შენი ბოლოს წინა კოცნა
გაბანალურდა სულ ყველა სიტყვა, რასაც ვწერ არის ტკივილი მხოლოდ და ვერ ვიხსენებ ,წლების წინ ვინ თქვა, რომ არც ერთ გრძნობას არა აქვს ბოლო. ვზივარ ახლა და ჩამესმის ლოცვად, ძლივსგასაგონი ჩურჩული შენი , თუმცა ყველაფერი წლების წინ მორჩა, მაინც შენზე ვწერ და შენზე ვმღერი. აზრი აღარ აქვს წერას ლექსების , სულ ყველა გრძნობა წლების წინ მოკვდა მაგრამ მე მაინც მახსოვს ცრემლებით შენი ბოლოს წინა კოცნა... შენ აღარა ხარ აქ ახლო მახლოს და აღარ მესმის მე შენი სუნთქვა , მაგრამ მე მაინც, მე მაინც მახსოვს შენი ბოლოს წინა კოცნა. ისევ ცრემლები უაზროდ მახრჩობს თუმცა ყველაფერი წლების წინ მორჩა, მე მაინც ისევ ბავშვურად მახსოვს შენი ბოლოს წინა კოცნა . გაბანალურდა სულ ყველა ფრაზა , ტკივილმა ჩემი ნერვები მოკლა, ..და მოგონებად მე მხოლოდ დამრჩა, შენი ბოლოს წინა კოცნა. აზრი აღარ აქვს წერას ლექსების მორჩა ყველაფერი წლების წინ მორჩა, მაგრამ მე მაინც მახსოვს ცრემლებით,_ შენი ბოლოს წინა კოცნა ... ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.