დიახ,მე პატიმრის ცოლი ვარ.
ჩანაჯღაბნი დიახ,მე პატიმრის ცოლი ვარ. და ყოველ დილით მზე რომ სცილდება საკურის ტოტებს, თვალებს ვახელ და ვტრიალდები სწორედ იმ მხარეს სადაც მას უყვარს ძილი, ბალიშს ფრთხილად გადავუსვამ ხელს, თითქოს მის ხშირ,წაბლისფერ თმას ვეფერები, ჩუმად გადავაფარებ საწოლს თბილ საბანს და ფეხაკრეფით ვიპარები სამსაზრეულოში. ვყრი მადუღარაში ორ კოვზ შაქარსა და ყავას და ჩვეულებისამებრ ორ ჭიქა წყალს ვასხამ. ვდგამ გაზქურაზე და სანამ ადუღდება , ჩემს მზის სხივ მოკლებულ სახეს ვუშვერ ცივ წყალს, რომ როგორმე გამოვფხიზლდე .შემდეგ მის გრძელ, თბილ თითებს მონატრებულ ქერა თმას ვივარცხნი და სწრაფად გავრბივარ სამზარეულოსკენ . ყავას ორ ატმისფერ ფინჯანში ვანაწილებ და ლანგარზე დადებული ფინჯნებით ფრთხილი ნაბიჯით გამაქვს საძინებელში. საბანი ისევ ისე მხვდება როგორც ვტოვებ , ყელში ცრემლი მეჩხირება ,თუმცა არ ვიმჩნევ და ყავა საწოლისაკენ მიმაქვს. ლანგარს საწოლზევე ვდებ, მივდივარ ფანჯარასთან და მუქ შინდისფერ ფარდებს ვწევ, რათა მზის მწველმა სხივებმა მაინც შემოაღწიონ სულივით ჩაბნელებულ უადამიანო ოთახში , მერე ვხვდები რომ სუნთქვა არ მყოფნის და მთელი ძალით ვხსნი ორივე ფანჯარას. ახლად დამდგარი გაზაფხულის სუსხი დაუკითხავად იჭრება ჩვენს ოთახში , სიო ნაზად მეხება მოშიშვლებულ ლავიწებსა და მხრებზე, არხევს ჩემს ძოწისფერ საყურეს და თმაში დამიდის მისი თავბრუდამხვევი სურნელივით. მე ხელებს ერთმანეთს ვხვევ ,თითქოს ვეხუტები და მკლავევში მისი ძლიერი მკლავევის ნაცვლად მრჩება სუსტი ნიავი, რომელსაც ბეზრდება ჩემი მოფერება და ზურგშექცეული მტოვებს . მე პატიმრის ცოლი ვარ და რა სამწუხაროა , ორი ფინჯანი ყავიდან ერთი ყოველთვის, ყოველ დილით სავსე რომ რჩება . სამსახურში გასვლამდე თმას სწორედ ისე ვიკრავ ,როგორც მას მოსწონდა , ვისხამ ჟადორის სუნამოს და ხელზე ვიკეთებ მის ნაჩუქარ სამაჯურს. კარს ფრთხილად ვხურავ, ასე მგონია სახლში მისი წილი ჰაერი ტრიალებს და კარის სწრაფი მიხურვა სხვა ჰაერში შერევს მას. ჰო მე პატიმრის ცოლი ვარ და ქუჩაში მალვით დავდივარ. ყველა ჩემკენ იშვერს ხელს და მწარედ სისინებს, ან ცინიკურად იცინის , მე კი თვალებს ვხრი და ძლივს ვიკავევ ცრემლებს , რომ იქვე, შუა ქუჩაშივე არ მოვრთო ტირილი. სამსახურს უღიმღამოდ ვასრულებ და შინ მივიჩქარი, ასე მგონია კარის სახელურს მისი თბილი თითები დასწევენ და როგორც ყოველთვის მისი მკლავები ჩამიხუტებენ შინ დაბრუნებულს. თუმცა კარს ვაღებ და სახლში სამარისებური სიჩუმე და სიცივე მხვდება. არაფრის ხალისით ვამზადებ ვახშამს და ვალაგებ ორ თეფშე , ვზივარ და საათობით ვჭამ სანამ ნერვები არ მიმტყუნებენ და მორიგ ლამბაქს არ გადავაქცევ ათას ნამსხვრევად . ჰო მე პატიმრის ცოლი ვარ და დაძინებამდე ვკითხულობ ლოცვებს, ბოლოს ვიშიშვლებ დაქანცულ სხეულს და ქათქათა სხეულზე ვიცვამ ვარდისფერ აბრეშუმის პერანგს. ვწვები საწოლის კიდეზე და ველი მის დაბრუნებას შუა ღამემდე. ჰო მე პატიმრის ცოლი ვარ და ყოველ დილით მზე რომ სცილდება საკურის ტოტებს, თვალებს ვახელ და ვტრიალდები.... ა.ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.