შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


18-07-2016, 01:05
ავტორი kato wiklauri
ნანახია 2 058

2 თავი

დილით გვიან გაეღვიძა ქეთის. თვალი გაახილა თუ არა მობილურს დაუწყო ძებნა. ბალიშის ქვეშ იპოვა. ჩართო და თვალებს არ დაუჯერა გოგოებს სულ ცოტა ოცდაათჯერ მაინც ჰქონდათ დარეკილი და თითქმის ამდენივე შეტყობინება დაეტოვებინათ. მაშინვე აკრიფა ეკას ნომერი და დაურეკა.
-შენ ნორმალური ხარ გოგო? სად გაქრი წუხელ?- გაისმა ყურმილში მისი შეშფოთებული ხმა.
-გამოდით ჩემთან და ყველაფერს მოგიყვებით.- უპასუხა მან
-ხომ კარგად ხარ?
-კი. მშვენივრად.- გაეცინა ქეთის
-რა გაცინებს გოგო ?- გაბრაზდა ეკა
-კარგი რა ეკა. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? ხომ იცი რომ ისეთი არაფერი მოხდებოდა .გამოდით და მოგიყვებით. -ქეთი მეგობარს დაემშვიდობა და შხაპის მისაღებად სააბაზანოში გამართა. მერე მოკლე შორტები და ზაფხულის თხელი ზედა გადაიცვა და სამზარეულოსკენ გასწია. გადაწყვიტა გოგოების მოსვლამდე რამე მოემზადებინა. მაცივარში ყველაფერი იყო ნამცხვარი რომ გამოეცხო. შინ არავინ იყო და ესეც ხელს უწყობდა.უფრო თამამად იყო. მუსიკა მაღალ ხმაზე ჩართო და სამზადისს შეუდგა. საჭმელების მომზადებას მიჩვეული იყო და დიდი დრო არ დასჭირვებია. დროდადრო მუსიკას აჰყვებოდა და წაუცეკვებდა.
ერთი საათის შემდეგ გოგოებიც მოვიდნენ. მისაღებში მოკალათდნენ და ქეთის ელოდნენ
- გოგოებო ცივ ყავას ხომ დალევთ? -გასძახა სამზარეულოდან
-კიი. ერთხმად უპასუხა ყველამ. მალე ქეთი ნაცხვრით და ყავით ხელში შემოვიდა ოთხში და მათ მიუსკუპდა გვერდით. ისინი გაბუტული და ნაწყენი სახით უყურებდნენ მას.
-რა გჭირთ? -იკითხა მან
-ასეთი გულუბრყვილო სახით უნდა გვეკითხებოდე რა გვჭირს? -გაეპასუხა ეკა და ყავის ჭიქას დასწვდა
- სად წახვედი გოგო წუხელ? თან მარტო?
-ვინ გითხრა რომ მარტო წავედი ანა?-გაეცინა ქეთის
-არა ეს მართლა ვერ არის სრულ ჭკუაზე. მოყევი ყველაფერი.- ახლა თაკო ჩაერთო
- მოკლედ ასე. ალექსთან ერთად წავედი. თავიდან ვცეკვავდით. ვასუბრობდით, მერე მუსიკა რომ მორჩა თქვენთან მოვდიოდი მაგრამ გამაჩერა და მითხრა გარეთ გავიდეთ საუბარი იქ გავაგრძელოთ,აქ ცხელა და გავისეირნოთო. თავიდან შემეშინდა, მაგრამ მერე მეც მომინდა გასერნება. თავი ამტკივდა ხმაურისგან. გავისეირნეთ, ვისაუბრეთ სახლამდე მიმაცილა და მორჩა. ეს იყო სულ.
-ვითომ? რა უნდოდა იმ ბიჭს? არაფერი უთქვია?-დაკითხვა გააგრძელა ეკამ
-არაფერი ეკა უბრალოდ რაღაცეებზე ვისაუბრეთ და ეგ იყო.
ქეთიმ წამით თავი უხერხულად იგრძნო რომ მეგობრებს სრული სიმართლე არ უთხრა, მაგრამ მალე გადაუარა როცა წუხანდელი ღამე და ალექსის მწვანე თვალები დაუდგა წინ. მერე უნებურად გაეღიმა მაგრამ გოგოებს არ შეუმჩნევიათ.
-თქვენ როგორ გაერთეთ?-ჰკითხა მათ
-თავიდან კარგად ვერთობოდით მაგრამ მერე როცა შევამჩნიეთ რომ იქიდან გაქრი ძებნა დაგიწყეთ. ატყდა ერთი მბავი. მერე ნიკამ თქვა ალექსმა მომწერა გარეთ ვართ მალე მოვალთო. გავაგრძელეთ მხიარულება და გართობა. ვცეკვავდით. იმ ბიჭს ვეცეკვე თორნიკეს რამდენჯერმე. ანას ბაჩო ეცეკვებოდა კარგად გაუგეს ერთმანეთს, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდით, მერე უკვე ჩვენც წამოვედით. თან გირეკავდით. ბოლოს ერთი შეტყობინება გამოიმეტე და ცოტა დავწყნარდით. -ბოლომდე მოყვა ეკა წინა ღამის ამბებს
-სამაგიეროდ ეს ქალბატონები იმ ბიჭებმა მიცილეს სახლში.-გაეცინა თაკოს.
კიდევ დიდხანს ისაუბრეს გოგოებმა. წარსულის მხიარული ამბები გაიხსენეს. საღამოს ნიკას ზარი გაისმა ეკას მობილურზე. საუბარი ხანმოკლე იყო. გოგოებმა ვერაფერი გაიგეს და ეკას მიაშტერდნენ ყურადღებით. ის კი დუმდა.
-კიდევ დიდხანს იქნები ჩუმად?- ვეღარ მოითმინა ანამ
- ხვალ ნიკას დაბადების დღეა და ყველა მიწვეულები ვართ წვეულებაზე კლუბში. უარი არ გამოვაო.
***********

დილიდანვე შეუდგნენ წვეულებისთვის მზადებას. საყიდლებზე წავიდნენ და ახალი კაბები შეიძინეს, მერე სალონში. სადად, მაგრამ ლამაზად გამოიყურებოდნენ. არ გავდნენ იმ ზედმეტად გადაპრანჭულ გოგოებს რომლებიც იცოდნენ რომ იქ აუცილებლად იქნებოდნენ...
წვეულება უკვე დაწყებული იყო რომ მივიდნენ. ზღაპრული სანახაობა იყო. ნიკას სპეციალურად მოცეკვავეები და ცნობილი მომღერალი დაექირავებინა ამ დღისთვის. სხვადასხვა შოუებით იყო წარმოდგენილი. ღამის განათებები და ენერგიული მუსიკა ჟღერდა თავიდან, მოგვიანებით შოუს დაწყებას ელოდნენ...
პირველად ნიკამ შეამჩნია გოგონები და მათკენ გაემართა. ყველამ გულთბილად მოიკითხა და მიულოცეს. საჩუქარი გადასცეს. სტუმრებში ჩურჩული ატყდა თუ ვინ იყვნენ ისინი. განსაკუთრებით მათი ასაკის გოგონებში.
-თქვენი ადგილი ჩემს სუფრასთანაა წამოდით.-უთხრა ნიკამ და წინ გაუძღვა. მათთან ერთდ იქ ალექსი ბაჩო და თორნიკე ისხდნენ.
-თქვენი მოსვლა ძალიან გაგგვიხარდა.- -თქვა ბაჩომ
-კი აქამდე მოწყენილობა იყო -დაეთნხმა თორნიკე. ალექსი ჩუმად იჯდა მითუმეტეს რომ მის გვერდით ქეთის მოუწია დაჯდომა.
-როგორ ხარ?-გადაუჩურჩულა ქეთის. -ის დაიბნა და თავი დახარა, მერე ჩუმად უპასუხა.
-კარგად. შენ როგორ ხარ?
-უშენოდ მოწყენილი ვიყავი.
-ერთი კვირაც არაა რაც ერთმანეთი გავიცანით ნუთუ ასე მოქმედებს შენზე რომ ვერ მხედავ?-გაეცინა ქეთის
-თქვენ მანდ რას ჩურჩულებთ. სადღეგრძელო არ უნდა თქვათ?--შეაწყვეტინა საუბარი თორნიკემ.
-მართალი ხარ. ნიკა შენ გაგიმარჯოს. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში.-თქვა ქეთიმ და ცოტა სასმელი შესვა. მერე მუსიკა ჩაირთო და ახალგაზრდებიც აცეკვდნენ. ისინიც შეურთდნენ და გვიანობამდე მხიარულობდნენ და ერთობოდნენ. ამ აურზაურში ვერც კი შეამჩნიეს როგორ მოჰკიდა ალეკომ ქეთის ხელი და გასავლელისკენ გაიტაცა, ისე რომ მან აზრზე მოსვლა რომ მოასწრო უკვე გარეთ იყვნენ კლუბის წინ და ალექსი უღიმოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent