შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნო მოულოდნელობა (სრულად)


19-07-2016, 18:46
ავტორი ubralod aravin
ნანახია 6 635

დილის 7 საათი იყო. პირველად გამეღვიძა ასე ადრე. ზოგადად დილის ძილი ძალიან მიყვარს, მაგრამ შფოთვამ გამაღვიძა, მოუსვენრად ვგრძნობდი თავს.
ვგრძნობდი დღეს რაღაც უნდა მომხვდარიყო რაც ჩემ ცხოვრებას შეცვლიდა და უკვე შიშმაც კი ამიტანა ამის გამო. შეჩვეული ვიყავი რუტინულ ცხოვრებას, სიუპრიზები
და ახალი ამბები არ მიყვარდა. როგორც ამბობენ შეჩვეული ჭირი მერჩივნა შეუჩვეველს. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ რომ უეცარი ახალი ამბავი იმ წამს ძალიან
ლამაზად გეჩვენება მაგრამ გადის დრო და ხვდები რომ ჯობდა არაფერი შეცვლილიყო, რადგან ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს ახალ ამბებს. ნუ ჩემს შემთხვევაში ასე ხდებოდა. ამიტომაც ლოგინიდან ადგომა არ მინდოდა, მაგრამ ეს დღე ჩემი გასავლელი იყო და ავდექი. გაგიკვირდებათ და კაბები ძალიან მიყვარს. ჩემი საუკეთესო კაბბება ჩავიცვი, იქნებ მოსალოდნელი ამბავი ამას მაინც გაემხიარულებინა ცოტა. გარეთ გავედი და ყოველთვის თავს ისე ვიჭერდი რომ არავის არაფერი ეკადრებინა, თავაწეული და შეიძლება ითქვას ამპარტავნულად დავდიოდი, რადგან ჩემი გრძნობების გამომჟღავნების მეშინოდა. მეგობრები ძალიან ცოტა მყავს, რადგან სიყალბეს ვერ ვიტან და მე კი მაქვს უნარი მაშინვე მივხვდე ვის რა ამოძრავებს გულის სიღრმეში. შეიძლება სწორედ ეს მირთულებს ცხოვრებას. ვიცი, რომ იდეალური არავინაა, მაგრამ ადამიანთან მეგობრობა გამორჩენის გამო ზედმეტია და შეიძლება ისიც ითქვას, რომ სიტყვა ზედმეტი ლაითი ნათქვამია ამ სიტუაციაში.
ურთიერთობებს ჩხუბით ვიწყებ და ვინც აიტანს და გაუძლებს იმათ ვიტოვებ ჩემს გვერდით. იცით რა სასაცილოა, როცა ერთი კამათის შემდეგ ისე ქრებიან, რომ ბუნდღაც აღარ რჩება. მე ძლიერი ქალი ვარ და სუსტებს ჩემს გევრდით არ გავიჩერებ. შეიძლება გამკიცხოთ, მაგრამ ჩემი არჩევანი ასეთია და კიდევ იმით შემიძლია ვიამაყო რომ ჩემს ცხოვრებას ჩემით ვცხოვრობ და არავის ვაძლევ უფლებას საზღვრები დამინგრიოს და თავის ჭკუაზე მატაროს. ხოდა იმას გიყვებოდით რომ ჩემს გვერდით ნათია ცხოვრობს. ძალიან კარგი გოგოა. ხანდახან იმასაც ვფიქრობდი ,,ნეტა რა დააშავა ამ გოგომ ჩემნაირი მეგობარი რომ ხვდა წილადო". მეორე გვერდით თამრო ცხოვრობს. თამრო ნათიას ბიძაშვილია, შეიძლება ითქვას ჩემი უფროსი მეგობარია. ჩემს სიგიჟეებს ცივი გონებით უყურებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მაფასებს და მაკრიტიკებს, სწორედ, ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან. სახლიდან რომ გამოვედი თამრო ეზოში სარეცხს ფენდა, დამიძახა და მითხრა: დღეს ჩემი შვილი ერთი წლის ხდება და საღამოს გელოდებიო. გამიხარდა, ვიფიქრე აი ახალი ამბავიც. მე კიდე მეშინოდათქო და თითქოს მხრებიდან სიმძიმე ჩამოვიხსენი და ისე განვაგრძე გზა.
ბაღში ვმუშაობ. ბავშვები ძალიან მიყვარს და ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შემიძლია ვთქვა რომ ჩემი პრობლემები კარებს გარეთ რჩება და მათთან ისე ვარ ვითომ ასაკშიც კი არ იყოს განსხვავება. საღამოს 6 საათი ისე მოვიდა ვერც მივხვდი. ჩქარა გამოვიცვალე და გამოვედი, თამროსთან დაგვიანება არ მინდოდა. ამასობაში ნათიამ ტელეფონზე დამირეკა და მითხრა სად ხარ, გელოდებითო. ჩქარა ვუპასუხე მოვდივარო და ტელეფონი გავუთიშე. არ მიყვარს სიტყვა ლოდინი. მე ლოდინი არ შემიძლია და მიკვირს ადამიანების ვინც მთელი ცხოვრება ელოდება და ამით დისკომფორტს ვერ გრძნობს. ჩემი აზრით, მალე მივედი, მაგრამ კარები რომ გამიღო თამრომ ბევრი ხალხი ირეოდა. თითქმის ყველას ვიცნობდი, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა არ მომწონდა. სამზარეულოში შევედი და ერთ ბიჭი მაგიდასთან იჯდა, არმეცნო და თვალი მოვკარი, მაგრამ ვითომ ყურადღება არ მოვაქციე იმიტომ რომ ჩემში ეგ არ ჯდება ვინმეს ზედმეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, ვცეკვავდი, ვყვიროდი, ვერთობოდი ბავშვებთან ერთად, როცა ამოვიხედე იმ ბიჭს სახეზე ხელი ჰქონდა მიდებული და მაგიდას იდაყვით ეყრდნობოდა, თვალები თქვენ თვითონ მიხვდით საით ქონდა მიმართული. უცებ შევცბი, არ მეგონა რომ მიყურებდა, მივუახლოვდი, ვიფიქრე ვკითხავ რას მომაშტერდი სხვა ვერავინ ნახე საყურებელითქო და ამ დროს თამროს დედამ მითხრა: თათი გაიცანი ეს ირაკლია თამროს ნათლულიო. თავის შეკავება მომიწია არადა ისე მინდოდა რომ მეჩხუბა ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდოდა.
პირველად რომ ვიღაცას თავი გავანებე და იცით რატომ? ჩხუბობენ იმასთან ვინც რამედ უღირთ, მე კიდე ეს ვიღაც ირაკლი საერთოდ არაფრად მიღირდა, თამროს გამო პატივს ვსცემდი , ეს იყო და ეს. გვიანი იყო უკვე. სამუშაოზე ვიყავი დილით წასასვლელი და წავედითქო, დავემშვიდობე თამროს, ნათიას და გენოს, გენო თამროს ქმარია. ირაკლი წამოდგა და მეც წავალ ბარემო. არც შემიხედავს ისე გამოვედით და თამრომ მითხრა: ამ შუაღამით სად უნდა იარო ირაკლი მანქანით არის და მიგიყვანსო. არავის მიყვანა არმინდათქო ვუპასუხე, არაფრის მეშინიათქო და გაჩუმდა თამრო, იცოდა რომ აზრი არ ჰქონდა ლაპარაკს. ისე მე რომ ირაკლის ადგილას ვყოფილიყავი მოგსტყვნია კარგის ო გავიფიქრებდი და გავაქროლებდი მანქანას, მაგრამ რა თქმა უნდა ასე არ მოხდა, ხმა არ ამოუღია. კიბეზე ჩავედი, უკან მომყვებოდა. მე გზა განვაგრძე. ის ჩაჯდა მანქანაში ად არც კი ვიცოდი ასე ნელა თუ შეეძლო მანქანას სიარული. მე ტროტუარზე მივდიოდი და ის მანქანით მომყვებოდა. თავიდან ძალიან მეცინებოდა ასე როგორ უნდა დაიმცირო თავიო ვფიქრობდი. ნელ ნელა ბრაზი მიპყრობდა. მე ჩემი მშობლები არ მაკონტროლებენ და ეს ვინაა თავისუფლებას რომ მიზღუდავსმეთქი და ამის გაფიქრება და გზაზე გადასვლა ერთი იყო. გადავედი და მაგის შავი BMW-ს წინ დავდექი. მანქანა გაჩერდა, ნერვების აუტოკებლად იჯდა
- გადმოდი მანქანიდან ვაჯბატონო. ხმა არ ისმოდა და არც იძვროდა. ამაზე უფრო გავმწარდი.
- ყრუხარ ? გადმოდი მეთქი ვის ვეუბნები
- ასე მე მომმართავთ?
- ხო აბა ვის ვეუბნები. უარესად არ გამაბრაზო გადმოეთრიე. გადმოვიდა და დადგა.
- რა გინდა
- მე რა მინდა? კარგი ეტყობა დებილი ხარ და გეტყვი მაშინ. მე ვერავინ მაკონტროლებს და არც არავის მივცემ უფლებას გამაკონტროლოს, ამიტომ დაჯექი შენს მანქანაში და ისე გაქრი რომ ჩემმა თვალებმა საერთოდ ვერ დაგინახოს.
ამის თქმა იყო და ოდნავ სახეზე ღიმილი შევატყვე და თვალები გაუბრწყინდა. ვიფიქრე ეს ბიჭი გიჯია ნამდვილად, თავმოყვარე კაცი ამას არ მოითმენდათქო და ჩემს აზრებში იგი უკვე უთავმოყვარეო და უსუსური იყო.
მაგრამ აი რაში იყო საქმე. ირაკლის პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა ქალი, რომელიც ასეთი აგრესიული, მიუწვდომელი და თავნება იყო, სწორედ, ეს მოსწონდა აგიჯებდა. უნდოდა რომ ხელი დღესვე მოეკიდა და მოეტაცებინა, მაგრამ მართლაც ისეთი უთავმოყვარეო კი არ იყო, როგორიც თათიას ეგონა, თავს არასდროს მისცემდა იმის უფლებას ცოლად მოეყვანა ის ვისაც არუყვარდა.
ამ დღეს მშვიდად არ ჩაუვლია. ირაკლიმ თათია სახლამდე მიაცილა და თათია სიბრაზის ზღვარს კარგა ხანია გადაცდენილი იყო. ეს იყო ბრძოლა, დიდი ბრძოლა თათიასა და ირაკლის შორის. ირაკლი ისეთ ბიჭებს არ მიეკუთვნებოდა ვისაც დანებება სჩვევია, თათია კი დამარცხებას ვერ იტანდა და თავისას ყოველთვის აღწევდა.
სახლში მივედი თუ არა დავწექი და იმაზე ვფიქრობდი ასეთი დებილი როგორ უნდა იყო რომ პასუხი არ გამცე. ყველაზე მეტად იმაზე ვბრაზდები, რომ მე ასე ვეჩხუბებოდი და იმან პასუხი არ გამცა. ეს სპეციალურად გააკეთა მე რომ გავებრაზებინე.
თათიას ეს ფიქრები არ ასვენებდა, ირაკლი კი იმაზე ფიქრობდა როდის და სად უნდა ენახა.
გათენდა მეორე დღე. ირაკლიმ თამროს სთხოვა თათიას უთხარი შენთან მოვიდესო და მეც მოვალო. თამროს ზედმეტი კითხვები არ დაუსვია, ისედაც მიხვდა რაში იყო საქმე, მაგრამ თათია, თათია რას ფიქრობდა აი ეს იყო პრობლემა.
11 საათი იყო. მეძინა. თამროს ზარმა გამაღვიძა. სამსახურიდან ჩემთან შემოიარეო. მე გაცოფებული ვიყავი და მინდოდა მომეყოლა ვაჯბატონმა რაც გააკეთა და ვუთხარი აუცილებლად მოვალ მეთქი.
ფიქრში დრო ისე გავიდა არ მახსოვს გონზე რომ მოვედი თამრო მეუბნებოდა კარგად უქნია აბა შუა ღამით მარტო ხო არ დაგტოვებდაო. ამის თქმა იყო და კარებზე ზარმა დარეკა. თქვენ წარმოიდგინეთ ამ მხრივ არ დავფიქრებულვარ, მე ხომ მარტო ერთი კუთხიდან ვუყურებ სიტუაციებს. დავფიქრდი და გამეცინა. ამ დროს ირაკლი მომესალმა. ღიმილი სახეზე შემაშრა, ავდექი და ტუალეტში შევედი, სახეზე წყალი უნდა შემესხა. გამოვედი და ირაკლი უკვე აღარ მეჩვენებოდა უსუსურად და უთავმოყვარეოდ. ვიცოდი ბოდიში უნდა მომეხადა გუშინდელი სიტყვებისთვის, მაგრამ ბოდიშის მოხდას სიკვდილი მერჩივნა.
ირაკლი ისე დამელაპარაკა გეგონებოდა დიდი ხნის მეგობრები ვიყავით და მივხვდი რომ მასზე დიდსულოვანი ადამიანი არ არსებობდა. ჩემთვის რომ ვინმეს ისეთი სიტყვები ეთქვა რაც მე ვუთხარი, სამუდამოდ სამარეში ჩავაწვენდი, მაგრამ ეს ხომ ირაკლი იყო და არა მე.
დავმეგობრდით. ამასობაში ზამთარიც მოვიდა. გენოს ძმაკაცები, მე, ნათია და თამრო ერთად ვისხედით. ირაკლიც იქ იყო. გენოს ერთ-ერთ ძმაკაცსაც ირაკლი ერქვა, იმასაც მოვწონდი. საუბარში ვიყავით გართული, როცა ვთქვი რომ ნაყინი მინდოდა და ამ ზამთარში ვეპოვნა. ორივე ირაკლი უცებ წამოხტა მაგიდიდან. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ცოტა ხანში გენოს ძმაკაცი ირაკლი კოკა-კოლით ხელში ამოვიდა. კოკა-კოლა ძალიან მიყვარდა და დავლიე. ცოტა ხანში მოვიდა მეორე ირაკლი ნაყინით ხელში. ძალიან გამეხარდა და ჩავეხუტე. მე ნაყინი უფრო გამეხარდა, ირაკლის ჩახუტება. ამ ფაქტზე გენოს ძმაკაცმა ნაყინი თუ ასე გაგეხარდებოდა მეც ნაყინს ამოგიტანდიო. მე მაშინვე ირაკლის გავხედე. წესით სახეზე არ იმჩნევს ხოლმე გაბრაზებას, მაგრამ ეს იყო სახე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ეს იყო ქალის გამო მებრძოლი კაცის სახე, რომელიც უკან არაფრის გამო არ დაიხევდა და მივხვდი რომ ამაში ვგავდით ერთმანეთს. უბრალოდ მე ეს საჯაროდ მქონდა, მას კი შემალულად.
სამსახურიდან რომ გამოვდიოდი ირაკლის მანქანა შორი ახლოს იყო გაჩერებული. ვიფიქრე შემთხვევითობაა მეთქი. სახლში რომ მივედი ახლა შესახვევთამ იდგა მანქანა. მივხვდი რომ მომაცილა და ასე გრძელდებოდა ყოველდღე. მე ნერვები არ მეშლებოდა, პირიქით, მსიამოვნებდა და თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი. ერთ დღეს ნათია სამსახურში მოვიდა ჩემთან. თავსხმა წვიმა იყო და სახლში უნდა წავსულიყავით. ირაკლი ჩვეულად იდგა და რა თქმა უნდა ამ წვიმაში ფეხით არ გაგვიშვებდა. წაგიყვანთო გვითხრა და ჩემდა გასაკვირად მეც დავთანხმდი. მანქანაში რომ ჩავჯექი გამეცინა. პირველი ბიჭი იყო ვისაც მანქანაში ჩავუჯექი ისე რომ არ ვეჩხუბე.
მე ხმა არ ამომიღია. ნათიამ თქვა ძალიან კარგი ბიჭიაო და მე მხრებში გავიშალე და სიამაყით გავედი საძინებელში. ეს მაშინ ვერ შევამჩნიე. ეხლა რომ ვუყურებ ვხვდები რომ მასე იყო. სიმართლეს გეტყვით, მე ძალიან მიყვარდა ერთი ბიჭი, რომელიც დედაჩემს არ მოსწონდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ დავეშორებინე. მე კი, როგორც გითხარით სხვას არ ვაძლევ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას და ამიტომ, რაც უფრო მეტად მიშლიდა, მით უფრო მეტად მინდებოდა მასთან ერთად ყოფნა და ვიყავი კიდეც. მე მეგონა რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მზად ვიყავი მის გამო მთა გადამედგა, მაგრამ მან დაბრკოლებებს ვერ გაუძლო და ხელი გამიშვა, დიახ, ხელი გამიშვა. ამჯობინა რომ ჩემთვის გაეშვა ხელი, ვიდრე თავისი მატერიალური რაღაცეებისთვის. წარმოიდგინეთ რა რთული იყო ამის გაცნობიერება მაშინ, როდესაც ხვდები რომ ყველა ისე გიყურებს თითქოს გეუბნებიან ხომ ვამბობდი: ,,შენი შესაფერისი არ არისო". ისე მართლებიც იყვნენ, ურთიერთობა ორმხრივია და მხოლოდ ერთი ვერ გაწევს ორივეს გასაწევ თოკს. ამის მიხვედრას დიდი ხანი დასჭირდა.
დრო გადიოდა. ირაკლი არ ნებდებოდა. ორი სიტუაცია მქონდა წინ. ერთი ბიჭი, რომელიც პრობლემების გამო დამშორდა და მეორე, რომელსაც პრობლემებს ვუქმნიდი და სულ აგვარებდა. ერთ დღესაც ირაკლის ძალიან მწარედ ვეჩხუბე. ირაკლის ნებისყოფასაც ჰქონია საზღვარი. თურქეთში მივდივარო სამუდამოდო მითხრა და წავიდა. მე ვიფიქრე ამასაც გადავიტან ჯანდაბამდე გზა ჰქონიათქო, მაგრამ ერთი თვეც არ იყო გასული რომ უკან დაბრუნდა. რა თქმა უნდა არ ვკითე რატომ დაბრუნდი მეთქი, მაგრამ იცით რა სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ადამიანი შენ გამო საკუთარ თავზე ამბობს უარს და შენ გამო და შენი გულისთვის იწყებს ცხოვრებას.
თამროსთან ისევ შევიკრიბეთ. მე როგორც ყოველთვის ვეჩხუბე ირაკლის და რომ ამოვიდა იმან უფრო კიდე გამამწარა:
- ხომ იცოდი რომ აქ ვიყავი, აქ რა გინდა?
- თამროსთან სტუმრად მოვედი
- არა შენ აქ იმიტომ მოხვედი რომ მე გენახე
- ნუ გგონია რომ სამყარო შენ გარშემო ტრიალებს
- დიახ ჩემ გარშემო ტრიალებს ისე როგორც შენ დატრიალდი დღეს აქ ამოსასვლელად მე რომ გენახე
თამრომ ვეღარ გაუძლო ამ საუბარს. მაშინ მე ირაკლი, თამრო და ნათია აივანზე ვიყავით. თამრო და ნათია ოთახში შევიდნენ და კარები ჩაგვიკეტეს. თამრომ თქვა გადიჭამიათ ერთმანეთი, რაც გინდათ ის ქენით, აქედან ვერ გამოხვალთო.
გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ეს ფაქტი მესიამოვნა, თუმცა ამას როგორ ვიტყოდი. მე და ირაკლიმ წყნარად ვისაუბრეთ. თითქმის ყველა საკაცობრიო საკითხი მიმოვიხილეთ და ბოლოს როგორც ჩიტები, რომლებიც დამწყვდეულები არიან გალიაში, გამოგვიშვეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ დამწყვდეულად სულაც არ ვგრძნობდი თავს ირაკლისთან ერთად.
ასე 5 წელი გავიდა. ის დამსდევდა, მე გავურბოდი. მას ურთიერთობის დასერიოზულება უნდოდა, მე არ მინდოდა თავისუფლების დაკარგვა, ამიტომ უარზე ვიყავი. ამ თემაზე ვერ ვთანხმდებოდით. ერთ დღეს დამირეკა სად ხარო. მე სამსახურიდან ახალი გამოსული ვიყავი. მოვიდა, მანქანაში არ ჩავუჯექი ფეხით გავისეირნოთ მეთქი.
- შენთან სერიოზული საქმე მაქვს!
- გისმენ, ოღონდ თავიდან არ დაიწყო კარგი?
- თათია დავიღალე ასე აღარ შემიძლია. მე სერიოზული ურთიერთობა მინდა შენთან. იცი რომ ძალიან მიყვარხარ, შენ ხარ ერთადერთი ქალი, რომლისგანაც შვილი მინდა. ჩემი ოჯახი მინდა. მინდა რომ სულ შენზე ვიზრუნო და თვალებს რომ გავახელ პირველად შენ დაგინახო ხოლმე მძინარე. ვიცი რომ სულ ვჩხუბობთ, მაგრამ შენთან ჩხუბი მირჩევნია სხვის სიყვარულს თათი
- რა?
- ცოლად გამომყვები?
- არა ირაკლი მე ჯერ ოჯახისთვის არ ვარ მზად
ამის თქმა და მისი გაბრუნება ერთი იყო, უკან არ მოუხედავს, არადა ყოველთვის თვალს მაყოლებდა მანამ სანამ თვალს არ მოვეფარებოდი. ახლა მე ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიდიოდა აუღელვებელი ნაბიჯებით, მაგრამ ვინ იცის რა ტრიალებდა მის გულში.
სახლში მივედი და ბუხართან დავჯექი. ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ ცვიოდა თეთრი ფანტელები და როგორ ეცემოდა ძირს თეთრად მოფენილ მიწას. მოსვენება დავკარგე, მაგრამ იმაზე ვფიქრობდი რომ მე თუ ასე ვგრძნობდი თავს, ის როგორ იქნებოდა. ყველაზე მეტად მას სტკივა ვისაც ყველაზე მეტად უყვარს. ხოდა ვაღიარე იმას უფრო ვუყვარდი. ერთი მომენტი ვიფიქრე დაურეკავთქო, მაგრამ რომ დამერეკა რა მეთქვა, ისევ ისე ვფიქრობდი. ამასობაში ახალი წელი გვიახლოვდებოდა. შეთანხმებულები ვიყავით თამროსთან უნდა აგვეღნიშნა.
ასე 31 დეკემბრის 8 საათი იქნებოდა თამროსთან რომ ავედი. ირაკლი არ იყო, არც ველოდი. ვიფიქრე არმოვათქო, არადა ძალიან მინდოდა მოსულიყო. ქეიფი მალე დავიწყეთ. მე სევდის მოკვლას სასმელში ვცდილობდი და თითქმის უგონო მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც ირაკლი მოვიდა. შემომხედა და მივხვდი არ ესიამოვნა ამ მდგომარეობაში რომ დამინახა, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ დავინახე.
ახალი წელი მოვიდა. შამპანიური გავხსენით და ჭიქები მივუჭახუნეთ ყველამ ერთმანეთს. ირაკლიმ მითხრა შენ აღარ გინდა მეტი გეყოფაო და იმის ჯინაზე მთელი ჭიქა დავლიე, ერთი წვეთიც არ დამიტოვებია. ღამის 3 საათი იქნებოდა, ავდექი სახლში მივდივართქო, ირაკლიც წამოვიდა. გაჩერებაზე დავდექით, ვითომდა ავტობუსი მოვიდოდა ამ შუაღამეს.
- გავაგრძელოთ ურთიერთობა ოღონდ ცოლობას ნუ მთხოვ
- თათია ან ცოლად გამომყვები ან ეს იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა
- არ შეიძლება რომ ისევ ისე ვიყოთ როგორც ადრე?
- ისევ შენ თავზე ფიქრობ, გითხარი აღარ შემიძლია მეტის მოთმენა და თავის შეკავება
- კარგი მაშინ ნახვამდის
- ნახვამდის
მითხრა და გზა გააგრძელა. ირაკლითქო დავუძახე. გაჩერდა, შემობრუნდა და ჩემკენ განაგრძო გზა. მე მოსვლა არ ვაცადე და გავექანე მისკენ. ისე მგზნებარედ ვაკოცე ცოტახანი იდგა, მერე მომიშორა თავიდან და დამტოვა.
როგორც მჩვევია დავიწყე ფიქრი რომ არ ვუყვარვარ, რომ უნამუსოდ მომექცა, მაგრამ დილით პახმელიაზე რომ გავიღვიძე გადავწყვიტე სხვა მხრიდან შემეხედა ამ სიტუაციისთვის და მივხვდი რომ ყველაზე წესიერი ბიჭი იყო ვისაც ვიცნობდი. ჩემი მდგომარეობით 100დან 100 ისარგებლებდა, მაგრამ ირაკლი ხომ არავის გავს, ის ხომ განსაკუთრებულია და მივხვდი რამხელა ძალა დასჭირდა იმისთვის რომ საყვარელი ქალი დაეტოვებინა და წასულიყო მხოლოდ იმის გამო ზედმეტი არაფერი ეკადრებინა.
კი მიყვარდა, მაგრამ ცოლობისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. ამაზე ფიქრის დროს ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ირაკლი იყო. საქმე მაქვსო. ვიფიქრე საყვედურებით ამავსებს გუშინდელის გამოთქო. შეხვედრაზე დავთანხმდი. ჩავედი, მანქანაში ჩავჯექი და მანქანა ჩაკეტა. გიტაცებო გზაში მითხრა. გამეცინა, ასე ბევრჯერ უხუმრია, მაგრამ როვა მივხვდი რომ ქალაქის გავცდით და სოფლისკენ მივყავდი ისტერიკაში ჩავარდი, როგორც თავიდან მე ვყვიროდი, ვჩხუბობდი, ის ხმას არ იღებდა. პრინციპში სალაპარაკო რა ჰქონდა თავის ოცნებას ისრულებდა. მე ტირილი დავიწყე. გამომხედა, აქამდე არ ჰქონდა ჩემი ცრემლები ნანახი. ალბათ სიხარულის ცრემლებიაო მითხრა და გზა განაგრძო. მეც ცოტა ხანში დავმშვიდდი, რომ გადმოვედით მანქანიდან ეზოშიც კი სიძველის სუნი იდგა. ძველი სახლი იყო, ძალიან ლამაზი. ვინ იცის რამდენ რამეს იტევდა ეს სახლი. შიგნით შევედით. სექსის მეშინოდა, მაგრამ ყველაფერი თავისთავად მოხდა. შუქი ჩამქრალი იყო. კარი შევაღეთ თუ არა კოცნა დამიწყო. კისერი ჩემი სუსტი ადგილია. ნელ ნელა ვშიშვლდებოდით და როდესაც ის მომენტი მოვიდა მკითხა გეშინიაო? მე ვუპასუხე, შენ გვერდით არაფრის მეშინიათქო და ეს იყო ყველაზე ცეცხლოვანი და ბედნიერი ღამე ჩემს ცხოვრებაში. დილით ირაკლის უკვე ეღვიძა მე რომ გავიღვიძე და მიყურებდა, ეცინებოდა ჯერ ვერ იჯერებდა რომ მე და ის ცოლ-ქმარი ვიყავით.
დღე და ღამე არეული გვქონდა, შეიძლება ითქვას ბობოქარი წყვილი ვართ, როცა დავიწყებთ გაჩერება აღარ ვიცით. დანარჩენი პირადულია ვეღარ მოგიყვებით.
შეიძლება ითქვას ჯიშიანი წყვილი აღმოვჩნდით. ორსულად დავრჩი მალევე, მაგრამ ჯერ არმითქვამს. ერთ თვეში ქორწილი გვქონდა. ვერ გეტყვით რომ საუკეთესო კაბა მეცვა ან ულამაზესი ვიყავი ან ისეთი ქორწილი იყო ყველა რომ ილაპარაკებდა, მაგრამ გვქონდა მთავარი, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი და ეს იყო მთავარი. ნათია ჩემი მეჯვარე იყო. მინდოდა თაიგული მას დაეჭირა, მაგრამ ხომ იცით გათხოვებაზე გაგიჟებულმა გოგოებმა არ აცალეს. გიჟური ქორწილი იყო. ჩემი და ირაკლის ქორწილი სხვანაირი ვერც იქნებოდა. ქორწილი რომ მორჩა სახლში მოვედით, ჩვენს სახლში. ირაკლის სახლს უკვე ჩვენი სახლი ერქვა. რა კარგი სიტყვაა ,,ჩვენი". ჩვენი მარტო სახლი კი არ იყო, ჩვენი შვილიც უნდა გაჩენილიყო 8 თვეში.
- ირაკლი რაღაც უნდა გითხრა
- რა იყო თათი?
- ირაკლი გოგო გინდა თუ ბიჭი?
- თათი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჯანმრთელი იყოს. სამომავლოდ ბევრი შვილები გვეყოლება, ისე გოგო მინდა
- სამომავლოდ?
- ხო, რა იყო არ გინდა შვილები?
- კი უბრალოდ, მე უკვე ორსულად ვარ
ცოტა ხანი ხმა არ ამოუღია. მერე ამიტაცა და დამაბზრიალა. სხვა რეაქციას არც ველოდი.
ისედაც ყველაფერს მისრულებდა და ორსულობისას ხომ საერთოდ. 8 თვე ძალიან მალე გავიდა. მშობიარობისას კარებთან იდგა ირაკლი ისე რომ მის სახეს ვხედავდი. მამშვიდებდა მისი დანახვა . ტირილი რომ მომესმა მივხვდი რომ ილია უნდა დამერქმია. ბიჭი გვეყოლა, გვარის გამაგრძელებელი.
ახლა ერთ პატარა სახლში ვცხოვრობთ ბედნიერად მე, ირაკლი და ილუშა. მალე ოთხნი გავხდებით. გოგოს ველოდებით. ძალიან გვიხარია, მე განსაკუთრებით. გოგოს ყოლა ხომ ღმერთისგან დიდი კომპლიმენტია, რომ ამ სამყაროში განმეორდე შენ.
ეს არის ჩემი ისტორია. ასე რომ ახალი ამბები ყოველთვის ცუდად არ მთავრდება და ახლა მივხვდი რომ ბედნიერ ადამიანებს სულაც არ აქვთ ყველაფერი, უბრალოდ მათ შეუძლიათ დაინახონ ბედნიერება იმაში რაც აქვთ!..



№1  offline წევრი tatushki1995

მომწონს კარგი იყო

 


№2  offline წევრი NARA

Kargi iyo dzalian sasiamovno istoriaa

 


№3 სტუმარი Guest tatalia

shen mogwons exla ees ?? ra gazutxulad giweria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent