხვისთვის გაწირვას აქვს აზრი. ამას ახლა ვხვდები როცა ცხოვრების დიდი ნაწილი უკვე განვლე...
წლების შემდეგ რატომღაც მომინდა ჩემი ძველი დღიურისთვის ახალი ამბავი მომეყოლა.
დღეს 2016 წლის 15ივნისა, ამ დღისთვის დიდი ხანია ვემზადებით. მინდა ყველაფერი ისე გამოვიდეს როგორც ნინას უნდა. მე ერთხელ უკვე ხელიდან გამომგლიჯეს საკუთარი ცხოვრების გასაღები და დიდი საკეტით ჩარაზეს. ახლა როცა ჩემი შვილის ცხოვრებაში დგება ახალი ეტაპი არავის მივცემ უფლებას ჩემი გოგოს ცხოვრებაში აფათუროს ხელები.
ახლა ამდენი წლების შემდეგ სინანულს და ცრემლებს აზრი არ აქვს, მაგრამ აქ გულის კუთხეში სიმძიმეა.... ვერ ან არ განცდილი ბედნიერება მაწევს ლოდად გულზე.. მაშინ როცა ცხოვრება მინდოდა, როცა ყოველი ახალი დღე მახარებდა როცა მზე ჩემი თვალებიდან ანათებდა ყველაფერი შეიცვალა, ყველა ლამაზი ოცნება რაც თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზე იყო გაქრა. დღეს კი როცა წლების შემდეგ წარსულზე ვფიქრობ ტკივილის მეტი არაფერი ჩანს.
მაშინ როცა ჩემი ბედნიერება წამგლიჯეს ხელიდან ვერ წარმომედგინა რომ ცხოვრება ასე ულმობელად მომექცეოდა და კიდევ შემახვედრებდა მას ვინც ჩემს თავზე მეტად მიყვარდა, ამჯერად სხვა სტატუსით და სხვა რეალობაში. ზოგჯერ თავს ვიდანაშაულებ, ჩემი ბედნიერებისთვის უნდა მებრძოლა, მაგრამ ვერ შევძელი, პატარა გოგომ ვერ გავუძელი ამდენს და დავნებდი. იმიტომ, რომ "ის" ერთადერთი ვინც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა გადამერჩინა, თავისუფლება მიმეცა და სიცოცხლის უფლება არ წამერთმია. ხო, შემეშინდა და დავნებდი.
ახლა რაღა დროს ცრემლებია, ჩემი გოგოს ქორწილია და მის გვერდით უნდა ვიყო ცრემლების გარეშე.
კარებზე კაკუნის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან, დღიური ლეიბის ქვეშ დავმალე ცრემლები შევიმშრალე და კარები გავაღე
- გიორგი? შენ?
სიტყვები ვერ მოვძებნე აზრის ასაწყობად, ეს თვალები, გამოხედვა, მზერა დღესაც მწვავს...
-ხო, მე ვარ! დროა უნდა წავიდეთ..
მისი ხმის გაგონებისას იმ პატარა გოგოსავით დავიბენი წლების წინ ჩემში რომ ცხოვრობდა და წუთიერი ბედნიერება იგრძნო..
-შენი აქ ამოსვლა არ იყო საჭორო... გაკვირვებული დავრჩი როგორ შევძელი ასე მკაცრად მეპასუხა...
-ვიცი, მაპატიე... თქვა და შებრუნდა, წავიდა და ჩემი გულის ნაწილიც გაიყოლა...
როგორ? ამდენი წლის შემდეგ ნუთუ არაფერი შეიცვალა? არა არ შეიძლება კიდევ მიყვარდეს, 20 წლის შემდეგ. მითუმეტეს ახლა... ამას ჩემი შვილის გამო ვერ ვიზამ..



№1  offline წევრი ნეპტუნიელი

და და და დაამმმმ... ძალიან კარგი და ამავ დროულად დამაინტრიგებელიც ი იყო. ველი შემდეგს. წარმატებები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent