შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იფიქრე,პატარა. (თავი მეორე)


17-07-2016, 12:00
ნანახია 1 350

24 ოქტომბერი,2016 წელი.

მთელი ღამე თეთრად გავათენე ტირილში, ვიჯექი აივანზე და უბრალოდ ვფიქრობდი ღმერთი ასე რატომ მომექცა ღმერთს ისინი რატომ მიჰყავს ვინც ჩვენი საყრდენია და ვის გარეშეც ყველაფერი შეიცვლება ამოტრიალდება და ქაოსს დაემსგავსება. მისი სახე ისევ თვალწინ მიდგას,მისი თვალები თითქოს რაღაცას ითხოვდა,ითხოვდა შველას,ყურადღებას ან შეიძლება სულაც პატიებას მე პირადად მათში სინანული დავინახე თითქოს ნანობდა ,რომ ასე უდროო დროს წავიდა,ნანობდა ,რომ მტოვებდა და მის გარეშე მომიწევდა ამ სამყაროში არსებობა. ის კი ნანობდა ,რომ მე მის გარეშე მომიწევდა ცხოვრების გაგრძელება,მაგრამ მე თუ შევძლებდი?! შევძლებდი თუ არა უბრალოდ ადგომას და ცხოვრებას ?! პასუხი აშკარაა უბრალოდ არსებობას შორის და ცხოვრებას შორის დიდი განსხვავებაა. არსებობ ,მაგრამ ვერ გრძნობ ,რომ ცოცხალი ხარ. აი ასეთი ვარ 23 ოქტომბრიდან, გარეთ ბოლოს გუშინ ვიყავი და ალბათ არასდროს მომინდებოდა გარეთ გასვლა,გაღიმება და იმ რაღაცეების გაკეთება რასაც ლეოსთან ერთად ვაკეთებდი.


ტელეფონი ავიღე და კანკალით ავკრიფე დედის ნომერი,არვიცოდი ,როგორ მეთქვა რა მეთქვა ან საერთოდ როგორ დამეწყო.

-ჰო სტეფ,ჩემო ლამაზო გღვიძავს მანდ ალბათ შუა ღამეა,ჰო? რა გატირებს სტეფ,რამე მოხდა? სტეფფ? ლეო კარგადაა?
-ლეო აღარაა დე._ და მაშინ ვინანე მეც მოვმკვდარიყავი ,რომ ეს მე არ განმეცადა,იქვე ჩავიკეცე და ბოლოხმაზე დავიყვირე
ეს ხანდახან შველის,ვგრძნობ როგორ გამომაცალეს ჩემი საკუთარი სულის ნაწილი ასე მგონია გული აღარ მაქვს ამომაცალეს წინ დამიგდეს და გადაუარეს. ვინმემ ამიხსენით ,როგორ გავაგრძელო ცხოვრება,უბრალოდ მითხარით.

დედ-მამა ერთი თვით საბერძნეთში იყვნენ ლეომ გაუშვა გეყოთ თქვენ რაც გამოიარეთ დაისვენეთო,მაგრამ მან უარესი გააკეთა ამაზე დიდი ტკივილი მათთვის არავის მიუყენებია. მეორე დღესვე ჩამოვიდნენ მე არ დავხვდი მთელი დღე ოთახში ვიყავი,ხმას არვიღებდი,არც ვჭამდი ერთი ბოთლი წყალი მედო და ჩვენი ბავშვობის ალბომი,ერთ-ერთ ფოტოს შევხედე მაშინ რვის ვიყავი რა პატარა,ლეო კი უკვე 14ის იყო,სახლიდან გავიპარე მე უტვინო მაშინ სოფელში ვიყავით და აღარ ვიცოდი რა მექნა ყურადღების მისაქცევად,ლეომ მთელი სოფელი ამოიარა და ბოლოს მიპოვა. ფოტოზე აღბეჭდილია ,როგორ მეხუტება მთელი ძალით და თან მიბღვერს. არვიცი ამ სახლში ,როგორ უნდა ვიცხოვრო ყველაფერი მას მახსენებს,ყველა ნივთი რაღაცასთან გაკავშირებს.

