სექსუალური ადვოკატი (3)
დილით ისევ ტელეფონის საშინელმა ხმამ გამომაღვიძა, ხელის ფათურით მოვნახე მობილური და ისე ვუპასუხე ნომრისთვის არც შემიხედავს.. -გისმენთ -გაგაღვიძე? ნიკოლოზის ხმის გაგონებისთანავე ავწიე ბალიშიდან თავი და გაბურძგნულ თმაზე ხელი დავისვი თითქოს წინ მეჯდეს და მიყურებდეს... -ჰო... არა.. გისმენ დაბნეულმა ამოვილაპარაკე და ღრმად ამოვისუნთქე.. -მოკლედ რატომ გირეკავ დღეს შენთან ოფისში ვერ მოვალ ბევრი საქმს მაქვს და თუ არ შეწუხდები შეგიძლია ჩემთან მოხვიდე რომ სია მოგცე ან ვინმე რომ გამოგზავნო? არანაირი მორიდებული ან შეწუხებული ტონალობა არ ჟღერდა მის ბოხ ხმაში, რამაც ცოტა არ იყოს გამაღიზიანა... -თუ მოვახერხე პირადად მოვალ თუ არადა ვინმეს გამოვუშვებ კიდევ გინდა რამე? -არა არაფერი შეხვედრამდე უცებ დამემშვიდობა და ტელეფონი გამითიშა... საათს რომ დავხედე ჯერ მხოლოდ შვიდი საათი იყო, ძილის შებრუნებას აზრი არ ქონდა, სპორტულები ჩავიცვი და სარბენად გავედი... რამდენი ხანია არ მირბენია, ერთი გამოძრავება და ყველა კუნთი მეტკინა... ცხრის ნახევარი იყო სახლში რომ დავბრუნდი, უცებ გადავივლე, წყალი, კლასიკური შავი შარვალი, თეთრი პერანგი და განუყრელი შავი მაღლები ჩავიცვი, მკრთალი მაკიაჟი ჩანთა და მზად ვარ... -ლიაკო გავდივარ.. გასვლისას მივაძახე და კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში.. -ელენა ერთი წამით მოიცადე რა - ხელების ფერთხვით გამოვიდა სამზარეულოდან და წინ დამიდგა - ნიკოლოზს თუ ნახავ ეცადე ცოტა ისე მოექცე, რომ შენი ნახვის სურვილი კოდე ქონდეს.. -დედა კარგი რა ცოლიანია.. მომაბეზრებლად დავუყვავე და გასვლა დავაპირე, ისევ წინ რომ გადამეღობა -ხომ არ გავიწყდება რატომ ხარ მისი ადვოკატი? შორდება ცოლს მემგონი ხომ? -დედა, რადგან შორდება ცოლს ესეიგი ცუდი ქმარი იყო ან ცუდი ხასიათები ქონდა.. მაინც არ ვთმობდი ჩემსას. -ეგრე შენც გაშორდი შენ ქმარს, შენ იყავი ცუდი ცოლი თუ ირაკლი ცუდი ქმარი?! უბრალოდ ერთ დღეს აღმოაჩინეთ რომ ერთმანეთი აღარ გიყვართ და გაშორდით.... ან გათხოვება რა იყო ან გაშორება?! ბოლოს როცა გაიაზრა რა თქვა უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და ისევ ხელების ფერთხვით შევიდა სამზარეულოში... ღიმილით გამოვაღე კარები და ფეხით დავეშვი პირველ სართულზე, მანქანაში ჩავხტი და მაშინვე გიორგის ნომერი ავკიბე.. -სად ხარ? როგორც კი ზუმერის გამაწვრილებელი ხმა გიორგის ხმამ შეცვალა მაშინვე ჩავძახე... -ტაქსს ველოდები და მივდივარ სამსახურში რა იყო? -ათ წუთში გამოგივლი დამელოდე.. უცებ ვუპასუხე და ტელეფონი გავუთიშე.. ზუსტად ათ წუთში ვიყავი გიორგის სადარბაზოსთან და მის გამოჩენას ველოდებოდი.. -რა ქალივით აგვიანებ რა ჯანდაბა გჭირს? როგორც კი ჩაჯდა მაშინვე ჯუჯღუნი დავიწყე და გიორგის გაღიმებაც გამოვიწვიე... -მოყევი აბა რა ხდება -რა უნდა ხდებოდეს? გულწრფელად გავიკვირვე და გზას გავხედე.. -შენ დილაუთენია დარეკვას ყოვრლთვის ორი მიზეზი აქვს ხოლმე: პირველი თათბირი გვაქვს და მაფრთხილებ არ დაიგვიანოო და მეორე რაღაცა მოხდა ”უეჭველი” და უნდა დამელაპარაკო... -იდიოტი, დეგენერატი, ხეპრე, მოინდომა სახლში შეხვედრა, მეც რამ გამომაშტერა ესე როგორ შევტოპე ან დედაჩემზე რა მათქმევია ეს ამბები, ეხლა ტვინს მიჭამს გინდა თუ არა კარგი ბიჭია ნიკოლოზიო... გაბრაზებულმა სულმოუთქმელად მივაყარე და სიჩქარეს უფროდაუფრო მოვუმატე... -ელენა ეხლა ღრმად ამოისუნთქე, სიჩქარეს მოუკელი და დაწვრილებით მომიყევი რა მოხდა... ერთ ადგილას გაშეშებულმა გიორგიმ ძლივს ამოილაპარაკა და კარების სახელურს ძლიერად ჩაეჭიდა... მეც ყველაფერი დაწვრილებით და სიტყვა-სიტყვით მოვუყევი, ნიკოლოზის ზარიდან დედაჩემის საუბრით დამთავრებული.. -აუ მერე ამიტომ ხარ აღშფოთებული ელენა? ბოლოს სიცილით დააყოლა და უარესად გამაღიზიანა.. -გიორგი ეხლა გადაგისვრი აქედან და როგორც გინდა ის მოდი სამსახურში დაგვიანების გარეშე.. ამის გაგონება და გიორგის ერთ ადგილას გაჩერება ერთი იყო, ხანდახან ჭრის კიდევაც უსაფუძვლო მუქარა, რომელსაც ”ვერ” კი არა ”არ” შეასრულებ.. -ისე ხუმრობა იქით იყოს და -ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ლაპარაკი გიორგიმ დაიწყო - რაღაც მხრივ ვეთანხმები ლიაკო დეიდას იმაში, რომ ნიკოლოზს ცოტა პატივისცემით უნდა მოექცე, მერე რა რომ სულ სამი დღეა იცნობ.. -ვაიმე ხალხო ნუ გამაგიჟეთ, კაცს სამი დღეა ვიცნობ, იქაც ჩემი დაცვის ქვეშაა და ისიც დროებით, როცა მისი ადვოკატი ჩამოვა ისევ ის მიხდავს მის პრობლემებს და ყველაფერი ძველ ფორმას დაუბრუნდება.. ისე გაქრება ნიკოლოზ მაისურაძე ჩემი ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა ასე რომ დამანებეთ თავი და გადადი მანქანიდან მოვედით უკვე.. ნელნელა ვხვდებოდი როგორ ვკარგავდი ჩემ თავზე კონტროლს და ვეღარც ხმას ვეღარ ვინარჩუნებდი... ინსტიქტურად დავიხედე მიკიმაუსის ჩუსტებზე და გუშინდელი ჩემი და ნიკოლოზის საუბარი გამახსენდა.. უნებურად გამეღიმა და უკანა სკამიდან ჩემი განუყრელი ”მეგობარი” ავიღე, უცებ მოვირგე ფეხზე და ისევ ქუსლების კაკუნით შევედი შენობაში... ისევ გაიფანტა ხალხი გარშემო და ისევ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემ მაგივრად ვიღაც ურჩხული შემოვიდა.... ლიფტის კარებთან ისევ ლიზა დამეწია და ათასი რაღაც მამცნო... -ლიზა ურჩხულს ვგავარ? სრულიად მოულოდნელად ვკითხე და მის დაბნეულ სახეზე, რომ არ გამცინებოდა დიდი ძალისხმევა დამჭირდა.. -უკაცრავად? -ურჩხულს ვგავარ? - კიდევ ერთხელ გავუმეორე ჩემი შეკითხვა - ან შუბლზე მაწერია მიფრთხილდით ბოროტი ვარ ან რამე მსგავსი? უფრო განვუმარტე ჩემი შეკითხვის არსი და კაბინეტისკე წავედი.. -არა როგორ გეკადრებათ... დაბნეულმა ამოილაპარაკა და შეშინებული შემომყვა კაბინეტში... -აბა ჩემი დანახვისას ყველა განზს რატომ დგება, რატომ ეშინიათ და შენ ფეხები ერთმანეთში რატო გებლანდება? თუ რამე ისე არაა მითხარი იქნებ შევძლო როგორმე გამსწორება და აღარ გეშინოდეთ ჩემი ესე ძალიან... - გულწრფელად ვუთხარი რასაც ვფიქრობდი და პასუხის მოლოდინში გავიყუსე, მაგრამ ლიზა ჯიუტად იდგა და იატაკს უყურებდა... - ლიზა დაჯექი და კარგად მომისმინე - ბოლოს დუმილი ისევ მე დავარღვიე - მითხარი რას ვაკეთებ არასწორად, რომ გამოვასწორო და თანამშრომლებს ჩემი არ ეშინოდეთ, დარწმუნებული ვარ თანამშრომლების ოთხომცდაცხრამეტ პროცენტს ვძულვარ ჩემი ხასიათის გამო... -მე არ მძულხართ ქალბატონო ელენა აწყლიანებული თვალებით ამომხედა და გულწრფელად გამიღიმა.. -ვიცი ლიზა, იმ დარჩენილ ერთ პროცენტში შენ და გიორგი შედიხართ... ეხლა კი მითხარი რა ჯანდაბა გავააკეთო, რომ თანამშრომლების სიყვარული დავიმსახურო -პირდაპირ გითხრათ? - ისევ ეს მორიდებული ლაპარაკი, თუმცა თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე - პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ ეს არის, როცს ოფისში შემოხვალთ ეცადოთ გაიღიმოთ და წარბები გახსნათ... პირველად როდესაც ადამიანს შეხედავთ, მისი იმჟამინდელი ხასიათის დადგენა სახის გამომეტყველებით შეგიძლიათ.. თქვენ კი როდესაც შემოდიხართ წარბები სულ შეკრული გაქვთ და არასდროს იცინით, თანამშრომლები კი ავტომატურად ფიქრობენ, რომ ცუდ ხასიათზე ხართ და გზიდან გშორდებიან... მეორე, ეცადეთ ხანდახან ტონი აკონტროლოთ, როცა რაღაც მცირედი დეტალიც კი არ მოგეწონთ მაშინვე ყვირილს იწყებთ, ამით კი თანამშრომლებს აფრთხობთ... ნუ მეტი პრინციპში არც არაფერია.... მორიდებით გამიღიმა და ფეხზე წამოდგა... -თქვენის ნებართვით გავალ თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და ჭერს უაზროდ მივაშტერდი.. -ლიზა, გიორგის დაუძახე რა - სანამ კარებს მიხურავდა უცებ დავუბარე - და ხო კიდევ, მადლობა.. კიდევ ერთხელ გავაჩერე და ოდან შესამჩნევად გავუღიმე... მალე შემოვიდა გიორგიც და წინ მოწყვეტით ჩამოჯდა.. -აბა რა გინდა მითხარი ნიკოლოზთან წავიდე და სია გამოვართვა? პირდაპირ მაჯახა და გასასვლელად მოემზადა... -არა - სანამ კარებს გააღებდა მანამდე ვუთხარი და ისიც ჩემკენ მოტრიალდა მაშინვე.. - მინდა დღეს შენ მიხედო ჩემ საქმეებს, მე კი ნიკოლოზთან წავალ.. მოულოდნელად ვუთხარი დს ფეხზე ნელა წამოვდექი.. -დარწმუნებული ხარ? - შეშიბებულმა ამომხედა და თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე... - მოგწონს? -სიპატიურია, სასურველია, მიმზიდველია, მაგრამ ჯერ არ მომწონს თვითონ პიროვნება, მაგრამ ის ფლირტი რომელიც ჩვენ შორისაა ძალიან მიზიდავს, ამიტომ ამ შანსზე უარის თქმას არ ვაპირებ... ფიქრებში წასულმა რაბი წამოვაყრანტალე მეთვითონ არ ვიცი, გონზე მხოლოდ გიორგის სტვენამ მომიყვანა... -სერიოზულადაა საქმე როგორც ჩანს, უბრალოდ ღრმად არ შეტოპო... რა როგორც მეგობარი გაფრთხილებ.. როგორც კი ჩემ დაქაჩულ თვალებს წააწყდა მაშინვე მაჯახა და ოთახიდან აორთქლდა... მაშინვე ამოვიღე სავიზიტო ბარათი და ნომერი ისე ავიღე ერთხელაც არ დავფიქრებულვარ... -გისმენთ -ნიკოლოზ, ელენა ვარ როგორც კი ზუმერის ხმა შეწყდა და ნიკოლოზის ხმა გაისმა, ძლივს შეკოწიწებული სითამამე ჯანდაბაში გავუშვი და ბრინჯივით დავიბენი.. -ხო ელენა, შენ ზარს ველოდი რა გადაწყვიტე მოხვალ თუ ვინმეს გამოუშვებ?! -არა... არა მოვალ, უბრალოდ მისამართი მითხარით -კარგი ელენა ეხლავე მოგწერ მისამართს და გელოდები.. კარგა ხნის გათიშული ქონდა ტელეფონი, მაგრამ მე მაინც დებილივით მედო გათიშული ტელეფონი ყურზე და უაზროდ ვიცინოდი, შეტყობინებაც თხუთმეტი წუთის წინ ქონია გამოგზავნილი, მაშინვე დავავლე ხელი ჩანთას და ოთახიდან გამოვედი, ლიზას წასვლის შესახსბ ვუთხარი და აჩქარებული ნაბიჯებით დავეშვი ქვემოთ, ლიფტის ლოდინის თავი არ მქონდა... ხალხი ჩემი დანახვისას ისევ გაიფანტა, თუმცა ამაზე ეხლა ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მქონდა, უცებ მოვთავსდი საჭესთან და მითითებულ მისამართზე წავედი.. -დაგაგვიანდა კარების გაღებისთანავე მამცნო ნიკოლოზმა და შიგნით შემიპატიჟა... -ხო რაღაც საქმეები გამომიჩნდა და... უცებ დავიძვრინე თავი და სახლის თვალიერება დავიწყე... თავიდანვე ორსართულიანი, მდიდრულად მოწყობილ სახლს წარმოვიდგენდი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა... ორსართულიანი კერძო სახლის მაგივრად დიდი, ოცდაოთხ სართულიანი შენობა იდგა, თვითონ ნიკოლოზი კი ოცდამესამეზე ცხოვრობდა... ცოტა არ იყოს კი შემაშინა სიმაღლემ, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდე, რომ იქ დიდხანს გაჩერებას არვაპირებდი, სიას ავიღებდი და უკან, ოფისში დავბრუნდებოდი... სახლშიც ველოდი მოსამსახურეებს, დაწკრიალებულ სახლს, მაგრამ აქაც პირიქით მოხდა... მოსამსახურეებია არსად იყვნენ, მაგრამ სისუფთავე მაინხ იყო, თუ არ ჩავთვლით მაგიდაზე დაუდევრად მიყრილ საბუთებს.. -დაჯექი - ხელით დივნისკენ მანიშნა და მეც მორჩილად ჩამოვჯექი... - ყავა, ჩაი?! ქართული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა, თუმცა ამ სიცხეში არც ცხელი ყავა და მითუმეტეს ჩაიც არ მინდოდა.. -არა არაფერი, უბრალოდ სია მომეცი და წავალ... -შენი ნებაა.. თაბახია ფურცელი გამომაწოდა და ვითომც არაფერიო ისე დაჯდა ჩემ წინ... -შეხვედრამდე.. წამოსვლის წინ ზრდილობის გამო დავეშვიდობე და კარები ისე გამოვიჯახუნს ლამისაა ჩამოვარდა... მივდიოდი და ნერვები მეშლებოდა მაინც რა მეგონა, წამოსვლას დამიშლიდა თუ რა... არა როგორ დავუშვი ის ფაქტი, რომ ეს თავხედი ნიკოლოზი, შეიძლება ის კაცი ყოფილიყო რომლის გვერდზეც ნამდვილად წარმომედგინა ჩემი დარჩენილი ცხოვრება... არა! უზრდელი არ არის ეხლა?! ცოტა მაინც შემკამათებოდა და ეთხოვნა დარჩი ცოტახანიო... უზრდელი, ხეპრე, დეგენერატი... ვიჯექი საჭესთან და გულში ათასი სიტყვით ვამკობდი ნიკოლოზს... როგორ მინდოდა მივტრიალებულიყავი და მიმეხრჩო იქვე... ბოლოს ოფისის მაგივრად სახლში წასვლა გადავწყვიტე და იქიდან მოვაგვარებდი საქმეებს, გიორგის დავურეკე და სამსახურის მერე ეგ და ლიკა ამოვიდოდნენ.. -დე სახლში ვარ.. - შესვლისთანავე დავიყვირე და ფეხსაცმელები კუთხეში მივყარე.. - ლიაკო? ხმა ის არ ისმის, სამზარეულოში შეივიხედე და მაცივარზე მიკრული წერილი ჩამოვხსენი.. ”რამდენიმე დღით წავედი დეიდაშენთან სოფელში, მალე ჩამოვალ... ლიაკო” ღიმილით დავაბრუნე წერილი თავის ადგილას და მაშინვე გადავურეკე... ბევრი ვილლაპარაკეთ და ჯერი ისევ ნიკოლოზზე მიდგა... -ხო გითხარი არა?! ყველა კაცს მისი ინდივიდუალური მეთოდი აქვს ქალის დაკერვის.. -კარგი რა ლიაკო რა მეთოდი, ერთხელ შემომთავაზა ყავა, იმაზეც უარი ვუთხარი და კაიო, სია მომცა და გამომიშვა ესაა დაკერვის მეთოდი? გაოცებული ვიყავი ლიაკოს ესეთი ლაპარაკით... -კარგი ეხლა შემეშვი და მიხედე შენ თავს სულ ყავაზე ნუ იქნები.. ბოლოს ისევ თავისებურად დამარიგა და ტელეფონი გამითიშა... მაშინვს ავკრიბე ლიკას ნომერი და მოთმინებით დაველოდე ზუმერის გათიშვას.. -რა გინდა? ჩვეული შეუვალობით მიპასუხა,მაგრამ მივხვდი როგორ გაეღიმა... -შეიძლება ერთი კვირა თქვენთან დავრჩე? უცებ მოვიცოდვილე თავი და შეპარული ღიმილი დავაიგნორე.... -კი შეიძლება მაგრამ ხო მშვიდობაა? -კი , კი უბრალოდ ლიაკო სოფელში წავიდა მის დასთან და მარტო ყოფნაა არ მინდა.. -გამოდი და დარჩი გაეცინა ჩემ ბავშვურ საქციელზე და უცებ გამითიშა ყურმილი... ერთი კვირის სამყოფი ტანსაცმელი ჩავაწყ პატარა ზურგჩანთაში, ლეპტოპსაც შიგ ჩავუძახე და ბედნიერი მოვკალათდი საჭესთან.. მაშინვე გიორგისთან გადავრეკე -შენთან მივდივარ და პირდაპურ იქ მოდი ეხლავე... არაფრის თქმა არ დავაცადე ისდ გავუთიშე ტელეფონი და მანქანა დავქოქე.. -რანაიდი უფროსი ხარ რა, დილით აგვიანებ და იმაზრ ადრე გამოდიხარ სამსახურიდან ვიდრე დაშვდბულია... როგორც კი სახლში შემოვიდა და დამინახა მაშინვე ”მისაყვედურა” და ჩემ წინ სავარძელში ჩაესვსნა... -ხოდა მომავალი ერთი კვირა შენ რეჟიმს უნდა მოვერგო.. -კი მაგრამ რატომ? გაოცებულმა გამოგვხედა ხან მე ხან ლიკას -ერთი კვირა აქ ვცხოვრობ პროტესტს არ ექვემდებარება... -აუ რაა სამსახურში შენ, სახლში შენ... ტერორში ვარ რა.. დანანებით ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა... -ნიკოლოზმა რაო ისე ? ინტერესით შემეკითხა და ისევ ჩამოჯდა... ყველაფერი მოვუყევი და უარესად ამეშალა ნერვები... -პირველია ვინც ასე გამოგიყვანა მწყობიდან... სიცილით მიპასუხა და ოთახში შევარდა ბალიში რომ არ მოხვედროდა... საათს, რომ დავხედე უკვე პირველი სრულდებოდა უცებ მოვკრიფე ჩემი ნივთები და ”ჩემ” ოთახში შევედი ლეპტოპი გავხსენი და მუშაობა დავიწყე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.