შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზაფხულის რომანი 1 თავი


19-07-2016, 13:54
ავტორი Samerqvin
ნანახია 2 813

ეს მოხდა ზაფხულში. წარმოგიდგენიათ რამდენი მოგონება შეიძლება გქონდეს ზაფხულის 90 დღეში? 90 დღეზე მეტი... ეს ზაფხული იყო საუკეთესო! იყო ტირილი, სიცილი, მხიარულება, სასმელი, გართობა, გათენებული ღამეები, იმედ გაცრუება, ახალი მეგობრები და ახალი ურთიერთობები. ბევრი ლაპარაკის გარეშე მოდი უბრალოდ დავიწყოთ.

სკოლა როგორცკი დამთავრდა, მაშინვე დავიწყე ზაფხულის შერგება. არანაირი გამოცდები არ არსებობდა და ეს საოცრად მახარებდა.
მე კი ახლა შევამჩნიე რომ ისე გამიტაცა ზაფხულზე საუბარმა რომ სულაც არ მითქვამს ვინ ვიყავი მე. მე ვარ ლილე ჯალაყონია, 16 წლის, ფორმალური გიჟი, მხიარული, ცოტა გულჩათხრობილი, არვგავარ ყველას, საშუალო სიმაღლის , გამხდარი, რიჟა გრძელი თმებით, ღია წაბლის ფერი თვალები, ჭორფლებით და საბოლოოდ კარგი ვარ, უბრალოდ ჩემი ცხვირი საშინლად არ მომწონს.... ყველა მეუბნება რომ კარგი ცხვირი მაქვს, ახლა შენ გაიგე რამდენი აფერისტობს, თუმცა მგონი ყველა იტყუება.
პირველი რაც გავაკეთე, ჩანთის ჩალაგება იყო, არ ვიცი რატომ მაგრამ ეს მომენტი ყოველთვის მსიამოვნებს. ტანსაცმელი, წიგნები, და სხვა დანარჩენი წვრილმანები. ჩანთის ჩალაგებას რომ მოვრჩი დედას დავურეკე.
- დე, ხომ იცი წყნეთში მივდივარ, გამომივლი მანქანით თუ ტაქსით წავიდე?
- არა, მე გამოგივლი და წავიდეთ.
- ეჰმ... შენც აპირებ დარჩენას?
- არა, უბრალოდ თქვენ მიგიყვანთ და მეზობელს თქვენ თავს ჩავაბარებ.
დედასთან საუბარს მოვრჩი, შემდეგ ანოს დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი, ის უკვე მზად იყო და ჩვენ გველოდებოდა.
ანო ჩემი მეგობარი იყო, ერთმანეთთან ახლოს ვიყავით და მასთან ძალიან ბედნიერი ვიყავი. ის ძალიან მაღალი იყო, შავი თვალები და შავი თმები, საოცრად ლამაზი დიდი წითელი ტუჩები. ხასიათი კი ბავშური ქონდა და ისიც ჩემსავით გიჟი იყო, მაგრამ ადვილად ფეთქებადი.
ცოტახნის შემდეგ დედამ დამირეკა, სახლი დავტოვე, კიბეები ჩავირბინე და მანქანაში ჩავჯექი. გზაში მოვისმინე უამრავი დარიგება დედისგან, როდესაც ანო შემოგვიერთდა ორი იმდენი მოვისმინეთ და მთელი გზა იმის განხილვა ხდებოდა როგორ უნდა მოვქცეულიყავით და როგორ არა. მოკლედ ჩავედით წყნეთში და ყველაფერი იქიდან დაიწყო.



№1  offline წევრი GT - Ucnobi

Momewona :D Formaluri giji <3 velodebi shemdeg tavs :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent