შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 9)


18-07-2016, 00:01
ავტორი llella
ნანახია 3 618

ხვიჩას ნაამბობი:

ადამიანი რომ გადაწყვეტ რაღაცას, უმეტეს წილად ამ აზრის მწყობრში ჩადგომას უწევ პრიორიტეტულ დახმარებას, ბოლომდე ცდილობ რეალობად აქციო ის რაც გაიფიქრე წამის წინ, საათის წინ, წლების წინ, ანდა არის ისეთი მომენტებიც როცა მთელი ცხოვრება აწყობ რაღაც ერთი გზის გასავლელ და ამ გზაზე ჩაწყობილი საქმეების გადაჭრისა და მოქმედებაში შეყვანის გეგმას.
ნებისმიერ ადამანს ჰქონია ისეთი მომენტი როცა გასჩენია იმის სურვილი, რომ ამდგარიყო და რაღაც ერთ მომენტში გადაეხვია ამ გზიდან და დაუწყობელი, დაუგეგმავი და შეუჯამებელი გზით ევლო, მაგრამ ადამიანების 90% ამას შიშით უარყოფს და ფიქრობს, რომ სჯობს დაშტამპულ წესებს გაყვეს, ვიდრე მოიქცეს „ცოტათი“ გაუაზრებლად და „ვაი და გზა აებნას“ შიში, ისევ ეს დასაწვავი შიში.
ჰო ამ მომენტშიც ჩემს თავს ეს შიში დასტრიალებს.
დილით ენერგიით სავსეს გამეღვიძა, სასწრაფოდ წამოვვარდი ფეხზე და დღევანდელი გეგმების გახსენებისას სიამოვნებით გამეღიმა.
წუთი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად რომ გუშინ საკუთარი თავი ტყუილად არ მლანძღავდა და ტყუილად არ იძახოდა დეგენერატი ხარო. სწრაფად ავიღე ტელეფონი და დათოს დავურეკე.
-ბიჭო დიდი დრო არ მაქ, დროზე აეგდე და გადმოეთრიე ჩემთან-ესღა ვუთხარი და გავუთიშე, ისე რომ პასუხის გაცემა არც ვაცადე.
სასწრაფოდ გავვარდი რატის ოთახში და გაღვიძება დავუწყე.
-ადექი ბიჭო დროზე.
-რა ხდება?-სასწრაფოდ წამოჯდა აწოლზე.
-ადექი და გეტყვი-ისიც ფეხზე წამოვარდა, მისი ადგომა და ნახევრად შიშველი დათოს გამოჩენა ერთი იყო.
-რა მოხდა? მშვიდობაა?
-რაღა რა მოხდა , რაღა რა მოხდა, დავიღუპე!-საწოლს დავეხეთქე და ამოვიოხრე.
-ბიჭო იტყვი რა ხდება?
-რესტორანში ხო მიმყავს დღეს კატო.
-ჰო, მერე?
-რა მერე ბიჭო, რა მერე, სად უნდა წვიყვანო? არაფერი არ მომიმზადებია, ეგ კიარა რა ჯანდაბა უნდა ჩავიცვა ეგეც არ ვიცი, აქ არაფერი არ მაქ, დასასვენებლად წამოვედი და არა შეხვედრებზე სასიარულოდ, ამ სპორტულებით კი სად წავიდე ჰა? 3ზე კატოს უნდა გავუარო და ვაი დედა შარში ვარ!-დავდე განაჩენი და ამოვიოხრე.
-შენ ბიჭო ნორმალური ხარ?-დამიყვირა დათომ.
-კითხვა უნდა მაგას?-აყვა რატიც.
-გამიხეთქე გული, მეთქი კვდება, დაჭრეს და რავიცი რა, რაც ცუდი იყო ყველაფერი ერთად ვიფიქრე.
-ამაზე ცუდი და საშინელი რაღა გინდათ ბიჭო, დავიღუპე!
-ადექი და ჩაიცვით, 5 წუთში მანქანაში ეგდეთ ორივე-გასცა ბრძანება დათომ და ოთახიდან გავიდა.
-ეს დღე გადაგვაგორებინა და მერე მე ვიცი ამ დილის გამო რასაც გიზამ.
-ვაიმე ეს დღე გადამაგორებინა მართლა 10იანზე და მე თვითონ მოვალ ჩემი ფეხით-გავიცინე.
-მიდი ჩაიცვი დროზე გველოდება.
სწრაფად გავედი ოთაიდან და ზუსტად 2 წუთში უკვე გარეთ ვიდექით.
-ჩვენი გეგმა ასეთია, ახლა 9 საათია, დრო მხოლოდ 5 საათი გვაქ, ის 1 საათი მომზადებას უნდა. ახლა მივდივართ და დავჯავშნით რესტორანში ადგილს, მაგრამ მანამდე უნდა ვიპოვოთ ოზურგეთში ყველაზე მაგარი რესტორანი, ამას მოუნდება 1-2 საათი, მერე წავალთ და შენ იყიდი ჩასაცმელს, შარვალ-კოსტუმი და ა.შ. გაფრთხილებთ თავიდანვე გამორიცხეთ, შანსი არაა მაგას არ გაყიდინებ, იყიდი მუქ-ლურჯ შარვალს, თეთრ პერანგს და კლასიკურ-სპორტულ ფეხსაცმელს, მისმინე საათი რომ იყიდე ლონდონში წამოღებული გაქ?-მკითხა დავითამ.
-კი.
-აჰა ანუ საათი საყიდი არაა. და ეგაა რა გზში ყვავილებსაც ვიყიდით და ვსო.
-საჩუქარი?-კითხვა დასვა რატიმ.
-აუ ბიჭო სულ დავიკარგეთ ახლა-თავზე ხელი ნერვულად გადაისვა დათომ.
-ეგ მე მომანდეთ-წამოვიძახე.
-მაშინ მე და რატი რესტორანს დავჯავშნით, შენ საჩუქარი იყიდე და მაღაზიაში შევხვდებით ერთმანეთს.
-ვსო შევთანხმდით.
ოზურგეთში ჩასულმა ბიჭები გავუშვი რესტორების სანახავად, მე კი სამაჯურის საყიდლად წავედი.
საიუველირო მაღაზიაში შესვლისთანავე თვალში მომხვდა ერთი სადა, მაგრად ძალზედ დახვეწილი სამაჯური, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია ისე ვიყიდე, ლამაზად შევაფუთინე, ხელი დავავლე და მაღაზიისაკენ გავეშურე.
იქედან გამომდინარე რომ მე დავლებულ საქმეს დროზე ადრე მოვრჩი, დროის მოგება გადავწყვიტე და ბიჭების გარეშე წავედი ტანსაცმლის საყიდლად, ამას კი ნამდვილად დიდი დრო მოვანდომე, ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე ის რაც მჭირდებოდა, იქედან გამოსულმა კი ბიჭებს დავურეკე.
-სად ხართ?
-მოვრჩით ჩვენ საქმეს, შენ სად ხარ?
-წრიულთან დამხვდით იქ მოვალ.
ზუსტად 20 წუთში ავტომობილში ვიჯექი.
-ტანსაცმელიც იყიდე?
-ჰო, მალე მოვრჩი საჩუქრის საქმეს და ვიფიქრე დროს დავზოგავ თქო.
-ჰო მართლა ბიჭო-გაიცინა რატიმ-მთლიანი რესტორანი დავჯავშნეთ.
-ეგ მინდოდა ზუსტად მეც-კმაყოფილს გამეღიმა.
-ყვავილებს რას ვშვრებით-მკითა რატიმ.
-რომ მივაკითხავ მაშინ ვიყიდი, ახლა არ მინდა.
-მაშინ წავედით სახლში.
სახლში რომ მივედით ორის-ნახევარი იყო, სასწრაფოდ ავვარდით ოთახში და მომზადება დავიწყე, აბაზანაში დიდხანს მომიწია გაჩერება.
-ანთაძე წვერს ხელი არ ახლო იცოდე გცემ.
-არც ვაპირებდი-გავიცინე და კარები გავაღე.
-მიდი ჩაიცვი რომეო, შენი წასვლის დროა-გაიცინა რატიმ და ოთახი დათოსთან ერთად დატოვა.
საჩქაროდ მოვემზადე, საკუთარ თავს გავხედე სარკეში, საჩუქარს დავავლე ხელი და ქვემოთ ჩავედი.
-გოგო რომ ვიყო მოგიტაცებდი შენს ძმობას ვფიცავარ-გადაიხარხარა დავლაძემ.
-ეს დღე გადავიტანო და მე ვიცი-ამოვიოხრე და სახლიდან გავედი.
მანქანაში ჩავჯექი, საჩქაროდ წავედი ქალაქში ყვავილების საყიდლად, ძლივს ვიპოვე რაც მე მჭირდებოდა, ბოლოს კი როგორც იქნა მივაგენი ლურჯ ვარდებს, ლამაზად შევაფუთინე და წავედი კატოს წამოსაყვანად.


კატოს ნაამბობი:

დილიდან ჩემს ოთახში აურზაური იყო, სოფო ხან საით მირბოდა, ხან რას აკეთებდა, სადაც იყო წავიქცეოდი თავბრუსხვევის გამო.
-მაკიაჟიც და ვსო მზად ხარ.
-გგონია ხვიჩას მოეწონება აი ეს?-საჩვენებელი თითი ზემოთ-ქვემოთ ავამოძრავე და სოფოს გავხედე. შავი მოკლე, ზურგამოღებული კაბა მეცვა და კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
-მოეწონება კიარა ყბა არ მოენგრეს გაოცებისგან მაგის მეშინია მე-გაიცინა და საქმეს შეუდგა.
ბოლო შტრიხიც და მზად ვიყავი.
-ულამაზესი ხარ!
-მადლობა-გავუღიმე.
უცებ კარებზე კაკუნის ხმა გავიგე, ქვემოთ ჩავედი, კარები გავაღე თუარა, გული როგორ არ წამივიდა არ ვიცი, ასეთი ხვიჩა არასდროს მენახა, ასეთი დახვეწილი, მკაცრი და მამაკაცური ერთად.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს.
-ეს შენ-ლურჯი ვარდები გამომიწოდა და გამიღიმა.
-ვარდები, თანაც ლურჯი, როგორ მიყვარს, მადლობა ხვიჩა!
-არაფრის-ისევ მისი ღიმილი და ჩემი დაბნევა-მზად ხარ?
-კი, შეგვიძლია წავიდეთ.
სახლიდან გამოვედით და პირდაპირ ავტომობილში ჩავჯექით. გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ავტომობილი რესტორნის წინ გააჩერა, ჯერ თვითონ გადმოვიდა, შემდეგ კი კარი მე გამიღო და გადმოსვლაში მომეხმარა.
-დღეს ძალიან ლამაზი ხარ!-მაჯახა რესტორანში შესვლისთანავე.
-მადლობა-თბილად გავუღიმე-მინდა აღვნიშნო, რომ შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები.
-რას მიირთმევთ?-უცებ ოფიციანტის ხმა გავიგე.
-მე მხოლოდ ცივი ყავა და შოკოლადის ნამცხვარი, კატო შენ რას შეუკვეთავ?
-მეც იგივე.
-მიხარია დღეს ჩემთან ერთად რომ ხარ აქ!
-მეც მსიამოვნებს იმ აყალმაყალს ცოტა ხნით მაინც რომ მოვშორდი.
-დამიზუსტე რა გსიამოვნებს-ცალი წარბი მაღლა აწია და გაიცინა-ის რომ აყალმაყალს მოშორდი, თუ ის რომ ჩემთან ერთად ხარ აქ?
-ორივე თანაბრად.
-არა აირჩიე მხოლოდ ერთი-ხმა გაიმკაცრა და წინ გადმოიწია.
-და რააზრი აქვს ამას?
-ჩემთვის აქვს.
-მე რომ შენთან ერთად ყოფნა არ მინდოდეს აქ არც ვიქნები.
-პასუხი მიღებულია-კმაყოფილს გაეღიმა-მინდა რაღაც გაჩუქო და ძალიან გთხოვ, უსიტყვოდ მიიღო ის ჩემსგან, მინდა გქონდეს რაღაც ჩემი-კოლოფი გამომიწოდა და მანიშნა გამეხსნა. მეც ფრთხილად გავხსენი კოლოფი და გაოცებულს გამეღიმა.
-ულამაზესია, არ ვიცი, უბრალოდ მადლობა!
-არაფრის.
ამ დროს ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს.
-გასაკვირია, არავინ არ არის რესტორანში ჩვენს გარდა.
-თუ ის გაინტერესებს, ეს უბრალო დამთხვევაა თუ ჩემი ნამოქმედარი, გიპასუხებ, რომ რესტორანი დღეისთვის დავჯავშნე, არ მინდოდა ეს რამოდენიმე საათიანი იდილია ვიღაცას დაერღვია.
კიდევ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, მეც უკეთ გავიცანი ხვიჩა, მართალია ბოლომდე ვერ შევიცანი, მაგრამ ის რაც გავიგე მის შესახებ ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო. ღამით რესტორნიდან გვიან გამოვედით, მან კი აიჩემა გავისეირნოთო, მეც არ გავჯიუტებულვარ და დავთანხმდი.
-რა ლამაზია მთვარე-დავიჩურცულე და მაღლა ავიხედე.
-არ შემიძლია არ დაგეთანმო, ის მართლა რომ ულამაზესია-ისე მიპასუხა ჩემთვის თვალი წამითაც არ მოუშორებია.
ბოლოს ბოდიალისა და შესანიშნავად გატარებული დროის მერე სახლში წავედით, საშინლად ვიყავი დაღლილი, მართალია უაზროდ კმაყოფილი, მაგრამ მაინც დაღლილი.
-მადლობა დღევანდელი დღისთვის და რაც მთავარია მადლობა საჩუქრისათვის.
-ეს ყველაფერი იმისათვის არ გამიკეთებია, რომ მადლობები გეხადა, მინდოდა ცოტა ხნით განტვირთულიყავი და დრო კონკრეტულად ჩემთან გაგეტარებინა, იმედი მაქვს რომ ჩანაფიქრი გამომივიდა.
-100%-ით-გავიცინე, მისკენ მივიწიე და წვერნარევ ღაწვე ვაკოცე-ძილინებისა-ესღა ვუთარი და ავტომობილიდან გადავედი.

სხვიჩას ნაამბობი:


ამ ამბის მერე, ზუსტად 12 დღით წავედი ბათუმში, საქმემ ასე მოითხოვა და სიმართლე რომ ვთქვა, ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო იმისა რომ კატოსგან ცოტა ხნით შორს ვყოფილიყავი, სოფელში ყოფნისას კი ეს არც თუ ისე იოლი იქნებოდა.
ახლა კი უკვე სოფელში ვიყავი, ზუსტად 12 დღის შემდეგ, ღამით გვიან ჩამოვედი და დილის 8 საათზე კი ტელეფონის ხმამ გამაღვიძა.
-აეგდე ფეხზე გეყოფა ძილი ანთაძე!-ჩამძახა ტელეფონში დავითამ და მეც წამის მეასედში ვჭყიტე თვალები შეშინებულმა.
-რომ გნახავ ჩემი ხელით გამოგბდღნი ყელს!-დავემუქრე და მარჯვენა ხელით მოვისრისე თვალები, რომ დაბინდული მხედველობა ცოტა მაინც გამეწმინდა.
-ჰო, რაც გინდა ის მიქენი ოღონდ აეგდე და მომზადებული დაგვხვდი 10 წუთში.
-რახდება რო?
-მე და რატი გამოვალთ, დავლიოთ ცოტა.
-ამ დილაუთენია ბიჭო?-გავიცინე და ფეხები ფრთილად შევახე ცივ იატაკს.
-ჰო, ჰო მიდი მოემზადე შენ და ჩვენ ვიცით-მასაც გაეცინა.
-აუ რამდენს წუწუნებ ბიჭო ქალივით რაიყო, დალევას გადაეჩვიე და გეშინია არ დაგათროთ და არ აგაჭიკჭიკოთ თუ რაარი ჰა?-წამოიყვირა რატიმ, მივხვდი რომ ავტომობილში ისხდნენ გვერდიგვერდ.
-აგაჭიკჭიკებ მე შენ!
-ნუ იმუქრები სიყვარულისგან დატანჯულო და დროზე ქენი ერთი-ბოლოს მომაძაეს და ტელეფონი გამითიშეს.
-რა დროს დალევაა ამ დილაუთენია რა-დავიწუწუნე და ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე.
აბაზანაში შევედი და გადავივლე, გარეთ გამოვედი თუარა კარადას მივადექი, სპორტული ქვედა და უბრალო შავი მაისური გამოვიღე, კედებშიც გავუყარე ფეხები და მზად ვიყავი.
-ბებო მე გავდივარ და არ ვიცი როდის მოვალ-სამზარეულოში მოფუსფუსე ციურის გავძახე და გასასვლელისაკენ წავედი.
-კიმარა სად მიდიხარ ბებია ამ დილიანა-იმწამსვე დამედევნა უკან.
-არც მე არ ვიცი ზუსტად სად, მაგრამ ბიჭებმა უნდა გამომიარონ, მივდივართ სადღაცო და-გავიცინე და ბებოს მაგრად ვაკოცე ლოყაზე.
რათქმაუნდა დალევის ამბები არ მომიხსენებია, დაიწყებდა ამ დილით ვის გაუგია დალევა გაგიჟებულხართო და ა.შ. ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე.
-ან რატი სად გავარდა 2 საათის წინ ვიცოდე რა, ახლა შენაც მიდიხარ, არ მომწონს ბებია ეს ამბავი მე-ეჭვისთვალით გამომხედა, მაგრა მაინც გაიღიმა.
-ბებია გავიზარდეთ ისე რომ რამე-თავი სიცილით გავაქნიე-5 წლის ბიჭი კიარ ვარ.
-ეგ მეც ვიცი ბებია მარა მაინც მენერვიულება.
-მიყვარარ ბებიკო მე შენ-მაგრად ჩავიკარი გულში და თავზე ვაკოცე.
-მეც მიყვარხარ ბები და ჭკუით იცოდე-ისევ დამარიგა.
გარეთ კი უკვე ავტომობილის გაბნული ხმა ისმოდა.
-წავედი თორემ აწევენ აქაურობას-გავიცინე და სახლიდან გავედი.
ავტომობილს სწრაფად მივუახლოვდი და უკანა სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი.
-რაიყო ბიჭო ტონალურს ისვამდი თუ ტუშს-წამწამებზე ჰა?-სიცილით გამომხედა რატიმ.
-ციურის ამბავი არ იცი?
-ოოჰ, მაშინ კიდე კარგ დროს გამოსულხარ-გამომხედა დავითამ.
-ჰო ეგ კაი, მარა ამიხსენით რამ მოგიარათ ჰა? რაარი ჩამოსული არ ვარ და პირდაპირ დასალევათ მიმაქანებთ-გავიცინე და ორივე მომღიმარი ძმაკაცი შევათვალიერე.
-ვუთხრათ თუ არ ღირს ჯერ?-დაეჭვებულმა გახედა დავითამ რატის.
-მოიცა ჯერ, მივიდეთ იქ და მერე.
-ჰო კაი-ისიც დაეთანხმა, სავარძელზე კომფორტულად მოეწყო და ავტომობილიც დაიძრა, მე კიდევ გაკვირვებული ვაკვირდებოდი ძმაკაცებს.
-ამისნით რა ხდება?
-არა-უდარდელად გამცეს პასუხი ორივემ.
-ბიჭო კარგად ხართ?-გამეცინა-რა ხდება?
-ისეთი არაფერი ანთაძე დაეტიე შენს ადგილას, მალე მივალთ დანიშნულების ადგილას და იქ გაიგებ ყველაფერს.
-იქნება და მკლავთ-გავიცინე.
-არა რათქმაუნდა არაა ეგ ცუდი აზრი, მაგრამ არ გვაწყობს შენი მოკვლა ჯერ, ეს 4 დღე ტყუილად ვწვლობდით?-ცალი წარბი აწია რატი მდა ღიმილით გამომხედა.
-რას ქვია ეს 4 დღე ტყუილად წვალობდით?-სულ დავიბენი.
-ვაიმე ხვიჩა, სანამ არ მივალთ არაფერს არ აგისნით ამიტო დამშვიდდი და ისე იმგზავრე-გამომიცხადა დავითამ და მუქარის ნიშნად თითი დამიქნია.
-კაი ვჩუმდები.
-ჰოდა ვსო!-კმაყოფილმა გამოაცხადა რატიმ და სიჩქარეს მოუმატა.
ნახევარ-საათიანი მგზავრობის შემდეგ, რაღაც ტყის მაგვარ ადგილას გააჩერა ავტომობილი რატიმ და გადავიდა, დავითაც მიყვა, მეც მათ მივყევი და იქაურობა შევათვალიერე.
-ძმობას გაფიცებთ მართლა მკლავთ თუ რახდება?-სიცილით ვკითე და გვერდით ამოვუდექი ძმაკაცებს.
-დედა რა ფეთიანი გახდი ბიჭო რაარი რა, შეგვარგე ეს დღე რა-გამეკრიჭნენ ბიჭები.
-ვაიმე დავლაძე სიკვდილი გიწერია ჩემი ხელით და ვერ ხვდები.
-შეხედე რავარი გვებლატავება ბიჭო-სიცილით წამოიძახა რატიმ.
-ქალაქის ჰაერმა ქნა-გავეცი პასუხი.
რაც იყო ავტომობილში ყველაფერი გადმოვალაგეთ, სუფრა გავშალეთ და სამივემ შემოვუსხედით „ჩვენებურ“ მაგიდას.
-სამომავლო გეგმებს გაუმარჯოს!-გამოაცადა რატიმ და ღვინით სავსე ჭიქა მაღლა აწია.
-გაუმარჯოს!-გავიმეორეთ ორივემ.
-ახლა კიდე ამიხსენით რაშია საქმე და აქ გამოსვლაც რა იყო, ვიცი რომ აქ ასე ტყუილად და თანაც ასე ადრე არ გამომიყვანდით, რაღაც ხდება და ბოლომდე არ ამბობთ.
-ჰო, ხდება რაღაც და ამიტომაც ვართ ახლა და ამ დროს ჩვენ აქ-გამომხედა დავითამ და ჭიქა მაგიდაზე დადო.
-მოკლედ, ძმაო, შეგიძლია მომილოცო-წარბები მაღლა აზიდა რატიმ.
-სოფოსგან ცემას გადარჩი?-გადავიხარხარე.
-ჰო ეგეც მარა სხვა რამეზე ამბობს ახლა-ამყვა დათოც.
-ცოლი მომყავს ბიჭოო-დაიყვირა რატიმ, მეც წამი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად რაც მითხრა და სიხარულით გადავეხვიე ძმაკაცს.
-გილოცავ ძმაო! მართლა მაგრად გამიხარდა.
-მე ჯერაც გაკვირვებული ვარ ანთაძე-გაიცინა დათომ-ჩემი ბიძაშვილი გამოადებილა და დღემდე ვერ ვხვდები როგორ.
უცებ რატის ტელეფონი აწკრიალდა, დახედა თუ არა ტელეფონის ეკრანს იმწამსვე გაეღიმა და საჩქაროდ უპასუხა.
-მომენატრე!-ისე მკაცრად გამოაცხადა რომ მეც კი გამიკვირდა, ჯერ ისიც არ ვიცოდი ვის ელაპარაკებოდა და ჩემი გაკვირვება ამას მივაწერე.
-ახლა ნახე შენ ეს როგორ დალბება, ქვისგან ჟელედ იქცევა წამებში-გადმომიჩურჩულა დავითამ.
-სოფოს ელაპარაკება?
-ჭკუა ხარ ძმაო, მართალია ცარიელი, მაგრამ მაინც ჭკუა ხარ-გაიცინა და რატის გახედა.
-რანაერად მოაგვარეს?
-არაფერს არ ამბობს-დაიჯღანა უკმაყოფილოდ-არც ის გაწრიპული არ ამბობს არაფერს, ქრთამიც კი არ მოქმედებს, გადამრევენ რა.
-გაგაქრთამებ მე შენ ახლა!-დაუბღვირა რატიმ, მაგრამ მერე მაინც გაეცინა.
-ამას მაინც მოუყევი რა-ყელი გამოიბდღნა დავლაძემ-მაინტერესებს ბიჭო ჩემი ბიძაშვილის გული როგორ მოიგე.
-არაა საჭირო-ღიმილით ვუთხარი და ახლა მე წამოვწიე ჭიქა-ართქმულ სიტყვებს გაუმარჯოს! მე მჯერა, რომ შენ მისთვის არაფერი არ გითქვამს განსაკუთრებული და მე ეს მახარებს!
-ბოლომდე ვეთანხმები-კმაყოფილმა გამომხედა დათომ და გაიღიმა.
-გაუმარჯოს!
-ჰო მართლა ბიჭო-გაიცინა დავლაძემ-მამუკამ დაიბარა რომ ჩამოვა მნახოსო.
-კატოს ძმამ?-გაკვირვებულს გამეცინა.
-ჰო.
იმ დღეს კარგად გავერთეთ, ვიქეიფეთ, მერე მდინარეზე წავედით, იქედან კიდევ სადღაც და ბოლოს სახლში.


კატოს ნაამბობი:

მეძნელა 12 დღე მის გარეშე, იმის გარეშე რომ ვინმე აღარ მეჩხუბებოდა, აღარ მიშლის ნერვებს, რომ მისი არყოფნის გამო ვეღარ ვგრნობ იმ სითბოს რასაც ვგრნობდი, სულ მცირედს მაგრამ მაინც ვგრძნობდი ჩემთვის სამყოფს. მაკლია ხვიჩა და ეს კლება იმ დონეზეა გამჯდარი ჩემში, რომ სადაცაა ბოლომე გამანადგუროს.
მაგრამ მაინც არის შიში, შიში დუმარცხებელი, შიში ფესვგადგმული და შიში შეუმჩნეველი. მართალია ვიცი რომ ხვიჩას გვერდით არაფრის არ უნდა მეშინოდეს და ეს უკვე მერამდენეჯერ ვიგრძენი, მაგრამ ავთოს შემთხვევის მერე, ჩემში ყველა ზედმეტი მოქმედება შიშს აღძრავს და ვგრნობ, როგორ მეცლება მიწა ფეხქვეშ.
ერთადერთი რაც მახარებს სოფოსა და რატის აღდგენილი ურთიერთობაა, ვგრნობდ და ვხედავ კიდევაც როგორ შეიცვალა სოფო და თან შეიცვალა საგრნობლად, გოგონა რომელიც სულ ცანცარებდა და ყველას ნერვებზე თამაშობდა, ჩამოყალიბებულ ქალად იქცა, მეცინება იმის წარმოდგენაზე, რომ სოფოს ასეთ ამპლუაში ვხედავ, მაგრამ მაინც მიხარია.
ეს 12 დღე აუტანელი იყო...
მე ეს 12 დღე მტკიოდა!


- - - - - - - - -

გამარჯობათ, როგორ ხართ? ჩამოვედი როგორც იქნა ბათუმში და ავიშვებ ახლა wink
მახარებს მე თქვენი ესემესები და კომენტარები request მიყვარხართ მე თქვენ ძალიან! love
ველოდები კომენტარებს და შეფასებას love



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომწონს და გაზარდე თავები ცოტა არ მყოფნის უცებ მეკითხება.

 


№2  offline წევრი isterichka123

Vau margarita gaagrdzele

 


№3  offline წევრი aNuGi

როგორ მომწონს love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ეჰჰ ხვიჩა ხვიჩა რა ბოთე ხარ ბიჭო confounded

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent