გიგი ადამაშვილი (2)
როგორც იქნა მორჩა კატა კნავილს და მეც დავსტაცე ხელი ბაიას და კარი გამოვაღე. -აუ რა დებილი ხარ რა, ყოველდღე კი არ გვეძლევა შანსი , მაგის ნახვის,თან გოგო ნაყინები გამოგვიგზავნა-ბუზღუნებდა ბაია. -ვაიმეე ბაიაა-მოთმინების ფიალა ამევსო. -ხო კარგი,ჩუმად ვარ- დასჯილი ბავშვივით ჩაიბურტყუნა. მე და ბაია მეზობლები ვართ, ის მეცხრე სართულზე ცხოვრობს, მე კი მერვეზე. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და დავმეშვიდობეთ. სახლში შესვლისას, მადისამღვრძელი სუნი მეცა. ჰმ, ვნახოთ ერთი რა გააკეთეს ქალბატონებმა. მისაღებ ოთახში მამა და ბაბუა დამხვდნენ,რომლებიც ფეხბურთის ყურებაში გართულიყვნენ, ორივეს ვაკოცე და სამზარეულოში შევვარდი. -აუუ რა სუნებიიაა- აღტაცებულმა შევძახე. -მოდი, შე გადარეულო, სად იყავი ამდენ ხანს ? ბაიასთან ერთად იწანწალებდი ალბათ- გამოიცნო ნანამ. -აუ ხალხნო რა გვაქვს იტყვით ?! - შევეკითხე მათ. - ნანას გაკეთებული ლობიო, წადი ხელები დაიბანე და მერე ჭამე.- მიბრძანა მაკამ. მაკას დავემორჩილე, ხელები დავიბანე, გამოვიცვალე და სასადილო ოთახისკენ დავეშვი. ძალიან მიყვარდა ლობიო, თანაც ნანას გაკეთებული,ხომ სრული შედევრია. ვისადილე და ჩემს ოთახში ავირბინე. ბევრი სამეცადინო არ მქონდა,ამიტომაც 20 წუთში მოვრჩი. ლეპტოპი ჩავრთე, ფეისბუქში უნდა შევსულიყავი, მაგრამ გამახსენდა,თუ რამდენს ექნებოდა სელფი გადაღებული,გიგისთან ერთად,რომელზეც აკომენტარებენ: -ვაიმეე ჩემი სიცოცხლეე -აუ რა საყვარელიაა -აუუ ნეტავ მანდ მეც ვყოფილიყავი -ჩემი ცხოვრების აზრიი და ამდაგვარები. მერე ამაზე უფრო გავღიზიანდებოდი, ამიტომ 4love.ge-ზე შევედი. ეს საიტი ძალიან მომწონს, როცა საქმე არ მაქვს, შევდივარ და ვკითხულობ სხვადასხვა საინტერესო,სასიამოვნო და ლამაზ ისტორიებს. ბევრჯერ მიფიქრია, მეც ხომ არ დავიწყო წერა-თქო, მაგრამ რაღაც მაკავებს, თუმცა არ ვიცი რა. საიტზე არაფერი იყო ახალი დადებული, მომბეზრდა ძიება ძველი ისტორიების და დავხურე ლეპტოპი. უცბად ნანას ძახილი გავიგონე, ქვემოთ ჩავირბინე და ნანას ვეახლე. -რა იყო ნანუჩკები ?- გავეპრანჭე ბუზღუნა ნანას. -რადა ეს წყალი გადააქციე - მომაჩეჩა ვედრო,ნახევრად ავსებული წყლით. ფანჯრიდან გადავქციე წყალი, გამობრუნებას ვაპირებდი,როცა შეგინების ხმა გავიგე, ნეტავ რა მოხდა ? ფანჯრიდან გადავიხედე და რას ვხედავ ? ღმერთო ჩემო, ქვემოთ სველი ადამიშვილი დგას,რომელიც გაცეცხლებული თვალებით იყურება ზემოთ. -შენ გოგო დებილი ხარ ? რას მერჩი ჰა ?- ამომძახა გაავებულმა. -აუ იცი რაა ? ვერ დავინახე თუ მანდ იყავი, რა ჩემი ბრალია,თუ პატარა ხარ და ვერ დაგინახე ?- ვიბოდიალე სისულელეები. -აუ ჩემი კაი,არ გინდა ექიმთან მიხვიდე,გესაჭიროება ნაღდად- ამომძახა გიგიმ. - ექიმთან შენ თვითონ ხარ მისასვლელი რა-მხოლოდ ეს ვუთხარი და ფანჯარა დავკეტე. გაავებული ბაიასთან ავედი სახლში. კარი გაკვირვებულმა გამიღო,ალბათ აინტერესებდა შეშლილი სახით რატომ ვმოძრაობდი. ბაიას მშობლები სახლში არ იყვნენ, მეც თავისუფლად მოვუყევი შემთხვევა. -აუუ რა მაგარიაა რა- გაუბრწყინდა თვალები ბაიას. -ქალოო, რა არის მაგარი ? - შევეკითხე თვალების ბრიალით. -ოო, შენ ხომ კაცი ვერ გაგაგებინებს ვერაფერს რა- ხელი აიქნია,უკმაყოფილების ნიშნად. -კაი,კაი აუუ წამო რა სტადიონზე,ფეხბურთი ვითამაშოთ- შევთავაზე უკმაყოფილო ბაიას. -ხო კარგი,გამოვიცვლი და გამოვალ კაი ? -კაი მეც გამოვიცვლი და ჩემს კართან დამხვდი. სახლში შევედი და ოთახისკენ გავქანდი. შავი სპორტული შარვალი,შავი მაისური და შავი ბოტასები მოვირგე. თმა კოსად ავიკარი და კართან დავდექი. მალე ბაიაც გამოჩნდა ლურჯი სპორტული შარვლით,ლურჯი მაისურით და იმავე ფერის ბოტასებით. ორივე კიბეებზე დავეშვით და სტადიონისაკენ ავიღეთ გეზი. ბურთი რათქმაუნდა იქ მყოფ ნიკას წავართვით. ნიკა ჩვენი უბნელი და მეგობარია, ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია. -ოე აქეთ,აქეთ პასიი- ტრადიციულად გავკივი მე. - რა გჭირს შე@ემა ?- მოულოდნელად ნიკა უკან შებრუნდა და ვიღაცას უთხრა, მე ბაია მეფარებოდა,ამიტომ ვერ დავინახე. ბაიამ თავი გამოწია და მეც დავინახე ვინ იყო. ღმერთთოოო, ამას აქ რა უნდა ? ან ნიკა საიდან იცნობს ? -ხო გოგოებო ეს ჩემი ძმაკაცია, გიგი ეს მაშო და ბაიაა- გაგვაცნო ნიკამ. ნეტავ, გენახათ მისი სახე,როცა დამინახა, მე არაფერი შევიმჩნიე. -სასიამოვნოა- ჩუმად ჩავიბურტყუნეთ მე და ბაიამ. -აუ რა დაგემართა ტოო- დაინტერესდა ნიკა. -აუ ვიღაცამ გადმომასხა წყალი და სულ გამუწუნწა- ეს თქვა და შემომხედა, მეც თვალი თვალში გავუყარე. ბაია მიხვდა და ფხუკუნი აუტყდა,ნიკა კი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო. -აუ აღარ გავაგრძელოთ?- ვიკითხე მე. -ხო კი,ოღონდ ამას ჯერ გამოვუცვლი და ჩამოვალთ- გაიკრიჭა ნიკა. -კაი მიდით-უთხრა ბაიამ,მიმავალ ბიჭებს. ჩვენ გავაგრძელეთ თამაში,მალე ისინიც მოვიდნენ. მოკლედ, ბევრი იყო უსიამოვნო კომენტარები და ბევრიც კარგი და სასიამოვნო, ძალიან ბევრმა მთხოვა,რომ დამეკიდა და გამეგრძელებინა, ამჯერად მათ დავუჯერე იმედია მოგეწონებათ PS: ვისაც არ მოგწონთ,ნუ წაიკითხავთ ^__^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.