შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროცესი (თავი 3)


18-07-2016, 19:19
ავტორი nicol
ნანახია 10 261

- კატო... - საფეთქელზე ვიგრძნი მისი ტუჩები. - ცოლად გამომყევი...
შევცბი. ამას არ ველოდი. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ თურმე ჩემი გრძნობა ცალმხრივი არ იყო და ახლა გათხოვებაზე ფიქრი ძალიან ნაადრევი მეჩვენა.
- დათა... - წამოვიწიე და ზეწარი შემოვიხვიე სხეულზე. - ახლა... არ ღირს... შესაფერისი დრო არაა.
- რატომ? - თვითონაც წამოიწია და საწოლის თავს მიეყრდნო. ხელი მომხვია მუცელზე, მკერდზე ამიხუტა ზურგით და მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა.
- ჯერ... რა ვიცი... არ მინდა საბას გარეშე...
- სწორედ საბასი მეშინია მეც. - ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა. - გონზე რომ მოვა და გაიგებს მისი და შევაცდინე, ცოცხალს არ დამტოვებს. სანამ გაიღვიძებს მანამ უნდა მოგიყვანო ცოლად.
მეც გამეცინა და იდაყვი მივარტყი პრესზე.
- კატო, მიყვარხარ და ამას უკვე ვეღარაფერი შეცვლის. პომპეზურ ქორწილს და გრანდიოზულ დღესასწაულს რა თქმა უნდა არ ვგეგმავ. ეს მერე... საბა რომ გამოკეთდება. ახლა უბრალოდ ვიქორწინოთ. ბოლომდე ჩემი რომ დაგარქვა მაგიტომ.
არანარი მიზეზი არ მქონდა ამაზე უარის თქმის. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მას ჩემი ქმარი ერქმეოდა თუ საყვარელი. მთავარი იყო რომ ჩემი ერქვა და მორჩა.
დაახლოებით ერთ კვირაში ვიქორწინეთ. მხოლოდ მე, დათა, ბექა და ბექას მეუღლე მივედით ქორწინების სახლში და ქორწინება დავარეგისტრირეთ. ჩვენი შეუღლებაც მარტოებმა აღვნიშნეთ. პომპზურობა და საქორწინო მოგზაურობა საბა რომ გამოჯანმრთელდებოდა იმ დროისთვის გადავდეთ.
ბედნიერი ვიყავი, ზედმეტადაც კი. თავი ზღაპარში მეგონა. ერთადერთი საბა მაღელვებდა, რომლის მდგომარეობა უცვლელი იყო და სტაბილურად მძიმედ ხასიათდებოდა.
დათას თხოვნით სამსახურს თავი დავანებე და რამე უფრო შესაფერისის ძებნა დავიწყე. ახლა მთელ დროს უკვე ქმარს ვუთმობდი. თავიდან ბოლომდე მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი. საწუწუნოც არაფერი მქონდა. იდეალური ქმარი მყავდა. მზრუნველი და მოსიყვარულე. რომ არა ის დღე...
რომ არა ის დღე, რომელმაც თავიდან ბოლოდე შეცვალა ყველაფერი. ჩემი სამყარო თავდაყირა დააყენა.
იმ ღამეს სახლში ვიყავით მე და დათა. ის იყო დაწოლას ვაპირებდით, დათას ტელეფონმა რომ დარეკა.
- გისმენ ბექა... - დათამ უპასუხა. მე სამზარეულოში გავედი. - სად ხარ ახლა? - გავიგე როგორ შეეცვალა ხმა და უნებურად გამოვბრუნდი სამზარეულოდან. სახეც შეცვლილი ჰქონდა და დავინახე როგორ დააჭირა კბილს კბილი.
ავღელდი. ასეთი დათა დიდი ხანია არ მენახა. ისეთი დათა იყო როგორიც გაცნობისას ვიცოდი.
- დათა, რა მოხდა? - შევეცადე ჩემი აღელვებ არ შეემჩნია.
- არაფერი კატო, - თვთონაც შენიღბა საკუთარი სიბრაზე. - ბექაა გარეთ, გავალ და შემოვალ მალე. შენ აქ დარჩი. - თავზე მაკოცა და კარისკენ წავიდა.
- შემოვიდეს მერე თუ ბექაა. - კარებთან დავაწიე.
- კი კატო, შემოვალთ...
და კარები გაიხურა. მაშინვე ფნჯარასთან მივედი. ეზოს კართან მართლა იდგა ბექას მანქანა. დათა მისკენ არ წასულა. დაცვის ოთახებისკენ წავიდა. ბექას მანქანაც იქითკენ დაიძრა. სულ ბოლო შენობისკენ წავიდნენ. აქედან კარგად ვერ ვარჩევდი და მაშინვე კარისკენ გავიქეცი. შეუმჩნევლად გავედი ეზოში და მოხერხებულ ადგილას დავდექი რომ კარგად დამენახა ყველაფერი. სიბნელეში მხოლოდ იმის გარჩევა მოვახერხე რომ ბექას მანქანიდან ვიღაც ხელფეხშეკრული ბიჭი გადმოიყვანეს და შენობაში ძალით შეათრიეს. სიბნელეში როგორც გავარჩიე ნაცემი იყო, მთელი სახე და ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. ერთიანად კანკალმა ამიტანა. არ მინდოდა ნანახის დაჯერება. არ მინდოდა თუნდაც წუთით მაინც დამეშვა რომ დათა მოძალადე იყო. მთელი ეს პერიოდი თავს ვარწმუნებდი რომ დათას წარსული წარსულში დარჩა და ახლა გვერდით სამაგალითო და მოსიყვარულე ქმარი მყავდა. ნანახის დაჯერება არ მინდოდა. ბოლო იმედს ვებღაუჭებოდი და მინდოდა ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო. თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე თავს ვირწმუნებდი რომ მივიდოდი ახლოს და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, რომ მერე მე და დათა ჩემს სისულელეზე დიდხანს ვიცინებდით. ფანჯარასთან ახლოს მისულმა სულ დავკარგე ყველაფრის იმედი. დავინახე როგორ მოუქნია დათამ ხელი და ტყვე ერთიანად მოკრუნჩხული დაბლა დაეცა. ხველებასთან ერთად სისხლიც გადმოაფურთხა.
პირზე ხელი ავიფარე, უნებური კივილი რომ შემეკავებინა და თითქმის სირბილით გავიქეცი სახლისკენ. ოთახში შესული დიდი ხანი ვცდილობდი საკუთარი თავის დამშვიდებას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მეტირა. დათას არ უნდა შეემჩნია რომ მე რაღაც დავინახე. ახლა ისევ მეშინოდა მისი. იმის კი არ მეშინოდა რომ მე რამეს დამიშავებდა. დათას დაკარგვის მეშინოდა... იმ დათასი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში მე ვაკოწიწებდი, იმ დათასი, რომელიც ალბათ მე თვითონ გამოვიგონე.
კიდევ დიდი ხანი არ შემოსულან. საკმარისი დრო მქონდა დასამშვიდებლად. თითქმის ნახევარი საათი იყვნენ იმ შენობაში. ბოლოს ორივე შემოვიდა სახლში. მთელი შინაგანი ძალა მოვიკრიბე და ბექა ღიმილით გადავკოცნე.
- სამსახურიდან მოდიხარ? - ბექას მივმართე.
- არა, დღეს არ ვმუშაობდი. - თვითონაც თბილი ღიმილით მიპასუხა.
- არ გშია? ვახშამს გაგიწყობ.
- არა, კატო, არ მშია.
- ჩვენ ცოტას წავიმუშავებთ - თავზე მაკოცა დათამ. - ალბათ გვიანობამდე შევყვებით. შენ დაიძინე. - ღმერთო როგორი თბილი მზრით მიყურებდა. გული მომეკუმშა.
სხვა დროს ალბათ გავაპროტესტებდი, შეიძლება განმარტოების უფლებაც არ მიმეცა. სახლში მუშაობა არ გაბედოთ-თქო - განვუცხადებდი და ორივეს ვაიძულებდი დაესვენათ. მაგრამ არა ახლა... ახლა უკვე ყველაფერი სხვანაირად იყო. ჩემი და დათას თანაცხოვრების განმავლობაში პირველად მის გარეშე დავწექი დასაძინებლად, მაგრამ თვალი არ მომიხუჭავს.
საკმაოდ გვიანი იყო დათას ფეხის ხმა რომ გავიგე კიბეზე. ცრემლი მოვიწმინდე და თავი მოვიმძინარე. გაუხდელად მიწვა ლოგინზე. ჩემკენ გადმობრუნდა მხარზე მაკოცა ზურგზე ვიგრძენი მისი ძლიერი სხეული. ღმერთო, როგორ მინდოდა ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო. დღევანდელი დღე ამომეშალა მეხსიერებიდან და თუნდაც სიცრუეში მეცხოვრა. თანახმა ვიყავი თავი მომეტყუებინა, ოღონდ ასეთი დათა არ მენახა. იცით რამ მატკინა ყველაზე მეტად გული? იმ საცოდავის დანახვისას საბა გამახსენდა. ის დღე, როცა სახლში უმოწყალოდ ნაცემი მოვიდა. ის დღე გამახსენდა როცა ვიღაც ნაძირლებმა დაუფიქრებლად გადმოაგდეს იმსიმაღლიდან. რითი განსხვავდებოდა დათა იმ ავაზაკებისგან? არაფრით. მისი მსხვერპლიც აუცილებლად ვიღაცის ძმა იქნებოდა, ვიღაცის შვილი და ვიღაცის მეულე.
აი ეს მიკლავდა გულს. აი ასეთი დათა მტკიოდა ყველაზე მეტად.
ახლა მისი მკლავები მთელ სხეულს მიწვავდა. მკლავები რომელიც სიცოცხლზე მეტად მიყვარდა სულ ცოტა ხნის წინ ვიღაცის ტკივილის მიზეზი იყო.
დაველოდე როდის დაიძინებდა. ფრთხილად გავთავისუფლდი მისი ხელებისგან და დაბლა ჩავედი. კარი გავაღე და ეზოში გავედი. სანამ იქამდე მივიდოდი, ვლოცულობდი რომ ცოცხალი დამხვედროდა. კარი ნელა გავაღე და შიგნით შევედი. ის ისევ ატაკზე ეგდო და მძიმედ სუნთქავდა. ფრთხილად მივედი და სახლიდან წამოღებული წყლით შევეცადე სახე მომებანა. გონზე მოვიდა და თვალები გაახილა. წამოჯდომაში მივეხმარე და თოკები შევხსენი. წყალი ბოთლით მოიყუდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. სახე ერთიანად დალურჯებული ჰქონდა. ტანსაცმელი შემოხეული. ახლა ამის დრო არ იყო. ჯერ კიდევ მეშინოდა დათას არ გაღვიძებოდა.
- სიარული შეგიძლია. -ხმადაბლა ვკითხე.
მხოლოდ თავი დამიქნია და წამოდგომა სცადა. ხელი შევაშველე და ფეხზე დადგომაში მივეხმარე.
- წამოდი, აქედან გასვლაში მოგეხმარები.
ცოტა ხანს უნდობლად მიყურა და ბოლოს კოჭლობით მაინც გამომყვა. ჩემდა სასიხარულოდ ისე მოვახერხე მისი ეზოდან გაყვანა რომ დაცვას არაფერი შეუნიშნავს. ისევ სახლში შევბრუნდი და ფრთხილად მივუწექი ქმარს გვერდით. ემოციებისგან გადაღლილს ჩამეძინა.
დილით ხმაურმა გამაღვიძა. სასწრაფოდ წამოვხტი და ფანჯარასთან მივირბინე. დათა ეზოში დაცვას საკმაოდ ხმამაღლა ეჩხუბებოდა. მაშინვე მვხვდი რაშიც იყო საქმე და კიბეზე დავეშვი. ფეხშიშველი გავვარდი ეზოში და დათასთან მივირინე.
- დათა... - დავუძახე.
- კატო სახლში შედი! - არც კი მობრუნებულა ჩემკენ ისე მითხრა. ღმერთო რა ცივი ხმა ჰქონდა.
- დათა... თავი დაანებე შალვას. - ხელმეორედ ვცადე მისი ყურადღების მიპყრობა. - მაგის ბრალი არაა... მე გავუშვი ის კაცი წუხელ.
ერთ ადგილზე გაშეშდა.საუკუნე გავიდა სანამ შემობრუნდა და თვალი გამისწორა. შიში, იმედგაცრუება, რისხვა, სიძულვილი - ყველაფერი ამოვიკითხე მის მზერაში.
- რა ქენი? - ბოლომდე ჩაუწყდა ხმა.
- დათა... - ცოტაღა მაკლდა ტირილს... - შენ... შენ...
ჩემკენ წამოვიდა არეული ნაბიჯით. იმ წუთას საშინლად შემეშინდა მისი. აბსოლუტურად ცარიელი თვალებით მიყურებდა.
- სახლში შევიდეთ. - მკლავზე ხელი მომკიდა და სახლისკენ წამიყვანა.
მივყვეოდი და ვგრძნობდი თანდათან როგორ მიჭერდა ჩემ მხარზე შემოჭერილი მარწუხი. სახლში როგორც კი შევედით ტკივილი უკვე აუტანელი იყო.
- დათა, გამიშვი... მტკენ. - ვეღარ შევძელი ემოციის შეკავება.
მაშინვე გამიშვა ხელი და შეშინებული თვალებით შემომხედა.
- მაპატიე... - ამოიბუტბუტა და არეულ სახეზე ხელები ჩამოისვა.
- არ შემიძლია დათა... ასეთი რამის პატიება ყველაზე რთულია. - მიხვდა ამ სიტყვებში ნატკენ მკლავს რომ არ ვგულისხმობდი.
- კატო, შენ არც კი იცი რა ჩაიდინე...
- სამაგიეროდ ვიცი შენ რა ჩაიდინე დათა და დამიჯერე ეს ათასჯერ რთული გადასატანია.
- კატო, მომისმინე... ახლა მე უნდა წავიდე. შენ სახლიდან არ გახვიდე. ოთახიდანაც არ გამოხვიდე...
- არაფერიც არ გესმის დათა. არ შემიძლია... ახლა დარჩენა არ შემიძლია...
- ვიცი კატო მესმის, ჩემზე ძალიან ბრაზობ, მაგრამ ამ ერთხელ დამიჯერე გთხოვ. მხოლოდ ცოტა ხნით მოგიწევს ასე... ვეცდები მალე მოვაგვარო ყველაფერი.
-მართლა არაფერი გესმის დათა... მე მარტო დღევანდელ დღეზე არ ვლაპარაკობ... შენგან მივდივარ დათა. - ბოლო სიტყვები ტირილით ამოვთქვი.
ორი წუთი ჩუმად იდგა და გაუაზრებლად მიყურებდა.
- რას ამბობ კატო... - ბოლომდე ვერ აღიქვამდა რა ვუთხარი.
ახსნას აზრი აღარ ჰქონდა. „ჩვენი“ ოთახისკენ წავედი და „ჩემი“ ნივთების ჩალაგება დავიწყე. რამდენიმე წუთში თვითონაც ამომყვა.
- ვერსად ვერ წახვალ! - კარებში იდგა და მძიმედ სუნთქავდა.
- ნებართვა არ მითხოვია შენთვის. - მშვიდი ტონის მიღმა შიშს ვმალავდი. ასეთი დათა მანამდე არ მენახა.
- ფეხს ვერ მოიცვლი აქედან! - მთელი ხმით იღრიალა და მუშტი კედელს მისცხო.
შევკრთი. უმართავი იყო უკვე. ერთადერთი რაც მოვიფიქრე, როგორმე უნდა გავქცეოდი, მაგრამ კარებთან ძალიან ახლოს იდგა და ჩემი დაჭერა არ გაჭირვებია. წელზე მომხვია ხელები და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.
- ვერსად ვერ გაგიშვებ, კატო... ახლა ვერა. - აღარ ყვიროდა, მაგრამ წასვლის საშუალებას მაინც არ მაძლევდა. ბოლოს ოთახის სიღრმისკენ წამიყვანა და საწოლზე ჩამომსვა. სანამ რამის გააზრება მოვასწარი თვითონ ოთახიდან გავიდა და კარი გარედან ჩამიკეტა.
ყველაფერი ვცადე, მაგრამ ჩაკეტილ კარს ვერაფერი მოვუხერხე. ბოლოს დავნებდი. როდემდე ვეყოლებოდი ჩაკეტილი? ცოტა დამშვდდებოდა და მაინც წავიდოდი.
მთელი ის დრო რაც კარების გახსნას ვცდილობდი, ის კარს იქით იდგა. ვგრძნობდი რომ იქ იყო და ფეხი არ მოიცვალა სანამ არ დავმშვიდდი. ბოლოს ფანჯრიდან დავინახე როგორ ჩაჯდა მანქანაში და გიჟივით გავარდა ეზოდან.
ჩამეძინა.
თვალი რომ გავახილე უკვე ბნელოდა. ისევ საწოლზე ვიწექი. კარი ღია იყო. მაშინვე წამოვჯექი და ფანჯრიდან შემოსულ სუსტ შუქზე შევამჩნიე საწოლთან იატაკზე მჯდომი დათა. წამოვდექი და შუქი ავანთე. დათამ ამომხედა - ადამიანის ფერი აღარ ედო.
- დათა... - მის წინ ჩავიმუხლე.
არაფრისმთქმელი თვალებით ამომხედა.
- კატო... ჩემი ბრალია... მაპატიე...
- დათა, რა მოხდა? - მთელი სხეულთ ვკანკალებდი და საშინელების მოსასმენად მოვემზადე.
- საბა...
მეტი არაფერი გამიგია. გონება დავკარგე.
ძალიან რთული იყო. საბას სიკვდილი იმაზე აუტანელი აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე წარმომედგინა. თითქოს მისი ავადმყოფობის პერიოდში უნდა შევგუებოდი მის არარსებობას. თითქოს უნდა შევჩვეოდი... მაგრამ...
ყოველდღე კინოფილმის კადრებივით მიტრიალებდა თვალწინ საბას ცხოვრება. გონებაში განუწყვეტლივ მის ფრაზებს ვიმეორებდი და ყველაზე მძაფრად შევიგრძნობდი საკუთარ უსუსურობას. ვერ შევძელი მეშველა... თვით დათამაც ვერ შეძლო...
იმ დღეებიდან თითქმის არაფერი მახსოვს, აუტანელი ტკივილის გარდა. დანაკლისი დამრჩა იმისა რომ საკუთარი ძმა ვერ დავიტირე. მაშინ ტირილი კი არა სუნთქვა მიჭირდა. როგორც ცუდი სიზმარი ისე მახსოვს ყველაფერი - ბუნდოვნად. არც მინდა გახსენება. შევეცდები მხოლოდ მნიშვნელოვანი ფაქტები მოგიყვეთ.
დკრძალვაზე უამრავი ხალხი მოდიოდა. ყველას არც ვიცნობდი. ნაკადში ნაცნობი სახე შევამჩნიე. ის ქალი იყო ერთხელ ღვინო რომ გადამასხა და გემრიელი სილაც მითავაზა. მისი ნახვა გამიკვირდა. ალბათ უნდა გავბრაზებულიყავი კიდეც, მაგრამ მაშინ ამის თავიც არ მქონდა. დაკრძალვის მერე მომიახლოვდა და ხელში შეუმჩნევლად კონვერტი ჩამიდო. თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა მაგრამ ბოლოს გავიაზრე წერილი იყო. ქალს თვალი გაკვირვებით გავაყოლე, რომელიც საბოლოოდ ხალხის ნაკადში გაუჩინარდა. აქ ყველაზე ბოლოს მის ნახვას ველოდი. ისიც კი ვიფიქრე იქნებ ზედმეტი სტრესისგან მეჩვენება-მეთქი, მაგრამ ცოტა მოგვიანებით დავინახე როგორ გაიყვანა დარბაზიდან დათამ. გაყოლა მინდოდა, თქვენ წარმოიდგინეთ იმის მეშინოდა რომ დათას რამე არ დაეშავებინა მისთვის. მაშინ უკვე ისე აღარ ვენდობოდი ჩემ ქმარს. მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ წამოდგომის თავი არ მქონდა. იმას ვხვდებოდი, რომ ეს ქალი ჩემთან სამძიმრის სათქმელად არ იყო მოსული და ვგრძნობდი რომ კონვერტშიც რაღაც მნიშვნელოვანი იდო, მაგრამ მაშინვე გახსნა ვერ გავბედე. ვერ გეტყვით რისი, მაგრამ გულისწასვლამდე მეშინოდა. მთელი დღე ხელში მეჭირა ეს კონვერტი და ცერემონიის დასრულების მერე ჩემ ოთახში რომ ავედი მაშინ გავხსენი. შიგნით წერილი და რაღაც დასკვნა იდო. თავიდან ვერ მივხვდი და წერილის კითხვა დავიწყე.
„საკუთარ ქმარს ჰკითხე შენი ძმის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ჰკითხე რაში აწყობდა ესპერტიზის დასკვნის გაქრობა. ჰკითხე რამდენი გადაიხადა რომ ეს ამბავი არავის გაეგო. ჰკითხე ვინ მოკლა საბა ხელაძე...“
ამ სტრიქონების წაკითხვის მერე მივხვდი რა დასკვნა იდო კონვერტში და გულაჩქარებულმა დავიწყე კითხვა. დასკვნის მიხედვით საბას სიკვდილის მიზეზი ასფიქსია იყო, ჰაერის უკმარისობა. სხეულზე ასევე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი და მის კბილებზე აღმოჩენილი იყო ქსოვილის უჯრედები. უბრალო ენით რომ ვთქვათ, საბა ვიღაცამ გაგუდა.
ვერ გეტყვით მაშინ რამ მომცა ძალა რომ იმ წუთასვე არ გამსკდომოდა გული. აუტანლად მტკივნეული იყო ყველაფერი. ალბათ ბოლოდროინდელმა ტკივილმა უბრალოდ გამაქვავა. ერთი ცრემლიც არ ჩამომიგდია. გაგიკვირდებათ და სუნთქვის რიტმიც კი არ შემიცვლია. უბრალოდ გაქვავებული ვიჯექი და სივრცეს გავყურებდი. არ გავნძრეულვარ სანამ სახლი ბოლომდე არ დაიცალა სტუმრებისგან და სანამ დათა არ ამოვიდა ოთახში.
არ ელოდა რომ მეღვიძებოდა.
- კატო, რატომ არ დწექი? - საწოლზე ჩამომიჯდა და მხარზე ხელი მომხვია.
არაფერი მითქვამს. უსიტყვიდ გავუწოდე კონვერტი. წაიკითხა და გაქვავდა.
- კატო... - ძლივს ამოღერღა.
- ეს ვინ გააკეთა?.. - დუმდა... დაახლოებით ოცჯერ მაინც გადახტა კედლის საათის წამების ისარი ციფერბლატის გარშემო. დაუჯერებელია, მაგრამ მაშინ მართლა საათის მოძრაობის რიტმს ვითვლიდი. - შენ? - უკვე პირდაპირ ვკითხე რასაც მთელი ამ დროის მანძილზე გონებაში შეუჩერებლად ვატრიალებდი. სხვა შემთხვევაში რატომ უნდა გაეყალბებინა ექსპერტიზის დასკვნა? - ჩემზე გაბრაზებული... აქ რომ ჩამკეტე, მერე... საავადმყოფოში წახვედი?
ვერ გეტყვით რამდენი ხანი იყო ჩუმად. ბოლოს ძლივსგასაგონად ამოღერღა:
- კატო...
- გთხოვ, უბრალოდ კითხვაზე მიპასუხე! - ძალიან მშვიდად, აუღელვებლად გავაწყვეტინე.
ოდნავშესამჩნევად დამიქნია თავი. ამოვიკვნესე და გულიც ამოვაყოლე. არც მე გავნძრეულვარ ადგილიდან. კიდევ დაახლოებით ერთი საათი ვისხედით ასე. არცერთი ვინძრეოდით.
- დათა... - პირველად მე დავარღვიე სიჩუმე. - მაშინ ის სილა რატომ მაპატიე.
- მიყვარდი და იმიტომ... შენგან არ მტკენია.
- ახლა... იმ ბიჭის განთავისუფლება რატომ ვერ მაპატიე? გადამიყვარე?
- შეუძლებელია იმის გადაყვარება ვინც ერთხელ შეგიყვარდა.
- აბა, რატომ ვერ მაპატიე...
- იმიტომ რომ საპატიებელი არაფერი გქონდა.
- იქნებ არც გყვარებივარ?
- ასე ფიქრობ? - ნაღვლიანად ამომხედა.
- არ მინდა ვიფიქრო...
- არც იფიქრო... კატო, როგორ მინდა ახლა არაფერზე იფიქრო... დაწვე და მშვიდად, უზრუნველი ძილით დაიძინო.
- სამუდამოდ?
ერთიანად გაფითრდა. ხელები აუკანკალდა. მაშინ პირველად ვნახე დათა ასეთი უსუსური... დაუცველი ბავშვივით... მოხუცივით ხელებაკანკალებული.
- არა, კატო... მშვიდად, ტკბილად დაიძინო... მერე გაიღვიძო და ყველაფერი ძველებურად იყოს.
- ძველებურად აღარაფერი იქნება დათა...
- ვიცი...
- უნდა წავიდე... - წამოვდექი და თმაზე ხელი გადავისვი.
ვერაფერი მიპასუხა... მხოლოდ ხელები მომუშტა და დავინახე როგორ დააჭირა კბილს კბილი.
მეტი სათქმელი აღარაფერი მქონდა. უბრალოდ ავდექი და საბოლოოდ წამოვედი მისი სახლიდან. არ შევუჩერებივარ.მეტი არაფერი უთქვამს. მთელი ის დრო რაც საკუთარ ნივთებს ერთ პატარა ჩემოდანში ვაწყობდი იდგა და უსიტყვიდ მიყურებდა. კიბეზეც ჩამომყვა და შუა მისაღებში გაჩერდა. არ მიმიხედავს. არ მინდოდა ისევ ის დათა დამენახა რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. მინდოდა შემძულებოდა. ვიცოდი მაშინ რომ მიმეხედა... თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ისევ უსიტყვოდ გამოვიხურე მისი სახლის კარი. რამდენიმე წუთი ზღურბლთან მაინც შევჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე დათას ჰაერი. ეს უკანასკნელი უნდა ყოფილიყო რასაც მისი სახლიდან წავიღებდი... მოგონებების სანაცვლოდ. როგორც იქნა გავბედე და ორი ნაბიჯი გადავდგი, რომ სახლიდან არაადამიანური ღრიალის და ლეწვის ხმა გავიგე. არ შევჩერებულვარ. თითოეულ ბგერაზე უნებურად თვალებს ვახამხამებდი, მაგრამ მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ. მივდიოდი... დათასგან მივდიოდი.“

---------------------------------------------------
კატომ თხრობა შეწყვიტა. თვალი მოავლო დარბაზს. ხმის ამოღებას ვერავინ ახერხებდა. ზედმეტად ემოციური იყო მისი მონოლოგი. მხოლოდ წყალი მოითხოვა, სიმშრალისგან დახეთქილი ტუჩები რომ დაესველებინა. წყალი მიაწოდეს, ტუჩებთან მიიტანა, თუმცა ვერ დალია და ისევ მაგიდაზე დადგა.
ბოლოს სიჩუმე პროკურორმა დაარღვია.
- ქალბატონო ეკატერინე, როდის წამოხვედით ქმრის სახლიდან?
- დაახლოებით ოთხი თვის წინ.
- შეახსენეთ სასამართლოს, სარჩელი როდის შემოიტანეთ?
- ორი თვის წინ.
- რატომ დაუყოვნებლივ არ მიაწოდეთ ინფორმაცია სამართალდამცავებს?
- ჩემი ქმარი იყო... მიყვარდა...
- რა შეიცვალა ორ თვეში?
- არაფერი... აბსოლუტურდ არაფერი... ზუსტად ეს მშლის ჭკუიდან. ისევ ისე მიყვარს, არადა უნდა მძულდეს. მისი არსებობა გულს უნდა მირევდეს, მაგრამ... დამარწმუნეთ რომ ჩემი ძმის მკვლელია... იქნებ მერე უფრო ადვილი იყოს. - კატოს ხმა ჩაუწყდა.
- თქვენ ჩვენებაში ბრალდებული მაინც დადებითი კუთხით წარმოაჩინეთ. საკმაოდ ინტიმურ დეტალებსაც შეეხეთ...
- მინდოდა ისე დაგენახათ, როგორც მე ვხედავდი მას. - გააწყვეტინა კატომ.
- თქვენ როგორ ხედავთ მას? ოთხთვიანმა განშორებამ დაგარწმუნათ იმაში რომ ის თქვენი ძმის მკვლელია?
კატომ უმწეოდ მოავლო თვალი დარბაზს.
- ვაპროტესტებ! - ბრალდებულის ადვოკატი წამოდგა. - ბატონი პროკურორი მოწმეზე ზეწოლას ახდენს.
- მიღებულია.
მთელი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას კატოს თვალი არ მოუშორებია ბრალდებულისთვის. საკუთარი მონოლოგის თითოეულ სიტყვას თითქოს მხოლოდ მას უყვებოდა. სამაგიეროდ დათას არ შეუხედავს არცერთხელ. თავი საერთოდ არ აუწევია. მხოლოდ კატო ამჩნევდა, დროდადრო როგორ აჭერდა კბილს კბილზე.
უცნაური სასამართლო პროცესი იყო. დათას, მისი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, სახაზინო ადვოკატი იცავდა. მთელი ორთვიანი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ერთი სიტყვაც არ უთქვამს თავის დასაცავად - დუმილის უფლებას იყენებდა. დაზარალებულს საერთოდ არ ჰყავდა ადვოკატი. ბრალმდებელი. პროკურორი იყო.

-----------------------------------------------------------
ბავშვებო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მაბედნიერებთ თითოეული თბილი სიტყვით love
მიყვარხართ მე თქვენ love

პ.ს. შემდეგ თავში დავასრულებ.



№1  offline მოდერი aleqsandra

საოცარი გოგო ხარ შენ თინა love

 


№2  offline წევრი aNuGi

რატომღაც ბოლომდე მგონი და მჯერა რომ დათა დამნაშავე არ არის, არ ვიცი რატომ მაგრამ რაც არუნდა იყოს სადღაც მაინც ვიტოვებ ამის იმედს love
საუკეთესო ხარ, ისე კარგად წერ ასე მგონია იქ კატოს მაგივრად მე ვიყავი და მე გადამხდა ყველაფერი, სუმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს, რაც შეგიძლია მალე დადე გთხოვ love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი nestanuka13

აუ ეს რა იყო დღეს როგორ ველოდებოდი მთელ დღე და არ მეყო ეს თავი, საბას მკვლელობისთვის უჩივლა ანუ??

 


№4  offline წევრი kiko

აი ასეთ გაგრძელებას არანაირად არ ველოდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი დათას სიკვდილს ან თუნდაც კატოს სიკვდილს მაგრამ იმას ვერა რომ დათა საბას მოკლავდა და დააპატიმრებდნენ. თუმცა მაინც მაქვს რაღაც პატარა იმედის ნაპერწკალი რომ ყველაფერი ისე არაა და დათა უბრალოდ იბრალებს ამ ყველაფერს. ვეღარ ვხვდები უკვე თავი როგორ დავიმშვიდო არმინდა ამათი სიყვარულის ცუდი დასასრული.

 


№5  offline წევრი PARVENU

Am debilma gogon vinc gaushva iman gaguda darwmunebuli var, swored amitom yavda dacherili datas eg.
--------------------
Parvenu

 


№6 სტუმარი ემი

ნიკოლ რა გითხრა, მართლა ძალიან ემოციური იყო... მართალი გითხრა, წინა თავი უფრო მეტად ემოციური იყო, ვიდრე ეს...

რა ვთქვა არ ვიცი, უკვე წინა თავში გამიჩნდა კატოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება. ჩავთვალე, რომ არაადეკვატურად იქცეოდა... თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძნელი იყო მოგეთხოვა ადეკვატურად მოქცევა, მაგრამ მაინც არ მომეწონა მისი დამოკიდებულება და მოქმედებები...

სამწუხაროდ, იგივე უნდა ვთქვა მის მოქმედებებზე ამ თავშიც... არ მომწონს კატოს სიყვარული... რადგან, მასში ვერ ვხედავ ნდობას ... ნდობას თავისი ქმრისადმი... ქმარი თუ გიყვარს, მას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ენდობოდე, ბრმად უნდა ენდობოდე... მის თვალებში უნდა კითხულობდე მიზეზსაც და შედეგსაც.... უნდა მიხვდე, რატო იქცევა ასე ან როგორ მოიქცევა....

ბოლო ბოლო, ეს თუ არ შეგიძლია, უნდა მოუსმინო მაინც და მიზეზი ჰკითხო. სხვა შემთხვევაში, ბრაზილიური სერიალის ნაგლეჯს ემსგავსება და მერე როცა სიმართლე ირკვევა, სინანული გვიანია....გატეხილი გატეხილად რჩება...

მე არ ვამბობ, რომ თავისი ძმის სიკვდილი ვინმეს უნდა აპატიოს, თუნდაც თავის ქმარს, ანუ საყვარელ ადამიანს... უბრალოდ, უნდა გაარკვიოს, დაელაპარაკოს, უცხო ხო არ არის მისთვის? ცივი გონებით განსაზღვროს ყველაფერი და მერე გამოიტანოს დასკვნები... სხვა შემთხვევაში სიყვარული არც ყოფილა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა...

ზოგადად შენს ისტორიებში მამაკაცები უფრო მომწონს, ყოველთვის ინარჩუნებენ სწორ პოზიციას და ადეკვატურობას და როგორც წესი, ძალიან “დასტოინები“ არიან... ასეთია დათაც ჩემთვის... დათა რომ დამნაშავე იყოს (რაშიც ეჭვი მეპარება), მიუხედავად ამისა, კატოს მაინც არ გავამართლებ დღემდე ნამოქმედარში. ვფიქრობ, რომ დღემდე მისი ყველა მოქმედება უსაფუძვლო ეჭვიანობას და ცხელ ემოციებს ეფუძნება... აწი ვნახოთ.

პ.ს. ვგიჟდები მე შენზეე love

 


№7  offline მოდერი sopiko

ვაჰ, კაცო, რა ამბებია აქ...
ისტორიაში ჩადებული გრძნობები მაგიჟებს!
დაახლოებით ვხვდები, რაც მოხდება, მაგრამ კითხვის ნიშნებიც მაქვს... აქ არ დავწერ მაინც, სხვებს ინტერესი რომ არ დავუკარგო. თუ გინდა, პირადში მოგწერ lol ისე, რა ტანჯულა გმირები გყავს მართლა! იციან, როგორ უნდა მოიპოვონ ბედნიერება და პრინციპების, გარემოებების, ერთიმეორის გამო უარს ამბობენ ამაზე.
გამიხარდა კატომ სასამართლოში სარჩელი რომ შეიტანა და იმ მიზეზით, რომ დათა უყვარს უარი არ თქვა იმაზე, საბას საქმე რომ გამოეძიებინათ. ჩემი აზრით ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ იცოდეს მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი როგორ გარდაიცვალა და ვის გამო გარდაიცვალა.
გელით, ღიმილა love შენ და დასასრულს!

 


№8  offline წევრი xuti

Sheudarebeli xart.sisxli gameyina zargvebshii am sami tavis wakitxvis dros.

 


№9  offline მოდერი nicol

aleqsandra
საოცარი გოგო ხარ შენ თინა love

მადლობა ჩემო გოგო love

aNuGi
რატომღაც ბოლომდე მგონი და მჯერა რომ დათა დამნაშავე არ არის, არ ვიცი რატომ მაგრამ რაც არუნდა იყოს სადღაც მაინც ვიტოვებ ამის იმედს love
საუკეთესო ხარ, ისე კარგად წერ ასე მგონია იქ კატოს მაგივრად მე ვიყავი და მე გადამხდა ყველაფერი, სუმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს, რაც შეგიძლია მალე დადე გთხოვ love

მადლობა ჩემო გოგო love
დათა იმდენად სხვანაირი პერსონაჟია, რომ მე მგონი დამნაშავეც რომ იყოს მაინც უდანაშაულო იქნება wink

nestanuka13
აუ ეს რა იყო დღეს როგორ ველოდებოდი მთელ დღე და არ მეყო ეს თავი, საბას მკვლელობისთვის უჩივლა ანუ??

კი, ნესტანუკა love
საქმე დათას წინააღმდეგ კატომ აღძრა. მანამდე გაყალბებული სამედიცინო დასკვნის გამო მომხდარი უბედურ შემთხვევად შეფასდა.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№10  offline წევრი nestanuka13

აუ მგონია რომ კატომ ვინც გაუშვა იმან მოკლა საბა და დათა იბრალებს საკუთარ თავზე :((

 


№11  offline მოდერი nicol

kiko
აი ასეთ გაგრძელებას არანაირად არ ველოდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი დათას სიკვდილს ან თუნდაც კატოს სიკვდილს მაგრამ იმას ვერა რომ დათა საბას მოკლავდა და დააპატიმრებდნენ. თუმცა მაინც მაქვს რაღაც პატარა იმედის ნაპერწკალი რომ ყველაფერი ისე არაა და დათა უბრალოდ იბრალებს ამ ყველაფერს. ვეღარ ვხვდები უკვე თავი როგორ დავიმშვიდო არმინდა ამათი სიყვარულის ცუდი დასასრული.

კიკო, მე მინდა დაგამშვიდო,
ზოგადად არ მიყვარს ცუდი დასასრული, თუმცა ალბათ არის გარემოება, როცა უბრალოდ კარგ დასასრულს ვერ ხედავ.
თუმცა ამ ისტორიისთვის ნებისმიერი დასასრული კარგი იქნება - მე ვეცდეი საუკეთესო ამოვარჩიო

ello1997
Am debilma gogon vinc gaushva iman gaguda darwmunebuli var, swored amitom yavda dacherili datas eg.

ოხ, ელოო... ოხ love
ჩემი სიამაყე რომ ხარ ხო იცი უკვე? love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№12  offline წევრი Green))

Pirvel rigshii madloba shen ro ar agvianeb da ar gvalodineb xolme love rac sheexeba istorias guli mwydeba rom erti tavi darcha da tan erti suli maq rodis gairkveva simartlee ^^ ra tqma unda, darwmunebuli var rom ragac sxva ambavia da data ar aris damnashave
motmenlad veli shemdeg tavs love

 


№13  offline წევრი lankobalero

moulodneli iko aseti gagrdeleba, tavidanve vfiqrobdi Ratom erqva procesi istorias da am tavshi gaveci pasuxi. Sevdiani tavi iyo, magram mgonia datashi ar vcdebi, Minda mjerodes misi adamianuri mxaris.

 


№14  offline მოდერი nicol

ემი
ნიკოლ რა გითხრა, მართლა ძალიან ემოციური იყო... მართალი გითხრა, წინა თავი უფრო მეტად ემოციური იყო, ვიდრე ეს...

რა ვთქვა არ ვიცი, უკვე წინა თავში გამიჩნდა კატოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება. ჩავთვალე, რომ არაადეკვატურად იქცეოდა... თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძნელი იყო მოგეთხოვა ადეკვატურად მოქცევა, მაგრამ მაინც არ მომეწონა მისი დამოკიდებულება და მოქმედებები...

სამწუხაროდ, იგივე უნდა ვთქვა მის მოქმედებებზე ამ თავშიც... არ მომწონს კატოს სიყვარული... რადგან, მასში ვერ ვხედავ ნდობას ... ნდობას თავისი ქმრისადმი... ქმარი თუ გიყვარს, მას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ენდობოდე, ბრმად უნდა ენდობოდე... მის თვალებში უნდა კითხულობდე მიზეზსაც და შედეგსაც.... უნდა მიხვდე, რატო იქცევა ასე ან როგორ მოიქცევა....

ბოლო ბოლო, ეს თუ არ შეგიძლია, უნდა მოუსმინო მაინც და მიზეზი ჰკითხო. სხვა შემთხვევაში, ბრაზილიური სერიალის ნაგლეჯს ემსგავსება და მერე როცა სიმართლე ირკვევა, სინანული გვიანია....გატეხილი გატეხილად რჩება...

მე არ ვამბობ, რომ თავისი ძმის სიკვდილი ვინმეს უნდა აპატიოს, თუნდაც თავის ქმარს, ანუ საყვარელ ადამიანს... უბრალოდ, უნდა გაარკვიოს, დაელაპარაკოს, უცხო ხო არ არის მისთვის? ცივი გონებით განსაზღვროს ყველაფერი და მერე გამოიტანოს დასკვნები... სხვა შემთხვევაში სიყვარული არც ყოფილა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა...

ზოგადად შენს ისტორიებში მამაკაცები უფრო მომწონს, ყოველთვის ინარჩუნებენ სწორ პოზიციას და ადეკვატურობას და როგორც წესი, ძალიან “დასტოინები“ არიან... ასეთია დათაც ჩემთვის... დათა რომ დამნაშავე იყოს (რაშიც ეჭვი მეპარება), მიუხედავად ამისა, კატოს მაინც არ გავამართლებ დღემდე ნამოქმედარში. ვფიქრობ, რომ დღემდე მისი ყველა მოქმედება უსაფუძვლო ეჭვიანობას და ცხელ ემოციებს ეფუძნება... აწი ვნახოთ.

პ.ს. ვგიჟდები მე შენზეე love

ემი, აი ამიტომ მიყვარს შენი კომენტარების კითხვა დაუსრულებლად.
პრაგმატულად რომ აზროვნებ და სწორი კუთხით უდგები ყველა მოვლენას.
გეთანხმები რომ ჩემი ისტორიის მამაკცები უფრო "სწორი" ადამიანები არიან და იცი რატომ? მიმაჩნია რომ ქალს აქვს სისუსტის და სისულელეების ჩადენის უფლება, მაგრამ სადაც კაცი უშვებს შეცდომას, იქ თითქოს ურთიერთობაც უფერულდება. (ეს ჩემი სუბიექტური აზრია)
ახლა კატოს რაც შეეხება - მთელი ეს სამი თავი კატოს ენით არის გადმოცემული და სწორედ მისი ხედვაა გადმოცემული, თან თხრობა მიმდინარეობს მაშინ, როცა დათა უკვე ეჭვმიტანილია მისი ძმის მკვლელობაში.
მოკლედ მე ხომ ვერაფრით ვეშები ამ ჩემი გმირების გამართლებას?! wink
მოკლედ ემი მიხარიხარ ყოველი სიხლის ბოლოს, შენი კომენტარიანად love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№15 სტუმარი ინგა სურმანიძე

nestanuka13
აუ მგონია რომ კატომ ვინც გაუშვა იმან მოკლა საბა და დათა იბრალებს საკუთარ თავზე :((

მეც ეგრე მგონია

 


№16  offline წევრი NA NO

რა სულელი გოგოა რააა, არ მჯერა რომ დათაა მკვლელი, ველოდები შემდეგ თავს ძალიან კარგი გოგო ხარ:*

 


№17  offline წევრი trisi

Auuu gebedrebi gamoaswore tore ar vici ras vizam ra dadzabeeee gtxoov gamoaswore gtxoooov <3
--------------------
Painter

 


№18  offline წევრი Ignifex

ამას ნამდვილად არ მოველოდი.
როგორ მაინტერესებს,გაარკვია თუ არა კატომ ყველაფერი...მაგრამ დამარწმუნეთ რომ ჩემი ძმის მკვლელიაო,ანუ არ გაურკვევია? მაგრამ ხომ აღუარა თან დათამ საავადმყოფოში ვიყავიო და ა.შ.
მაგრამ,მაგრამ და მაგრამ...
აი,სულ დავიბენი და კიდევ უფრო ჩამითრიეს შენმა პერსონაჟებმა.
მიზეზი და ყველაფერი ისე მაინტერესებს,ისე...
საოცრად წერ! :D ❤
დათას დუმილი მიყვარს და მტკივა.

 


№19  offline აქტიური მკითხველი tamo1804

საუკეთესო მწერალი ხარ ჩემ თვალში ნიკოლ <3 მარტო იმიტომ მიხარია ამ საიტზე შემოსვლა, რომ შენს ისტორიებს ვკითხულობ :) 2 წელია აქ ვარ და პირველად შენმა ისტორიამ მაიძულა დამეწერა კომენტარი :D სულმოუთქმელად ველოდები დასასრულს <3

 


№20  offline წევრი მთვარეულა ❤

საოცარია love
სხვა არაფერი მაქვს სათქმელი ❤❤❤

 


№21  offline მოდერი nicol

sopiko
ვაჰ, კაცო, რა ამბებია აქ...
ისტორიაში ჩადებული გრძნობები მაგიჟებს!
დაახლოებით ვხვდები, რაც მოხდება, მაგრამ კითხვის ნიშნებიც მაქვს... აქ არ დავწერ მაინც, სხვებს ინტერესი რომ არ დავუკარგო. თუ გინდა, პირადში მოგწერ lol ისე, რა ტანჯულა გმირები გყავს მართლა! იციან, როგორ უნდა მოიპოვონ ბედნიერება და პრინციპების, გარემოებების, ერთიმეორის გამო უარს ამბობენ ამაზე.
გამიხარდა კატომ სასამართლოში სარჩელი რომ შეიტანა და იმ მიზეზით, რომ დათა უყვარს უარი არ თქვა იმაზე, საბას საქმე რომ გამოეძიებინათ. ჩემი აზრით ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ იცოდეს მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი როგორ გარდაიცვალა და ვის გამო გარდაიცვალა.
გელით, ღიმილა love შენ და დასასრულს!

ისევ ამაღიმილე wink
ველოდები პირადში შენეულ ვერსიებს love

xuti
Sheudarebeli xart.sisxli gameyina zargvebshii am sami tavis wakitxvis dros.

მადლობა ჩემო გოგო,
უთვალავი მადლობა love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№22  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო ხარ ვგიჟდები მე შენზე.

 


№23  offline მოდერი nicol

Green))
Pirvel rigshii madloba shen ro ar agvianeb da ar gvalodineb xolme love rac sheexeba istorias guli mwydeba rom erti tavi darcha da tan erti suli maq rodis gairkveva simartlee ^^ ra tqma unda, darwmunebuli var rom ragac sxva ambavia da data ar aris damnashave
motmenlad veli shemdeg tavs love

მადლობა ჩემო მწვანე გოგო love
მეც არ მიყვარს რომ გალოდინებთ ხოლმე და მანამ არ ვიწყებ ისტორიის ატვირთვას, სანამ არ დავრწმუნდები რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი თავის დადებას შევძლებ.
შემდეგი თავიც ხვალ საამს იქნება აუცილებლად

lankobalero
moulodneli iko aseti gagrdeleba, tavidanve vfiqrobdi Ratom erqva procesi istorias da am tavshi gaveci pasuxi. Sevdiani tavi iyo, magram mgonia datashi ar vcdebi, Minda mjerodes misi adamianuri mxaris.

ჩემი ტასო love
კი სევდიანი თავი გამოვიდა...
დათასნაირები ადამიანობას არასდროს კარგავენ love

makaterine
რა სულელი გოგოა რააა, არ მჯერა რომ დათაა მკვლელი, ველოდები შემდეგ თავს ძალიან კარგი გოგო ხარ:*

მადლობა მაკატერინე,
ხვალ დავდებ ბოლო თავს

trisi
Auuu gebedrebi gamoaswore tore ar vici ras vizam ra dadzabeeee gtxoov gamoaswore gtxoooov <3

ჩემო ტრისი, გარწმუნებ ისეთი ადამიანობა, როგორიც დათას აქვს არასდროს ცვდება

Ignifex
ამას ნამდვილად არ მოველოდი.
როგორ მაინტერესებს,გაარკვია თუ არა კატომ ყველაფერი...მაგრამ დამარწმუნეთ რომ ჩემი ძმის მკვლელიაო,ანუ არ გაურკვევია? მაგრამ ხომ აღუარა თან დათამ საავადმყოფოში ვიყავიო და ა.შ.
მაგრამ,მაგრამ და მაგრამ...
აი,სულ დავიბენი და კიდევ უფრო ჩამითრიეს შენმა პერსონაჟებმა.
მიზეზი და ყველაფერი ისე მაინტერესებს,ისე...
საოცრად წერ! :D ❤
დათას დუმილი მიყვარს და მტკივა.

დაგაბნიე ქეთი? - მიხარია am
მართლა ბევრი მაგრამ არის აქ.

tamo1804
საუკეთესო მწერალი ხარ ჩემ თვალში ნიკოლ <3 მარტო იმიტომ მიხარია ამ საიტზე შემოსვლა, რომ შენს ისტორიებს ვკითხულობ :) 2 წელია აქ ვარ და პირველად შენმა ისტორიამ მაიძულა დამეწერა კომენტარი :D სულმოუთქმელად ველოდები დასასრულს <3

ჩემი თამო love
მეც მინდა შენ ისტორიაზე კომენტარის დაწერა love

მთვარეულა ❤
საოცარია love
სხვა არაფერი მაქვს სათქმელი ❤❤❤

მადლობა ჩემო კარგო.
ისეთი კარგი სახელი გქვია?! love

lalita
უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო ხარ ვგიჟდები მე შენზე.

მადლობა და კიდევ ათასგქის მადლობა
--------------------
თინა ნიკოლ

 


№24  offline აქტიური მკითხველი tamo1804

გპირდები, დღეს დაწერ კომენტარს :) :*

 


№25  offline წევრი zoi

გამისკდა გული და ეგაა....მოიცა ახლა არ თქვა რომ კატომ რომ გაუშვა იმან მოკლა საბა და დათას არ უნდაეს რომ კატო გაიგოს....

 


№26  offline მოდერი chica sol

ვაახ, ეს ისტორიები დამმართებს მე ნერვოზს.
ეს ისტორია რევანშია ნიკოლ იმის, რომ მე შენ აგაცრემლე ჩემი ისტორიით? ჩემი შადრევნები ისევ ფორმაშია.
მაქვს რამდენიმე ვერსია, მაგრამ როგორც ყოველთვის შენსას ველი...
ვაიჰ, ემოციური თავი იყო ძალიან და ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ დასასრულს ❤
უყვარს შენს მარიკუნას თავისი ნიკოლი❤❤

 


№27  offline მოდერი nicol

მარიამ ზაქარაშვილი
ვაახ, ეს ისტორიები დამმართებს მე ნერვოზს.
ეს ისტორია რევანშია ნიკოლ იმის, რომ მე შენ აგაცრემლე ჩემი ისტორიით? ჩემი შადრევნები ისევ ფორმაშია.
მაქვს რამდენიმე ვერსია, მაგრამ როგორც ყოველთვის შენსას ველი...
ვაიჰ, ემოციური თავი იყო ძალიან და ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ დასასრულს ❤
უყვარს შენს მარიკუნას თავისი ნიკოლი❤❤

მოკლედ რა რევანშები ვიცით ჩვეენ?! love love love
გულშიჩამწვდომი რევანშები love
უყვარხარ შენს ნიკოლს love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№28  offline მოდერი bibo

ux ra vtqva ar viciii ai ra gitxra tavshi araperi modis paqtia :******ai shen xar saswauli saocreva gogooo ra gitxra ar vici .ai tu erti wami viciini an amati siyvarulit gulis chias vixareb bolos avbgavldi ase ro gauleta datasss .ici shenshi ra momwons kaci tavis poziciazea da arasdros ara dakninebuliiii vgijdebi aset vajkacur da mamakacur kacebze ai vgijdebi aset velurul da tavdadebul siyvarulze kacze romelmac icis qalis pasi .vtli gulis patara kunwulshi ro daata is ara rasac aq weren da is bichi vin im utvino katom gaushva saqmeshia magas daec mexi da eg gaswora meteorma maseti shteri roa :D :D mousminde adamians iqneb da ras geubneba shteri gogooo da mgonia sabac magan mokla ravi magdagvari ravi me :D :D mag shters ar egirsos kacis alersi da magas ar gaegvidzos kacis mklavze ai egre unda mag txistvinas :D chemi saocreba saswauli xar veluro askilo da agviraxsniloooo chitov yvitelgulav :*******ai saocreba xar atmis bususooo aluchis kurka.vinario chemi chalagaji chemi gulis dzapi da tortis udidesi nacheri chokoladiii :*****acharulo xachapurooo toxlo kvercxiturt :D doxruklo kartishka amodgvlefiloo marwyvo da amokazmulo lobiovvvvvv

 


№29 სტუმარი მიკა

მდააა...მაგარი იყო ,ძალიანნ..... არ მჯერა რო დათა დამნაშავეა.ალბათ იმიტო ცემა ის ბიჭი რო საბას ამბავში იყო გარეული დაა კატომ სწორედ ძმის მკვლელი გაათავისუფლაა..... გასაგებია რო ძმა უყვარდა მაგრამ ჯერ გაეგო სიმართლეე, დალაპარაკებოდა საყვარელ ადამიანს და მერე გაეკეთებია დასკვნები უნდაა.... დათა ალბათ იმიტომ დუმს რომ საყვარელი ადამიანის უნდობლობას ვერ ეგუება... ძალიან მაინტერესებს რა მოხდება ბოლო თავშიიი

 


№30  offline წევრი მთვარეულა ❤

nicol

მთვარეულა ❤
საოცარია love
სხვა არაფერი მაქვს სათქმელი ❤❤❤

მადლობა ჩემო კარგო.
ისეთი კარგი სახელი გქვია?! love


მადლობა :love
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent