Pain (1)
- რატომ ვიბრძვით გადარჩენისთვის როცა ჩვენს ირგვლივ მხოლოდ ოთხი კედელი და მათში გამეფებული წყვდიდია? რატომ ვიბრძვით როცა ვიცით რომ ერთ დღესაც სუნთქვა გაგვიჭირდება, ჰაერი საკმარისი აღარ იქნება და ბოლოს მაინც დავიჩოქებთ სიბნელის წინაშე. რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს? ყველაფერი ხომ ერთ დღეს აუცილებლად დასრულდება. მანამ ვიბრძვით სანამ მუხლებში ტკივილს არ ვიგრძნობთ, სანამ არ ვიგრძნობთ როგორ ჩერდება სისხლი ჩვენს ძარღვებში, ვიბრძვით მანამ სანამ არ ვიგრძნობთ როგორ შეიკუმშება ჩვენი გული უკანასკნელად. როცა ყველაფერი დასრულდება ჩვენი სახელი აღარავის ემახსოვრება, იმასაც კი ვერავინ გაიხსენებს ოდესმე თუ ვვარსებობდით მათ გვერდით, თუ ოდესმე ვსუნთქავდით იგვე ჰაერს რომელიც მათ უბადრუკ ფილტვებში ხვდებოდა. ცხოვრებას განაგრძობენ და დაავიწყდებათ რომ მათ სიახლოვეს არსებობდა ვიღაც ვისაც მათსავით უყვარდა, ვინც მათსავით გრძნობდა ტკივილს, შიშს, მარტოობას, სიბრაზეს. ეს ყველაფერი უბრალოდ წარსულის ნაწილი იქნება. მითხარით რისთვის ვიბრძვით?- ექიმი ელენი თავის სავარძელში იჯდა, ეტყობოდა როგორ იძაბებოდა ჩემი თითოეული სიტყვის წარმოთქმისას. მისი დაძაბული სუნთქვა სიჩუმეში ბომბის აფეთებას გავდა. მისი ხელები სავარძელს ჩასჭიდებოდა , სხეულით ჩემკენ გადმოიხარა და ტუჩები აამოძრავა. -და თუ მართლაც ასეა ერიკ, შენ რატომ იბრძვი? -არ ვიცი. - ელენი ნამდვილად არ ჩანდა გაოცებული ჩემი პასუხით, გაიღიმა სავარძელს მიეყრდნო და თავი დამიქნია. ელენი ჩემი ფსიქოლოგია, არ ვფიქრობ რომ ფსიქოლოგი მჭირდება, მაგრამ ასე ჩემი და ფიქრობს, რომელსაც მუდმივად აწუხებს იმაზე ფიქრი რომ დიდ დროს ვატარებ საკუთარ თავთან, და არ ვუყვები მას თუ რა ხდება ყოველდღიურად ჩემს ცხოვრებაში. სახლში შესვლისას ჩემი დის სიცლლი გავიგე და მისაღებ ოთახში შევედი. -ერიკ, რა კარგია რომ მოხვედი.-ქეითი მაშინვე წამოდგა , ჩემთან ბარბაცით მოვიდა და სასმელით სავსე ჭიქა მომაწოდა, ოთახს სწრაფად მოვავლე თვალი, ჩვენი ბიძაშვილი მაიკლი და მისი და შერონი სავარძელში იჯდნენ ჭიქებით ხელში, მათ გვერდით მაგიდასთან ქეითის ამჟამინდელი შეყვარებლი დევიდი იჯდა, ქეითი ვერასდროს ჩერდება ერთ ბიჭთან 5 თვეზე დიდხანს, და დევიდიც მისი მორიგი მსხვრეპლია. სამზარეულოსთან ქეითის საუკეთესო მეგობარი ოლი იდგა, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ რომ ოლის ქეითი მას შემდეგ უყვარს რაც პირველად მესამე კლასში ნახა, მაგრამ ქეითმა ამის შესახებ არაფერი იცის. -გამომართვი ძამიკო, დღეს შენი დაბადების დღეა უკვე დიდი ბიჭი ხარ- მითხრა, მხარზე ხელი დამადო და ჩემსკენ წამოვიდა ჩასახუტებლად მაგრამ მისი ფეხი ჩემს ფეხზე აღმოჩნდა, ის კი წაბორძიკდა და დაეცა. ოლი მაშინვე ჩვენსკენ წამოვიდა და ქეითს წამოდგომაში დაეხმარა. -მგონი დღეისთვის საკმარისია- ვთქვი და ოლის ვანიშნე რომ ოთახში წაგვეყვანა -არა არა, სულაც არა- ქეითმა ხელები გაგვაშვებინა და სავარძელთან მივიდა.- დღეს 22 წლის გახდი. 22 წელია სისხლს მიშრობ, დღეს ჩემი ჯერია. შურისძიების დროა პატარა ძამიკოვ.- გამეღიამა და ქეითის გვერდით ჩამოვჯექი. ის მართალი იყო, ყოველთვის ქეითი ზრუნავდა ჩემზე. მას შემდეგ რაც დედა ლეიკემიით გარდაიცვალა, ჩვენზე მამა ზრუნავდა მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მან დალევა და ბარებში ხშირი სტუმრობა დაიწყო, საბოლოოდ გალოთდა და ამ ამბავსაც ჩვეულებრივი ბანალური დასასრული ჰქონდა, ის გარდაიცვალა. ჩვენი აღზრდა ბიძას დაევალა, მაგრამ როგორც კი ქეითი 15 წლის გახდა, ჩვენმა საყვარელმა ბიძამ გადაწყვიტა რომ მას დამოუკიდებლად შეეძლო ცხოვრება და ჩემზე ზრუნვა ამიტომ მშობლების სახლში დაგვაბრუნა, თვეში ორჯერ ან სამჯერ მოდიოდა საჭმელი მოჰქონდა თითქოს ცირკის ცხოველები ვყოფილიყავით რომლებსაც გამოკვება ჭირდებათ რათა კარგად შეძლონ ხალხის თვალწინ ტრიუკების შესრულება. ქეითი ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე და ახლაც იგივეს აკეთებს. -ერიკ მოგვიყევი როგორ მიდის შენი ცხოვრება?- მკითხა შერონმა და საქმიანად გამომხედა, როგორც სჩვევია ხოლმე. შერონი მამამისის კომპანიაში მუშაობს. მისი ეს დამცინავი გამოხედვა თითქოს რაღაცას წარმოადგენს ჩემში კიდევ უფრო მძაფრად აღვივებს ზიზღის გრძნობას. შერონს ჰგონია რომ რადგანაც ის მაღალი თანამდებობის პირია, სხვა უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლებთან შედარებით ღვთაებაა. ვიცი, შერონ შენი განზრახვა ვიცი, თუ გეტყვი რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მიდის როგორც მე მინდა, კითხვებს დამისვამ, მეკი მომიწევს უამრავი ტყუილი მოვიფიქრო რადგან ჩემი ცხოვრება ისე ნამდვილად არ მიდის როგორც მე მინდა. მაგრამ თუ იმას გეტყვი რისი მოსმენაც შენ გინდა მაშინ მომიწევს შენი ამაყო გამოხედვა ავიტანო. -მშვენივრად შერონ, ზუსტად ისე მიდის ყველაფერი როგორც მე მინდა. ესხომ ჩემი ცხოვრებაა. - ძალიან კარგია, ძალიან გამიხარდა რომ როგორც იქნა ყველაფერი რიგზეა.- შერონმა იცის, რომ ცოტა ხნის უკან ნარკოტიკებზე დამოკიდებული გიჟი ვიყავი რომელიც 9 თვის უკან გამოვიდა კლინიკიდან, მაგრამ ახლა მართლაც რომ ყველაფერი რიგზეა. თავს კარგად ვგრძნობ თუმცა ისიც უნდა ვთქვა რომ ჩემს თავთან და ჩემს ფიქრებთან უფრო მეტ დროს ვატარებ ვიდრე საზოგადოებასთან და მათ გულისწამღებ საუბრებთან. - რათქმაუნდა, ახლა ყველაფერი რიგზეა.- თავაზიანად გავუღიმე და ჩემს დას გავხედე რომელიც დევიდთან გადამჯდარიყო და მის კისერს ეხვეოდა, და დევიდიც დაპასუხოდ ჩემი დის უკანალს ნაზად უსვამდა ხელს. -მგონი დღეისთვის საკმარისია, მაიკლ შერონ ძალიან გამიხარდა თქვენი სტუმრობა მაგრამ ვფიქრობ დროა წახვიდეთ. -ნუ უხეშობ ერიკ-მითხრა ქეითმა და ხელი დევიდის კისერს მოაშორა. -არაუშავს ქეით, ერიკი მართალია უკვე გვიანია და ჯობს წწავიდეთ. წამოდი მაიკლ-შერონი მაიკლზე ორი წლით უფროსია მაგრამ მაიკლი მისი მონაა. ყველგან თან დაჰყავს სადაც ის წავა, კომპანნიაშიც კი მაიკლი შერონის მოადგილეა, ყველა დოკუმენტის მოწესრიგება მაიკლს უწევს რადგან შერონი გავლენიანი ხალხის წვეულებებზე ხშირად დადის. არმესმის როგორ შეუძლია მაიკლს ამის ატანა, თავისუფალ სამყაროში სადაც მონობა დიდი ხნის წინ გაუქმდა, შენ მაინც ვიღაცის მონა ხარ. მაიკლის და შერონის გაცილების შემდეგ დევიდის ჯერი დადგა რომელიც თავის უზარმაზარ ხელებს ჩემი დის წელზე აფათურებდა. ეს ბიჭი ყველა დანარჩენისგან განსხვავებული იყო, საზიზრარი და აუტანელი, მას მხოლოდ და მხოლოდ სექსი აინტერესებდა, არვიცი და ნამდვილად არ მაინტერესებს როგორი სექსი აქვთ მას და ჩემს დას მაგრამ ვიცი რომ დევიდის მთავარ იტერესს სექსი და ფული წარმოადგენს რომელსაც ჩემი და 15 საათიანი მუშაობის შემდეგ გამოიმუშავებს. -დევიდ, ვფიქრობ შენი წასვლის დროც მოვიდა, და დიდ პატივს დამდებთ თუ ჩემი დის სხეულს ხელს გაუშვებთ.-ვთქვი ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორბებია. - ის ჩემი შეყვარებულია და როცა მომინდება მაშინ გავუშვებ ხელს - ახლა მისი ხელები ისევ ჩემი დის უკანალს შეეხო. -მაგრამ ის ჩემი დაა და მე გადავწყვეტ ვინ უნდა შეეხოს მას, ასე რომ ახლა აწიე და დაახვიე ჩემი სახლიდან.-შევამჩნიე როგორ დაეჭიმა ძარღვები კისერთან თუმცა ყურადრება არ მიმიქცევია. ვიცი რომ „მაგარი ბიჭები“ ბრაზდებიან მაშინ როცა ვინმე მათ მითითებებს აძლევს და იმას უკრძალავს რაც მათთვის ხელმისაწვდომია. თუმცა ამჯერად, ამ საღამოს მისთვის ჩემი დაა მიუწვდომელი. -წავეედით ქეით- ქეითისკენ წავედი ხელი მოვკიდე და დევიდის კალთას მოვაშორე. -საით ძამიკკო? -შენს საძინებელში- ქეითი ოთახში შევიყვანე საწოლზე დავაწვინე მეკი ისევ მისაღებში დავბრუნდი, ვიმედოვნებდი რომ დევიდი იქ არ დამხვდებოდა მაგრამ შევცდი. -ამისთვის პასუხს აგებ- მითხრა და გაცეცხლებული თვალებით ჩემსკენ წამოვიდა. როგორც უკვე გითხარით „მაგარ ბიჭებს“ არ შეუძლიათ შენიშვნების ატანა. -კარგი- ვთქვი და თვალებში შევხედე მინდოდა მის თვალებში თუნდაც რაიმე დადებითი ემოცია დამენახა, მაგრამ ახლა მარტო სიბრაზეს ვხედავდი. მუშტები შეკრა და სახლიდან გავიდა. -შარში ხარ ძმაო.- ოლი ჩემთან მოვიდა და მხარზე ხელი დამკრა -- სასმელი დავისხი და იატაკზე დავჯექი. -ჩაეძინა? -ჰო, დარჩი და მიხედე. -და შეიძლება?-ოლიმ ჯერ საძინებლის კარს გახედა შემდეგ მე შემომხედა. ფეხზე ავდექი ღვინის ბოთლი ავიღე და ოლისთან მივედი -მისთვის შენ საუკეთესო მეგობარი ხარ, მაგრამ შენთვის ქეითი მეგობარზე მეტია , ვიცი რომ შენთან ის უსაფფრთხოდ იქნება ამიტომ მიხედე - ოლის გაოცებული სახით თუ ვიმსჯელებთ, ვერცკი ხვდებოდა რომ შეიძლებოდა მცოდნოდა თუ რამდენს წარმოადგენს ჩემი და მისთვის. გავუღიმე და ოთახში შევედი. ღვინის ბოთლი მივიყუდე,გაუჩერებლად დავცალე და საწოლზე დავეშვი. დარდს ყოველთვის სასმელში ვახშობთ, მაგრამ მერე რა? ის მხოლოდ ერთი ან ორი საათით დაიმალება მაგრამ მერე ისევ გამოჩნდება ისევ შეგვახსნებს თავს და ისევ იძულებულს გაგვხდის თვალებში ვუყუროთ, ეს თამაშია, თამაში სადაც მოგებული ის არის ვინც ბოლოს დაახამხამებს თვალებს. და აბა გამოიცანით ყოველ ჯერზე ვის ჩუქნიან ოქროს პრიზს? თავს არ ვზოგავთ, თვალებში მანამ ვუყურებთ სანამ თვალის გუგებში სიცივეს არ ვიგრძნობთ, არ ვიგრძნობთ როგორ იყინება შიგნიდან ჩვენი თვალები, მანამ ვუყურებთ სანამ ყინული არ დაგვჩხვლეტს, თვალებს ვახამხამებთ ყინული დნება, ნაიარევები იხსნება, შიგნიდან გვწვავს და შველას ვითხოვთ, შველას კი სასმელში ვპოულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.