მის დაკრძალვაზე საუბარი არმინდა,ეს დღე უბრალოდ ცხოვრების ყველაზე შავ დღედ შევრაცხე.

23 სექტემბერი.
12:30

ჩამძინებია,თეთრად გათენებულმა ღამეებმა მაინც თავისი ქნეს,ავდექი და პირველად სარკეში ჩავიხედე და თვალებს დავაკვირდი იმ ცისფერი თვალებიდან არაფერი იყო დარჩენილი განაცრისფრდა და ჩამქრალა ჩაშავებული უპეები და ჩაწითლებული თვალები...საშინლად გამოვიყურებოდი. აბაზანაში შევედი ცივი წყალი შევისხი და თმები გავიშალე დიდხანს ვაკვირდებოდი და შემდგომ გაუაზრებლად მაკრატელი ავიღე ჩემი თმები ძირს ეცემოდა მე კი ამით არვიცი რას ვაკეთებდი უცბად გავიფიქრე: "ლეო ჩემს თმებზე გიჟდებოდა","მეც ვგიჟდებოდი მასზე ,მაგრამ დამტოვა". თმა ყურს ცოტა ცდებოდა მეტი ვეღარ შევძელი უბრალოდ ცივი წყლის ქვეშ ვიდექი მაკრატლით ხელში და ჩემს თავს ვუყურებდი მე ვეღარ ვიქნებოდი ის ვინც ერთი თვის წინ ვიყავი.

შავი კაბა გამოვიღე,შავი ქურთუკი,შავი ფეხსაცმელი და ქვემოთ ჩავედი დედას დაკრძალვის შემდეგ პირველად ვხედავ ოცი წლით დაბერებულს ჰგავს გული მომიკვდა, მივუახლოვდი მასთან ერთად დავჯექი დივანზე და ჩავეხუტე,უბრალოდ მინდოდა მეგრძნობინებინა ,რომ კიდევ ყავს შვილი და მე აღარ დავტოვებდი.


14:35-შუა დღე.


კარებზე ზარია,ვაღებ და უცბათ ჩემზე ორი თავით მაღალ ახალგაზრდა ბიჭს ვხედავ.

-გამარჯობა,მე დეტექტივი დანიელ კალანდაძე ვარ,თვენი ძმის მკვლელობას ვიძიებ და რამდენიმე შეკითხვის დასმა მინდა თქვენთვის.
-მობრძანდით.

დეტექტივი ჩვენთან ერთი საათი გაჩერდა,მეც უზომოდ მინდოდა გამოძიებას დავხმრებოდი ,რომ ყველა შეკითხვას კარგად ვიაზრებდი და ჩემს არეულ თავში პასუხს ვეძებდი.

04:00

ღამეს ისევ თეთრად ვათენებდი,ლეოს მოგონებებიდან ჩემი ფიქრები სხვა რაღაცას ან უფრო სწორად ვიღაცას გადაცდა...ლეოს მკვლელს. მის მკვლელს აუცილებლად იპოვის დეტექტივი და როცა მას ვნახავ მინდა თვალებში ჩავხედო და ვკითხო "დაისვენე?" ,მაგრამ რომ ვერ იპოვონ?! რა მეშველება?! ვერ მოვისვენებ.
უცბად რაღაც აზრი მომივიდა თავში მეც ხომ დეტექტივი ვარ,დიახ გამოუცდელი მაგრამ ეს იქნება ჩემი პირველი საქმე,დღეიდან მე მის მკვლელს მოვძებნი და პირადად მე ვიპოვი.


________
ესეც მეორე თავი



№1 სტუმარი მკ

კარგია მაგრამ ცოტა დიდები დადე ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent